შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 25


19-05-2017, 18:35
ავტორი ankatuna
ნანახია 2 631

-იოანე წამოდი თებეამ გაიღვიძა და მალე ბავშვსაც შემოიყვანენ. ამის სათქმელად მოვდიოდი ის გველი რომ დავინახე. -ხელი ჩამჭიდა ნატუკამ.
-ხო მოვდივარ. - მოწმობა გავკეცე და წავედი. ვეცადე მოწოლილი ცრემლები უკან გადამეგორებინა. პალატაში მომღიმარი თებეას დანახვამ მეტად ამივსო სიხარულით გული. მივუახოვდი და გადავეხვიე. -ბედნიერი ხარ თებეა?
-მაგას როგორ მეკითხები, ხომ იცი რომ უბედნიერესი ვარ და ამ სიტყვასაც არ ძალუძს ბოლომდე იმის გამოხატვა რასაც მე განვიდი. შენი შვილის დედობა ჩემთვის დიდი სიამაყე და პასუხისმგებლობაა.
-მეტი არ გვინდა კარგი?
-რა სისულელეს ამბობ. ეგ რამ გაფიქრებინა?
-აღარ მინდა კიდე შენი ამ მდგომარეობაში ნახვა.
-ყველაფერი უფლის ნებაა. მაგრამ იცოდე მე მეორე შვილსაც გავაჩენ.
-კარგი როგორც შენ გინდა.
-ნახე უკვე ბავშვი?
-კი, ის ისეთი, ისეთი სათნო და საყვარელია. პირობას გაძლევ ულაღესი ბავშვობა ექნება.
-ვიცი იოანე, მჯერა შენი. -მალევე მოიყვანეს პატარა ქალბატონიც. თებეას თვალებში ცრემლები აუკიაფდა. კესანე გულში ძლერად მიიხუტა და ცდიობდა მის ბოლომდე შეგრძნებას. ეს ისეთი სანახაობა იყო სიტყვები ვერ აღწერს. ჩემს წიონ ის ორი არსება იყო ვისთვისაც შემიძლია სიცოცხლე დავთმო. -გახვალ იოანე?
-რატო უნდა გავიდე?
-უნდა ვაჭამო ბავშვს.
-მერე რაა, შენი მკერდი არ მაქვს ნანახი თუ რაა?
-არა, იფიქრა არ შეშურდესო. -კარში დაჩიმ შემოაბიჯა და ჩვეული ხუმრობც მოაყოლა.
-რა იყო შენ გშურს კატალეას რომ ვაჭმევ. -ნატუკამ დამასწრო და ჩაკბინა. ყველას გაგვეცინა.
-არა ისე კი მშურს მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ იტყვი ადამიანი. თან ჩემი შვილი და აქვს უფლება რომ დავუთმო ცოტახნით.
-რა არანორმალურები ხართ ორივე. -თავი გააქნია თებეამ და დაჩის გამო ბავშვს პლედი წამოაფარა და ისე აჭმევდა.
-აბა თუ მოიფიქრებს ახლა რომ გავიდეს გარეთ. -ისევ დაგესლა ნატუკამ.
-იყოს ნატუ არაუშავს. ასეც ახერხებს ჭამას.
-კაი წავალ რა იყოო, დღეს მთელი დღეა ხო არ გამახარე. ცოლი ხარ ჩემი თუ მტერი.
-ნუ იჩხუბებთ ახლა რა გჭირთ ხალხო.
-წამოდი იოანე წამოდი. ქაებს ასე ჰგონიათ მარტო მათ იციან ყველაფერი და მარტო ეგენი არიან ჭკვიანები. ჩვენ ვიკითხოთ თორე.
-დაჩი დაფიქრდი რას ლაპარაკობ თორე გეფიცები სახლში არ შემოგიშვებ დღესაც.
-მოიცა რაო? დღესაცო? -მცირე პაუზის შემდეგ იკითხა თებეამ დ მერე მეც დავუფიქრდი. ნატუკამ ენაზე იკბინა და დაჩი აჭარხალდა.
-ჰე იტყვით ახლა რა მოხდა?
-შენმა დაქალმა გითხრას. -ბრაზით გვესროლა დაჩიმ სიტყვები და პალატიან გავიდა. თებეამ მანიშნა გაყევიო, თან მივხვდი რომ ალბათ ახლა ნატუკა უნდა გაატაროს პარში და გაიგოს რა მოხდა.
-რა იყო როდის მერე დაიწყეთ თქვენ კინკლავი?
-რაც კატალეა გაჩნდა მის შემდეგ სექსი არ გვქონია.
-მერე მაგის გამო ეჩხუბე? შენ სულ გამო*ლევდი?
-მე არა თვითონ მეჩხუბა. არაფერში არ მიწევ ანგარიშს, არ გიყვარვარო, ბავშვის გაზრდაში არ მეხმარებიო და ათასი ქალური გამოხტომები.
-საჩხუბარი ყოფილხარ, ჯერ ერთი მშობიარობიდან თითქმის ორმოცი დღე ქალს ციკლი აქვს და არც სექსია მიზანშეწონილი და მერე ერთი ღამე მაინც ბავშვის გამო გაგითევია? -უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია და აქეთ იქეთ ნერვიულად სიარული დაიწყო. -მერე მაინდამაინც უნდა შეგახსენოს რომ ეგ ბავშვი შენიცაა? ნატუკაზეც იფიქრე, როგორ უჭირს მარტო შვილის გაზრდა.
-ბავშვს სიცხე რომ ქონდა რომ გამაღვიძა ხომ წავედი შუაღამეზე წამალზე. გამოუცდელი ვარ და არ ვიცი ეგეთები
-დეგენერატო, საერთოდ რატომ გეძინა ეგრე თუ იყო. თუ პირიქით გვერდით ჭირდებოდი ნატუკას. თანაც ისე ამბობ გამოუცდელი ვარო თითქოს ნატუკას სხვა შვილებიც ყავს. იმან რა ქნას შენზე ასმაგად მეტი პასუხისმგებლობა რომ აქვს. ნამდვილად დამნაშავე ხარ დაჩი ამ ეტაპზე და თავის გამართლებას აღარ ეცადო გაფრთხილებ. მიდი ახლა იმ გოგოსთან და მოუბოდიშე და დაეხმარე.
-ახლა იქ შესვა არ გინდა? თებეაც დამაყრის ქოქოლას. -სახე წაეშალა დაჩის და გამეცინა არ მეგონა თებეას ასეთი რიდი თუ ქონდა.
-კაი წამოდი, კაცი არა ხარ? თან ხო იცი თებეა ეგეთი რამის თქმას არასოდეს გაკადრებს.
-ვიცი მაგრამ მაინც მეშინია. კიდე თუ არ შემიშვა დღეს სახლში მართლა, მოვალ შენთან კაი?
-რა ბოთე ხარ. ხო იცი ჩემი სახლის კარი შენთვის მუდამ ღიაა, რად უნდა მაგას კითხვა. ოთახში შევედით და ნატუკა ფანჯარასთან იდგა ზურგშექცევით, რომ შემოტრიალდა შევატყვე ნამტირალები იყო. შემეცოდა. თებეას ვანიშნე რა ხდებათქო და ისეთი სახე მიიღო მივხვდი არაფერი უჭირს მეტის ღირსიაო. მაგარი შენაჯორი ყავდა ფაქტია. მერე დაჩის გახედა და ტუჩების მოძრაობით მიახვედრა.
-მიდი ახლა და მოეხვიე. -დაჩი ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა. მხარი მივარტყი რომ წასულიყო. მიუახლოვდა ნატუკას და ხელი მოხვია. ნატუკამ სახე მოარიდა და მისი მოშორება ცადა მაგრამ დაჩიმ მიიზიდა მისკენ და ჩაეხუტა. ნატუკამაც აღარ შეეწინააღმდეგა და ურაა, შევარიგეთ. თებეას გავხედე. მიხვდა რასაც ვფიქრობდი და თვალი ჩამიკრა. საწოლზე ჩამოვჯექი გვარდით. პლედი ავწიე და კესანეს ჩასძინებოდა ძუძუთი პირში. ისეთი სასაცილო შესახედი იყო. ამ დროს ექტანი შემოვიდ ბავშვი უნდა წავიყვანოთო.
-არ შეიძლება ღამით დედასთან დარჩეს? -მოულოდნელად ჰკითხა დაჩიმ და გაგვიკვირდა ყველას მისი ეს კითხვა.
-მაპატიეთ ბატონო მაგრამ პროტოკოლი მაგის უფლებას არ გვაძლევს.
-ვის შეიძლება დაველაპარაკოთ ამ საკითხის თაობაზე? -ვანიშნე რა ხდებათქო მაგრამ არ მიპასუხა.
-საავადმყოფოს დირექტორმა და მთავარმა ექიმმა უნდა მოგცეთ უფლება.
-წამოდი იოანე დაველაპარაკოთ. -ნატუკას ხელი გაუშვა და წამოვიდა ჩემსკენ. ინსტიქტურად ავდექი და გავყევი. გოგოებმა გაურკვევლობით სავსე თვალებით გადახედეს ერთმანეთს.
-რა საჭიროა დაჩი ამხელა ამბავის ატეხვა ხვალ სახლშიც კი გაგვწერენ უკვე.
-საჭიროა იოანე. იმ ალქაჯს არ ვენდობი. მეშინია რაიმე არ ჩაიდინოს. არ გახსოვს რა თქვა რომ მიდიოდა?
-არამგონია სერიოზულად ეთქვა.
-არ მაინტერესებს შენ რა გგონია. თავდაცვა საუკეთესო თავდასხმაა ხო იცი. უფრო მშვიდათ ვიქნები თუ მეცოდინება რომ ჩემი ძმიშვილი დედის გვერდითაა.
-მადლობა დაჩი. -გავაჩერე და მოვეხვიე. -ნამდვილი ძმა ხარ.
-კაი ახლა ნუ დაიწყებ ქალივით ქვითინს. შენც იგივეს გააკეთებდი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.
დერეფნის ბოლოში ჩავედით და დირექტორის კაბინეტსაც მივადექით.კარზე დააკაკუნა დაჩიმ და პასუხს არც დალოდებია შეაღო. ნანახით ორივე გაოცებული დავრჩით. ერთ ადგილზე გავიყინეთ და ვერცერთმა ნაბიჯიც კი ვეღარ გადავდგით.
-შენ აქ რას აკეთებ? -კისერზე ძარღვები დაებერა დაჩის. და წაიწია მაგრამ ხელის ჩავლება მოვასწარი და გაჩერდა.
-ვიქტორია, აქ რას აკეთებ?
-თქვენ ალბათ იოანე? გილოცავთ გავიგე ქალიშვილი შეგეძინათ. თქვენი და აქ იმის სათხოვნელად მოვიდა რომ გამონაკლისის სახლით თქვენს მეუღლეს ღამით პალატაში ბავშვის დატოვების საშუალება მივცეთ.
-რაა? -გაოცებისგან პირები დავაღეთ მე დ დაჩიმ. ეს რაღაც ახალი აქვს ჩაფიქრებული. წამოდგა ვიქტორია და ჩვენს შორის ჩადგა გასვლისას.
-მადლობა არაა საჭირო ძამიკო. -ლოყაზე მაკოცა. მერე დაჩის გახედა ირონიულად ჩაიცინა და გავიდა.
-მოგცემთ ბავშვის დატოვების უფლებას ოღონ ამ შემთხვევაში თავმდგმურის დატოვების უფლება აღარ გექნებათ. -ეს რომ თქვა ექიმა დაჩიმ იმწუთში ჩაილაპარაკა.
-ახლა გასაგებია რა ჩაიფიქრა იმ ძუკნამ. წამოდი იოანე უკვე მოგვარებული ყოფილა საქმე.
-რა არის გასაგები, მე ვერაფერს მივხვდი. რას ნიშნავს ვიქტორიას საქციელი.
-რა და თუ თავმდგმური არ ეყოლება ბავშვის გამოყვანა ოთახიდან გაცილებით მარტივია პლიუს კიდე წარმოიდგინე თებეას რამხელა ტკივილს და სტრეს მიაყენებს ის რომ მისი დაუდევრობის გამო შვილი მოპარეს. ეგონა ვერ მივუხვდებოდი დამპლურ გეგმას? ძანაც შემცდარა. რა ნაგავი სულის პატრონია. -დაჩის სიტყვების გაგონებაზე და იმის წარმოდგენაზე რა შეიძლება მოხდეს ლამის ძირს დავეცი. მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ ვიგრძენი შიშმა როგორ დამიწყო შიგნიდან ჭამა.
-დაჩი რა ვქნათ?
-არ ვიცი მაცადე ფიქრი.
-სახლშიც არ გამატნევენ, ახალი ნამშობიარებია და თებეას რომ რამე დაემართოს მერე რა ვქნა.
-არა ხო, წაყვანის უფლებას არ მოგვცემენ.
-იქნებ ჩუმათ დავრჩეთ როგორმე. უმეთვალყურეოთ დატოვება არ გამოვა.
-ან იმედი ვიქონიოთ რომ თებეას არ ჩაეძინება და ყურადღებით იქნება
....
-რა მარტივი ყოფილა ძამიკო შენი გასულელება. მე ხომ კარგი და კეთილი გოგო ვარ. სულ მალე შენი პატარაც მე მეყოლება და გვპირდები ცივ ნიავს არ მივაკარებ.
-როგორ გგონია ვერაფერს მიხვდა.
-გამორიცხულია. სიხარულისგან ისე იყო აჟიტირებული, ფიქრისათვის არ ცხელა. თანაც მე ხომ მათ მხარეს ვიყავი. ისეთი რამის გაკეთება მოვახერხე რასაც თვითონ ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხომ იცი ლამაზ ქალს ყველაფერი შეუძლია.
-შენ კი ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
-მადლობა ჩემო საყვარელო კომპლიმენტისათვის.
-კარგი ახლა ყველაფერი დეტალურად გავიაროთ რას ვაპირებთ დღეს.
-მთავარია შესაფერისი დრო შევარჩიოთ და ყველაფერი მარტივად გამოვა.
-ვნახოთ როგორ მოახერხებს ბატონი იოანე ცოლის დამშვიდებას ან აპატიებს კიი ერთადერთი ქალიშვილის დაკარგვას?
-ერთ წუთში გავაცამტვერებ მათ სიყვარულს და მერე დაჩოქილი შემევედრება პატიებას და ყველაფერს მივიღებ რასაც ვიმსახურებ.
-სულ მალე ვიქტორია, სულ მალე. შენ შეძლებ მწვერვალზე ასვლას და შენს სიძლიერეს ყველას დაუმტკიცებ. რამდენიმე საათიც და გავიდეთ.
მოახლოვდა ნანატრი წუთები. უკანა შესასვლელი ღია დამხვდა. ფულით ყველაფერს შეძლებს კარგად. კიბეებიც მშვიდად ავიარე. თურმე რა მარტივია კარგად დაგეგმილი საქმის შესრულება. პალატამდეც მივედი და შევიხედე. -მამიდა მოვიდა პატარავ, ცოტხნით უნდა წაგიყვანო, შენი დახმარება მჭირდება და თუ დაიმსახურებენ მერე დედიკოსთან დაგაბრუნებ. -ხელში კოზირს ჩავიგდებ. პალატაში შუქი ჩამქვრალია, თებეასაც სძინავს საწოლთან მოდგმულ პატარა აკვანში ვარდისფერი პლედი მოსჩანს და იმ პლედში ჩემი ოქროს თევზია რომელიც ბევრ სურვილს შემისრულებს. ახლა ისეთ თავდაჯერებულობას და სიამაყეს ვგრძნობ. მე ეს შევძელი გენიოსი ვარ. გამიმართლა რომ დერეფანში ექთნებიც არ ჩანან. ფრთხილად შევაღე კარი სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებს წარმატებასთან. საწოლამდე ორიოდე ნაბიჯია დარჩენილი. უცებ თებეა შეიშმუშნა. სასწრაფოდ დავიხარე და საწოლის თავს ამოვეფარე. იმედი არ გაიღვიძა. ცოტა დავიცადე და ნელ-ნელა გასწორება დავიწყე. მხოლოდ გვერდი შეიცვალა. რა იცის რომ სულ მალე შვილს გულში ვეღარ ჩაიკრავს და ალბათ ქმარსაც დაკარგავს. კარგი შურისძიება გამომდის. თვითკმაყოფილს გამეღიმა. აბა პატარავ, მშვიდად იყავი, არ იტირო კარგი? პლედი გადავწიე .... რაა?? დამცინით? ეს როგორ შიძლება. თეთრეულში ხელების რევა დავიწყე. ეს როგორ შეიძლება ბავშვი სადაა. ის ხომ აქ უნდა იყოს. თუ ასეა თებეა რატომაა მარტო. აქ ყველაფერი რიგზე ვერაა. ჰაერში საფრთხის სურნელი დატრიალდა. დროა აქედნ წავიდე სანამ ვინმე მოვა და გეგმა ჩამივარდება და მეც ჩავვარდები. ისევ ფეხაკრებით დავიხიე უკან. კარამდე ბოლო ნაბიჯი გადავდგი დაა.
-ვიქტორია? ამ დროს აქ რას აკეთებ? -თებეას ხმამ ადგილზე გამყინა. როგორმე თავი უნდა დავიძვრინო.
-თებეა, გაიღვიძე? მაპატიე არ მინდოდა შენი შეწუხება. დღისით ვერ მოვახერხე შენი ნახვა და ახლა მოვედი. მეთქი ბავშვს ვნახავთქო მაგრამ როგორც ვხედავ პალატაში არ გყავს. გილოცავ. სასახელო და ჯანმრთელი გაგეზარდოთ.
-მადლობა ვიქტორია, არ იყო ასე შეწუხება საჭირო. არ მოგვცეს ბავშვის პალატაში დატოვების უფლება და მაგიტომაც არ მყავს თან. -რა? უფლება არ მიცე? ეს როგორ? აქ სხვა რამეშია საქმე. დავიჯერო მიხვდნენ რასაც ვაპირებდი? რაც არ უნდა იყოს ჩემი წასვლის დროა.
-კარგი თებეა ახლა მე წავალ, შენ დაისვენე და მერე სხვა დროს ვნახავ პატარას.
-კარგი, სახლში გვეწვიე როცა მოახერხებ. მადლობა კიდევ ერთხელ. -კარი გამოვიხურე და ისღა დამრჩენია ვილოცო რომ სადმე იოანეს არ გადავეყარო. მგონი გადავრჩი თითქმის გავედი, კიდევ ერთხელ უკან მივიხედე ხომ არავინ დამინახათქო და მოულოდნელად წინ რაღაც მაგარს შევეჯახე. მკლავებზე ძლიერი თითები ჩამეჭიდა თავის მობრინება მეშინია იოანე არ იყოს. ნელა შემოვბრუნდი და უარესი.
-დაჩი?
-დიახ, რატომ გაგიკვირდა? მე უფრო უნდა გამკვირვებოდა აქ ამ დროს თქვენი დანახვა.
-რატომ უნდა გაგკვირვებოდა, სადაც მინდა იქ ვიქნები შენ ხომ არ გთხოვდი ნებართვას.
-ხო არაა? -კბილებში გამოცრა და უფრო მომიჭირა თითები.
-მეტკინა, გამიშვი თუ შეიძლება.
-რომ გითხრა არ შეიძლებათქო?
-გამიშვი თორემ გაფრთხილებ.
-ნუ მაფრთხილებ კარგი? მგონი იმ პოზიციაზე არ ხარ რომ მემუქრებოდე. -სახე ახლოს მომიტანა. როგორმე უნდა დავუსხლტე ხელიდან. -შეიძლება გკითხოთ რამ შეაწუხა მისი უდუდებულესობა ამ დროს აქ რომ არის.
-მეგობარი მოიყვანეს და იმის სანახავად მოვედი, რა არ შეიძლება?
-კი როგორ არ შეიძლება. მაგრამ არ ვიცოდი აეთი გულითადი მეგობრობა თუ შეგეძლოთ. კარგით აღარ შეგაყოვნებთ ალბათ გეჩქარებოდათ ასე რომ მიისწრაფვოდით სადღაც. -უცებ ხელი მკრა და ლამის ძირს გავიშხლართე. როგორ ნერვებს მიშის ეს ბიჭი. რა ჯანდაბა უნდა ამ დროს აქ. წავიდეს თავის მახინჯ ცოლს ბავშვი გააზრდევინოს. -რაო ქალბატონო ვიქტორია რაზე ჩაფიქრდით?
-ეგ შენი სამე არაა და გამატარე თუ შეიძლება.
-მიბრძანდით გეთაყვა, მაგრამ ფრთხილად იარეთ გზებზე ათასი უბედურება ხდება ხომ იცით.
-დეგენერატი.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე ყოჩაღ შენ რა მაგარი ხარ გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

საყვარელო თავდასხმას საუკეთესო თავდაცვა. მე ასე გამიგო და რავი.

მიყვარს დაჩი. მაგარი ტიპია. ჩემი. იოოო. და. თებე ა .... მმმ. ველი. შემდეგ ს. მოუთმენლად. აბა შენ იცი!!!!

 


№3  offline წევრი ankatuna

nawkas12345
საყვარელო თავდასხმას საუკეთესო თავდაცვა. მე ასე გამიგო და რავი.

მიყვარს დაჩი. მაგარი ტიპია. ჩემი. იოოო. და. თებე ა .... მმმ. ველი. შემდეგ ს. მოუთმენლად. აბა შენ იცი!!!!

პირიქით მიწერია? მეც ეგრე ვიცი ალბათ სიჩქარეში პირიქით დავწერე :D :D

თაკოთაკო
ვაიმე ყოჩაღ შენ რა მაგარი ხარ გააგრძელე

მადლობა შენ რომ კითხულობ ჩემს მოთხრობას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent