შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (თავი 8)


29-05-2017, 21:41
ავტორი ნასტია
ნანახია 2 866

* * *
- რა გატირებს?.. - ჩემი ოთახის კარები შემოგლიჯა ნატამ.
ტირილისგან სულს ძლივს ვითქვამდი.
- რა გჭირს?.. - სწრაფად მომიახლოვდა და ხელები მომხვია.
- ლაშა.. - გაბზარული ხმით ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი. - ლაშა... დაჭრეს...
- რა?.. ლაშა დაჭრეს?.. - ჩემი სიტყვების გარჩევას და გააანალიზებას ცდილობდა ის. - დამშვიდდი ახლა და ყველაფერი გარკვევით მომიყევი!..
ცრემლები მოვიწმინე, საწოლზე წამოვჯექი, მაგრამ ხმა მაინც ვერ დავიმორჩილე.
- საავადმყოფოდან დამირეკეს, თქვენი ძმა მძიმედაა დაჭრილიო..
- კოსტა და ეთო სად არიან?.. - ლაპარაკი შემაწყვეტინა მან.
- ეთო საავადმყოფოშია, კოსტა მეზობელთან.
- შენ რატომ არ გაყევი ეთოს?..
- შემეშინდა... - მთელი ხმით დავიწყე ტირილი ისევ.
- ნუ სულელობ!.. - ფეხზე წამომაყენა ნატამ. - პიჟამოები გამოიცვალე და მე გამოგყვები.
თავად დამეხმარა ჩაცმაში და ხელკავგამოდებული მიმიყვანა ტაქსამდე.
მგზავრობის დროს გაუჩერებლად ვქვითინებდი. ნატას მნიშვნელოვანი არაფერი უთქვას,
უბრალოდ მთელი გზა მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო... მაგრამ თვითონაც ნერვიულობისაგან ხმა უკანკალებდა. მანქანიდან რომ გადმოვედით დათას დაურეკა, ყველაფერი მოკლედ უამბო და სთხოვა კოსტა თავის მშობლებთან წაეყვანა.
პირველივე სართულზე, დერეფნის ბოლოს დედაჩემი იჯდა სკამზე. სახე ხელებში მოექცია და ჩუმად ტიროდა. მის დანახვაზე მეც ვუმატე ტირილს და სირბილით გავექანე მისკენ. გადავეხვიე. ხმა არც მე ამომიღია და არც მას. სათქმელი არაფერი გვქონდა.
ნატამ პირველივე შემხვედრი ექთანი გააჩერა და ლაშას ამბავი ჰკითხა.
გაგვიმართლა. ყველაფერი დაწვრილებით იცოდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისა. მართალია მისი საუბრის ნახევარი ვერ გავიგეთ, მაგრამ რაც მთავარია მცირე ინფორმაცია მაინც გვქონდა ლაშას მდგომარეობაზე.
- ახლა უკეთებენ ოპერაციას, წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძლიაო. - მოკლედ გადმოგვცა ნატამ ექთანის საუბარი.
- კოსტა სად არის?.. - ესღა ამოხდა საწყალ დედაჩემს.
- დათას ყავს, ნუ გეშინია, ეთო.. - დაამშვიდა ნატამ, მეორე მხარეს მიუჯდა და ხელები შემოჰხვია.

მთელი ერთი საათი მოლოდინში გავატარეთ.
მხოლოდ ამ დროის შემდეგ მოვიდა ჩვენთან ექთანი და გვითხრა, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ გადარჩენის შანსი მაინც მცირე იყო. მალე საოპერაციოდან მთავარი ექიმიც გამოვიდა. მისი ვინაობაც ნატას წყალობით დავადგინე.
სკამიდან სწრაფად წამოვხტი და მასთან მივირბინე.
- ექიმო, ძალიან გთხოვთ ერთადერთი ძმა გადამირჩინეთ!.. - გაბზარული ხმით ძლივს ვაბამდი სიტყვებს თავს. - პატარა შვილი ჰყავს, დედით ობოლი, მამა მაინც გადაურჩინეთ!..
ბოლო სიტყვებზე ისევ ავტირდი.
- ნუ გეშინიათ, გოგონა, მის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ, მთავარია თავად იყოჩაღოს... - სევდიანად გაიღიმა მან და დერეფანში გაუჩინარდა.
- რატიმ იცის?.. - მკითხა ნატამ, როცა ისევ სკამზე ჩამოვჯექი მის გვერდით.
- არა.
- არ ეტყვი?.. თუ გინდა მე დავურეკავ...
- დაურეკე!..
გარეთ გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ რატისთან ერთად დაბრუნდა პალატასთან.
არაფერი უთქვას, მოვიდა და ჩამეხუტა.
ისევ ავტირდი, მაგრამ არ უცდიათ ჩემი დამშვიდება. ლაშას მდგომარეობა კრიტიკული იყო და მეც მქონდა ტირილის მიზეზი.
- იმედი ვიქონიოთ, რომ გადარჩება და ყველაფერს გაუძლებს.. - ბუტბუტებდა რატი.

საღამომდე უხმოდ ვისხედით.
რამდენჯერმე გამოიარა ექთანმა, რომელმაც არაფერი იცოდა ლაშას მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ტირილისგან თვალები დამისივდა და ამტკივდა. ძლივს ვხედავდი გარშემო საგნებს. საერთოდ, დედისგან მემკვიდრეობით მომდევს ყველაფერზე ტირილი. ისიც ჩემსავით თვალებდასიებული იჯდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. ნატას სახეზე დაღლილობასთან ერთად, გაოცებაც იხატებოდა. სავარაუდოდ ვერც ის იაზრებდა ჩვენს თავს მიმდინარე მოვლენებს.
მალე დათაც შემოგვიერთდა.
- ნუ გეშინია!.. ლაშამ ამდენს გაუძლო და ეს ოპერაცია მისთვის არაფერი იქნება... - სევდიანად გამიღიმა და გულში ჩამიკრა.
- მეც მაგის იმედი მაქვს დათა.. - ამოვიტირე და ხელები შემოვხვიე.

მეორე ოპერაცია ღამით გაუკეთეს და საკმაოდ გვიან დამთავრდა.
ძალიან დაღლილი სახით გამოვიდა საოპერაციოდან ექიმი. თუმცა მის თვალებში მხოლოდ დაღლილობა არ დამინახავს. დავინახე დანაშაულის შეგრძნება და სიბრალური. ამ მზერით უხმოდ მიხდიდა ბოდიშს ძმის ვერ გადარჩენაში.
ჰო და მისი მოახლოება და შედეგის თქმა არ დამჭირვებია, ისე წამივიდა გული.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი ვიცოდი, გამოღვიძებულმა პირველად ლაშა მოვიკითხე. პასუხიც შესაბამისი მივიღე.
- ლაშამ ოპერაციას ვერ გაუძლო, ნინა, - ტიროდა ჩვენში ყველაზე გამძლე ნატა. - დაგვტოვა...
ცრემლი გამიშრა. უკვე ვეღარ ვტიროდი.
მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებიდან შეიძლებოდა იმის მიხვედრა, თუ რას განვიცდიდი მე. ერთადერთი ვისზე ფიქრიც ამ პერიოდში შემეძლო, იყო კოსტა.
ბავშვი, რომელიც ოდესღაც დედამ მიატოვა და ახლა ერთადერთი მშობელიც დაკარგა.
ენატრებოდა მამა და მდუღარე ცრემლით მისტიროდა დაღუპულ მშობელს.
ლაშა თავისი ცოლის გვერდით დაკრძალეს, როგორც თვითონ ისურვა ოდესღაც.
თითქმის ყოველ დღეს სასაფლაოზე ვატარებდი. ხან დედასთან, ხან კი კოსტასთან ერთად.
ძირითადად კი მარტო...

* * *
- ნინა, არ დაიღალე ასეთი ცხოვრებით?.. - ხმამაღლა მელაპარაკებოდა რატი. - შენი გლოვით ლაშას რამე ეშველება?..
- შემეშვი რა!.. - ჩემი ოთახისაკენ წავედი მე.
- ნინა, სათამაშოდ არ მცალია. - ხელი დამიჭირა და ძალდატანებით დამსვა სკამზე. - შენ თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, კოსტას აუბედურებ. შენი აზრით კარგად მოქმედებს მასზე გლოვა?.. ან შენი ძმის სიკვდილი დედაშენმა შენზე ნაკლებად განიცადა?.. კიდევ კარგი ის მაინც მიხვდა, რომ ტირილი აღარაფერს უშველიდა...
- რა გინდა, რატი?.. - ძლივს წარმოვთქვი ჩახლეჩილი ხმით.
- არ მინდა ასეთს გხედავდე!.. - მტკიცედ განაცხადა.
- შენ რა გგონია, მაგას მეტყვი და უცებ მხიარული გოგონა გავხდები?.. - ირონიულად გამეცინა მე. - შენი აზრით, ძალიან მარტივია დაუბრუნდე ჩვეულებრივ ცხოვრებას, როცა ასეთ დანაკარგს გრძნობ?.. ცდები რატი, თანაც იცი რატომ? იმიტომ რომ არ იცი, რას ნიშნავს ერთადერთი ძმის დაკარგვა..
- შენი გლოვით და ცხარე ტირილით რას შველი?... - ისე მკაცრად მკითხა, ცოტაც და ჩემს პოზიციას დავთმობდი.
- ვერაფერს... მაგრამ არ შემიძლია არ ვიტირო!.. - ისევ ამეტირა.
- თუ ჩემი ხათრი არ გაქვს, შეწყვიტე ტირილი კოსტას ხათრით!.. მან რა დააშავა?.. ვინ გადაწყვიტა, რომ სახლში ყოველდღიურად უნდა უყუროს მოტირალ მამიდას?..
ჩუმად ტირილს ვაგრძელებდი მე.
- შეწყვიტე ტირილი!.. - ხმადაბლა, თუმცა მაინც მკაცრად მითხრა რატიმ.
- შენთვის ყველაფერი მარტივია, რატი!.. - გავბრაზდი, მისგან ზურგით დავჯექი და სახეზე ხელები ავიფარე.
- რთულია შენ ასეთ მდგომარეობაში იყო და მე უდარდელად გიყურებდე, ნინა!.. - მოულბა ხმა რატის და ხელები შემომხვია. - მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... ცოლად უნდა მოგიყვანო!..
გაკვირვებული შემოვტრიალდი მისკენ.
სახეზე არც დაცინვა ეტყობოდა და არც სიბრალური.
- სრულ ჭკუაზე ხარ?.. - შევუბღვირე მე.
- უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ, გრანდიოზულ ქორწილს არ გთხოვ.
- კარგი დრო კი შეგირჩევია ქორწილისთვის. - გაბრაზებული მისგან მოშორებით გადავჯექი.
- სხვა გზას არ მიტოვებ, ნინა!.. - გვერდით მომიჯდა ის. - მინდა რაღაც ახალი მოხდეს შენს ცხოვრებაში, რომ გული გადააყოლო.
- მერე კოსტა?.. - დაინტერესებულმა მივანათე თვალები.
- ხან დედაშენთან იქნება, ხან ჩვენთან.. - გამოსავალი იპოვა რატიმ.
- არ ვიცი!.. ასე მარტივად ვერაფერს გადავწყვეტ!.. - ფიქრებმა გამიტაცეს მე.
- არ უნდა ამას ბევრი ფიქრი!.. - ფეხზე წამომაყენა მან და ტანსაცმლის კარადაზე მიმანიშნა. - რამე კაბა ჩაიცვი, დაგელოდები!..

* * *
სოფელში რომ შევედით, მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ჩემი გადაწყვეტილება.
რატიმ ჯერ თამარა ბებიასთან მიმიყვანა. თურმე მას ყველაფერი სცოდნია ჩვენს შესახებ. არც შევუწუხებივართ ზედმეტი კითხვებით. ჩვენი გადაწყვეტილებით გაბედნიერებულმა, დანაყრებულები ჭიშკრამდე მიგვაცილა და დაგვლოცა.
ეკლესია შემაღლებულ ადგილას იდგა. სანამ ძალიან ახლოს არ მივედით, ვერ დავინახე. იმდენად ფარავდნენ ხეები. თან ფეხით მივდიოდით და ძირითადად დაბლა ვიყურებოდი.
- გცივა?.. - ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია, ისე გაიხადა თავისი ქურთუკი და თვითონვე შემომახვია.
გამეცინა მასზე.
- ადრე, ჯერ კიდევ ბავშვი, ამ ტყეში დავიკარგე.. - დაძაბულობის გასაფანტად წამოიწყო საუბარი.
- რა გინდოდა ბავშვს ამ ტყეში?.. - დავინტერესდი მე.
- ყველა ნათესავი ჩემს ბავშვობაზე გიყვებოდა და რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ცელქი ბავშვი ვიყავი?.. - გულიანად გაეცინა მას.
- ეგ ხო, მაგრამ არ შეგეშინდა მაინც, ტყეში რომ შედიოდი?.. - გამეცინა მეც.
- აქაური ბიჭები დამცინოდნენ, მშიშარა ხარო!.. ჰოდა მეც ავდექი და ტყეში შემოვედი, სულ არაფრის მეშინია-მეთქი!.. დავუბარე და სიარული გავნაგრძე.. - მოყოლა გააგრძელა. - თავიდან არ მეშინოდა, მაგრამ როცა მოსაღამოვდა და გამოსასვლელ გზას ვერ მივაგენი ტირილი დავიწყე...
- ტირილი დაიწყე?.. - სიცილი ამიტყდა მე. - შენ და ტირილი?...
- ბავშვი ვიყავი-მეთქი!.. რამდენჯერ უნდა შეგახსენო?.. - მოჩვენებით შეკრა წარბები.
- კარგი, გააგრძელე!.. - მივუგე გაღიმებულმა.
- ამ სოფლის მამაომ მიპოვა.. სწორედ იმან, ვინც ახლა ჯვარი უნდა დაგვწეროს. - გულთბილი ღიმილით გადმომხედა და ხელი მომხვია.
- მოხუცია?..
- არც ისე. მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო...
ამასობაში ეკლესიასაც მივუახლოვდით. ეზოში სკამზე მამაო იჯდა, რომელიც აშკარად ჩვენ გვიცდიდა.
- დამლოცეთ მამაო.. - მოუახლოვდა რატი.
მამაომ მამაშვილურად გულში ჩაიკრა ჩემი საქმრო.
- როგორ გამიხარდა, რომ აქ გადაწყვიტეთ ჯვარის დაწერა შვილო.. - ღიმილით გადმომხედა მეც და ეკლესიაში შეგვიძღვა.

ჩვენმა მშობლებმა და ახლობლებმა ამის შესახებ უკვე ყველაფერი იცოდნენ. თბილისში ჩასულები რესტორანში წავედით, სადაც საკმაოდ ვიწყო წრეში და მეტად მოკრძალებულად აღვნიშნეთ ჩვენი შეუღლება.
- ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდი!.. - დრო იხელთან ნატამ და გვერდი დამიმშვენა.
- შენ რომ არა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი... - თავი მხარზე დავადე და ხელები შემოვხვიე.
- კარგი, ნუ მაწითლებ!.. - გადაიკისკისა მან და თავზე მაკოცა.

* * *
მართალი აღმოჩნდა ჩემი ქმარი.
ახალი ცხოვრების დაწყებამ დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე.
დილით რატიზე ადრე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, შეძლებისდაგვარად ვალაგებ სახლს და ვამზადებ საუზმეს. საუზმის შემდეგ ქმარს სამსახურში ვაცილებ და მეც გავდივარ სახლიდან. კოსტა ბაღში მე დამყავს. იქიდან წამოსული ნატასთან ავდივარ, რომელიც (ცნობისთვის) ფეხმძიმედაა და არსად სიარულის თავი არ აქვს. მასაც ვეხმარები სახლის საქმეებში... ბოლოს პროდუქტებით დატვირთული ვბრუნდები სახლში და რატისთვის ვამზადებ ვახშამს. ჩემი მეუღლე სამსახურის საქმეების გამო გვიან და მეტად დაღლილი ბრუნდება სახლში. ამიტომაც მისთვის მისწრებაა სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლი და გემრიელი ვახშამი.
როდესაც ცუდი ამინდია და გარეთ სიარულის თავი არ მაქვს, რატის კაბინეტში შევდივარ და რაიმე ‘გემრიელ’ წიგნს ვარჩევ წასაკითხად. ჩემს ბედზე ასეთი წიგნები მის ბიბლიოთეკაში მრავლადაა. ამიტომ ხშირად მიწევს კაბინეტში გამოკეტვა. რატიმაც შეამჩნია, რომ წიგნების კითხვის მოყვარული ვარ და ხშირად ამატებს თაროებზე თანამედროვე ლიტერატურას. ყოველთვის საჩუქრებით დატვირთული მოდის სახლში. ძირითადად ტკბილეულობა მოაქვს ხოლმე. ხანდახან საოჯახო ნივთები, ხანაც წიგნები...
მოკლედ რომ ვთქვათ, იდეალური ქმარი შემხვდა.
დასვენების დღეს სახლში არ ატარებს. მივყავარ ან კინოში, ან თეატრში, ან სულაც პარკში სასეირნოდ. გულმოდგინედ ცდილობს, სახლში არ გამოვიკეტო და მჭიდრო კავშირი მქონდეს ამ სამყაროსთან.
მისი დაჟინებული მოთხოვნით, ძალიან ხშირად დავდივარ სტუმრად დედაჩემთან.
ვცდილობ გავამხიარულო და დავაინტერესო ჩემი ლაპარაკით. ისიც განუწყვეტლივ მიღიმის და მხიარულად მელაპარაკება. მაგრამ მარტო მე შემიძლია ამოვიკითხო მის თვალებში უდიდესი სევდა, შვილის დანაკარგისა. ბევრჯერ შემიწყვეტია მასთან საუბარი და გავსულვარ ცალკე ოთახში ატირებული. მიჭირს ვუყურო ერთ დროს სიცოცხლით სავსე ეთოს, რომელსაც ლაშას გარეშე ძალიან უჭირს.
ლაშასთანაც დავდივარ ხოლმე...
მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც...
მიუხედავად იმისა, რომ რატის პირობა მივეცი, აღარ ვიტირებდი, ლაშას საფლავზე გულამოსკვნით ვტირი...
ვტირი გაუჩერებლად, ხმის ჩახლეჩვამდე.
მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა რატი რამდენიმე დღით სახლში არ არის.
კი არ მეჩხუბება ამის გამო!... უბრალოდ არ მინდა გული ვატკინო და ჩაწითლებული თვალებით დავენახო. მიცი, რომ მას ჩემზე მეტად სტკივა ჩემი ატირებული თვალების დანახვისას გული. მანაც ბევრი გადაიტანა... აღარ მინდა ჩემი პრობლემებით შევაწუხო და თავი მოვაბეზრო.

როცა ნატა გამომიჭერს და თვითონაც კარგ ხასიათზეა საბავშვო მაღაზიაში მივყავარ. თავისი გოგონასთვის ყიდულობს უამრავ სათამაშოს, ტანსაცმელს, აქსესუარს...
თან ყოველ ნივთზე რჩევას მეკითხება, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი სურვილით არჩევს მათ. ძალიან საყვარელია ფეხმძიმე ქალი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემურია და ყველაფერზე წუწუნებს, მე მაინც ბევრს ვხალისობ მასზე და ერთი სული მაქვს, მე როდის მომიწევს მის ადგილას ყოფნა.
ეს დრო კი არა და არ მოდის ჩემთან..
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მე და რატი დავქორწინდით, მაგრამ შვილი არ გვიჩნდება. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე სერიოზულად მესაუბრა დედაჩემი და მირჩია ექიმთან მისვლა. მეც დავთანხმდი, მაგრამ სიზარმაცის გამო რამდენჯერმე გადავდე ვიზიტი. ხან დაღლილობა მოვიმიზეზე, ხანაც მოუცლელობა. ამასობაში დროც გადიოდა და მეც არ მელეოდა მიზეზები.
- სანამ გვიანი არ არის, მიდი ექიმთან!.. - ყოველ შეხვედრაზე მიმეორებდა დედაჩემი.
- როცა მოვიცლი მივალ, ეთო, - ვამშვიდებდი მას.
ის კი ჩემზე გაბრაზებული აქეთ-იქით იქნევდა თავს. მე კი მგონია მაინც დაგაგვიანდაო.

* * *
ბოლოს და ბოლოს დამითანხმა დედაჩემმა.
მისი თანხლებით მივედი ნაცნობ ექიმთან და სიტუაცია ძალიან მოკლედ ავუხსენი. უკმაყოფილო მზერით გამომხედა და გამოკვლევა ჩამიტარა.
გარკვეული დროის განმავლობაში მოცდა მოგვიწია მე და ეთოს. ბოლოს კი, როგორც იქნა, ოთახში შემოვიდა ნაცნობი ექიმი.
- ოთო ექიმო, რაშია საქმე?.. - ფეხზე წამოდგა ოთოს მზერით შეშინებული დედაჩემი.
- ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ თქვენ შვილი გეყოლოთ!.. - მოღუშული სახით გამომხედა, თითქოს შენიშვნას მაძლევდა ამის გამო.
- რა?.. - შეიცხადა დედაჩემმა და სკამზე მძიმედ დაეცა.
- ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო!.. - ხელი მიაშველა ექიმმა. - ბავშვის ყოლის შანსები არსებობს, რაც მთავარია...
- მაგრამ ათასში ერთი, არა?.. - ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვები.
- დიახ... - დაეთანხმა ოთო ექიმი და დამნაშავესავით დახარა თავი დაბლა.
ექიმის სიტყვებს ურეაქციოდ შევხვდი. ვერ გავიაზრე მისი საუბარი. ისე ვუსმენდი, თითქოს ვინმე სხვაზე ლაპარაკობდა ჩვენთან. ამან თითქოს გააკვირვა კიდეც.
ოთახი რომ დატოვა, დედაჩემი ფეხზე წამოვაყენე და მისი ჩანთა მე დავიკავე ხელში.
- რაღა გეშველება, დე?.. - ტირილი დაიწყო ეთომ.
- რა გატირებს?.. - გავბრაზდი მე. - იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ეს არაფერია.
- კი მაგრამ, რატი?.. ის როგორ შეხვდება ამ ამბავს?.. - სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი.
ამაზე არც დავფიქრებულვარ. ღრმად ამოვიხვნეშე და ნაბიჯს ავუჩქარე.
- უნდა დაელაპარაკო ამის შესახებ.. ადრე იქნება თუ გვიან თვითონ მაინც დაინტერესდება ამით და აჯობებს შენვე უთხრა. - ჩავსხედით თუ არა ტაქსში, ჭკუის დარიგება დამიწყო მან. - არადა, როგორი იმედი მქონდა, გეყოლებოდა ბავშვი და გულს გადააყოლებდი...
- გეყოფა, დედა!.. - მოვიღუშე მე. - ექიმმა თქვა, რომ ბავშვის გაჩენის შანსი არსებობს..
- ლაშას გადარჩენის შანსიც არსებობდა, მაგრამ.. - ხმა აუკანკალდა და ტირილი დაიწყო ეთომ.
გული დამიმძიმდა.
სიტყვების დალაგება დავიწყე, თუ როგორ უნდა ამეხსნა ყოველივე რატისთვის.
ვიცოდი, რომ ყველაფერს მშვიდად მოისმენდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას მოიმოქმედებდა შემდეგ?!..
დედაჩემის ტირილმა უფრო გამანერვიულა, მაგრამ ვერ შევძელი მისი გაჩუმება.
ერთი სიცოცხლე გავათავე სახლში მისვლამდე. რატი მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
- სად იყავი ნინა?.. - გამიღიმა და გვერდით ჩაიწია.
- დედაჩემთან.. - შეძლებისდაგვარად მეც გავუღიმე და გვერდით მივუჯექი.
- მოხდა რამე?.. - გაკვირვებულმა გადმომხედა.
- არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?.. - მზერა მოვარიდე.
- რამეს მიმალავ?.. - სხვაგვარად დაიწყო ჩემი გამოკითხვა.
- უბრალოდ ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. - ლოყაზე ვაკოცე და საძინებელ ოთახში შევედი.
სანამ თვითონაც დაწვებოდა დასაძინებლად, ისევ ვიტირე.
გული მოვიოხრე, თორემ ჩემი ტირილი რას უშველიდა?...

* * *
დილით, როგორც ყოველთვის, რატიზე ადრე გამეღვიძა.
მხიარულად წამოვდექი საწოლიდან და გავედი სააბაზანოში, თავის მოსაწესრიგებლად.
სწორედ იქ გამახსენდა გუშინდელი დღეს. დავინახე თუ არა ჩემი ზომაზე მეტად დასიებული თვალები.
სააბაზანოდან უკვე მოჟამული გამოვედი, უხალისოდ გავამზადე საუზმე და მისაღებ ოთახში, დივანზე წამოვწექი.
ჩამეძინა...
რატის ჩუსტების ხმაურმა გამომაღვიძა.
- არ მინდოდა შენი გაღვიძება. - მომიახლოვდა რატი და საფეთქელთან მაკოცა.
- ისაუზმე?.. - თვალები მოვიფშვნიტე და სწრაფად წამოვდექი ფეხზე.
- ჰო.. - პერანგის ღილების შეკვრა მე მომანდო რატიმ.
- მოგეწონა?.. - ეშმაკურად გავუღიმე.
- როგორც ყოველთვის.. - ლოყები ჩამიკოცნა და ბოლოს ტუჩებშიც მაკოცა. - მაგრამ შენი ტუჩემის მსგავსი გემო არაფერს აქვს!..
გავაცილე თუ არა სამსახურში, სამზარეულოს დალაგებას შევუდექი.
ნატას ველოდებოდი. ძლივს მოინდომა ჩემთან სტუმრობა.
თან ახალი ამბავი უნდა მომეყოლა მისთვის.
რაც უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებ შენს ბედნიერებას, მით უფრო ბედნიერდები..
უბედურებაზე სულ სხვანაირად არის. რაც უფრო მეტ სანდო ადამიანს გაუზიარებ შენს გულის ნადებს, მით უფრო ისვენებ მისგან.
საძინებელი მივალაგე და ამასობაში ნატაც მოვიდა.
- მოკლედ შენ იბერები და იბერები.. - მუცელზე მოვეფერე ოთახში შემოსულს. - მალე ალბათ გასკდები კიდეც..
- ჩაი მინდა!.. - სკამზე მოკალათდა და შეკვეთა მომცა.
- დიახ, სერ!..
ჩემზე გულიანად აკისკისდა.
- ახლა გამახსენდა, რაღაც უნდა მოგეყოლა, ხომ?.. - დააგემოვნა თუ არა ჩაი, წარბაწეულმა გამომხედა.
დავსერიოზულდი.
ისიც დასერიოზულდა.
ჭიქა მაგიდაზე დავდგი.
მანაც ისევ მომბაძა.
- ექიმთან ვიყავი გუშინ.. - ძლივს წამოვიწყე საუბარი.
- რაზე?.. - არ დამაცადა გაგრძელება.
- უშვილობაზე...
- არ დაასრულო!.. - თვალები გაუფართოვდა მას.
- როგორც გინდა!.. - მზერა მოვარიდე.
- გააგრძელე!.. რაო ექიმმა?.. - შეშინებულმა გამომხედა.
- ძალიან მცირე შანსია იმის, რომ ბავშვი გეყოლოსო. - უემოციოდ ჩავილაპარაკე და ფინჯანს წყალი გამოვავლე.
- რას მეუბნები?.. - ჯერ კიდევ გაოცებული, ნერვიულად ამოძრავებდა თითებს.
ძლივს შევიკავე თვალებზე მომდგარი ცრემლი.
- რატიმ იცის?.. - შემაპარა კითხვა.
- არა. - ხმა ჩამეხლიჩა მე.
ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მაგრამ ჩამეხოტა. მეც შემოვხვიე ხელები.
მალე მაისური დამისველდა მისი სახის ადგილას და მივხვდი, რომ ნატა ტიროდა.
- რა გატირებს შე სულელო?.. - თმები ავუჩეჩე, მე თვითონაც ძლივს შევიკავე ცრემდები და ლოყაზე ვაკოცე.
- მეტირება და რა ვქნა?.. - ტირილს უმატა და უფრო მაგრად ჩამეხუტა.
* * *
- ძალიან დავიღალე.. - ჩაიბუტბუტა რატიმ და დივანზე მოწყვეტით დაეცა.
- გშია?.. - გვერდით მივუჯექი მე.
- მეზარება ჭამა... - სასაცილოდ დაეჭყანა სახე და ხელი გადამხვია.
- რატი!.. - ტელევიზორიდან ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
- სერიოზულ თემაზე უნდა გელაპარაკო!..
- გისმენ!.. - ტელევიზორის ხმას დაუწია.
- რამდენიმე დღის წინ ექიმთან ვიყავი...
- რატომ?.. - ნატას მსგავსად, არც მან დამაცადა გაგრძელება.
- მაინტერესებდა, თუ რატომ არ გვიჩნდებოდა შვილი.. - ლოყები ამიხურდა მის მზერაზე.
- მერე?.. - უფრო მეტად დასერიოზულდა ის.
- ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მე შვილის ყოლა შემიძლია... - თვალები ამიწყლიანდა მე.
პირღია გაკვირვებული მიყურებდა და ცდილობდა ჩემი სახის გამომეტყველებიდან გაეგო, მართალს ვამბობდი, თუ არა..
ვეღარ მოვითმინე, სახე ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი.
ცოტა ხანს ურეაქციოდ იჯდა, მერე კი მომიახლოვდა და დამშვიდება დამიწყო.
- ნუ ტირი, ნინა!.. - თმაზე მომეფერა ის. - რაც მთავარია შანსი არსებობს...
მის ლაპარაკზე უფრო და უფრო მეტირებოდა მე.
- გეთქვა ჩემთვის და მე გამოგყვებოდი ექიმთან... - მოფერებას აგრძელებდა რატი.
ხელები შემოვხვიე და თავი მის ყელში ჩავდე.
- ჩემთვის მეტისმეტად კარგი ხარ!.. - ყელში ვაკოცე და ისევ ავტირდი.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!.. - მოჩვენებით გამიბრაზდა და ხელები მაგრამ შემომხვია. - ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ!..
- როდემდე უნდა აგვარებდე ჩემს პრობლემებს?.. დაგღალე..
- სიცოცხლის ბოლომდე, ნინა!.. - შუბლზე მაკოცა და ხელში ამიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ გაიგო ჩემი მდგომარეობა და არავის უთქვამს რაიმე ზედმეტი, მე მაინც ვგრძნობდი დისკომფორტს. ყველას ვეცოდებოდი და ყველა თვლიდა, რომ რატი უფრო უკეთესს იმსახურებდა. ამას მეც ვადასტურებ.
დღითიდღე უფრო და უფრო მღლიდა დედაჩემის გაუთავებელი ტირილი და ნატას დარიგებები. რატი კი, თითქოს ჩემდასაუბედუროდ, მუდამ ხმას არ იღებდა ამ თემასთან დაკავშირებით.

* * *
- ნინა, ხომ დამპირდი რომ აღარ იტირებდი?.. - საძინებელ ოთახში სინათლე აანთო რატიმ.
მისი ხმის გაგონებაზე შეშინებულმა წამოვყავი თავი.
- რა გატირებს?.. - მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
- ტირილის მიზეზი არასდროს დამელევა!.. - ჩემს უბედურებაზე სიმწრისგან გამეღიმა.
- უკვე აღარც მეცინება შენზე. - მოიღუშა და თავი ძირს დახარა.
მასთან ახლოს მივჩოჩდი და თავი ზურგზე დავადე. ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ კი ჩემსკენ შემოტრიალდა და კალთაში ჩამისვა, პატარა ბავშვივით.
- ერთად ყველაფერს გადავიტანთ!.. - დამაიმედა და ყურთან ახლოს მაკოცა.
- როდემდე რატი?.. რამდენსღა გაუძლებ ჩემ გამო?... - უგზოუკვლოდ მცვიოდა თვალებიდან ცრემლები.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები კოცნით შემიშრო. ნაზად დაუყვა აწითლებულ ლოყებს და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია. ძალიანაც რომ მდომებოდა ვერაფერს ვიტყოდი. მცირე ხნით ტუჩები გამინთავისუფლდა, მაგრამ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. ნერვები მეშლება ამაზე, თუმცა პატარა კნუტივით ვინაბები, როდესაც რატი ჩემს ყელს ეხება. არც მაქვს რამის თქმის სურვილი. როგორც ყოველთვის ახლაც ხორკლი მაყრის მეუღლის ყოველ შეხებაზე.

წესივრად გათენებულიც არ იყო, როდესაც გამეღვიძა. ფრთხილად წამოვდექი ფეხზე და ტანზე ჩავიცვი. რატის ღრმად ეძინა. ბომბიც რომ აგეფეთქებინათ მის ყურთან ვერაფერს გაიგებდა. ტელეფონის წყალობით ჩემი ზურგჩანთა ვიპოვე. გავასუფთავე და სასურველი ნივთები ჩავალაგე. დიდი სურვილი რომც მქონოდა, ყველაფერი მაინც არ ჩაეტეოდა მასში. საათი შევამოწმე.
წერილის დასაწერად საკმარისი დრო მქონდა.
ძველი რვეულიდან ამოვახიე შუა ფურცელი და წერა დავიწყე:
„რატი, შენგან მივდივარ.“
დავწერე და შესამცნევ ადგილას დავდე.
ცოტა ხანს მზერაას არ ვაცილებდი წერილს, შემდეგ კი ხელი დავსტაცე და მაგრად დავჭმუჭნე.
ახალი ფურცელი ამოვახიე რვეულიდან.
„რატი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმძიმს, შენგან უნდა წავიდე. სიმართლე რომ გითხრა, მესაკუთრე ვარ, მაგრამ შენი დათმობა მომიწევს. ვიცი, რომ ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე დამიშვია, მაგრამ სხვა გზა არ გამაჩნია!.. დიდი იმედი მაქვს გამიგებ და არ დამადანაშაულებ!.. მინდა რომ ოდესღაც კიდევ შეგხვდე, როგორც ნამდვილ მეგობარს.
ბედნიერებას გისურვებ! შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!..
მინდა იცოდე, რომ შენი სიხარული ჩემი სიხარულიცაა, სიცოცხლის ბოლომდე.
მიყვარხარ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად!..
P.S. ნუ მომძებნი!.. შენთვისვე გეუბნები.. ეძებე ვინმე სხვა, ვინც ბედნიერებას მოგიტანს.“
წერილის წერა აცრემლებულმა დავასრულე.
სწრაფად ავიღე ჩანთა ხელში და სახლი დავტოვე.
ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ეთომ იცის. ნატას და დათას საბერძნეთიდან დავუკავშირდები. იმედი მაქვს არ ეწყინებათ და გამიგებენ.
სხვა გზა მართლა არ მაქვს!..
მძინარე კოსტას და დედაჩემს გამოვემშვიდობე და შევპირდი, რომ მათთან კავშირს არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი. ჩემთვის წარმოუდგენელიც არის მათ გარეშე ცხოვრება და შეუძლებელია ურთიერთობის გარეშე გავძლო.
- მე მაინც მგონია, რომ შეცდომას უშვებ!.. - იმედგაცრუებული მიყურებდა ეთო.
- მეც მასე მგონია, დე.. - ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
მგზავრობის დროს რამდენიმე შეტყობინება მომივიდა რატისგან. ზედიზედ რამდენჯერმე დამირეკა კიდეც, მაგრამ ტელეფონი გამოვრთე.
მგონი ასე აჯობებს.. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ეს რა იყო გული დამეწვა :(
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest bubu

rogor shemecoda gogo, kargad wer, male dade shemdegi tavi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent