შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(23)


27-05-2017, 17:18
ავტორი lile-eli
ნანახია 2 923

გიორგის გამოხედვამ და შეკრულმა მუშტებმა მიმახვედრა, რომ უნდა წავსულიყავით თორემ ჩხუბი გარდაუვალი იქნებოდა..


23.

გიორგისკენ შევბრუნდი, ვცდილობდი, ყურადღება ჩემზე გადმოეტანა და დაველოდეთ როდის წავიდოდნენ, წიკლაურის სახეზე გაბრაზება უფრო მეტი კითხებოდა ვიდრე გაოცება, მაგრამ ნინის შენობიდან გამოსვლამ სულ დააბნია, ბოლოს ასე როდის გავიცინე არ მახსოვს ახლად მოსულ სესილის, რომ ნინიმ „ლაზერი“ გაუწოდა მადლბა გადაუხადა იარაღისთვის, გიორგიმ დაიღრიალა:
-ეს რა არის?
-რა არა, ვინ?! ეს ჩვენი „სნაიპერია“ არ იცნობდი?
სესილის ცანცარი ცოტათი ახერხებს სიტუაციის განმუხტვას, თუმცა ვგრძნობდი გიორგისგან საყვედურები არ აგვცდებოდა:
-სულ გაგიჟდით? ხვდებით მაინც რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ყველაფერს?
-მემგონი შენც უნდა აგვიხსნა შენი საქციელი!..
-სახლში ვილაპარაკოთ! ყველამ!
გვიბრძანა რომ დანარჩენებიც გამოგვყეს, არც თვითონ თმობდა პოზიციას და უნდა ვაღიარო ასეთი გიორგი არ მინახავს, მითუმეტეს ჩემს მიმართ, სესილის მანქანისკენ წავედი მაგარამ ისევ სისუსტემ შემაწუხა, აბა რა მეგონა.. მანქანამდე მივედი ნელი მოძრაობით დავჯექი, სესილი მიმიხვდა და მანქანაც სწრაფად დაძრა ადგილიდან, ყველა ცდილობდა დაგვწეოდა, ეზოში შევედით ანდრია, რომ გადმოუხტა მაქანიდან და უყვიროდა:
-გოგო ვინ ხარ შენ? სად გარბოდი?...
-მოკეტე! ელი ცუდად არის და მომეხმარე!
-ქალბატონო ლილე..
გონება არ დამიკარგავს, მაგრამ ძალა არაფრის არ შემწევდა, ისევ სპაზმი და ხველა დამეწყო, გიორგიც და ნინიც მანქანასთან იყვნენ უკვე, სახლიდან გამოსული დიტოს დანახვა ყველაზე მეტად გამიხარდა, მისი ხმა ჩამესმა..
-კარგი რა ელი, კარგი რა.. ასე არ შეიძლება!
მისაღებში დივანზე დამსვა ანდრიამ და ოთახში მყოფმა ანამ ყველაფერი გააკეთა გონება რომ არ დამეკარგა, რამდენიმე წუთში დაჯდომაც შევძელი, გიორგი ნერვიულად დადიოდა ოთახში და პერიოდულად ნინისკენ იხედებოდა გაბრაზებული, ნინი დამნაშავე ბავშვივით მხრებში მოხრილი იჯდა, გრძნობდა მის მზერას, ამიტომაც იყო უხერხულად, სესილი კი ანდრიას ისე უყურებდა, როგორც ნადავლს, ვგრძნობ ახლად გაცნობილ ბიჭს, ერთი პრობლემით მეტი კიდევ ექნება, სესილის სახით, ამ ყველაფრის ნახვისას გამეღიმა, გიორგი მე მომიბრუნდა:
-როგორ ხარ?
-კარგად.
-რა გაცინებს ელი? ასე არ უნდა იქცეოდე, ეგ თამაში არ არის!
-ხო და არ უნდა დაგემალა!
ვცდილობ მეც გავბრაზდე, მაგრამ ამდენი წამლებისგან, ისე ვარ გაბრუებული, რომ არ გამომდის.
-ლილე, სათამაშო ლაზერით გინდოდა ხალხის შეშინება?! (გიორგი)
-კარგი რა გიო, ხომ შეშინდნენ და რამნიშვნელობა აქვს რითი?
სესილიმ მსახიობურად ხელი აუქნია და ფეხი ფეხზე გადაიდო, რამაც წიკლაური ცოტა ხნით გააღიმა.
-რა ხდება გიო?
დიტო დაინტერესდა, გიორგიმ ყველაფერი თქვა, მე რომ ცუდად ვიყავი, ჩემს ნომერზე ანონიმური ზარით რამდენჯერმე დარეკეს გურამმა იცოდა, გურამს უპასუხია ჩემი ტელეფონის ზარზედა მერე გიორგი აგვარებდა ყველაფერს და ცდილობდა გაეგო ვინ იყვენენ მათ უკან, რამაც აქამდე მოგვიყვანა, გაფრთხილებული ყავდა რომ ჩემს ნომერზე არ უნდა დაერეკათ და ფაქტი ის იყო, რომ ვისაც ჩვენ შევხვდით მეორე თუ არა მესემე პირია, თან როგორც ანდრიამ თქვა „ახლად დაჩეკილები“.. ისე დაიბნენ და ისე იქცეოდნენ, მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი საქციელის გაკიცხვის დროც დადგა და საყვედურებსაც ვისმენდი, მართალი იყო ყველა და დიტოს ხმას ხომ საერთოდ ვერ გასცემდი ისე იყო გაცოფებული, ჯერ იმიტომ რომ არ იცოდა და მერე იმიტომ რომ ჩვენ ასე მოვიქეცით, გიორგის ნაწყენი სახე ახლაც რომ მახსენდება მრცხვენია მისი და ჩემს თავზე ვბრაზდები:
-ელი ისეთი რა გავაკეთე, რომ ჩემს მიმართ ეჭვი გაგიჩნდა?
თავი დავხარე და არაფერი მითქვამს, მეც მეწყინებოდა, არა ძალიან გავბრაზდებოდი!
-ბოდიში..
სირცხვილით ხმა ვერ ამოვიღე, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და სავარძელში მოთავსდა, ისევ სესილიმ სცადა სიტუაციის განმუხტვა:
-აუ გიო, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია, კითხვებზე პასუხი მივიღეთ და ერთი კარგი ბიჭიც გავიცანით, რისთვისაც მადლობაა.
თვალი ჩაუკრა გიორგის, ანდრიამაც გიორგის შეხედა და გაეცინა, მაგრამ გიორგიმ გაარკვია სიტუაციაში:
-მე ნუ დამცინი, შენზე ამბობს!
-რაა? არ მინდა! მადლობა. (ანდრია)
-ვითომ რატოოო? შენი ცოლობა კი არ მინდა ბოჭოო?! (სესილი)
-აბა რა გინდა? (ანდრია)
-ვაიმეეეე... რა და მინდა თავი მოგაწონო, შეგაყვარო და მერე მიგატოვოოოო ბაჭი...
ქვედა ტუჩი გადმოუბრუნა, თან თვალი ჩაუკრა, ანდრია დაიბნა, თან გაბრაზდა და ლამაზი თაფლისფერი თვალები, რომელიც დიდი წამწამების უკან იმალებოდა გაუფართოვდა, ამის გამო სესილის დიტოსგან შენიშვნის მოსმენა მოუწია:
-სესილი, ნუ ცანცარებ!
-აუ შენს „ჯულის“ მიხედეეე დიმიტრი..
ენა გამოუყო.
-ჩემი ჯული დაჭკვიანდა.
ხელი მოხვია მხრებზე და მკერდზე მიიკრა.
-ბავშვებო ვივახშმოთ და იქ გააგრძელეთ.
გურამი სიცილით დაწინაურდა სასადილო ოთახისკენ და იქ გავაგრძელეთ საუბარი, ამჯერად დიტოს საქმეს განვიხილავთ, ცოტა ხნით მშვიდობა იქნება, თემოს დაკითხავენ ჩემი საჩივრის საფუძველზე და იდეა მომივიდა იქნებ შევთანხმდეთ მასთან, თუმცა გურამმა დამასწრო და თქვა:
-მას უნდა შევხვდე!
-არა! რატომ?
დიტოს კისერი ისე დაეჭიმა, ვენები დაებერა..
-იქნებ შევთანხმდეთ, ის თუ აღიარებს, ჩვენ დავეხმარებით!
-კარგი აზრია მამა, იქნებ მშვიდობით დავასრულოთ ეს ყველაფერი. (ლილე)
-არ მგონია აქედან რამე გამოვიდეს, მითუმეტეს შენ არ შეხვდები! (დიტო)
-მარტო არ წავალ, მაგრამ ვცდი! (ლილე)
-ვის წაიყვან? სესილის და ნინის?
დიტომ ირონიას მიმართა და რაგან პირისპირ ვისხედით, ჩანგალი თეფშზე უხეშად დავადე, ისეთი თვალებით შევხედე, როგორც ადრე, როცა მაბრაზებდა და რომ უნდა გაჩუმდეს:
-ანასაც გავიყოლებ!
-აუ, რა ჯიუტი ხააარ!..
კბილებს უჭერდა ერთმანეთს სიბრაზის მოსათოკად, მაგრამ იმდენად მტკიცედ ვთქვი რომ დამნებდა.. ყველას გაეღიმა, საუბარი სერიოზულად გავაგრძელეთ, შევთანხმდით რომ ნიკასგან დილიდანვე მასალას ავიღებთ და თემოსთან წავალთ სასაუბროდ, ფულს რაც შეეხება გიორგის და გურამს მზად ჰქონდათ უკვე, ამიტომ მეორე დღისთვის ეს საქმე იყო მოსაგვარებელი. კიდევ ერთი საკითხი განვიხილეთ, სამშენებლო კომპანიასა და „ტაქსო პარკის“ უმნიშვნელო პროცენტს ფლობს თემო და დიტოს აზრით ამ წილიდან უნდა გავიდეს, მეც და გიორგიც ამ აზრს ვიზიარებთ ის აღარსად არ არის საჭირო, ამ საკითხზე შეხვედრა მოგვიწევდა კომპანიონებთან, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ მფლობელები ეს შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო, გურამს კი სურდა თავი შეგვეკავებინა და დრო მიგვეცა დასაფიქრებლად, ჩვენც გურამის ნებას დავყევით.. ვახშამისა და საუბარის დასასრულს, დიდი ხნის სიჩუმეში მყოფ ნინის გახედა ასევე ჩუმად მყოფმა ანდრიამ და წასასვლელად მომზადებულმა მიმართა:
-კრის კაილ! უკაცრავად.. მის კაილ! არ მოდიხარ? მიგაცილებ..
ანდრიას ნინითი დაინტერესებამ, სესილის და გიორგის გაოცება გამოიწვია, მაგრამ სესილის ნამდვილ განწყობას ვერ გაიგებ, თუ მას არ სურს, ყოველთვის მხიარულია და არაპროგნოზირებადი.
-უკაცრავად მე ნინი მქვია!... და კაილი ვინააა?
სახე შეეცვალა ნინის, თან გიორგისკენ გააპარა მზერა, ანამ კი დიტოს კრა ხელი და ანიშნა ნინის დაინტერესებაზე, სესლილიმაც შეამჩია, გაიცინა და „მის კაილს“ ვითომ „წინაპარი“ გააცნო ....
-„რამადის ეშმაკი“…ცნობილი ამერიკელი სნაიპერი, ჩემო ნინი, რომელიც 1920 მერზე სამიზნეს, მილიმეტრითაც არ აცილებდა და ამერიკის საუკეთესო სამხედრო შენაერთის ცნობილი წევრი იყო, არაოფიციალური მონაცემებით 250 კაცი ჰყავს მოკლული, ოფიციალურად 160. მას თუ ზუსტად მახსოვს ერაყელმა ბოევიკმა შეარქვა - „რამადის ეშმაკი“. ე.წ მეამბოხეებიკი „სატანას“ეძახდნენ. კრის კაილი ყველა დროის საუკეთესო სნაიპერების შვიდეულში შედიოდა, მისი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს „ამერიკელი სნაიპერი“ და „ოსკარის“ ექვს ნომინაციაში იყო წარდგენილი.
-ვაიმე დედა, ანდრია რა დაგიშავე?
ნინიმ ამოილუღლუღა, თან კვნესა აღმოდა, მაგრამ ანდრიას არ გაუგია ისეთი გაოცებილი და თვალებ ანთებული უყურებდა სესილის, მემგონი როცა საუბრობდა მხოლოდ მაშინ შეამჩნია ეს გოგო, რომ ძალიან ლამაზია საშუალო სიმაღლის და მრგვალი მოზრდილი ფორმებით, ისეთი მიმზიდველია, რომ აქამდე სად იყურებოდა მიკვირს, ან მისი ჭაობის ფერი თვალები, რატომ ვერ შენიშნა ნეტა?.. ყოველთვის სესილი იყო ყურადღების ცენტრში, როცა ერთად ვიყავით ხოლმე, თან მისი მანიპულატორული ხასიათი იქცევდა ყურადღებას, თან მისი მომრგვალებული ფორმები რომელზეც ბიჭები ხშირად აშტერებდნენ მზერას, რაზეც დანარჩენი სამეგობრო ვერთობოდით ხოლმე, ისეთ დღეში აგდებდა ყველას..
-სხვათა შორის სიმპატიური იყო, ამას კი არ ჰგავდა!..
თითები აათამაშა მსახიობურად, ტანის გამომწვევი რხევით დაგვემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა, ანდრია კი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ყველა ვცდილობდით თავის შეკავებას, მაგრამ დიტომ ვეღარ მოითმინა:
-ანკესსზე თევზი ფართხალებს!
-საიდან იცის ეგ ყველაფერი?
ანდრიას ცნობის მოყვარეობამ სძლია და მკითხა, მაგრამ თვითონ სესილიმ გასცა პასუხი, რომელიც უკან მობრუნდა ნინის გამო:
-წინა ცხოვრებაში “ლიუდმილა პავლიჩენკო” ვიყავი (მეორე მს.ომის დროინდელი უკრაინელი სნაიპერი, რომელსაც 309 ადამინი ჰყავდა მოკლული) და მიფრთხილდი 310-ემსხვერპლი არ იყო ანდროო.. ქ-ნ ნინია ნება იბოძეთ და წამობრძანდი, ტყუილა უყურებ მაგ ახალგაზრდას, ხომ ხედავ ვერ გამჩნევს!
ამჯერად გიორგიც და ანდრიაც დაინტერესდა ვის გულისხმობდა ახლახანს წოდებული ლუდმილა, ერთმანეთს შეხედეს და მერე ნინის, მაგრამ ვერ გაგეს..
-მოვდივარ, ნახვამდის.
-ნინია იქ წავიდეთ სადაც გვამჩნევენ!
-მორჩი გოგო! რა დღეში ხარ?
-მე 21 წელია ასეთ დღეში ვარ, 15 წელია მიტანდი და ახლა აღარ მოგწონვარ?!
გოგონების წასვლის შემდეგ ანდრეაც და გიოც წამოიშალნენ:
-ქალბატონო ლილე ნახვამდის.
გურამს და ანას თავი დაუკარა ანდრიამ..
-ანდრია, უბრალოდ ელი, კარგი?
-კარგი.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-არაფერს, ხვალამდე.
გასასვლელში უკვე დამშვიდობებულ ბიჭებს დავედევნე და გიორგის დავუძახე:
-გიო დამელოდე..
ანდრიამ გაგვიღიმა, მის მანქანაში მოთავსდა და ეზო დატოვა, ჩემსკენ შემობრუნებულ წიკლაურს სირცხვილ ნარევი ღიმილით შევხედე, რომ საუბარი დამეწყო:
-გიო, რაც გავაკეთე არ არის სწორი საქციელი, ვიცი ცუდად მოგექეცი და ბოდიშს გიხდი.. მინდა იცოდე რომ მე შენში ეჭვი არ შემპარვია, არსებულმა მდგომარეობამ მომიყვანა ამ სიტუაციამდე..
-ელი ნუ მიხსნი იმას რაც ისედაც ვცი. ვიცი რასაც გრძნობ, რისი გადატანაც გიწევს და იმიტომ ვარ ახლა აქ, თორემ არც ისეთი კეთილი ვარ ამაზე თვალი დამეხუჭა!
-მაპატიე.. გთხოვ..
ბოლო დროს როგორ მღალატობს ემოციები, ვერც ცრემლებსვერ ვიმორჩილებ, მითუმეტეს რომ გავიაზრე რაც იგულისხმა, (ჩემი უნდობლობის გამო, წავიდოდა), უფრო ავტირდი, სპაზმი ისევ თავს მახსენებს, გიორგიმ მკლავები მომხვია და თავზე მაკოცა:
-კარგი ნუ ტირი! შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება..
-ეგსიტყვა აუხსენი ძმურად, სიტყვა-ნერვიულობა, არ იცის რას ნიშნავს.
დიტო და ანი გამოვიდნენ ეზოში, ერთმანეთზე მიკრულები, მხოლოდ გავუღიმე რადგან საუბრის თავი აღარ მქონდა.
-თქვენც მოდიხართ?
მკლავებიდან გამათავისუფლა ახლად შერიგებულმა და ისე ჰკითხა გარეთ გამოსულ წყვილს.
-კი, ჩემ „ჯულის“ მივიყვან სახლში და ხვალ შევხვდეთ ყველანი აქ.
არ ვიცი რატომ მაგრამ ორივე სხვანაირები მეჩვენა, ჩემი ბოთე მეტად თბილი და მზრუნველი იყო ვიდრე მანამდე, ადრე „ტომი-ჯერის“ როლი ჰქონდათ, ახლა კი.. თავი გავაქნიე აზრების გასაფანტად, მე ბოლო დროს ყველაფერი მეჩვენება!..

დილას რათქმა უნდა, ყველანი ჩემთან მოვიდნენ, გიოს და დიტოს მასალა თან ჰქონდათ და დავითთან ერთად წავიდნენ პროკურატურაში, მე და გურამი თემოს სანახავად წავედით, რაც ძალიან ცუდი იდეა იყო, მაგრამ მომხდარს ვერ შეცვლი და ამაზე დარდის დროც აღარ მქონდა, მისვლამდე გული ცუდს მიგრძნობდა და ფეხები აღარ მემორჩილებიდა მუხლებისა და ხელების კანკალით შევაღე კარები, იქ ნანახის გამო, გული ყელში დამიწყო ხტუნვა, ისეთ მდგომარეობაში იყო, სიბრარულის შეგრძნება დამეუფლა, თუმცა რაღაც ნაწილი მადლიერი იყო დიტოსა და გიორგისი, სახე დასიებული ჰქონდა, სილურჯეში გადასული სიწითლე, მარჯვენა ხელ-ფეხი ორივე დაფიქსირებული ჰქონდა შესაბამისი სახვევით, შესვლისთანავე გამოგვხედა გაოცებამ ცოტა შეარხია საწოლზე, მაგრამ ტკივილისგან გაჩერდა და სახე შეძლებისდაგვარდ მოღუშა. გურამის სახეზე სიბრალული და სიბრაზე ერთად იკითხებოდა, მაგრამ ცდილობდა ისევ ისეთითბილი ყოფილიყო, როგორც აქამდე:
-როგორ ხარ თემო?
-როგორც მხედავთ!
საუბარს ახერხებს და საკმაოდ ნორმალურად, ამოვიოხრე და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო, რადგან სპაზმის წინა პირობას ვგრძნობდი.
-თემო..
ხმა გაიწმინდა გურამმა და განაგრძო.
-პირდაპირ გეტყვი, ყველაფერი ვიცით რაც ხდება ვისი ბრალია და თუ დაგვეხმარები, ჩვენც შენს გვერდით ვიქნებით, დედაშენსაც მივაქცევ ყურადღებას, შევეცდები ყველაფერი ისევ ისე იყოს, როგორც აქამდე..
ეს მე ნამდვილად არ მსურს მაგრამ გურამს საუბარს არ ვაწყვეტინებ, თუმცა ამას თვითონ თემო აკეთებს..
-თქვენი დახმარება არ მინდა და რაც მოხდა ვისი ბრალიცაა გვერდზე გიდგას და მას მოსთხოვე პასხი!
-ლილესთან რა გინდა?!
სიბრაზე ერევა ხმაში გურამს და ეს უფრო მიმძიმებს სუნთქვას.
-ლილეს გამოა ყველაფერი, მისი მიზანი ჩვენ შორის ჩადგომაა და შეძლო კიდეც! თუმცა ამას ვერცერთი ხედავთ, მხოლოდ თემოა დამნაშავე ყველაფერში...
იმის შეგრძნება დამეუფლა, რომ დრო იყო ყველფერი მეთქვა, რასაც ვფიქრობდი ან საერთოდ ვგრძნობდი.. ის ჩემი „შვილის მკვლელია“ და იმაზე მეტად მძულს ვიდრე ეს ვინმეს შეუძლია..
-მომისმინე ნაძ*ა!.. ჩემი ბრალია, შენ რომ ნარკოტიკი ჯერ მანქანაში და მერე „სეიფში“ ჩადე?!
არ ელოდა, რაც გაწითლებული საფეთქელთან გამოყოფილისისველით აშკარა იყო, მეც ვისარგებლე და გავაგრძელე საუბარი:
-ახლა რაც გესმის, ყველაფრის მტკიცებულება არსებობს და უკვე პროკურატურაშია, მათ შორის, ჩემს სახლში არა სასურველ დროს მობრძანებისა და შენთვისვე აჯობებს, მას მოუსმინო, ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც ეს ადამიანია, რომელმაც ისეთი უვარგისი მიგიღო, როგორიც სინამდვილეში ხარ! ყველამ ვიცით ადამიანების ცნობა და განსაკუთრებით მან, ამიტომ ცდილობს გადაგარჩინოს, რაღაც მაინც გადაარჩინოს შენსა და გიგის შორის, ის რაც არასდროს ყოფილა და ამაში ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი!.
გასასვლელი კარი გამოვაღე, შევბრუნდი, სიძულვილით სავსე გულიდან ამომავალ სიტყვებს ვერაფერი მოვუხერხე:
-იმედი მაქვს არასოდეს შევხვდებით! და თუ მაინც მოგვიწია შეხვედრა, ეს ანგარიშის გასასწორებლად იქნება!
ოთახი ისე დავტოვე არ დაველოდე გურამს, არ ვიცი იქ რაზე ისაუბრეს მე მანქანაში ველოდი და ისიც მალევე მოვიდა, ძალიან ნერვიულობდა, სახეზე გაფითრებული იყო, უფრო გაოგნებული.. სახლში მისული ისე ცუდად გახდა სასწრაფო გამოვიძახე, რადგან ყველა წამალი დავალევინე რაც მას დანიშნული ჰქონდა მალევე გამოკეთდა, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებოდა,სახლში მოსულმა პირადმა ექიმმა, დამატებითი მითითებები მომცა.. ყველანი სახლში მოცვივდნენ და დიტო მიხვდა თემოსთან მისვლის გამო რომ გახდა ცუდად ძლივს დავაკავე, რომ არ წასულიყო, მე კი საყვედურებით ამავსო, მართლიც იყო ჩემს გამო, ჩემი იდეის გამო გახდა ცუდად გურამი..

მეორე დილით გურამი უკეთ იყო უმცა ფეხზე ადგმის საშუალებას ექიმი არ აძლვდა და მაყვალა მკაცრად აკონტროლებდა, დიტომ დილით ჩამიხუტა და წინა ღამის საყვედურების გამო ბოდიში მომიხადა, გიორგი და ანდრიაც შემოგვიერთდნენ, ფული გიორგიმ გამზადებული მოიტანა, დავითმა შეგვატყობინა, რომ თემო საავადმყოფოდან გაუფრთხილებლად წავიდა „გაიპარა“, რაც ჩვენი მასთან ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა.. ჩვენ კი შევთანხმდით რომ სამივე წაიღებდნენ ფულს საღამოსთვის, შემთხვევითი მოწმეებისგან თავის არიდებისთვის, მე მათთან ერთად წასვლის უფლება არ მომცეს, უნდა ვაღიარო თავს სუსტად ვგრძნობდი, მარამ სურვილიმქონდა, რადგან ასეთ დროს სახლში მშვიდად ელოდო როდის მოვლენ, ძალიან რთულია..
-ელი არ გამაბრაზო იცოდე!
უკან მობრუნდა და ისე გამაფრთხილა დიტომ.
-რა გინდა?
-ვიცი რაც ჩაიფიქრე და არ გაბედო, რადგან ასე მშვიდად ხარ რაღაცას უნა ველოდო ხომ?
-არა დიტო არაფერს არ ვაპირებ.
გამეღიმა, მე კი წინასწარ სესილის მივწერე, რომ მათ გაყოლოდა და ელოდა კიდეც მოშორებით, შეხვედრის ადგილი ისევ იგივე იყო, რომელიც გასვლამდე აცნობეს ბიჭებმა, თანხის გადახდა გურამმა მოითხოვა, რადგან იცოდა თუ მთავარი მოთამაშეები ჩაერეოდნენ ამ საქმეში ყველაფერი უკონტროლო გახდებოდა და მართალიც იყო ყველას საფრთხე შეექმნებოდათ..
ბიჭები ორი მანქანით წავიდნენ, დაზღვევის მიზნით ანდრია უკან მოშორებით გაყვებოდა და ფული მას ჩაუდეს მანქანაში, რადგან ყურადღება გიორგისკენ იქნებოდა მიმართული. უსასრულოდ გაწელილი დროის შემდეგ სესილის ვურეკავ საიდუმლო ტელეფონზე, მაგრამ უშედეგოდ, უსუსურობის შეგრძნებამ უფრო ცუდად გამხადა, ნინი და ანი ცდილობდნენ ჩემი ყურადღება მიექციათ, მე კი ეზოში გავედი ჰაერიც კი მგუდავდა სახლში, უკვე იმდენად დააგვიანდათ, ჩემს თავზე ვბრაზობდი დიტოს თხოვნას რომ დავუჯერე, ეს სისუსტე კი ხელს უწყობდა ჩემს გადარეულს, ნერვიულად წინ და უკან სიარულში რამდენიმე წუთიც მიილია და ეზოში სესილის მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით შემოვიდა, მეც არ დავაყოვნე და იქ მივედი, სესილისთან ერთად ანდრია იყო:
-რა ხდება სად ხართ..... დანარჩენები?
მანქანის ძრავის ხმაზე სახლიდან გოგონებიც და უფროსებიც გამოვიდნენ გურამის გარდა, რომელსაც დამამშვიდებელი ჰქონდა გაკეთებული..
-მათ ვიღაცეები გადაუდგნენ, იარაღებით გზაჯვარედინზე, სანამ იმ შენობამდე მივიდოდნენ..
-ვფიქრობ თემოს ნამოქმედარია, რადგან ერთ-ერთი სოსო იყო.
ანდრიამ გააგრძელა საუბარი, ისეთი სახე ჰქონდა და ისეთი ზიზღით ამბობდა სახელებს შეიძლება მოეკლა კიდეც.
-დიტო და გიორგი სად არიან?
მოუთმენლად გული ყელში მაწვებოდა და ყურებში აუტანლად მიგუგუნებდა, პასუხების პარალელურად.
-ფული, რომ ვერ იპოვეს მანქანაც და ბიჭებიც წაიყვანეს..
ამ სიტყვებზე თმის ღერიდან წამოსულმა სიცივემ მთილანად დამიარა სხეულში ისე ძლიერად, რომ ძვლების ტკივილამდე ატანდა..
-ვაი დედა..
ანამ ამოიკნავლა, გაფითრდა და ჩაიკეცა, ანდრიამ დაიჭირა, სახლისკენ წავიდა ყველა მას გავყევით, ნინიც არ იყო კარგად, მაგრამ მისთვის თავის მოთოკვა შედარებით იოლი აღმოჩნდა, ანას მივხედე, ასეთ დროს ადამიანს ინსტიქტები ეხმარება, თან იმდენად კარგად, რომ ჩემს მდგომარეობაში მსგავსმა სიძლიერემ გამაოცა კიდეც, როცა უკეთ გახდა ანა, დავითისკენ შევბრუნდი და მითითება მივეცი:
-ბატონო დავით მანქანა დაადგინეთ სად არის და მივდივართ!
-კარგი შვილო.
მოშორებით გავიდა. მე კი ანდრიას და სესილის მივუბრუნდი.
-კიდევ რა მოხდა? ხომ არ იცი სად შეიძლება იყვნენ?
-გავყევი სად მიჰყავდათ უნდა გამეგო, მაგრამ დამინახეს და ერთ-ერთი მანქანა მე ამედევნა, მათი ყურადღების გასაფანტად იძულებული გავხდი ხეს დავჯახებოდი, სანამ მომიახლოვდნენ მანქანიდან გადავედი, რომ მიხვდნენ გავრბოდი ამედევნენ ისევ, უცებ სესილიმ გამიჩერა და აქ მოვედით.
ღიმილ შეპარულმა გახედა სესილის, მადლიერების ნიშნად.. მე კი ლერის გავხედე:
-ლერი ძია ბიჭები დაიბარე ყველა აქ მოვიდეს, შეიძლება სახლშიც მოგვადგნენ,იოანე და კიდევ ორნი, უკან გამოგყვნენ, როცა წავალთ.
-ანდრიას მანქანასთან პატრული იქნება და ალბათ ეძებენ..
სესილი ასეთი სერიოზული ნეტა როდის იყო?..
-არაფერია ჩემს ძმას მივწერე უკვე იქ არის და ის მიხედავს.
ანას უხმო ტირილმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მაგრამ დავითმა გაიგო სად ყავდათ ბიჭები და წავიდეთო, ლერიმ დაცვის წევრები ეზოში მოაგროვა, მითითებები მისცა მკაცრი კონტროლი მოითხოვა, მეც გავედი და თხოვნით ჩავერიე საუბარში:
-უკაცრავად ლერი ძია, თქვენთან თხოვნა მაქვს..
-გისმენ შვილო.
შემომიბრუნდა ლერი და ნაძალადევი სიმშვიდით მიყურებდა.
-ორი ბიჭი ლია დეიდასთან გავაგზავნოთ თუ შეიძლება და მასთან დარჩნენ, მაყვალა დეიდა არ გაუშვათ საყიდლებზე, ჩვენი სისუსტის პოვნას შეეცდებიან, მინდა გიორგის სახლსაც ვიცავდეთ და ბარში ბიჭები გააფრთხილეთ ლიაკსაც მიაქციონ ყურადღება, ლიკას გავაფრთხილებ გარეთ არ გამოვიდეს თუ აუცილებელი არ იქნება.
-ყველაფერი ისე იქნება როგორც მეტყვი შვილო, არ ინერვიულო.
გავუღიმე და სახლში შევედი, შესასვლეში მყოფს ანას ტირილი ისევ ომესმა, არც ესეთი ემოციურია, გავიფიქრე და ნინის ხმაც გავიგე, როგორ ამშვიდებდა:
-ანა, ასე ნერვიულობა არ შეიძლება, მითუმეტეს თუ ორსულად ხარ!
-მეშინია... დიტოს რამე.. რომ.. მოუვიდეს..
მუხლები მომეკვეთა ამ სიტყვების გაგებამ ისე იმოქმედა, რა ვიგრძენი? ვერ ვხსნი, ეს იყო სიამაყე, საოცარი შეგრძნება დიტოს პატარა.. ღმერთო რასირცხვილია, რომ მე დამიმალეს, გამიფრთხილდნენ ისტერიკის გამო, მაგრამ ეს ხომ წამიერი შოკი იყო, იმისა რაც გადავიტანე.. ჩემი ბიჭი სიხარულს როგორ მალავდა, თავს იკავებდა და მალვდა, როგორ მრცხვენია.. მისაღებ ოთახში შევვარდი, სადაც ანა იწვა.
-ანა..
სუნთქვა ამიჩქარდა, საუბარი გამიჭირდა, მაგრამ ეს სირცვილ ნარევი სიხარულისგან გამოწვეული ემოციის ბრალი იყო. მიხვდა რომ გავიგე მათი საუბარი და ფერ დაკარგულმა, წამოდგომა სცადა, მივეხმარე კარგად დავსვი, გვერდით მივუჯექი და მხრებზე ხელი მოვხვიე, ძლიერად ჩავიხუტე, ვაკოცე, საუბარი მიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი:
-რატომ არ მითხარით?.. ნუ..თუ.. ასე შეგაშინე?
-ელი, ცუდად რომ გახდი იმიტომ..
-გილოცავ! აუ რა მაგარია, გოგოებო ჩვენი „ბოთე“.. „მამა“ გახდება!
ვცადე ჩემი მხიარულება და სიხარული ეგრძნო ანას.
-ოხ, თქვე ცელქებო! კარგი იყო არა ბაქოში?..
სესილი ხასიათზე მოსულა, ანას გაწითლებულ ლოყებს და უხერხულობას ყურადღებას არ აქცევდა, ოთახში დავითი და ანდრია შემოვიდნენ, წასვლისთვის მოვემზადეთ, ნინი სახლში დავტოვება გადავწყვიტეთ, რომანას ყურადღებას მიაქცევს, ანა წამოდგა გასვლისას გამაჩერა:
-ელი მაპატიე, რომ დაგიმალეთ..
-გპატიობ ლამაზო, მაგრამ ის ვაჟბატონი უნდა მოვკლა!.. ჯერ სახლში მოვიდეს და მერე.
გაეცინა,მაგრად ჩავეხუტე, სანამ ხელს გავუშვებდი ტელაფონმა დამირეკა, ვუპასუხე:
-ფული სად არის!? პირობას ასე ასრულებთ ხოლმელამაზო?
-რომელი ხარ?
ანდრიამ მანიშნა ხმოვანზე ჩამერთო ტელეფონი.
-ის ვისაც პირობა არ შეუსრულეთ!
მანიშნა ისინი არიან.
-შენი მეგობრების გამო, დრო და ადგილი შეიცვალა, ბატონო ვახტანგ!
-რაა? რა მეგობრების გამო? გოგო, შენ სპორტულ მარათონზე გგონია თავი?! ფული მინდა დროზე თორემ ხალხს ჩავრევ!..
-მომისმინე იდ*ო! ბრძანებებს თავი დაანებე, რადგან მე შენს მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს აღებული, არც რამის უფლება გაქვს! მით უმეტეს ესეთი ტონით საუბრის! ფული გინდა? ხო და მიიღებ! არა იმიტომ, რომ შენი ვინმეს ეშინია, არამედ იმიტომ, რომ გიორგი წიკლაურის სიტყვას ვასრულებ!
-შენთვისვე ასე აჯობებს ლამაზო, თორემ ახლანდელ პრობლემებს ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთად შეგიცვლით!
სიბრაზისგან ისე დავიძაბე, კბილები ერთმანეთს დავაჭირე და გავაგრძელე საუბარი:
-სანამ საუბრის ტონს არ შეცვლი, ფულს ვერ მიიღებ მეთქი!
და ტელეფონი გავუთიშე, ყველამ შეიცხადა და ანდრიამ მკითხა:
-რას აკეთბ, რატომ გათიშე, ასე უფრო გავაბრაზებთ.
-ნუ გეშინია, მალე დარეკავს და უფრო დამტკბარიც იქნება!
-არა ელი,ისენი ჩვენი მეგობრები არ არიან და დასაკარგიც არაფერი აქვთ..
-მითუმეტეს, მინდა მისი კონტროლი შევძლო.
-რაა? კონტოლი?
სიცილი წასკდა ანდრიას, მაგრამ ტელეფონის ზარიც გაისმა,ამჯერად მე ჩამეღიმა და ისე შევხედე, ტელეფონი ხმამაღალ ხმაზე ჩავრთე ისევ:
-გისმენ!
-მინდა გავიგო რა მიზეზით შეიცვალა დრო და ადგილი?
ხმაც და საუბრის ფორმაც იცეთი იყო, როგორიც მე მსურდა..
-თქვენი მეგობარი სანდროს დამსახურებით, სავარაუდოდ თემოც არის გარეული, ხსენებული ფულის აღება უნდოდა, მაგრამ ფული მე მაქვს, ბიჭები: დიტო და გიორგი კი მათთან არიან!.
-რაა...
მცირე ხნიანი სიჩუმის შემდეგ, მკითხა:
-რას მთვაზობ?
თითქოს ვიღაცამ უთხრა ეს კითხა დაესვა.
-როგორც ვხვდები არაფერი იცი.. მისამართს მოგწერ სადაც არიან, ჩვენც იქ მივდივარ და თუ ამ ამბავს მშვიდად მოვაგვაებთ ფულსაც მიიღებ!
-კარგი.
-იცოდე ფული თან არ მექნება და ზედმეტი არაფერი გაბედო! იცი რასაც ვგულისხმობ!
-არა, რას გულისხმობ?
-შენ ვალი გაქვს?! ჩვენ ფულს გაძლევთ, მაგრამ სანამ მე მანდ ვიქნები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვასრულებთ შეხვედრას, შემდეგ შენვის დამითმია ის იდიოტი!.
-თანახმა ვარ!
თანხმობის შემდეგ ტელეფონი გავთიშე და ნინის ახალი დავალებაც მივეცი, ფულს ის მოგვიტანს ერთ-ერთი დაცვის თანხლებით, როცა ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. რაც მალე მოვიშორებთ ამ საქმესაც ჩვენთვის უკეთესი, მათთან საქმის გაჭიანურება ყველაზე ნაკლებად მინდა.. სანამ დანიშნულების ადგილას მივიდოდით ტელეფონზე ჩემი საუბრის გაანალიზებას შევეცადე და ეჭვი იმისა, რომ ვიღაცასთან ერთად მესაუბრა ვახო აშკარა იყო და იმაზე სერიოზული პირი იყო ვიდრე რომელიმე, ვისაც აქამდე შევხვდი,ის ფაქტიც მაკვირვებდა რომ დიტოს გამო არ მირეკავდნენ, რადგან წაიყვანეს ფულსაც მოითხოვდნენ, მაგრამ როდის?..
ნახევარ საათიანი გადაჭარბებული სიჩქარით მგზავრობის, შემდეგ დანიშნულების ადგილზე მივედით, ქალაქისგან მოშორებით,საშუალო ზომის მინდორზე,ერთი პატარა ფინური სახლი იდგა,რომელსაც ასეთივე პატარა, დახურული აივანი ჰქონდა,სიძველისგან გაფუჭებული ღობით შემოსაზღვრულ ეზოში, ოთხი ხე იდგა, რომელებსაც ზამთრის სუსხისგან, დაახლობით სამი-ოთხი ფოთოლი ჰქონდა შერჩენილი, ერთი ხე სახლთან ახლოს იდგა, ისე რომ სახურავზე ასვლას ამარტივებდა.. ეს გავიფიქრე თუ არა ხეზე ასული სესილი დავინახე და მანიშნა, შემოვუვლიო, ისე მოხერხებულად და ჩუმად აკეთებდა ყველაფერს, რომ დაცვის ბიჭებს დაავიწყდათ დავითმა რა დაავალა, როგორ განაწილებულიყვნენ სახლის ირგვლივ და ანდრიას კმაყოფილი სახის წინ თითი დავატკაცუნე და სიცილით ვუთხარი:
-გთხოვ, ბიჭებიც შეაფხიზლე, მაგას მერე უყურეთ ყველამ, ვთხოვ და გაიმეორებს.
უხერხულად შეიშმუშნა, ბიჭების ყურადღება მიიქცია და მითითებები გაუმეორა, რომლებმაც უსიტყვოდ შეასრულეს ყველაფერი, განაწილდნენისე, რომ სახლის კონტროლი შეგვეძლო, რადგან დავითმა „არა კანონიერი“ გზით გაიგო მათი ადგილ სამყოფელი, თან ზედმეტი ხმაურისგან თავის არიდებას ვცდილობდით, ამიტომ პოლიციის ჩარევა არც უფიქრია, მით უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნიდნენ, თამაშის მოპირდაპირე მხარეს მყოფნი.. მერჩია ვახოს დავლოდებოდით და ისინიც მალე მოვიდნენ, სამი მანქანა იყო, ბოლოში მყოფი შავი ძვირად ღირებული მანქანიდან არავინ გადმოსული, რამაც იმაზე დამაფიქრა, რომ ვიღაც შორიდან თვალს გვადევნებს, ვცდილობ ყურადღება არ მოვადუნო და რამე მნიშვნელოვანი შევამჩნიო, მაგრამ ამათთან საუბის პარალელურად:
-რამე გაიგეთ? რამდენი არიან? (ვახო)
-არა შენ გელოდებით.
უპასუხა ანდრიამ, მე საიდუმლო ტელეფონზე სმს მომივიდა, სესილი თავის სტიქიაშია:
-„ოთხნი არიან, ერთი შესასვლელში, სამი მისაღებში, კარიდან პირდაპირ ოთახში, ორივე იქ ყავთ, სკამზე მიბმული.“
-ოთხი არიან. შევდივართ!
ხმამაღლა ვთქვი და დავითისკენ შევბრუნდი:
-ბატონო დავით, თქვენ აქ დარჩით.
თვალით ვანიშნე საეჭვო მანქანაზე, მასაც შეუმჩნევია, გამიღიმა თანხმობის ნიშნად, მხარზე ხელი დამადო:
-ლილე შვილო, იქნებ აქ დარჩე?
-რას ამბობთ, ეს საქმე პირადად მეხება! ვფიქრობ ვახოსთან ერთად თუ შევალთ, მათ დავაბნევთ და სიტუაციას ჩვენ გავაკონტროლებთ.
კატეგორიულად გამოვაცხადე და შევამჩნიე ხსენებულ მანქანაში წითელი შუქი, ალბათ სიგარეტის, გავიფიქრე „თამაშის“ ყურებასურს.. გამეღიმა და დავითს ისევ ვანიშნე, ვახო ჩვენს ჟესტებზე დაიძაბა და მანქანისკენ გაიხედა, მანქანიდანც შედეგმა არ გააყოვნა ფანჯრიდან, სიგარეტი გადმოვარდა, არ სურს შევამჩნიოთ, მაგრამ რატომ ეგონა, რომ ვერ დავინახავდით?.. თავი გავაქნიე და ბრძანების ტონით წარმოვთქვი:
-წაევედით!
-კარგი წავიდეთ!
ანდრიაც ამყვა, სანამ მივიდოდით სესილის სმს გავუმეორე ბიჭებს, ანდრიამ ანიშნა, დაცვის წევრებს ახლოს მოსულიყვნენ და დაგვლოდებოდნენ, შესასვლელთან დერეფანი გააკეთეს, ანდრიამ იარაღი ხელში დაიჭირა, რაც ნამდვილად არ მესიამოვნა, მაგარამ აუცილებლობის გამო ჩემს გრძნობებს შინაგანი ომი გამოვუცხადე და შესვლისთანავე ანდრიამ ისე სწრაფად, თან ჩუმად მოახერხა „პირველი მასპინძლის“ იარაღის გამორთმევა და მუშტის დარტყმა, რომ უკვე მისაღებ ოთახში ვიყავით, ახლად შეპყრობილთან ერთად, ჩვენს დანახვაზე ისე დაიბნენ რომ მხოლოდ ვახოს სახელს იძახდნენ, ამ დროს ახლად შემოსული სესილი დიტოს და გიორგის დანით უხსნიდა ხელებს, ეს აშკარად ვარჯიშობდა, ბოლო რამდენიმე წელი ისე იქცევა, ან როგორ შემოვიდა ძალიან მიკვირს.
-აქ რა გინდა ელი?!
-ადექი და ეს ვაჟბატონი დასვი რა..
სოსოზე ვანიშნე, ორივე ფეხზე იდგა, როცა ვახომ ხელი კრა სოსოს და დიტოს ადგილი დაიკავა.
-ახლა შენ იმას მეტყვი თემო სად არის და აქედან ისე წავალთ ხელს არავინ გახლებს!
-ე ეგრე მე არ მაწყობს, ამ ს*რს არ შევარჩენ!
მოქნეული მუშტით წარბიდან უკვე მოსდიოდა სისხლი, ისევ უნდოდა დაერტყა და გავაჩერე.
-მოიცა უნდა მითხრას! მე ის მჭირდება!
გვერდზე გადგა და მივუახლოვდი, კითხვა გავუმეორე, მაგრამ დამცინა ფეხები უფრო გაშალა და სახეზე ხელი ჩამოიცვა:
-შენნარი ქალი თუ ჩემთან მარტო დარჩება, პასუხებს მიიღებს..
-ახლა მაგას დაარტყი თორემ ამას მე გავაკეთებ!
ისეთი გაცეცხლებული იყო სესილი, თავს ვერ იკავებდა, მაგრამ არც მე ვიყავი სიმშვიდიდთ აჭურვილი, რაც ჩემი გაშლილი მარჯვენა ხელის ზურგი, მის სახეზე მიხატვის საბაბი გახდა და ბეჭდებმა, რომლებიც არათითზე მეკეთა წარბზე კვალი დაატყვეს. საყელოში ხელები ჩავავლე და თვალებში ვუყურებდი:
-ჩემთან მარტო დარჩენის სურვილს ისე ჩაგიკლავ, როგორც ამას გიგი აკეთებდა, რამდენიმე თვის წინ!.. სად არის თემო?!
-არ გიხდება „მაგარი გოგოს“ თამაში..
თავი მობეზრებულად გააქნია, ისევ ჩემს გამოწვევას ცდილობდა. მეც არ დავაყოვნე, გვერდზე მდგარ ანდრიას, ხელიდან ისე გამოვგლიჯე იარაღი, მხოლოდ ჩემი სახელის დაძახება მოასწერს ბიჭებმა, რატომ მაცდიდნენ ამ ყველაფრის გაკეთებას ახლა მიკვირს, მაგრამ ისეთი გაცეცხლებული ვიყავი იმ მომენტში არცერთს არ დავინდობდი აფექტი ისეთი უკონტროლო გრძნობაა, ამას მხოლოდ სწოედ სიტუაცია თუ გააკონტროლებს.. ვესროლე, მაგრამ მარცხენა მხარში თან ზედაპირულად.. ისეთი სახე ჰქონდა გიჟადაც შემრაცხა სოსომ და არა მარტო მან.. დაცვაც და დავითიც შემოცვივდნენ, მაგრამ არცერთი არ ჩარეულა..
-მომისმინე იდიოტო, მე „მაგარ გოგოს“ ვთამაშობ თუ „ნაზს“ ეგ შენი საქმე არ არის და თუ თავში არ გინდა მოგხვდეს შემდეგი ტყვია თქვი სად არს თემო?
-არ ვიცი..
-ფული სად უნდა მიგეცა?
-ბარში, თქვენთან.
-დიტო, ბიჭები გააფრთილეთ!
-წავედით, ეს კი შენი იყოს!
ვახოს გადაულაპარაკა დიტომ, გავდიოდით, როცა სესილი ვახოსკენ ისეთი ინერციით წავიდა, ყველას წყვილი თვალი მას უყურებდა, თან ისე გამომწვევად დაუდგა წინ ჩემი გაოცებაც კი შეძლო, ანდრიას სახეზე აღარაფერს ვამბობ, კისერზე დადებული სესილის ხელი, შემდეგ მკერდზე ჩამოცურებული უცებ ჯიბეში აღმოჩნდა და ტელეფონი ამოაცალა, მერე ერთი მუშტიც გაარტყა:
-ელის ნებართვის გარეშე ამ ვიდეოს აქედან ვერ გაიტან!
ტელეფონი მე გადმომიგდო, დავიჭირე
-ოხ შე ძუ*ა!
ამ სიტყვაზე, ანდრიამ დაფარა მანძილი და ვახოს მეორე მუშტი მოხვდა, ტელეფონს, რადგან კოდი ედო, ისევ ვახოს შევხედე, ანდრიაც მიხვდა და მიუბრუნდა:
-კოდი უთხარი, შენი!
-23 32.
მართალი იყო სესილი ყვეაფერი გადაღებული ჰქონდა და კითხვაზე რისთვის უნდოდა, რამდენიმე მუშტის შემდეგ თქვა:
-„რუხს“ უნდა მისი ნახავა.
-არა!
ბიჭებმა და დავითმა ისე დაიყვირეს, მეგონა სახლი დაინგრეოდა
-შე ს*ო, როგორ გაბედე! მაგ დებილ თავში ეგ აზრად როგორ მოგივიდა?!
დიტომ ისე დაიღრიალა და ისე გამეტებით ურტყამდა ვახოს ძლივს დავაკავე, როცა დიტო გაჩერდა, ვკითხე ვინ იყო..
-არავინ!
დიტოს ამ პასუხმა მიმახვედრა რომ არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ აშკარა იყო მე ვინც შევამჩნიე მანქანაში, ის იყო „რუხი“. ვახომ სცადა ბოდიშის მოხდის მსგავსად:
-მხოლოდ ნახვა უნდა..
-მხოლოდ ნახვა თუ უნდა, უკვე მნახა და წავედით აქედან!
-რაა?
-როგორ?
-ელი სად?
დიტომ გამაჩერა, ვახოს შევხედე და ნერვიულობისგან ძალიან დაძაბული ჰქონდა სახე, გამეღიმა..
-მანქანაში ზის და თვალს გვადევნებს! ასე არ არის ვახო?
-მე მხოლოდ მის მითითებას ვასრულებ..
-ერთ კითხვაზე მიპასუხე, ჩემს შესახებ საიდან გაიგო?
-არ ვიცი.. მართლა..
-საიდან და ეგ იქნება ამ ყველაფრის ინიციატორი!
გიორგიმ ხელი მომკიდა და მანიშნა წასვლის დრო რომ მიყო, გასვლისას, კარებში მდგარი ფიქურა ჩვენ თვალს გვადევნებდა და საოცარი სიმშვიდიდთ მიყურებდა, რომ შევამჩნიეთ გაიღიმა და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, გიორგიმ მის ზურგს უკან დამმალა, ნერვიულად ჰკითხა:
-რა გინდა?
სახლი ისე გაივსო ვიღაც უცხო პირებით, რომ მეგონა სიზმარი იყო, რადგან მხოლოდ მანდ შეიძლება მსგავსი სისწრაფით იცვლებოდეს კადრები..
-მასთან მინდა საუბარი!
ჩემზე ანიშნა და მე კი ისე მიკვირს რა უნდა ვინ არის და საერთოდ რატომ უნდა ჩემთან საუბარი?... აქ ლილე გელოვანო არ დაიბნე!.. პასუხებს მერეც მიიღებ..
-არა!
დიტოს ხმამ გამომაფხიზლა, თავს ძლივს თოკავდა, გიორგიმ ორი ბიჭი, რომელიც ჩემსკენ წამოვიდა მუშტებით მოიგერია, მაგრამ ერთ-ერთმა უკნიდან დამიჭირა და გიორგიც გააკავეს ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, სესილი არ ჩანდა მხოლოდ.. ხელის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, ანიშნა ხელი გაეშვათ, მაგიდასთან მივიდა რომელიც ცოტა მოშორებით იდგა, იქ დამსვეს მეც თვითონ ჩემს წინ მოთავსდა, თვალებში მიყურებდა, 29-30 წლის მაღალი ათლეტური აღნაობის მამაკაცი, რომელიც მისი თაფლისფერი თვალებით ცდილობდა ყველას კონტროლს და ამას ბევრისთვის შეუმჩნევლად აკეთებდა, სახეზე არსებული ნაკვთების შეურხევლად, ვეღარ მოვითმინე მისი გამოხედვის ატანა..
-ვინ ხარ?
-რუხი.
-რა გინდა?
-შენ!


-------------------
პ.ს. ესეც ბოლოს წინა თავი და ეს ისტორია დასრულდება, მიყვარხართ ყველა
მადლობა მოთმინებისთვის და დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის რასაც თქვენ
მიწერთ, რომ იცოდეთ როგორ მახარებს თქვენი დამოკიდებულება და როგორ მერიდება ასე რომ დავიგვიანე, მაგრამ რვეულიდან გადმოტანა უფრო რთული ყოფილა ვიდრე პირდაპირ დაწერა..



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაუ, ძაან მაგარი თავი იყო. მომწონს ლილესნაირი გოგოები, მაგრამ სესილიზე გადავირიე :დ ყველანაირად გადარეული გოგოა.
იმდენას მომწონს ეს ისტორია და დიდი შუალედებით იდებოდა, რომ არ მინდა დასრულდეს.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აჰა და მგონი ბოლო თავზეც მოგვიწევს ლოდინი თუმცა ღირს! ყოჩაღ! ♡♡♡

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეეე ჯერ ერთI მომენატრე მაგრად. მეერე კდე საოცრება თავი იყოო!!!
მომწონს ლლილეს რკინის ლედის ამპლუა.
პერსონაჟები სუპერ, სიუჯეტი ძაან მაგარი მეტი რა გინდა?
ველი შემდეგს მოუთვენლად!!!

 


№4  offline წევრი lile-eli

Chikochiko
ვაუ, ძაან მაგარი თავი იყო. მომწონს ლილესნაირი გოგოები, მაგრამ სესილიზე გადავირიე :დ ყველანაირად გადარეული გოგოა.
იმდენას მომწონს ეს ისტორია და დიდი შუალედებით იდებოდა, რომ არ მინდა დასრულდეს.


დიდი მადლობა, როგორ მახარებს თქვენი დამოკიდებულება და ემოციები.
მიყვარხართ ვედები მალე დავდო. heart_eyes

Anuki96
აჰა და მგონი ბოლო თავზეც მოგვიწევს ლოდინი თუმცა ღირს! ყოჩაღ! ♡♡♡



უღმესი მადლობა. მახარებთ და ათასი ბოდიში, ვეცდები მალე დავდო. :*

nawkas12345
ეეე ჯერ ერთI მომენატრე მაგრად. მეერე კდე საოცრება თავი იყოო!!!
მომწონს ლლილეს რკინის ლედის ამპლუა.
პერსონაჟები სუპერ, სიუჯეტი ძაან მაგარი მეტი რა გინდა?
ველი შემდეგს მოუთვენლად!!!



მიხარია რომ მოგწონს პერსონაჟები და სიუჟეტი, რომ იცოდე ეს სიტყვები რამდენს ნიშნავს ჩემთვის.. heart_eyes უღრმესი მადლობა მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent