გარდასახვა (VIII თავი)
მარტის ჩვეული, წვიმიანი დღე გათენდა. როგორც ამ თვეს ჩვეოდა, ამინდი გამუდმებით იცვლებოდა და ბუნებაც თავის ორპირ სახეს ავლენდა. შაბათი იყო, ამიტომ ხალხი ქუჩაში კანტიკუნდტად ირეოდა. ყველას ან კაპიუშონი წამოეფარა თავზე ან ქოლგა დაეჭირა და აჩქარებულად სადღაც გარბოდა ამ ქარიან და წვიმიან ამინდში. გოგონა ოთახში მარტო იყო. ამინდის შესაფერის ოდნავ სევდიან განწყობაზე. ოთახში სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მხოლოდ ანცი წვიმის წვეთების წკარუნი არღვევდა ფანჯრის მინაზე. ნიტა დივანზე იწვა. ფეხები კომფორტულად აეწყო მის საზურგეზე, თავი კი ქვემოთ გადმოეგდო. თვალებდახუჭულს ყურსასმენები ეკეთა და მთლიანად სხვა სამყაროში იყო გადასული. ხნადახან სიმღერის ტექსტს ააყოლებდა ტუჩებს. ბინაში გამეფებული სიჩუმე კარზე ზარმა დაარღვია. თუმცა გოგონა არ გარხეულა, მას არაფერი ესმოდა ამ წამს გარდა მუსიკისა. შემდეგ კარის გაღებისა და ნაბიჯების ხმა გაისმა. ნიტას თავთან გაჩერდა და კარგა ხანს უხმოდ აკვირდებოდა გოგონას. ბიჭი უფრო მიუახლოვდა გოგონას და მის თავთან ახლოს ჩაიმუხლა. მონუსხული შეჰყურებდა ნიტას, რომელიც ამ წამს ულამაზესი იყო. მრავალფეროვანი გრძნობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ლუკაც თავს ვეღარ იკავებდა. ნიტა კი კვლავ ტუჩების უბრალო მოძრაობით მიჰყვებოდა სიმღერის ტექსტს, როდესაც მოულოდნელად მათზე საოცრად თბილი შეხება იგრძნო. მთელს ტანში თმის ბოლოდან ფეხის ფრჩხილამდე ყოვლისმომცველმა ჟრუანტელმა დაუარა და სიამოვნებისგან გააკანკალა. კოცნა ძალიან ნაზი და ამავდროულად ძალიან მომთხოვნი იყო და გოგონამაც გაუცნობიერებლად ააყოლა ტუჩები. აქამდე არგანცდილი სისავსისა და სრულყოფილების განცდამ მოიცვა. ვნება ბობოქრობდა, იზრდებოდა და ერთ დიდ, წამლეკავ ტალღად იზვირთებოდა. ბიჭი წამით შეჩერდა და ნიტას გაფართოებულ გრძნობით აღსავსე თვალებში ჩააჩერდა. შემდეგ კი ხელი ძლიერად მოხვია წელზე და მისკენ შეატრიალა მთელი სხეულით. მთელი გრძნობით კოცნიდა და დროდადრო გოგონას სახეზე დაატარებდა ტუჩებს, თითქოს ცდილობდა ამგვარად უფრო უკეთ შეესწავლა მისი თითოეული ნაკვთი. შემდეგ კი ხელში აიტაცა მისი სხეული და რამოდენიმე ნაბიჯი ოთახის მეორე ბოლოსკენ გადადგა და შედგა, რაღაცამ გააკავა, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი მთელი ძალით გამოქაჩა და გზა განაგრძო. იქვე დადებული ლეპტოპიდან მოულოდნელად ყურსასმენები გამოძვრა და მთელ ოთახში გაისმა Lana Del Rey – Video Games. ნიტა მთელი ძალით ეხუტებოდა ბიჭს, რომელზეც სუროსავით იყო შემოხვეული. დროდადრო თვითონაც ჰკოცნიდა მთელი ძალით და იაზრებდა რომ სიმღერის ტექსტის მსგავსად, რომ სამოთხე - ეს ადგილი იყო დედამიწაზე ლუკას გვერდით. მხოლოდ ის სჭირდებოდა... მხოლოდ ის. ბიჭმა ნაზად გადააწვინა საწოლზე და თვითონაც მიჰყვა. ნიტა გრძნობდა, თითოეული უჯრედით აღიქვამდა მისი სხეული სითბოს, სიმძიმეს და არ ჰყოფნიდა თითქოს ეს წამები. არ ჰყოფნიდა ლუკა. სურდა მთელი სხეულით შეესრუტა მისი ყოველი შეხება, მისი ყოველი კოცნა. გონება გაფანტვოდა და მხოლოდ გრძნობებს იყო აყოლილი. ვერ იაზრებდა მის ქმედებებს. მხოლოდ მწველ სურვილსა და ინსტინქტებს მიჰყვებოდა. ამგვარი განცდა ჰქონდა ბიჭსაც. ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს გაეწელა ყოველი კოცნა, ყოველი შეხება, ნებისმიერი მოქმედება, რათა ამ წამებისგან მიღებული სიამოვნება გაეხნგრძლივებინა. ნელ-ნელა ნაზი კოცნით გადაინაცვლა ყელზე და მაისურს ხელი წაატანა, რათა გოგონას სხეულისგან მოეშორებინა. ნიტას ოდნავი წინააღმდეგობაც კი არ გამოუხატავს, პირიქით, თავადაც აქტიურობდა და ლუკას ტანსაცმლისგან განთავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ საკმაოდ მოუხერხებლად. ბიჭს გოგონას დაბნეულობაზე ჩაეღიმა და თავად მიეხმარა. ნელა ჩაატარა ნიტამ ხელები ბიჭის მოშიშვლებულ ზურგზე და ყელთან მსუბუკ კბენაზე ძლიერად ამოიკვნესა და საპასუხოდ ფრჩხილები მთელი ძალით ჩაარჭო ზურგზე. მოულოდნელად ლუკა შეკრთა და გოგონას ხელები ნაზად მოიცილა ზურგიდან. -ცოტა ნელა - ღიმილით უთხრა. -ბოდოში. - გაწითლებულდა და ვნებისგან თვალებამღვრეულმა უპასუხა გოგონამ. -რა საყვარელი ხარ. - გაეცინა ბიჭს - რა ლამაზი და ვნებიანი... - ეს უთხრა უკვე შეცვლილი სურვილისგან აფორიაქებული სახით და გოგონას სხეულს მთელი ვნებით დაეწაფა. რამოდენიმე წამში კი ოთახი მათი სიამოვნებისგან გამოწვეული წამოძახილებით გაივსო. დაღლილი და ოფლისაგან დაცვარული ბიჭი გვრდით გადაწვა. ფლეილისტი დამთავრებულიყო და მხოლოდ წვიმის წვეთების წკარუნიღა ისმოდა ოთახში. ლუკამ ხელი მოხვია გოგონას რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული იყო იმით თუ რა გააკეთა ახლახანს. როგორ მოიკრიბა გამბედაობა, რომ ლუკას პირველივე მცდელობაზე ხელებში ჩადნობოდა და მასთან ლოგინში აღმოჩენილიყო. არადა მშობლები ყოველთვის მკაცრად, ტრადიციულად ზრდიდნენ. წარმოდგენაც არ უნდა რა მოხდებოდა მამამისს ახლა ამის შესახებ რომ შეეტყო. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. თითქოს ასე ცდილობდა თავიდან უაზრო ფიქრები ამოეგდო. ლუკასკენ შეტრიალდა და ბიჭს მთელი ძალით მოეკრო შიშველ სხეულზე. თავი მის მკერდზე მოათავსა და გაინაბა. მიუხედავად ყველაფრისა არ ნანობდა. არ ნანობდა ლუკასთან განცდილ ამ ყველა სასიამოვნო წუთს. ალბათ რაც არ უნდა მომხდარიყო მომავალში არც ინანებდა. თავიდან დაწყების საშუალება რომ ჰქონოდა, ისევ გაიმეორებდა ამ „შეცდომას“. არა ამ ყველაფერს „შეცდომას“ ვერ უწოდებდა. ვერ უწოდებდა შეცდომას ამ ჯერარგანცდილ წამებს. ვერც იმ ბედნიერებას ახლა რომ განიცდიდა. ბიჭმა ორივე ხელი მოხვია მის სუსტ სხეულს. მთელი ძალით ჩაიკრა გულში და დაღლილობამ ორივე მათგანს თავი წაართვა. პირველს ლუკას გამოეღვიძა. დღე თითქმის მიწურულიყო. იქვე ტუმბოზე მოთავსებული საათისკენ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ ხუთი საათი ხდებოდა. ნელა მოიშორა მის სხეულზე აკრული გოგონა. გვერდით გადააწვინა და ღიმილით დახედა. ნაზად გადაუსვა ხელი სახეზე და შუბლზე მიკრული თმა გადაუწია. შემდეგ კი ნელა წამოდგა, უცებ ჩაიცვა ტანზე და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. რამოდენიმე წუთში ნიტამაც გაახილა თვალები და გაოცდა იმით რომ მის გვერდით ლუკა ვერ შინიშნა. შიშით მოატარა ოთახში თვალები და შემდეგ კი მოულოდნელად ბიჭის მზერას შეეჩეხა, რომელიც მისკენ მოემართებოდა თან ხელში ორი ფინჯანი ყავა ეკავა. საწოლთან მივიდა და გაოცებულ გოგონას ტუჩებზე დააკვდა. ნიტაც უცებ საოცარმა სურვილმა აიტანა და ხელი ძლიერად შემოხვია და ბიჭი მისკენ მიიზიდა. -მოიცადე არ დამაქცევინო. - ღიმილით უთხრა ლუკამ და ერთი ფინჯანი ხელში შეაჩეჩა. - სამზარეულო ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ყავის გაკეთება მაინც შემიძლია. ვიფიქრე ახალგაღვიძებულზე სასიამოვნო იქნებოდა შენთვის. -დიდი მადლობა. - ასევე ღიმილით ჩამოართვა გოგონამ და საწოლის საზურგეს მიეყრდნო. თან ოდნავ ტკივილისგან ამოიკვნესა. -კარგად ხარ? - ჰკითხა ლუკამ, რომლის ხმაშიც აშკარად შეინიშნებოდა შეშფოთების ნოტები. -კი კარგად ვარ. ნუ ღელავ. -თუ რამე ისე არ არის ეგრევე მითხარი კარგი? -რა თქმა უნდა. - ღიმილით ჩამოუსვა ხელი გოგონამ ლოყაზე და მოწყვეტით აკოცა ბიჭს. -ეს უკვე მომწონს. რაო, ოდნავ გავთამამდითო? თუმცა მაინც ვწითლდებით. - უთხრა და გოგონას აწითლებულ ღაწვებზე ანიშნა. -გეყოფა. - გადაიკისკისა ნიტამ და ყავა გემრიელად მოსვა. -არა... შენი სამზარეულოში შეშვება ნამდვილად შეიძლება. ჩემზე გემრიელს ამზადებ. ამიერიდან სულ შენ დაგავალებ ამ საქმეს. - თვალი ეშმაკურად ჩაუკრა გოგონამ. -ახლა შენ გეყოფა. - ვითომ უკმაყოფილო სახით მიმართა ბიჭმა. -არ გშია? მე სასტიკად. საბანი მოიხვია გოგონამ და წამოდგომა სცადა, თუმცა ლუკამ ამის ნება არ მისცა. -არაფერს არ გაკეთებ. პიცა გამოვიძახე და ალბათ მალე მოვა. -პიცაა? - გამობურცულ ტუჩებზე თითი მიიდო გოგონამ თითქოს ფიქრობსო. - პიცა მშვენიერია! მიყვარს! - ბოლოც ყურებამდე გაღიმებულმა წამოიძახა და ლუკას ძლიერად მოხვია ხელები, მისკენ მოიზიდა და თავი ყელში ჩარგო. სასიამოვნო, მხოლოდ ლუკასთვის დამახასიათებელი სურნელი იგრძნო და შეეცადა რაც შეიძლება ღრმად შეესრუტა იგი. ვინ იცის ამის საშუალება კიდევ როდის ექნებოდა. ცოტა ხანი ერთმანეთთან კინკლაობაში გაატარეს. ცოტაც ალერსში. პიცაც მალე მოვიდა და გემრიელად მიირთვეს. იმ საღამოს ნიტას სახლიდან არავინ გასულა. ღამით კვლავ ერთმანეთის ალერსით დაღლილს, ორივეს მისავათებულს ჩაეძინა. მხოლოდ ბუნდოვნად გაიგონა ნიტამ თუ როგორ დაურეკეს ლუკას შუაღამით ტელეფონზე და როგორი გაღიზიანებული ხმით უპასუხა მანაც. თუმცა ვერ გაერკვია ეს მისი ზმანება იყო თუ რეალობა. თავი ისევ ძილმა წაართვა. დილით გამოფხიზლებულს, როდესაც ლუკა გვერდით არ დახვდა, იფიქრა, რომ კვლავ სამზარეულოში იქნებოდა, ან სააბაზანოში. სახეზე ბედნიერღიმილაკრული წამოიმართა და ნელი ნაბიჯით დაუყვა ჯერ სამზარეულოს, შემდეგ კი სააბაზანოშიც შეიხედა, მაგრამ მისდა გასაოცრად სახლში სრულიად მარტო იყო. ცოტა არ იყოს გაუკვირდა და თან ეწყინა. მხოლოდ შემდეგ შენიშნა ტუმბოზე დადებული ფურცელი, რომლეზეც გაკრული ხელით ეწერა: „მაპატიე რომ გაუფრთხილებლად წავედი. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. გუშინდელი დღე არაჩვეულებრივი იყო და შენც. დღეს დაგირეკავ“ გოგონა დიდად ვერ მოიხიბლა წერილის შინაარსით. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ასეთი ტიპის წერილებს საყვარლებს ან დროებით ქალებს წერდნენ. ლუკა კი თითქოს ვალდებული იყო დილაც მასთან ერთად გაეტარებინა და მხურვალე კოცნით გამომშვიდობებოდა წასვლის წინ. შემდეგ კი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ლუკას მისთვის საერთოდ არაფერი არ უთქვამს თავისი გრძნობების შესახებ. მართალია ყველაფერს ქმედებით გამოხატავდა, მაგრამ სიტყვებიც აუცილებელი იყო. სიტყვებს კი მათ შორის ადგილი არასდროს ჰქონია. რატომღაც მთელ სხეულში წყენა აბუყბუყდა. უგულოდ მიალაგა სახლი და მაშნვე გარეთ გავიდა სასეირნოდ. კვირას უკვე გადაეღო წვიმას, თუმცა მზე ჯერ გამოსვლას არ აპირებდა. ქუჩაში გუშინდელ დღესთან შედარებით ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა. დაახლოებით ნახევარსაათიანი სეირნობის შემდეგ პარკში, უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მოულოდნელად ზარის ხმა რომ გაისმა ტელეფონზე. ლუკა იყო. მაშინვე დააჭირა აღების ღილაკს ხელი და გულაჩქარებულმა ყურზე მიიდო. -როგორ ხარ? -კარგად... მეგონა დღეს დილითაც აქ დამხვდებოდი. -მაპატიე, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი და შენი გაღვიძება არ მინდოდა. -გასაგებია... დღეს გნახავ? -არ ვიცი. მგონი ვერ მოვახერხებ. მაგრამ გპირდები, რომ ხვალ აუცილებლად გნახავ. სად ხარ ახლა? -გარეთ ვარ, პარკში. ვსეირნობ. -კარგი, ისეირნე, მაგრამ სახლში მალე დაბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ გაზაფხული დაიწყო მაინც ცივა. მის მზრუნველობაზე გოგონას თავისთვის თბილად ჩაეღიმა. -როგორც შენ იტყვი. უკვე უკან ვბრუნდები. -ძალიან კარგი. -ხვალამდე. -ხვალამდე. -უპასუხა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა. გოგონა ნელა გაუყვა სახლისკენ მიმავალ წვიმით მოკირწყლულ გზას. ნიტამ თვალი რომ გაახილა პირველი ის გაიფიქრა „რა მშვენიერი დღე გათენდაო“ გაზაფხულის შემოსვლაც ასეთი უნდა. გაღიმებული წამოდგა და თმების ჩეჩვით სამზარეულოში გავიდა. ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ახმაურებულ ქუჩას ღიმილით გადახედა. არადა ახლა სასტიკად ეზარებოდა უნივერსიტეტში წასვლა. დიდი სიამოვნებით დარჩებოდა სახლში, მოუსმენდა მუსიკას, ცოტა მოგვანებით ისეირნებდა, ბოლოს და ბოლოს იმ გამოფენაზე წავიდოდა ამას წინათ მისმა ყოფილმა კლასელმა რომ დაპატიჟა და რა თქმა უნდა ლუკას ნახავდა. თუმცა დღევანდელი გეგმები რომ გაახსენდა უკმაყოფილოდ მოიღუშა და მინას მოშორდა. ამასობაში ჩაიდანიც ადუღებულიყო და ყურისწამღებად კიოდა. გოგონამ მსუბუქად ისადილა და სახლი თავის დროზე დატოვა. გადაწყვიტა გაზაფხულის ნაკლებობა ასე მაინც აენაზღაურებინა და ფეხით წასულიყო. მართალია პირველ ლექციაზე ცოტა დააგვიანდა, მაგრამ არა უშავდა. ცოტათი ხომ მაინც დაიკმაყოფილა ასეთი გამძაფრებული გაზაფხულის შეგრძნობის სურვილი. ის ის იყო უნივერსიტეტის კიბეებზე უნდა ასულიყო, რომ უცებ ნაცნობი და საყვარელი ხმა გაიგო, რომელიც მის სახელს იძახდა. -ნიტა! - კიდევ ერთხელ დაიყვირა ლუკამ და მისკენ შემობრუნებული გოგონასკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრა. უყურებდა ამასობაში ნიტა მისკენ დინჯი ნაბიჯით მომავალ ახოვან სილუეტს, მისი თვალიერებით ტკბებოდა და თან იმას ფიქრობდა, თუ როგორ გაუმართლა, რომ ლუკას შეხვდა. მასთან მისული ბიჭი წამით შედგა და ნაძალადევი ღიმილით ააღვალიერა გოგონა. -გამარჯობა. -გამარჯობა. - ღიმილით მიუგო გოგონამ და თან გვერდულად მოქცეული ტყავის ჩანთა მოხერხებულად შეისწორა. - როგორ ხარ? მეგონა დღეს პირველი შენ დამირეკავდი. ბიჭმა მის წინადადებაზე თავი შეაბრუნა და უხერხულად ჩახველა. ეტყობოდა, თუ როგორ უჭირდა საუბრის დაწყება. -რამე მოხდა?- შეშფოთებანარევი ხმით ჰკითხა გოგონამ. -არაფერი... რა უნდა მომხდარიყო? - უხერხულად გადაისვა მარჯვენა ხელი თმაზე და დაბნეულმა თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო. ბოლოს კი გამბედაობა მოიკრიბა და დაიწყო: -ცოტა ხნით გცალია? -ახლა ლექცია მაქვს... - უპასუხა დაბნეულმა გოგონამ და ხელი უნივერსიტეტის შენობისკენ გაიშვირა. -ლექცია მგონი მოიცდის. არა მგონია ასეთი აუცილებელი იყოს. შენ შეგიძლია ახლა წამომყვე? -კარგი. -ხრები აჩეჩა ნიტამ და მანქანისკენ მიმავალ ბიჭს აედევნა. იგივე კაფე იგივე შეკვეთა და სრულიად განსხვავებული გრძნობა განსხვავებულის მოლოდინით. -არ ვიცი როგორ დავიწყო.. -ხელები ახლართა ერთმანეთში ლუკამ. -ძალიან მარტივად. ადექი და თავიდან დაიწყე. მე მოგისმენ და იცოდე რომ ნებისმიერ რამეში შევეცდები შენს დახმარებას... -ნიტა მომისმინე, უნდა დავშრდეთ.. -ძლივს ამოაყოლა სათქმელი და დაძაბული სკამის საზურგეს მიეყუდა. გოგონამ გაოცებული, გაოგნებული სახით შეხედა და თვალებგაფართოებულმა სიტყვაც კი ვერ დაძრა. -რას ნიშნავს დავშორდეთ? ... ანუ გინდა მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრები აღარ გაინტერესებს? არ გონდა მხედავე? -ძალიან უხეში ნათქვამია...- უკმაყოფილოდ შეკრა წარბები ლუკამ და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. -აბა როგორ გინდა რომ გითხრა?! - გოგონა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -მითხარი რაში გჭირდებოდა ეს სპექტაკლი. აქამდე მზრუნველისა და ყურადღებიანის როლს ასრულებდი. თავს ისე მაჩვენებდი, თითქოს რაღაც გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ. მითუმეტეს მას შემდეგ რაც გუშინწინ მოხდა. რა თამაშს თამაშობ? -მე არაფერს არ ვთამაშობ! უბრალოდ ნორმალურად გიხსნი საქმის არსს და მინდა შენც ნორმალურად გაიგო. -გასაგებია. - გაბრაზებული გოგონა ფეხზე წამოხტა და ჩანთას დაავლო ხელი, როდესაც მაჯაზე ძლიერი მოჭერა იგრძნო. -სად მიდიხარ?! - გაისმა ლუკას ბოხი, ბრაზნარევი ბარიტონი. -სახლში. -არანაკლებ გაღიზიანებულმა უპასუხა ნიტამ. -მერე ჩვენი საკითხი ბოლომდე არ უნდა გავარკვიოთ? -რა საკითხი? ააა.. ჩვენი დაშორება? ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. ჩვენ ვერ დავშორდებით რადგან ერთადაც არასდროს ვყოფილვართ... - ნიშნისმოგებით გაუღიმა და იქაურობა დატოვა. მიაბიჯებდა თითქოს ამაყად, თავდაჯერებული. უკან არ იხედებოდა, თითქოს იქიდან წარსული მოსდევდა გამგელებული და ერთი სული ჰქონდა, თუ როდის ჩაავლებდა თავის ბასრ კბილებს გოგონას და მისი სულის მტკივნეულად ჯიჯგვნას შეუდგებოდა. სახეზე სრული სიმშვიდე და უდარდელობა აღბეჭვდოდა. თითქოს არაფერი არ ადარდებდა, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მხოლოდ მან იოცოდა თუ რა დიდი ქარიშხალი ტრიალებდა მის სულში. შინაგანად რაღაც ძლიერად სწიწკნიდა და უსასოობას უნერგავდა სულში. ლექციაზე არ შესულა. პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი. მისავათებულმა შეაღო კარი. ჩანთა იქვე შემოსასვლელში მიაგდო და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა. თვალი გაეშტერებინა მის წინ გადაშლილი ხედისათვისს და ვერაფერზე ფიქრობდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი და ლუკას ურთიერთობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ასე მალე დადგებოდა და ასეთი მტკივნეული იქნებოდა. და მაინც. მთელი სხეულით, ყველა უჯრედით გრძნობდა ლუკასადმი ყოვლისწამლეკავ სიყვარულს. მოულოდნელად საწყლად ამოიკრუსუნა და ცრემლები გადმოყარა. ნელ-ნელა კი ხმას უმატა და ბოლოს სლუკუნში გადავიდა. გული რომ იჯერა ტირილით ძლივს აზიდა სხეული სავარძლიდან და სამზარეულოსკენ ლასლასით გაემართა. ჩაიდანი ხელისკანკალით აავსო წყლით და გაზქურაზე შემოდგა. იქვე სკამზე ჩამოჯდა დანერვიულად დაიწყო თითების კაკუნი მაგიდაზე. რამოდენიმეჯერ აიღო ტელეფონი ხელში და მერე ისევ ადგილზე დააბრუნა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და იმ ადამიანის ნომერი აკრიფა, რომლის იმედიც ყოველთვის ჰქონდა. მართალია იცოდა მიიღებდა მკაცრ გაკიცხვას და სიტყვებს „ხომ გეუბნებოდი“ მაგრამ იცოდა რომ ნინა და მასთან ერთად დათაც გვერდში ამოუდგებოდნენ და გაამხნევებდნენ. ტელეფონის მონოტონური ზარის ხმა შეწყდა და იქიდან ნინას ჩურჩული გაისმა. -რა გინდა ახლა სემინარზე ვარ. -კარგი, რომ გამოხვალ გადმომირეკე. -კარგი დროებით. - უპასუხა გოგონამ და სწრაფად გაუთიშა ტელეფონი. რამოდენიმე წუთში ისევ ზარი გაისმა მის ტელეფონზე. -რა გინდოდა? ან დღეს სად ხარ? ვერ გნახე. -სახლში ვარ. შეიძლიათ შენ და დათას მოხვიდეთ? - საწყალი ხმით ამოიკნავლა. -კიი, რა მოხდა? კარგად ხარ? - შეშფოთება შეინიშნებოდა მეგობრის ხმაში. -უბრალოდ მჭირდებით.. მოდით კარგი? -კარგი.. დათას დავურეკავ და ახლავე წამოვალთ. - უპასუხა აღელვებულმა მეგობარმა და ტელეფონი გათიშა. ნიტა იქვე სკამზე დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო. დაახლოებით ნახევარ საათში მის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონამ ნელა ასწია ხელებში ჩარგული თავი. მიხვდა ვინ იქნებოდა კარის მეორე მხარეს. ნელა წამოდგა და ზლაზვნით წავიდა კარის გასაღბად. ზღურბლს იქით კი ნინა და დათა იდგნენ. აღელვებული სახითა და მომლოდინე მზერით... *_*_*_*_*_*_*_*_*_* ესეც შემდეგი თავი. ვატყობ რომ ვერ გამომდის ისეთი, როგორიც მინდოდა რომ ეს ისტორია ყოფილიყო. თითქოს მუზა არ მომდის... მგონი ყველაზე ბანალური რამაა რაც კი აქამდე დამიწერია. იმედია გამოვასწორებ ამას და იმედს არ გაგიცრუებთ.:// თქვენი აზრი მაინტერესებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.