შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლში მტერთან(ნაწილი 2)


27-05-2017, 01:32
ავტორი Salome5
ნანახია 3 872

მთელი სიჩქარით მივქროდით. ცხოვრებაში პირველად გამოვყევი უცნობ ადამიანს და საერთოდ არ მანაღვლებდა ეს. გზაში ერთ პატარა რესტორანთან გააჩერა. შევედით და კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექით.
-აბა? არ მეტყვი რა შეგემთხვა?-ინტერესით მკითხა სანამ შეკვეთას მოიტანდნენ.
-რა შემემთხვა? არაფერი უბრალოდ თბილისში მივდივარ.-მხრები ავიჩეჩე მშვიდად. დაეჭვებულმა გამომხედა და შემათვალიერა.
-სახლიდან გაქცეულ თინეიჯერს უფრო გავხარ.
-მამაჩემთან მივდივარ, სულ ეგ არის-მკვახედ გამომივიდა. არმინდოდა კიდევ რამე ეკითხა. მეტი აღარაფერი უკითხავს ვისადილეთ და გზა გავაგრძელეთ. საღამომდე უკვე თბილისში ვიყავით. მამაჩემის მისამართი ვუკარნახე. სადარბაზოსთან გააჩერა. ნელა გადავედი.
-მადლობა, რომ მომიყვანე.-უბრალოდ გამიღიმა და გული დამწყდა რომ ვეღარ ვნახავდი. მაგრამ ახლა სხვა სადარდებელიც მქონდა. სადარბაზოში ვაპირებდი შესვლას, რომ უცებ მამა დავინახე. ადგილზე გავქვავდი ვერ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა. მერე მასთან ვიღაც ქალი და ბავშვი გამოვიდა.. გასაგებია ის ბავშვი ათწლამდე იქნებოდა. თვალები ამეწვა და კანკალი დამეწყო. მამამ ჩემსკენ გამოიხედა და მომაშტერდა. არვიცი იცნო თუ არა მისი შვილი.. შვილი რომელიც ისე მიატოვა არც დაფიქრებულა. ამის გარკვევას არც ვაპირებდი. ჩქარა მოვტრიალდი უკან და ისევ ალექსს მივუჯექი.
-სადმე წამიყვანე, გთხოვ-პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი. თავს ზედმეტად ვგრძნობდი ყველგან. თითქოს ჩემი ადგილი არსად იყო. მთელი ბავშვობა განვიცდიდი უმამობას, როდესაც ჩემს მეგობრებს მამები მოაკითხავდნენ მშურდა მათი. ყოველდღე ველოდები მეც მეგონა ერთხელაც მოვიდოდა და მეც მომიტანდა სათამაშოებს. თავი ისევ ბავშვად ვიგრძენი, ახლაც ისე ამიცრუვდა გული როგორც მაშინ როდესაც სკოლიდან გამოსულს მამას ვერ ვხედავდი. ალბათ მუშაობს და სახლში რომ მივალ იქ დამხვდება მეთქი ვფიქრობდი. მერე გავიზარდე.. დღეს ისევ გამიცრუვდა იმედები და ისევ გული მეტკინა. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.
-მოვედით..აქ მარტო ვცხოვრობ, შეგიძლია დღეს აქ დარჩე.-უხმოდ მივყევი. პატარა მყუდრო ბინა, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-დაჯექი-დივანზე მანიშნა. ჩამოვჯექი და მობილურის ჩართვა ვცადე, მაგრამ არ ვაკეთო.
-ალბათ ელემენტი დაჯდა-გავნერვიულდი- წარმომიდგენია მაკა რა დღეშია ახლა. ალბათ პატრულშიც დარეკა.- თავი დამნაშავედ ვიგრძენი და საშინლად ვინანე ჩემი ბავშვური საქციელი.-ხვალ როგორც კი შევძლებ მაშინვე წავალ ბათუმში.-ისევ ალექსს მივუბრუნდი.
-დღეს აქ დარჩი და ხვალ დაურეკე დედაშენს, რომ წაგიყვანოს. ტელეფონი მომეცი ,შევაერთებ.-ოთახიდან გავიდა. ფანჯარას მივუახლოვდი, წვიმას იწყებდა და უცებ ჩამობნელდა. ამინდი ზუსტად შეესაბამება ჩემს ხასიათ. აივანზე გავედი და მოაჯირს მივეყრდენი, უცებ ვშეხება ვიგრძენი და მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი.
-დამშვიდდი, მე ვარ-გაეცინა ჩემს ბავშვურ რეაქციაზე და პლედი მომაფარა.-გაცივდები.
-მადლობა, ალექს.-თვალებში მივაჩერდი ჩემზე ორი თავით მაღალ სილუეტს.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის. შენ რომ არა არვიცი დღეს რა მოხდებოდა, ან ღამეს სად გავათევდი.
-მადლობა მიღებულია-ისევ გაიღიმა. იმ ღიმილით ასე რომ მომწონდა.-დაჯექი ცოტა დავლიოთ.-პირდაპირ იატაკზე დავჯექით. ალკოჰოლს დიდად არვეტანები, მაგრამ მაშინ მაგრად გამისწორდა. სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა სხეულში და გამაბრუა.
-შენი ოჯახი სხვაგან ცხოვრობს?
-ოჯახი არ მყავს.-მოკლედ მომიჭრა-მხოლოდ ბიძა მყავს ანუ დედაჩემის ძმა. მასთან ვიყავი ბათუმში.
-და მშობლები?
-ორივე გარდაიცვალა. კარგად არც მახსოვს, პატარა ვიყავი და ბიძამ გამზარდა.
-მაპატიე, არმინდოდა ასე გამოსულიყო.
-არაუშავს, მივეჩვიე.-ორივე გავჩუმდით. წვიმის ხმაზე თვალები მივნაბე. ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და გავითიშე.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და ალექსი დავინახე. ხელი წელზე შემოეხვია და მშვიდად ფშვინავდა. დაფრთებული წამოვხტი ფეხზე და ტანზე შავიხედე. ჩემი თავი ჩაცმული რომ დავიგულე დავმშვიდდი. ფეხზე ჩავიცვი და ჩუმად გამოვიპარე ოთახიდან. მობილური ჩავრთე და დედაჩემს დავურეკე.
-ლილე, შვილო, სად ხარ?-გაგიჟებული ჩამკიოდა ყურში მაკა.
-დედა, თბილისში ვარ.-შევაპარე. მეგონა კიდევ უფრო გაგიჟდებოდა, მაგრამ შევცდი. თითქოს ელოდა კიდეც.
-ვიცი, მეც ჩამოვედი ამ დილით მამაშენთანაც ვიყავი მისული და არც აქ დამხვდი.
-მეგობართან დავრჩი. ახლაც აქ ვარ მომაკითხე, მისამართს მოგწერ.
-კარგი, მოვდივარ.
-დედა, მინდოდა მეთქვა.. ბოდიში-ყოველთვის მიჭირდა ამ სიტყვის თქმა. შევატყვე ესიამოვნა. გავუთიშე და მისამართი მივწერე. სწრაფად გავემზადე და ლექსოს ოთახში შევიჭყიტე. ისევ სძინავს. კარგია, ისე წავალ მასთან დამშვიდობება არმომიწევს. კარები ფრთხილად გამოვიხურე და ქვემოთ ჩავედი. ცოტა ხანში მაკაც მოვიდა.
-ლილუ-ჩამეხუტა და მანქანაში ჩამსვა-როგორ მანერვიულე, შვილო.
-ვიცი, დედა, მაგრამ ხომ მიცნობა არა? მჭირდებოდა განმარტოება და დაფიქრება.
-ვიცი. როგორც შენ გინდა ისე იქნება. ხომ იცი შენს მეტი არავინ მყავს.
-დედა, გაყევი იმ კაცს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი. მაგრამ იცოდე მე შენთვის მაინც ერთადერთი ვიქნები.-ბაღის ბავშვივით გამომივიდა, მაგრამ დედამ იცოდა რას ვგულისხმობდი ერთადერთში.
-ისე იქნება ყველაფერი როგორც შენ გინდა.
-თბილისში ვიცხოვრებთ?
-კი, მალე ხელს მოვაწერთ და ავთოსთან გადავალთ საცხოვრებლად.
-და ამ, ,,ავთოს'' ოჯახი არ ყავს? თუ მარტო ცხოვრობს.
-მარტო ცხოვრობს. ერთი დისშვილი ყავს მხოლოდ, ისიც ზრდასრული ბიჭია და ცალკე ცხოვრობს.-კიდევ რაღაცას მიყვებოდა იმ თავის, ,,ავთოზე'' მაგრამ აღარ ვუსმენდი. ალექსზე დავიწყე ფიქრი, ნეტა თუ შევხვდები კიდევ ოდესმე? პირველად მომეწონა ბიჭი სერიოზულად. ის ისეთი განსხვავებულია, მამაკაცური, ირონიული და თითქოს მკაცრი.
-ლილე, არ მისმენ?-ხელი სახესთან ამიფრიალა.
-რა?
-კაბა არ შევარჩიოთ?
-აა ხო კაბა. დედა, ხოიცი ვერ ვიტან ამ კაბებს რა, რატო არ შეიძლება ჯინსები ჩავიცვა?
-და შენ არ შეგიძლია ერთხელ მაინც შემისრულო თხოვნა? ვიწრო წრეში ავღნიშნავთ რესტორანში, სულ რამდენიმე კაცი იქნება. ჩაიცვი ერთხელ მაინც კაბა, ჩემი ხათრით.-დავთანხმდი სხვა გზა მაინც არ მქონდა. მთელი დღე კაბებს ვიზომავდი, მაგრამ არცერთი არ მომეწონა. ბოლოს შევარჩიე, სადა შავი ფერის და წელში გამოყვანილი კაბა. მაკიაჟიც გავიკეთე, მაგრამ აი თმა.. საშინელებაა პირდაპირ ისეთი უხეში თმა მაქვს. რამდენიც გინდა დავარცხნე, დააუთოვე მაინც თავის ფორმას უბრუნდება და დავიტოვე ასე. სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ვეღარ ვიცანი, ისეთი ლამაზი ვიყავი, თან ცოტა მეუცნაურა კიდეც. მაკამ და ავთომ ხელი მოაწერეს და რესტორანში წავედით. დიდად არ მინდოდა წასვლა ალბათ მოწყენილობისგან მოვკვდები, ძირითადად ავთოს თანამშრომლები იქნებიანო მაკამ. სათვალეებიანი სერიოზული ტიპები რომლებიც მხოლოდ საქმეებზე საუბრობენ და მეც ალბათ მალევე ჩამეძინბა. რესტორანთან გავჩერდით, ის იყო შესვლას ვაპირებდი მოუქნელად შემოვტრიალდი და ვიღაცის მკვრივ სხეულს შევეჯახე, რომ არ დავეჭირე ალბათ ძირს გავიშხლართებოდი. ამ მტკივნეულ მომენტში განსაკუთრებით მომინდა იმ ადამიანის მოკვლა ვინც ეს ქუსლიანები მოიფიქრა, ჩემი ხელით გავგუდავდი. სახე ტკივილისგან დამემანჭა, როგორციქნა ფეხზე წამოვდექი და მამაკაცს შევხედე.
-შენ? შენ აქ რაგინდა? დამსდევ?-ნაცნობი სახის დანახვაზე მაშინვე გავკაპასდი. ჩემს წინ დადიშქელიანი იდგა ჩვეული ირონიული ღიმილით.
-მე დაგსდევ? რა სისულელეა. პირიქით, მგონი შენ მითვალთვალებ უცნაურია ამდენი შემთხვევითი შეხვედრა.-მხრები მშვიდად აიჩეჩა. მისკენ გავიწიე მაგრამ ფეხი საშინლად მეტკინა და ისევ მას დავეყრდენი.
-შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.-ხელი გამოვგლიჯე და რესტორანში შევედი. ფეხი ცოტათი კიდევ მტკიოდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. უაზროდ დავეხეტებოდი და აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა.
-ლილე, წამოდი ავთოს დისშვილს გაგაცნობ.-დედაჩემმა ხელი ჩამავლო და რასაც ქვია გამათრია.
-დედა, კარგი რა-ავწუწუნდი მაშინვე, მაგრამ ვინ მომისმინა.
-ლილე, გაიცანი ალექსანდრე ალექს, ეს ჩემი შვილია ლილე.-ღიმილით გაგვაცნო მაკამ. ღიმილი სახეზე შემეყინა, ახლა ნამდვილად გავგიჟდები. ამას რა ჯანდაბა უნდა?
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ლილე-ხელი გამომიწოდა ალექსმა. ისევ ეს ირონია ნერვებს მიშლის უკვე ეს ბიჭი. ხელი მეც მშვიდად გავუწოდე და შევეცადე არაფერი შემემჩნია. მის შეხებაზე გამაჟრჟოლა, ხელი სწრაფად გავითავისუფლე.
-იმედი მაქვს ერთმანეთს კარგად შეეწყვეთ-ავთოც შემოგვიერთდა-ალექსი ჩემთვის შვილივითაა. ალექს, რა გადაწყვიტე დარჩები ჩვენთან?
-კი, ნამდვილად კარგი იდეაა. ცოტას დავისვენებ სულ ვმუშაობ და გადავიღალე.-უცნაურად მიყურებდა. ვეღარ გავუძელი მის მზერას და თავი ჩავხარე. ვერ ვიჯერებ ამ მოსიარულე სარკაზმთან ერთად უნდა ვიცხოვრო? ესღა მაკლდა რა. ხომ გინდოდა მისი კიდევ ნახვა, ლილე, ხო და დატკბი თავს არ მოგანატრებს. გავეცალე და აივანზე გავედი. მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე. მაინც რა მალე შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთ წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ხშირად უკეთესობისკენაც. ახლა კი ვერ ვხვდები უკეთესობისკენ იცვლება თუ უარესობისკენ. მაშინებს ეს ბიჭი და თან მომწონს. ავირიე და დავიბენი. უცებ ყურთან სუნთქვა ვიგრძენი და სწრაფად გამოვერკვიე.
-რა უცნაურია არა? ერთ სახლში მოგვიწევს ცხოვრება.
-ხო, სამწუხაროდ.-უხეშად მივახალე და წასვლა დავაპირე
-იმ დღეს სად გაიპარე?-დასერიოზულდა უცებ. ხელები მოაჯირზე დააწყო ისე რომ მათ შორის აღმოვჩნდი მომწყვდეული.
-დედაჩემმა მომაკითხა და წამოვედი, შენ გეძინა არმინდოდა გამეღვიძებინე.
- მაშინ სხვანაირი იყავი. ბიჭურად გამოწყობილი, გაწეწილი-გაიცინა-ახლა კი ძალიან სექსუალური ხარ.-კიდევ უფრო ახლოს მოიწია. სუნთქვა შემეკვრა, რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ მოულოდნელად დამეტაკა ტუჩებზე. მოულოდნელობისგან გავქვავდი. ამას ნამდვილად არ ველოდი და ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა. იმდენად ჩამითრია მისმა კოცნამ, მომადუნა. სიამოვნებისგან გავითიშე და ხელები კისერზე მოვხვიე. ამან გაათამამა და კიდევ უფრო გააღრმავა კოცნა. ყელზე რომ გადავიდა გამოვერკვიე და ხელი ვკარი. მთელი ძალით გავარტყი სახეში.
-შენ.. შენ-სალანძღავ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. თვალები ამიცრემლდა და სწრაფად გამოვარდი გარეთ. საპირფარეშოში შევედი და კარები ჩავკეტე. ცრემლები წამომივიდა. ,,იდიოტი, ახლა რა უნდა ვქნა?'' ჩემი პირველი კოცნა ასე არ წარმომედგინა. ვერ ვიფიქრებდი, ასეთ ბიჭს ვაკოცებდი პირველად. სულ ორჯერ მყავს ნანახი და ამდენს მიბედავს. ნერვიულად დავდიოდი და ვერაფრით ვწყნარდებოდი. "შარში ხარ, ლილე" დავასკვენი ბოლოს. როგორც იქნა დავმშვიდდი და მაკიაჟი შევისწორე. გაღიმებული გავედი გარეთ და სტუმრებს შევერიე. კარგია ის კრეტინი როარ ჩანს თორემ ალბათ რამეს ჩავარტყამდი აქვე. მაგრამ ჯერ სად არის ისეთს ვიზამ ვანანებ იმ უტაქტო საქციელს. უნებურად ტუჩები მოვილოკე და გამაჟრჟოლა. მისი ტუჩების გემო ვიგრძენი. ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ მომეწონა მისი კოცნა და ნერვები მომეშალა ჩემს თავზე. მთელი საღამო აღარ გამოჩენილა, სახლში დაბრუნებისთანავე დავწექი და გავითიშე. ფეხები საშინლად მტკიოდა ქუსლების გამო, კაბა გავიხადე და საცვლების ამარა შევწექი საწოლში.



№1 სტუმარი TaTa

Aris ragac detalebi rasac vfiqrob nel-nela werashive gamoasworeb
Ise ki dzalian monwons
Warmatebebi

 


№2  offline წევრი Salome5

TaTa
Aris ragac detalebi rasac vfiqrob nel-nela werashive gamoasworeb
Ise ki dzalian monwons
Warmatebebi

ვეცდები შემდეგი თავები უკეთესი გამოვიდეს. wink

 


№3 სტუმარი Guest ანი

მომწონს ^^ ძალიან ნუ დაგვიგვიანებ ხოლმე :*

 


№4  offline წევრი Salome5

Guest ანი
მომწონს ^^ ძალიან ნუ დაგვიგვიანებ ხოლმე :*

დღეს დავდებ აუცილებლად, მოგვიანებით kissing_heart

 


№5 სტუმარი Guest bubu

gaagrdzele sainteresoa.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent