ომერტა / თავი მეორე
თავი მეორე ალექსანდრიას საქციელით გაბრაზებული იყო მამამისი. არანაირად არ ეხამუშებოდა, სხვა კლანის წევრებისთვის მისი შვილის გაცნობა. თან მხოლოდ ერთადერთი ეს გოგონა ჰყავდა და მთელი არსებით მას უფრთხილდებოდა. დონ ლუკას არ მოსწონდა როგორ უყურებდნენ ალექსანდრიას ორსინები. წარბებშეკრულ გაბრიელს თვალი არ მოუცილებია მისთვის, ხოლო დონ ჯიოვანიმ, ერთი შეავლო გოგონას თვალი, შემდეგ თავისი ბიჭი აათვალიერა და მაშინვე გაუევლა რაღაც ნაპერწკალმა თვალებში. და რომანოს ეჭვები სიმართლე იყო. დაინახა თუ არა დონ ჯიოვანო ორსინიმ სიტუაცია, მაშნვე გეგმა დაისახა გონებაში. რომანოს ალექსანდრიას გარდა სხვა შვილი არ ყავდა, ანუ მემკვიდრედაც ვერავის დატოვებდა, რადგან ქალები არ მართავენ კლანს. რამდენიმე წელიწადს მოიცდიდა და შესრულდებოდა თუ არა გოგონა თვრამეტის, გაბრიელს მიათხოვებდა და მათი კლანის ძალაუფლებაც უფრო გაიზრდებოდა. თან რომანოც არ უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო, გოგოს აზრს კი არავინ ჩიოდა. მეორე დღეს გაბრიელს მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ვერც იარაღის სროლამ უშველა და ვერც ხალხის დაცოფვამ. ბოლოს კი გადაწყვიტა რომანოს შესასვლელი კარისთვის ედარაჯა, იქნებ ალექსანდრია სასეირნოდ წასულიყო? მართლაც ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, შავი მასერატი გამოსისინდა რომანოს კარგად დაცული მამულიდან და სავაჭრო მოლისკენ გაემართა. დალანდა თუ არა შიგ ალექსანდრია, გაბრიელიც მაშნვე აეკიდა. მაღაზია მაღაზია დადიოდა იმის სურვილით რომ გოგონასთვის თვალი მოეკრა. აკვირდებოდა რას აკეტებდა, ვის ელაპარაკებოდა, რა ტანსაცმელს ყიდულობდა. აი ჰო, ეს რა ტანსაცმელს ყიდულობდა?! გონებაში თავისთვის ბუზღუნებდა. უცბად ტელეფონის ზარმა გამოარკვია ფიქრებიდან, კოსტუმის ჯიბიდან ამოიღო, დახედა მამამისი იყო, ამოიოხრა და უპასუხა. -სად ხარ, - გაისმა ხაზის მეორე მხრიდან. -სავაჭრო ცენტრში, რამე მოხდა? ცოტახნიანი პაუზის შემდეგ, მამამისმა დაინტერესებულმა კითხა, - მანდ რას აკეთებ? -არაფერს. -გაბრიელ, რამე ხდება?! -არა, მამა, - ამოიოხრა ბიჭმა მოუსვენრობისგან, თმაში თავისუფალი ხელი შეიცურა და ბოლთას ცემას მოჰყვა. -აბა, სავაჭრო ცენტრში უსაქმოდ რას აკეტებ! - ხმის ტონს აუწია დონ ჯიოვანომ, - გაბრიელ, რა ხდება დროზე მითხარი. მარტო ხარ?! -ჰო, მამა მარტო ვარ. ყიდვა მინდოდა რაღაცის და მალე მოვალ. -გაბრიელ არ მატყუებ?! -არა მამა, მოვდივარ უკვე, - უთხრა, ყურმილი დაკიდა და შეიკურთხა. მობილური ჯიბეში ჩაიდო და ხელები წელზე შემოიწყო, ახლა რა ვქნაო. გადაწყვიტა, რა რამე ნივთი ეყიდა დედამისისთვის, უკან მოტრიალდა თუ არა რაღაც პატარა დაეჯახა მკერდთან და დაასველა. -ეს რა ჯან.. - სიტყვა პირზე შეეყინა როდესაც მის წინ, მასავით, მაისურზე ყავა გადავლებული ალექსანდრია აღმოჩნდა. * * * ვერც ალექსანდრია გრძნობდა თავს წყნარად მთელი დღის განმავლობაში. წამით მოისვენებდა თუ არა, მაშნვე ახსენდებოდა, როგორ უყურებდა ფანჯრიდან გაბრიელი და იმდენი სახეზე წითლად წამოენთებოდა. მისთვის გაბრიელი სიმპათიური იყო, ძალიან სიმპათიური და როდესაც უკვე მალე თავის, მეთოთხმეტე წლეში შეაბიჯებდა ფეხს, მისი გონება სულ სასიყვარულო ამბებზე ოცნებაში იყო გართული. დაინახა თუ არა მაშნვე გულში ჩაუვარდა. შავ, მოქუფრულ, სქელ და ატეხილ წარბებს ქვემოდან, როგორ მისჩერებოდა ორი ლურჯი თვალი დაჟინებით. ყბა დასჭიმვოდა და ხასხასა წითელი ტუჩები სერიოზულობისგან მოეკუმა. მთელი ღამე მასზე ფიქრი არ მოუშორებია ალექსანდრიას და დილითაც სახლში ერთ ადგილას მოსვენებას ვერ ჰპოვებდა. მთელი არსება მასთან შეხვედრისკენ, ახალი თავგადასავლების ძიებისკენ მოუწოდებდა და მამის ნებართვით მოლში გადაწყვიტა წასვლა. იქნებ გონება ვაჭრობაზე მაინც გადაეტანა, მაგრამ არა. აქაც არ მოესვენა. ტანსაცმელების დახლებს შუა, რომ დადიოდა სარკეში თვალი მოკრა გაბრიელ ორსინის, რომელიც შორიდან აკვირდებოდა. სულელი გოგონა არ იყო ალექსანდრია. იცოდა მამამისი რას წარმოადგენდა და ვინ იყვნენ ორსინები. ისიც რომ მისი ტიპის მამაკაცები სავაჭრო ცენტრში სიარულს არ კადრულობდნენ. ამიტომ სპეციალურად ყველაზე მოღეღილ ტანსაცმელს არჩევდა, ან ძალიან მოკლე კაბებს. გასახდელში შერბოდა და ჩაიცვამდა თუ არა უკანვე გამორბოდა სარკეში ჩასაჭყიტად, თან გაბრიელის სახის დასანახავად. კარგადაც ერთობოდა, მისი ისედაც დაბღვერილი გამომეტყველება კიდევ უფრო რომ იმანჭებოდა. ბოლოს კი იფიქრა, აქ რახან არის და მაკვირდება ჩემი ნახვა ენდომებაო. იყიდა კაბები და „სთარბაქსის“ კაფეში შევიდა ყავის დასალევად, თან მყუდრო ადგილი აარჩია, გაბრიელითან ერთად მშვიდად რომ ესაუბრა. მაგრამ მისცა შეკვეთა თუ არა ბიჭი ვეღარსად დაინახა. სულ წაუხდა ხასიათი, თვალებით ყველგან მას ეძებდა, ბოლოს კი, რომ ვერ დალანდა გაბრაზებული გამოვიდა კაფიდან, ყავის ჭიქით ხელში და სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გაემართა. მაგრამ ბედზე შენიშნა შავ კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც მისგან ზურგ შექცევით ტელეფონზე გაცხარებული საუბრობდა. ყველაფრით გაბრიელს გავს, ის იქნებაო! თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა მივა მუჰამედთანო, გაიფიქრა ალექსანდრიამ და მისკენ გაემართა. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა მიხვდა, რომ თვითონ კი არა, გაბრიელი იყო მთა. ხელი ასწია, თითით უნდა დაეკაკუნებინა მხარზე, რომ ბიჭი მოტრიალდა და ალესქანდრიაც სახით მის მკერდს შეასკდა. -ეს რა ჯან.. - გაბრაზებულმა იფეთქა გაბრიელმა და ალექსანდრიამ გულგახეთქილმა გაფართოებული თვალებით ახედა. -მაპატიე, - ამოიკნავლა და ხელებით და სულის შებერვით მისი მაისურის შეშრობა სცადა, მაგრამ შეეხო თუ არა მის დაკუნთულ სხეულს, დენდარტყმულივით უკან გაიწია. ალექსანდრიასთვის მამაკაცის შეხება და ალერსი უცხო იყო, ეგონა მასავით რბილი სხეული ექნებოდა, მაგრამ საპირისპირო სქესის სიძლიერე რომ აღმოაჩინა უცნაურმა შეგრძნებამ ჟრუანტელით დაუარა სხეულში, ლოყებზე სისხლი შემოაწვა და წამოწითლდა. -აქ რა გინდა, - გოგონა შეკრთა, ისეთი ხმით უთხრა გაბრიელმა. ჩაახველა თავი, რომ მოეთოკა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, როდესაც სველ თეთრ მაისურში, ლამის ნათლად ხედავდა გოგონას ავლადიდებას, - წამოდი, ასე არავინ დაგინახოს, - უთხრა, თავისი კოსტუმი გაიხადა, მოაფარა, ხელი დაავლო და სავაჭრო ცენტრიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოიყვანა, - მძღოლი სად გელოდება?! -მარჯვნივ უნდა წავიდეთ, - დარცხვენილმა უთხრა და გაბრიელმაც იქითკენ გააქანა. ალექსანდრიას დიდად არ ეხამუშებოდა მისი მოსაცმელის დაბრუნება, მაგრამ ზრდილობის ნიშნად უკან მოხდა სცადა, რაც გაბრიელმა იუარა, შემდეგ მძღოლს თვალები დაუბრიალა და თავისი მანქანისკენ გაემართა. დააცადა წასვლა, ცოტა ხნის შემდეგ კი კუდში აჰყვა, დარწმუნდა, რომ შინ მშვიდობით დაბრუნდა ალექსანდრია და სახლისკენ გაემართა. * * * -ის გოგო მოგწონს არა? - მამამისის ოთახში შესულს, ეგონა მამა სულ სხვა რამეზე დაარიგებდა ჭკუას, მაგრამ ეს კითხვა რომ დაუსვა გაკვირვებული დატოვა. დაბნეულობისგან თავის დაკვრა მოახერხა მხოლოდ. საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ალექსანდრიას შეხვდა? თუმცა გასაკვირი რა იყო, მამამისი ხომ დონ ჯიოვანო ორსინი იყო, მაგრამ არეულობები, რომ თავიდან აეცილებინა პირი მაინც დააღო და ამოღერღა. -ალექსანდრია რომანო ძალიან ლამაზი გოგონაა. მამამისმა თავი დაუკრა, საზურგეზე გადაწვა და მარჯვენა ხელი, ნიკაპთან წამოზრდილ წვერზე მოისვა, - კარგია, დაუახლოვდი. გაბრიელს ერთი მხრივ ესიამოვნა მამამისის სიტყვები, მეორეს კი მისმა გამოხედვამ დააეჭვა,- რატომ ფიქრობ, რომ კარგია, მამა? - ეტყობა დონ ჯიოვანო ამ კითხვას მისი შვილისგან არ ელოდა და წარბებ აწეული მოუტრიალდა. -როგორ თუ რატომ ვფიქრობ, რომ კარგია? გაბრიელ, უკვე თვრამეტი წლის ხარ და წინდახედულად ფიქრი უნდა ისწავლო. ალექსანდრია, რომანოსთვის ერთადერთი ქალიშვილია, რაც იმას ნიშნავს, თუ მას ცოლად მოიყვან, კლანებს შორის ყველაზე ძლიერი დონი იქნები, როდესაც შენი დრო მოვა. გაბრიელი სკამზე უკან გადაწვა და ჩაფიქრდა. ალექსანდრა იმიტომ არ მოსწონებია, რომ მისი საშუალებით ძალაუფლება ჩაეგდო ხელთ და არც სურდა ვინმესთან ასეთი ურთიერთობა ჰქონოდა. კი, მაფია ზალიან ბინძური საქმე იყო, მაგრამ მასაც გააჩნდა მორალის გრძნობა. -დაიმახსოვრე შვილო, რომ გარს სვავები გვახვევიან. შენც სვავი ხარ და თუ დროზე არ დაიტაცებ კარგ ლეშს, სხვა აგართმევს. თან ისე, რომ უკან ვერასოდეს დაიბრუნებ. ამის გამგონე გაბრიელი სახე აღაჟღაჟებული ფეხზე წამოენთო. ჭკუიდან შლიდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ალექსანდრიას სხვა შეიძლებოდა შეხებოდა. და იმ წამს გაიაზრა თუ რა ცუდ მდგომარეობაში იყო დონ ლუკა რომანო. ღმერთმა ვაჟი არ არგუნა, რომ ოჯახი და კლანი დაეცვა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ყველა მარტო დარჩენილ ქალებს დაერეოდა. ჯერ შიგნიდან გაიხლიჩებოდა ყველაფერი, ყველაზე ერთგული მსახურებიც კი, ალექსანდრიას და დედამისს ისე გადაემტერებოდნენ, ვინ იცის რა დაემართებოდათ. ამის მომსწრე ალექსანდრიას დედა კი, შეეცდებოდა რაც შეიძლება ძლიერი ავტორიტეტის მქონე კაცისთვის მიეთხოვებინა შვილი. ფიქრებისგან დამძიმებული თავი, საფეთქლებში თითებით მოიზილა გაბრიელმა და ღმერთს შესთხოვა, რომ ერთი ვაჟი მაინც ჰყოლოდა და მარტო გოგონების ხელთ არ შეეტოვებინა. -როდის წავიდეთ რომანოსთან, რომ ალექსანდრიას ხელი ვთხოვო? -მამას სერიოზული სახით მოუტრიალდა, პასუხად კი მხოლოდ ხარხარი მიიღო, - არ მესმის რა არის სასაცილო! - გაბრაზებულს და შერცხვენილს ყურები წამოუწითლდა. -ახლა, რომანოსთან რომ მიხვიდე და მისი ცამეტი თუ თოთხმეტი წლის ქალიშვილის ხელი თხოვო, ავტომატს დაგაცხრილავს თავზე, - სიცილით, რომ გული იჯერა, მიუგო დონ ჯიოვანო ორისინიმ, - უნდა მოიცადო შვილო, სწორი მომენტი შეარჩიო და ისე გადადგა ნაბიჯი. დავიცადოთ სანამ გოგო თვრამეტის არ შესრულდება და ისე ვესტუმროთ რომანოს. -მანამდე, რომ რამე დაემართოს? რომ მოკვდეს? -შენი აზრით ტყუილად დავდივარ მასთან? ტყუილად ვეცნობი მის ერთგულ ხალხს? ტყუილად აღვადგინე ამდენ ხნიანი მტრობა? მისმინე გაბრიელ, - სავარძლიდან წინ გადმოიწია და ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო, - დონ ლუკა რომანო ძალიან გავლენიანი კაცია, მეც ძალიან გავლენიანი კლანის წარმომადგენელი ვარ და შენ თუ ამ ორივე ძალაუფლებას შეიძენ, მაშინ უკან ვერაფერი დაგიდგება, ჩვენი მომხვდურების განადგურებაში. გაბრიელი სკამში ჩაეშვა და დაფიქრებული სახე ხელის მუჭს ჩამოადო. მამამისი მართალი იყო, მაგრამ ოთხი წელი, ამდნეი ხანი როგორ უნდა მოეცადა? * * * დონ ლუკა რომანომ, როგორც კი გაიგო, როგორ მდგომარეობაში დაბრუდნა მისი შვილი სახლში და ვისი მოსაცმელი ეცვა, მაშინვე საგონებელს მიეცა. მიხვდა რას იყვნენ ორსინები ჩასაფრებულები და იოტის ოდენადაც არ სჯეროდა, რომ გაბრიელს მართლაც წრფელი ინტერესები შეიძლებოდა ჰქონოდა მისი შვილის მიმართ. ამიტომ შეუსრულდა თუ არა ალექსანდრიას თოთხმეტი წელი, დაბადების დღე სახლში გადაუხადა და ლონდონში ქალთა სკოლაში გაუშვა სასწავლებლად, სადაც დარწმუნებული იყო, რომ სანამ სწავლას არ დაამთავრებდა, მანამ ვერცერთი მამაკაცი ვერ გაეკარებოდა. თვალცრემლიანი გამოემშვიდობა ალექსანდრია თავის ოჯახის წევრებს და საუკეთესო მეგობარს - ანტონიოს. -ზაფხულობით, ხომ ჩამოხვალ მაინც? - იმედიანი თვალებიტ ჰკითხა შავტუხა ბიჭმა. -არ ვიცი, ტონი, - ცრემლებ მორეულმა უთხრა, ალექსანდრიამ, - მე წასვლაც არ მინდა, მაგრამ მამა ამბობს, რომ ასეა საჭირო. -მაშინ გავიქცეთ, - ხელი მკლავში წაავლო ტონიმ, - ერთად გავიქცეთ. მე უკვე თექვსმეტი წლის ვარ, სადმე სამუშაოს ვიშოვნი და ერთად ვიცხოვოთ. -არა, ტონი, - მაშნვე იუარა გოგონამ, - აზრი არააქვს. მამაჩემი დონია, ყველგან გვიპოვის, - სევდიანად გაუღიმა ბიჭს, რომელიც წარბებ შეჭმუხნული მისჩერებოდა. -მე შენ დაგელოდები ალექსანდრია, - უთხრა ვაჟმა და აწითლებულ ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა, - სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები, - ალექსანდრიამ თბილად გაუღიმა ბიჭს. მის მკლავს, რომელიც ღაწვებზე ეფერებოდა ხელი ჩაჰკიდა და ქვემოთ ჩამოაწევინა. -მალე შევხვდებით ტონი, ოთხი წელი არც ისე დიდი დროა, - უთხრა, სახლისკენ გატრიალება დააპირა, მაგრამ ასე ცივად არ შეეძლო საუკეთესო მეგობართან გამომშვიდობება და ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი სახლისკენ გაიქცა სწრაფად. ამ პატარა ასაკშიც კი ხვდებოდა, რომ ტონის უკვე მისდამი გრძნობები, უკვე აღარ იყო მეგობრული, უფრო მძაფრდებოდა და გულში იმედოვნებდა, რომ ამ ოთხ წელში ეს გრძნობა გაუნელდებოდა ბიჭრს, რადგან ალექსანდრას ის არ უყვარდა. მისი გული სულ სხვა მამაკაცს დაეპყრო უკვე. ანტონიოზე დიდს, ძლიერს და პირქუშს. -შენ გარეშე, ერთი წამიც კი საუკუნეს უდრის ჩემთვის, ალექსანდრია, - სევდა მორეულმა დაუჩურჩულა ბიჭმა და თვალი მანამ არ მოუშორებია გოგონას სილუეტისთვის, სანამ კარებს მიღმა არ გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.