შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (29 თავი)


2-06-2017, 00:45
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 417

ნიკოლოზისა და ნიდას ურთიერთობა იმაზე მეტად დატკბა ვიდრე სასტავი წარმოიდგენდა . მთელი ერთი კვირის განმავლობაში ნიდას ბატონი ნიკა უვლიდა, რადგანაც გოგონას მარჯვენა ხელი ჯერ ჯერობით „პარალიზებული“ ქონდა.
ლუკიტოს გადარეული, მანიაკალური ახირება ვიდეოზე სასტავს ჭკუიდან შლიდა. განსაკუთრებით ლიკას აგიჟებდა ქმარის აკვიატება. აი ლიკუნას გადარევა მაშინ უნდა გენახათ ლუკამ საქორწილო კაბა, რომ უყიდა აწ უკვე მეორედ. ნუ ლიკას კი გაუხარდა ეს კაბა მარა ეს იმაზე იყო გაბრაზებული რო ლუკიტომ ის კაბა ნახა. გოგონას კატეგორიულ ნათქვამს " მე ამ კაბას არ ჩავიცმევ" ლუკამ გვერდი აუარა და ძალით ჩააცვა, იმ დღეს ის საქორწილო კაბა. სასტავსაც აიძულა „გამოპრანჭვა“.. ბიჭებმა რა თქმა უნდა სარუჩკები ჩაიცვეს. ნიკოლოზმა მაქსიმესაც უყიდა პატარა ცისფერი სარუჩკა და შავი ბაბაჩკა.
-აუ ტო ნახე რა კაცია? შვილის სიმპატიურობით კმაყოფილმა დვალმა ბავშვი ხელში აიყვანა და ნიდას დაანახა თუ როგორ უხდებიდა ის პატარა ბაბაჩკა ბავშვს ყელზე, რომ ებჯინებოდა.
-ნიკა გაცივდება მასე. უკმაყოფილოდ აათვალიერა შვილი - ჩაუკეცე ეგ სარუჩკა შარვალში ..
-რო გავალთ მერე ჩავუკეცავ თორე ეხლა აზრი არ აქვს მაინც ამოიჩაჩავს. ბავშვს ლოყაზე აკოცა და თავის სათამაშიებთან დასვა. -შენ რას შვები აბა?
-ამ ხელის გადამკიდე ვერაფერსაც ვერ ვშვები . წარბ შეკრულმა დახედა მარკერებით დაჯღაბნილ თაბაშირს, რომელზეც სასტავმა უკვე მოასწრო მაიმუნობა .
-მერე მე რისთვის ვარ ტო? ცოლს ლოყაზე აკოცა და გარდირობთან მივიდა.. აბა რომელ კაბას იცმევ?
-აი ის შავი.
-არა .. ეს მუქი მწვანე კომბინიზონი ჯობია .. თან შენს თვალებს დაამშვენებს . თვალი ჩაუკრა და საკიდიდან ჩამოხსნა..
-არ მინდა მე ეგ დამოუკიდებლად ვერც გავიხდი და ვერც ჩავიცმევ ..რამე თავისუფალი ჯობია ამჯერად..
-ხო და მაგიტომაცაა კაი. წარბები ეშმამურად აათამაშა. -მოდი ჩავიცვათ.
-აუ ნიკა რა .
-არ უნდა მაგას აუ. დაჯექი მოდი აქ..
ნიკოლოზმა კმაყოფილი სახით ჩააცვა მეუღლეს მისთვის საყვარელი და ნიდასთვის მტანჯველი კომბინოზონი ..
-კიდევ კაი უმკლავოა. სარკეში შეათვალიერა თავისი თავი.
-მოიცა მაკიაჟიც მე უნდა გაგიკეთო? ბოლო შტრიხი თვალში აღარ მოუვიდა ნიკას.
-რადგანაც დაიწყე საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.. ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიდამ
-მე დაწყებულ საქმეს არასდროს არ ვტოვებ შუაში.. ორ აზროვნად ჩაილაპარკა და ცოლს მიუბრუნდა.-შენი დამახინჯება გეგმაში რახანაც არ მაქვს ჯობია მასე წამოხვიდე ან ანისთან გავიდეთ და ის გაგიკეთებს... მერე კი იქიდან წავიდეთ ერთად. ჰა?
-ჰო ნამდვილად ჯობია ანისთან გავიდეთ.. დაეთანხმა ნიდა
-კაი მაშინ ეს ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ.. თუ გინდა მე მოგეხმარები .
-არ მინდა დაუხმარებლადაც ჩავდგავ ფეხს ამაში. თვალები აატრიალა და მაქსიმეს ხელი მაჯაში ჩაკიდა..
-ნიდა მაქსიმეს აყვანა არც ცადო. წარბი ზევით აწია დვალმა და ცოლს მკაცრად შეხედა..
უხმოდ დაუქნია თავი ქმარს და მისაღებში ბაჯბაჯით გასულ შვილს მიჰყვა.
მალევე გავიდნენ სახლიდან და გეზი ანისა და იკასკენ აიღეს.. წყვილი უკვე მზად დახვდათ. ანიმ მაკიაჟი გაუკეთა ნიდას და თმებიც გაუსწორა.
-ლუკიტომ დამირეკა უკვე რესტორანში ვართ და მალე მოდით ვიდეოში, რომ დროულად გამოჩნდეთო. სიცილით თქვა იკამ .. ნიკას კალთაში მჯდომ მაქსიმეს თმები აუჩეჩა და სოსკა გამოაცალა პირიდან.. ამ უსიამოვნო ფაქტმა მაქსიმეს ჩხავილი გამოიწვია... ნიკოლოზმა ძლივს დააწყნარა..
-იმენა შენნაირია რა.. უკმაყოფილოდ გააქნია თავი იკამ და ნიკოლოზს თავში წაუთაქა.. ერთი შენ იყავი თმაზე შეხება რო არ გევასებოდა და ბღაოდი და მეორე ეგაა..
-ჩემი ციცქნაა ეს.. ძლივს დამშვიდებულს ლოყაზე მსუბუქად აკოცა ..
-წავედით? მისაღებსი გასულმა ნიდამ ნიკას მიმართა.
-ჰო გავიდეთ . ფეხზე წამოდგა ნიკოლოზი შვილითურთ და ირაკლის გახედა. ჰა აღარ მოდიხართ?
-წამო წამო. სიცილით მოხვია იკამ ხელი ცოლს და მის ხელში მოთავსებულ შვილს ლოყაზე უჩქმიტა.
რესტორანში მისულებს ხალხით სავსე დარბაზი დახვდათ .. ლუკიტო ვიდეო გადამღებს მითითებებს აძლევდა თუ საიდან, როგორ და რა რაკურსით გადაეღო. როდესაც კიბებზე ჩამომავალი წყვილები შენიშნა თავიანთი შვილებით გაღიმებული გაემართა მათკენ .
-ოჰ პინგვინებიც მოსულან. ნიკოლოზის ხელში მოთავსებული მაქსიმე ხელში აიყვანადა და პატარა ბაბაჩკა შეუსწორა..-პატარა კაცია ტო. ხითხითით შეათვალიერა ბავშვი. -წამოდით დასხედით რა უცხოებივით დგახართ.. წინ გაუძღვა მომღიმრებს და სასტავთან მიიყვანა.
-ვა ნიდუ.. იმენა გხატავს რა ეგ თაბაშირი მაგ სამოსზე.. გაეკრიჭა გიკო გოგინას.
ნიდა იოს გვერდით მოთავსდა, გვერდით კი ნიკა მიუჯდა. იოანემ მაქსიმე ლუკას წაართვა და თვითონ დაუწყო თამაში.
მხიარულად ატარებდნენ დროს. თუ ლუკას ახირებებს არ ჩავთვლიდით.. ამ ლაივებით ისე შეუღონა გული სასტავს,რომ რესტორანში wi-fi გამოართვევინეს. მერე კი ინება ტელედან თავის აწევა.
რამდენიმე საათში ნიკოლოზისა და იოანეს გარდა, ყველა კარგად შეზარხიშებული იყო.
ნიკა ნიდას აჭმევდა საჭმელს და ღიმილით აკვირდებოდა.
-იცოდე ამის მეტს აღარ შევჭამ.. წარბები შეკრა ნიდამ და ნიკოლოზის ხელში მოთავსებულ ჩანგალს დახედა, რომელზეც ნიგვზიანი ბადრიჯანი იყო წამოცმული.
-ესეც და ვსო.. თეფშზე დადებულ ბოლო ლუკმაზე მიუთითა დვალმა..
-ნახე რა ბიჭი შემოვუშვი შენთან ოჯახში . ომომ იოს შეხედა.. იმენა თავის ხელით აჭმევს ცოლს . ინატროს ბევრმა ამის ნაირი სიძე.. ახარხარდა ომიკო..
-წამო ვიცეკოთ თორე ვიღაცას მივუნგრევ სიფათს. ნიდას პასუხს არც დალოდებია ისე ააყენა სკამიდან. ნიკამ გოგონას მარცხენა ხელი თავის ხელში მოათავსა და კისერზე დაადებინა, თვითონ ორივე ხელი მოხვია წელზე და ასე ააყოლეს ტანი კლასიკურ მუსიკას.
-ხო არ გტკივა?
-არა. ერთი სული მაქვს როდის მომხსნიან ამ თაბასირს..
-არ იღელვო მოგხსნიან, მაგრამ მანამდე მე მოგხედავ. მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და გაუღიმა..
როდესაც ცეკვა დაასრულეს სასტავისკენ გაემართნენ .. ნიკოლოზმა ნიდას სკამი გამოუწია, მარა გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
-სად მიდიხარ? მაჯაში ჩაავლო ხელი.
-საპირფარეშოში..
-ა კაი წამო..
-ნიკა..
-ნიდა წავედითთქო..ხელი წელზე მოხვია და საპირფარეშოსკენ წაიყვანა.
-მოიცა შენ უნდა შემომყვე?
-უჩემოდ ვერ გაიხდი. ცალი წარბი კმაყოფილმა ასწია და მის სამოსს თვალი ააყოლა.
-მაგიტომაც გითხარი ის თავისუფალი კაბა ჩამეცვა..
-არაუშავს მე გაგხდი.. წარბი აათამაშა დვალმა და ცოლთან ერთად შევიდა ქალების საპირფარეშოში. ზურგზე მიმაგრებული ზმეიკა გაუხსნა და ზედა ტანი გაუნთავისუფლა კომბინიზონისგან. -ჰმ .. ჩაახველა ნიკოლოზმა როდესაც ბოლო დეტალი დარჩა. კომბინიზონი უნდა ჩაეწია ვიღაცის ყვირილი, რომ გაიგო..
-უზრდელები. ხნიერმა ქალმა ზიზღით აათვალიერა წყვილი და გასვლისას კარები ხმაურიანად მიაჯახუნა.
-კარები როგორ არ ჩაკეტე ნიკა აქამდე? შეუღრინა ჯერაც დაბნეულმა ქმარს.
-რავი დამავიწყდა.. მხრები აიჩეჩა და წყლის ნიჟარას მიეყრდნო..
-როგორ ხარ მშვიდად როდესაც იმ ქალმა აქ ამ მდგომარეობაში დაგვინახა?
-რას ვაკეთებდი ერთი ცუდს? ჩემს ცოლს ვხდიდი . მხრები უდარდელად აიჩეჩა.
-ნერვებს მიშლი.
-ეხლა მართლა მოხდება აქ ის რაც იმ ქალმა წარმოიდგინა თუ ასე იდგები ჩემს წინ. თითქმის მოშიშვლებულ გულ-მკერდზე დაასო მზერა..
-გადი.. თითი კარისკენ გაიშვირა
-ნეტავი იცოდე როგორ გიხდება ალქაჯის იმიჯი. ხითხითით გავიდა მარა ორ წამსი ისევ შემოყო თავი.. -აქ ვარ თუ რამე და დამიძახე ..
უკვე ძალიან გვიანი იყო რესტორნიდან, რომ გამოვიდნენ და სახლის გზას დაადგნენ.. მაქსიმეს მშვიდად ეძინა ნიკოლოზის მკლავებში.. ტაქსმა კორპუსის წინ გააჩერა.. ნიკამ ფული გადაუხადა და ასე ბედნიერი ოჯახთან ერთად შევიდა სადარბაზოში.
სახლში შესულებს სრული სიჩუმე და სიბნელე დახვდათ. ნიკამ მაქსიმეს ტანსაცმელი გამოუცვალა, მოაწესრიგა და დააწვინა. დაღლილი გაწვა საწოლზე და მომღიმარ ცოლს შეხედა.
-რაო?
-ასეთი ოღონდ გოგო.
-არ ვიტყოდი ურას. გაეღიმა ნიკას და გოგონასკენ წავიდა. ნიდას ხელები წელზე მოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა. -მიყვარს ეგ კომბინიზონი.
-მე ვერ ვიტან..
-მაშინ ჯობია მოვიცილოთ.
-არა
-როგორ არა
-ნიკა
-ნიდა
-შენ არ იხდი? ამღვრეული თვალებით შეხედა ქმარს და ტუჩები გაილოკა.
-ნიდა რა გარყვნილი აზრები გიტრიალებს თავში.
-მეე?
-აჰმ მარა ჩემზე გარყვნილი აზრები ვერასოდეს ვერ გექნება. ტუჩები ყელში ჩააცოცა, კომბინიზონი ფრთხილად გახადა და ოთახში შუქიც ჩააქრო.
დღეები სწრაფად გადიოდა. ნიდას ის საშინელი თაბაშირიც მოხსნეს ხელიდან და უკვე დამოუკიდებლად ხედავდა თავის თავს.
ახალი წლის საღამოს სასტავი ნიდასთან და ნიკოლოზთან ავიდა და ასე ერთად შეხვდნენ ახალი წლის მოსვლას.. ნიკა ბედნიერებისგან სად წასულიყო აღარც იცოდა. იმ დღეს ბიჭები ისე დაითვრნენ, რომ ცოლებმა ძლივს "წაიღეს" .. ნუ ვისაც ცოლი და შეყვარებული არ ყავდა ქე ეგდო ულამაზეს ხალიცაზე მისაღებში.
მეორე დღეს მაქსიმეს დაბადების დღის სუფრაც მიაბეს და ასე გადააბეს სმაც. ნიკამ ტორტი ამოიტანა და მაქსიმეს ახალი პიპიაც უყიდა, რომელზეც სულ მთლად გადაირია მაქსიმე. აი ბავშვის გადარევა არა მარა ნიდა მართლა გადაირია ნიკოლოზმა რო უთხრა 120 ლარი მივეცი ამ პატარა სათამაშო მანქანაშიო.
ნიდა ნიკოლოზზე ძალიან ბრაზობდა. ეგონა ახალ წელს რაიმეს აჩუქებდა, მარა არა უბრალოდ ცოლი დაავიწყდა მეტი კი არაფერი. არ იმჩნევდა წყენას, მაგრამ ნიკა კარგად ხვდებოდა რაშიც იყო საქმე.
-ნიდ..
-რა
-ბრაზობ?
-რაზე?
-იცი რაზეც.
-...........
-ნუ იბუტები გიყიდი იმ ჩექმებს
-მართლა?
-ჰო
-ზუსტად ისეთს ?
-ჰო. ფულს ავიღებ ამ დღეებში და გავიდეთ საყიდლად თან მაქსიმესაც ვუყიდოთ რაღაცეები, დაუპატარავდა უკვე ტანსაცმელი.
-რა საყვარელი ქმარი ხარ ტოოო ..
-ეს ტოოო რა იყო?
-შენ მოგბაძე
-რა სულელი მყავხარ.. თავი სიცილით გააქნია და ცოლს მკლავები მოხვია. -წადი თბილად ჩაიცვი, რამდენიმე დღის ჩასაცმელიც ჩააწყვე და ერთ საათში იყავი მისაღებში გამზადებული.
-სადმე მივდივართ?
-კახეთში. შენ ხომ გინდოდა იქ წასვლა?
-ნიკა. ნუ თუ შენ ?
-სამწუხაროდ არა. ისევ "სკლეროზიანი" ქმარი გყავარ.. გაიცინა სევდიანად და გოგონას თმებზე ხელი ჩამოუსვა.. -გეგამ მითხრა ერთხელ კახეთზე და იქიდან ჩამჩა .. კაი იქნება განტვირთვა რამოდენიმე დღე დავისვენებთ, სანამ სწავლა დაგეწყება მაქსიმე დედაშენთან დავტოვოთ ან ნათიასთან და მოვტყდეთ აქედან. და მერე იწყება თავდავიწყებაააააა... წარბები აათამაშა ნიკამ. -წადი ეხლა მოწესრიგდი.. თბილი ტანსაცმელი ჩააწყვე სულ. კაშნე და ქუდი არ დაგავიწყდეს..
-ვაიმე ნიკა ან მაცადე ან შენ ჩაალაგე.
-სანამ მაგეებს ჩააწყობ ჯერ ამ კაცუნას მოუმზადე თაცისი პაწუკა ბარგი, რო ბებიკოსთან გადაბარგდეს რამდენიმე დღე..
მაქსიმე ქალბატონ დალისთან დატოვეს, თვითონ კი კახეთისკენ გაემართნენ, ნიკოლოზის ახალი პიპიით.
ნიდა მთელი გზა უყვებოდა ნიკას კახეთში გატარებულ თითოეულ დეტალს.. ველოსიპედიდან დაწყებული ტელეფონით დამთავრებული. დვალი ღიმილს ვერ იცილებდა სახიდან. იმდენად მოსწონდა მკერდში გაჩენილი ბედნიერების ბაგა ბუგი, რომ მელოდიასავით ჩაესმოდა..
მასში იყო გამჯდარი ის ერთადერთი გოგო, რომელიც მის გულში ცოცხლობდა... უყვარდა მისი ღიმილი, ცხვირი, თვალები, თმები, სურნელი, ტუჩები, კანი , სხეული.. და არა მარტო თვალით დანახული უყვარდა არამედ შინაგანი ნიდას თვისებებიც მოსწონდა . ის იყო მისი ნიდა, რომლის დანახვაზეც ნიკოლოზის თცალები ინთებოდა და გული რიტმულად ცემდა.
უკვე მოსაღამოვებული იყო სიღნაღში, რომ ჩავიდნენ.. ნიკას სასტუმრო დაჯავშნული ქონდა, ამიტომ ღამის გასათევის ძიება არ დაუწყიათ.
-ერთი ორი დღე აქ დავჩეთ და მერე სასტავთან ერთად წავიდეთ რაჭაში ან რავი..
-ისე რა ლამაზია არა აქაურობა.. ზამთარშიც არ კარგავს თავის ხიბლს.
-ხო ლამაზია..
-წამო შევიდეთ თორე გაიყინები მასე.. არა ისე ვის ეპრანჭები ნეტავი მაგ მოკლე კაბაში ? გაგაფრთხილე თბილად ჩაიცვითქო მარა ჩემი სიტყვა ძაღლის ყეფასავითაა. ბუზღუნებდა ნიკოლოზი და ბარგს მანქანიდან იღებდა..
-იომ მაჩუქა რას ერჩი ამ კაბას ვერ გამიგია. თვალები აატრიალა და შენობაში შებრძანდა.
-არ არის ზამთარში ჩასაცმელი. მარა რამე გესმის?
-ნიკა შენ აქ საჩხუბრად თუ წამომიყვანე ჯობია ეხლავე წავიდეთ.
-ვსო ხმას არ ვიღებ.
ნიდამ ქმარს გასაღები წაართვა და კიბეებს აუყვა. ოთახში შევიდა და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა..
-ჩემი ბუტია. ბარგი იქვე მიაგდო ნიკამ და გვერდით მიუწვა გაბრაზებულს.
-ნუ მეხები.
-რატო ტო? წარბები შეკრა დვალმა
-ნერვებს მიშლი და მაგიტომ
-ისე რაღა ეგ მოკლე კაბა გიყიდა იმანაც ? სხვა მეტი არაფერი იყო?
-ეს კაბა მომწონს.
-მეც .. მარა შენს გარეშე უფრო მშვენიერი იქნება. ეშმაკური ღიმილით მოექცა გოგოს ზემოდან, მაგრამ კარების გაღებამ მისი ძირს გადმოვარდნა მოახდინა.
-თქვენ აქ რა გინდათ ტო? კარებში მდგომმა დაბნეულმა გიკომ არანაკლებ გაოცებულ ნიკასა და ნიდას შეხედა.
-მეც ეგ მანტერესებს შენ აქ რა გინდა, თანგოგოსთან ერთად? წარბ აწეულმა ნიკოლოზმა გიკოს გვერდით მორცხვად მდგომ გოგოს გახედა.
-მოვიტაცე. თავით გოგოზე ანიშნა, გაოგნებულ წყვილს შეხედა და გვანცას წელზე ხელი მოხვია..
- რაა? ერთდროულად წამოიყვირეს
-ხო რა... მომბეზრდა ასე მარტო ხეტიალი დავავლე ხელი ამ ჩემი მარტოობის მიზესს და დავტყდით თბილისიდან.
-მერე? აზარტში შევიდა ნიკოლოზი და ინტერესით შეხედა გიკოს
-მერე ჩამოვედით სიყვარულის ქალაქში და შემოგეჭერით ოთახში, მეტად უხერხულ მომენტში. ისე ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ საქმეში დომინანტობას არ დათმობდი. თვალები დააწვრილა და ეშმაკურად გაიცინა. ნიდა გიკოს სიტყვების გაგონებაზე აწითლდა და ერთ ადგილზე გაშეშდა .
-მეკი ეჭვი მეპარება შენს დომინანტობაში. გიკოს ეშმაკური ღიმილი სახეზე შეაშრა.
-გიკო.. ამოიკნავლა გვანცამ
-არ დაუჯერო ამას საწოლში დომინანტი კი არა მხეცი ვარ..სერიოზული სახით, ხმამაღლა "გადაუჩურჩულა" მის გოგოს.
ნიკამ სიცილით თავი გააქნია..
-ამ ოთახში რანაირად შემოხვედი აი მაგას ვერ ვხვდები. დვალი საწოლზე დაჯდა და გიკოს თავით ანიშნა წინ მდგომ დივანზე დაბძანებულიყვნენ..
-ბიჭო იმ გოგომ ქვევით რომაა მომცა ექვსი ნომერი ოთახის გასაღები ხო და მე ეს გასაღები ცხრა ნომრად წავიკითხე და აი ასე შემოგივარდით აქ. ჰო სულ დამავიწყდა ეს არის ჩემი გვანცა. გაიღიმა გიკომ და გოგონას ხელზე ხელი დაადო.
-ისე რა გეჩქარებოდათ? იკითხა ნიდამ და ნიკოლიზს თავი მხარზე ჩამოადო
-გაჩუმდი გოგო ისედაც მთელი გზა მაგას გაიძახოდა. შეშინებულმა გიკომ გვანცა გულზე მიიხუტა და ხელები მოხვია.
-რაღა დაგვჩენია ავღნიშნოთ თქვენი ამბავი წავალ მე ღვინოს ამოვიტან და შეუბეროთ. ფეხზე წამოხტა ნიკოლოზი და ოთახი დატოვა..
უკვე კარგად ქონდათ ღვინო დალეული გიკო რო ატყდა სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ, ოღონდ მოქმედების გარეშეო. სხვა რა უნდა ეკეთებინათ, ამიტომ დათანხმდნენ.
გიკო ნიკოლოზს:
-აი მაშინ 17 წლისები, რომ ვიყავით რაჭაში და რო დატყდი სადღაც ხო გახსოვს? ნიკა უხმოდ დათანხმდა თავის დაქნევით. -ხო და სად წახვედი?
-თბილისში
-კონკრეტულად?
-საგანი ჩამჩა მაგ ზაფხულს სკოლაში. ხო და მომიწია აგვისტოში რუსულის ჩაბარება. გეგა ახარხარდა.
-აი თურმე რატო გეჭირა მთელი დღეები რუსულის წიგნები. მე კი სულ სხვა რაღაც ვიფიქრე.
-შენ კარგს ვერაფერს იფიქრებდი. ხელი აიქნია და კიდევ ერთი ჭიქა ღვინო ჩაცალა.
ნიდა გვანცას:
-სად გაიცანი ეს ვაჟბატონი?
-უნივერსუტეტში, შემთხვევით ლიფტში გავიჭედეთ , მარა მაქედან არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა. მაგ წელს დაასრულა გიკომ სწავლა, მე კი პირველ კურსზე ვიყავი.
-მაქედან დაიწყო სწორედაც. რაღაც არარსებულმა ძალამ დაგვაკავშირა იმ დღეს. უბრალოდ ვერ მივხვდით. საუბარში ჩაერთო გიკო. -მაგ შემთხვევის მერე ერთი წელი გავიდა. ერთ დღესაც ეს ქალბატონი თავისი მანქანით მომადგა ავტოსახელოსნოში, ისე კარგად ატარებდა მანქანას, რომ ხეს შეასკდა.. ხო და მაშინ დავახლოვდით . ღიმილით იხსენებდა წარსულს.
-მშვენივრადაც ვატარებდი.
-ეტყობოდა მანქანას. გაიცინა ბიჭმა და გოგოს საფეთქელზე მიაკრო ტუჩები. ნიკოლოზი და ნიდა გაღიმებულები აკვირდებოდნენ წყვილს.
ნიკა ნიდას:
-როდის გაკოცე პირველად? ღიმილით შეხედა გვერდით მჯდომ ცოლს.
-ნიკა
-მაინტერესებს. თან ეგ მნიშვნელოვანი ეპიზოდი აუცილებლად უნდა ვიცოდე. ნუ კიდევ არის პირველი ღამის ეპიზოდიც მარა ეგ მერე იყოს. ბოლო წინადადება ყურში ჩასჩურჩულა .
-მეც მაინტერესებს. თვალები ააფახულა გიკომ
-უნივერსიტეტში საახალწლო სპექტაკლს დგამდნენ და იქ იყო კოცნის სცენა, როდესაც მე უნდა მეკოცნა პრინცისთვის.. რეპეტიციის დროს მომვარდი და მაკოცე თან გამომათრიე იქიდან და სპექტაკლსი მონაწილეობის მიღებაზეც უარი მათქმევინე.. ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია ისე თქვა ნიდამ. ნიკას ეღიმებიდა და მეუღლეს თვალს არ აცილებდა..
გვანცა ნიკოლოზს
-როდის გაიცანი ნიდა?
-არ მახსოვს. სევდიანად შეხედა ცოლს.
-ეგ როგორ?
-ამათი ისტორია ერთი დიდი "ლავ სთორია"... გიკომ ცადა გვანცასთვის სიტუაცია აეხსნა.. -რამდენიმე თვის წინ ნიკა ავარიასი მოყვა. ნიდას გაცნობას ვინ ჩიოდა თვითონ ნიდაც არ ახსოვდა. მერე აგიხსნი რა..
ნიკოლოზმა მდუმარედ მჯდომ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრო.
გიკომ გვანცას ჩაავლო მკლავში ხელი და სწრაფად დატოვეს ოთახი.
ნიკოლოზი და ნიდა იატაკზე ისხდნენ ზურგით საწოლს ეყრდნობოდნენ და ხმას არ იღებდნენ..
-ნიდუ ისე პირველ ღამეს რა ფერის საცვლები გეცვა? სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკამ. მაგრამ იმასაც ვერ იტყოდა, რომ არ აინტერესებდა ამ კითხვის პასუხი..
-ნიკოლოზ. სწრაფად მოსცილდა ბიჭს და ფეხზე წამოხტა..
-თეთრი? სერიოზულად კითხა დვალმა. ნიდა აიჭრა.. ნიკამ ტუჩის კუთხე ჩატეხა.. -ანუ თეთრი. გოგონას მიუახლოვდა. ტუჩებსი მოწყვეტით აკოცა და თვალებში ჩახედა..
-რატომ შეგიყვარდი? მოულოდნელი კითხვა დაუსვა ცოლს.
-ეგ რა კითხვაა?
-მიპასუხე
-იმიტომ, რომ შენი გული ცემს. გულუბრყვილოთ უპასუხა კითხვას..
-რაა? ჯერ დაიბნა ნიკა მარა როცა ნიდას სიტყვები მის გონებაში დატრიალდა გულიანად ახარხარდა...-მხოლოდ იმიტომ შეგიყვარდი, რომ ჩემი გული სწრაფად ცემს?
-იმიტომ შემიყვარდი, რომ შენი გული მხოლოდ ჩემთვის ცემს. ნიდამ ხელი გულზე მიადო წინ მდგომს.
ნიკას ნიდას შეხებაზე გააჟრჟოლა.. გოგონას თვალებში დანახულმა სიყვარულმა მოიცვა და ღიმილით ჩააჩერდა მწვანე თვალებს.
-ეხლაც სწრაფად ცემს. თვალები ააფახუნა ნიდამ
-შენთვის ცემს და მაგიტომ. ნიკოლოზმა ნიდას ხელი აიღო და ხელის გულზე აკოცა..
-მხოლოდ შენთვის ცემს ასე გამალებით
არღვევს გამეფებულ სევდას, სიმარტოვეს
ფეთქავს გაგიჟებით ))
შენი სიყვარულით )))



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი იყო ყოჩაღ მალე დადე რა შემდეგი თავი
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი ხარ!!
მომენატრეე

 


№3  offline წევრი tatiachelo

შემდეგი თავი უკვე ბოლო იქნება და მეც დავისვენებ და თქვენც :D :D <3 კაია თუ მოგწონთ )))

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

tatiachelo
შემდეგი თავი უკვე ბოლო იქნება და მეც დავისვენებ და თქვენც :D :D <3 კაია თუ მოგწონთ )))

გვეშველაააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent