შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო dasasruli


30-05-2017, 00:10
ავტორი zia-maria
ნანახია 3 271

---ელიიიიი,მიპასუხე ელი სად ხარ.უკვე ხმით ბღაოდა ლუკა და სხვები გაკვირვებულები მიჩერებოდნენ,ლუკას მხოლოდ მანქანის კარების გაღების და დაკეტვის ხმა შემოესმა და მამაკაცის შეშინებული ხმა.
---კარგად ხარ?საავადმყოფოში გადაგიყვან ამ წუთში.
---წა,წა,წამომაყენე.თქვა გაჭირვებით ელიმ და გონებაც დაკარგა.უცნობმა ტელეფონს დაწვდა და უპასუხა.
---ალო,გოგონა ცუდად არის,საავადმყოფოში მიმყავს,ამ ნომრით დაგიკავშირდები და შეგატყობინებთ სად მივიყვან.
---გამოვდივარ და გზა და გზა მითხარი სად იქნები.უთხრა ლუკამ.უცნობმა ელი წამოაყენა და შეშინებულმა უთხრა.
---ღმერთო,როგორ ხარ,იტკინე რამე?- დახედა შესინებული თვალებით უგონოდ მყოფ გოგონას.
უცნობი ნერვიულად დადიოდა ელის პალატის წინ და ლუკას მოსვლით დიდ შტორმს ელოდებოდა,მაგრამ ლუკამ მადლობაც კი მოუხადა ელის ყურადღება რომ მიაქცია და სასწრაფოს გამოუძახა.მარგო ტიროდა და შვილის ნახვას ითხოვდა.ლუკამ ხელი მოკიდა და დაუფიქრებლად გულზე მიიკრა ატირებული ქალი.სულ კანკალებდა შიშისგან და თავადაც შეშინებული მარგოს ამშვიდებდა.
---ჩუუუუ,ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენი შვილი ძლიერია.
---უნდა ვნახო,ლუკა ელი უნდა ვნახო,ჩემი გიჟი გოგო,ჩემი მოუსვენარი,სულ ხათაბალაში როგორ ეხვევი შვილო.უნდა შევხედოოო,ვერ მოვისვენებ სანამ ელის არ ვნახავ.
ვერა და ვერ დაამშვიდა ლუკამ მარგო და ექიმმა მხოლოდ იმის ნება დართო,რომ მინიდან შეეხედათ ელისთვის.თვალებგაფართოვებულმა შეხედა ელის ლუკამ რომელიც უამრავ აპარატზე იყო მიერთებული და უძრავად იწვა.მთელი დღე იქ გაატარა ყველამ და მეორე დღეს საღამოს ლუკამ მარგო სახლში გაუშვა და თავად ექიმს თხოვა ელის ნახვის ნება დაერთოთ..ექიმმა ლუკას შეუმჩნევლად გაიღიმა და ნება დართო შესულიყო შვილის სანახავად..ცრემლი ვერ შეიკავა ელი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა,მოეფერა ხელით და ჩურჩულით უთხრა.
---რამდენჯერ გითხარი დაკვირვებულად იარე გზაზეთქო,ჯერ წესიერად გაცნობაც კი ვერ მოვასწარი შენი და არ გაბედო,გესმის?არ მიმატოვო.ელიმ მისი შავი თვალები გაახილა და ლუკას ჩვეულებრივი ხმით უთხრა.
---მამა მშია,კარგად ვარ და ცოცხალს ნუ დამტირიხარ.მარგოს გული ხომ გინდოდა რომ მოგეგო,კიდევ ერთხელ ამდენი წლის შემდეგ?
---ელიიიიიი?შენ სულ გააფრინე?თუ არ ხარ ნორმალური.იცი როგორ ვინერვიულე?ხომ შევთანხმდით გეგმას ერთად შევიმუშავებდით,შევთანხმდებოდით და ასე არ ვინერვიულებდი.
---მერე ასე სერიოზულად ვერ დაიჭერდი თავს მამიკო.
---ოხ ელი,ოხ ელი.მართალია მარგო შენ ძალიან აშვებული ხარ.ათი წლის სიცოცხლე მომაკელი უკვე ისე შემაშინე.
---მაგ დაკლებულ ათ წელს მოგიმატებ,ერთად რომ ვიცხოვრებთ.მეც იმიტომ გავაკეთე ეს,მინდა სამივემ ერთად ვიცხოვროთ,რომ ორივემ ერთად დამტუქსოთ და კიდე პატარა და ან ძმა გამიჩინოთ. ლუკას გაეცინა და ის შავი თვალები რომლებიც თეთრი ბინტიდან უჩანდა სიცილით დაუკოცნა და შემდეგ სერიოზულად უთხრა.
---როგორ მოგკლა ახლა მე შენ.ნშემდეგი ნაბიჯი რა არის?
--შემდეგი ნაბიჯი რა არის და ხვალ ცუდად გავხდები და შენ მარგოს გვერდიდან არ მოშორდე. დაიღლება და თავად მოგეკვრება,დამიჯერე მე ვიცნობ მარგოს და დიდი დრო არ დაჭირდება მის შემოგიერებას. ვიცი რომ ისევ უყვარხარ,თორემ თავს სასიკვდილოდ არ გავწირავდი, არადა როგორო დასაკარგია შენისთანა სიმპო მამიკო.ლუკას გაეცინა,შემდეგ ჩაახველა წარბი ასწია და ელის შეეკითხა სერიოზულად.
---ის პიჟონი ვინ არის გარეთ რომ გელოდება,ცემა უნდა?
---არა,არ უნდა ცემა.მან იცის სიმართლე და მომეხმარა კიდეც.
---მეორე?მეორეც მოგეხმარა?
---მეორე?მეორე არ ვიცი.მართლა,გეფიცები არ ვიცი ვინ არის.
---კარგი მე გავალ.
---მამა არაფერი არ უთხრა საბას გთხოვ,მართლა მე დამეხმარა.ლუკას გული აუფრიალა ელის ნათქვამმა მამამ და სიხარულით აღფრთოვანებულმა უთხრა.
---განა გიჟი ვარ, აქ უთხრა რამე?
---მა,მშია.უთხრა უცებ ელიმ და საწყალი თვალებით შეხედა.ისევ გაეცინა ლუკას.
---ექიმს დაველაოპარაკები და ვნახავ რას მოვახერხებ.
---ექიმი საბას მამაა და იცის ყველაფერი.კარებთან მისული ისევ დაბრუნდა ელისთან ლეკამ და უთხრა.
---ერთი მითხარი ქალიშვილო,რამდენი დრო დაგჭირდა ამ ყველაფრის მოსაწყობად?
---შენ წარმოიდგინე,სამი თვეა უკვე რაც საბას ვეჩიჩინები და როგორც იქნა დავითანხმე.კარგი რა უკვე 24 საათია აქ ვწევარ გაშეშებული და არაფერი არ მიჭამია,კუჭი უკვე მაგინებს.
---მეტის ღირსი ხარ.სიცილით უთხრა ლუკამ და ენა გამოუყო.კარებში გასვლამდე კი სიცილით უთხრა.-ისე მოგიხდება ეს ვიტამინები რომ გაქვს დადგმული.
---ჩემო სიმპო მამიკო,ვიმახსოვრებ ყველაფერს და ავდგები მე ფეხზე.არც ელი ჩამორჩა ლუკას და მანაც ენა გამოუყო.ლუკამ გარეთ გავიდა თუ არა სახე დაისერიოზულა და ნაღვლიანი მივიდა ბიჭებთან.მირიანმა შეხედა დაღონებულ ლუკას და მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის ნიშნად.თვალი გადაავლო ყველას და ყველას თვალებში ტკივილი,სევდა და ნაღველი ამოიკითხა.
---რაღაცას გეტყვით და არ აროხროხდეთ თქვენებურად,აქ საავადმყოფოა.თქვა სერიოზულად,მაგრამ შემდეგ თავად გაეცინა და განზე მდგარ ორ ბიჭს ხელით ანიშნა მასთან მისულიყვნენ.
---რა მოხდა ლუკა.შეეკითხა მირიანმა გაკვირვებულად.
---ელი კარგადაა და რომ გავალთ აქედან უნდა დავსაჯო,ასე რომ მანერვიულა.
---როგორ თუ კარგადაა,მაშ რა უნდა იქ რატომ ყავთ?ვერაფერი გაეგო ბიჭებს.
---ეს მისი მოწყობილი გეგმაა ჩემი და მარგოს დასაახლოებლად.ჯერ ყველა გაოცდა და შემდეგ მართლა მხიარული სახეები მიიღეს.მის გვერდით მდგარ ელის მეგობარს შეხედა და ღიმილით უთხრა.-ერთი სიტყვა გეთქვა და ასე არ ვინერვიულებდი.10 წლის სიცოცხლე მომაკელით,იცი როგორ ვინერვიულე?
---ელის არ უნდოდა გაემხილა და უნდოდა ყველაფერი ისე მომხდსრიყო,თითქოს რეალობა იყო.
---ლუკა მქვია და ესენი ჩემი მეგობრები არიან.გაეცნო ლუკა ელის მეგობარს.
---საბა.ელის ძმა და მეგობარი,ეს კი ჩემი ძმაკაცია აბო. გაიცნეს ერთმანეთი და ლუკას ტელეფონზე მარგოს ზარი შემოვიდა,სერიოზული სახე მიიღო და ნაღვლიანი ხმით უთხრა.
---გისმენ მარგო.
---ლუკა არ წასულხარ სახლში?
---არა,აქ ვარ და ბიჭებიც აქ არიან ჯერ კიდევ.
---ვერ ვისვენებ ლუკა წამოსვლა მინდა.
---დაისვენე ახლა და ხვალ მოდი დილით.მე ოფისში უნდა მივიდე და ცოტა ხნით აქ მოგიწევს ყოფნა,ამიტომ ძალა მოიკრიბე და დილას მოდი.
---რა ოფისი შენ კარგად ხარ?სანამ არ ადგება ელი ფეხზე არ დაგინახო სამსახურში მოსული.თავის როლი გაითამაშა მირიანმაც.
---მადლობა შენ და მადლობა ყველას შენს გვერდით რომ არიან აქამდე, მაგრამ საერთოდ არ მეკარება ძილი.იყავი შესული,ნახე?
---კი ახლახანს ვიყავი და არაფერი არ შეცვლილა.
---მოვდივარ ლუკა.მანდ უფრო მშვიდად ვიქნები.
---გვიანი არის მარგო,მოვიდე და წამოგიყვანოი?
---ისედაც დაღლილი ხარ და ახლა ჩემს გამო გაგაწვალო?
---თქვენს გამო თუ არ გავწვალდი და შევწუხდი,აბა ვის გამო უნდა გავწვალდე მარგო.მზად დამხვდი და მოვდივარ,მალე მოვალ.შემდეგ მეგობრებს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა.-მგონი გალღვა ყინული.
---წარმატებები ლუკა.შენს მოსვლამდე აქ ვართ ყველა,დაგელოდებით.
---კი დამელოდებით,მაგრამ ელიმ მითხრა,კუჭი მაგინებს ისე მშიაო,იქნებ საბა შეუტანო რამე რა კაცურად.ისე კია ღირსი შიმშილობის.ყველას გაეცინა და საბაც სიცილით წავიდა მამის სანახავად,რათა რამე შეეტანა ელისთვის.
---ეს გოგონა ჩვენთან არ გაზრდილა,მაგრამ უკვე მომწონს მე ის,სულ ჩვენი ჭკუისაა.თქვა ზაზამ.
---კარგი იდეების მოფიქრებაში მამას დაემსგავსა. არ ჩამორჩა ზაზას ალეკომ.დათომ და მირიანმა სახლში წავიდნენ,რადგან შეშინებული ნანა და მარინა ელოდათ და ძალიან ნერვიულობდნენ ორივე.ორივემ რომ მხიარული სახეებით შევიდნენ სახლში,გაუკვირდათ გოგოებს და მირიანმა უთხრა.
---ყველაფერი კარგად არის,ეს იყო ელის მოფიქრებული გეგმა ლუკას და მარგოს შესარიგებლად.
მესამე ღამეს ლუკამ ყველა გაუშვა სახლში და მარტო თავად და მარგო დარჩნენ ელის სიხლოვეს.ერთ საათში ელი ცუდად გახდა და მარგო ლუკას ხელს არ უშვებდა.ლუკა ძალიან ნერვიულობდა,მაგრამ არა ელის გამო.არამედ მარგოს გამო,მართლა არაფერი არ მოსვლოდა ამდენი ნერვიულობით.ექიმი გამოვიდა ღიმილიანი სახით და ორივეს უთხრა.
---გილოცავთ კრიზისი გადატანილია.ხვალ პალატაში გადავიყვანთ,ჯერ კიდევ სუსტად არის,რამოდენიმე გადასხმას გაუკეთებთ და შემდეგ კი სახლში გაგატანთ.ექიმი წავიდა და მარგო არც კი დაფიქრებულა ისე მოეხვია ლუკას და მის ყელში ჩარგო თავი.ლუკამაც მოხვია მისი ძლიერი ხელები და უთხრა.
---აღარ გაგიშვებ აღარსად,ხომ ხედავ ელის ორივე ვჭირდებით მის სიახლოვეს.მარგოს გაეღიმა და უპასუხა.
---ხოდა მაგრად დამიჭირე ლუკა თორემ ეს თხაჯანა მე შემიწირავს,უკვე ვეღარ ვერევი.მაგრად მომეხვიე,მომენატრა შენი სურნელიც და შენი ძლიერი ხელების მოხვევაც.სიგიჟემდე მომენატრე ლუკა.
---შენი თქვი და ჩემმი იკითხე მარგო.უთხრა და საყვარელი ქალის ათრთოლებულ ბაგეებს შეეხო და მათი გულებიც შეერთდდა.სიყვარული ასაკით არ კვდება,იგი ყველა დროის სიმდიდრეა,ყველა ასაკის ადამიანის ცხოვრებაში.
---ძალიან მიყვარხარ ... მხოლოდ იმისთვის , რომ არსებობ,მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის.მე გავუძლებ ყველას სიშორეს,შენ კი სუნთქვისთვის მჭირდები.
---გინდა გარეთ გავისეირნოთ?უთხრა მირიანმა მოწყენილ ნანას.შენთვისაც კარგია გულს გადააყოლებ და ბავშვსაც მოუხდება სუფთა ჰაერი.
---მეზარება მირიან ჩაცმა.
---ადე,ადე და გავისეირნოთ.თუ გინდა ფეხით,თუ გინდა მანქანით.
---მაშინ ტბაზე ამიყვანე რა გთხოვ.
---ნანა ოქტომბრის ბოლოა და იქ ახლა სიცივე იქნება.
---არა,მიყვარს ღამით იქ ყოფნა.სულ ცოტა ხანი და წამოვიდეთ.მირიანს გაეღიმა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.მალე გამოიცვალა და წავიდნენ.ტბაზე მისულებს უკვე ღამე იყო და არავინი იყო მათ გარდა,სულიერი არ ჭაჭანებდა მათ სიახლოვეს.მართალი იყო მირიანი სიცივე იყო ტბაზე,ქარი უბერავდა გაშლილ სივრცეში და ტბას თავზე ნელი სისინით გადაუქროლებდა ხოლმე.ნანა გადმოვიდა და ბედნიერი უყურებდა დიდ,სავსე მთვარეს.
---მირიან შეხედე,ნახე მთვარის სინათლე როგორ აირეკლა წყალმა,თითქოს მთვარე წყალმა შთანთქაო.რა რომანტიკული ღამეა,რაღაცნაირი წყნარი და ნელი სიოც უბერავს.ქვიშას ნაზად ეთამაშება წყალი, წყალი კი მთვარეს უღიმის გაცისკროვნებული ღიმილით.მთვარეს უხარია წყლის ცელქობა და ღრუბელში ემალება წყალს,ყველა ერთად კი ადამიანს.მათ გარეშე ბუნება წარმოუდგენელია,ბუნების გარეშე კი ჩვენ ადამიანები ვართ არავინ და არაფერი.
---სანთლები გვაკლია მარტო, სიამოვნება ბოლომდე რომ შევიგრძნოთ.თქვა მირიანმა და გაეცინა.ნანამ დაბღვერილმა შეხედა.
---საერთოდ არ გესმის რომანტიკა,უბრალო გარტყმაშიც კი არ ხარ.მირიანმა ხელი მოხვია და უთხრა.
---ნუ იბღვირები გაბერილო,შემცივდა.მირიანის მკერდს თავი მიადო,ცოტა ხანი გაჩერდნენ და წავიდნენ.
--ნან სანამ ნინიკოსთან მოხვიდოდი მიცნობდი?
---არა,საიდან აბა?
---მე კი გიცანი,როგორც კი სახლში შემოვედი.გახსოვს ერთხელ მანქანით რომ კინაღამ გაგიტანე?ნანა დაფიქრდა და სიცილით უთხრა.
---მახსოვს, მირიან მახსოვს.მეც გიცანი სახლში რომ შემოდი ენა ლამის ჩამივარდა,მაგრამ ვიფიქრე აღარ ვახსოვართქო და აღარ შეგახსენე შენი ჩადენილი ცოდვა.მირიანს ხმამაღლა გაეცინა და შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო ნანას სერიოზულად უთხრა.
---შენ როდის გიწევს მშობიარობა,იანვრის ბოლოს ხომ?
---ხო, რატომ მეკითხები?---შენ თვის ბოლოს გიწევს მშობიარობა,15 იანვარს ნინიკოს დაბადების დღეა,15 წლის ხდბა ბედობას და წასვლა მინდა.ისე მინდა გავაკეთო,რომ შენს მშობიარობაზე აქ ვიყო.ნანა არც დაფიქრებულა ისე უცებ უთხრა.
---წადი მირიან განა მე დაგაკავებ?ნინიკოს გაუხარდება 15-ში15 წლის ხდება,ოქროს დაბადების დღეს და რამე ვუყიდოთ სამახსოვროდ,თუნდაც საყურე ოქროსი.
---მართალს ამბობ?გაუხარდა მირიანს.
---აბა ტყუილს რატომ უნდა ვამბობდე.ორი დღით ადრე წახვალ,იმ დღესვე ხომ არ გამოიქცევი 2-3 დღით გაჩერდები ბავშვთან და წამოხვალ.მე ამდენი ხალხი მყავს აქ,ნინიკოს კი არავინი არ ყავს და ცოდო არის.
---მადლობა საყვარელო.არ იცი შენ მე ახლა,რა ძლიერ გამახარე.
---არაფერი არ უთხრა ჯერ და სიურპრიზად დავტოვოთ,შენი წასვლაც და ბავშვიც.
---აუუუ გაგმიგიჟდება სიხარულისგან ჩემი პატარა.ბავშვივით უხაროდა მირიანს ნანას მოფიქრებული გეგმა,მაგრამ თავად ნანა რას უმზადებდა მირიანს ეს კი არ იცოდა.
---მირიან სიმართლე როდის უნდა უთხრა ბავშვს?
---მე მგონი ამჯერად მომიწევს სერიოზული საუბარი ნინიკოსთან.უკვე დიდი გოგოა და ვხედავ,რომ თავს ვერ დავიძვრენ ნანა და მართალიც არის,უნდა იცოდეს სიმართლე.
---რა თქმა უნდა სიმართლე უნდა იცოდეს,იმედია გულს არ აიცრუებს ცხოვრებაზე და შენს ამაგს დააფასებს.
---ამას დრო გვიჩბვენებს,ის ხომ ჯერ სულ მთლად ბავშია.თამრო ხომ ჩამოვა შენს მშობიარობაზე?
---კი ჩამოვა,უკვე დაიწყო სხივების გაკეთება და 30 დღე ყოველ დღე იკეთებს,რომ დაასრულებს ამ სხივებს შემდეგ ანალიზს გაუკეთებენ და გაიგებენ გაიყინა სიმსივნე ადგილზე,თუ ისევ აქვს ახალი ფესვი გართხმული ორგანიზმში.
---ღმერთმა ნუ ქნას ამდენი მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიაროს.ის იმსახურებს სიცოცხლეს,ისეთი რამ გააკეთა შენს გამო და თავის თავსაც საფრთხე შეუქმნა.
---მართლა როგორაა საქმე მირიან?
---ყველაფერი კარგად მიდის,უკვე მალე დასრულდება ყველაფერი,სასამართლოღა დარჩა და მათზე სასჯელის გამოტანა.
---განქორწინებაზე შევიტანეთ მე და დათომ საბუთები და მალე ამ ტვირთისგანაც გავნთავისუფლდები.თქვა ნანამ.
---ნანა მე რომ წავალ,გთხოვ მარტო არ გაჩერდე სახლში.დათოსთან წადი,არ გაბედო და არც იმ სახლში არ წახვიდე მარტო.გთხოვ,მპირდები?
---ჯერ სამი თვეა წინ კიდევ მირიან.
---სამი თვე კიარა,სამი წუთი წყვიტავს ადამიანის სიცოცხლისთვის გაგრძელებას და არ გაგრძელებას.
---რომც მინდოდეს მარტო ყოფნა,განა ჩვენი გიჟები დამტოვებენ მარტო?
---სადღაც ერთი კვირა საყვარელო და ისევ შენთან ვიქნები.მანამდე ხელი მოვაწეროთ,მაგრამ ქორწილი?
---არა რა,არ მინდა ქორწილი.ერთი დღის გამო ღირს კი ამხელა აურზაური?თან ნინიკოც არ არის აქ.ბავშვს რომ მოვნათლავთ,ჯვარი დავიწეროთ და ვსო.
---კარგი გიჯერებ,რადგან მომეწონა ეს აზრი.არ წავიდეთ სახლში?შემცივდა ნანა.
---წავიდეთ,წავიდეთ.ასე თუ კვდებოდი სიცივისგან ჩაგეცვა ტანზე.აბუზღუნდა ნანა თავისებურად.
---არ გაბრაზდე და რაც გინდა მითხარი,გიყიდი.
---რაც მინდა,რაც მინდა?ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ნანას და მირიანს შეხედა.
---იცი რა მინდა?არ იყვირო და ხენდრო მინდა.
---ნანა ხენდრო სად ვნახო,ჯერ ერთი ასე გვიან და შემდეგ ოქტომბრის ბოლოს.
---აუ მინდაააა.ტიროლამდე მივიდა უკვე ნანა.
---ხო კარგი,კარგი და სადმე მივაგნებ.როდის დასრულდება ეს სამი თვეც,რომ ორივეს მოგარტყათ ტაკოზე.თქვა ბოლო სიტყვა სიცილით და თან დათოს დაელაპარაკა.
---დათიკო სად ხარ?შეეკითხა და გაეცინა პასუხი რომ მოისმინა.-შე ჩემნაირო,აბა დაატრიალე შენი ლამაზი შავი თვალები და მითხარი ხენდროს თუ ხედავ მანდ სადმე სადაც ხარ..კარგი მოვდივარ 10 წუთში მანდ ვარ.მიგიყვანო სახლში თუ წამოხვალ შენც,დათო გარეთ არის მარინასთვის რაღაცეებს ყიდულობს.
---წავიდეთ,მეც იქნებ რამე მომინდეს და ბარემ იქ ვიქნები.
---ნან სიარული შეგიძლია,ფული რომ მოგცე და პატარა ბიჭისთვის რამე საჩუქარი იყოდო?
---რატომ მეკითხები?
---ზეგ ალეკოს პატარა ადამიანის სანახავად მივდივართ და ხელცარიელი ხომ არ წავალთ არა?სირცხვილია ბავშვი სადაცაა ფეხზე გაივლის.
---მირიან მართალია,სირცხვილია მაგრამ იმდენი რამ მოხდა განა ალეკომ არ იცის და მისმა ცოლმა?
---ნატო,ჩემი ნატალია მაგარი გოგოა.ისიც ჩვენი კლასელია,ერთად ვსწავლობდით.
---წავალ,მაგრამ მარტო მეშინია,ერთად წავიდეთ რა და ჩემთვისაც ავარჩევ რამეს,აღარაფერში აღარ ვეტევი.მირიანმა ღიმილით მოუსვა მუცელზე ხელი და თბილად უთხრა.
---კარგი არ წავალ ხვალ და ერთად წავიდეთ.
აი მოვედით გადმოდი ნელა-ნელა,აი დათო იქ დგას და დაგენიზლავები ახლა მარინას ელაპარაკება,გაბრზებული მეჩვებება.ნანა მიუახლოვდა დათოს და უკნიდან ჩაეხუტა,თან ღიმილით უთხრა.
---რა ხდება დათიკო რამ გაგაბრაზა?
---გეფიცებით ვერ გავიგე რა უნდა.ხან ეს უნდა,ხან ის უნდა,დამარბენინებს ენა გადმოგდებული ძაღლივით და თუ არ მოეწონა რამე მერე ჩხავის და ტირის.როდის გამოძვრება,რომ გავტყეპო ის მაიმუნი.
---იმ პატარას კი არა,შენს ცოლს უნდა გატყეპვა.მომეცი აქ ეს ტელეფონი.-მარო მე ვარ,რა გჭირს შენ.არ გეცოდება მართლა ასე რომ აწვალებ?ზედმეტები მოგდის იცოდე და ცოტა დალბი,თორემ მოვა მისი დროც.
---შენ რა გინდა მანდ?
--რა მინდადა შემეცოდა ისეთი ნაღვლიანი ხმა ქონდა,მე და მირიანი გამოვყევით საყიდლებზე.
---მართლა?დაღლილი იყო და მე კიდევ მაღაზიაში გავუშვი.
---ხოდა რაც მოგიტანოს ის მიირთვი, თორემ რომც არაფერი მოგიტანოს ღირსი ხარ.ტელეფონი გათიშა და დათოს მისცა.
---არ მოაკეტინა უცებ?თქვა სიცილით დათომ და სამივემ გაიცინა.რაც სურვილი ქონდა,ყვლაფერი ჩაყარა კალათში და მირიანი ღიმილით მიყვებოდა უკან.მეორე დღეს კი პატარა კაცის ტანისამოსი იყიდეს და უამრავი სათამაშოები და ალეკოსთან წავიდნენ,სხვები ყველა მისულიყო და უკვე მხიარულობდნენ.
ლუკა მარგოსთან ერთად მისულიყო და ელიც თან ახლდა მშობლებს.მარგომ ჯერ კიდევ არ იცოდა სიმართლე,ელი მირიანისა და გეგას შუაში ჩაჯდა და ჩუმად უთხრა ორივეს.
---დამიცავით,ახლა იწყება არ დავიწყება.თქვა და მარგოს უთხრა.-ახლა რაღაცას მოვყვები,მაგრამ შენებურად არ გაიძრო ფეხზე და არ მესროლო,თორემ სანამ შენ მაგ ჩექმას გაიხდი,მე გარეთ ვიქნები გასული და მირიან ძიას და გეგი ძიას მოხვდება ჩექმა თავში.ყველას გაეცინა და ელიმ კი არ მიაქცია მარგოს გაბრაზებულ სახეს ყურადღება და ისე არტისტულად მოყვა ყველაფერი მარგო თვალებგაფართოებული უსმენდა,შემდეგ ლუკას მიუბრუნდა და უთხრა.
---ეს შენ იცოდი ხომ?
---რა ვიცოდი მარგო საავადმყოფომდე ძლივს მივედი,შოკი მივიღე ელი სულ ერთიანად გადახვეული რომ დავინახე.
---ელი გაფიცებ მამას, მოყევი ლუკა რომ შემოვიდა რა გითხრა.სიცილით შეეხვეწა ზაზამ.
---ვაიმეეე რატომ ვერ მოვიფიქრე სადმე ვიდეო კამერა დამეყენებინა.გადაიხარხარა ელიმ და მის სიცილზე ყველა იცინოდა.-შემოვიდა ისე,თითქოს სამძიმარზე შევიდა ვინმე ახლობელთან და გულზე დამემხო და დაიწყო.-როგორ მინდოდა შენი ახლოდან გაცნობაააა,ჩემო ლამაზო.რამდენჯერ გითხარი ფრთხილად იარეთქოოო,ეს რა მიყავი ელი,ელი,ელიიიი.ნუ დამტოვებ გთხოვ.გეფიცებოთ ცრემლები მომერია.მაგრამ სასაცილო ის იყო,თვალი რომ გავახილე და ვუთხარი.-მა მშია და ცოცხალი ვარ,ნუ მტირიხარ ცოცხლადმეთქი.
---ვახახახახააააა.სახლი ზანზარებდა ისე ხარხარებდნენ.
---დაიცადეთ,დამაცადეთ გეფიცებით მისი თვალები არ დამავიწყდება არასდროს.
---ელიიიიი.თქვა და გაშეშდა,ვეღარაფერი ვეღარ თქვა.
---ეს ისეთი მოულოდნელი იყო გეფიცებით დავიბენი,ვერ გამეგო გამხარებოდა თუ მწყენოდა მისი კარგად ყოფნა.მათ სიცილს და მხიარულებს ბოლო არ უჩანდა.
---სახლში მოგივლი მე შენ.უთხრა მარგომ სიცილით ელის.
---ცუდი გასახდელია,ალბად მაგ ჩექმა თორე თავში მომარტყამდი პირდაპირ ან გრცხვენია ამათი.გადაიკისკისა ელიმ და სხვებიც აიყოლა.-ეს რომ არ გამეკეთებინა,ახლა მანდ რომ ზიხარ კიარ იქნებოდი.
---მარგო მაგარი საცემი ხარ.ამ სიცოცხლეს როგორ გვიმალავდი გოგო ამდენი წლი.უთხრა ზაზამ.
---მადლობა ძია ზაზა მაგრამ უნდა ვაღიარო,თავიდან საერთოდ არ მოეკარე ჩემს გულს.
---რატომ?
---აი რაღაც ისეთნაირი იყო ჩვენი შეხვედრა,გაბლსტავება გინდოდა მაგრამ აღარ გამოგივიდა.თქვა სიცილით,მაგრამ ახლა მათლა მაგარი ბიძები ხართ.
ძალიან კარგად გაერთეს,ნატალიაც ახლოს გაიცვნეს და ძალიან ნასიამოვნები დაიშალნენ გვიან ღამით.ნელა-ნელა მიილია ნოემბერიც და დეკემბერიც,სასამართლომ ნანას დნმ-ის ანალით დაამტკიცა რომ ნანა ერთადერთი მემკვიდრეა სტავრო კუს და ლინდია პაპანდოპულოსი. მან კანონიერად მიიღო ის,რაც მას ეკუთნოდა და დამნაშავეები კი დაისაჯნენ. განქორწინებაც მიიღო და ოთხივემ ერთად მოაწერეს ხელი,ერთ დღეს და ერთადაც აღნიშნეს.
ყველაზე დიდი სასიხარულო კი ის იყო,რომ თამროს ამდენმა მკურნალობამ კარგად ჩაიარა,მან დაამარცხა დაუმარცხებელი ავადმყოფობა მკერდის სიმსივნე და საფრთხე აღარ ემუქრებოდა.თამროს არ დავიწყებია დათოსთვის შეპირებული საჩუქარი და ის კარგი სოლიდური თანხით დაასაჩუქრა. მირიანმა საბუთები მოამზადა და იანვრის 13-ში გერმანიაში გაფრინდა. 14-ში საღამოს მირიანი უკვე გერმანიში იყო,მაგრამ ის 15-ში უნდა მისულიყო ნინიკოსთან.მართლაც,როგორც იყო გადაიტანა ის დღე და შუადღით დიდი თაიგულით შევიდა ნინიკოსთან.ნინიკო ძალიან გაახარა მირიანის სტუმრობამ და კარებისკენ იხედებოდა,რადგან ნანასაც ელოდა იქ.
---ნანუჩი არ წამოვიდა?თითქოს ეწყინა კიდეც ნინიკოს ნანას არ ყოფნა.
---საღამოს დაველაპარაკებით საყვარელო და მიზეზსაც გაიგებ,ეს შენი დაბადების დღის საჩუქარია.აი ეს კი ნანუჩიმ გიყიდა ცალკე,მისი სახელი რომ დაერქვეს ეს უნდოდა,ეს კი ორივემ გიყიდეთ.ნინიკომ საჩუქრები გახსნა და ულამაზესი ოქროს საყურე ამოიღო და გაიკეთა.შემდეგ კი ასევე ულამაზესი გულის ცეფი თავისი პატარა და საყვარელი გულით.
---ძალიან დიდი მადლობა ორივეს მამა,მაგრამ მე ძალიან დამაინტერესა საღამოს საჩუქარმა.წარბის აწევით უთხრა ნინიკომ მირიანს და ორივეს გაეცინა.
მირიანი ნერვიულობდა,მაგრამ მაინც შეეკითხა ნინის.
---ნინი არაფერი არ გაქვს ჩემთვის შესაკითხი?
---არა მამიკო,მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს.ადგა კამოდის უჯრა გამოაღო და უთხრა.-მხოლოდ ეს შემისრულე,ეს გეტყვის ჩემს მაგივრად იმ სიტყვებს რაც მე უნდა გითხრა,მაგრამ ყველა უნდა იყოთ იქ უკლებლივ.ეს სიდი ყველამ ერთად უნდა იყუროთ.ისე კი მინდა იცოდე,რომ შენ ჩემთვის ძალიან საამაყო ადამიანი ხარ.აი გამომართვი,აქ მთელი ჩემი გულში ნაგროვები სიტყვებია.მირიანს სიდი გაუწოდა და ხელში ჩაუდო.
---ახლა რომ მოვუსმინო?უთხრა ეშმაკურად ნინიკოს.
---არა,გთხოვ,ეს სახლში და ყველასთან ერთად.მე შორს ვიქნები იმ დროს,მაგრამ ვგრძნობ იმ გულის ძგერას,რომელმაც მე დიდი სიყვარული მაჩუქა და მომცა ძალა მეცოცხლა და მეცხოვრა.შენ რომ არა,ჩემს არსებობას აზრი არ ექნებოდა მა,მადლობა ყველაფრისათვის.ნინიკომ მირიანს ჩაეხუტა და პერანგის გარეთ გულზე აკოცა.მიხვდა მირიანი,რომ მასთან ერთად ამ ჩანაწერს ვერ მოუსმენდა და ჩემოდნის ჯიბეში ჩადო. უკვე საქართველოს დროით დღის 12 საათი იყო და ყველა ერთად ელოდა მირიანის ზარს ნინიკოსთან ერთად და აი დადგა მნიშვნელოვანი წუთი,მირიანი რეკავს ნანასთან რათა ნინიკოს მიულოცოს დაბადების დღე,მაგრამ ნინიკოს არა მარტო ნანამ არამედ პატარა ალექსანდრემაც მიულოცა დაბადების დღე,ამ სასიამოვნო სიახლემ მირიანს ლამის შოკში მიაღებინა.როცა მირიანი გაფრინდა,ნანა პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს,რათა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო,ნინიკოს დაბადების დღეზე დაბადებულიყო პატარაც და 15-ში გამთენიისას საკეისრო კვეთით დაიბადა პატარა ალექსანდრე.
---ნანაააა?შენ ხომ მითხარი თვის ბოლოს ველოდები,მოასწრებ წასვლას და წამოსვლასო.უთხრა თვალებგაფართოვებულმა და გაკვირვებულმა მირიანმა რომელსაც თვალებში ცრემლიც კი ქონდა.
---მე რა გითხარი გახსოვს? ქალს ვერასდროს ვერ შეიცნობ ბოლომდე მირიან.ის ამოუცნობი ფორმულაა,ამოუცნობი ფენომენია.ის ძალიან ეშმაკი არსებაა.ქალმა ისიც კი მოახერხა სამი დღით ადრე დაიბადა ეშმაკზე და მერე ეშმაკი ბოთლში გამოამწყვდია,მაგრამ თავზე დაფარება დაავიწყდა და ისევ გაექცა. ვერა,მირიან ქალს ვერასოდეს ვერ გამოვიცნობთ ბოლომდე და ჩვენ მუდამ დაჩაგრულები ვიქნებით მათ ხელში.თქვა ზაზამ სევდიანად,სხვები კი იცინოდნენ ნანამ კი უთხრა მირიანს.
--- ,,მე არ ვაპირებ უშენოდ ცხოვრებას''.და როცა შენ არ იქნები სახლში,ჩემი ალექსანდრე შემივსებს იმ ცარიელ სამყაროს,რომელსაც უშენობა ჰქვია.
---მიყვარხარ,გაღმერთებ და მაგიჟებ.,,მე არ ვაპირებ უშენოდ ცხოვრებას;;,ჩვენ ერთმანეთის გარეშე ცარიელი ფიტულები ვართ საყვარელო.
---დაიწვა გულის გარშემო ფიცარი და დავდნი ღორის ქონივითა.ზაზამ ვითომ თვალზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.
---მასე ცარიელი თავით ივლი კიდევ დიდი ხანი.შეუღრინა ზაზას მირიანმა.ნანამ კი პატარა ადამიანის ხელი მონახა,გამოაჩენინა და მამას და დაიკოს დაუქნია ორივემ ერთად დასამშვოდობებლად.
---გელოდებიიიიით.თქვა უსაზღვრო ბედნიერებით სავსემ და ეკრანიც გაშავდა.ნინიკოს გაუხარდა მის დაბადების დღეზე,პატარა კაცის დაბადება და სიხარულით აჟიტირებული ხან იცინოდა,ხან ტიროდა.
---რატომ არაფერი არ მითხარით პატარას შესახებ?
---რომ გვეთქვა ასეთი სიურპრიზი აღარ იქნებოდა,თუმცა ეს ჩემთვისაც დიდი სიურპრიზია თავად.თქვა ღიმილით მირიანმა და ჯერ კიდევ არ სჯეროდა,თუ ის ნამდვილად მამა იყო და ყავდა პატარა კაცი,სახელად ალექსანდრე.ვეღარ გაჩერდა და ნინიკომაც აღარ დააძალა,რადგან ხედავდა,როგორ უნდოდა წასვლა და პატარას გულში ჩაკვრა.მეორე დღეს გიორგი ექიმს ესაუბრა,ნინიკოს დაემშვიდობა და გულის ფრიალით ანთებული გაფრინდა საქართველოში.სახლში მისულმა ცოლ-შვილის ფერებით გული იჯერა და შემდეგ ყველას დაუძახა,რადგან ძალიან აინტერესებდა რას ეუბნებოდა ნინიკო მამას.
--- ეს სიდი ნინიკომ გამომატანა და მითხრა,ყველას ერთად მოგვესმინა.მოდი ვნახოთ რას გვეუბნება ყველას ერთად.კომპიუტერის წინ მოთავსდა ყველა და აი ეკრანიც აციმციმდა და ნინიკოს ძალიან შეცვლილი სახე გამოჩნდა .თითქმის ერთი წელი არ ენახათ და ძალიან მონატრებოდა ყველას ის ყველას შვილივით გაზრდილი გოგონა.
ნინიკოს საუბარი ყველას მიმართ!
ყველას მოგესალმებით ჩემო ტკბილო ადამიანებო,როგორ ძლიერ მომენატრეთ ყველა.მინდა პირველად ჩემს მამიკოს ვუთხრა ჩემი სათქმელი. მამა,მა მე უკვე დიდი დროა გასული რაც სიმართლე გავიგე და არ მაინტერესებს სიტყვა-სიტყვით სიმართლის გაგება.გეფიცები, არც არასოდეს არ მოვძებნი ჩემს ნამდვილ ბიოლოგიურ მშობლებს.მე თვალი გავახილე თუ არა, შენს სახეს შევხედე,შენ მასწავლე ღიმილიც და ტირილიც.შენ შეგხედე პირველს და შემდეგ ჩემს საყვარელ ბიძიკოებს ყოველდღიურად შენს გვერდით რომ იდგნენ,და რა გამოდის?შენ ხარ ჩემი მამა,ჩემი ტკბილი და თბილი მამიკო.ვერ დავიჯერებ,რომ შენ ცივსისხლიანი და ფაშისტი ხარ,ეს მხოლოდ ნანუჩისთვის იყავი ასეთი.როგორ ვერთობოდი თქვენს ყოველ კინკლაობაზე და ვხალისობდი,რომელიც შენ გაბრაზებდა ვითომ მამიკო, მაგრამ გულში,რომ ხალისობდი. თქვა და გადაიკისკისა.მინდა მადლობა გითხრა ჯერ არ თქმული სიტყვებით,მაგრამ სულ დავიბენი.როგორ კარგად მოვემზადე და სულ დამებნა აზრი, მაგრამ გჯეროდეს,რომ ჩვენ სულ ერთად ვიქნებით და მე შენი საამაყო შვილი გავხდები. შენ ჩამიდგი სული და არ დაუშვი ჩემთვის,ჩემი ბავშვობისათვის ლამაზი მზის სხივი წაგერთმია. მე თავს ვხრი შენს წინაშე,ზოგიერთი ნამდვილი მამა არ გააკეთებს იმას,რაც შენ გააკეთე ჩემს გამო.მინდა დავაფასო ის თვითეული ცრემლი რაც ჩემს გამო გაგიღია. მინდა დავაფასო ის ღამეები,რაც ჩემს გამო ფიქრში გითენებია.მე მთელი 7 წელი ყველასგან შეუმჩნეველად, სველი ცრემლით ვტიროდი.მე ზოგჯერ ძილში გაქრობას ვნატრობდი ,თვალებს ვხუჭავდი და ვფიქრობდი,აი ახლა რომ გავახელ თვალს აქ აღარ ვიქნები და მამკოც აღარ ინერვიულებსთქო. საერთოდ ყოველ ღამე დიდი ტკივილით ვიძინებდი,იცით ეს რას ნიშნავს? იცით ეს რა გრძნობაა?იცით ეს როგორი ტკივილია? არ იცით, არ გინდათ ამის წარმოდგენა..ზოგჯერ ვფიქრობდი როგორი იქნებოდა თქვენთვის ჩემს გარეშე ცხოვრება,ალბად ბევრად არც არაფერი არ შეიცლებათქო მაგრამ როგორ შევცდი,მაპატიეთ ეს არც უნდა გამეფიქრა.საერთოდ არ მინდოდა მეფიქრა,მაგრამ მაინც ვფიქრობდი ესეთ სისულელეებზე... მაგრამ ერთ დღეს შემომაწვა დარდი და ვიტირე და დავფიქრდი. ცხოვრებაში ესე არ შემშინებია არასდროს,თვალები დავხუჭე და ვთქვი ჩუმად,რა მოხდება რომ არ ვარსებობდე,რომ გავქრე,ვის რა დააკლდება.
პირველად და უკანასკნელად დავსვი ეგ კითხვა და პასუხიც გავეცი ჩემით ჩემივე დასმულ კითხვას,რომ არ ვარსებობდე,მე ვერ ვნახავდი ამ ლამაზ სიცოცხლეს,მე ვერ ვნახავდი როგორი ვდგევარ სარკის წინ ფეხზე დამდგარი,მე ვერ ვნახავდი ამ საჩუქარს,რომელიც ღმერთმა მარგუნა.მე ვერ ვიქნებოდი დღეს აქ თქვენს წინ და ვერ დაგელაპარაკებოდით. მე ვერ გავიცნობდი იმ ადამიანებს ,ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ. რომ გავქრეთქო?! მამიკოს გულს ვატკენ და ყველა მის მცდელობას,რაც გააკეთა ჩემთვის დაიკარგებოდა ის ამაგი,ის სითბო და ის სიყვარული.ჩემი ბიძიები დაღონდებიან და ვიცი ყველას გეწყინებოდათ ჩემი ღიმილის გაქრობა.შემდეგ ვიფიქრე,ვინმეს დავაკლდებითქო?მაგრამ ვიცი რომ ძალიან დავაკლდებოდი ყველას და .ვიცი,რომ მე თქვენთვის ყველაფერი ვარ. მე თქვენს გარეშე აქ კი არა,იქ არ მინდა ყოფნა... მინდა სულ ერთად ვიყოთ... მინდა ვხედავდე თქვენს ბედნიერ სახეებს,თქვენს ღიმილს,თქვენს ცრემლსაც კი. ამ წლების მანძილზე, მე არასდროს ვყოფილვარ მარტო... შეიძლება ოთახში არცერთი იყავით,მაგრამ სულით,გულით და ფიქრით ყოველთვის ჩემთან ხართ.
მე უფალმაც არ დამივიწყა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიდაც ჩემს გვერდით დადგა.არ მინდა ვაწყენინო,ჩემს მფარველ ანგელოზს ამას ვერ ვიზამ,რადგან მარტო არ დამტოვა და აქამდე ხელში აყვანილი მომიყვანა.მე მარტო არასდროს არ ვარ,თქვენ ჩემთან ხართ,აი აქ გულში.და ნინიმ გულზე მიიდო ხელი. მძიმე და დარდიანი წლები განვლე,ახლა კი მოვიდა დრო ეს დაკარგული წლები ნათელი და ხასხასა ფერებით ავინაზღაურო. მაპატიე მამიკო დამაგვიანდა მადლობის თქმა,მაგრამ არასოდეს არ არის გვიან გააკეთო ის,რაც გინდა გააკეთო გულით.მიყვარხარ ძალიან მა და მიყვარხარ ჩემო სიმპატიურო ბიძიკოებო.უკვე ხელებზე ვითვლი სახლში დაბრუნების თვეები როდის ამოიწურება და პირველი ჩემს მამიკოსთან ერთად გავალ ქუჩაში,იმ ქუჩაზე გავივლი,სადაც აქამდე ეტლით ვსეირნობდი. შემდეგ კი თქვენთან ერთად და ხმამაღლაც ვიყვირებ ყველას გასაგონად,ესენი ჩემი ბიძიკოები არიანთქო.იცინოდნენ,მაგრამ ყველას თვალზე ცრელმი ბრწყინავდა.
-მადლობის გარეშე არ მინდა დავტოვო ის ადამიანი,რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩემს გამოჯამრთელებაში.მართლა გულით ვუხდი ამ ორ ადამიანს მადლობას, მარინას და იმედას.არ ვიცი როგორი სიტყვებით გითხრათ ორივეს მადლობა,მაგრამ გპირდებით რომ ჩამოვალ ერთ ცხელ და გემრიელ ჩახუტებას გაჩუქებთ ორივეს. ვალს ვერ გადავიხდი,ამ ვალის გადახდა შეუძლებელია, ამიტომ გპირდებით რომ მუდამ მეყვარებით.ძალიან მიჭირს,მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ უნდა ვაღიარო,რომ არა ის გატაცება ალბად ახლაც სახლში ვიქნებოდი თქვენთან ერთად, ისევ ეტლში ჩამჯდარი, ამიტომ იმ ქერასაც ვუხდი მადლობას.ზოგი ჭირი მარგებელიაო და აი სწორედ ჩემზეა ეს ანდაზაც ნათქვამი.
---გადაიხდი ლამაზო ვალს,ჯერ დაბრუნდი.სიკეთით გადაგახდევინებ მაგ ვალს.ამაზე რომ დაბრუნდები შემდეგ ვისაუბროთ.თქვა ჩუმად იმედამ,მაგრამ ნანას რას გამოაპარებს და წარბის აწევით შეხედა იმედას,ახლოს მიუჩოჩდა და უთხრა.
---მთელი 10 წლით ხარ უფროსი.
---მერე რა,დიდი ამბავი.შეხედა ნანას გაკვირვებულ თვალებს და თვალი ჩაუკრა..
---მოგვასმენინებთ თუ გაგიძახოთ გარეთ თქვენ ორნი.ხმამაღლა თქვა მირიანმა და დაპაუზებული საუბარი ისევ ჩართო.
---მე აგრეთვე მადლობას ვუხდი ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს გვერდით,ჩემი ცხოვრების სცენაზე.ეს ნანუჩი შენ ხარ.მადლობა იმ დღეს როცა შენ შემოხვედი ჩვენს სახლში და მადლობა ძია დავით რომ იმ დღეს დაეხმარე ნანუჩის მისი ქორწილიდან გაქცეულიყო.მე თქვენ ყველას გაღმერთებთ მანდ და აქ კი ჩემს გვერდით მყავს ადამიანი,რომელიც ჩემი მეორე მამაა და მან მე თავიდან ამადგმევინა ფეხი,ისე როგორც თოთო ახალ ფეხადმული პატარა გოგოს ასე დამატარებს ხელი-ხელ ჩაკიდებული.ყოველი ჩემი ახალი გადადგმული ნაბიჯი ისე ახარებს მას,როგორც მე.ეს ადამიანი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.ნინიკოს უკან მხრიდან მამაკაცის სხეულმი დადგა და ხელები შემოხვია.შემდეგ დაიხარა და შუბლზეც აკოცა თბილად,ნინიკომ თვალი რომ გაასწორა ეს ადამიანი იყო ის,ვინც დაუბრუნა ნინიკოს ცხოვრების აზრი და აჩუქა ბედნიერი მომავალი.გიორგი ექიმი,ნინიკოსთვის საყვარელი ადამიანი და მეორე მამა.
---მე რომ ლამაზი კოშკი ავაგე, ეს ჩვენი ყველას კოშკია. მირიან იცი? მინდა ნინის სამყარო ლამაზი ფერებით დაუხატო, უჩვენო გზა მისკენ სავალი ვინც შეძლებს აგრძნობინოს თუ რა არის ცხოვრების არსი.
მირიან იცი რა არის ცხოვრების მთავარი სათქმელი? არა არ იცი,არც მე ვიცი გარდა იმისა რომ ას უმწეო და სუსტ გოგონაში მე დავინახე დიდი ძალა,მონდომება და უთქმელი სიყვარული! ბედნიერი ვარ მეგობრებო,რომ სულის სილამაზეს არ მივეცი დაკარგივის საშუალება. გეფიცებით,სანამ ჯერ კიდევ ძალა მაქვს, სანამ ჯერ კიდევ გული ძგერს მე თქვენი მადლიერი ვიქნები. რთულია მეგობრებო იპოვო საჭირო სიტყვები როდესაც თითქმის ყველაფერი ითქვა.შენ კი ჩემო ლამაზო შენს ანგელოზს ნუ აწყენინებ... უფალს ნუ ატკენ გულს უმადურობით... ამ ეკრანის მიღმა რომ ზის ახლა შენი საყვარელი ადამიანები, ნუ ააცრემლებ მათ. სიმარტოვეს ნუ ახსენებ,მაშინ,როცა ამდენს უყვარხარ... სიტყვა მიყვარხარ,ამ სიტყვასთან თანაბრადაა დაკავშირებული - შვებაც და ტანჯვაც, სიხარულიც და მწუხარებაც, ბედიც და უბედობაც,

სასოებაც და უსასოობაც, აღმაფრენაც და დამარცხებაც...

მისი უღელი მძიმეა და მტკივნეული, მაგრამ მაინც სანუკვარი და სანატრელი. ამიტომაც არავის უნდა მისგან გამოხსნა...

სიყვარული - ნეტარებაა, რომელსაც ნებით არავინ შეელევა, არავინ დათმობს.

სიყვარული - ნათელია, სულიერი ნათელი, ზენათელი, რომლის შეგრძნებასაც სიბნელე,

ცხოვრებისეული სირთულე-წინააღმდეგობები ამძაფრებს და აათასკეცებს.სიყვარული მტკივნეული დღეებითაც არის სავსე,მაგრამ ძლიერი სიყვარულისთვის ძლიერ ტკივილსაც უნდა გავუძლოთ,რადგან სიყვარული ტკივილის გარეშე არაფერია,ტკივილი კი სიყვარულის გარეშე აუტანელია.ჩვენ შევხვდებით მალე ერთმანეთს საქართველოში.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო
ნინიკოს სიტყვებზე ცრემლები მომადგა.ისეთი დასასრულია როგორუც ეკუთნოდა ამ ისტორიას.მალე დაგვიბრუნდი საყვარელო ახალი ისტორიით.თავს ნუ მოგვანატრებ
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აი შენ რა მაგარი ხარ ყოჩაღ ძალიან კარგი იყო
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი marina

dasasruli iko super.brao korisimu.velodebi axals.

 


№4 სტუმარი ტატუკა

თვალი ვერ მოვწყვიტე საოცარი ისტორიაა ყოჩაღ ♡♡♡♡☆☆☆☆☆

 


№5 სტუმარი elene

dzalian gamexarda q,tamaris da ninikos gamojanmrtelena, meore game gavatene magram kargi iyo girda amistvis udziloba,miyvarxar dzalian da shen male dzalia male daubrundebo shens monatrebul saqartvelos da ojaxs,meamayebi de mabedniereb

 


№6  offline მოდერი zia-maria

elene
dzalian gamexarda q,tamaris da ninikos gamojanmrtelena, meore game gavatene magram kargi iyo girda amistvis udziloba,miyvarxar dzalian da shen male dzalia male daubrundebo shens monatrebul saqartvelos da ojaxs,meamayebi de mabedniereb

kissing_heart ჩემი სუნთქვა ხარ დედის ტკბილო,როგორ მენატრები და როგორ მინდა მოგეფერო ახლოდან.

 


№7  offline წევრი richirichi

უკვე მერამდენე ისტორიას ვკითხულობ და თვალები ყოველთვის ცრემლით მაქვს სავსე.საოცარი ხარ ,შეგიძლია მკითხველის გულის სიმებს შეეხო და ღრმა კვალი დატოვო.ეს ნიჭია,უფლისგან ბოძებული.წარმატებებს გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent