შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა (VII თავი)


27-05-2017, 23:26
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 189

დრო შეუმჩნევლად გარბოდა. ზოგჯერ ისე გავიდოდა ერთი კვირა, გოგონა ლუკას თვალსაც კი ვერ მოჰკრავდა. ზოგჯერ კი გადაბმულად ყოველდღე გვერდიდან არ შორდებოდა ბიჭი. დადიოდნენ ერთად კაფეებში, წიგნის მაღაზიებში, პარკებში, უბრალოდ დახეტილობდნენ ქუჩებში. საუბრობდნენ აბსოლუტურად ყველაფერზე, პოლიტიკაზეც კი... მაშინ როდესაც ბიჭი მისი ყოველდღიურობის განუოფელი ნაწილი ხდებოდა და გოგონას ჰაერივით სჭირდებოდა, ლუკა უეცრად გაქრებოდა ჰორიზონტიდან და რამოდენიმე დღე ან კვირა თვალითაც კი არ ენახვებოდა. ეს დღეები განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო ნიტასთვის. ლამისაა დეპრესიაში ჩავარდნილიყო. მის სულს ღრმად აჩნდებოდა ლუკას გარეშე გატარებული თითოეული დღე და არც ნინას შეგონებები და არც დათას გაფრხილებები არ აძლევდა საშუალებას წამით მაინც მოეშორებინა მასზე ფიქრები. დაღვრემილი სახითა და ჩამოშვებული ყურებით დაძრწოდა სახლში, ქუჩაში, უნივერსიტეტის დერეფნებში და საერთოდ ყველგან. გრძნობდა ცვლილებას, გრძნობდა გარდასახვას, რასაც ლუკას გვერდით გატერბული ყოველი დღე იწვევდა. თითქოს ამ დროს მისი პიროვნება იკარგებოდა და სრულიად ახალი, განსხვავებული მე წარმოიშობოდა. აღარაფერი იყო დარჩენილი წლების წინ მყოფი მორცხვი, ჩაკეტილი გოგონასაგან, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უჭირდა. ლუკას გვერდით ის უფრო ხალისიანი, უფრო გამბედავი, უფრო თავდაჯერებული და უფრო ამაყი ხდებოდა... მოსწონდა ნიტას ასეთი ახალი მე. არ სურდა, უკან წარსულში დაბრუნება, არ სურდა რეგრესი...
გოგონას იმდენად უყვარდა ყველა დღე, ყველა საათი, რომელსაც ლუკა მის გვერდით ატარებდა, რამდენადაც სძულდა უმისოდ გატერბული თითოეული წამი... ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა და არც ახსნას უძებნიდა თავის გრძნობებს. ყველაფერს ისე იღებდა, თთქოს ეს საჭირო იყო და ასეც უნდა მომხდარიყო. ამასობაში გრძნობდა ლუკას მეტამორფოზასაც. ეს ბიჭი განსაკუთრებული ფენომენი იყო. თავიდან რომ დაინახა, პირველი ის გაიფიქრა, რომ ასეთი ბიჭები მის გემოვნებაში არ ჯდებოდა, მათ შორის დიდი უფსკრული იყო და ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდათ გარდა სწავლისა, თუმცა შეცდა, თანაც საკმაოდ მწარედ. იცვლებოდა ნიტა და იცვლებოდა ლუკაც. მათი დიდი იყო გნსხვავება ლუკას პირვნდელ, მათი გაცნობისდრიონდელ მესა და ახლანდელ პიროვნებას შორის. ყოველ შემთხვევაში ნიტას ასე სჯეროდა.

იანვრის ბოლო საათები ათვლას იწყებდნენ, როდესაც ჩაბნელებულ, თბილ ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. შემდეგ კი საბნის შრიალიც და იქიდან გამოღწეულმა ხელმა ბევრი ფათურის შემდეგ ძლივს მიაგნო ტუმბოზე უკუღმა დადებულ მობილურს და წამში ოთახს მისი შუქი მოეფინა.
-გისმენთ. -საკმაოდ დაბოხებული ხმით უპასუხა გოგონამ და ერთი გემრიელად დაამთქნარა.
-გამარჯობა ნიტა. - გაისმა უცებ ესეოდენ ნაცნობი და სანატრელი ხმა.
-ლუკა?! - წამოიყვირა გოგონამ და გაბადრული სახით წამოჯდა, უცებ გამოფხიზლებული.
-ხოო, მე ვარ.. ლუკა. ახლა გცალია? არ გინდა შევხვდეთ?
-ახლა? რომელი საათია? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არაფერს არ ვაკეთებ. რა თქმა უნდა მცალია.
-მგონი გაგაღვიძე.
-ეგ არაფერი, თან ჯერ მხოლოდ ათი საათი ყოფილა.
-მაშინ თუ გცალია და ჩემთან შეხვედრაც გინდა ნახევარ საათში შენს სადარბაზოსთან ვიქნები და ჩამოდი, დაგელოდები.
-კარგი, აუცილებლად. - მხიარულად, გაბადრული სახით უპასუხა გოგონამ, ტელეფონი გათიშა და ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო. ფეხზე წამოხტა და ოთახში ქარბორბალასავით სირბილი დაიწყო. ჯერ სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა და შხაპი მიიღო, შემდეგ კი კარადაში შეძვრა და იქამდე არ გამოუყვია თავი, სანამ სასურველი, საკმაოდ მოხდენილი სამოსი არ აარჩია. „კარგად უნდა გამოვიყურებოდე... რამდენი ხანია არ მინახავს, თითქმის ერთი კვირაა“ - ფიქრობდა გოგონა და სარკესთან შეუსვენებლივ ტრიალებდა. ის იყო ტუჩსაცხის წასმა დაამთავრა, რომ მის ტელეფონზეც ზარი შემოვიდა. ლუკა იყო, რომელიც ატყობინებდა რომ უკვე მოსული იყო და ქვემოთ ელოდებოდა. ამასობაში ნიტამ, როგორც ძალზე პუნქტუალურმა გოგონამ, მანტო და ჩანთა აიღო, კარი გადაკეტა და სულ სირბილით ჩაუყვა ძველ ქვის კიბეებს. სადარბაზოდან გასულს იანვრის სუსხი დაეტაკა და სიცივისგან შეაჟრჟოლა. ზუსტად სადარბაზოს წინ ლუკას მანქანა გაჩერებულიყო, ბიჭი კი სადარბაზოსკენ მოუთმენელი მზერით იყურებოდა. ღიმილაკრულმა გაირბინა დარჩენილი ადგილი მანქანამდე და ბიჭს გვერდით მიუსკუპდა.
-გამარჯობაა. -გადაკოცნა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-გამარჯობა.
-დიდი ხანია არ მინახიხარ, სად დაიკარგე?
-საქმეები მქონდა, უბრალოდ ვერ მოვახერხე განთავისუფლება.
-გასაგებია.. - უპასუხა გოგონამ, თან ცალ ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა. - და რომ დაგერეკა? ან უბრალოდ მოგეკითხე რა მოხდებოდა? - მოულოდნელად წამოიძახა. ბიჭმა უცნაური მზერით გადმოხედა და შემდეგ ისევ ჩაბნელებული გზისკენ მიატრიალა თავი.
-მგონი ზედმეტ კითხვებს სვამ და ზედმეტსაც ითხოვ. - აგრესიაშერეული ტონით მიუგო ბიჭმა, ისე რომ თავი არ მიუტრიალებია მისკენ.
-გასაგებია. - ოდნავ ნაწყენი ხმით უპასუხა ნიტამ და თითები ერთმანეთში ახლართა, ისე როგორც ნერვიულობისას ჩვევია. - მგონი ჩემს თავს მართლა ზედმეტის უფლებას ვაძლევ. შენთის არაფრის მოთხოვნის უფლება არ მაქვს.
-მე ეს არ მიგულისხმია.. ყველაფერს არასწორად რატომ იგებ?
-კარგი, მოდი არ გვინდა ამ თემაზე კამათი... სად მივდივართ?
-კლუბში, ჩემი მეგობრები გველოდებინ.
-ესე იგი მხოლოდ იმიტომ გაგახსენდი რომ მეგობრებთან ისევ სოფოს როლი მეთამაშა? - იმედგაცრუებამ გაიჟღერა გოგონას ხმაში. კარგა ხნის განმავლობაში არ გახსენებია ის ვიღაც სოფო, რომლის ადგილსაც დროებით იკავებდა ხოლმე ლუკას გვერდით. თითქოს არ არსებობდა ეს საიდუმლოებით მოსილი ქალი. არადა კარგა ხანია დარწმუნდა სოფოს რეალურობაში. მაშინ, როდესაც უთხრეს, რომ ლუკასთვის თავი დაენებებინა, რადგან აქამდეც ბევრი რამე დაეშავებინა მისთვის... მაგრამ რატომ შეეშალა იმ გოგონას სოფოში? ნუთუ აქამდე ფიზიკურად არ იცნობდა? ან იქნებ იცნობდა პირადად და სწორედ ამიტომ აერია ნიტა მასში.. ალბათ სოფო მას გარეგნულად ძალიან ჰგავდა. ამ თემაზე პირველად დაფიქრდა და ახალმა აღმოჩენამ შეზარა.
მხოლოდ ახლა ახსნა ლუკას რეაქცია მის დანახვაზე. ზიზღითა და მუქარით სავსე თვალები.. რადგან მანაც სოფოს მიამსგავსა იგი, გოგოს, რომელმაც სავარაუდოდ დიდი ტკივილი მიაყენა.
ამ დასკვნების გამოტანისთანავე გოგონა მთლიანად ბრაზმა და მრისხანებამ შეიპყრო. მიხვდა რომ იყენებდნენ, თან ძალიან უტიფრად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
-მოაბრუნე მანქანა!
-რაა?! ახლა უკან ვერ დავბრუნდები, ხომ გითხარი ნიტა, გველოდებიან.
-მაშინ გააჩერე! გაააჩერე და მე გადავალ, მერე კი სადაც გინდა იქ წადი.
-ნიტა რა დაგემართა?! - ახლა უკვე ლუკამაც აუწია ხმას.
-ის დამემართა, რომ ყველაფერს მშვენივრად მივხვდი. შენს თამაშსაც. არ ვიცი რის მიღწევას ცდილოდ, მე რატომ მიყენებ ან ჩემს გრძნობებზე რატომ თამაშობ, მაგრამ მინდა გაგაფრთხილო, რომ ამას აღარ დავუშვებ.
-რას ნიშნავს გიყენებ ნიტა, ჭკუიდან შეიშალე?!
-აბა რა ჰქვია შენს საქციელს? მიგყავარ მეგობრებთან, შენი შეყვარებულის სტატუსით, რომლებმაც ჩამი ნამდვილი სახელიც კი არ იციან. მაცნობ მშიბლებს, ოჯახის წევრებს და თავს სხვა ადამიანად მასაღებინებ. შენთვის საძულველ ადამიანად, რომელსაც ძალიან ვგავარ როგორც ჩანს. ამ ყველაფრიდან კი დაზარალებული მე გამოვალ საბოლოოდ, რადგან შენი ეგოისტური ბუნება არ მოგცემს იმის ნებას, რომ თამაშიდან, რმელიც შენ წამოიწყე, საბოლოოდ დამარცხებული შენ გამოხვიდე. ამიტომ მე გამწირავ და გამომიყენებ შენი მიზნებისთვის, რომელიც ჩემთვის დარწმუნებული ვარ ზიანისმომტანი აღმოჩნდება. ბოლოს მე უნდა დავრჩე მარტო, ვიტირო, ვიბღავლო, დეპრესიაში ჩავვარდე; შენ კი შენსას გაისწორბ. - მთელი მონოლოგის განმავლობაში წინ წამოწეულიყო და ხელებს აქეთ -იქეთ იქნევდა. ბოლოს კი დამშვიდდა და სავარძლის საზურგეს გაჩუმებული მიეყრდნო.
-მორჩი ისტერიკას? -სრულიად აუღელვებელი ხმით იკითხა ლუკამ და სიჩქარეს მოუმატა.
-უკან დამაბრუნე! მინდა ეს ყველაფერი ახლავე დასრულდეს!
-ჩემი მეგობრები კლუბში გველოდებიან. - კვლავ იგივე ტონალობაში განაგრძო ლუკამ და ნიტა მიხვდა, რომ ახლა კამათს აზრი არ ჰქონდა. ლუკა მაინც თავისას გაიტანდა.

დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც კლუბამდე მიაღწიეს. მანქანიდან ჯერ ლუკა გადავიდა, გარშემო შემოუარა და გოგონას კარი გაუღო. ნიტაც ნელა გადავიდა, თან წარბშეკრულ, გაბრაზებულ სახეს არ აშორებდა ბიჭს.
-სხვა დროს ასე მშვიდად აღარ მოგისმენ. ეს გამონაკლისი იყო. მომავალში გაითვალისწინე. - უთხრა ლუკამ, რომლის ხმაში აშკარად შეინიშნებოდა თუ როგორი განრისხებული იყო. გოგონამ არაფერი უპასუხა, გვერდით ამოუდგა და შიგნით შეჰყვა ბიჭს.
უეცრად საოცრად ჩახუთულ, ალკოჰოლითა და ოფლით გაჟღენთილ გარემოში აღმოჩნდა, სადაც ბოლო ხმაზე აწეული კლუბური მუსიკა ნერვებისმომშლელად მოქმედებდა მასზე. დარბაზი ხალხით იყო სავსე და ყველა უცნაური, არასინქრონული მოძრაობით ირიხებოდა ნეონის შუქზე.
ნიტამ უკმაყოფილო მზერა მოატარა იქაურობას. ჯერ მხოლოდ ახლახანს შემოადგა ფეხი და ერთი სული ჰქონდა როდის დატოვებდა აქაურობას. ლუკამ ბრბოში გაიკვლია გზა და ნიტაც ძუნძულით მიჰყვა უკან. კიბეებს აუყვნენ და მეორე სართულზე არსებული კომფორტული ზონებისკენ გაემართნენ. ერთ-ერთი მაგიდა ლუკას მეგობრებს დაეკავებინათ. მათ დანახვაზე ყველა წამოიშალა და სიხარულით გადაეხვია ახლადმოსულებს. აქ მუსიკა ნაკლებად ისმოდა და შესაძლებელი იყო ერთმანეთისთვის ხმა მიგეწვდინათ.
-როგორ ხარ სოფი? სად დაიკარგე, ყველა შეკრებაზე რომ უშენოდ მოვიდა ჩვენი ლუკაჩო.
-მე..
-მას სოფი არ ჰქვია. - მოულოდნელად გაისმა ლუკას ხმა. -გოგონა შეცბა და დაბნეული მზერა მიმართა მისკენ. ვერ გაეგო რა ხდებოდა, რატომ გადაწყვიტა ლუკამ სიმართლის თქმა. ნუთუ მანქანაში მისმა მონოლოგმა იმოქმედა ასე ბიჭზე, რომ ამ ფარსის დასრულება განიზრახა?
-ვერ გავიგე აბა რა ჰქვია? - სიცილით იკითხა პირველი კითხვის ადრესანტმა.
-მას ნამდვილი სახელი ნიტაა, ამიერიდან იცოდეთ. -წარბშეკრულმა თქვა და იქვე მის წინ დადგმული ვისკის ჭიქა ერთიანად გადაკრა, შემდეგ, ხმაურიანად დადო მაგიდაზე და სავარძელზე მოხერხებულად გადაწვა. მეგობრები გამოგნებული სახეებით მისჩერებოდნენ.
-მოიცა ეს ხუმრობაა?
-არანაირი ხუმრობა.
-კი მაგრამ პირველად ხომ სოფოს სახელით გაგვაცანი, თან ადრეც ვიცოდით სოფოს შესახებ.. ეს კი...
-არ არის ზედმეტი კითხვები საჭირო. უბრალოდ იცოდეთ რომ მას ნიტა ჰქვია.
-კარგი.. გასაგებია. -დაბნეულად ჩაილაპარაკა ერთ ერთმა გოგონამ და მხრები აიჩეჩა. მეგობრებს სიტყვაც აღარ დასცდენიათ ამ თემაზე, თუმცა ყველას სახეზე გაურკვევლობა აღბეჭდილიყო.
-არ გინდა ვიცეკვოთ? - მის პასუხს არ დალოდებია, ისე ჩაავლო მაჯაში ხელი ლუკამ და დარბაზში ჩაიყვანა, რომ პასუხის გაცემაც კი არ დააცადა გაოგნებულ გოგონას. რამოდენიმეჯერ სცადა მისი ხელებისგან თავი დაეხსნა, მაგრამ ლუკას ძლიერად შემოეჭდო თავისი ტორები გოგონას სუსტ, ფერმკრთალ მაჯებზე.
-ლუკა მოუცადე.. არ ვიცი ცეკვა. - მორცხვად ამოთქვა და შედგა.
-არა უშავს, უბრალოდ მუსიკას აყევი.
-მაშინ არ მიყვარს ცეკვა. -ახლა უკვე გაბრაზებულმა და წარბებშეკრულმა უთხრა. თითქოს პატარა ბავშვივით იბუტებაო, ისე ჰქონდა ტუჩები გაბუშტული.
-წამოდი. - მაინც ძალით წაათრია და ბრბოში გაერია მასთან ერთად. გოგონას წელზე ხელები შემოხვია, თვითონ კი მისი მკლავები კისერზე შემოიდო. რიტმულად აყოლებდა ტანს მუსიკას და გოგონაც მობეზრებული სახით მას ჰბაძავდა.
ცოტა ხანში შედარებით წყნარი მუსიკა ჩაირთო და წყვილიც შედარებით მოეშვა.
-დღეს ასე რატომ იქცევი?
-და როგორ ვიქცევი? - არაფრისმთქმელი სახით შეუბრუნა კითხვა ბიჭმა.
-თავხედურად. - ლუკას მის ნათქვამზე გულიანად გაეცინა, თუმცა მის სიცილშიც შეინიშნებოდა უკმაყოფილების ნოტები.
-მე სრულიად ჩვეულებრივად ვიქცევი. ისეთი ვარ როგორც სინამდვილეში. მაგრამ შენ ასეთი ლუკა არ მოგწონს როგორც ჩანს.
გოგნამ არაფერი უპასუხა და თავი დახარა. მოულოდნელად ბიჭმა უფრო ახლოს მიიზიდა და თითქმის ბოლომდე აიკრო სხეულზე.
გოგონა აწითლდა. თითქოს ადგილს ვერ პოულობდა. პულსაცია აუჩქარდა. შემდეგ კი ხელი იგრძნო, რომელიც ზურგზე ნაზად ეფერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელი მაისური ეცვა, მაინც გრძნობდა იმ სიმხურვალეს, რომელსაც ლუკას თითოეული შეხება ტოვებდა მის კანზე. ხელი წელიდან ჯერ მის ზურგზე ასრიალდა, შემდეგ მხრებზე, გაიარა ყელი, ყბის ძვალი, ლოყაზე გაჩერდა და უეცრად ცხელი ტუჩების შეხება იგრძნო მის აწითლებულ, გამობურცულ ტუჩებზე. თავიდან შეკრთა. ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა. ბოლოს კი როდესაც გაიაზრა, რომ ეს ლუკა კოცნიდა მთელი ვნებით, ცდუნებას აჰყვა და თავადაც იგივე ვნებით უპასუხა. ხელები უფრო მაგრად შემოჰხვია კისერზე, ფეხის წვერებზე აიწია და რაც შეეძლო მთელი ძალით მიეკრო. სადღაც არარსებულ სამყაროში დაფრინავდა. სიამოვნებისაგან მეცხრე ცაზე იყო. რომ გეკითხათ ყველაზე ბედნიერი მომენტი მის ცხოვრებაში რა იყოო, უმალვე გეტყოდათ ეს წამი, როდესაც ლუკა ძლიერად ეხვეოდა და მთელი გრძნობით კოცნიდა. გულისცემამ და პულსაციამ არნახულ ნიშნულს მიაღწია. სუნთქვა ეკვროდა და თავბუ ეხვეოდა ყოველივე ამისგან, მაგრამ მაინც არაფრის ფასად არ სურდა ამ სასიამოვნო განცდას გარიდებოდა. წამის მარადიულობას ნატრულობდა ნიტა.
საბოლოოდ, როდესაც სუნთქვა შეეკრა და ჰაერის მარაგიც გამოელიათ ერთმანეთს მოშირდნენ და გაფართოებული თვალებით მიაჩერდნენ, რომელშიც ბევრი რამ იკითხებოდა. იმ გადამწყვეტ წამს ნიტა მიხვდა.. მიხვდა თუ რეალურად რა აღელვებდა მთელი ამ დროის მანძილზე, რა უფორიაქებდა სულს, რისკენ ისწრაფვოდა და საერთოდ, რას გრძნობდა ლუკასადმი.
მიხვდა რომ ეს სიყვარული იყო.. არა, სიყვარულზე უფრო მეტი... აკვიატება, მიჯაჭვულობა ან რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ მთავარი ერთი რამ იყო. ლუკასადმი მისი გრძნობები უსაზღვრო, უკიდეგანო იყო. იმ წამს ნიტას სახისა და თვალებისთვის რომ შეგეხედათ, უმალვე ამოიკითხავდით მათში ასახულ „თაყვანისცემას“, აღფრთოვანებას და რაღაც უფრო მაღალს, უფრო ღვთაებრივს. გოგონას თვალები მართლაც სულის სარკეს წარმოადგენდნენ იმ წამს.
ლუკა კი ამასობაში თავისი მწვანე თვალებით, რომლებშიც ათასობით მოკიაფე ნაპერწკალი ასახულოყო, დაკვირვებით ათვალიერებდა გოგონას ყოველ რეაქციას, სახეზე კი ნიტასთვის აქამდე უცნობი ემოცია ეწერა, თითქოს შეშფოთებისა და კმაყოფილების ნარევი.
უსიტყვოდ, ნელა მიჰყვებოდნენ შედარებით მშვიდ მელოდიას და ვერც ვერავის ამჩნევდნენ მათ გარშემო. ბიჭმა ნელა აასრიალა ხელი გოგნას მკლავზე, შემდეგ კი ძლიერად მოხვია და მკერდზე მიიკრა. ნიტა განაბული, კმაყოფილებისაგან აკანკალებული, დიდი ყურადღებით უსმენდა ლუკას აჩქარებულ გულისცემას.
ეს წამი იყო, მარადისობისათვის განკუთვნილი.
იმ საღამოს ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვამთ ამ თემაზე. არც მეგობრებთან დაუძრავთ სიტყვა ნიტას ახალი სახელის შესახებ. უბრალოდ დუმილსა და შემთხვევითობას მიანდეს მათი მომავალი. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ნიტა ფიქრობდა, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევითი კოცნით შემოიფარგლებოდა, დიდი მოულოდნელობა დაატყდა თავს. ლუკა გამოეცხადა და ძალით სავახშმოდ, რომელიღაც ქალაქგარეთა რესტორანში წაიყვანა. საკმაოდ რომანტიკულ გარემოში კი ნიტამ ის სიტყვები მოისმინა, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა. მართალია ლუკას მისთვის სიყვარული არ აუხსნია, მაგრამ იმის სათქმელად გამბედაობის მოკრეფა, რომ ერთ დროს შენთვის თითქმის საძლველი ადამიანი, ახლა ასეთი ძვირფასი გამხდარიყო და მისგან მხოლოდ მეგობრული ურთიერთბა არ გაკმაყოფილებდა, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ნიტა კი აფასებდა ლუკას გამბედაობას. ისეთი არარომანტიული ტიპისთვის, როგორიც ლუკა იყო, ეს ყოველივე გმირობას უტოლდებოდა.
ბიჭის შეთავაზებამ, რომ ერთად ყოფილიყვნენ და ნიტას უფრო ახლობელის ვდრე მეგობრის, თითქმის შეყვარებულის სტატუსი ეტარებინა, გოგონა დიდი ბედნიერებით აავსო და რა თქმა უნდა სწრაფი დადებითი პასუხიც გასცა.
დრო გადიოდა, კვირა კვირას მისდევდა, ლუკა და ნიტა კი თითქმის განუყრელად ერთად იყვნენ, იქნებოდა ეს უნივერსიტეტში, ქუჩაში, კაფეში, ნიტას სახლში. იყო ბევრი პაემანი, ნიტას გასაკვირად საკმაოდ რომანტიულ გარემოში, იყო ბევრი ვნებიანი კოცნა, გამთბარი გული და მუდმივად ბედნიერებით გაცისკროვნებული სახეები. თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, თმცა მათ ურთიერთობას მაინც გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები ნინასა და დათას სახით, რომლებიც მუდამ იმას ჩასჩიჩინებდნენ ნიტას რომ ლუკა მისი შესაფერისი არ იყო, უბრალოდ იყენებდა, მას არ უყვარდა და საბოლოოდ გულგატეხილ გოგონას თავიდან მოიშორებდა. რომ ნიტა ბევრად უკეთესს იმსახურებდა. თუმცა ბედნიერებით გაბრუებულ გოგონას მათ გაფრთხილებები საერთოდ არ ესმოდა. მეტიც, ამ დროს იმის ნაცვლად რომ მეგობრებისთვის უბრალოდ მოესმინა მაინც, ყოველთვის ლუკაზე და მათ მომავალ შეხვედრაზე ფიქრობდა.
მალე ნიტას ქცევებიდან გამომდინარე დათა მიხვდა, რომ ვერანაირად ვერ შეუცვლიდა წარმოდგენას გოგონას მისთვის კერპად ქცეულ ბიჭზე, და ამიტომ ნიტას გადარწმუნებაზე ხელი ჩაიქნია. მაგრამ ნინა ფარხმალს არ ყრიდა. მეტიც, სადაც შეეძლო ყოველთვის ლანძღავდა ლუკას და სულაც არ აქცევდა ყურადღებას, თუ როგორ ღიზიანდებოდა ნიტა მისი სიტყვების გაგონებაზე.
მაგრმა მაინც... ყველაფერი იდეალურად იყო... ერთ მშვენიერ დღემდე...


*_*_*_*_*_*_*_*
ესეც მომდევნო თავი...



№1 სტუმარი rabbit

dzalian kargia

 


№2 სტუმარი tamuna

კარგია.ცოტა უხეში და რომანტიული დატოვე ლუკას პერსონაჟი.და გაამძაფრა ისტორია,უფრო ეფექტური იქნება.წარმატებები.

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

rabbit
dzalian kargia

tamuna
კარგია.ცოტა უხეში და რომანტიული დატოვე ლუკას პერსონაჟი.და გაამძაფრა ისტორია,უფრო ეფექტური იქნება.წარმატებები.


მადლობა შეფასებებისა და რჩევებისთვის..
^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent