შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეშვიდე


5-06-2017, 00:13
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 302

დილით 6 საათზე გამეღვიძა. თვალები მოვიფშვნიტე და გუშინდელი ამბავის ამოტივტივება და დალაგება დავიწყე გონებაში. მერე ოთახს თვალი მოვავლე და ვიფიქრე ხომ არ დამესიზმრათქო.ძალიან დაბნეული ვიყავი, ხომ შეიძლება, ბოლოსდაბოლოს მითხრას რა უნდა და შემეშვა. ნიკო წავიდა, ალბათ უფრო გართულება არ უნდოდა. ან ჩემთან ლაპარაკი, ან რამის ახსნა,საწოლს მივეყრდენი.. ჰოდა ასე სჯობს ნამდვილად მე ჩემთვის ის თავისთვის...
ნელ ნელა ყოველდღიურ რუტინაში გადავდიოდი, ბავშვების წაყვანა, მოყვანა მეცადინეობა. სეირნობა, ხანდახან მარკოს მეგობრებთან ერთადაც მივდიოდი გასართობად.ნიკოლა სულ უფრო იშვიათად მოდიოდა და რჩებოდა სახლში ფორმალური და მოზომილი ურთიერთობა გვქონდა.ვგრძნობდი როგორ იძაბებოდა როცა ახლოს ვიყავი, მაგრამ არ იმჩნევდა. ყველაზე გასაკვირი ის იყო სოფია სად გაქრა, თითქმის ერთი თვეა არ გამოჩენილა, ნეტავ რა მოხდა ისეთი რომ არავინ არაფერი იცის.
უკვე ნოემბრის დასასრული იყო გარეთ საკმაოდ ციოდა, ხშირად წვიმდა ხეებსაც შემოეძარცვათ სამოსელი. ვგრძნობდი რომ ეს ამინდი და მუდმივად ერთი და იგივეს კეთება დეპრესიაში მაგდებდა.
შაბათ დღეს მხნედ წამოვხტი საწოლიდან და ნინასთან წასვლა გადავწყვიტე რაც ჩამოვედი სულ ორჯერ ვნახე, ვიცი რომ გაუხარდებოდა.ტელეფონს დავწვდი და მისი ნომერი ავკრიფე.
-კარგი რა ანა რა მომესმა ნამძინარევი ხმა ყურმილიდან.
-შენთან მინდა გამოსვლა და მერე სადმე გავიდეთ.სწრაფად მივაყარე სათქმელი.
-კარგი ერთი კაფე ვიცი, შენ რომ მოგეწონება ისეთი და იქ წავიდეთ, და მერე საშოპინგოდაც გავიაროთ.
-აუუ ეგ სულ არ გამხსენებია, რა მაგარია. ეხლავე გავემზადები შენც ადექი რა.მხიარულად ჩავყვირე ყურმილში.ტელეფონი საწოლზე მივაგდე და სააბაზანიში შევვარდი, წყალი გადავივლე. დახვეული თმა შევიკარი, წინ რამდენიმე კულული ჩამოვიგდე, პომადა წავისვი და კარადას მივვარდი, შვინდისფერი მოკლე,ტყავის კაბა და შავი ყელიანი, როლინგი სწრაფად გადავიცვი, ფეხზე ბოტასები ჩავიცვი, მანტო მკლავზე გადავიკიდე. კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს ანარეკლს სარკეში თვალი და სრულიად კმაყოფილმა დავტოვე ოთახი.
კიბეზე დავეშვი. ვივის ხმა სამზარეულოდან მომესმა, მერე ნიკოსიც,პაოლოს ბავშვები სადღაც მიყავდა შაბათ-კვირას.მინდოდა მეკითხა სოფიც თუ მიდიოდა მათთან ერთად, მაგრამ არ მინდოდა უტაქტოდ გამომსვლოდა, მერე ბავშვებისგან ისედაც გავიგებდი ყველაფერს. სამზარეულოს მივაშურე. კარში ვიღაც მაღალი ტიპი იდგა, ნიკო აშკარად არ იყო, განიერი მხრები და ძლიერი მკლავები, ჰქონდა, ეტყობა იგრძნო მის უკან რომ ვიდექი და შემობრუნა.
-შენ ხარ პატარა? თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ლუკას დანახვაზე და ჩემს ფიქრებზე გამეღიმა.ნიკო აშკარად წამოენთო და მრისხანე მზერა ესროლა მეგობარს, მაგრამ მას ეს სულ არ ადარდებდა.
-ხო მე ვარ.ვცადე გვერდზე გამეწია, მაგრამ აშკარად არ აპირებდა ჩემს შეშვებას, ხელები კარის ჩარჩოს მიადო და კარგად დამაკვირდა. ჩემდაგასაკვირად არც დავბნეულვარ და არც გავღიზიანებულვარ, დღეს რაღაც სხვა ტალღაზე ვიყავი.
-რა ლამაზი ხარ. მომნუსხველად გამიღიმა ბიჭმა.
-შენც არაგიშავს. სარკასტულად ვუპასუხე მე და ხელიდან დავუსხლტი.კაცი შემოტრილდა და კედელს მიეყრდნო.მე ვივის გავუბი ლაპარაკი, მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია სამაგიეროდ, ის მაკვირდებოდა დაჟინებით.. ნიკო კი მას ხვრიტავდა სასტიკი მზერით, ამდენ დაძაბულობას მართლა ვერ ავიტანდი, ტელეფონმა დაიწკრიალა,კიდევ კარგი, მივხვდი რომ წასვლის დრო იყო. წამოვდექი და კარისკენ წავედი, ლუკა ჩემს წინ აპირებდა დადგომას მაგრამ სხარტად გამოვძვერი ოთახიდან და კაცს შუა თითი ვუჩვენე.დაინახე ნიკოს როგორ გაეცინა ჩემს საქციელზე.
ეზო გადავჭერი და ტაქსიში ჩავჯექი, უამონდობის გამო აშკარად ყველას ეზარებოდა გარეთ გამოსვლა, ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. დანიშნულების ადგილას მალე მივედი. ტაქსიდან გადმოვხტი და სადარბაზოში შევედი, კიბე სწრაფად ავირბინე და კარზე რამდენჯერმე მთელი ძალით დავაკაკუნე.
-ვერ ხარ გოგო შეენ? გაეცინა ნინას.
-აუუ ჯერ კიდე არ გაცვია?ავბუზღუნდი მე.
- მაცალე ცოტა დამრჩა და მზად ვიქნები. მე დივანზე ჩამოვჯექი და ჩართულ ტელევიზორს მივაშტერდი.-შენ ის მომიყევი თქვენთან სახლში რა ხდება?კიდევ დადიან კაი-კაი ტიპები?
-არაფერი განსაკუთრებული.ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. დღეს ის ტიპი იყო მოსული.-ლუკა- ცოტა წავიღლაბუცეთ და ეგ იყო.
-მაგას ჯერ ქალი არ გაქცევია გოგო.გაიცინა ნინამ.-და არც ნიკოს სხვათაშორის.-მაგ ლუკას ადრე ერთი გოგო უყვარდა და ის მერე მისი ძმისგან დაორსულდა, ამიტომ ახლოს აღარ იკარებს არავის.
-აუფ, აი მესმის ოჯახი. შენ საიდან იცი ეს ყველაფერი.
- სადაც ვმუშაობ იმათთანაც მეგობრობენ და სახლის დიასახლი ყველაფერს ზედმიწევნით მიკაკლავს ხოლმე.გაიცინა გოგომ.
-და ნიკოზე ყველა გიჟდება, ძალიან ზრდილობიანი და გალანტურია, ყველას კარგად ექცევა. რომ მოდიოდა ხოლმე,მარიას (მისი უფროსი) დები ისეთ დღეში იყვნენ ნეტა გენახა, წვეულებებზეც ეგ ორი სულ ყურადღების ცენტრში იყო. მაგრამ რად გინდა ძალიან უცნაური ტიპია, მისტიურიაოო-მარია ამბობდა ხოლმე,მაგრამ მე მკაცრი და ცივი მეჩვენა, არასოდეს გამოხატავს თავის გრძნობებს, 33 წლის კაცს რომანი არასოდეს ჰქონია, არავისთან, წარმოგიდგენია?მხოლოდ საყვარლები ყავდა.ახლა არ ვიცი, ახლა შენ უნდა მითხრა წესით...მე მხრები ავიჩეჩე.
-მართლა არაფერი ვიცი იშვიათად მოდის ხოლმე და ცოტას ვკონტაქტობთ.ნინასთვის არაფერი მომიყოლია, რამე რომ მეთქვა გაგიჯდებოდა.
-აუუ შენგან ხო ვერაფერს გაიგებს კაცი რა. დაიჯღანა გოგო..
სახლი დავტოვეთ და კიბეზე სწრაფად ჩავირბინეთ ორივემ და წვიმიან ქუჩას გავყევით.გეზი ქააქის ცენტრისაკენ ავიღეთ, სავაჭრო ცენტრში შევედით და ლამის ყველა მაღაზია მოვირბიინეთ, მე საკმაოდ პრეტენზიული ვიყავი არჩევაში ამიტომ, მხოლოდ მანტო, ჯინსი და ერთი საღამოს კაბა ვიყიდე, ისე მომეწონა გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი, რამდენიმე საჭირო ნივთიც ვიყიდე.ბოლოს ქსოვილების მაღაზიას ჩავუარეთ, გამახსენდა ბებია ქსოვას რომ მასწავლიდა. სწრაფად შევირბინე მაღაზიაში და რამოდენიმე ფერადი ძაფის გორგალი ვიყიდე,მინდოდა ბავშვებისთვისაც მესწავლებინა..
პარკები ავიღეთ ცოტა გავისეირნეთ და კაფში წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან დაღლილები ვიყავით ორივე, ულამაზესი ადგილი იყო, გამწვანებული შიდა ეზო ჰქონდათ, ხეში და ქვაში გაწყობილი ინტერიერი განსაკუთრებულ აურას სძენდა, ჭერში მოციმციმე ბურთულები ეკიდა და ნაზ შუქს ჰფენდა იქაურობას. კითხეში ჩამოვჯექი.. ნინას ტელეფონმა დაიწკრიალა.ცოტა ხნით გავიდა და გაბრაზებული დაბრუნდა უკან.
-ან მაპატიე უნდა წავიდე რა. უფროსმა დამირეკა.
-კარგი რა, მარტო მტოვებ?
-ჰო, არც მე მინდა წასვლა მაგრამ რას ვიზამ. შენ დარჩი ცოტა დაისვენე. გოგომ პარკებს ხელი დაავლო და ოთახი დატოვა.კუთხეში მივჯექი და ქუჩაში დავიწყე ყურება. ფიქრებიდან ოფიციანტმა გამომიყვანა.მე ცხელი შოკოლადი და ალუბლის ნამცხვარი შევუკვეთე.ბევრი ხალხი იყო, ამიტომ ჩემი შეკვეთა აგვიანებდა, არ გავბრაზებულავარ, პირიქით გამიხარდა კიდეც, ისეთი სასიამოვნო გარემო იყო, მთელ საღამოს დიდი სიამოვნებით გავატარებდი აქ..
სკამის საზუგეს მივეყრდენი, ფეხი შევიკეცე და ცხელი ჭიქა ხელებში მოვიქციე, უნებურად მეღიმებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ..ანგარიში გავასწორე, ზანტად წამოვდექი ფეხზე და გარეთ გამოვედი, ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო, მაგრამ საკმაოდ ბნელოდა.ქუჩას ნელა გავყევი და მარჯვნივ შევუხვიე..
-ვის უღიმოდი?ყურთან მიჩურჩულა ხავერდოვანმა ხმამ.
-რაა შენ აქ რას აკეთებ? შევყვირე შეშინებულმა.
-ნუ გეშინია, შემო პატარა. არ გითვალთვალებ. მე და ლუკაც აქ ვიყავით, მაგრამ შენ ისე გართული იყავი ქუჩაში ყურებით და ისე ბედნიერად იღიმოდი,ვერ შეგვამჩნიე. ჩვენ კი ხელი არ შეგიშალეთ.კედელს მიეყრდნო მამაკაცი და მშვიდად დამიწყო ყურება.მე გვერდი ავუარე და გზა გავაგრძელე.ისიც ნელი, მძიმე ნაბიჯით გამომყვა უკან, პარკები გამომართვა.
-როგორმე მოვერევი. გავაპროტესტე მე და ვცადე უკან დამებრუნებინა.
-მანქანაში ჩავდოთ და ფეხით გავიაროთ.თავი დავუქნიე და დაველოდე როდის დაბრუნდებოდა უკან. კაცმა სწრაფად გადმოჭრა გზა ხელკავი გამომდო და ტროტუარს ნელა გავუყევით. მშვიდად იყო, იღიმოდა. რა ეტაკა არ ვიცი , ისეთი გრძნობა მქონდა, რომ პერიოდულად გრძნობებს ვერ უმკლავდებოდა და ვინმესთვის უნდოდა სითბოს გაზიარება.მერე სადღაც შევუხვიეთ ადგილი არ მეცნო და სვლა შევანელე.
-არ დავიკარგებით, ნუღელავ, დაიჩურჩულა კაცმა და კიდევ ერთხელ შეუხვია უცნაურ ადგილას. სახლის სადარბაზოში შევედით, კიბეზე ავედით. ალბათ მის ბინაში მივდიოდით ავფორიაქდი მე, სულ დავიჭიმე, მაგრამ შევცდი.ყველა სართული ავიარეთ და სახურავზე ამოვედით.ღმერთო სად პოულობს ეს კაცი ამ ადგილებს.ისეთი ლამაზი იყო, სახურავზე ვერანდა იყო მოწყობილი, დაბალი ხის დივანი და მაგიდა იდგა, ზედ ბალიშები ეყარა, მშრალი იყო გამიკვირდა,ხეებითა და ულამაზესი ფერად-ფერადი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. ქალაქი თითქოს ძალიან შორს მოჩანდა ჩვენგან. მე დივანზე ჩამოვჯექი და განათებულ სივრცეს მივაშტერდი, ისევ უნებურად მეღიმებოდა..ნიკო თერმოსით და ჭიქებით ხელში დაბრუნდა საიდანღაც, გამიკვირდა,მაგრამ არაფერი მიკითხავს.
-იცი რა საყვარელი ხარ, როცა იღიმი. მე უნებურად ისევ გამეღიმა, კაცი დაიხარა და ნაზად მაკოცა ცხვირზე.მე დაღლილი მივეყრდენი დივანის საზურგეს.ბალიში ჩავიხუტე და ნიკოლას დავაკვირდი.კაცი ჩემს გვერდით ჩამოჯდა,ჭიქები ცხელი ყავით შეავდო და გამომიწოდა.ცალი ხელით წინ ჩამოყრილ კულულებზე თამაში დამიწყო.ცოტა მაკლდა და კატასავით ავკრუტუნდებოდი, კაცმა საჩვენებელი თითი ცხვირზე დამისვა და ლოყაზე ნაზად მომეფერა, უფრო ახლოს მოიწია, ისეთი თბილი იყო, მე კი ისეთი დაღლილი რომ ცოტაც და გავითიშებოდი, მაგრამ თავს ვძლიე და წამოვიწიე, თვალები მოვიფშვნიტე და კაცს გავხედე რომელიც ინტერესით მაკვირდებოდა, ჭიქას ორივე ხელი მოვკიდე ყავა მოვსვი და სივრცეს მივაშტერდი.მინდოდა მეკითხა სახლში რატომ არ მოდიოდა, რატომ მექცეოდა ასე უცნაურად და მერე მე მეძახდა უპროგნოზოს.სიცივისგან მოვიბუზე, კაცმა ნაზად დამისვა ზურგზე ხელი, ისეთი თბილი იყო ლამის გავდნი.ღმერთო, რა ჯანდაბა უნდა ვერ გავიგე.თავი ზურგზე მომადო და მომეყრდნო. ისეთი მგრძნობიარე და თბილი იყო, მისი თითოეული თუნდაც უმნიშვნელო შეხება იმდენი გრძნობით და სითბოთი იყო სავსე, ვერ გავუძელი და ხელზე ნაზად ჩამოვუსვი თითები, თითქოს ამ საპასუხო მოქმედებას ელოდაო მთელი ეს დრო...ღრმად ამოისუნთქა და ცხვირი მხარზე გამისვაა,ცოტა ხანს ასე ვიჯექით..
-წავიდეთ რა. თითქმის ნამძინარევი ხმით ამოვიბურტყუნე მე. კაცი სწრაფად წამოდგა, მეც გავსწორდი მაგრამ ვერ ფხიზლდებოდი და თვალებს ვლულავდი.ნიკომ წელზე მომკიდა ხელი,მერე ფეხებში მწვდა და ხელში ამიტატა, კისერზე შემოვხვიე ხელი და თავი მხარზე ჩამოვადე. ნიკოს ეღიმებოდა.კიბეზე მსუბუქად დაეშვა და მანქანაში ფრთხილად ჩამსვა. გავითიშე. სახლამდე არაფერი გამიგია.
შუაღამისას გამომეღვიძა, ტანსაცმლით ვიწექი, ნიკო საწოლზე იყო წამომჯდარი და წიგნს კითხულობდა, თვალები მოვიფშვნიტე.
-გაიღვიძე.გამიღიმა კაცმა.
-აქ როგორ მოვედით? ნახევრად ძილბურანში ვიყავი.
-მანქანით. ორივეს გაგვეცინა.- მარტო არ დაგტოვე, არ მინდოდა შეგშინებოდა.თავზე გადამისვა ხელი.-გინდა დავრჩე? მოულოდნელად მკითხა.
-კი.ბიჭმა სვიტერი გაიხადა, პლედი აწია და შემომიწვა.მიმიხუტა, მეც გავიტრუნე.
-ხვალ პროვანსში მივდივარ, ერთი თვით.
-რატომ?
-საქმე მაქვს.იცოდე ლუკას არ გაეკარო. მკაცრად გამაფრთხილა.
-რა? სწრაფად წამოვიწიე მე და კაცს სახეზე დავაკვირდი.-შენ რატომ მიწყვიტავ ვის გავეკარო და ვის არა?
-ანა, ანა, ჩემო საყვარელო, დამშვიდდი. გაჩეჩილი თმა ყურს უკან გადამიწია.-უბარალოდ გაფრთხილებ, ასე თუ მოიქცევი, ძალიან ინანაებ, დამიჯერე.გაბრაზდა-ვიცი რომ მაინც ისე მოიქცევი როგორც გინდა მაგრამ მაინც..მე ჩემს ადგილზე დავბრუნდი და გვერდი ვიცვალე. ნიკოს სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი.ვეღარ ვიძინებდი.კაცმა იფიქრა რომ ჩამეძინა, მომეხუტა და კისერზე მაკოცა. -რომ იცოდე, შენს მიმართ რას ვგრძნობ, ასე არ გაბრაზდებოდი-დაიჩურჩულა ბიჭმა და უფრო მომეკრა.თვალები ვჭყიტე-ნეტა რას გრძნობს ასეთს , ულტიმატუმებს რომ მიყენებს. გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მის მკლავებში ისე კარგად ვგრძნობდი თავს მალევე წავედი სიზმრების სამყაროში. ვგრძნობდი როგორ ფრთხიად მეფერებოდა ტმაზე და პერიოდულად შუბლზე მკოცნდა, სიზმარი მეგონა..




აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ძალიან მამხხნევებს და სტიმულს მაძლევს თქვენი თბილი სიტყვები, შემდეგ თავში ბევრ რამეს აეხდება ფარდა <3



№1 სტუმარი Guest Lia

Zalian sasiamovno wasakitxia
Niko arahveulebrivi

Ar mindoda damtavrebuliko.cota didi tavebi dade.
Sikvarulit.

 


№2 სტუმარი teo

მართლაც რომ სასიამოვნო წასაკითხია..ძალიან მომწონს ისტორა და მოუთმენლად ველოდები ხოლმე ახალ თავს..მალე დადე და თავები გაზარდე..გელიი ტკბილო

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმე რა უნდა ვთქვა როცა სიტყვებიც ზედმეტია ♡♡

 


№4 სტუმარი A

მომწონს ეს ისტორია მაგრამ თავები არ მყოფნის.... თუ შეგილია ცოტა გაზარდე რა ძალიან მეპატარავება...

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უპროგნოზო მახინჯად ჟხერ არაპროგნოზირებადი არის სწორი მე ასე შემხვედრია და.

მომწონს საინტერესოა.
ნუ გეტყობა რომ ნიკოლას პერსონაჟი ჩემასავით მოგწონს შენც:დდდ
ველი შემდეგს მოუთბენლად!!!!

 


№6 სტუმარი მახათი

როდის დადებ ახალ თავს?

 


№7 სტუმარი Guest lia

Aგვიანებ ვეგარ ვიტბენ დადე ცოტა სწრაფად

 


№8  offline წევრი khatia khatia

კაია ძააააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent