შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (26 თავი)


9-05-2017, 17:08
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 355

ლუკას მისვლამ საუბარი გააწყვეტინა ომიკოს და ნიდას.
-ბაზარში მიდიან ბავშვები ნიდუ როგორ ხარ? რას შვებიიიი? გაიკრიჭა  მანქანიდან გადმოსული ლუკიტო..
-ეს რაღა მოიგონე? გაიღიმა  ნიდამ და ლუკა გადაკოცნა.
-რა ცანცარა ხარ .. თავი გააქნია ომომ, ლუკას მანქანის გასაღები გამოართვა და საჭესთან ადგილი თავად დაიკავა -ორი კაცი და გავდივარ.. დაიყვირა დვალმა.
  ლუკა ომიკოს გვერდით დაჯდა ნიდა კი უკანა სავარძელზე მოთავსდა. ლაპარაკში ისე გაერთნენ ვერც გაიგეს კორპუსს როგორ მიუახლოვდნენ.. სახლში შედიოდნენ ომიკოს მობილური რო ამღერდა. ეკრანზე გამოსახულ მომცინარ ნიკას ფოტოს დახედა.
-ჰა რა გინდა ?
-თუ ნიდასთან ხარ მიეცი მობილური.
-ნიდ ნიკაა.. ომიკომ ტელეფონი გაუწოდა დივანთან  მდგომ გოგოს. ნიდამ მობილური სწრაფად გამოართვა და ოთახში შევიდა.
-გისმენ
-მობილური სად გაქვს ? იმენა აგიფეთქე.
-ხო და აფეთქებული გდია ჩანთაში.
-ნიდა.. ნიდა .. ნუ მაღზიანებ.
-ნიკა უკვე ზღვარს ცდება შენი საქციელი, ჯობია ფსიქიატრს გაესინჯო.
-გავესინჯები შენს ხელში  აბა რა იქნება, ისე შენც თუ გამომყვები უკეთესი, შენც გაგსინჯავენ.
-ისევ ნერვების ასაშლელად თუ დარეკე ნამდვილად გამოგივიდა, ახლა კი ვთიშავ მობილურს.
-არა მოიცა.. რამდენიმე წამი გაჩუმდა... მხოლოდ ნიკოლოზის სუნთქვა ისმოდა...  ნიდ ..
-ჰო
-არა არაფერი.
-ნიკა . ხმა გაიმკაცრა გოგომ
-ნიდ მოდი რა ჩემთან.
-რა იყო ნიკოლოზ გეშინია? გადაიკისკისა ნიდამ
-ხო ძაან .. გაიცინა დვალმა .
-მერე თეკოს ვერ დაურეკე?
-ეხა ამ მომენტში ეგ რო არ გეხსენებინა ისე ვერა? თეკო ჩემთვის არავინ არა და ი ვსო. შენ კი იყავი, ხარ და იქნები, გასაგებია?
-ნიკა..
-არ მინდა ეხა აქ ლაპარაკი მერე განვიხილოთ ეს თემა. უბრალოდ შენი ხმის გაგება მინდოდა და კიდევ, ჩემს ზარებს ნუ აიგნორებ.
-ნიკა მთვრალი ხო არ ხარ?
-მთვრალი არა.. მარა გაგიჟებული რო ვარ ეგ კი... ხვალ დილით გამოგიყვან მაქსიმეს.
-ძინავს კიდევ?
-ეხლახანს გაიღვიძა აი ნახე.. მა ნახე იქ რა არი? სათამაშო მანქანისკენ გაიშვირა თითი ნიკამ.
-პიპი.
-ნეტა ამ მამას და პიპის მეტი რამე ისწავლოს.. მობეზრებულმა ნიკოლოზმა შესწუწუნა ცოლს.
-ჰო ერთი სული მაქვს დედას როდის იტყვის.. სევდიანად ამოთქვა ნიდამ.
-ნიდ ვით ვეღარ მორჩით ლაპარაკს? ოთახში შეიჭრა ლუკა
-ხო გამოვალ მაცადე . შეუბღვირა ბიჭს
-ვინ იყო? ხმა შეეცვალა ნიკოლოზს
-ლუკა.. დღეს ჩემთან რჩება..
-ააა კაი მაშინ მიაქციე მაგათ ყურადღება. ხვალამდე.
ნიდამ მობილური გათიშა და მისაღებში ვავიდა..
-რაიო რა მინდაო? ინტერესით შეხედა ლუკამ ნიდას.
-არ ვიცი.. რაღაც რო უნდა ეგ კი, მარა რა უნდა ეგ არა.. თავი გააქნია ნიდამ და ომიკოს მობილური მიაწოდა.
-რაღაც კი არა შენ უნდიხარ, მარა აი ვერ ვხვდები რა რაკურსით ბრუნავს შენს გარშემო. თავი ამაყად აწია ლუკიტომ
-სიყვარულის რაკურსით, მარა თვითონაც ვერ ხვდება ან ხვდება და არ ამბობს. თავის დაქნევით დაეთანხმა ომო.
-ისე თეკოსთან რას შვება? ლუკამ ისე კითხა ომოს, რო ნიდასთვის თვალი არ მოუცილებია. გოგო შეიშმუშნა თვალებში ცრემლი ჩაუდგა და თავი სწრაფად დახარა ძირს. ომიკომ ნიდას შეხედა.
-კაი გოგოაო.... ამ სიტყვის თქმა და ნიდას თავის აწევა ერთი იყო... მარა ჩემთვის დაბადებული არ არისო.- ნიდას რო დაცილდა მაშინ ავიდა ერთხელ და იქ აზრზე არ ვარ რა მოხდა, მარა იმის მერე არც უნახია. სვავდა და იყო ასე, მთელი კვირა..დღეს რაც ნიდა ნახა სახიდან ღიმილი არ მოსცილებია, თან სულ წარსულზე მეკითხება, ცდილობს რო გაიხსენოს. ნიდ მართლა არ ვამართლებ მაგის საქციელს, მარა დაიმახსოვრე ცხოვრებაში შეცდომებიც საჭიროა, ადამიანები ხო შეცდომებზე ვსწავლობთ.
-ვერც გაამართლებ და ვერც გაამტყუნებ . არაკაცობაა მეხსიერების გამო ხელი კრა ოჯახს და დაიკიდო მარა, ეხა რო დავფიქრდეთ წარმოიდგინე 4 წელი რაც გიცხოვრია არ გახსოვს და გეუბნებიან ოჯახი გყაავსო.
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ისევ მიყვარს... ჩემს თავზე, ცხოვრებაზე, სამყაროზე მეტად მიყვარს, მაგრამ იმ დამცირებას ვერ ვაპატიებ და ვერც შეურაცყოფას. მიყვარს კი მიყვარს და მაგიტომ მტკივა . ჩუმად თქვა ნიდამ.
-ჩვენ კიდე თქვენი შემყურე გვტკივა. ლუკა ნიდას გვერდით დაჯდა და გოგოს ჩაეხუტა. ცოტახანი ასე იყვნენ ხმას არავინ იღებდა.. სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია..
-მე გავაღებ..ფეხზე წამოხტა ომო.
-მერე ვინ გასწრებს.. წაუგველა ლუკამ.
კარები გააღო და გაღიმებული იო აათვალიერა .
-რაო იო მოგიკაკუნა სიყვარულმა. დასცინა ომომ, სახე გაბრწყინებულს.
-მე კი მომიკაკუნა და აი შენ რა გეშველება ? სიცილი სახეზე შეაშრა ომოს.
-ნიდუჩკი რაფერ მომენატრე დაია. იომ ლუკა გვერდით გაწია და ნიდას ჩაეხუტა. -სადაა ჩემი ბურთი?
-მამიკომ წაიყვანა ატაში. ლუკამ სწრაფად უპასუხა იოს. კარებზე ზარის ხმის გაგებაზე ომიკო ფეხზე სწრაფად წამოდგა.
-რა ატა? გაკვირვებულმა იოანემ ძმაკაცს გახედა.
-ხტფუ ამას ბავშვიბა არ ქონია.. ხელი ჩაიქნია ლუკიტომ და იმწამს შემოსულ იკას შეხედა. -შენ რაღა გჭირს?
-ანის ვეჩხუბე. ანერვიულებულმა იკამ ხელი შუბლზე მოისვა და დივანთან მდგომ სკამზე დაჯდა..
-რატო ? ლუკა ფეხზე წამოდგა და ირაკლის დააცქერდა.
-ჩემი თანამშრომელი ქერა გოგო რომაა ხოიცი?
-ნინა?
-ხო და მაგ ნინაზე ეჭვიანობს.
-ეტყობა შენ მიეცი საბაბი. ნიდამ იკას გახედა.
-რა საბაბი ტო? ანის მეტს არავის არ ვუყურებ, გინდ გოგო კისერზე ჩამომეკიდოს. ეხა მითუმეტეს, რაც გაიანე გაჩნდა მას შემდეგ არ მოვცილებივარ, ამან კიდე სამსახურში ისეთი სცენა გამიმართა მისი მიხრჩობის სურვილიც გამიჩნდა.
-აბა...აბა... ლუკამ ცალი წარბი ასწია.. -ის ნინა მოგესვა თავის ადგილას და იქნებოდი მშვენივრად .
-არაფერი ხდებოდათქო..
-კაი ხო მჯერა. შოკოლადი და ყვავილები მიუტანე და დაავიწყდება უცებ.
-ეხა იცი რა უნდა ვქნათ? იკითხა იომ
-რა? ინტერესით შეხედა ომიკომ
-რა და დავლიოთ . ფეხზე წამოდგა იოანე და სახლიდან გავიდა. რამდენიმე წუთში არყის ბოთლებითა და კოკაკოლის ბოთლით გატენილი პარკით ხელში დაბრუნდა.
უკვე კარგად შემთვრალები იყვნენ ლუკიტოს ლიკამ რო დაურეკა. ერთმანეთს მოესიყვარულნენ, ძილინებისაც უსურვეს და ლუკამაც გაბადრულმა გათიშა მობილური.
-რაო ჩიტმა მომენატრეო? ჩაიფხუკუნა იომ
-მონატრება მონარებააოო წაიღიღინასავით ლუკამ. ისე არ დაგავიწყდეთ ამ შაბათს არის მე და ლიკუნას ქორწილი. მაგიტომ მოვედი ნიდუსთან, ხვალ უნდა გამომყვეს უეჭველი საყიდლებზე. ხო გამომყვები ნიიდ?
-რა თქმა უნდა გამოკყვები თან მეც ვიყიდი რაიმე კაბას. თვალი ჩაუკრა გაღიმებულმა ნიდამ ბიჭს.
იმ ღამეს იმდენი დალიეს არსად წასვლის თავი არ ქონდათ ამიტომ ყველა ნიდასთან დარჩა. დილით გაღვიძებულებს თავის ტკივილი კლავდათ. ზარის ხმამ დაარღვია სახლში გამეფებული სიმშვიდე.. ლუკიტო ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და კარები გამოაღო.. კარს მიღმა ნიკა და მაქსიმე იდგნენ.
-ვა ბურთიც მოსულა. გაუცინა ბავშვს და ხელში აიყვანა..
-გამარჯობა. ნიკოლოზი თავის დაკვრით მიესალმა გაღიმებულ ბიჭს და მისაღებში შევიდა. ლუკამ თავი დაუქნია მისალმების ნიშნად, კარი ხმაურიანად დაკეტა და ნიკას უკან მიჰყვა.
-ნიდა ოთახშია? იკითხა დვალმა
-ჰო ძინავს. დაეთანხმა ლუკიტო და მაქსიმესთან ერთად დივანზე დაჯდა. ნიკა ოთახში ფრთხილად შევიდა..იქვე მდგარ "გარდირობს" მიეყრდნო და მძინარე მეუღლეს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი უყურებდა ჩუმად, მერე საწოლს მიუახლოვდა მეორე მხარეს დაწვა და გოგონას თმები სახიდან გადაუწია. ლოყაზე თვალებ დახუჭულმა აკოცა და ღრმად შეისუნთქა მონატრებული ქალის სურნელი. ნიდა შეიშმუშნა და ქუთუთოები ერთმანეთს, შუბლ შეკრულმა დააცილა.
-ნიკა? გაოცებულმა შეხედა მეუღლეს
-ხო. გაღიმებულმა შეხედა ნიდას თვალებში.
-აქ რას აკეთებ?
-კონკრეტულად აქ გაინტერესებს თუ საერთოდ აქ რას ვაკეთებ?
-გინდ კონკრეტულად თქვი და გინდაც საერთოდ.
-იმას ვაკეთებ რასაც გული მკარნახობს.. უდარდელად თქვა და ნიდას ჩახეუტა.
-ნიკა გაიწიე.. ნუ მეკარები .. ნიკათქო.. ნიკოლოზ თუ არ გახსოვს შეგახსენებ, რომ ჩვენ დავშორდით.
-და ვინ თქვა ეგ სისულელე?
-შენ თქვი
-მეე? და რა ვთვი?
-რო სუ არ გჭირდები და ის თეკო გინდა, აი რა თქვი.. და ამასთან ერთად შენი ქმედებებიც ამას ამტკიცებდა, რომელსაც ნათლად ვხედავდი შენს სარუჩკაზე დამჩნეული წითელი ტუჩსაცხით.
-თეკოსთან ვაფშე არაფერი მქონია.. მაქსიმეს თავს გეფიცები მასთან არ ვყოფილვარ. უბრალოდ ვცადე, ხო ვცადე რაღაცის დაწყება, მარა რა უნდა დამეწყო, როდესაც სიყვარული მე უკვე დასრულებული მქონდა და დასაბუთებულიც შენთან. რამდენჯერაც შენი ღალატი ვცადე არ გამომივიდა. მაგარი ს*რი ვარ შენ, რომ გკარგავ... მაქსიმეს, რომ ვკარგავ... ჩვენს ოჯახს, რომ ვანგრევ. ნიდ მაპატიე კაი? ჩემი უაზრო დამამცირებელი და გულსატკენი სიტყვები მაპატიე .ჩემი ქმედებებიც ის სარუჩკებიც წითელი ტუჩსაცხის ლაქები, რომ ქონდა .. თეკოს და ვიღაც ნაშების ტუჩსაცხის კვალი, რომლებთანაც არაფერი მქონია. მაქსიმეს გეფიცები არაფერი მქონია .. შენ თავს და ნათიას თავს ვფიცავარ არაფერი მომხდარა.. შენ მინდიხარ ნიდუ. ჩემ გულს შენ უნდიხარ. მჭირდები ჰაერივით მჭირდები. გოგონას მაგრად მოჰხვია ხელები და შუბლზე აკოცა. ნიდამ ტირილი დაიწყო..
-მეზიზღები ნიკოლოზ .. მეზიზღები ასე რომ მტკენ. ამოისრუტუნდა ნიდამ და ნიკოლოზს მოსცილდა.
-არ გჯერა ? ნიდა ჩემი არ გჯერა? საწოლზე წამოჯდა, ნიკა და ნიდას მკლავში ჩააფრინდა.
-ნიკა მტკივა. მკლავზე მოჭერილი ნიკოლოზის ხელისგან განთავისუფლება სცადა.
-მეც მტკივა... ახლა იმაზე მეტად მატკინე ვიდრე ის გაუხსენებლობა, რომელიც დღემდე გულს მიღრნის. ნიდას განრისხებულმა შეხედა, საწოლიდან სწრაფად ადგა და სახლიდან გაცოფებული გავარდა. ომიკო ნიკოლოზს გაეკიდა.
ლუკა ნიდასთან შევარდა და ატირებული გოგოს დანახვისას გაშეშდა.. იომ მაქსიმე გამოართვა ლუკიტოს და ნიდას მიუყვანა .
-ეხა მარტო ყოფნა უფრო გჭირდება, მაგიტომ წავალთ ჩვენ.. თუ რამე დარეკე.. იომ დას შუბლზე აკოცა და ბიჭებს თავით ანიშნა გადითო..
ისე მოვიდა ქორწილის დღე, რომ ნიკოლოზს ნიდა არ უნახავს. არც ნიდას უნახავს ნიკა. ომიკომაც არ იცოდა სად იყო თავისი ძმა. სამაგიეროდ იოანემ იცოდა თავისი სიძის ამბავი, მაგრამ არაფერს ამბობდა, ჯერ აცდიდა თუ როდის მოვიდოდა გონს ნიკა.
იკა და ანი მეორე დღესვე შერიგდნენ, მაგრამ ირაკლის სამსახურის დატოვება მოუწია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომელსაც ნინა ერქვა.
ილიკო და განო პატარას ელოდებოდნენ..
დაჩი და გეგა კახეთში ბრძანდებოდნენ და თავიანთ ბიზნესს თვალს ადევნებდნენ.
შაბათი დღეც დადგა და ლუკიტოც ანერვიულდა. აბა პატარა აბავი ხომ არ იყო ლიკუნა მოყავდა ცოლად. ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-იმენა პატარძალზე უარესი ხარ.. დაასკვნა იკამ და გაიანე გულში ჩაიკრა.
-მოდი აქ ეს "ბაბაჩკა" გაგისწორო.. უბრძანა ნიდამ ანერვიულებულ ბიჭს. ლუკაც სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გოგოსკენ.
-გითხარი სუ არ მინდათქო, მარა ვერ გაგაგებინე, რომ არ გვეყიდა. მომაბეზრებლად გააქნია თავი და შუბლი შეჭმუხნა.
-აუ ეს ვინა ტო.. ლუკიტოს წუწუნით შეწუხდა დაჩი.. -გამოადგი ფეხი მივდივართ უკვე ლიკასთან.
-ნიკა რო არ მოსულა. მოწყენილმა ნიდამ მაქსიმე გეგას გამოართვა.
-მოვა . ომიკომ გოგოს გაუღიმა
მანქანაში ჩალაგდნენ და სიგნალებით დაიძრნენ ლიკასკენ. ლუკა ყოველ წამს საათზე იხედებოდა და წითელ ვარდებს ხელს უჭერდა, გეგონებოდათ ვინმე წაართმევდა. სადარბაზოს წინ გააჩერეს ავტომობილები. სასტავი და ოჯახის წევრები სახლში აბძანდნენ.. ვერც ავხწერ ლუკიტოს რეაქციას როცა თეთრ კაბაში მომცინარი ლიკა დაინახა.. იმ წითელი ვარდების გადაცემაც დაავიწყდა და საერთოდ სუნთქვაც შეწყვიტა.. იომ წაკრა ხელი, რომ გამოფხიზლებულიყო. ხელი სახეზე მოისვა, ლიკას გვერდით დადგა და ვარდები გოგონას მიაწოდა.
-მოიცა არაფერს მეტყვი? იკეკლუცა ლიკამ და ბიჭის წინ დატრიალდა.
-ხო.. თვალებ გაბრწყინებულმა ლუკამ თავი დაუქნია.. -საშინელი კაბაა.
-იდიოტი ხარ.. ღიმილი სახეზე შეაშრა ლიკას. ლუკიტომ გაიცინა, გოგოს ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-ჩემი ქალი ხაარო..
ჯვარი სამებაში დაიწერეს, ხელიც მოაწერეს და ქეიფის დროც დადგა. რესტორანში უკვე ცოლ-ქმრის სახელით შევიდნენ და თავიანთი ადგილიც დაიკავეს.
ნიდა მოწყენილი იჯდა სასტავთან ერთად, მაგრამ ნიკას გამოჩენამ მისი სევდიანი სახეც შეცვალა. ჯერ ახლად დაქორწინებული წყვილისკენ წავიდა და მიულოცა ეს ბედნიერი ფაქტი. მერე კი სასტავისკენ წაბრძანდა გაღიმებული. თავის დაკვრით მიესალმა ბიჭებს და სპეციალურად ნიდას წინ დაჯდა. გოგოს მაქსიმე უხმოდ გამოართვა და თავის კალთაში ჩაისვა.
-სად იყავი ეს დრო? ომიკომ ძმას უჩურჩულა
-განმარტოება მჭირდებოდა.
-ნიკა წესიერად მოიქეცი. გაბრაზებულმა გახედა დვალს.
-ნუ გაახურე რა. ღვინის ჭიქა ხელში აიღო და თამადის მიერ წარმოთქმული უფლის სადღეგძელო სულმოთქმელად დალია.
სადღეგძელოს, რომ სადღეგძელო მოყვება ეგ ისედაც კარგად ვიცით.. ნიკოლოზი კი არცერთ სადღეგრძელოს არ ტოვებდა და კიდევაც ამატებდა ჭიქას ჭიქაზე. ბოლოს კი ისე დაითვრა ფეხზე ძლივს დგებოდა..
ნიდას მთვრალი ნიკოლოზის მზერის ატანა აღარ შეეძლო, ბავშვი იოს მიაწოდა, თვითონ რესტორნის აივანზე გავიდა. ნიკამ თვალი გააყოლა მოწყენილ მეუღლეს, ღვინის ჭიქა ხელში აიღო და ბანცალით გაყვა საყვარელ ქალს.
ნიდა მოაჯირს დაყრდნობოდა და თბილისს გადაჰყურებდა. კარის ჯახუნმა და ნიკოლოზის ხმაურიანობამ, ნიდა შეაშინა და სწრაფად მიტრიალდა კარისკენ. დვალი კედელს მიყრდნობოდა და სასმლით ავსებულ ჭიქას ჩაბღაუჭებოდა. ნიკოლოზმა სევდიანად გაიღიმა.
-მაგარი ს*რი ვარ.. არაკაცი და ლაჩარი ვარ.. ნიკა ძლივს ამბამდა სიტყვებს ერთმანეთზე.. -შემეშინდა.. ხო შემეშინდა, რომ ვერ შეგიყვარებდი და დაგტანჯავდი, მაგრამ მე დებილს თავიდანვე მყვარებიხარ ნიდ. მეხსიერების დაკარგვას შენდამი სიყვარული არ გაყოლია. როცა მეგონა რო შენთან დაცილებით ყველაზე სწორ რამეს ვაკეთებდი აი მანდ შევცდი. ბედის შეცვლა ადვილი არ არის . ვერც ვერავინ შეცვლის და ვერც ვერავინ აცდება დაწერილს. ავადმყოფი ვარ.. შენი სიყარულით დაავადებული, ავადმყოფი. გაიღიმა ნიკამ .. ომიკოს მოყოლილი ჩვენი ცხოვრება იმდენად ზღაპრული იყო, რომ ამ ზღაპრის დანგრევა მტანჯავს .. მაქსიმე ჩემი ჰაერია.. შენ ჩემი გული. ჩვენ ერთნი ვართ და ვიქნებით.. ფეხებზე ყველა .. არ მანაღვლებს ხალხი რას და როგორ იყტყვის .. ჩამთვალონ გიჟად, არაკაცად, არაადამიანად, მაგრამ მე მართლა მიყვარხარ.. აუხწერელი გრძნობით მიყვარხარ.. ამ ცხოვრებაში ერთადერთი ხარ ვისთან ერთადაც მინდა ვისუნთქო, ვიცოცხლო, ვიცხოვრო.. ჩემი ხარ ნიდ .. ის თეკოც ფეხებზე და სხვებიც, შენ ხარ ერთადერთი , რომელსაც მთელი ცხოვრება მინდა ვუყურო. ხო მთვრალი ვარ.. ეხა იტყვი რაღაცას ბოდავსო , მაგრამ შენ ხომ მიცნობ თუ მართლა ასეთი ზღაპრული ცხოვრება გვქონდა, შენ ჩემს სულშიც გექნება ჩანახედი, შენ იცი ნიდ, ხომ იცი როდის ვამბობ წრფელ სიტყვებს? ხო და ეხლა რასაც ვამბობ გულით ვაბობ, გინდ ბოდვა უწოდე და გინდაც თხრობა. მე მართლა მიყვარხარ.



№1  offline წევრი tatiachelo

ბოდიში დაგვიანებისთვის...
პაპა გარდამეცვალა და არც დრო და არც თავი მქონდა რამის დაწერის.. იმედია ეს თავი მოგეწონებათ ))))

 


№2  offline წევრი Katastrofa

tatiachelo
ბოდიში დაგვიანებისთვის...
პაპა გარდამეცვალა და არც დრო და არც თავი მქონდა რამის დაწერის.. იმედია ეს თავი მოგეწონებათ ))))

პირველ რიგში ვიზიარებ შენს მწუხარებაას...ახლა კი მინდა გითხრა რომ საოცრება ხარ.ყველაფერი ეს იმდენად ზღაპრული და საოცარია რომ ვაფრენ ❤ საოცრება ხარ შენც და საოცრებაა შენი მოთხრობა მე მიყვარხარ და ველოდები შემდეგ თავს❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვწუხვარ და ვიზიარებ გულწრფელად.
არ იცი როგორ გელოდებოდი დამაკლდი ძალიან. თუმცა მთავარია დბრუნდი. მაინტეესებს რა მოხდება მომავალში ძალიან კარგი მოთხრობაა და მინდა რომ ღირსეულად გაგრძელდეს და დამთავრდეს და ევი არ მეპარება ასეც იქნება. არმატებები. გელი მოუთბენლად !!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent