კატასტროფულად ვნებიანი (III)
თითქმის ყოველდღე ასეთ დროს მოვდივარ სახლში. ღამის საათებში როცა ქუჩაში უკვე ხალხიც კი აღარ მოძრაობს და ალბათ მე ის განსაკუთრებული ვარ რომელიც შეიცნობს მთელი ღამის სილამაზეს. ჰაერიც კი განსხვავებულია ამ დროს... საიდანღაც ისმის ოდნავ ნასვამი ადამიანების სიმღერა. ზოგი მათგანი ტურისტიც არის და იცით როდის მიხარია? როცა მათი ნამღერი საკუთარი ქვეყნის ჰიმნივით ჩამესმის. ვამაყობ მათი ეროვნული ღირსებების დაცვით. მაგრამ ზოგჯერ აუტანელია ის მომენტი როცა მე სიმღერა არ შემიძლია რადგან მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ცოტა უხერხულია სიმღერა, ეს ხომ ეკლამას დაემსგავსება. რეკლამას როცა სხვა ეროვნების ადამიანს სტენი საკუთარ ტრადიციებს და აივანზე გადმოკიდებული ტრუსივით ამჟღავნებ მას... გრძნობებიც ასეთია ზუსტად. როდესაც ბედნიერება თავბრუს გახვევს გინდა რომ იყვირო ბოლო ხმაზე რომ შენ ბედნიერიხარ. და ბოლოს აღმოჩნდება რომ ბედნიერი კი არა ყველაზე უბედური ხარ. არიცი როდის და როგორ დაასრულებ თითოეულ ურთიერთობას. და არ გყოფნის ნერვები იმისთვის რომ გააგრძელო და ბოლომდე მიყვე თუნდაც შენს ვნებას. გაკავებს რაღაც უხილავი არგინდა შეიგრძნო სიამოვნების პიკი. გეშინია ახალი ურთიერთობისთვის და გეშინია მისი სიახლოვე საწოლს არ მიეჯაჟვოს. ზოგჯერ ასეთი უცნაურებიც ვართ ადამიანები გვინდა თუმცა არ ვაკეთებთ. იმიტომ კი არა რომ ხალხი რამეს იტყვის იმიტომ რომ არ გვინდა ვნებების ტყვედ ვიქცეთ უბრალოდ... რამდენი ადამიანის ყურება მიწევს ყოველდღე და პროცენტულად მამაკაცები ჭარბობენ. რამდენმა შეიძლება შემოგხედოს მხოლოდ საჯდომზე?! რათქმა უნდა 70 მა პროცენტმა... ხანდახან მინდა რომ ვიღაცამ ხელში ამიყვანოს ქუჩაში მატაროს და თქვს რომ მე მისი ვარ... უაზრო აზრებით ვარ დაკავებული და უაზრო მსჯელობით. ჩემში ისევ ორი პიროვნება იყრის თავს და ტვინს მიბურღავს ორივე სხვადახვა რადიკალურად განსხვავებული აზრებით.ერთი ბიჭი გამოჩნდა ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში. ის სრულიად განსხვავდება ქართველი მამაკაცისგან. თუმცა ის ბევრად უკეთესია და სიმართლე გითხრათ ჯერაც ვერ ამოვიცანი ბოლომდე. ვერ გამირკვევია ის არის ქართველი ტრადიციული ვაჟკაცი თუ უბრალოდ ძველ მოდას მიყოლილი ახალგაზრდა.მისი წვერი ისეთი განსხვავებული დიდი და ფუმფულაა ხოლო თმა კარგად მოვლილი და გრძელი. მისი თვალები ისეთი ფერის არის რომ... უბრალოდ ვთვრები მისი დანახვით. ვიცი ის შეიძლება ერთერთი მომდევნო იყოს თუმცა არ მანაღვლებს ეს ხომ ახლა მსიამოვნებს. ახლა ხომ მინდა მისი კოცნა, ჩახუტება და უბრალოდ მოფერება. არვიცი მისი ყურებით დავიმუხტე მისი საყვარელი ღიმილითაც კი. რომ იცინის და ოდნავ წითლდება, ალბათ ეს ალკოჰოლის ბრალიც არის რომელსაც ყოველდღე იღებს. ის ალკოჰოლიკი არ არის თუმცა რომ იყოს, მე ეს ალკოჰოლიკი იდიოტი მირჩევნია ჩემს გადაპრანჭულ ბიჭებს. ასეთი უცნაური ადამიანი ვარ ყოველთვის უბრალო და განსხვავებული მიზიდავს. ან ძალიან ჭკვიანი ვარ ან ძალიან დიდი იდიოტი, რომელიც ფიქრისკენ მიდრეკილიც კი არ არის... თავიდან რომ დავინახე ჩემმა თანამშრომელმა ხელი მომკრა ნახე რა ბიჭიაო... მეც შევხედე და გავიფიქრე ნეტავ ოდესმე ეს ბიჭი გამომხედავსთქო?! და ზუსტად ამ დროს გამომხედა და გამიღიმა თითქოს მიხვდა რომ მე მისი გამოხედვა მჭირდებოდა. ამ დროს კი მე მყავდა ბიჭი გვერდით. მე არ შემიძლია გრძნობის გარეშე ვიცხოვრო. ჩვეულებრივი გიჟი ვარ ალბათ. მინდა სულ მყავდეს ვიღაც გვერდით რადგან თავი მარტოდ არ ვიგრძნო... შემდეგ გავიცანი. თვიტონ გამიცნო შემეშალა. ამის შემდეგ ყოველ დანახვაზე მიღიმის, დღეს პირვლად მაკოცა ლოყაზე და მეც ორი წლის ბავშვივით გავწითლდი, თითქოს აქამდე არავინ მომწონებია ან არავის კოცნა არ მსიამოვნებდა. ჩვეულებრივი გიჟი ვარ, არაჩვეულებრივი მომენტებით. შემიძლია აღვიქვა ყველაფერი ისე როგორც მენდომბოდა ან ისე როგორც საქმეს დასჭირდება. მაგრამ ეს არ ეხება წერას. არ შემიძლია ვწერო გრძნობის გარეშე, არ შემიძლია ვიმუშაო ხალისის გარეშე. არ შემიძლია რომ შემიგრძნოს ვინმემ ვნების და მიჯაჭვულობის ძალის გარეშე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.