შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეორე)


27-05-2017, 17:07
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 615

2.
გ უ კ ა

კესის სახეს ვუყურებ ეკრანზე და თავს ძალას ვატან რომ მის სანახავად არ წავიდე. მე ის მენატრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უკეთესი იქნება თუ არ ვნახავ. ის ისევ უნდა წავიდეს, ვიცი რომ ეგოისტურად ვიქცევი, მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს, არ მინდა რომ იბრძოლოს, არ მინდა რომ რამე დაემართოს. როდესაც მისი პასუხი გავიგე, არ ვიცი რა ვიგრძენი. სიმაყე? სიბრაზე? სევდა? სიხარული?
ყველაფერი ერთად იყო ათქვლეფილი და არეული, აზრი საკუთარი თავისგან ვერ გამომქონდა, ახლა კი... ახლაც მასე ვარ. მიხარია რომ ის მამაცია, ვამაყობ რომ ის ასეთია, სევდიანი ვარ, რადგან ამან შეიძლება ის დამაკარგვინოს, და ვბრაზობ, რადგან ის ასეთი სულელია.
მას წამს რომ რაღაცას შეცვლის, მაგრამ... ამის მე აღარ მჯერა. იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, და რაც ალბათ მომავალში მოხდება ის შეიძლება ვეღარც გადარჩეს ცოცხალი. მისი დაკარგვა აღარ მინდა, არც იმ შიშის თავიდან განცდის სურვილი არ მაქვს.
-გუკა? -ოთახის კარი იღება და მათეს თავი ჩნდება. -როგორ ხარ? კესი ვნახე ტელევიზორში, და ვიფიქრე რომ ვინმესთან ლაპარაკი მოგინდებოდა. -თავს ვუქნევ და ოთახში შემოდის, სახე არეული და ანერვიულებული აქვს.
-შენც კესიზე ფიქრობდი? -ვეკითხები და გვერდით ვიწევი რომ ადგილი გავუთავისუფლო.
-კი, უფრო სწორად არა. -მისკენ გაკვირვებული ვიყურები და წარბებს მაღლა ვწევ. -დაჩიზე ვფიქრობდი, უფრო და უფრო ხშირად მეფიქრება მასზე და იმაზე თუ როგორ გაგვაცნო კესი. -თავს გვერდზე წევს და ჩაფიქრებული გამომეტყველებით აგრძელებს. -ვიცი რომ ცოტა უცნაურია, მაგრამ მგონია რომ დაჩიმ ეს ყველაფერი იცოდა. -თავს ისევ ჩემკენ ატრიალებს და გაოცებულ სახეს არ იმჩნევს. -ვგულისხმობ რომ მან იცოდა რომ თამაშში მიიწვევდნენ, მაგრამ ის ელიტის წევრი არ ყოფილა. მე და შენ უფრო მეტი შანსი გვქონდა იქ მოსახვედრად ვიდრე დაჩის, მაგრამ მაინც ის მოხვდა. -თავს ვუქნევ და ვანიშნებ რომ გააგრძელოს. -ის უცნაური იყო, ალბათ ამიტომაც დაუმეგობრდა კესი. -იღიმის კესის სახელის ხსენებაზე, და სევდიანი თვალები უმუქდება. -სულ ის მომენტი მახსენდება როდესაც მედა შენ დაჩი კესიზე გველაპარაკა, მაშინ სიკვდილამდე სამი დღით ადრე როდესაც უკვე მიწვეული იყო.
-ჰო. -მეცინება როცა ეგ მახსენდება. -დღემდე ვერ ვხვდები მაშინ რას გულისხმობდა. უფრო სწორად, ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა. -თავს დაბლა ვხრი. -ისიც არ ვიცი კესის მიმართ რა გრძნობები ქონდა.

----მოგონება-----
-ვერ ვხვდები შენთვის კესი ვინაა. -მათე იღიმის და კომფორტულად ჯდება ხის სკამზე. -ყოველ ჯერზე როდესაც მასთან ერთად ხარ სხვადასხვა ემოციები გაქვს თვალებში. -დაჩი გაკვირვებული და ოდნავ დაძაბული უყურებს მათეს.
-რას გულისხმობ? -დაჩი ნაძალადევად იღიმი და ნისლიან თვალებს დაბლა ხრის. მისი ჩვეული ნაპერწკალი გამქრალი და გაცრეცილია, მუდამ მომღიმარ სახეზე კი სევდიანი გამომეტყველება აქვს.
-რას და... -მათე დაჩის აშტერდება და იღიმის. -ხანდახან ისე უყურებ თითქოს შენი პატარა და იყოს, რომელიც ბიჭებისგან უნდა დაიცვა, და უსაფრთხოდ ამყოფო. ხანდახან ისე იქცევი თითქოს შენი შვილი იყოს, შენ კი მამა და მის დაცვას ცდილობ მთელი მსოფლიოს ბოროტებისგან. -დაჩის ღიმილი ეპარება სახეზე და სიცილს ძლივს იკავებს, მე კი ხარხარამდე ცოტა მიკლია. -ხანდახან კი... ხანდახან მგონია რომ გიყვარს და მისთვის ყველაფრისთის მზად ხარ... თითქოს მისთვის სიცოცხლესაც კი დათმობდი. -ამაზე დაჩის ღიმილი ქრება და მის სახეზე ისევ სერიოზული გამომეტყველება იკავებს ადგილს.
-ხო, მართალი ხარ. -იძახის თავს ქნევით, მე კი გაკვირვებული ვუყურებ. მეგონა დაჩის სალომე მოწონდა. -მაგრამ თან ცდები. -ამაზე ორივე ვიბნევით, მეც და მათეც. -ის არ ყოფილა ჩემთვის მარტო რომელიმე მათგანი, ის ყველაფერი იყო, მთელი სამყარო. -თავს დაბლა ხრის, მაგრამ ცრემლებს მაინც ვამჩნევ, რომლებსაც მალევე ყლაპავს. -ის სინათლე იყო სიბნელეში. ვიცი ბანალურად ჟღერს, მაგრამ მან მე გადამარჩინა. -თვალებში მიყურებს და მის მზერაში მუდარას ვგრძნობ. - ის მთელ მსოფლიოს, მთელ სამყაროს მირჩევნია, არაფერია ისეთი რასაც მის გამო არ გავაკეთებ... თითქმის არაფერი. -ამაზე ისევ უსევდიანდება სახე, მე კი ვერ ვხვდები რას გულისხმობს. -მე ის მიყვარს, მიყვარს როგორც და, როგორც შვილი და როგორც უბრალოდ გოგო. ამას უბრალოდ ვერ აგიხსნი. -თავს გვერდით წევს და თვალს გვარიდებს, მაგრამ მის მზერაში მუდარა კვლავ იგრძნობა. -ის...განსხვავებულია. კარგი გაგებით რა თქმა უნდა. ის სხვანაირია და ეს სისხვანაირე მას ყველასგან გამოარჩევს. ხანდახან როდესაც მელაპარაკება ის სხვა პლანეტიდან მგონია, რადგან არცერთი ადამიანი მასე არ არის, ის უბრალოდ ის არის. ინდივიდი. -თვალებში მიყურებს, თითქოს მარტო მე მელაპარაკებოდეს. -ხანდახან მისი დაცვაა საჭირო, ზუსტად ამ განსხვავებულობის გამო. მას დაცვა მარტო სხვებისგან ან გარე სამყაროსგან კი არა, საკუთარი თავისაგანაც ჭირდება.
-----მოგონების დასასრული-----

მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს რატო მეუბნებოდა, ვერ ვხვდებოდი რა შუაში იყო ჩვენ ნათქვათან, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები. ის მზად იყო მისთვის ყველაფერი დაეთმო, და დათმ კიდევაც. დაჩისთვის კესი მთელი სამყარო იყო, და მას ის არ უყვარდა როგორც ადამიანი, ის მას აფასებდა, მას მისდევდა, როგორც სინათლეს ბნელ გვირაბში.
-შენი აზრით, მაშინ რაც გვითხრა... -მათე ხმადაბლა იწყებს საუბარს. -მაშინ რაც გვითხრა იმიტომ თქვა რომ კესისთვის მიგვეხედა? იმისთვის რომ ის უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა?
-არ ვიცი. -ამოხვენშით ვიძახი და გვერდით ვიყურები. არავის დანახვა არ მინდა. -მაგრამ ვიცი რაც იყო მისი უკანასკნელი სურვილი, ვიცი რაც უნდოდა რომ გაგვეკეთებინა, და ეს შენც იცი... ყველამ იცის, თვითონ კესის გარდა. -მეცინება და ვაგრძელებ. -ის ამას ვერ ხვდება. და ალბათ ეს კარგიც კი არის.
მათე თავს მიქნევს, მაგრამ ხმას აღარ იღებს. ორივე ჩუმად ვზივართ ლურჯ დინავზე და ვიხსენებთ დაჩის, რომელიც სიკვდილამდე სამი დღით ადრე კესიზე გველაპარაკებოდა, და რომელიც სიკვდილის წინაც მის დაცვას გვთხოვდა.

***
ლ უ კ ა
დაჩი... რატომღაც ის ისევ ჩემ გონებაშია. და ყველაზე მეტად კი გონებაში მისი სახე ჩნდება, სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, ის მთხოვდა, არა მევედრებოდა რომ კესი დამეცვა. ვერ ვხვდებოდი რატომ ქონდა ამ გოგოს მასზე ასეთი გავლენა, ან როგორ მოახერხა ერთმა დარტყულმა მისი ძირფესვიანად შეცვლა, მაგრამ ახლა როდესამ მას პირადად შევხვდი ვიცი.
შეიძლება დაჩიმ მოახერხა იმის დანახვა რისაც მე ვერ შევძელი. შეიძლება დაჩიმ მოახერხა კესის სრულიად სხვა მხარის დანახვა, მაშინ როდესაც მე მხოლოდ გაბრაზებულის შევძელი. და ასეთმაც კი მოახერხა თავისი ნათქვამით შთაბეჭდილების მოხდენა.
----მოგონება-----
-რა ქვია იმ გოგოს? -ყინულივით თვალებით მომჩერებია და გაბრაზებული მიყურებს, ადგილზე ვიყინები და ხმას ვერ ვიღებ.
-კესი... კესი მეიაშვილი. -თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს. ვუყურებ, ვცდოლობ მის სახეზე რაიმე სახის ემოცია მაინც ამოვიკითხო, მაგრამ უშედეგოდ. გაყინულია.
-მოსაწვევი უნდა გავუგზავნოთ. -იძახის ორ წუთიანი დუმილის შემდეგ. ვუყურებ და არ მჯერა რომ ამის გაკეთებას მართლა აპირებს, მაშინ როდესაც იცის რომ კესი დაჩის ერთადერთი სინათლეა, ის რაც მას სრულ აზრზე ამყოფებს.
-მაგრამ... დაჩი... მას თუ რამე დაემართება ის გაგიჟდება... -ხელის აწევით მაჩუმებს, მაგრამ უფრო ვბრაზდები. -არა, ახლა შენ მომისმინე! ორივემ კარგად ვიცით რომ ერთადერთი მიზეზი რატომაც შენ უკანალი მაგ სკამზე გიდევს არის ის რომ დაჩიმ დაგითმო! -სახე ეყინება, მაგრამ წამიერად, შემდეგ ისევ ჩვეულ იერს იბრუნებს. -ის შენზე ძლიერია, და შენ თუ მას კესის მოუკლა როგორც გეგმავ, ის შენ მოგკლავს, და ორივემ ვიცით რომ მარტო შენზე არ გაჩერდება.
-ვიცი. -თავს მიქნევს. -მაშინ უთხარი აირჩიოს... ან თვითონ ან კიდევ კესი...
-თავის თავს აირჩევს. -ვეუბნები დარწმუნებით.
-ვნახოთ, როდესაც საქმე საკუტარი ტყავის გადარჩენაზე მიდის, ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი.
***
-აირჩიე? -დაჩი მის პირდაპირ დგას და თვალებში უყურებს. ბრაზობს, უფრო სწორად გაცოფებულია. ვგრძნობ რომ თავს ძლივს იკავებს რომ რაიმე არ დაუშავოს.
-კი. -ის წარბებს მაღლა წევს და ანიშნებს რომ პასუხს ელოდება. -მოსაწვევს ხვალისთვის ველოდები, იქიდან კი ერთ კვირაში თამაში დაიწყება, გასაგებია? -თვალები მიდიდდება, მაგრამ ამას მოველოდი. ვიცოდი რომ ის კესის გადაარჩენდა.
-დარწმუნებული ხარ? -ცდილობს აღელვება არ დაეტყოს, დაჩის უყურებს და მის თვალებში ტკივილს ვხედავ. -მაინც რატომ გირჩევნია ის გოგო?
-იმიტომ რომ ის სინათლეა სიბნელეში. -იძახის დარწმუნებით და იღიმის. ვუყურებ ახლანდელ დაჩის და ვხედავ, ვგრძნობ ყველა იმ ცვლილებას რომელიც მან განიცადა მას შემდეგ რაც კესის შეხვდა. უფრო ხშირად იღიმება, აღარ არის ცივ სისხლიანი მკვლელი, გაუჩნდა ემოციები... ის ადამიანი გახდა, ყველა ჩვენგანისგან განსხვავებით.
ის რობოტი იყო, ალფა ჩვენს ხროვაში, ახლა კი... ის ადამიანია, ემოციებით, გრძნობებიტ, იმედებით და სხვისი დაცვის სურვილით.
-მაგრამ, მე ამას მხოლოდ ერთი პირობით ვთანხმდები. -იძახის დაბალი ხმით. -ვიცი რომ ადრე თუ გვიან მას მაინც მიადგებით. -მისკენ ვიყურები, მინდა შევეწინააღმდეგო, მაგრამ ის მართალია. -ამიტომ გთხოვთ, სანამ ამის საბაბი არ მოგეცემათ, მას არ შეეხოთ. თამაშის გარეთ ამყოფეთ.
ისიც და მეც თავს ვუქნევთ, მაგრამ არ ვლაპარაკობთ.
-და კიდევ ერთი. -იძახის დუმილის შემდეგ. -მინდა რომ თამაშის დროს ჩემზე ლუკა ნადირობდეს.
----მოგონების დასასრული----

კი, ის მე მოვკალი, მას მე სურვილი ავუსრულე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამით ვამაყობ. მე მისი გადარჩენა შემეძლო, მაგრამ მე ის მოვკალი, გულში ტყვია დავასვი და ვუყურებდი მის თვალებს სინათლე როგორ ტოვებდა.

***
ნ ი კ ა
-შენც ამას უყურებ? -ბექა გვერდით მიჯდება და ტელევიზორს აშტერდება. კესის გამოსვლას უკვე მეოთხეჯერ აჩვენებენ და ყველა მასზე ლაპარაკობს. მაგრამ სათქმელი ყველას სხვადასხვა აქვს.
-საქმე არ აქვთ? -იძახის გაბრაზებული და თავს აქნევს. მესმის მისი, კესი მისი საუკეთესო მეგობარია, ისევე როგორც ჩემი, მაგრამ ბექა ემოციებს მასე ადვილად ვერ თოკავს.
-არ ვიცი. -მხრებს ვიჩეჩავ. -ალბათ არა. -თავს იმედგაცრუებული აქნევს. -უბრალოდ მგონია რომ ზედმეტად ბევრს ელიან მისგან. კესი ამდენს ვერ შეძლებს, მარტო. ვერავინ ვერ შეძლებს.
-ჰომ. -იძახის და ისევ ეკრანს უყურებს. -თვითონ რატომ არ ცდილობენ? რატომ ელიან ვიღაცა სხვას რომ მათ დაეხმარონ როდესაც საკუთარი თავის დახმარება თვითონ შეუძლიათ? რატომ ჭირდებათ ვიღაცა სხვა, მესამე პირი?
-ალბათ ეშინიათ? -ვარიანტს ვტავაზობ ის კი თავს მიქნევს. - ეშინიათ რომ თუ რაიმე არასწორად წავა მაშინ პასუხის გაცემა საკუთარი სიცოცხლით მოუწევთ. სხვისი სიცოცხლის დათმობა კი ყოველთვის მარტივია.
თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არცერთი აღარ ვიღებთ. იმის გაფიქრება რომ მანამდე ჩვენც ერთ-ერთ მათგანი ვიყავით მაშინებს და გულს მირევს. მეც ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი ვინც იცდიდა და არ მოქმედებდა. მაგრამ ვინ იცის? იქნებ ახლაც ერთ-ერთი მათგანი ვარ? მე ხომ არაფერს/ვერაფერს ვერ ვაკეთებ რომ მას დავეხმარო, გადავაფიქრებინო და დავიცვა.
მგონია რომ ისევ იგივე მეორდება, რაც მაშინ მოხდა დაჩისთან. ამის გაფიქრებაზეც კი საშინელი ჟრუანტელი მივლის ტანში. ისევ იგივე ხდება, ისევ იგივე სიუჟეტები, ისევ იგივე სიტუაციები, ისევ ახლო მეგობრები.

-----მოგონება-----

-მიგიწვიეს? -ვეკითხები შეშინებული და წინ ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ ის არ იძვრის. მგონია რომ საშინელ კოშმარში ვარ, მინდა რომ ამის მჯეროდეს. მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობაა, და ის ფაქტი რომ მე მეგობარს ვკარგავ არ მამშვიდებს. -რატომ?
-არ ვიცი. -თავს აქნევს, მაგრამ მაინც იღიმის. ბედნიერი ღიმილი აქვს, მშვიდი და კეთილი. თითქოს უხარია კიდევაც რომ სათამაშოდ მიდის.
-რატომ იღიმი? მგონია რომ გიხარია. -ვეუბნები დაბნეული და ვაშტერდები. არ უნდა ხდებოდეს ასე, არ უნდა იწვევდნენ მისნაირ ადამიანებს, ვისაც არაფერი არ დაუშავებიათ.
-მიხარია კიდევაც. -იძახის მშვიდი და დაბალი ხმით. -მიხარია რომ ჩემ ადგილას სხვა, ჩემი მეგობარი არ აღმოჩნდა, მიხარია რომ მე ვარ და არა შენ ან კესი. -კესის წარმოდგენაზე ეტყობა რომ ჟრუანტელი უვლის და ეშინია.
-დათმობდი შენ სიცოცხლეს კესისთვის? -არ ვიცი ამას რატომ ვეკითხები, მაგრამ როგორც კი მისი სახელი ახსენა იმ წამსვე მომინდა ეს მეკითხა, თითქოს მისი ბრალი იყოს რომ დაჩი მიიწვიეს.
დაჩისკენ ვიყურები, რომელსაც ჩაფიქრებული და სევდიანი თვალები აქვს, თითქოს იძახის აბა ახლა რას ვაკეთებო. შემდეგ კი უცებ იღიმის და თავს მაღლა წევს რომ თვალებში ჩამხედოს. მისი თვალები ასეთი სევდიანი არასდროს არ ყოფილა. უმეტესად ნისლისფერი თვალები ახლა გაცრეცილი და უბრალოა.
-რათქმაუნდა. -იძახის ბედნეირი და იღიმის. -მოვკვდებოდი.
გაშტერებული ვუყურებ და არ მჯერა/ ვერ ვიჯერებ რა თქვა. რატომ იზამდა ამას უცნაური გოგოსათვის? მაგრამ აღარ ვეკითხები და უბრალოდ თავს ვუქნევ. ალბათ ყველას გვყავს მასეთი ადამიანი, ვისთვისაც მოვკვდებოდით.
-იცი კიდე რატომ მიხარია რომ მივდივარ? -კითხულობს მოულოდნელად და მისკენ ვიყურები ის კი აგრძელებს. -მე ამით იქნებ სამყარო შევცვალო უკეთესობისკენ. -წარბებს მაღლა ვწევ, მისი სიკვდილი რას შეცვლის? -იქნებ ამით რაიმე კარგი გავაკეთო, იქნებ ამით თამაში შევცვალო?
------მოგონების დასასრული--------

იქნებ მან შეცვალა კიდევაც. იქნებ ისაა მიზეზი რატომაც უნდა კესის ასე ძალიან თამაშის განადგურება? არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ დაჩიმ მართლა შეცვალა უამრავი რაღაცა და ეს მხოლოდ თავისი სიკვდილით გააკეთა.
-რაზე ფიქრობ? -ბექა დაკვირვებით მიყურებს, მე კიდევ თავსვიქნევ ოდნავ შეშინებული.
-არაფერზე. -ვიძახი ხმადაბლა, მაგრამ საკუთარი ხმა სხვა რაღაცაზე მიმითითებს. -დაჩი გამახსენდა რატომღაც. -თავს დასევდიანებული მიქნევს. -არ მინდა კესისთანაც იგივე გამეორდეს.
-ამიტომაც ვაპირებთ დარჩენილი დროის მასთან გატარებას. -იძახის უცებ და მისკენ ვიყურები. ვის გლისხმობს? -მე შენ, მათე, გუკა და ეკე, ასევე მარი და ანა და კიდევ მისი კლასელები მასთან ვიქნებით რომ...-ხმა უწყდება მაგრამ მის სათქმელს მე ვამთავრებ გონებაში "რომ თუ მოკვდება მასთან დრო გატარებული გვქონდეს."
-კარგი. -თავს ვუქნევ და ვუღიმი. -ხვალ სკოლაში უნდა მოვიდეს წესით, და ვნახოთ. მერე სადმე შევხვდეთ, იმედია უარს არ იტყვის. ვცადოდ რომ ჩვენი თავი კარგად დავამახსოვროთ და რაც შეიძლება მეტი ბედნეირი მოგონება დავუტოვოთ. -ვიძახი ბედნიერი, და გონებაში ჩუმად ვამატებ "და ჩვენთვისაც დავიტოვოთ მისი ბედნიერი სახე გონებაში".


3.
ერთი წლის წინ
დ ა ჩ ი
ქუჩებში სწრაფი ნაბიჯეით დავდივარ და თან გარემოს ვზვერავ. ჩაბნელებული ქუჩები, მტვრიანი ასფალტებზე მოსრიალე მანქანები, მოწყენილი ადამიანები, რომლებსაც გული უამრავი ტკივილისაგან დასერილი აქვთ, და ის.
კესი შენობასთან მიყრდნობილი დგას და მელოდება, თან მუსიკებს უსმენს და თავს რიტმულად აქნევს. თვალები დახუჭული აქვს, გრძელი წითური კულულები კი მხრებზე აყრია და ნაზი სიო ოდნავ უფრიალებს. ამინდის შესაბამისად აცვია, ბრეტელებიანი მაიკა და ვეზიდან მოშვებული ურჯი სვიტრი, ცალ მხარზე ცამოშვებული, და შავი დახეული ჯინსები. ნაადრევი გაზაფხულია, ჰაერში მარტის მშვენიერი სურნელი და ზამთრის ცივი სუსხი ერთდროულად იგრძნობა.
მასთან ახლოს მივდივარ, ვიცი რომ ჩემ მიახლოებას გრძნობს თავისი ინსტინქტების და გამომუშავებული რეფლექსების წყალობით, მაგრამ ამ წამს ისეა თავის ფიქრებში და ოცნებებში გართული რომ ყურადღებასაც არ მაქცევს. ცალი ყურიდან ყურსასმენს ვხსნი და ჩემკენ გაბრაზებულ გამოხედვას ღიმილს ვაგებებ. როდესაც მამჩნევს თვითონაც იღიმის და თვალებს ისევ ხუჭავს მე კი ცალ ყურსასმენს ვიკეთებ.
Otherwise -Die For You ირთვება და მეღიმება. ტექსტი ზუსტად იმას გამოხატავს რისი თქმაც მე მინდა. როდესამ მისამღერი იწყება თავს ვერ ვიკავებ და მეც სიმღერას ვიწყებ და თან ვიღიმი, და მეცინება როდესაც კესის სახეს ვამჩნევ.
I feel so alive, I could die!
I would break, I would burn, I would suffer
There's nothing I wouldn’t do, do for you
I would lie, I would steal, for no other
You make me feel so alive
So alive I'd die for you!

-კარგად მღერი ხო იცი შენ. -კესი სიცილს იწყებს და მეც ვყვები.
-აბა რა გეგონა. -ვუყურებ და უამრავი გრძნობა ერთდროულად მიტევს. სევდა, ბედნიერება და უცნაური გრძნობა, რომელიც მუცელში უამრავ პეპელას უშვებს. -სად მივდივართ?
-არ ვიცი. -იძახის მხრების აჩეჩვით და წინ იწყებს სიარულს. -მოდიხარ? -თვალს მიკრავს და აგრძელებს. -გოგოები უნდა ვაეჭვიანო ასეთი 'სიმპაწიური" ბიჭი რომ მყავს. -მეღიმება და ვწითლდები.
ვერ ხვდები რას ერჩის ჩემ გარეგნობას, ძალიან ბევრი გოგო ყოველთვის მაკვდებოდნენ და მოწონდათ როგორც გამოვიყურებოდი, ყველას მის გარდა.
-არა, რას მერჩი? -ვკითხულობ და ვიბუსხები ის კი უფრო ხმამაღლა და უცნაურად იწყებს სიცილს.
-არც არაფერს. -ენას მიყობს და წინ იწყებს სირბილს. -მოდიხარ თუ რას შვები?

----მოგონება-----
-მოდოხარ თუ რას შვები? - ლუკა წინ მიდგება და ხელს მიწვდის რომ ამაყენოს. -დროზე უნდა წავიდეთ სანამ სხვებმა გვიპოვეს და მოგვკლეს. -თავს აქნევს და გვამებს უყურებს. -ამათ შემდეგ მეეჭვება ადვილად შევძლოთ ვინმეს მოკვლა. ამიტომ, დროზე. -თავს აქნევს ისევ და ფეხზე დადგომაში მეხმარება.
გარშემო ვიყურები და არ მჯერა რომ მე ეს ჩავიდინე, არ მჯერა რომ ამდენი ხალხი სიცოცხლეს გამოვასალმე. მეგონა რომ არავის არ მოვკლავდი, ამის მჯეროდა.
-წამოდი. -ლუკა ხელზე მექაჩება და წინ მივყავარ. -მაინც ვერ შეცვლი ვერაფერს.
-ვიცი. -თავს ვუქნევ და უკან მივყვები.
----მოგონების დასასრული----

-დაჩი... მოდიხარ? -კესი წინ მიდგას და ანერვიულებული თვალები აქვს. ვუღიმი და ისიც მიბრუნებს ნერვიულ ღიმილს. -კარგად ხარ?
-კი, წამო წავიდეთ. -ხელს ვკიდევ და წინ ვიწყებ სიარულს ისე რომ ხელს არ/ვერ ვუშვებ. მე ის უნდა დავიცვა, იმ უამრავი ადამიანისგან რომელიც ჩემ მოკვლას ცდილობენ. კესი მთლიანი მსოფლიოსგან უნდა დავიცვა, ამას საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც რომ დაჭირდეს.



-------
ჰეი ^^ იმედი მაქვს მოგეწონებათ ^^



№1  offline მოდერი ენემი

უფრო დიდი მინდოდა მე. ხო იცი როგორი ეგოისტი ვარ

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ასე მგონია დაჩის ის უყვარდა როგორც თვითონ ამბობს ყველანაირად,მაგრამ მაინც როგორც საყვარელი ქალი ისე.იმდენად იცავს და იცავდა.მწყინს ის რომ მოკვდა.კარგი იყო.
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჯერჯერობით ფავორიტი პერსონაჟია დაჩი.
ხომ გაგიგია ასეთი გამოტქმა დედამიწა შენს გარშემო არ ბრუნავსო რა. აესეა შენი მოთხრობა ოღონდ ცენტრი კესია და დედამიწა მთელი სუჟეტი.
სწორად გამიგე თითქოს ცოტა ჩარჩოში გაქცევს . მაგრამ ამას დადებითი მხარე ისაა ქვს რომ მთავარ გმირს კარგად გამოკვეთავს. მაგრამ ნამდვილად გინდა მთელი მოთხრობა კესიზე იყოს აშენებული?
მესმის გინდა რაღაც ძალიან იდეალური განსხვავებული და არაბანალური პერსონაჟის შექმნა გინდა კესის სახით, მაგრამ შენ უკვე გყავს ასეთი პერსონაჟი დაჩის სახით. ანუ მარტო იმას გეტყვი რო ზედმეტი არაფერი ვარგა. მოუთბენლად ელიი შემდეგს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent