ამოუცნობი ზარი (7)
გოგონა თავგუდმოგლეჯილი გაიქცა მანქანისკენ, გული ამოვარდნას ჰქონდა, გამწარებული და განერვიულებული მიაბიჯებდა. გიჟივით გამოგლიჯა ავტომობილის კარი და მოწყვეტით ჩაეხეთქა სავარძელში, კარი ხმაურიანად მიიხურა, ღვედს გამწარებულმა დაავლო ხელი... ანერვიულებული სწრაფად ცდილობდა შეკვრას, მაგრამ იმდენად იყო გაღიზიანებული, რომ ხელები ერთმანეთში აეხლართა და საბოლოოდ გამწარებულმა მოისროლა ღვედი და საჭეს ნერვულად დაჰკრა ხელები –ჯანდაბა! ღმერთმა დასწყევლოს!... ეშმაკის ფეხი! აქოშინებული ილანძღებოდა და სახეზე ხელებს ისვამდა, თან სარკეში იხედებოდა... ღრმად დაიწყო სუნთქვა, დამშვიდება და ცივი გონებით აზროვნება სჭირდებოდა... –1... .2... 3... (ღრმად ამოისუნთქა-ჩაისუნთქა) 1... 2... 3... (ამოისუნთქა–ჩაისუნთქა) 1... 2... 3... (ამჯერად დამშვიდებული და დალაგებული დასწვდა ღვედს და შეიკრა. მანქანა დაქოქა თუარა მისკენ მიმავალი გრეგორი დაინახა, რომელსაც სახეზე წერა „ სწრაფად დაძარი, თორემ შუაზე გაგგლეჯო“... ნიტამ გაზს ფეხი დააჭირა და სწრაფად მოსწყდა ადგილს, თოერემ მამაკაცის დანახვაზე ისევ თავიდან ეშლებოდა ნერვები და ღიზიანდებოდა. აეროპორტის გზას დაადგა... სწრაფად, თუმცა დინჯად მართავდა მანქანას... გადაწყვეტილი ჰქონდა უმალ მოეგვარებინა საქმე და დაელაგებინა ცხოვრება... ტელეფონი აიღო და მამამისის ნომერი აკრიფა, მაინც არ სურდა უპასუხისმგებლოდ და გაუფრთხილებლად წასვლა. ის ის იყო მწვანედ აღნიშნული სენსორისთვის უნდა დაეჭირა თითი, რომ მოულოდნელად აზუზუნდა მის ხელებში მობილური... წარბები შეკრა დ აუკმაყოფილო მზერით დახედა ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ამოუცნობ ზარს... გაზს ოდნავ აუშვა ფეხი და სიარული შეანელა.. ნელა გადაუსვა თითი მობილურს და უპასუხა რაც შეიძლება მტკიცე ტონით –ერთ დღეში ორი ზარი? –და ორივეზე პასუხი! კმაყოფილი ტონი შეინიშნებოდა მოსაუბრისგან –საქმეზე ჯეკ! საქმეზე მელაპარაკე! მბრძანებლურად და მკაცრად წარმოთქვა გოგონამ, ცოტა ხანში კი მის უკან მიმავალი გრეგორის მანქანა დაინახა და ერთიანად მოედო სიბრაზე სხეულში... –გიდობას არ გამიწევ საქართველოში? ამის თქმა და ნიტას მკვეთრად დამუხრუჭება ერთი იყო. ნამდვილად არ ეპარებოდა ჯეკის შესაძლებლობებში ეჭვი, მაგრამ არც იმდენად შორს წამსვლელი ეგონა, რომ მისთვის საქართველოში ჩამოეკითხა, რადგან იცოდა, საჭიროებისა და აუცილებლობის შემთხვევაში თავად ამირეჯიბი მიაკითხავდა, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა. -ნიტა შენი სიჩუმე ეჭვებს მიჩენს! თითქოს ოდნავ გაღიზიანდა მამაკაცი–ნუთუ ისე შეგცვალა აქაურობამ, რომ საპასუხო სიტყვებს ვეღარ პოულობ?! ამჯერად ირონიულად ჰკითხა –სად ხარ! ეს არ ჰგავდა კითხვას, ეს იყო აბსოლუტური მკაცრი, უტეხი, უხეში, მომთხოვნი და ამაყი ტონი... –როგორი მკაცრი ხარ! ჯეკი ისევ ინარჩუნებდა ირონიულ ტონს –ჯეკ! ხომ იცი ერთი და იგივე კითხვას არასდროს ვიმეორებ (მცირე პაუზა გააკეთა ამირეჯიბმა და დაამთავრა წინადადება) არავისთვის! მამაკაცის ქშენის ხმა გაისმა ყურმილში, თითქოს სადავეები დათმო, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ „მოუწია დაეთმო“... –სასტუმრო ‘PRADISE’–ში 15 წუთში!–არ დააგვიანო! ქალბატონმა უპასუხოდ დაკიდა ყურმილი და წამსვე მისი მანქანის კარი გამოგლიჯა გაცეცხლებულმა არღვლიანმა... ნიტას გაოცებისგან თვალები გაფართოებოდა, არ ეგონა უკან თუ გაყვებოდა გრეგორი, იმდენად იყო ტელეფონზე ლაპარაკით გაღიზიანებული და გართული რომ ვერც შეამჩნია მომავალი „საქმროს“ მანქანა როგორ მიყვებოდა... ცივად შეუშვა ხელი მანქანის საჭეს, მობილური წინა სავარძელზე მიაგდო და აფორაჯებული სახე მიაპყრო ბიჭს –გადმოეთრიე! საკმაოდ მშვიდი ტონით მიმართა გოგონას, ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ ადამიანს კიარა რაიმე ცხოველს ან ნივთს მიმართავსო –უკაცრავად?! მეტად შეიცხადა ასეთი მიმართვა ნიტამ –რაო? ასეთივე გამომეტყველებით ჰკითხა მამაკაცმაც მიხვდა ნიტა რომ დიდი ბრძოლა ელოდა წინ, დიდი და საკმაოდ სახიფათო, თუმცა მანამდე ჯეკის საქმე უნდა მოეგვარებინა... თვალები და კბილები ერთმანეთს დააჭირა, საჭეს ხელები მოუჭირა დაღრმად ჩაისუნთქა (მოითმინე ნიტა, მოითმინე) გაიფიქრა გულში –მეჩქარება, საღამოს ვილაპარაკოთ! ძალიან გულუბრყვილო ღიმილით შეხედა საქმროს და კარებისკენ გადაიხარა რომ მიეხურა... სწორედ ამ დროს სწვდა ბიჭი გაშლილი ხელში და „გადმოათრია“ ნიტა მანქანიდან –რაა... რას აკეთებ! ბიჭო!... მოიცა.. ერთი წუთი.... მისი ამაო მცდელობით ვერაფერი შეასმინა ბიჭს, შუა გზაზე არ სურდა სკანდალები და ეს „ცოლ–ქმრული ჯაჯგური“ ამიტომ ყველაზე ალტერნატიულ გამოსავალს მიაგნო –ჰაერი... ჰაერი ... ჰაერი აღარ მყოფნის! ზედმეტრად თეატრალურად წამოიძახა და გრეგორის მკლავებში მიესვენა... არ იფიქროთ რომ ჩვენი არღვლიანი ასეთი სულელი იყო, მაგრამ ორსულ ქალს ხომ ხშირად მისდის გული, ამიტომ სწრაფად ააფრიალა ხელში გოგონა და თავისი მანქანისკენ გაიქცა, უკანა სავარძელზე დააწვინა –ნიტაა... გამოფხიზლდი ნიტა... ნიტაა გაახილე თვალი...( სახეზე ხელებს უსვამდა და ეფერებოდა) გოგონა გეგმა ბ–ს შესრულებას შეუდგა, წამწამები ნელა დააშორა ერთმანეთს, ნელი მოძრაობით წამოიწია –ჩანთაში წამალი მიდევს... სუსტი ხმით წარმოთქვა და თავისი მანქანისკენ მიუთითა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა.. –ეხლავე... აქ იჯექი! განძრევა არ გაბედო! წამში გავარდა ბიჭი ჩანთის მოსატანად, როცა მობრუნდა მისმა მანქანამ ჩაუარა გვერდით და ნიტას ზეკმაყოფილ სახეს წააწყდა რომელიც საჭესთან მოკალათებულიყო და თანდათან უჩინარდებოდა თვალთახედვიდან –გადამრევს ეს გოგო! გადამრევს! (გამოსცრა კბილებში და მანქანის საბურავს ფეხი დაჰკრა) ....... –სრულყოფილება ხარ! მამაკაცის ბოხმა ხმამ დაარღვია ოთახშ გამეფებული სიჩუმე –არ გინდა პირფერობა! მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ნიტამ –ხომ იცი შეიძლება ყველასთან ვიყო პირფერი მაგრამ არა შენთან! ხმის ტონზევე ეტყობოდა კამყოფილება ჯეკს, ნელნელა უახლოვდებოდა ნიტას, ეს უკანასკნელიც გაუნძრევლად იდგა და ამით გამოხატავდა მისდამი დამოკიდებულებას... კარგად ხვდებოდა ჯეკი რომ ნიტასთან არაფერი გამოუვიდოდა და ამიტომაც არ ფრთხოდა არასდროს გოგონა, ამიტომ იდგა გაუნძრევლად მის წინაშე, ამით ანახებდა რომ ვერ მიეკარებოდა, ერთ ზედმეტ მოძრაობასაც კი ვერ გააკეთებდა და ამაში მცირედი ეჭვიც კიარ ეპარებპოდა გოგონას... –ჯეკ მივდივარ! კმაყოფილი მზერა წამსვე ჩამოერეცხა მამაკაცს და თვალებში შიში და ბრაზი ერთდროულად ჩაუდგა... შიში იმისა რომ ამ გოგოს დაკარგავდა, მისი თვალთახედვიდან გაუჩინარდებოდა და ვეღარ შეძლებდა პირისპირ ლაპარაკსა და ასე დგომას... –ხუმრობ? ჯიბეებში ხელი ჩაიწყო და ცალი წარბი ზემოთ აზიდა –შენთვითონაც იცი პასუხი... უტეხ გამომეტყველებას არ იცვლიდა ამირეჯიბი... ჯეკმა რამდენჯერმე თავი აქეთ–იქით ნელა გადააგდ–გადმოაგდო –მაგრამ კიდევ ერთი წელი უნდა იმუშავო ჩემთან! –წესები კარგად მახსოვს! გამოსცრა ნიტამ კბილებში –და მაინც არ ემორჩილები მათ! ოდნავ ხმა აიმაღლა მამაკაცმა –მე მივდივარ! ხელს ვერ შემიშლი ხომ იცი! მწველი და გამომწვევი მზერით მიაჩერდა გოგონა. –მიზეზი მითხარი ნიტა! რის გამო!რატომ?! ვის ან რის გამო?! გაღიზიანდა ჯეკი –შენ არ გეხება! გაცოფდა გოგონაც –შენს თავს შეხედე! წუმპიდან ამოგათრიე! ქალად გაქციე! ახლა მიდიხარ?! გგონია გაგიშვებ?! გგონია უფლებას მოგცემ?! ამჯერად მთელი ხმით იღრიალა კაცმა –თავი აკონტროლე! სრულიად უემოციო სახით შეხედა ნიტამ და მამაკაცისთვის ესეც საკმარისი იყო გასაჩუმებლად, არც ელოდა ნიტასგან წიკვინს და ზედმეტ ისტერიკებს.. –არ შემიძლია შენი გაშვება... უღონო ხმით ამოიხრიალა და გულწრფელი დანანებით შეხედა –მხოლოდ ერთ დავალებას შევასრულებ და თავისუფალი ვიქნები! უკანასკნელ დავალებას! ამ სიტყვების შემდეგ უცერემონიოდ და ურეაქციოდ დაემშვიდობა და წამოვიდა... .... –დედა მოვედიი... სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელი მიყარა და სამზარეულოსკენ წავიდა... საოცარი სიჩუმე იდგა... შუქიც ყველგან ჩამქრალიყო–კატოოო.. დაიძახა კიდევ ერთხელ მაგრამ არავინ გასცა ხმა... თავისი ოთახისკენ წავიდა, საშუალო ნაბიჯებს ადგამდა, არ ჰქონდა უცნაური შეგრძნება, მისი მშობლების არყოფნა ღამის ათ საათზე სრულიადაც არ იყო უჩვეულო, მაღალი წრის საზოგადოება ხომ ზუსტად ამ დროს იყრის თავს ერთად... –საღამომშვიდობის! ოთახშ შესვლისთანავე მოესმა მამაკაცის ნაცნობი ხმა და ოდნავ შეკრთა –დაკაკუნება არ გასწავლეს? წამში აიფხორა ნიტა –ცივილიზებულ ხალხთან კი... ალქაჯებთან–არა! –სხვათაშორის ეს ალქაჯი შენი შვილის დედაა! –სამწუხაროდ! დანანებით წარმოთქვა მამაკაცმა მაგრამ შეამჩნევდით რომ ეს მხოლოდ გოგონას გასაღიზიანებლად თქვა და მიზანსაც მიაღწია –შენი თავი არ მაქვს! გაბრაზებულმა გამოგლიჯა სააბაზანოს კარი და ვიდრე შევიდოდა მოაძახა–სანამ გამოვალ აქ აღარ დამხვდე! –მიბრძანებ თქვენო აღმატებულობავ? ცინიკური ტონი არ დაიშურა –ეგრე შენს ნაშებს ელაპარაკე! თვალები უბრიალა გოგონამ –შენ თავს მათზე მეტად თვლი?! ამჯერადაც ცინიკოსობდა არღვლიანი. სააბაზანოს კარი მიაჯახუნა და გამწარებული წინ აესვეტა ეშმაკურად მომღიმარ გრეგორს –გეფიცები ესე ადამიანის მოკვლა არასდროს მდომებია და ნუ შემასრულებინებ სურვილს! მეტად დამაჯერებელი და გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა ქალბატონს, გაბრუნდა და ისევ სააბაზანოს მიაშურა... არღვლიანი მისკენ წავიდა, ერთი ხელი მუცელზე შეუსრიალა და თავისკენ მიზიდა, გოგონა ინერციით შებრუნდა მისკენ და სააბაზანოს კარს მთელი ძალით შეასკდა.. ბიჭის ხელი ამჯერად მის წელზე მოთავსდა და ძალიან ახლოს მისწია სახე გოგონასკენ... ნიტა ცოტა დაიბნა, რათქმაუნდა ახურდა და აფორიაქდა, თუმცა თავის გათავისუფლება არც უცდია, პირდაპირ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს –ახლაც გინდა ჩემი მოკვლა როცა ასე სწრაფად გიცემს გული?! ვნებით და კმაყოფილებით სავსე თვალებით უყურებდა მამაკაცი და უფრო უკიდებდა ცეცხლს გოგონას სხეულსა და სულს –გგონია არ შემიძლია?! ისევ არ თმობდა პოზიციებს ნიტა –ჩემი საცოლე ხარ, სულ მალე ცოლი გახდები და იცოდე ჯეკთან თუ კიდევ დაგინახავ ტყავს გაგაძრობ! მოულოდნელად ისე შეცვალა ბიჭმა თემა და ისეთი ზიზღით წარმოთქვა ბოლო წინადადება რომ სრულ გაურკვევლობასა და შიშში დატოვა ამირეჯიბი–და კიდევ ლამაზო! კარგად გაარკვიე ვის მიყვები ცოლად, რაიცი იქნებ არც გრეგორი მქვია! (თვალი ჩაუკრა და ღიმილით დატოვა ოთახი) *** არც ვიცი რა სიტყვებით მოგიბოდიშოთ! არ მინდა გეგონოთ რომ უპასუხისმგებლობას ვიჩენ, ძალიან დიდი პრობლემები მქონდა და ვერ ვახერხებდი დადებას.. ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ვიცი მკითხველი დავკარგე, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ელოდით ამ ისტორიის მეშვიდე თავს ძალიან დიდი მადლოაბს გიხდით... ძალიან მიყვარხართ და მნიშვნელოვანია თქვენი თითოეულის აზრი და გთხოვთ ნუ დაიშურებთ კრიტიკას და შენიშვნებს <3 მადლობთ <3 პ.ს.სურათზე ნიტა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.