შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 27


30-05-2017, 18:31
ავტორი ankatuna
ნანახია 2 583

-იოანე დაჩი მიყავთ.
-რა? რას ამბობ ნატუკა?
-პოლიციას დაჩი მიყავს იოანე.
-რომელ განყოფილებაში მიყავთ იქ დაგხვდებით.
-რა ცდება იოანე? - შეშინებული თვალებით მომაშტერდა თებეა.
-დაჩი დააკავეს?
-რაა? რატო?
-მეც არ ვიცი. გავიგებ ყველაფერს. -პრინციპში უკვე ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ თებეას ანერვიულებას მოვერიდე. -შენ მშვიდად იყავი კარგი? ყველაფერს მოვაგვარებ. ნატუკას გამოვუშვებ და ერთად იყავით.
-კარგი და შემატყობინე რაა რა ხდება.
სამმართველომდე მისვლაში ერთი სიკვდილი გავათავე. არ ვიცოდი რა სიტუაცია დამხვდებოდა. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცოდი ვიქტორია იქ იქნებოდა და მაქსიმალურად უნდა შემეკავებინა თავი.
-უკვე მოხვედი იოანე?
-შენ აქ რას აკეთებ ვიქტორია?
-მე ვუჩივლე დაჩის.
-გაგიჟდი? რატომ უჩივლე?
-იმიტომ რომ შენი მეგობარი თურმე ჩუმად გვქურდავდა.
-ეგ სისულელე საიდან მოგივიდა თავში? ახავე უკან გაიტანე საჩივარი თორემ ინანებ იცოდე.
-იოანე სამხილები მაქვს. შენი არ ვიცი მაგრამ მე არ ვაპირებ მის შებრალებას. მესმის შენი მეგობარია მაგრამ ჩემი ფულის მითვისების საშუალებას არავის მივცემ.
-ვიქტორია არ მაინტერესებს შენ რა გინდა ახლავე გაიტანე საჩივარი.
-რატომ ხარ მის ერთგულებაში დარწმუნებული იქნებ სულაც არ ვიტყუები.
-შენნაირი უნდო არ ვარ. დაჩის საკუთარ თავზე მეტად ვენდობი.
-და ხშირად სწორედ ეგეთი ადამიანები გვიცრუებენ იმედს. -სანამ ვსაუბრობდით დაჩი მოუყვანიათ. გამომძიებელი გამოვიდა და მოსარჩელეს უხმო.
-თუ შეიძლება მეც მინდა ბრალის წაყენებას დავესწრო.
-ვინ ბრძანდებით?
-ჩემი ძმაა, შეუძლია წამოვიდეს. -ირონია გაუკრთა ხმაში. თავდაჯერებულობით იყო სავსე.
-კარგით შემობრძანდით. -კარისაკენ მიგვითითა პროკურორმა. ოთახში რომ შევედი სკამზე იჯდა ბორკილებ დადებული დაჩი. მისი ამ მდგომარეობაში დანახვამ გული მომიკლა. ჩემს გამო რა დღეში ჩააგდო ამ ალქაჯმა. რომ დამინახა თვალებში იმედის სხივი ჩაუდგა.
-იოანე, რა უნდა ამ ხალხს. -სკამიდან წამოიჭრა და ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ ბადრაგებმა ჩემამდე არ მოუშვეს.
-ნუ გეშინია დაჩი ყველაფერი გაირკვევა.
-მშვიდად იჯექით თუ შეიძლება თორემ იძულებულნი ვიქნებით პირდაპირ საკანში გადაგიყვანოთ.
-მეტყვით ბოლო ბოლო რატომ ვარ ამ დაწყევლილ ადგილას?
-დაჩი მგონი დროა თავის მოკატუნებას შეეშვა და აღიარო შენი ბრალეულობა და სასჯელიც შეგიმსუბუქდება.
-დაჩი არაფერი არ თქვა. დუმილის უფლებას გამოიყენებს ადვოკატის მოსვლამდე. -მის სახეზე ირონიული ღიმილი ნერვებს მიშლიდა.
-რამდენ ხანსაც უნდა იყოს ჩუმად, უბრალოდ აზრი არ აქვს. -პროკურორს რაღც ფურცლები შემოუტანეს და მანაც საუბარი დაიწყო.
-დაჩი გელაშვილი, პირადი ნომრით XXX, მცხოვრები XXX, თქვენ ბრალად გედებათ თვითნებურად სხვის საკუთრებაში მყოფი თანხის მითვისება და პირადი მიზნებისათვის გამოყენება. რაც ითვალისწინებს 3-დან 5-მდე წლით თავისუფლების აღკვეთას. შეგიძლიათ ახლავე მიცეთ აღიარებითი ჩვენება და სასჯელი შეგიმსუბუქდებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თვენი ნებისმიერი სიტყვა შეიძლება თვქენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოზე.
-რის საფუძველზე მდებთ ბრალს ბატონო პროკურორო?
-ჩვენს ხელთ არის, შვეიცარიის საელჩოს ამონაწერი შვეიცარიაში თქვენს სახელზე არსებული საბანკო ანგრიშისა და საქართველოდან მასზე გადარიცხული თანხის რაოდენობის შესახებ. ასევე ხელთ გვაქვს ვიდეო მასალა თუ როგორ რიცხავთ თანხას ბანკის ოფისიდან. ასევე თქვენი საელჩოში ვიზიტის ამსახველი ფოტოები და როგორც ჩანს ქვეყნის დატოვებასაც აპირებდით, ხელთ გვაქვს სამ ადამიანზე: თქვენზე, თქვენს მეუღლე ნატალია ახვლედიანსა და ქალიშვილის კატალეა გელაშვილის სახელზე ნაყიდი შვეიცარიის ბილეთები. -მე და დაჩი პირდაღებული ვუყურებდით ერთმანეთს. ყურებს არ ვუჯერებდი რაც მესმოდა. აშკარაა რომ ყელამდე ნეხვში ვართ. ნუთუ ეს ყველაფერი მართალი იყო? თუ ვიქტორიამ არაჩვეულებრივი ხაფანგი დაუგო დაჩის.
-ხომ ხედავ იოანე, თურმე არც ისე წმინდა წყლის დამლევია შენი მეგობარი.
-იოანე, იმედია არ გჯერა ამ სისულელეების, ხომ იცი რომ ასეთ რამეს არ გავაკეთებდი.
-არ ვიცი დაჩი, აღარაფერი აღარ ვიცი, ვეღარ გავიგე რას დავუჯერო. ძალიან ბევრი სამხილია იმისათვის რომ არ დაგიჯერო. მაპატიე.
-არა იოანე, ამას ნუ გამიკეთებ. ჩვენი მეგობრობის ხათრით. მაგას ნუ დაუჯერებ. ასეთ რამეს როგორ გაგიკეთებდი. ჩვენ ხომ ძმებივით ვიყავით.
-მაგრამ ძმები არ ვართ.
-ყურებს არ ვიჯერებ, ამას შენ ამბობ იოანე? ახლა როცა ყველაზე მეტად მიჭირს ნუ მიმატოვებ. კატალეას ხათრით გთხოვ.
-მაპატიე მაგრამ სადაც შენ არ ხარ, არც კატალეა და ნატუკა არსებობენ ჩემთვის.
-მაგას როგორ მეუბნები. -დაიღრიალა დაჩიმ, ბადრაგს ხელი გააშვებინა და სახეში გემრიელად მითავაზა მუშტი. ლოყაზე მეტად გული მტკიოდა ამ ყველაფრის გამო. კი ვიცოდი რომ ვიქტორია რაღაცას ჩმახავდა მაგრამ ამდენ სამხილს ვერ შეაგროვებდა. დაჩიმ გამანადგურა. ყველაზე მეტად ვისაც ვენდობოდი მან მიღალატა. წამოდგომაში ვიქტორია დამეხმარა. თვალი მოვკარი როგორ მიაკოწიალებდა გაშმაგებულ დაჩის ბადრაგები. სიმწრისგან ყურებიც კი დახშული მქონდა. არც მესმოდა რას იძახდა.
-ხომ გეუბნებოდი მისი ნდობა არ ღირსთქო შენ კი არ დამიჯერე. -ხელი ავუქნიე ვიქროიას და გარეატ გამოვედი. აქ უარესი მელოდა. აცრემლებული თვალებით და ხელში ბავშვით ნატუკა მელოდნენ.
-რა ხდება იოანე, დაჩის გამოუშვებენ? სახეზე რა გჭირს?
-დაჩიმ დამარტყა.
-სულ გაგიჟდა?
-მგონი გაგიჟდა ნატუკა არ ვიცი.
-მაგით რა გინდა რომ თქვა?
-საკმაოდ ბევრი სამხილია მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად.
-არ მითხრა რომ შენ გჯერა რომ დაჩი ამას გააკეთებდა.
-რას დავუჯერო ნატუკა? საკუთარ თვალებს არ ვენდო?
-გულს მოუსმინე იოანე.
-არ გინდა რა ეს ქალური სენტიმენტები.
-იოანე, რა შეიცვალა ამ ერთ საათში? ვეღარ გცნობ.
-არაფერი ნატუკა არაფერი. სახლში წადი.
-რას მეუბნები, სახლში როგორ წავიდე. დაჩის აქ ასე ვერ დავტოვებ.
-ბავშვი მაინც შეიცოდე. წადი თებეასთან მიდი. მე დავრჩები და ვნახოთ რა მოხდება.
-დაჩის ნახვის უფლებას არ მომცემენ?
-მე საიდან უნდა ვიცოდე ნატუკა? იურიდიული არ დამიმთავრებია.
-კარგი იოანე, მე თვითონ გავარკვევ. -ხმა გაებზარა. მაგრამ მეც რა ვქნა გული ძალიან მტკივა. არავის ფერების ხასიათზე არ ვარ. რამოდენიმე წუთში ბრუნდება ნატუკა უკან და უარესად იღვრება ცრემლად. -არ მაჩვენებენ დღეს.
-კარგი. წავიდეთ. დღეს ჩემთან წამოდი. ცოდო ხარ მარტო.
-არაუშავს იოანე, როგორმე მივხედავ ჩემ თავს.
-რომ გეუბნები წამოხვალთქო ესეიგი წამოხვალ.
....
სული ხელში მიჟირავს სანამ იოანე მოვა. არც დამირეკა მიუხედავად იმისა რომ ვთხოვე დამირეკე და ამბავი შემატყობინეთქო. ნერვიულობისგან ლამის მეასედ მოვიარე მთელი სახლი. ადგილსაც ვერ ვპოულობ რომ გავჩერდე. კარზე ზარია. როგორც იქნა მოვიდა. მოუთმენლად გავაღე.
-იოანე. -პასუხად მხოლოდ წაშლილი სახე, ჩასისხლიანებული თვალები და მძიმე ამოოხვრა მივიღე. ხმაც კი არ გაუცია, გვერძე გამწია, უემოციოდ შემოაბიჯა სახლში და ოთახისკენ წავიდა. კართან ბოლო საფეხური ამოარა ნატუკამ ბავშვით ხელში. ცრემლებს ძლივს ყლაპავდა.
-თებე.... ამოიგმინა და გზაში ნაგროვები ტკივილი ამოხეთქა. ცალი ხელით მე მებღაუჭებოდა მეორეში ბავშვი ეჭირა. გული მომიკვდა მის ამ მდგომარეობაში დანახვისას. -ჩემ დაჩისთან მინდა თე..
-დამშვიდდი ნატუ. თავი ხელში აიყვანე. იოანე ყველაფერს მიხედავს.
-არ მიხედავს თებეა, არა. არც მას სჯერა დაჩის.
-გაგიჟდი? ეგ გამორიცხულია. ხომ იცნობ არა ჩვენ ბიჭებს.
-მეგონა რომ ვიცნობდი თურმე არ მცოდნია.
-კარგი შემოდი, დავსხდეთ, დამშვიდდი და მომიიყევი რა მოხდა. -ოთახში შემოვიდა. ბავშვი გამოვართვი და რადგან ეძინა გავიყვანე და კესანესთან ერთად ჩავაწვინე საწოლში. უკან რომ დავბრუნდი ნატუკა ცრემლად იღვრებოდა. ვერ ვუძლებდი მის ამ მდგომარეობაში ყურებას. მივუჯექი და ოვეხვიე. ჩემს მხარს მისი ცხარე ცრემლები მიწვავდა. -დამშვიდდი კარგი? ეგრე დაჩის ვერ დაეხმარები, შენც ცუდად გახდები და კატალეამ რა დააშავა. მასაც ხომ უნდა მიხედვა.
-როგორ ვუშველო დაჩის არ ვიცი. მისი ნახვის საშუალებაც კი არ მომცეს.
-მოიფიქრებს იოანე რამეს, ხვალ ნახავ დაჩის. -უცებ მომშორდა, ცრემლები შეიმშრალა და სიბრაზემ სძლია.
-იოანე ჩვენს დახმარებას არ აპირებს. არ სჯერა დაჩის უდანაშაულობის. ისე მელაპარაკა დღეს ეჭვი შემეპარა ნამდვილად იოანე იყო თუ არა. -დაიწყო და მომიყვა ყველაფერი რაც მოხდა. დაჯერება მიჭირდა რასაც მეუბნებოდა ნუთუ იოანეს შუძლია მეგობარი გასაჭირში მიატოვოს. დაჩიზე ახლობელი არავინ ყავს და როგორ დავიჯერო რომ მისი არ სჯერა. -შენ ხომ მაინც გჯერა რომ დაჩი ამას არ გააკეთებდა.
-მჯერა ნატუკა მჯერა. დარწმუნებული ვარ იოანესაც სჯერა და აპატიე ცხელ გულზე რაც თქვა. აი ნახავ ხვალ ყველაფერი მოგვარდება. ახლა წამოდი დაივენე. ბავშვის ოთახში გაგიშლი დივანს და იქ დაწექი. კატალეა იყოს კესანესთან. -ძლივს წამოდგა ისე იყო ემოციებისგან მისუსტებული. ჯერ ადრე იყო მაგრამ იოანეს მინდოდა დავლაპარაკბოდი და გამეგო რას ნიშნავდა მისი საქციელი. რა სჭირს ამ ბიჭს. ნატუკა დაწვა და მეც კარი გამოვიხურე. ჩვენს ოთახში რომ შევედი, იოანეს წინ დავუდექი. ალბათ მიხვდა რომ ნატუკა ყველაფერს მომიყვებოდა და გადაბრუნდა. -ზურგის შექცევა ვერ გიშველის უნდა ვილაპარაკოთ.
-ახლა არა თებეა ძალიან გთხოვ. დაძინება მინდა.
-შენ რომ რბილ საწოლში წევხარ, იქნებ შენს მეგობარს ახლა უჭირს არ გიფიქრია ამაზე?
-ხვალ ვიფიქრებ მაგაზეც.
-იოანე გადმობრუნდი ჩემსკენ, შენ არ ხარ მგონი ჩემი ქმარი.
-რა გინდა თებეა?
-რა მინდა და მე რომ იოანეს ვიცნობ ის ეგეთ რამეს არ იტყოდა როგორც ჩანს არ მცნობიხარ კარგად. ცრემლები მომერია. დაჩის ალბათ იოანეს იმედი აქვს ეს კი არაფრის გაკეთება აპირებს.
-გეყოფათ რა ეს დრამა. მივხედავ ხვალ ყველაფერს. -პასუხის ღირსიც აღარაა ჩემგან. ახლა მივხვდი რატომაა ნატუკა ასე გულნატკენი იოანეს გამო და თურმე მხოლოდ სიბრაზის ბრალი მართლა არ ყოფილა. მის სახეზე ჩალურჯებას რომ შევხედე მე მეტკინა მის ნაცვლად მაგრამ დაუმსახურებია და ტკიოდეს არც ცივს დავადებ. მიხვდეს თავის დანაშაულს. სისუსტეს არ გამოვიჩენ.
....
-გამარჯობა დაჩი, არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
-რით დავიმსახურე თქვენი სტუმრობის პატივი ქალბატონო ვიქტორია.
-არ მინდოდა საკანში მარტოს მოგეწყინა და ვიფიქრე გავამხიარულებთქო
-რა თავაზიანი ხართ.
-ისე დაჩი ხომ ხედავ შენმა ყოყლოჩინობამ სანამდე მიგიყვანა.
-ეგ გულკეთილობა იყო, თუმცა ჰოო.. შენ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცი.
-ვინც იცის იმან რაა? დაგიფასა თუ?
-ვის გულისხმობ.
-შენს ძვირფს მეგობარ იოანეს..... სულ მარტივად შევძელი მისი დარწმუნება. ახლა შენ დიდი ხნით მოგიწევს აქ ჯდომა მე კიდე ვიზეიმებ ჩემი ტრიუმფით.
-მე თქვენს ადგილას ნაადრევას არ ვიზეიმებდი.
-რატომ დაჩი, შენ კიდევ გაქვს რაიმეს იმედი?
-იმედი ბოლოს კვდებაო ხომ გაგიგიათ.... ჩემზე ჭკვიანმა თქვა ეგ.
-იციი? მომწონს შენი შემართება. იოანეს მეგობარი რომ არ იყო გავუგებდით ერთმანეთს მაგრამ რას იზამ ცხოვრებაში ყველას არ უმართლებს... ახლა შენის ნებართვით წავალ. საკნის ნესტი სულს მიხუთავს. ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებ...
-ერთი წუთით. სანამ წახვალთ რაღაც მინდა გთხოვოთ. თუ მაინც მწირავთ და არც იოანეს სჯერა ჩემი. ძალიან გთხოვთ ჩემს ცოლ- შვილს ამ საქმეში ნუ გარევთ.
-კარგი, მაგ თხოვნას შეგისრულებ. ჩავთვლი რომ მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელი თხოვნაა.
-და კიდევ ერთი.. შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-დღეისთვის მემგონი საკმარისზე მეტი ვილაპარაკეთ.
-ხო მაგრამ არამგონია საკნის ნესტის შეგრძნება კიდევ გსურდეთ და დღესვე ვუთხრათ ერთმანეთს რაც სათქმელია. იმიტომ რომ ჩვენ ორმა სიმართლე ვიცით უბრალოდ მე ჩემ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ.
-უკვე მეორედ ვამბობ დღეს რომ მომწონხარ და ბევრს არ აქვს ამის პატივი რომ იცოდე... კარგი მკითხე.
-რატომ აკეთებ ამ ყველაფერს და მითუმეტეს მე რატომ გამრიე ამ ამბავში.
-ზედმეტად ცნობისმოყვარე ყოფილხარ. გრძელი ამბავია. მხოლოდ ერთს გეტყვი რომ ის რაც იოანეს ახლა აქვს ყველაფერი მე მეკუთვნის და მივიღებ კიდეც. რაც შეგეხება შენ....შენ უბრალოდ სატყუარა ხარ რომ იოანეს დამორზცილება შევძლო.
-ხო მაგრამ ჩემზე კარგი სამიზნე თებეა რომ არის?
-კი მაგრამ შენ თან ნერვებს მიშლიდი. წინაზე გეგმაც ჩამიშალე და ასე გადავწყვიტე სამაგიეროს გადახდა.
-ჭკვიანი და ცბიერი ქალი ხარ ვიქტორია.
-მაგას კომპლიმენტად მივიღებ.
....
შუაღამეს სახლიდან ისე გამოსვლა რომ იქ მყოფმა ოთხმა ადამიანმა ვერაფერი გაიგოს...საღოოლ ჩემო თავო. ვამაყობ შენიით. ყველაფერი უნდა მოვასწრო და დილამდე სახლში დავბრუნდე.
-გამარჯობ ვიქტორია სახლსი ხარ? შენი ნახვა მინდა.
-ასეთ დროს იოანე?
-რა არ შეიძლება?
-კარგი. ახლავე გამოვალ.
-ვიღაცასთან ლაპარაკი მონდოდა და ამ ეტაპზე შენს მეტს ვერავის დაველაპარაკებოდი, მაპატიე ასეთ დროს რომ მოვედი.
-არაუშავს, ვილაპარაკოთ არაა პრობლემა.
-ვერ ვიჯერებ რომ დაჩიმ ეს გამიკეთა. იმ ფულზე მეტად იმას ვდარდობ რომ ჩვენს მეგობრობას უღალატა.
-სიმართლე გითხრა ჩემი მიზანიც ეგ იყო იოანე რომ დაგენახა სინამდვილეში ვის უნდა ენდო.
-მაპატიე ვიქტორია რომ არ გენდობოდი. შენ რომ არა დაჩი რას მოიმოქმედებდა არავინ იცის. შეეძლო ულუკმაპუროდ დავეტოვებინე.
-ეგ არ მოხდებოდა, მე ხომ შენს გვერდით ვარ.
-მადლობა ვიქტორია. მაგრამ რატომ აიღე დაჩიზე ეჭვვი?
-ხალხის ცნობა ვიცი იოანე. მისი ეს თავდადებული მეგობრობა საეჭვოთ მომეჩვენა და დეტექტივი დავიქირავე.
-ამის გარდა ვინ იცის კიდევ რამდენი სისაძაგლე შეიძლება ჰქონდეს მანამდე ჩემთვის განაკეთები.
-არაუშავს, მთავარია ახლა სიმართე იცი და იზრუნე რომ დაჩის საკადრისი მიეზღოს.
-ცოტა ხნით თავი არ მექნება და თუ შეგიძლია ბანკის მმართველობა გადაიბარე. კარგი?
-კარგი იოანე არ იდარდო ყველაფერ მივხედავ. თუ გინდა შვებულება აიღე არაა პრობლემა.
-იყოს, მხოლოდ რამოდენიმე დღე და დავბრუნდები ისევ. სტრესს მოვიხსნი დაა.
-კარგი როგორც გინდა. ახლა წადი თორემ თებეაც ინერვიულებს სახლში რომ არ დახვდები.
წამოვედი ვიქტორიასგან და პირდაპირ პოლიციის სამმართველოში მივედი. დაჩი უნდა მენახა ისე ვერ მოვისვენებდი. რა კარგია ყველგან ნაცნობი რომ გეყოლება ადამიანს. გამიხარდა დაჩის ნახვის საშუალება რომ მომეცა. აუცილებლად უნდა მელაპარაკა მასთან თორე ვერ მოვისვენებდი ვიცი.
-მოხვედი?
-აბა რა გეგონა? ასე დავტოვებდი ამ ყველაფერს?
-მაპატიე რომ დაგარტყი.
-ძლიერად მოგივიდა.
-ზატო დამაჯერებელი იყოო.
-კი იყო მაგრამ სავალდებულო იყო წარბი რომ გაგეხია?.
-კაი რა იყო ეგეთები აგიტანია?
-იდიოტი ხარ.
-ნატუკა როგორაა?
-აუ საშინლად. ჩემი თავი მეზიზღებოდა აგდებულად რომ ველაპარაკებოდი. შევაძულე ალბათ თავი ერთ დღეში. მერე თებეაც მეჩხუბა დაა...
-არაუშავს სიმართლეს რომ გაიგებენ ორივე გაპატიებს



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აი ვიცოდი ვიცოდი ვიცოდი ვიიიიცოდიიიიიი!!!!!
ვიცოდი რო ასე იქნებოდა. ვერ დავიჯერებდი რომ იოანემ ასე უცებ ჩარტო დებილი.. ხოდაა ვნახოთ რა იქნებააა
ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ იგვიანებ სიხა იგვიანებ!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაი გული მოუთმენლად ველი შემდეგ თავს არ დააგვიანო რა გთხოოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3  offline წევრი nini sabauri

ვაიმე, ვერ ვიჯერებდი იოანე ასე უცებ რომ შეიცვლებოდა და ბოლო ნაწილში გულს მომეშვა სიმართლე რომმ გავიგე, შემდეგს ველი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent