შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მესამე)


28-05-2017, 21:33
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 493

4.
კ ე ს ი
(ახლანდელი დრო)

მას შემდეგ რაც ლუკა წავიდე ყველანი მალევე დაიშალნენ და დრო მომცეს რომ მეფიქრა. ვიცი რომ ბევრს ჩემი გადაწყვეტილება არ მოწონს, მაგრამ მე ამ ექვსი თვით იქნებ ვიღაცას სიცოცხლეს ვუნარჩუნებ?
ამაზე ხშირად მიფიქრია... წარმოვიდგენ ხოლმე რომ ჩემი სიკვდილი ბევრს გადაარჩენს და მიხარია, და იქნებ ამით თამაშიც კი დავასრულო. იდიოტი არ ვარ, არ მჯერა რომ მთავარ ორგანიზატორს მოვუგებ ან მოვკლავ, ვიცი რომ მას შევეწირები, მაგრამ იქნებ მე თამაშიც დავასრულო?
მინდა რომ მე უკანასკნელი მოთამაშე ვიყო.

***
ბიჭი თავის სავარძელში იჯდა და ვიფქრობდა, უამრავი აზრი ერთმანეთში ირეოდა. ზამთრის სუსხი მის ფანჯრებს უტევდა და აზანზარებდა. მისი სამყარო სამუდამოდ თავდაყირა დგებოდა.
'ვინ იფიქრებდა რომ ერთი გოგო მთლიან ცხოვრებას შეცვლიდა, ხალხს ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა და რომ ამასთანავე დაჩის კესი აღმოჩნდებოდა.
მაშინ როდესაც დაჩი მას თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა, მეგონა რომ მას ის უყვარდა, სიყვარული კი სისუსტეა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდი. მეეჭვება ეს უბრალო სიყვარული ყოფილიყო. ახლაც, როდესაც კესის ეკრანებიდან ვხედავ, ვუსმენ როგორ მომართავს და როგორი თვითდაჯერებულია მეღიმება. ის ბევრ გოგოს არ გავს, მათგან რადიკალურად განსხვავდება და ამით უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ვინ არის სინამდვილეში კესი მეიაშვილი, და რატომ გაწირა უამრავმა ადამიანმა მისთვის თავი?'
ბიჭი გამალებით ფიქრობს და ადგილს ვერ პოულობს. სავარძლიდან სწრაფად დგება და მდირულად გაწყობილ ოთახში ბოლთის ცემას იწყებს. კედლები მუქი ნაცრისფერია, ტახტი კი შავი, უმეტესად მუქ ფერებში გაწყობილ ოთახს გარეთ აბობოქრებული ამინდი უარესად ამუქებს. მუხის კარები ჭრიალით იღება და ქერა ბიჭი თავს ყოფს თან იღიმის. მაგრამ მისი ღიმილიც განსხვავებულია, უფრო სევდიანი და ნამუს შეწუხებული.
-მოხდა რამე? -ბიჭი დაბალი ხმით კითხულობს და ლუკასკენ იყურება, რომელიც მას თვალს არიდებს. -ისეთი სახე გაქვს თითქოს რამე დააშავე და ამდეი ხნის მანძილზე ნამუსმა პირველად შეგაწუხა.
-ალბათ იმიტომ რომ მასეც არის. -ლუკა ღრმად ხვნეშის და შავ სავარძელში ზანტად ჯდება, თან ბიჭს თვალს ყველანაირად არიდებს. -კესიზე რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე? -ბიჭი გაკვირვებული კითხულობს. ეს კითხვა მასაც დიდი ხანია რაც აწუხებს, მაგრამ პასუხს თავის კითხვაზე ვერ პოულობს. -მან თვითონ გამომიწვია, შანსი მივეცი და უარი განაცხადა. მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმის გარდა რომ მოვკლა.
-მაგრამ... -ლუკა თავს დაბლა ხრის და აკანკალებულ ხელებს უყურებს. -დაჩი... მან მისი დაცვა გვთხოვა... მას უნდოდა რომ კესი დაგვეცვა და არა მოგვეკლა... ჩვენ მას პირობა მივეცით... -ლუკა თავს მაღლა წევს და ბიჭს გაყინულ თვალებში უყურებს იმის იმედად რომ რაიმე სახის ემოცია დახვდება, მაგრამ მისი თვალები ისეთივე ცარიელი და უმეტყველოა როგორიც ყინული.
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. -ბიჭი მხრების აჩეჩვით იძახის და თავის ადგილს უბრუნდება. -მე არ მოვიკლავ თავს მისთვის. მას არც კი ვიცნობ.
-ჰომ, ვიცი. -ლუკა დაბლა იყურება და ცდილობს სიმამაცე მოიკრიბოს ბიჭთან სალაპარაკოდ და იმის სათქმელად რაც მას აწუხებდა. -იქნებ... იქნებ მასთან ლაპარაკი გეცადა, იქნებ დაახლოებოდი...?
ბიჭი მისკენ გვერდულად იყურება და ათვალიერებს. სიბრაზისგან შუბლზე ძარღვი ებერება, მაგრამ ხმას მაინც არ იღებს. ჩუმად არის, მდუმარედ ათვალიერებს თავის ერთადერთ შემორჩენილ მეგობარს.
-დავფიქრდები. -მხოლოდ ამის თქმას ახერხებს და ისევ ეკრანისკენ აბრუნებს თავს, რითაც ანიშნებს კიდევაც მეგობრას რომ სალაპარაკო აღარაფერი აღარ აქვთ.
ლუკა თავს უქნევს, ხმის ამოღებას კიდევ ვერ ბედავს, ხვნეშით გადის ოთახიდან და ზურგს უკან კარებს ჭრიალით იხურავს.
ბიჭი თავს აქნევს და ეკრანიდან მზერა ისევ კარისკენ გადააქვს. უამრავი ფიქრი ერთმანეთში ერევა და ებრძვის მოგონებებს, რომლებიც გამალებით უტევენ. უმეტესობა კი მის გარდაცვლილ მეგობარს ეხება, მეგობარს რომელსაც სასიკვდილო განაჩენი თავისი ხელით დაუწერა.

----მოგონება----
-რატომ აკეთებ ამას? -ბიჭი თავს მაღლა წევს და მეგობრს ნისლისფერ თვალებში ჩაჰყურებს. -ვერ ვხვდები... შენ ხომ არჩევანი გაქვს...
-მეც იგივეს კითხვა შემიძლია. -დაჩი სევდიანად იღიმის და ბიჭის მოქმედებას თვალს არ აშორებს. ბიჭი კი მოსაწვევს წერს, თავისი ხელით. -შენც გაქვს არჩევანი, მაგრამ შენ მათი მხარე აირჩიე...
ბიჭი ხმას არ იღებს და მხოლოდ თავს უქნევს, მაგრამ წერას წყვეტს რომ მეგობარს შეხედოს.
-მაგრამ მე ამას საქმისთვის ვაკეთებ, ოჯახისთვისაც... უფრო სწორად რაც დარჩა მისგან... -ბიჭი ცრემლებს უკუიგდებს და დაჩის უყურებს. -მაგრამ შენ... შენ ამას ოჯახისთვისაც კი არ აკეთებ... ერთი გოგოსთვის რომელსაც მალევე დაივიწყებ.
-შენ არ გესმის. -დაჩი იმედგაცრუებული აქნევს თავს და ფანჯარაში იწყებს ყურებას. თვალები ჩამუქებული და ნაღვლიანი აქვს. -მე არ მინდა სიკვდილი. რათქმაუნდა არ მინდა, მაგრამ ისიც არ მინდა რომ კესი მოკვდეს. -ბიჭი პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ დაჩი ასწრებს და აჩუმებს. -მირჩევნია მე მოვკვდე და ვიცოდე რომ კესი კარგად არის, ვიდრე ვუყურო როგორ იტანჯება და კვდება.
-რატომ?! -ბიჭი სიბრაზეს ვეღარ იტევს და ყვირილს იწყებს, დაჩი კი წყნარად ზის თავის ადგილას და მას უყურებს. იმისდამიუხედავად რომ სასიკვდილობ ემზადება ის მაინც მშვიდად არის, და სახეზე ნაღველთან ერთად სიხარულიც აქვს.
-იმიტომ რომ მიყვარს. -წყნარად ამბობს, აუჩქარებლად. -მაგრამ არა ისე როგორც შენ გგონია. მე ის არ მიყვარს როგორც გოგო, ან როგორც შეყვარებული. მე ის... -დაჩი ჩუმდება და ფიქრს იწყებს რომ სწორად გადმოცეს თავისი სათქმელი. არ უნდა რომ მეგობარი შეცდომაში შეიყვანოს. -მე მას ვერ ვხედავ როგორც გოგოს, მე მას... ის ჩემთვის ყველაფერია, ხვდები რასაც ვგულისხმობ? -ბიჭი თავს აქნეს დაჩი კი ახსნას იწყებს. -არც კი ვიცი როგორ გითხრა... მე ის მიყვარს, ამ სიტყვის სრული მნიშნვნელობით, ის თავს ცოცხლად მაგრძნობინებს, მასთან თავი ადამიანი მგონია და იმედი მიჩნდება.
ბიჭი გაკვირვებული უყურებს და მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოაქვს.
'ის გაგიჟდა' მხოლოდ ეს ფიქრი უტრიალებს ბიჭს თავში და თან მეგობარს უყურებს, არა, აშტერდება, მაგრამ ძველი დაჩის კვალსაც კი ვეღარ პოულობს.
-შენ ვერ ხვდები. -დაჩი დანანებით იძახის. -კესიმ მე გადამარჩინა, ის ჩემთვის არის საყვარელი ქალი, და, შვილიც კი. -ამაზე ეცინება და იღიმის. -ჩემთვის ის მთელი სამყაროა, ის აზრია სიცოცხლის და ერტადერთი ღირებული რამაა რითვისაც სიკვდილი დასაშვებია. -კესიზე ლაპარაკისას მას თვალები ენთება, მის მზერაში სითბო და სიყვარული იგრძნობა. -ის ჩემთვის სინათლის სხივია გვამებით გარემოცულ გვირაბში, საიდანაც გასასვლელი არ ჩანდა სანამ ის არ გამოჩნდებოდა. მან მე იმედი მომცა, გესმის?! იმედი!
-მაგრამ რათ გინდა იმედი თუ მოკვდები?! - ბიჭი გამწარებული ყვირის და დაჩის თვალებში უყურებს. მისგან პასუხებს მოითხოვს, უნდა გაიგოს რა არის ისეთი, ვინ არის ისეთი ეს გოგო ვის გამოც დაჩი მზადაა სიცოცხლე დათმოს.
-და აზრი ცხოვრების თუ იმედი და სხივი დაკარგე? -კითვას კითხვითვე პასუხობს. -მირჩევნია მოვკვდე და იმედმა იცხოვროს, ვიდრე იმედთან ერთად ყველაფერმა აზრი დაკარგოს.
ბიჭი თავს აქნვს, ბოლომდე არ ესმის რას გულისხმობს დაჩი, მაგრამ თან რაღაც კარნახობს რომ ის მართალია.
-კესი... ამ წამს ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. -იძახის დაჩი ხმადაბლა. -არა მარტო ჩემთის, შეიძლება ამას ბევრი ვერ ხვდებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კესი ერთ დღეს მთელ სამყაროს შეცვლის, და ხალხს იმედს დაანახებს. ამიტომ ის მნიშვნელოვანი არა მარტო ჩემთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
დაჩი ღიმილიანი სახით დგება ფეხზე და კარისკენ მიდის, სახელურს ხელს კიდებს და უკანასკნელად იყურება უკან.
-თუ რამე მოხდება, ჩემი უკანასკნელი სურვილი ამისრულე. -დაჩის თავს დაბლა ხრის და დაბოხებული ხმით აგრძელებს. -კესი დაიცავი, გადაარჩინე და არ დაუშვა რომ რაიმე მოივიდეს. -ბიჭი თავს უქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს. -და თუ... თუ როდესმე შენ მისი მონადირე აღმოჩნდები...-ბიჭი მაღლა გაკვირვებული იყურება, ვერ ხვდება დაჩი ამას რატომ ეუბნება, ის მთავარი ორგანიზატორია, ის არ ნადირობს. -სანამ მოკლავ, ან მოკვლას შეეცდები გაიცანი.
ისე რომ პასუხს არ ელოდება კარებს აღებს და გარეთ გადის. მის ზურგს უკან კარები ბრახუნდება და ბიჭი ფიქრებთან მარტო რჩება,
----მოგონების დასასრული-----

"სანამ მოლავ, ან მოკვლას შეეცდები გაიცანი."
დაჩის უკანასკნელი სიტყვები ბიჭს თავს ახსენებს და აწუხებს. ამ შეხვედრის შემდეგ თავისი ბავშვობის მეგობარი ნანახი აღარ ყავს. კი, მას უყურებდა ეკრანებიდან, მაგრამ მასთან აღარ ულაპარაკია, აღარ მიცემია შანსი კითხვები დაესვა და რჩევა ეთხოვა.
მისთვის იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მან დაკარგა ეკე, რადგან მას მისი ნახვაც აღარ უნდოდა, დაკარგა დაჩი, რადგან მან ლუკას ის მოაკვლევინა, და რაღაც მხრივ დაკარგა ლუკაც, რადგან მათ ძველი მეგობრობა ვეღარ აღიდგინეს.
იმ დაწყევლილი დღის შემდეგ მან თავსი დარჩენილი საღი აზროვნებაც დაკარგა და მთლიანად იქცა იმად ვიცნ დაჩი იყო სანამ კესის შეხვდებოდა. ის რობოტი გახდა, უემოციო არსება, ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც არავის და არაფერს არ ინდობს თავის გზაზე.

***
კ ე ს ი

Can't kill the way I feel
Can't stop a hurt so real
Can't kill what I've denied
There's nothing left to sacrifice

როგორც კი მუსიკა იწყება და ნაცნობი ჰანგები ჩამესმის თვალები ცრემლებით მევსება. მას შემდეგ რაც დაჩი თამაშში მიიწვიეს ამ სიმღერისთის არ მომისმენია. მეგონა რომ ეს მისი ღალატი იქნებოდა. ეს ჩვენი სიმღერა იყო. არ ვიცი როგორ მოხდა ასე რადგან, OTHERWISE-ს არცერთი არ ვუსმენდით, მაგრამ კონკრეტულად ეს სიმღერა ორივეს მოგვწონდა.

I stand on solid ground
Look up from falling down
There's nothing left unsaid
I live with no regrets

როდესაც ამ ნაწილს ვმღეროდით ხოლმე დაჩის სახე უბნელდებოდა, თვალები უმუქდებოდა, მაგრამ ბოლო დროს, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, უფრო კონკრეტულად კი ოთხი დღით ადრე, ამ სიმღერას ბედნიერი სახით მღეროდა, თითქოს მართლა ტექსტის მიხედვით არაფერს არ ნანობდა.

I feel so alive, I could die!

I would break, I would burn, I would suffer
There's nothing I wouldn’t do, do for you
I would lie, I would steal, for no other
You make me so alive
So alive I'd die for you!

ის დღე მახსენდება როდესაც ის ეკრანებზე დავინახე. ამ მუსიკას ვუსმენდი, OTHERWISE- Die For You-ს და როდესაც ის დავინახე და გავიგონე სიმღერის ტექსტი მეგონა რომ ამ სიტუაციაში ჩემ გამო აღმოჩნდა. ხანდახან ახლაც მასე მგონია.

There's nothing left to hide
Want you to see inside
For me there is no doubt
My heart is yours, so rip it out!
I don’t expect you to understand this
I'll take what you give, but I won't take it for granted

ხანდახან მგონია რომ სიმღერის ტექსტი მთლიანად დაჩიზეა დაწერილი, თითქოს თითოეული სიტყვა მას ეხებოდა, თითქოს მის სათქმელს იძახდნენ ერთი-ერთში. სულ მეგონა რომ დაჩის უბრალოდ არ მესმოდა, რადგან ის სხვანაირი იყო, და როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე მჯეროდა რომ მე მისი სიმღერა ვიპოვე.

I feel so alive, I could die!

I would break, I would burn, I would suffer
There's nothing I wouldn’t do, do for you
I would lie, I would steal, for no other
You make me feel so alive
So alive I'd die for you

დღემდე ვერ ვხვდები რატომ იყო რომ ამის მოსმენის დროს გულში საშინელი გრძნობა მღრნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა. მეუბნებოდა რომ უნდა მეღონა რამე, რომ შეიძლება ჩემ გამო ვინმე დაზარალებულიყო.

Take my heart just rip it out! Rip it out!
I'd die for you!
Take my hert just rip it out! Rip it out!

დაჩის სიკვდილის შემდეგაც მუდამ ეს სიმღერა მესმოდა სიზმრებში, და დაჩი მედგა წინ, რომელიც ამ ნაწილს იმეორებდა, იმეორებდა და ხელი მკერდზე ედო გულის ადგილას, სადაც უზარმაზარი სისხლიანი ლაქა იყო.

I would break, I would burn, I would suffer
There's nothing I wouldn’t do, do for you
I would lie, I would steal, for no other
You make me feel so alive (so alive)

დღემდე მასე ვარ. დღემდე მჯერა რომ დაჩის სიკვდილის მიზეზი მე ვარ. მჯერა რომ ის არ ითამაშებდა მე რომ არ ვყოფილიყავი. ხშირად უთქვამს ბევრს რომ მასე არ არის, და რომ ეს უბრალოდ თავის დადანაშაულებაა იმაში რაც არ გაგვიკეთებია, რადგან პასუხებს ვეძებ, რომლებზეც ვერავინ ვერ მიპასუხებს. რადგან, ერთადერთი ადამიანი ვისაც პასუხის გაცემა შეუძლია მკვდარია. ამ ყველაფრის მიუხედავად ერთი რამ უცვლელი რჩება, ვიცი, მჯერა რომ ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალია. დაჩი ჩემ გამო მოკვდა და ამით მან მე დრო მომცა. მან მე შესაძლებლობა მომცა ჩემი თავი, ადგილი და მიზეზი მეპოვა. მაგრამ მას ეს ძვირად დაუჯდა. ახლაც არ ვფიქრობ რომ მისი სიცოცხლე ამ ყველაფრად ღირდა.

I would break, I would burn, I would suffer
There's nothing I wouldn’t do, do for you
I would lie, I would steal, for no other
You make me feel so alive
So alive I'd die for you!
Take my heart just rip it out! Ript it out!
I'd die for you!
Take my heart just rip it out! Rip it out!

ცრემლებს ფრთხილად ვიწმენდ და დაჩის გამოსახულებას თავიდან ვიგდებ. ამ წამს, როდესაც თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებს მასზე ვერ ვიფიქრებ. მაგრამ... დაჩი... ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც ლაპარაკი შემეძლო, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით იყო, და ერთადერთი იყო ვისთანაც თავისუფლად ვიყავი. ის ჩემი უსაფრთხო თავშესაფარი იყო.

***
ბ ე ქ ა
კესიზე ვნერვიულობ. არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოს, რადგან ეტყობოდა რომ ძალიან ბრაზობდა. არ მინდა რომ რაიმე მოივიდეს. ის ზედმეტად ბევრს ნიშნავს არა მარტო ჩემთვის არამედ ყველა ჩვენგანისთვის.
ნიკას ოთახში კომფორტულად ვჯდები მის პუფზე და ეკრანს ვუყურებ. ისევ კესიზე ამეორებენ სიუჟეტს და ისევ მასზე ლაპარაკობს ხალხი, რომელიც კესის არც კი იცნობენ. მათი არ მესმის, და არც არასდროს მესმოდა.
ოთახს ვათვალიერებ რომ ყურადღება გადავიტანო და ნიკას ოთახის შესწავლას ვიწყებ. კედლები ყავისფერ-შინდისფერია, იატარკზე პარკეტი აგია, ზევიდან კი ძველი, მძიმე ხალიჩაა. ოთახში ალგ-ალაგ ტყავის ყავისფერი პუფები ყრია, ისეთი როგორშიც ამ წამს ვზივარ, საწოლი კი დიდი და ხისგან დამზადებულია. ნიკას ყოველთვის უყვარდა ძველი სტილი და ასეთი ოთახი არც მიკვირს.
ერთ-ერთ კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორი აქვს, მეორეზე კი სამეცადინოდ მოშავო მაგიდა, რაზეც შავი ლეპტოპი და უამრავი წიგნი უდევს. გორგოლაჭებიანი ღია ყავისფერი, ტყავის სკამი კი მაგისდისგან მოშორებით ფანჯარასთან აქვს. და რაც მთავარია, ყველგან წიგნების თაროებია, ამით ის და კესი ძალიან გვანან ერთმანეთს. წიგნები ორივეს უყვარს.
-რას აკეთებ? -კარი იღება და ოთახში საჭმლით დატვირთული ნიკა შემოდის. ჩალისფერი თმა შუბლზე აყრია, და მუქი თვალებით გაკვირვებული მიყურებს. -ისე იყურები თითქოს რაღაცას ეძებ.
-ხო. -მხრებს ვიჩეჩავ და კიდევ ერთხელ ვავლებ მის ოთახს თვალს. -პირველად შევამჩნიე როგორ შეგიცვლია ოთახი... -თავს მიქნევს და იღიმის. ყველამ იცის რომ დაკვირვებული არ ვარ და ასეთ რაღაცეებს ხშირად ვერ ვაჩნევ. -ბოლოს როგორც მახსოვს კედლები კრემისფერი, საწოლი კი თეთრი იყო... არც ამდენი პუფი არ გქონდა.
-კესი დამეხმარა გადაკეთებაში. -სახეზე ღიმილი უჩნდება და საჭმელს მიწვიდს. ნუ, ძნელად დაარქმევ მის მოდიდღნულ სენდვიჩს საჭმელს, მაგრამ როცა გშია ესეც წავა. -ვერ მოვიფიქრე როგორი მინდოდა, და კესი დამეხმარა ჩემი სტილი მეპოვა.
-ეგ გამოსდიოდა. -ხმადაბლა ვიძახი და სენდვიჩს სევდიანი დავყურებ. -ყველას ეხმარებოდა თავიანთი თავი ეპოვათ. -ვამატებ ღიმილიანი სახით. -ალბათ მაგიტომაც იყო რომ ყველა ყველაფერს უყვებოდა და რჩევას თუ არა მისგან მოსმენას ელოდნენ. -თავს ვაქნევ, მაგრამ მასზე ფიქრებს ვერ ვფანტავ.
-ჰომ, ის სხვების უარყოფით ენერგიას თავის თავზე იღებდა. -ამატებს უცებ ნიკა და სიცილი მივარდება. ნიკას ენერგიების ჯერა, მე არა. ის ზედმეტად რელიგიურია, მე არა. ხანდახან ისიც მიკვირს ასეთი განსხვავებულები როგორ ვმეგობრობთ. -ყველაფრის მიუხედავად მაინც მიხარია რომ კესი გავიცანი.
-რას გულისხმობ? -ვეკითხები გაკვირვებული და ვცდილობ მათი გაცნობის ვითარება გავიხსენო, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ მახსენდება მე როგორ გავიცანი. მახსოვს მისი გაკვირვებული მონაწერი, მაგრამ შემდეგ უკვე აღარ იმჩნევდა, უბრალოდ მწერდა. არ მეგონა ასე მარტივად თუ დამიმეგობრდებოდა, მაგრამ არც მიკვირდა, კესი მუდამ მეგობრული იყო და ყველა ახერხებდა მასთან გახსნას.
-ანუ, არ მეგონა თუ დავუმეგობრდებოდი. -იძახის მხრების აჩეჩვით, თან თავისი "შედევრის" ჭამას იწყებს. -როდესაც გავიცანი დიდად არც მაინტერესებდა, მეგონა რომ უცნაური იყო. დიდხანს არც მიმიქცევია ყურადღება. მაგრამ შემდეგ უკვე მასთან ლაპარაკი როცა მომიწია, ის მამხნევებდა, მეხმარებოდა. -თავს დაბა ხრის და ლუკმას მძიმედ ყლაპავს. -ის გვერდით მედგა, მაშინ როდესაც მეგონა რომ მარტო ვიყავი. ამიტომაც როდესაც დავუმეგობრდი მიხაროდა, რადგან ადვილად ვერ ვახერხებ ხალხთან დამეგობრებას. -ნიკა თავს დაბლა ხრის და სახე უწითლდება. - ვიცოდი რომ ყოველთვის მიცავდა, ყველას დარტყმული ვეგონე, დარტყმული და დებილი, რადგან კლასის კლოუნი ვიყავი. -ვიცი რომ ცრემლებს ძლივს იკავებს, მაგრამ არ ვიცი რითი დავეხმარო. -შემდეგ კი, არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ სულ ვჩხუბობდით. -ეული ცრემლი სახეზე მოგორავს და იატაკზე ვარდება. -რათქმაუნდა მერე შევრიგდით, მაგრამ მე ისევ იგივე ვეღარ ვიყავი, ადვილად ვფეტქდებოდი.
-მესმის. -ხმადაბლა ვიძახი და ჩემკენ გაკვირვებული იყურება. -იმისდამიუხედავად რომ მასთან ლაპარაკი ადვილი და კარგი იყო, მისთვის უბრალოდ აღარ მეცალა, სულ თავს ვარიდებდი. -თავს დანანებით ვაქნევ. -არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვერ ვწერდი. ის ცდილობდა, მაგრამ მე მასთან ლაპარაკი აღარ მინდოდა. თითქოს მობეზრებული მყავდა.
-ცუდი მეგობრები ვართ, არა? -კითხულობს და სევდიანად მიღიმის. -ის რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, მაგრამ მარტო იმ ერთს ვუმახსოვრებდით რომლის გაკეთებაც არ შეეძლო.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ. ის მართალია, ჩვენ ცუდი მეგობრები ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად კესი მაინც მეგობრობდა ჩვენთან და მაინც ცდილბდა ჩვენს შენარჩუნებას. არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ მასინ რას გრძნობდა, მაგრამ ვიცი რომ კარგი გრძნობა არ იქნებოდა.



----------------
გამარჯობათ ^^ იმედია მოგეწონებათ ^^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიჰმე კიდევ ერტხელ დავაფასე სრულად წაკითხვის ფასი. სანამ დაამტავრებ მე მოვკვდები...;დდ
მაინტეერესებს რა მოხდება!!!! ძალიან კარგია ველი შემდეგს!!!!

 


№2  offline მოდერი ენემი

მალე დადე ახალი რა საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent