შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 24 თავი


17-05-2017, 23:12
ავტორი ankatuna
ნანახია 2 767

-გაიმეორე რა თქვი?
-ეს ძუკნა ნახე. არა და როგორ მომწონდა ეგ გოგო.
-არა ვერ დავიჯერებ ლიანა მაგას არ იკადრებდა.
-რატო ვითომ შენი შერცხვებოდა.
-არა უბრალოდ ის კარგი გოგოა. ყოველთვის მეხმარებოდა.
-იმიტომაც გეხმარებოდა შენი კეთილგანწყობა რომ მოეპოვებინა.
-დაჩი ტვინს ნუ მიბრუნებ. იქნებ ჩვენ ვერ გავიგეთ სწორად ყველაფერი.
-იოანე გცემ იცოდე. როდის მერე გახდი ასეთი მეამიტი. წამოდი და თვითონ ვათქმევინოთ ყველაფერი.
-ეგრე თუა შენი აზრით რაიმეს გვეტყვის?
-ეგეთები ფულის გულისთვის საკუთარ დედასაც ყიდიან. გვეტყვის კი არა წერილობითაც დაგვიდასტურებს კიდე.
-ასე პირდაპირ ვერ მივალთ და ვერ ვკითხავთ.
-აბა რას მთავაზობ.
-დეტექტისვ ვთხოვოთ რომ იქნებ ფოტო ან ვიდეო მასალა მოიპოვოს რითაც მათ კავშირს დავადასტურებთ.
-მაინც არ იჯერებ არაა.
-ვიჯერებ თუ არა სამხილი მაინც დაგვჭირდება სიმართლის დასადგენად.
-კარგი ხო, ამჯერად გაიმარჯვე.
სახლში რომ მივედი თავი მისკდებოდა ისე ვიყავი. მთელი დღეა ტვის ვიჭ....ტ. ჯერ ვიქტორია და მისი ტყუილები ახლა კიდე ლიანა. უჩვეულო სიჩუმე იყო. არც ტელევიზორის ხმა, არც მუსიკის. თებეას ასე არ ჩვევია. ალბათ ნატუკასთან წავიდა. დავურეკავ და წამოვიყვან. ტელეფონის ზარის ხმა ჩვენი ოთახიდან ისმოდა. ალბათ სძინავს. გავიფიქრე და ფეხაკრებით მივედი ოთახის კარამდე. სახელური ჩამოვწიე და ნელა შევაღე.
-იოანე დაიწყო. -ლოგინზე მოკრუნჩხული იწვა თებეა და ტირილისგან უკვე დასიებული ქონდა თვალები.
-სულელო, რატომ არ დამირეკე. -შიშისგან ლამის მუხხლები მომეკვეთა მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ მივედი ხელში ავიყვანე და კიბეებს დავუყევი.
-თავიი არ მქონდა იოანე, ძალიან მტკივა, რამე გააკეთე გთხოვ.
-მალე თებეა, მალე მივალთ ცოტაც გაუძელი ჩემო მამაცო გოგო კარგი? -თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და სუნთქვა დაიწყო. ღრმად აუდიოდა გულ-მკერდი. ყოველ წამოტკივებაზე თითო სანტიმეტრით პატარავდებოდა მეგონა. როგორც იქნა სავადმყოფომდე მივაღწიეთ რეინჯერებმა საკაცე მოგვაგებეს და თებეა ერთი მუჭაღა იყო დარჩენილი. მაგრად იყო ჩაბღაუჭებული ჩემზე. სამშობიარო ბლოკამდე მივედით და უცებ თვითონ გამიშვა ხელი. -თებეა. -ჩემდაუნებურად ამოვიყვირე.
-არა იოანე, არ შემოხვიდე. -არც არასოდეს მიფიქრია შევიდოდი თუ არა სამშობიარო ბლოკში მაგრამ ახლა ნამდვილად არ მინდოა ამ მდგომარეობაში მისი მიტოვება. ბევს ვერაფერს გავუკეთებდი მაგრამ ჩემი გვერდით ყოფნა გაამხნევებდა ცოტათი.
-მაგრამ...
-არა იოანე, არ მინდა. -თქვა და კარიც მიიხურა. ახხლა უკვე ვიგრძენი როგორ გამეყინა სხეული, მუხლებში ძალა აღარ მქონდა და იქვე კედელთან ჩავიკეცე. ჩემ გოგოს ტკივა და მე ვერაფერს ვშველი. ღმერთს ვევედრები რომ ორივენი კარგად იყვნენ. იქვე დაკიდებულმა საათმა ნერვებზე ამიყოლია. წიკ,წიკ,წიკ,წიკ.. სიახლე კი არაფერია. ახლა ყველაზე მეტად მინდა დაჩის გვერდით დგომა, მან უკვე გამოიარა ეს დ გამიგებს. ნომერი ავკრიბე პირდაპირ მივახალე.
-დაჩი საავადმყოფოში ვართ თებეა მშობიარობს.
-იაონე გამაგრდი, მოვდივართ.
-მიდი მალე. -ტელეფონს ვთიშავ და ბლოკიდან ექთანი გამორბის. -მოიცადეთ რა ხდება, თებეა როგორაა? -პასუხი არც გაუცია, მეტიც ყურადღება არ მომაქცია წავიდა და მალევე სისხლის ბალიშით დაბრუნდა. ნეტა რად უნდათ, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. -ღმერთო, შენ ხომ მართლა არსებობ, თებეას სწამს შენი და მეც ვისწავლე შენი ნდობა. გევედრები დაიფრე ჩემი გოგო. მინდა მის ბედნიერ სახეს ხედავდე. ბედნიერი დედა გახდეს. ნუ გამწირავ უფალო გევედრეი. ნუ წამართმევ სიცოცხლის წყაროს. შენ ხომ კარგად იცი რომ თებეას წყალობით ვარსებოობ. ეს ჩვენს ცოვრებაში უბედნიერესი დღე უნდა იყოს და უბედურებად ნუ გადამიქცევ გევედრები. თვალიდან ცრემლი ჩამომიგორდა და თბიი ხელის შეხება ვიგძენი, უცებ გავახილე და ნატუკას ამღვრეულ თვალებს წავაწყდი.
-ნუ გეშინია იოანე, ეს მეც გამოვიარე სულ მალე სასიხარულო ამბავს გვახარებენ.
-მპირდები ნატუ? -მივიწიე და მაგრად მოვეხვიე. მისი სიახლოვე ხლა თებასთან ყოფნის ტოლფასი იყო ჩემთვის. ალბათ გრძნობს ახლა როგორ ვნერვიულობ მის გამო.
-მე გპირდებ ძმა, სულ მალე შენი გოგოს ტირილი შეაზანზარებს საავადმყოფოს კედლებს და მჭექარე ხმით ამცნობს სამყაროს მის დაბადებას. -დაჩიმ მხარზე ხელი დამადო და მისი მკლავებიდან კატალეას მომღიმარ სახეს წავაწყდი. მისი ბედნიერი გამომეტყველება გადამდები იყო. მეც გამეღიმა მის დანახვაზე.
-წამოდექი იოანე, საშიში არაფერი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია.
-ძალიან ტკიოდა ნატუ.
-შენ უნდა გენახა ეს რა დღეში იყო. ლამის თვითმფრონავის ფანჯრებში მინები ჩაამსხვრია ისეთი ხმით ღრიალებდა და კიოდა. -სიტუაციის განეოტრალებას ცდილობდა დაჩი.
-დეგენერატო. - შეუღრინა ნატუკამ.-აი ნახავ იოანე მალე ის ტკივილი ბედნიერებად ექცევა და ამ ყველაფერს ღიმილით გაიხსენებს. შენ დამშვიდდი თორე ხომ იცი თებეა მის თავზე მეტად შენ გიდარდებს.
-არ წამიყოლა სამშობიარო ბლოკში.
-ვიცი, ამბობდა, არამგონია მოინდომოს მაგრამ თუ ისურვებს არ შევიყოლებ, ვიცი ინერვიულებს და არ მინდა რომ ჩემს გამო დაიტანჯოსო.
-ხო მაგრამ, ის რომ ჩემ გამო იტანჯება ახლა?
-არცერთი ქალისთვის შვილისთვის სიცოცხლის ჩუქება ტანჯვა არაა. -ბლოკის კარი გაიღო და ექიმმა გამოაბიჯა თან ხალათს იხდიდა. ერთად წამოვიშალეთ. ექიმს მივვარდი და კითხვა არც დამჭირვებია პასუხი მომაგება.
-გილოცავთ, ჯანმრთელი და არაჩვეულებრივი ქალიშვილის მამა ხართ. მართალია მცირე გართულებას ჰქონდა ადგილი მაგრამ დედაც და შვილიც კარგად გრძნობენ თავს. -ექიმმა მხარზე ხელი მომითათუნა და წავიდა.
-ხომ გეუბნებოდი, გილოცავ მამიკო. -კისერზე ნატუკა შემომეხვია.
-ყველამ გაიგეთ ბიძა გავხდი. -იღრიალა დაჩიმ იმხელა ხმაზე ლამის ყურის ბარაბანი გამისკდა.
-შენ სულ გადაირიე ბიჭო? დაგავიწყდა სად ხარ.? -გამოკიდა ნატუკა.
-კაი ხო რა იყოო.... გილოცავ ძმა. სასახელო გოგო გაგეზარდოს.. ჰე ახლა რას გრძნობ თქვი.
-არ ვიცი დაჩი რას ვგრძნობ. რაგაც სხვანაირს ვგრძნობ რასაც სიტყვებით ვერ ახსნი. თან მეშინია, ხომ კარგი მამა ვიქნები.
-ახლა ნუ აჩერჩეტდი შეენ, ძალიანაც კარგი მამა იქნები.წამო ვნახოთ პრინცესა.
-ასე მალე გვანახებენ?
-რას ქვია არ გვანახებენ.
-ნუ ყოყლოჩინობ, სანამ არ მოაწესრიგებენ ორივეს, მანამდე არ გვანახებენ ხომ იცი.
-კაი რაა ნატუკა მე ვაიმედებ ადამიანს და შეენ....
-კაი რა გაჩხუბებთ. როცა იქნბა მაშინ მანახონ ოღონჯდაც კარგად მყვანდნენ ორივე. -მალე რეინჯერმა ბიჭმა ის საწოლი გამოაგორა რომელზეც თებეა დააწვინეს.
-ქვედა სართულზე შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ მე-12 პალატაში. იქ ჩამოიყვანენ დედასაც და შვილსაც. გილოცავთ ბატონო. - გამიღიმა და ხელი ჩამომართვა ბიჭმა. მოუთმენლად ჩავიარე კიბეები იმ იმედით რომ ისინი უკვე იქ დამხვდებოდნენ მაგრამ არა, პალატა ცარიელი დამხვდა. დრო ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. სულ არ გადიოდა. წამები გაიწელ უსასრულოოდ.
-სად წავიდ...... -სიტყვა გამიწყდა როდესაც ექთანმა საკაცეთი თებეა შემოაგორა ოთახში. წაშლილი, დაღლილი სახე ქონდა. ნაძალადევად გამიღიმა. ეს ის სახე არ იყო მე რომ ასე მიყვარს. -თებეა, როგორ ხარ. ხომ არაფერი გინდა.
-არა იოანე კარგად ვარ. ჩვენი გოგო იცი რა ლამაზიაა?
-ნუ ლაპარაკობ, დაისვენე. -ხელი მაგრად ჩამჭიდა და მალევე ჩაეძინა. თმა სულ სველი ქონდა ოფლისგან. თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა. როგორ გაწვალდა. გული მეკუმშებოდა მის ასეთ მდგომარეობაში ყურებისას.
-მამიკო ნახე ვინ მოვიდა... -ნატუკას ხმამ გამომარკვია ფიქრებში. მოვბრუნდი და ხელში თეთრ პლედში გახვეული პატარა არსება უჭირავს. ჩემი შვილი უჭირავს. თებეას ხელი ფრთხილად დავდე. ნატუკას მივუახლოვდი და თან გული ყეში მომებრჯინა. ნერწყვი გადავყლაპე მძიმედ და მისკენ ბოლო ნაბიჯიღა გადავდგი. პლედი კარგად გადაწია ნატუკამ და თითქოს მზემ ამოანათა. ჩემს წინ პატარა უსუსურ არსება იყო. ჩემი და თებეას დიდი სიყვარულის პატარა, სულ პაწაწინა ნაყოფი. შიში აღარ მიგრძვნია. ნატუკას ხელი გავუწოდე რომ ბავშვი ჩემს მკლავებში მომექცია. მინდა თავიდანვე იგრძნოს რომ მამა ყოველთვის ყველაფრისგან დაიცაავს. დედასავით მამაცი გოგო იქნება. მის არსებობას უკვე ცხადად ვგრძნობდი ჩემს გულთან ახლოს. მივიკარი გულზე და მისი ტკბილი სურნელი ხარბად შევისრუტე. ასე ბედნიერი არასოდეს მიგრძვნია თავი თითქოს მე თვითონ დავიბადე თავიდან. მისი პატარა თითები ხელში მოვიმწყვდიე. ჩამებღაუჭა. ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ახალშობილია და ის ჩემი შვილია. მადლობა შენ უფალო რომ ჩემი ვედრება შეისმინე. დღეიდან მე ჩემი საკუთარი ანგელოზი მყავს დედამიწაზე, ჩემი კესანე.
-უკაცრავად, მაგრამ ქვემოთ მიმღებში ბავშვი უნდა დაარეგისრიროთ თანაც ამდენხანს პალატაში მისი გაჩერება არ შეიძლება. როდესაც ჭამის დრო მოვა ისევ მოვიყვანთ. -ექთანმა ხელი გამომიწოდა რომ კესანე წაეყვანა. კიდევ მინოდა რომ დამეტოვებინა მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის ასეა საჭირო თანაც რამოდენიმე დღეში უკვე სულ ჩემთან მეყოლება. მივაწოდე და წავედი რომ ჩემი პრინცესას არსებობა ოფიციალურად დამედასტურებინა.
-გამარჯობათ. ბავშვის რეგისრაციისათვის ჩამოვედი.
-თებეა ყიფშიძე არა?
-დიახ. მე მეუღლე ვარ მისი და ბავშვის მამა.
-გილოცავთ. თქვენი პირადობა მომაწოდეთ თუ შეიძლება.
-მადლობა აი ინებეთ.
-ბავშვის სახელი მითხარით თუ შეიძლება.
-კესანე.
-უკაცრავად როგორ? -გამეღიმა რეგისტრატორის რექციაზე.
-კესანე, მთის ყვავილია.
-და ნიშნავს არასოდეს დამივიწყო. -საუბარში მესამე ხმა ჩაერთო. მოვბრუნდი და ვიქტორია ვარდებით და დათუნიით ხელში. ყველაზე ნაკლებად მის დანახვას ველოდი ახლა. ან საიდან გაიგო. მომიახლოვდა და გდამეხვია. -გილოცავ იოანე.
-მადლობაა, და შენ აქ რას აკეთებ?
-რა კითხვაა იოანე. ჩემი ძმიშვილი დაიბადა და მაქვს აქ ყოფნის უფლება. შეიძლება თებეა და ბავშვი ვნახო? მივულოცავ.
-ბავშვი წაიყვანეს უკვე და თებეას სძინავს.
-რატომ გაატანე ათასი უბედურება ხდება, საავადმყოფოებში ჩვილები ხშირად იკარგებიან არ იცი? იქნებ ვინმემ....
-არ გაბედო და სიტყვები არ დააბოლოვო თორემ გეფიცები დავივიწყებ ვინ ხარ და სად ვართ. -საუბარში დაჩი ჩაგვერთო და სიბრაზისგან სულ აჭარხალებული იყო. მე სიბრაზეზე მეტად შიში ვიგრძენი. არაფერი ჩაედინა ამ ალქაჯს. -ძალიან გთხოვთ წაბრძანდით.
-იოანე მგონი შენს მეგობარს ზედმეტი მოსდის.
-წადი ვიქტორია. აქ შენი ყოფნა არაა საჭირო.
-მაგრამ მე თებეასთვის მილოცვა მინდოდა.
-ჩვენ გადავცემთ არ იდარდოთ. -მიუგდო სიტყვები დაჩიმ და ხელიდან საჩუქრები უცერემონიოდ გამოგლიჯა.
-ფრთხილად ცხოველო.
-უკაცრავად რა თქვით? -ახლა ომი დაიწყება, ნატუკამ ვიქტორიას სიტყვები გაიგონა.
-აარაფერი ძვირფასო უბრალოდ შენს მეუღლეს სხვა მანდილოსნებთან მოქცევა ასწავლე.
-მან კარგად იცის როგორ უნდა მოიქცეს მანდილოსნებთან მაგრამ აქ მანდილოსანს რომ ვერავის ვხედავ? -ყოოჩაღ ნატუ, დღეს მოწოდების სიმაღლეზე ხარ. გამეღიმა გულში და დაჩის თვითკმაყოფილი სახის დანახვამ უფრო გამამხიარულა.
-რაც ქმარი ის ცოლი. -ვალში არ დარჩა ვიქტორია. -ნახვამდის იოანე და ჩემი რჩევა გაითვალისწინე. -ირონიულად გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ აიღო გეზი. კართან არ მისულმა ისევ გამომხედა. თავი გადააქნის, გაიღიმა და წავიდა.
-თვალებს ამოვჩიჩქნი მეორედ ამ კახპას. -სიბრაზე ვეღარ დამალა ნატუკამ. ვიქტორიას მოტანილი საჩუქრები გამოგლიჯა დაჩის და დერეფნის ბოლოში მდგარი ურნისკენ აიღო გეზი. ჩაყარა, რაღაც ჩაიბურდღუნაა და ისევ ჩვენთან დაბრუნდა.
-აი ინებეთ ბატონო ბავშვის დაბადების მოწმობა და თქვენი პირადობა.
ვარდისფერი ორად გაკეცილი ფურცელი მომაწოდა რეგისტრატორმა გოგონამ. გადავფურცლე და ამოვიკითხე დიდი ლამაზი ასოებით დაწერილი სხელი და გვარი. -კესანე ლომიძე. დაბადების თარიღი 20017 წლის 14 აგვისტო. მამა - იოანე ლომიძე. დედა - თებეა ყიფშიძე. წონა-3.2კგ, სიმაღლე-48სმ, სისხლის ჯგუფი მე-2 უარყოფითი.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momenatre
Sad iyaavi?

 


№2  offline წევრი ankatuna

nawkas12345
Momenatre
Sad iyaavi?

მეც მომენატრეეთ.....ხვალ მომდევნო თავსაც დავდებ :*

 


№3  offline წევრი nigita

იმედია შემდეგ თავში ვიქტორია კესანეს მოპარვას არ გეგმავს .... ისე ძალიან ნუღარ დაიგვიანებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent