კატასტროფულად ვნებიანი...
სრულიად წარმოუდგენელია ის რომ მე ახლა ვზივარ მოკალათებული სავარძელში და ისევ ვწერ. ისიც კი წარმოუდგენელია ეს ფართე დაძონძილი კაბა რომ ჩამიცვამს. არც თუ ისე კარგი მოსასმენია საწყალი გოგოსგან ამდენი წუწუნის ერთად მოსმენა თუმცა მაინც გასაკვირია რომ მე ახლა ვწერ. ვწერდი არეულობებზე რომელიც საკუთარ თავში ხდებოდა. ვებრძოდი მეორე მეს რომელიც სულ მეუბნებოდა რომ წერა უაზრობაა ჯობს ვინმე ისეთი მამაკაცი იპოვო რომელიც ამდენ სტრესს ერთიანად მოგიხსნისო.ვეძებდი კიდეც თავიდან თუმცა შემდეგ სურვილიც გაქრა. რადგან აღმოვაჩინე რომ სექსუალური ურთიერთობები დიდი ხნით არასოდეს არ გრძელდება. და აი სწორედ აქ გაჩნდა ფაქტორი ვნების. ახლა რომ მკითხონ სიყვარული რას ნიშნავსო მე რათქმაუნდა ვუპასუხებ ვნება და მიჩვევა გაერთიანებულითქო ადრე კი ვეტყოდი რომ ეს უწმინდეს გრძნობათა შორის უწმინდესია. მეზიზღება ჩემი სამსახური სადაც ვალდებული ხარ ნებისმიერ მამაკაცს თუ ქალს უღიმო. არ გაქვს უფლება რომ აჩვენო შენი ცრემლი საზოგადოებას თორემ იცი საარსებოოს დაკარგავ. აი ამ დროს კი იგებ რომ ერთადერთი ბიჭი ვინც შეძლო შენი სურვილების გაგება უკვე დაოჯახებულია და მეოჯახე მამაკაცის სახელი აქვს. არც თუ ისე ძნელია უყურო ცხოვრებას მარტივად თუმცა არც ისე ადვილია რომ გაუძლო ამდენ გიჟურ მპოვლენას სამყაროში. ვოცნებობდი ძალიან ბევრს. მაგრამ ოცნებების აღარ ვიწამე იმ მომენტიდან რაც დავკარგე საკუთარი ადამიანობა. როდესაც მე დავმცირდი ყველას წინაშე. როცა მე უბრალოდ იდიოტი ბავშვი ვიყავი რომელსც არც შეეძლო ხმის ამოღება არ შეეძლო დაეცვა საკუთარი თავი... ხალხს ჩემი ეშინია და სიმართლე გითხრათ უკვე მეც ძალიან მეშინია. მაშინებს ჩემი ფიქრები და განზრახვები. ხანდახან გძნობაც მიპყრობს რომ მინდა შეხების გემო ვიგრძნო. მინდა რომ ეს ყველაფერი ჰორმონულ სიგიჟეს დავაბრალო მაგრამ ეს უფრო მოთხოვნილებაა რომელიც არ გაქრება ალბათ სანამ დაკმაყოფილებადი არ გახდება. აი სწორედ ახლაც წერის პროცესში ვარ და მახსენდება რომ რაღც მაკლია ვიღებ სიგარეტს და ნაპასს ნაპასზე ვურტყავ. არცერთი ბიჭის მიმართ არმიჩნდება ლტლოვა. ვფიქრობ შემიძლია თუ არა რამე ამდენი დამპალი მოგონებების გამო მაგრამ ბედნიერი ვარ იცით? რადგან მე ამ ყველაფრამდე მოვასწარი მეგრძნო გემო ცხოვრების. მე არვარ გაგიჟებული პიროვნება რომელიც უაზროდ ახეთქებს ათას არაფრის მომტან სიტყვას. მე ადამიანი ვარ რომელსაც სჭირდება გვერდით კარგი მეგობარი კარგი საყვარელი და შეყვარებული ერთად გაერთიანებული. მინდა ის გრძნობა განვიცადო რომელიც ერთ დროს სიგიჟისკენ მიბიძგებდა და არა მშვიდი ცხოვრებისკენ. ან სულაც მინდა ვიყვირო რომ სითბო მაკლია. გამოცოცხლდი ადამიანო შენ ცოცხალი ხარ შენ გრძნობ შენ გინდა... ქვად ქცევა ეს შენნაირი მებრძოლი ადამიანების საქმე როდია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.