ოჰ ნიუ-იორკ, ნიუ_იორკ....თავი 2
გარეთ უამრავი ადამიანი ირეოდა, ჭ....ტვაში მოვყევი და ძალიან შემეშინდა, უცნობი არ დაიბნა ხელი მომკიდა და მანქანამდე უსაფრთხოდ მომიყვანა. ბიჭმა ადგილი დაიკავა და ძრავა სწრაფად აამუშავა, მხოლოდ მას მერე გავაცნობიერე რომ სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად სადღაც მივქროდი, ღმერთო რა სულელი ხარ ანასტასია ვის ჩაუჯექი მანქანაში, სახელი მაინც იცოდე, იქნება და მაინიაკია ან მკვლელი ან მოძალადე ვიცოდი რომ ასე არ იქნებოდა, მაგრამ თავს ვერ ვთოკავდი მთელი სხეული დამეჭიმა ნერვიულობისაგან...ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდით. მანქანა გაჩერდა, სიბნელეს, მივაშტერდი, ვცადე გამეგო სად ვიყავით, ადგილი არ მეცნო,კიდევ უფრო დავიძაბე, მგონი მაგარ შარში გავყავი თავი... ელიზაბეთი:-ყოჩაღ,ანა მაგარი ბიჭი დაგითრევია, წარმატებები, ყველაფერი მომიყევი ხვალ. მისმა მესიჯმა ცოტა დამამშვიდა,კარგია მანიაკი რომ არ აღმოჩნდა. ფიქრიდან ბიჭის ხმამ გამომიყვა: -ისეთი სახე გაქვს, თავი მკვლელი ან მოძალადე მგონია.სიცილით მითხრა ბიჭმა. ხმა ვერ ამოვიღე,თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა,მაგრამ მისმა ხავერფოვანმა ხმამ თითქოს არსებული დაძაბულობა გაფანტა. -მე მარკო ვარ, სხვათაშორის, გამიღიმა.მე ისევ დავიბენი და პირდაღებული მივაშტერდი. -ჯერ სახლში წასვლა ადრეა ამიტომ ვიფიქრე სადმე მშვიდ ადგილას ხომ არ წავსულიყავით. -არა დავიღალე,სახლში მინდა. პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი მე. -შენი სიტყვა კანონია.თბილი მზერა მომაპყრო ბიჭმა.უზომოდ მომხიბვლელი იყო, ალბათ ბევრი გოგო ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას და მასთან დროის გატარებას,მე კი ნამდვილი იდიოტივით ვიქცეოდი. მარკომ მანქანა დაძრა მე მოვდუნდი და სავარძელს მივეყუდე, ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი. დილით მარკოსთან ერთად გამეღვიძა,დიდი ალბათობით მისი მაისური და წინდები მეცვა, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ადგომა, ჩუმად გაპარვა და ამ დღის დავიწყება მინდოდა,მაგრამ ბიჭს ისე ვყავდი შებოჭილი, თავის დაძვრენა გამიჭირდებოდა, მაინც ვცადე და უფრო შევიბოჭე, ისე თავს კომფორტულად ვგრძნობდი,ჯერ საკმაოდ ადრე იყო, გარეთ ისევ ბნელოდა, ამიტომ კარგად მოვკალათდი მის მკლავებში და ძილი შევიბრუნე. -გაღვიძების დროა ძილისგუდა, ჩამჩურჩულა ყურში ხავერდოვანმა ხმამ, ნელა-ნელა გავახილე თვალები და საწოლში ზანტად გავიზმორე,დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელ დღეს კოტრიალში, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი. საბნიდან ამოვძვერი, თვალები მოვიფშვნიტე და მარკოს არაფრისმთქმელი მზერა მივაპყარი. -დილა მშვიდობისა.ახალგაღვიძებული ძალიან ლამაზი ხარ, ლოყაზე ნაზად მაკოცა ბიჭმა.-ისე სახელიც რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა. -ანასტასია მქვია, შეგიძლია ანაც დამიძახო.ვუპასუხე ნამძინარევი ხმით. -კარგი ანა.საუზმე მოვამზადე სანამ გეძინა და... -მადლობა ყველფრისთვის,მაგრამ ჯობია წავიდე,აღარ შეგაწუხებ. -გთხოვ დარჩი, საერთოდ არ მაწუხებ,პირიქით.არ ვიცოდი რა მექნა, ისეთი სევდიანი სახით მიყურებდა, უარი ვერ ვუთხარი,როგორც ჩანს ძალიან მარტოსული იყო. ადგომაც არ მაცალა, საუზმე პირდაპირ საწოლში მომიტანა და თავადაც ჩემს გვერდით მოკალათდა, ტელევიზორი ჩართო და ფილმს დაუწყო ძებნა. -რით დავიმსახურე ეს ყველაფერი? ჩემს თავს ვკითხე,მაგრამ რა პასუხი უნდა მიმეღო ჩვენ ხომ სულ რამდენიმე საათია ვიცნობთ ერთმანეთს,ამასაც თუ ნაცნობობას დავარქმევთ... მარკოს ყავა, ბლინები და ფორთოხლის წვენი მიემზადებინა, ნუთელაც მოეტანა, ნეტავ საიდან იცოდა ეს ყველაფერი რომ მიყვარდა. ისეთი საყვარელი იყო, პატარა ბავშვივით მოითხუპნა პირი შოკოლადით. -მარკის გოგო ხარ არა? მკითხა ბიჭმა.მეც თავი დავუქნიე. -და შენ რას საქმიანობ? -მე GQ ს გაყიდვების მენეჯერი ვარ.. -მე მოდელი მეგონე.შევაწყვეტინე ბიჭს. -მეც. გამიცინა ბიჭმა. ბევრი ვილაპარაკეთ, ფილმს ვუყურეთ, მარკოს თხოვნის მიუხედავად მასთან დარჩენა ნამდვილად აღარ მინდოდა.სწრაფად მოვემზადე და ქუჩაში გავიჭერი, გარეთ ისევ საშინლად წვიმდა და ცივი ქარი უბერავდა, ეს ალბათ ქალაქში წვიმის სეზონის დაწყებას ნიშნავდა. კიდევ კარგი მარკომ თბილი სვიტერი მათხოვა, თორემ ნამდვილად გავიყინებოდი. სწორედ ეს სვიტერი გახდებოდა ჩვენი ხელახალი შეხვედრის მიზეზი.რაც რატომღაც არ მინდოდა, მიუხედავად ყველაფრისა... მარკო თითქის მთელი კვირაა მასზე ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ გამომადგება ,რაიმე უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმისაც კი მეშინია, ჩემი ძველი და საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილების გამო. ეს გოგოც სხვებივით იქნება, "მონადირე" და ალბათ ისევე მომაყენებს ტკივილს როგორც ადრე გააკეთეს სხვებმა, მაგრამ ძალიან მინდა ასე არ იყოს. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი "* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.