შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 14)


31-05-2017, 18:33
ნანახია 1 397

ემა ნომერში შევიდა,გაემზადა თუ არა საძინებლისკენ დაიძრა და წამოწვა. მალევე მშვიდად ეძინა ჩაკეტილ კარებში.თავისი ჩანთებიდან ამოღებული ტანსაცმელებიდან გარდერობში ყველაფერი დაელაგებინა... მომავალი ესკიზების ჩანახატები გვერდით ედო და ეძინა. ერიკმა კარებზე დააკაკუნა რამოდენიმეჯერ. იფიქრა სახლში არ არისო და უკან გაბრუნებას აპირებდა. ემამ კარები გააღო ისე, რომ არ დაუნახია მისი სახე.
გისმენთ იკითხა და კაცის ზურგს შეხედა.ერიკიც მოტრიალდა და ქალის სხეულს დააკვირდა ფეხებიდან ამოუყვა მისი თვალები და სახეში შეხედა.
-ისევ ასე უხსნი უცხო კაცებს კარებს??!
ემამ თავის თავს შეხედა ახლა დაინახა, რომ პიჟამა ეცვა თეთრი გამჭვირვალე გიპიურის პიჟამა და მაშინვე გაიქცა და მოიფარა მოსაცმელი. -უფრო უარესადაც,- თქვა და პირსახოციანი გაახსენდა თავისი სხეული ერიკს, რომ კარები გაუღო.
ერიკი შემოვიდა და მიხურულ კარებთან გაჩერდა.
-რამ მოგიყვანა ასე გვიან?!
-შენ უშოვე ჩემს დას სამუშაო?!!! და ხმას აუწია.
-დიახ. -თქვა და ემამ თავი დახარა.
ერიკი მოლბა ასე, რომ უპასუხა და ქალთან ახლოს მივიდა. ემა არ იძროდა ადგილიდან გაშეშებულივით იდგა და ერიკს გაბრაზებას ელოდებოდა.
ემას ხელი მოუჭირა ორივე მკლავებში და ემას სახეში შეხედა,რომელიც ისევ არ უყურებდა ერიკს.
-ჩემი გრცხვენია?!
-არა,-უთხრა ემამ.
-აბა სახეს რატომ მარიდებ?!
-რომ არ ...
ერიკმა არ დაასრულებინა და გააგრძელა:- სილის გარტყმას არ ვაპირებ!
-რომ არ გაკოცო იმიტომ! -იჩურჩულა ემამ და ერიკიც მის ტუჩებს მისწვდა საკოცნელად.
ორივე ნელ-ნელა საძინებლისკენ მიიწევდნენ,მაგრამ სამოსს ხელს არ კიდებდნენ.ერთმანეთის სხეულს მიკრობილები მიიწევდნენ კოცნით.
ერიკი მოლბა, გათბა მისი ტუჩებით და ემას თვალებში ჩააშტერდა.
-შენ მე უარი მითხარი ემა და გაიქეცი! გაქცევა ამჯობინე!!!-დაიყვირა კაცმა და ქალს ხელი მოუჭირა მკლავზე. -შენ მე უარი მითხარი და გაიქეცი! გამაგდე და მომიშორეე!!მე შენ ფიქრის დრო მოგეცი! მაგრამ არ გიფიქრია! არ მოსულხარ ჩემთან და არ გითქვამს კი!!-დაუყვირა და ქალს ხელი გაუშვა.
-შენ არ იცი ერიკ...-თქვა ჩუმად ქალმა და კაცს შეხედა.
-არ ვიციი! გითხარი მენდე და მომიყევი რაშიც გგონია,რომ დამნაშავე ხართქო მაგრამ არ მენდეე! შენ მე არ მენდეე!!! უცხო ქალს ალმას ენდეე,მაგრამ მე არ მენდე! -თქვა და კარებისკენ წავიდა. ქალი უცბად წამოიწია ლოგინიდან,თავი სუსტად იგრძნო და ჩუმად ამოიჩურჩულა:- წარსულის ჭრილობა...-თქვა ჩუმად და გული წაუვიდა. ერიკმა უცბად დაიხია უკან,როგორც კი სიტყვები მოესმა,ქალისკენ წავიდა და ხელში აიყვანა. ლოგინზე გაასწორა და წყალი მოიტანა თუ არა სახეზე მოუსვა.
-გამოფხიზლდიი...ემაა...გამოფხიზლდი!-დაუყვირა და ქალმაც თვალები გაახილა თუ არა უკან წავიდა. ერიკმა ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მისწია,ჩაიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა:- მხოლოდ ეს თუ არის უარის მიზეზი ჩემთან ცხოვრებაზე, დაივიწყე და დამთანხმდი. როცა შენ გენდომება მხოლოდ მაშინ მომიყევი ის რაც ასე გაშინებს,გაწუხებს და გტკივა... მე ისევ მაქვს შენთვის წინადადება.
-არაა...ერიკ არაა...ჯერ არ შემიძლია...-თქვა ქალმა და ლოგინიდან წამოდგა. -ჯერ არ მინდა იგივე წინადადება მოვისმინო...-თქვა და კაცის სახეს შეხედა. დაინახა თუ არა თავდახრილი კაცი. მისკენ მიტრიალდა,მის გვერდით დაჯდა და კაცს მიეხუტა:-რამეს დალევ?! კაციც დათანხმდა თუ არა სასმელი ჩამოასხა და თვითონაც უცბად გადაკრა სასმელი.
-დღეს მინდოდა საუბარი,მაგრამ ვერ მოიცალე ჩემთვის...-თქვა კაცმა და ქალს გადახედა,რომელიც მეორე ბაკალს სვამდა.
-ერთმა გამომძიებელმა არია თავიდან ყველაფერი და ამიტომ გეგმები ცოტა გადამეწია მისი სისულელეების გამო! -თქვა ქალმა და სასმელი მოსვა.
-ჰოო?! სულელიი კაცი! -თქვა და ემას გადახედა. -იცი რატომ დავთანხმდი ჩემი დის მუშაობას?!
-იმიტომ, რომ ემუშავა და საქმე ჰქონოდა,მიხარია რომ ქმარსაც შეურიგდა.
-იმიტომ, რომ უფროსი ქალი იყო.. და გაჩუმდა.
-კაცი რომ ყოფილიყო უარს ეტყოდი? რატომ?! თქვა ემამ და ფიქრები მოაწვა გონებაში და გაბრაზებულმა მუშტი მომუშტა მაგიდის ქვეშ დამალული.
-ძველი უფროსი ცუდი კაცი იყო.ჩემს დას ცუდად მოექცა... და გაჩუმდა. ამის გამო ჰქონდა ქმართანაც დაძაბული ურთიერთობა.
ემა მიუბრუნდა და ერიკს სახეს ხელი შეახო: -მითხარი რა მოხდა სინამდვილეში მის უფროსთან?!
-ჩემი დის შეცდენა.... სცადა...-თქვა ძლივს ჩუმად და სასმელი მოსვა.
-ანუ გეგმა ჩაეშალა?!
-ჰო ემა ჰო და ემას ჩაეხუტა და ატირდა.
ემა ფიქრებში წავიდა: გეგმა რომ ჰქონოდა ხომ განახორციელებდა პირდაპირ და თავს ვერ დააღწევდა ამ სისასტიკეს! და ისევ წლების წინ მომხდარი ამბავი ამოუტივტივდა. ბოლოს გამოფხიზლდა კაცის ცრემლი რომ მის სახეს შეეხო და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
-კარგი მთავარია რომ არაფერი მოხდა და გეგმა ჩაეშალა...დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება... ყველა ასეთი ადამიანი დაისჯება ერიკკ...ამაზე შენ არ უნდა იძიო შური!შენი დაც მოირჩენს ჭრილობებს და კარგად იქნებაა...ყველაფერი მშვიდად და ბედნიერად გაგრძელდება...ჩათვალე,რომ ეს ნიშანი იყო პატარა ნიშანი,რომ იქიდან წამოსულიყო შენი და და ცხოვრება სხვა გარემოში გაეგრძელებინა და არა იქ იმ ურჩხულთან!
ერიკკ...ყველაფერი კარგად იქნებაა...ქეტრინი კარგი უფროსიაა...კეთილია და შეგნებული...მალე ერთად კონტრაქტს დავდებთ და უფრო კარგად ექნებათ საქმე...მერე კონკურსს მოვაწყობთ და რამოდენიმე ბეჯით თანამშრომელს ცოტახნით სხვა ქვეყანაში გავუშვებთ...მე იმედი მაქვს,რომ შენი დაც მოხვდება და დროებით წავა ცოტახნით. ბავშვს კი ქმარი თუ ვერ მიხედავს ჩვენ ჩავიბარებთ...
ემა... შენ ისეთი თბილი და გამგები ხარ...თქვა და ქალს ხელი მოხვია და ჩაეხუტა.ხო მაგრამ დღესაც ვიცი რომ ის ტკივილი ახსენდება და ეს მის სრულ ბედნიერებას უშლის ხელს! რომ იცოდე როგორი ბედნიერი იყო თავისი სამუშაოს გამო შენ, რომ უშოვე და თავისი საქმე დაიწყო.მადლობას გიხდი ამისთვის. -ქალს თავზე ხელი გადაუსვა და მის თავთან სახე მიიტანა და თვალები დახუჭა:- ემააა... -თქვა ერიკმა რბილად და სევდიანად,-ეს სურნელი... ეს შენი სხეულის სითბო...ეს გულისცემა...-თქვა ჩუმად,ისე რომ თვალები არ გაუხელია,-შენ მავიწყებ ყველა ტკივილს და ბედნიერებას მანიჭებ,- უთხრა და ქალს ისევ მოხვია ხელი ძლიერად სხეულზე. ემამ გაიღიმა ბედნიერება იგრძნო უფრო ძლიერად და კაცის თმებს ხელი შეახო:-შენც მავიწყებ ყველაფერს ერიკ... ბედნიერებას მანიჭებ...-თქვა და წამოდგა. სასმელს დასწვდა და დაისხა. ემამ მძიმედ გადაყლაპა სხეულში დაგროვილი ტკივილიანი ნერწყვი. ბაკალს დასწვდა და მოიყუდა. ერიკმა ხელი ჩაავლო მის ხელს და ქალი გააჩერა. ემამ ისე გადახედა,კაცმა ხელი გაუშვა და ნება მისცა ისევ დაელია სასმელი. მანაც მოიყუდა კიდევ ერთი ბაკალი და ქალს გაუღიმა:-ახლა ორივე, რომ ისე დავთვრეთ და ხვალ ერთად გავიღვიძოთ ტანსაცმლის გარეშე,ამაზე რა რეაქცია გექნება?! ქალს სრულიად დაავიწყდა წარსულის ტკივილი სხეულში,სიცილი აუტყდა და კაცს გადახედა:- სიმთვრალეში არაფერი გვემახსოვრება,ამიტომ ეს ნაბიჯი არ მომეწონებოდა... კაცმა გაუღიმა და ქალს ბაკალი წაართვა ხელიდან.
-სჯობს მეტი აღარ დალიო,თორემ მთვრალს ვერ დაგტოვებ და მერე შეიძლება რაღაცეები დამაბრალო...-თქვა და ორივე ბაკალი დააბრუნა მაგიდაზე. შემოტრიალდა და ქალი ლოგინზე მიწოლილი დახვდა. თვალები დაეხუჭა და ფიქრებში წასულიყო. კაცის შეხება იგრძნო თუ არა თავზე უცბად გაახილა თვალები და კაცს მოხვია ხელები.
-შენ ერიკ...შენც ხომ არ მოგეწონებოდა მთვრალები ასე,რომ მოვქცეულიყავით?!
-მე ყველა შენს სუნთქვას,ყველა შენს გულის ძგერას დავიმახსოვრებდი...-თქვა და ქალს ხელი გადაუსვა თავზე,-არ მომეწონებოდა მთვრალი,ჩემი გამხდარიყავი...-თქვა და ქალის სხეული მიიხუტა და ჭერს ახედა.
-ერიკ...იმ ამბავზე შენს დას ესაუბრები ხოლმე?!
-ყოველთვის არა,რადგან მინდა დაივიწყოს,მაგრამ ყოველთვის ვესაუბრები.ვიცი,რომ სტკივა ხოლმე და განიცდის...
-ერიკ...დრო მოვა და დაივიწყებს...დრო მოვა და დაავიწყდება ეს ამბავი. მე ვფიქრობ,რომ ამ ამბავმა უფრო ძლიერი გახადა,ეს კი კარგია...-თქვა და თვალები მოაშორა ჭერს და მაგრად დახუჭა. ქალს ცოტახანში ჩაეძინა. ერიკმა ქალის სახეს გადახედა, გაეცინა და ქალს უჩურჩულა:-ისე გძინავს,ჩემი,რომ გაგხადო არც გემახსოვრება... ქალს გაეცინა და კაცს მიეხუტა:-დამაძინე ერიკ! და ნუ ოცნებობ...-თქვა ჩუმად და კაცის სხეულს მიეხუტა. ემამ კბენა იგრძნო მკლავზე და უცბად გაახილა თვალები. ერიკმა გაუცინა და ქალის ნიკაპს ხელი ჩაავლო:-მშია. შენ კი ჩემთვის დაპირებული საჭმელი ჯერ ისევ არ მოგიმზადებია.
-მე პირველ დღესვე გაგიმზადე სახლში საჭმელი,-თქვა ქალმა და კაცს თვალებში ჩახედა. უცბად მოშორდა კაცის სხეულს და პლედიანა დაიძრა სააბაზანოსკენ. ერიკს გაეცინა და ქალს მიაძახა:-ტანსაცმელი გაცვია,ეგ პლედი რაღატომ მიგაქვსო! ქალმა უცბად მოიხედა,პლედი ისროლა კაცისკენ და უცბად წავიდა სააბაზანოსკენ. ქალი საძინებელში შევიდა და კაცს მიეხუტა:- შენს დას გაუმართლა,რომ მის ტკივილს ასე განიცდი... მაგრამ ამის გახსენებას და ამაზე ტირილს სჯობია რაც მოსწონს და გააბედნიერებს ის გავუკეთოთ ერთად, რომ ის სულელური დღეები დაივიწყოს ადრე თუ გვიან ყველა ტკივილი სადღაც ქრება ერიკ სიყვარულის გამო... ჰო აბა რაა ქრებააა უთხრა თავის თავს ფიქრებში და ერიკს შეხედა.მერე ისევ თავის თავს დაუბრუნდა: რაღაც ხომ უნდა ვქნა და გავაკეთო რომ ორივეს ეს ტკივილი შეუმსუბუქდეთ,სულ ამით ხომ არ ივლიან გზაზე?!!!! რა უყვარს შენს დას რომელმაც შეიძლება ძალიან გაახაროს?! ჩაეკითხა კაცს.
-ჰაეროპლანით ფრენა და იქიდან გადმოხტომა...
-ხოდა გავაკეთოთ. დღესვე!
-მერე შენი სტუმარი?! აქ როგორ უნდა ვიგუო შენთან?!
-საღამოს ჩამოვა! ჩვენ კი წავიდეთ ერთად და გავერთოთ!
-კარგი ემაა,დიდი მადლობა და ისევ ჩაეხუტა ქალის სხეულს.
ცოტახანში ერთად იწვნენ თბილად ლოგინში და თვლემდნენ. ემას ტელეფონის ხმა მოესმა და უპასუხა:
-გისმენ...
-ემმმმ ძაან დიდი მადლობა დედამო,საჩუქარზედაცო.
-კაი,რაიყო მხოლოდ ერთი დღე გესტუმრე...რა მადლობა.მომიკითხე და გამომიარეთ...გკოცნი.მიყვარხართ...
-მეც მიყვარხარ.
- აბა შენ იცი. დაემშვიდობა ნათლულს და გაეხარდა მისი დარეკვა. მერე ერიკს აუხსნა ვინ იყო ასე დილას ტელეფონზე.
დილით საჭმელი ჭამეს თუ არა ერიკმა და ემამ,მაშინათვე ჰაეროპლანისა და პარაშუტის საქმეები მოაგვარეს და ჟაკლინი გააფრთხილეს საღამოს მზად იყავი სხვაგან მივდივართ ერთადო.
საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო ჰაეროპლანი,პარაშუტიც.. და სამივე ჰაეროპლანში ავიდნენ.
-დაო გადმოხტომა თუ გინდა ეს ჩაიცვი და პარაშუტი გაუწოდა.
-ძან მაგარია თქვა და იცინოდა ზემოდან ბუნების დანახვისას.ძველი ბედნიერი დღეები გამახსენდა უთხრა ძმას და ჩაეხუტა.
-ეს ემას იდეა იყო და მისკენ გაიხედა,რომელსაც პარაშუტი არც ეცვა.
ჟაკლინმა მასაც აკოცა და მადლობა გადაუხადა.
-შენ რატომ არ იცვამ პარაშუტს?!
-ამისი არაფერი გამეგება და არც მიყვარს!
-რატომ ერთად გადავხტებით!
-არააა! -იყვირა ემამ,- არ შემიძლია! მე აი იქ დაგელოდებით და გემზე ანიშნა.იქ უნდა ჩამოფრინდეთ მე იქ დაგხვდებით.
ორივენი გადმოხტნენ თუ არა ჰაეროპლანი გემისკენ წავიდა და დაჯდა. ემა ორივეს უყურებდა ერთად როგორ მართავდნენ პარაშუტს და თან ფოტოებსაც უღებდა. ბოლოს როცა მოახლოვნდნენ ციფრული შეინახა და მათკენ გაიქცა. ჟაკლინი გახარებული იყო და ეს ერიკსაც უხაროდა. ორივე ქალს ჩაეხუტა და თავისკენ მიიზიდა.ორივე მიყვარხართ უთხრა მათ და აკოცა.
-ძმაო! ჯერ ემას უნდა აკოცო და მერე მე!
-არაუშავს,ემას ეს არ ეწყინება! სხვა დღეს პირველს მას ვაკოცებ! და გაუცინა ქალებს.
ზღვის პროდუქტები მიირთვეს და გემზე გაშლილ დივანზე მიწვნენ.ჰაერი ისეთი სასიამოვნო და გრილი იყო,ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და მათი სინათლის ყურებით ტკბებოდნენ. ერიკი ორივე ქალის შუაში იყო და მათთან ჩახუტებული ცისკენ იყურებოდა. უცბად ვარსკვლავი ჩამოვარდა და ჟაკლინმა იყვირა სურვილი ჩაიფიქრეთ აგისრულდებათო!
ერიკმა ჩაიფიქრა სურვილი.ემამაც: ტკივილის მოშუშება და ბედნიერება და ცოდვების მიტევება... ახლა გაახსენდა რამდენიხანი ელოდა ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას, ვარსკვლავის ჩამოვარდნა მას არასდროს არ ენახა და უნდოდა რომ ერთხელ მაინც დაენახა ეს წამი და სურვილი ჩაეფიქრა. მთელი წლები მთელი გავლილი წლები ცაზე ვარსკვლავს თუ დაინახავდა მას უყურებდა და ოცნებობდა ჩამოვარდეს რომ სურვილი ჩავუთქვაო და ახლა ამდენი ხნის მერე ისიც ჩამოვარდა 24 წლისას დაინახა პირველად ეს ლამაზი წამი და მაშინვე მიხვდა: რა არის ცხოვრებაა ჩვენ სურვილს ვისრულებთ მისი ჩამოვარდნით და თან ამ დროს ვიღაცა კვდება! ვიღაცას სიკვდილის ხარჯზე ჩვენ უფლება გვაქვს სურვილი ჩავიფიქროთ და გვიხარია რომ ველოდებით ვარსკვლავის ჩამოვარდნას... ანუ რა გამოდის გვიხარია სიკვდილის?! და გვინდა ვარსკვლავის ჩამოვარდნა რომ სურვილი ჩავიფიქროთ და გვიხარია რომ ვიღაც კვდება?!!! და მაშინ მიხვდა ემა რომ არ უნდოდა არც სურვილის ასრულება და არც ვარსკვლავის ჩამოვარდნა.
გამიგია უდიდესი ვარსკვლავები:უსი,ალდებარანი,არქტური,რიგელის სახელები,თუმცა არც კი ვიცი ცაზე ვარსკვლავების განლაგება. ქალს მიხედა და შეეკითხა:-მართლა ხდება ასე სურვილი?!
-კიი ემა არ გჯერავს?!
-არ ვიცი! ძნელია ვიღაცის სიკვდილის დროს შენ შენი სურვილი ჩაიფიქრო, რომ აგიხდეს! და იფიქრო რომ ვარსკვლავი ჩამოვარდეს და სურვილი ჩავიფიქრო!
-ამაზე არ მიფიქრია! -უთხრა ჟაკლინმა და ძმას მიუბრუნდა.
-შენ გჯერავს რომ სურვილი აგიხდება?!
-კი! -და ემასს მიუბრუნდა ახლავე შევამოწმებ გინდა?!
-არაა...ერიკ ახლა არაა...-თქვა ქალმა და კაცს ხელი დაადო მკერდზე:-სხვა დროს,სხვა დროს როცა ამის დრო მოვა...-თქვა და კაცის ლოყას თავისი ლოყა მიადო.
-ემაა...მხოლოდ მინდა ვიცოდე რას ფიქრობ ჩემზე და რას გრძნობ...-თქვა კაცმა და ქალს თვალებში ჩახედა:-თუ გინდა ახლა არ მიპასუხო...-თქვა ჩუმად და ქალს თავზე გადაუსვა ხელი. ქალი წამოიწია. ფეხზე წამოდგა და ჟაკლინის ხმა მოესმა თუ არა მისკენ მიტრიალდა.
-მე წავალ სახლში,თქვენ კი ამ საოცარი ღამის ცის ქვეშ ისაუბრეთ. მადლობას გიხდით ორივეს,განსაკუთრებით შენ ემა...-თქვა ქალმა და ემას ჩაეხუტა გადაკოცნეს თუ არა ერთმანეთი,ქალი ძმას დაემშვიდობა და სახლში წავიდა ტაქსით.
ქალმა გემბანზე გადადგა ნაბიჯი და ერიკს მიმართა:-შენს სახლში წავიდეთ...-თქვა და კაცის ჩახუტებაც იგრძნო ზურგიდან.
-ჯერ არა აქ ვიყოთ...-თქვა კაცმა და ქალს ხელი მოხვია.
ემამ დაიჟინა წავიდეთ შენს სახლშიო და კაცმაც უცბად დაძრა მანქანა.
ემა ლოგინზე წამოწვა და კაცს შეხედა,რომელიც საათს იხსნიდა. ქალმა კაცის მზერას მოკრა თვალი და გაუღიმა.
-ერიკ...-მოესმა კაცს და მისკენ დაიძრა.-ერიკ...შენს გვერდით თავს დაცულად და ბედნიერად ვგრძნობ,მინდა,რომ შენს გვერდით ვიყო და შენ გხედავდე...-თქვა და კაცი უცბად წვდა მის სხეულს ჩასახუტებლად. ქალი გაჩუმდა და კაცს ჩუმად უჩურჩულა:-მიყვარხარ...-თქვა და უცბად თავბრუ დაეხვა,როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა და ააფრიალა ქალის სხეული. ემამ თვალები დახუჭა და თავბრუსხვევაც იგრძნო. ერიკი გაჩერდა ქალი ჩამოსვა და ლოგინზე დააწვინა,როგორც კი მიხვდა,რომ ემა კარგად იყო და უღიმოდა,თვითონაც ბედნიერს გაეღიმა და ემას სხეული მიიხუტა.
-ჩემიი...ჩემი ემა...-თქვა კაცმა და ქალს კოცნის მერე ისევ გაუმეორა რამოდენიმეჯერ მიყვარხარო.
ერიკი როგორც კი აბაზანისკენ დაიძრა. ემა ჩუმად წამოდგა და კარებისკენ დაიძრა. ტაქსში იჯდა და აეროპორტისკენ მიდიოდა,რადგან ღამის 2 საათზე ჩამოდიოდა არქიტექტორი.
კაცი ხელში დიდი ჩანთით,შარვალ-კოსტუმში და საროჩკაში გამოპრანჭული მოაბიჯებდა,შავი ფეხსაცმელებით.
ოჰ მაგარია იმედია ჩანთა მეტი არ აქვს ანუ დიდიხანი არ მომიწევს მისი ატანა! თორემ ვიცი ყოველ დღე ვიყვირებ,გაიფიქრა ემამ, მისკენ წავიდა და გადაკოცნა.
-როგორც იქნა გნახე და ემას ლოყას შეეხო.
-ჰოო! კარგ ხასიათზე ხარ?! გშიაა?!
-კი ძალიან მშია და რას მაჭმევ?!
ჩემს დროებით სასტუმროს ნომერში მივალთ 20 წუთში და გემრიელ კერძებს გაჭმევ.
-და სამსახურში რომ წავიდეთ არა? -იკითხა კაცმა და ქალს შეხედა.
ემა ჩაფიქრდა,- რატომაც არა, თანახმა ვარ, წავიდეთ და მერე იქვე შეძლებ გამოძინებას თუ მოგინდა ძილი.
კარები გააღეს და პირველ სართულზე შევიდნენ მერე მეორე სართულზე ავიდნენ შიდა კიბით.ჯერ ადგილის სიფართე აჩვენა და იქვე დივანზე ჩამოჯდნენ.
აქ სარკეები მინდა ყველგან, და ხელი გაიშვირა ორ კედელზე.აქ კიდევ სულ თვლები და ყვავილები იქნება და აქაც დანარჩენ ორ კედელზე მიანიშნა ხელით. დივნები იქნება განლაგებული ისე რომ მოდელები გამოჩნდენ კარგად.რაც შეეხება მეორე სართულს ვერ გადავწყვიტე ანალოგი იყოს თუ რაიმე სხვა დიზაინით. რაც შეეხება განათებას ისე მინდა შუქი მოხვდეს რომ ქვების სიკაშკაშემ არ დაჩრდილოს მოდელები...
არავითარ სარკეებს და მაგ სისულელეებს არ ვეთანხმები, უცბად იყვირა რობერტომ და ქალს მიეჭრა. სისულელეააა! ამას არ გავაკეთებ!
-მე ესე მინდა,რატომ არ იქნება ლამაზი?! ისე ყვიროდნენ ორივენი,რომ გარეთ მანქანაში მოთვალთვალე ერიკსაც ესმოდა.
-მაშინ კედლები რითი გავალამაზო?! ბოლოს ისევ უყვირა კაცს და შეხედა.
-სადა რომ იყოს არა და არა ასე გადატვირთული?!
-არა! მე კიდევ აქ პატარა აუზებიც მინდა მოდელების გვერდით!
არაა!
-პატარა აუზი,ალეხო თანახმა!
-კარგი მაშინ მაგას გააკეთებინე!
-კარგი რა დაფიქრდი რატომ იქნება ცუდი? ქვები ხომ ჩვენ საქმეშია ამიტომაც მჭირდება კედლებზე ქვები. ხოლო მარტო ქვები რომ არ იყოს ამიტომაც მინდა ორი ლამაზი ნივთი: ყვავილები და პეპლები. წარმოიდგინე ქალი სარკეში იხედება და მის უკან ლამაზი ქვები ყვავილები და პეპლები ამშვენებენ ზურგს. ეს ხომ ნამდვილი სილამაზეა.ამდენი ქვების არეკვლა სარკეში ხომ ბრწყინვალეა!
-მოდელები აუზთან უნდა იდგნენ?!
ემა მასთან ახლოს მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მერე მოშორდა, დივანზე დაჯდა და მიმართა მეტს არაფერს გეტყვი დაჯექი და იფიქრე! მერე ჩემს კაბინეტში ავიდეთ!
ერიკი გაბრაზდა მასთან ასე ახლოს რომ იყო და ყურში რომ რაღაცა უთხრა.უნდოდა კარები შეემტვრია და შესულიყო მაგრამ თავი შეიკავა რადგან გაახსენდა თავისი ძველი ეჭვიანობები და შერცხვა.
ემას გვერდით მიუჯდა რობერტოც და გარემოს გადახედა.
-კარგი ვიფიქრებ! ახლა კი რამეს მაჭმევ?!
ემა სამზარეულოში ავიდა მასთან ერთად,მშვიდად გამოვიდნენ ლიფტიდან და მაშინათვე სამზარეულოში შევიდნენ. რამოდენიმე კერძი აირჩია კაცისთვის და თავის კაბინეტში აიტანა.
-ლამაზი კაბინეტია, მშვენიერი და აივანზეც გავიდა კაცი. მერე აბაზანაში შევიდა და ემას დაუძახა:
-აი მესმის! ჩემი მოწონებული კაბაც აქ ყოფილა! -თქვა როცა გარდერობი გააღო.
-კი ეგ პირველი კაბაა, რომელიც ჩემი სამუშაოს დაწყების წინ მომიწონეს!
-ჰოო მართალია კარგად იცვამდი ადრეც დახვეწილს,მაგრამ ახლაც მშვენიერი ხარ!
ემამ მაგიდა გაამზადა და მშვიდად დაიწყეს ჭამა. კაცმა ჭამა დაიწყო და ჩაფიქრებული უყურებდა,ხან საჭმელს ხან ქალს.
-იმ ბოლო სიტყვებით დამითანხმეთ! -უთხრა ქალს. ემაც წამოხტა და ჩაეხუტა: -მაგარიააააა! მადლობააა! ახლა კი მეორე სართულზე რას ვიზამთ?!
-სხვა რამეს, განსხვავებულს, მოდელები ისევ დარჩებიან და კედლებს მივხედოთ.
- ჰოო, როიალი დავდგათ ქვებით მოჭედილი და მაგიერში კედლებზე სუყველგან სარკეები გავაწყოთ მაგარი იქნება! ისევ მოაფიქრდა ემას და შეხედა კაცს რომელსაც ყველა ცივსისხლიანს ეძახდა. მერე ისევ თავის თავს უთხრა ცივსისხლიანი კი არ არის მკაცრია და თავისი საქმის გამკეთებელი და დაუზარებელიო.
-კარგია მოვიფიქრებ და მე ძირითადად მოდელების და აუზის საქმეებს მოვაგვარებ ასევე დავითვლი რამდენი ყვავილები და პეპლები ან თვლებია საჭიროო. სხვა რამე საქმე გააქვს ჩემთან?!
-ეგენი უკვე დავითვალე და ნახაზიც აქ მაქვს უთხრა და კაცს მიაწოდა ნახაზი, სადაც ყვავილები,პეპლები და ქვები იყო ჩახატული და რა რამდენი იყო საჭირო ზედვე ეწერა.
-კარგად გამოგიანგარიშებია! ოღონდ იმედია ეს ფერები დარჩება სადა და არავითარი ჭრელი?!
-კი ეგ ზუსტი ასლია თუ შენც დაეთანხმები ფერებს და განლაგებას! აქ ქვები ისეა განლაგებული რომ შორიდან და ემამ ქაღალდი გასწია შორიდან ჩვენი სახელიც ამოიკითხება და ასევე მეორე პარტნიორის ლოგოც.
-კარგი, კარგი, ახლა დავმშვიდდი და დავიძინებბ აქ შეიძლება?! -ანიშნა ხელით დივანზე.
-კი რატომაც არა! -თქვა ემამ და ფეხზე წამოდგა.
ერიკმა ყველაფერი მოისმინა აქ მონაყოლი და გამწარებული, რომ კაცი იქ იძინებდა და თან აბაზანაშიც იყო ამ ქალთან ერთად და გარდერობშიც შეუხტა, ლიფტს მიაჭირა ხელი და უკვე 9 სართულზე იყო. კარგი მე წავალ ჩემი მეგობარი მელოდება არა უფრო სწორად საქმრო... და მეგობარს დაემშვიდობა. ხვალე რომ გაიღვიძებ სანამ მე მოვალ საჭმელს მოგართმევენ და როგორც გინდა ისე მოიქეცი თუ გინდა იბანავე კიდევაც პირსახოცები სუფთაა გარდერობში.ოღონდ ჩემს კაბას ნუ ჩაიცვამ გაეხუმრა და კარებიდან გავიდა.
გავიდა თუ არა გაბრაზებული ერიკს დაეჯახა კინაღამ, კარებში რომ შემოსვლას აპირებდა.
-სულ გაგიჟდი?! როდემდე უნდა იყო ასეთი?! -და ერიკს შეხედა.
ერიკმა ხელი მოკიდა ქალს და ლიფტისკენ წაიყვანა.
-არ მითხრა ახლა რომ შენც აქ უნდა იყო კიდევ მასთან ერთად და მასთან ერთად უნდა დაიძინო აქ?!
-შენ საიდან იცი რომ ის აქ იძინებს?!
-ვიცი!
-შენ! გაბედე და აქ ჩემს კაბინეტში მისმენდი?! კამერები დააყენეე?!
-არა,მხოლოდ მოსასმენი...-თქვა ჩუმად ერიკმა და კარებში გავარდა თუ არა ქალი, თვითონაც უკან მიჰყვა.
- შენ ჩემი ხარ ჩემი! ჩემი ცოლი!
-საცოლე! რომელმაც შეიძლება გადაიფიქროს და არ გამოგყვეს ცოლად!
-ემააა ემააა ამას ნუ მეუბნები და ასე ნუ მაშინებ!-უთხრა ქალს და ხელი მოკიდა მის სხეულს,თავისკენ მისწია და ტუჩებში ეცა. გაბრაზებულ ქალს ხელი უფრო ძლიერად მოხვია და მანქანაში ძალით ჩასვა ქალი.
-დღეს გაიპარე! ისე,რომ არაფერი მითხარი და მარტო წახვედი აეროპორტში!
ქალს გაეცინა,-რაიყო კიდევ გინდოდა ჩემი აეროპორტში ყოფნა?! რომ იქიდან წამოგეყვანე შენს საკანში?!
-ემა! ვეჭვიანობ!
-ტყვილა ეჭვიანობ!,-თქვა ქალმა და გარემოს გადახედა.-მე არ მითქვამს შენს სახლში წამოვალთქო!
-მე მომინდა!-წამოიძახა კაცმა და კარები გააღო. ქალს ხელი ჩაავლო და მასთან ერთად უცბად აირბინა კიბეები.
ემა ლოგინზე დააწვინა და თვითონაც მიუწვა გვერდით.
-ხვალვე მიბრძანდები სტუმარი რომ არ იქნება კაბინეტში და შენს სისულელეებს მოაშორებ იქიდან თორემ იცოდე ჩემს პირობას დავარღვევ ამჯერად საბოლოოდ გაიგე საბოლოოდ!
ემა ისე ყვიროდა როგორც რობერტოს უყვიროდა ხმამაღლა.ერიკი გაბრაზდა მისი ასე ხმამაღლა საუბარზე და ხელები გაუხსნა თუ არა მაშინვე დაიჭირა და ძალით აკოცა.
-შენ ვერ იტყვი უარს ვერ იტყვი ახლა ვეღარ მეტყვი უარს!
-ვითომ რატომ რისი შემეშინდება შენი?!
-ემაააა! არ გამაბრაზო და ასე ნუ მიყვირი! ისინიც იქ დარჩებიან და შენც აქ დარჩები ჩემს საწოლში იცოდე ხვალე აქედან ფეხს ვერ გაადგამ! და საერთოდაც ამდენიხანია გელოდები და გიცდი, რომ შენი სხეული როგორმე გამოფხიზლდეს და დასთანხმდეს ყველაფერს! გეყოფა ამდენი ფიქრი! გეყოფა ამდენი დრო,რაც მოგეცი კმარა!
-გამიშვი ხელი გამიშვი!
-მორჩი და ხელები მაგრა მოუჭირა რამდენიც გინდა იყვირე,- და ჩაიხუტა მისი სხეული და გაკოჭილივით ყავდა.-ხვალაც აქ იქნები იცოდე და ფეხს არსად გაადგამ!
ემა ცოტა ჩაცხრა და ერიკს მიუბრუნდა: -რას ფიქრობდი რომ იქ მოსასმენებს აყენებდი?!
-იმას რომ გამეგო თუ ვინმე შენს ცდუნებას გადაწყვეტდა!
-მერე და რა გაიგე?!
-ის რომ რობერტოს აბაზანაში შეყევი და შენს გარდერობშიც შეძვრა.
-ის დიზაინერია და თუ უნდა კაბებში ჩაერევა თუ უნდა კედლებში ან რემონტში!
-იცოდე ძალიან გავბრაზდები სხვა რომ შეგეხოს და ხელი პატარაზედაც, რომ გახლოს!!!!!! რაც გამიცანი მის მერე ვერავინ უნდა შეგეხოს ვერავინ!!! მანამდე თუ ვინმე შეგეხო და შენ ეს გინდოდა ეს წარსულია და შენი საქმეა! ახლა არ დავუშვებ ამას,ამას არ შევეგუები!
-ხო კარგი დამშვიდდი და საერთოდ მე რა მინდოდა და რა არა ეს შენ არ იცი! არის წარსული, რომელზედაც არ ვლაპარაკობ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შენ მოგატყუილე და ახლა საყვარელი მყავს ვინმე!
-მინდა ვიცოდე ყველაფერი ემაა...- და მას ჩაეხუტა,-მაგრამ,როცა შენ გენდომება მაშინ მოგისმენ...-თქვა და ქალს ხელი გაუხსნა.
-მეძინება...-თქვა ქალმა ჩუმად და თვალები დახუჭა. კაცი მის გვერდით დაწვა და ქალს ჩაეხუტა: -წეღან როგორ მიმატოვე...
ქალს ჩაეღიმა და კაცს შეხედა:-იქ,რომ წამეყვანე გალახავდი ვიცოდი და მარტო წავედი,ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე ერიკ...
დილით ემამ გაიღვიძა თუ არა ლოგინზე წითელი ვარდები დახვდა და გარშემოც სულ ვარდები ეყარა.
-დილამშვიდობისა ემა მიესალმა ერიკი და ტუჩებში აკოცა.
-რა მაგარიაააა! -იყვირა ემამ და კაცი გვერდზე გასწია,როგორც კი ხელით იგრძნო ყვავილები.
-ასეც ვიცოდი! ჩემი კოცნა,რომ დაგავიწყდებოდა და მარტო ამათ აღმოაჩენდი!
ემა უცბად წამოხტა და ფეხშიშველმა გაიარა: -რააა მაგარიააა! მაგარიააა! როდისს გააკეთეეე?!
-ღამე! ისე საყვარლად გეძინაა...ცოტაც და ხელში ჩაგიგდებდი! შემეცოდა ჩემი თავი!
-რატომ?! იკითხა ქალმა და გადაიხარხარა.
-რომ ვერ ჩაგიგდე ხელში ბოლომდე!
ქალი მისკენ წავიდა,ხელები მოხვია კისერზე და კოცნა დაუწყო,მალევე მოშორდა და სახეში შეხედა კაცს: ძალიან ლამაზია მადლობა...და კაცს ხელები მოხვია კისერზე ისევ და ჩაეხუტა.
-ჰო მართლა ჩემს კაბინეტში მოხსენი შენი სისულელეები! და თანაც დღესვე და ახლავე!
-გვიან მივალ და მოვხსნი. თანაც ჯერ ჩემთან უნდა იყო და ერთად ვისაუზმოდ.
-არაა...-თქვა ქალმა და კაცს უბიძგა ლოგინზე,რომ დაწოლილიყო. -მე საჭმელს მოგიმზადებ,დაპირებულ საჭმელს,-თქვა ქალმა და უცბად დაიძრა სამზარეულოსკენ.
კაციც უცბად წავიდა ქალისკენ. სამზარეულოში მოფუსფუსე,რომ დაინახა ქალი,ჩაეღიმა და დანა გამოართვა ქალს ხელიდან,თან უჩურჩულა:-ამას მე მივხედავო. ქალმა გაუღიმა და კაცს გააყოლა მზერა,ხახვს,რომ ჭრიდა. და კაცის სახეს ხელი ჩაავლო და დანისკენ მიაბრუნებინა:-მაგას უყურე,რომ ხელები არ დაიჭრა! ემამ მალევე ხახვი გამოსტაცა ხელიდან მერე ხორცის დაჭრას შეუდგა პატარა ნაჭრებად. ერიკმა თვალი გააყოლა და სამზარეულოს გარდერობს მიეყრდნო.
-დღეს მჯერავს უგემრიელესი საჭმელი მექნება!
ემამ ხორცის პატარა ნაჭრები და ხახვი ჩაყარა მაკარონში და 10 წუთი ისევ შუშა ერთად მერე ზემოდან ცოტა მწვანილი დააყარა და გამორთო გაზიც.
-მზადაა.-ემამ თეფშებზე გადმოიტანა კერძი.
ერიკს ახლოს მიუტანა თეფშზე გადმოღებული მაკარონი:-უკვე მზადაა მიირთვი! -ერიკმა არც გამოართვა თეფში და ქალის სხეული ახლოს მისწია.
-ერიკ თეფშს გადამაგდებინებ! -უყვირა კაცს, რომელიც მის სხეულს მიკვროდა და კოცნიდა.-შენი ხელები ჩემს წელს კი არა ახლა კერძს უნდა ეხებოდეს მორჩი! ხომ გშიოდა!
ემას თეფში გამოგლიჯა ხელიდან და იქვე ჩამოდო. ქალიც უცბად გაიწია და მაშინათვე საჭმელს დასწვდა:-თუ გაცივდა,აღარ იქნება კარგი. ჭამე...-უთხრა კაცს და თვითონ ჩაიდო ლუკმა პირში.
კაცი გაემზადა თუ არა,ისევ კოცნით გადაუხადა ქალს მადლობა საჭმლისთვის და მასთან ერთად დაიძრა კარებისკენ. ქალი კისერზე ჩამოეკიდა და თავი მკერდზე მიადო: -ერიკკ...მიყვარხარ...თქვა და ტუჩებს დასწვდა. კაცმა ხელი მოხვია და კარებისკენ წაიყვანა კოცნით,თან უჩურჩულა: -კიდევ გამიმეორე... -მიყვარხარ...აბა ისე ხომ არ გამოგყვებოდი ცოლად,უსიყვარულოდ! -უთხრა და გაეცინა. მიყვარხარ და ახლა წავედი თქვა და კაცმა ხელი გაუშვა.
-მოვა დრო ვერსად გაიქცევი! ვერ გამექცევი ხელიდან!
-არ მეშინია! -მიაძახა და კარებში გავარდა.
კაცმა უცბად ჩაიცვა და კიბეები ჩაირბინა: -მოიცადე ემააა!
-რაიყო?!-მოტრიალდა ქალი ქუჩაში და მისკენ წავიდა.
-მე წაგიყვან?!
-რატომ?! ისევ ჩემი მძღოლი ხარ?!
-კი! -უთხრა და ხელი წაავლო მაჯაში: -მე წაგიყვან!
-გაგაცნო?!
-ის კაცი?!
-კი,რობერტო! რას ერჩი კარგი ადამიანია!
-გავიცნობ!
-მინდა გითხრა პირველი შთაბეჭდილება შეცდომით ცუდი გრჩება ადამიანზე,ისევე როგორც ჩემზე გქონდა!
-საიდან მოიტანე რომ შენზე ცუდი შთაბეჭდილება მქონდა?!
-მკვლელი გეგონე!
-ემააა...იმ კაცთან მომუშავე ყველა ადამიანი განვიხილე და გამოვიკვლიე...შენ ერთადერთი იყავი გაქცეული და ერთადერთი საყვარელი არსება,რომელიც მე მომეწონა...შენი ფოტოები,რომ ვნახე მაშინ დამაინტერესდი...ბოსტონშიც მოვდიოდი,მაგრამ გავიგე,რომ ბილეთი აიღე და რომ აპირებდი ჩამოსვლას,ამიტომაც დავიცადე,თანაც შენ სახელი და გვარი გქონდა შეცვლილი.
-იქ რომ ჩამოსულიყავი მერე?!
-დაგახჩობდი იმ ოკეანეში!
-ძალიან ლამაზია ის ოკეანე!
-შენც ლამაზი ხარ! -უთხრა და კოცნა დაუწყო.ემამ მოიშორა და მანქანა ატარეო უთხრა.
-მოვედით ემა! -თქვა კაცმა და გაუცინა. გაბრაზებული გადავიდა ემა მანქანიდან და მალევე ლიფტისკენ წავიდა.
-აბა როგორ გეძინა?! იკითხა,როცა კარებში შევიდა.
-მშვენივრად ისე მშვენივრად, რომ უკვე ვიფიქრე მოდელების განლაგებაზე და კარგიც გამოვა...
-მაგარიააა მე შენი მჯეროდა და ჩაეხუტა თავის მეგობარს. ქალაქს დაგათვალიერებინებ და თან ვჭამოთ რაც გსურს.
-კამილამ უკვე მომართვა გემრიელი საუზმე,-თქვა კაცმა და ემასთან ერთად ლიფტისკენ დაიძრა. ლიფტით დაეშვნენ ძირს. რობერტო გაიცანი ეს ერიკია უთხრა და ერთმანეთი გააცნო.
-აჰ, ესა ის კაცი,ვინაც შენი თავი წაგვართვა?! -იკითხა და ორივეს გაუღიმა. ემამაც გაიცინა და ერიკიც აჰყვა სიცილში: -მე ვარ მე,რომელმაც ამ ქალის გული მოინადირა თქვა ერიკმა ქალს ხელი მოხვია წელზე. რობერტოს გაეცინა და მალევე მანქანაში ჩაჯდნენ.
ორივემ გაისეირნეს ქუჩებში და ლამაზი ხედებით დატკბნენ.
ერიკმა ერთად დატოვა,მაგრამ ორივეს უთვალთვალებდა.
ერიკმა უცბად დაატორმუზა როცა ემა დაინახა გახარებული თავის უცხოელ მეგობარს რომ ჩაეხუტა.
-როდის წაეთრევა ეს კაცი! ყვიროდა და თან ხელს რულს ურტყამდა გაბრაზებული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent