შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო


29-05-2017, 22:36
ავტორი zia-maria
ნანახია 2 898

---რომ ვიცოდე,რომ ჩემი ნახვა მისთვის რამეს ნიშნავს,მე დაუფიქრებლად წავიდოდი მარინა.
---დამიჯერე,რომ შენი მისვლით მას ძალიან გაახარებ.
---ერთხელ,თუნდაც ერთხელ რომ დაერეკა.... დამიტოვა წერილი და წავიდა,არ დააინტერესდა როგორ ვიქნებოდი იმ წერილის ნახვის შემდეგ.
---მირიან ნანუჩი ავადაა.უთხრა ჩუმად.გაოცებული შებრუნდა მარინასკენ და აი ახლა,ამ წუთებში დაბრუნდა ძველი მირიანი.
---რა თქვი?უცებ აენთო და ყველაფერი ძირს მიმოყარა.-როდის უნდა გეთქვა,რატომ აქამდე არ მითხარი მარინა.შემდეგ ხმა დაურბილდა და წყნარად შეეკითხა.-რა ჭირს,მითხარი რა ჭირს, ნუ დუმხარ მარინა.რამე სერიოზულია?
---დიახ,სერიოზულია. მიბრძანდი და თავად შეეკითხე.უყვირა მარინამ.ზუსტად ამ შენს ველურობას გაექცა,ამ შენს უხასიათობას.უხეში ხარ, მირიან ძალიან უხეში.ავარიის დღეს ექიმმა რომ კონვერტი მოგცა,ეს თქვენი მეუღლის ანალიზის პასუხიაო,რატომ არ დაინტერესდი რა ანალიზი იყო გაკეთებული.საერთოდ არ დაგაინტერესდა?არც დაგიხედავს ისე დადე საწოლზე.გაინტერესებს რა იმალებოდა იმ ფურცელზე თეთრ ქაღალდზე დაწერილი?ნანუჩი იმ დროს ერთი თვის ფეხმძიმედ იყო და ის ბავშვი სასწაულად გადაურჩა იმ ავარიას.შენ კი მიუგდე კონვერტი საწოლზე და ზედაც არ დაგიხედავს.
მირიანი და არა მარტო მირიანი გაოცებული მიაჩერდნენ გაცეცხლებულ მარინას რომელიც იმ წუთებში თავს ვერ აკონტროლებდა და არც დათო მიიკარა სიახლოვეს. ბოლოს უმტყუნა ნერვებმა და ტირილით უთხრა.
---განა მარტო შენ განიცადე ნინიკოს მდგომარეობა? განა მარტო შენ არსებობდი მის გვერდით და ჩვენ არაფლად ჩავაგდეთ მისი ტკივილი?განა მარტო შენ გიყვარს ასე ძლიერ ნინიკო?ყველა შენს გვერდით ვიყავით მირიან მაგრამ, შენ ვერავის ვერ გვამჩნევდი.ისე წახვედი გერმანიაში არც გითქვამს,ჩემგან გაიგო რადგან ძალიან განიცდიდა შენს მდგომარეობას.დასუფთავებული ტანისამოსი ქონდა გადაწყობილი და საავადმყოფოში მოქონდა, იქ გამოიცვლის სახლში ვერ მოდისო,შენ კი ამ დროს გერმანიაში იყავი.ჩემგან გაიგო რომ წახვედი,ჩამოხვედი და არც დალაპარაკებიხარ,მას ადანაშაულებ რამეში?მისი ბრალია ასე რომ მოხდა?ხომ არ დაფიქრდები და მიხვდები,რომ შენ ის მირიანი აღარ ხარ,რაც ამ 5-6 თვის წინ იყავი.როგორც იქნა მარინამ გაჩერდა და გაოცებულმ ა მირიანმა უთხრა.
---მარინა რაც მითხარი,ეს სიმართლეა?
---არა მოვიტყუილე და ამდენი ტყუილად ვიყვირე.რა იდიოტი ხარ მირიან.რა თქმა უნდა სიმართლეა და ის შენს შვილს მისი სხეულით ატარებს.ბიჭი ყავს და სახელიც მოფიქრებული აქვს,ალექსანდრე უნდა დაარქვას,მამაშენის სახელი და დროა გამოფხიზლდე,გამოხვიდე სიზმრიდან და დაუბრუნდე რეალურ ცხოვრებას,მალე მამა გახდები,მამა.
---გამოდის რომ ავარიიდან 4 თვეა გასული და ის მაშინ ერთი თვის იყო?გამოდის,ის ახლა 5 თვის ორსულია უნდა წავიდე,უნდა ვნახო,მაგრამ მიმიღებს კი?
---შენ იმოქმედე,წადი ნახე და შედეგს თავად ნახავ.მშვიდი ხმით უთხრა მარინამ და მიყრილ-მოყრილი ტანისამოსის აკრეფას შეუდგა.გასწორდა თუ არა სახეზე ფერი დაეკარგა და დათოს ფეხებთან უგონოდ დაეცა.დათომ ერთი საშინლად იღრიალა და ნანას გონზე მოყვანას შეეცადა.დათო ღრიალებდა და მარინას ეძახდა,მარინა კი ამ დროს თითქოს უფრსკულის სიღრმისკენ მიიწევდა სიბნელე,უკუნი სიბნელე იყო და ვერაფერს ვერ ხედავდა,მაგრამ რაღაცამ სიბნელიდან სინათლისკენ ისროლა და ნელა.ნელა გონს მოვიდა.თვალიც გაახილა და შეშინებული სახეები დაინახა,მკრთალად გაიღიმა და ჩურჩულით უთხრა დათოს.
---არ შეგეშინდეს,არაფერია.წყალი დამალევინე.ზაზამ გაიქცა და წყალი მოუტანა და მარინამ ცოტა მოსვა.
---რა დაგემართა ასე უცებ,ექიმთან წავიდეთ და ვნახოთ რა გჭირს.ფერი საერთოდ არ გადევს სახეზე.მარინამ გაიღიმა,ყველას შეავლო თვალი და ღიმილით თქვა.
---მგონი ის მჭირს,რაც ნანუჩის.
---ყველას ღიმილი მოეფინა სახეზე და დათომ ცრემლნარევი ხმით უთხრა.
---დარწმუნებული ხარ?
---თუ არ ვართ დარწმუნებული,დავრწმუნდეთ.ზაზამ გარეთ გავარდა და სულ მალე ცელოფნით ხელში დაბრუნდა და უამრავი ტესტი მოიტანა.არ დაანებეს მარინას და მიუხედავად იმისა ძალიან შერცვა ბიჭების,მაინც შეუშვეს საპირფარეშოში და ყველა ელოდებოდა კარებთან.რამდენიმე წუთში კარი გაიღო და გაღიმებული მარინა გამოვიდა.პასუხი დადებითი იყო და ყველას გაუხარდა დათოს და მარინას სიხარული.
---რა იყოთ,ჩვენც შეგვიცოდეთ ეს დაუქორწინებელი ხალხი.ალეკომ გახსნა სეზონი და მის მერე ეს ბავშვები პანტა ვაშლებივით ცვივა ძირს.თქვა ზაზამ და ისევ მოიცვა სახლი გულიანმა სიცილმა.ამდენი ხნის შემდეგ მდუმარე სახლი ახმაურდა და ისევ სიყვარულით გაიჟღინთა ჰაერი შიგნით. დათო მირიანს მიუბრუნდა და უთხრა.
---ბოდიში მეგობარო,ძალიან გაფასებ და ძმა ხარ ჩემი, მაგრამ თავს მიხედე და საყვარელ ქალს. ჩემი ცოლო ვეღარ დაგეხმარება,დამხმარე აიყვანე.
მირიანმა ვერ გაბედა ნანასთან ფხიზელი მისვლა და საკმაოდ ნასვამი მიადგა ნანას სახლის კარს.დაცვამ უპრობლემოდ შეატარა მირიანი და აკანკალებული ხელით დარეკა კარებზე ზარი.კარი თამრომ გააღო და ღიმილით შეეგება მირიანს. თამროს ღიმილმა ცოტა გული გაუთბო მირიანს და პირველი რაც გააკეთა თამროს მოუბოდიშა დაგვიანება.
---დამნაშავედ ვგრძნობ თავს,პირველად თქვენს წინაშე და შემდეგ ნანას წინაშე.შეიძლება შემოვიდე?იკითხა ჩუმად კარის ზღრუბლზე მდგომმა.
---სიყვარული არ არსებიბს პრობლემების და შეცდომების გარეშე მირიან.მთავარია,რომ დროზე შევიცნოთ დაშვებული შეცდომა,რომ შევძლოთ მისი გამოსწორება. შემოდი, მაღლაა მის ოთახში.შედი ის შენ გელოდება.
---მართლა მელოდება?უცებ გამოაცოცხლა მირიანი თამროს სიტყვებმა.
---არა მარტო ის,ორი გული გელოდება მირიან.მირიანმა ნაბიჯი გადადგა და ნანა მის წინ გაჩნდა.მიაჩერდა ნანას და ახლოს მისვლამდე,თვალი მუცელს შეავლო.მის წინ დადგა და ჩუმად უთხრა.
---საოცრად ლამაზი ხარ თეთრო ანგელოზო.შემდეგ დაიხარა და ორივე ხელებით,ნანას წამოზრდილ მუცელს შეახო.-უშენოდ სუნთქვა მიჭირდა ნანა ახლა კი უთქვენობა გამიჭირდება.
---შენ ნასვამი ხარ მირიან და თან საკმაოდ.წამოდი დაისვენე და რომ გამოიფხიზლებ საღ გონებით,მაშინ ვისაუბროთ.
---მართალი ხარ საყვარელო,მე ნასვამი კიარა მთვრალი ვარ.იმიტომ რომ შენამდე ვერ მოვედი ფხიზელი გონებით,მაგრამ მაინც გავბედე და ასეთი მოვედი.ნანას ჩაეღიმა,ხელი მოკიდა და თავის საძინებელში შეიყვანა,სანამ არ დაიწვინა მის გვერდით ნანა არ დაწვა ისიც და ერთად ჩახუტებულებს დაეძინათ,თან ბუტბუტებდა.-მაპატიე გთხოვ და სახლში დაბრუნდი,უშენოდ სახლი ცარიელია.ერთად გავინათოთ ცხოვრების გზაო,ხომ მითხარი ხოდა ასე გავყვეთ ერთად ცხოვრების გზას. ,,მე არ ვაპირებ უშენოდ ცხოვრებას''იმ სახლში.მირიანს ჩაეძინა როგორც იქნა და ნანასაც მიეძინა მის მკერდზე.
ელეონორა ძალიან ცდილობდა მშობლების ერთმანეთთან დაახლოებას,მაგრამ მომენტს ეძებდა,რომ ერთი კარგი სიურპრიზი მოეწყო მათთვის.ერთ საღამოსაც სასეირნოდ გავდივარო უთხრა მარგოს და გარეთ გასულს კი უნდოდა ლუკასთვის დაერეკა,მაგრამ მოულოდნელად შესახვევიდან გამოსულმა ჯიპმა დაეტაკა მსუბუქად და ელი მოტოციკლეტთან ერთად გასრიალდა გზაზე.ოქტომბრის არც თუ ისე თბილი საღამო იყო და ლუკა ბიჭებთან ერთად მირიანთან იყო და როგორც მათ სჩვევიათ ხუმრობდნენ.დათომ უთხრა ნანას და მარინას.
---თქვენ დასხედით და ვახშამს ჩვენ მოვამზადებთ.
---ვაიმეეე მირიანი არ გააკაროთ საერთოდ სამზარეულოს.თქვა სერიოზული სახით ნანამ და მირიანის მომღიმარ სახეს რომ შეხედა გულიანად გადაიკისკისა.რაღაც იცოდვილეს ბიჭებმა და მაგიდაც გააწყვეს,რომ ლუკას ტელეფონი ახმაურდა,დახედა და ღიმილით უპასუხა.
---გისმენ ელი.
---სადახარ,ნახვა მინდა შენი.
---მირიანთან ვართ ყველა,მოხვალ?
---კი მოვდი........!სიტყვის დასრულება ვერ მოსწრო,რომ შეჯახების ხმა მოესმა ლუკას და გაგიჟებულმა იღრიალა.
----ელიიიიიიი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამახარე ესენი რომ შეარიგე.იმედია ელის სერიოზული არაფერი ჭირს და ნინიკოსაც მალე დაგვიბრუნებ
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
გამახარე ესენი რომ შეარიგე.იმედია ელის სერიოზული არაფერი ჭირს და ნინიკოსაც მალე დაგვიბრუნებ

ხვალ მორჩება ყველაფერი. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent