შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი


6-06-2017, 15:19
ავტორი zia-maria
ნანახია 3 017

ემიგრანტად ყოფნა ნიშნავს, რომ შენ უცხო ქვეყნის შვილი ხარ.უვადო პატიმარი, რომელსაც მოსამართლე არ ჰყავს.ემიგრანტს გვენატრება ყველა და ყველაფერი ჩვენი სამშობლოსი,ის რაც ჩვენს მიწა-წყალს გვაგონებს. დიდი გულისტკივილით ვუძლებს უძილობას, ჩუმად დადენილ ცრემლს და გულში ვიკლავთ დარდს.
მონატრება? გაუსაძლისია მონატრება,რომელსაც გულით დავატარებთ ყველა ემიგრანტი წლების მანძილზე.უსამშობლოდ ყოფნა ძალიან დიდი სასჯელია თვითეული ემიგრანტი ადამიანისათვის,ძალიან მძიმე ტვირთია საზიდად.მე თავად ვიცი ეს ტკივილი უკვე 10 წელია რომელმაც უჩუმრად გამანადგურა სხვა ემიგრანტებთან ერთად.ფესვები ხმება,მრავალი წელი რომ გავიდეს,ჩვენ სამშობლო გვიხმობს.რამდენჯერ დამიხუჭავს თვალები და ჩემი მშობლიური სახლის ეზო-კუთხე შემომირბებია ფეხშიშველს,ისე როგორც ადრე ბავშვობაში.წლებია უსამშობლოდ რომ ვცხოვრობ და თითქოს ობლის როლში ვგრძნობ თავს და ნოსტალგია მძიმე ტვირთად აწევს ჩემს სულს.მტკივა გულში,შიგ გულში მტკივა ჩემი სამშობლოს ჭრილობა.წლების მანძილზე ვერ მოუშუშებელი ტკივილი,სად არის მკურნალი მისი წყლულებისა.კარგად და გარკვევით მესმის,როგორ კვნესის დაღლილობისგან.ტირის და სისხლი უშრება,ვაგლახ ქართველნო ვინ სად ვაფაებთ თავს ჩვენს გაჭირვებას.ვერ მოვუარეთ,ვერ დავიცავით წინაპრების მიერ ბრძოლით მოპოვებული სისხლით გაჟღენთილ მიწას.რით ვუშველოთ სულის ტკივილს და რით ვანუგეშოთ წინაპართა სულები,კვნესა რომ ისმის მიწის სიღრმიდან.
ემიგრანტობა, მძიმე ტვირთია.დატყვევებული ჩვენი სული,ჩვენივე სხეულში უჩუმრად კვნესის.ეს სასჯელია,სიმარტოვის სასჯელი.ჩვენ,თავად ჩვენ რომ მივუსაჯეთ საკუთარ თავებს.განაჩენი გამოტანილია და ვერდიქტიც დადებულია, სიმარტოვე უცხო მიწაზე.ბედისწერას ვერ გავექცევით,ცხოვრებამ დიდ და შორ გზაზე გამოგვიშვა თვითეული ჩვენთაგანი ტკივილის სახით და მხოლოდ მოგონებები გამოგვატანა საგზლად,გულზე კი ბოქლომი დაგვადო ტკივილის სახით.უნდა გავუძლოთ და უნდა ვატაროთ ეს მძიმე ჯვარი,ჯვარი რომელიც ალბათ ღმერთმა დაბადებისას გვარგუნა.მე კი პირადად ჩემს სათქმელს ტკივილის სახით,მხოლოდ ჩემს ჩუმ სამყაროს გავანდობ,ჩემს თეთრ ფურცლებზე გადმოვიტან,რომლებიც თითოეული სიტყვა მონატრებისგან დაღლილი გულიდან წამოსულია და ისინი მხოლოდ ჩემს გულში ტირიან.


რა საოცრია ცხოვრება არ მეთანხმები?ცხოვრება რომელიც მხოლოდ შენია, მთავარია არ დაკარგო ეს ლამაზი სამყარო და თუ მაინც ასე მოხდა,ძალა ჰპოვე რომ ისევ იპოვო შენი ადგილი შენს ცხოვრებაში.

--- იცი?ბევრჯერ ასეთი კითხვა მებადება,რად ღირს ჩემთვის ცხოვრება,უნდა ვიბრძოლო?და რისთვის? სიყვარულისთვის!

და სად არის ის რომ ვერ ვხედავ?
--- შენ მას ხედავ. იგი ლამაზი,ფერადი და უზარმაზარია.მოდის და მის სივრცეში თვალდახუჭული ეშვები,სიამოვნების უზარმაზარი ძალა სუნთქვას გიკრავს,მის სივრცეში ტრიალებ,ტრიალებ და მშვენიერება თავბრუს გახვევს.ყველაზე მაღალ მწვერვალზე აგიყვანს ,სადაც ღრუბლებთან შეხებაა შესაძლებელი,ხელებს გაგაშლევინებს და გადმოეშვები,ვიცი რომ წუთები დათვლილი გაქვს,მაგრამ ყოველი წამი საუკუნო სიმოვნებას გგვრის,მაგრამ აი უცებ ძირს ეცემი და ის ტკივილი შემთვის არაფერია,გაუძლებ ფიზიკურ ტკივილს,მაგრამ დრო დაგჭირდება გაუძლო ტრავმას,რომელის შენმა სულმა მიიღო.შენ ისევ ადგები და ისევ მზად ხარ მეორედაც ცხოვრებაში ასეთი დაცემისთვის.შენ გაუძლებ,შენ გაუძლებ,შენ უნდა გაუძლო ელისო. სულ სველმა გამოიღვიძა ოფლით გაწუწულმა და გარშემო მიმოიხედა,რა იყო ეს? ვინ იყო ის ქალი რომელმაც გამაფრთხილა?ან რაზე მაფრთხილებს, რა დაცემაზე.ღმერთო რა მელოდება?საწოლის თავს ზურგით მიაწვა და დაიწყო იმის განაალიზება თუ რა ნახა სიზმარში.შემდეგ ხელი აიქნია,საათს შეხედა უჰ რამდენი უძინია 12საათია. ნელი და თითქოს ძალა გამოცლილი მოძრაობით საწოლიდან წამოდგა.კარადიდან პირცახოცი გამოიღო და სააბაზანოში შევიდა.
----თინიკო კარზე ზარია საყვარელო,გააღე.შემოესმა სამზარეულოში მოფუსფუსე თინათინს მისი ქალბატონის თბილი ხმა და ისიც კარების გასაღებად წაკუსკუსდა.კარი გააღო და სახლში, ჩვეული თბილი ღიმილით შემოვიდა ოჯახის უფროსი.

---რა მოხდა ვახო.შეშინებული შემოეგება მეუღლე წინ,თხელი პიჟაკი ჩამოართვა და იქვე მდგარ თინის მიაწოდა,შემდეგ კი ისევ ვახოს მიუბრუნდა.თინა წლებია ამ ოჯახში მუშაობს დამხმარედ და ოჯახსაც შვილივით ყავთ ის.აღარ უჭირს მის ოჯახს ამ ხალხის წყალობით,მაგრამ მიეჩვია ამ მყუდრო სახლში სითბოს და სიყვარულს.უჭირს იმ მძიმე წლების დავიწყება,ძნელია მაგრამ,ღიმილით იხსენებს უცხო ქალბატონის ღიმილს და ამ სახლში მოსვლის პირველ დღეებს,მაშინ სულ პატარა გოგონა იყო.გულში ჩაიხუტა ციცომ და მსუბუქ საქმეებს ავალებდა,უფრო სწორად შრომას ასწავლიდა არა მარტო თინის არამედ ელისოსაც.მას შემდეგ იზრდება ეს ორი ერთად და მას შემდეგ იზიარებს ამ ოჯახის სითბოს და სიყვარულს.მათი დახმარებით წამოაყენა ოჯახი ფეხზე და სასწავლებელშიც კი მოეწყო.უკვე დრო იყო თავის თავზეც ეფიქრა 25 წლის გოგოს.შეხედა თუ არა სახლში ადრე დაბრუნებულ ოჯახის უფროსს,მის თვალებში ამოიკითხა უჩვეულო შიში,მიხვდა რომ რაღაც უჭირდა,რაღაც სერიოზული და უხმოდ გაეცალა უფროსებს.
---ელისო სად არის?იკითხა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით.
---თავის ოთახშია ,დავუძახო?აღარ იტყვი რა მოხდა,ან რა ხდება?
--- რა უნდა მომხდარიყო, ციცო.ადრე მოვედი სახლში,ეს ასე გასაკვირია შენთვის?ქალი რომელიც ქმრის სამსახურიდან მოსვლას,ზოგჯერ დილამდე ელოდა ხოლმე,ახლა ძალიან გააკვირვა სახლში დილის 12 საათზე დაბრუნებამ და მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
---მართლა გამიკვირდა.უთხრა გაოცებულმა,მაგრამ გული უგრძნობდა,რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ვახოს თავს.ვახოს და ციცოს მაღალი შავგვრემანი გოგონა მიუახლოვდა და დედას წინ მუდარის თვალებით დადგა.ციცოს გაეცინა და ღიმილით ჩამოჯდა მისაღებში მდივანზე.კარგად მიხვდა, რაც უნდოდა ელისოს მაგრამ თავად არ უთხრა არაფერი.---დეეე,დედიკო,ისე როგორც ბავშვობაში ცხრათითა ჩამიბწენი რა?ციცოს ისევ გაეცინა და მსუბუქი საყვედირით უთხრა.
---კარგი რა ელისო ისევ ბავშვი ხარ?აღარ უნდა გაიზარდო?სადაცაა 27 წლის გახდები შვილო.ჩამიბწენი და შემდეგ რადგან ორივე აქ ხართ, უნდა დაგელაპარაკოთ სერიოზულად.ვახომ და ციცომ ერთმანეთს შეხედეს და თვალებით იკითხეს,თუ რა უნდოდა ელისოს რა ქონდა სათქმელი,რა უნდა ეთქვა მათთვის.ორივეს დააინტერესდა
---თხოვდები?უთხრა ღიმილით ვახომ შვილს.
---არა,ეს ჩემს გეგმებში არ შედის ჯერ ძვირფასო მამიკო.ციცომ ბედნიერი ღიმილით ჩაუბწნა ელისოს მისი გრძელი თმები და შემდეგ დიდი სიყვარულით ჩამოუსვა ხელი ლამაზად ჩაბწნილ ნაწნავს.
---ნეტავ ვიცოდე, რად გინდა ეს ამხელა თმები და რატომ არ იჭრი.ჩაიდუდღუნა ციცომ ციცომ ხმამაღლა კი უთხრა ელისოს.
---აბა გისმენთ,რა უნდა გვითხრა,რა სერიოზული გეგმები გაქვს სამომავლოდ?
---მაშ ასე, ჩემო დედიკონა და ჩემო მამიკონა. მე მტკიცედ გადავწყვიტე ჩემი საქმე მქონდეს,მინდა რაღაც ჩემი შევქმნა და რა თქმა უნდა,ეს თქვენგან დაუხმარებლად.ვახოს სახე გაუფითრდდა და შვილს შეეკითხა.
---ელისო შვილო,მარტო როგორ შეძლებ საქმეს შეეჭიდო?გაუკვრდა და თან გაუხარდა ელისოს სიმტკიცე ვახოს.

---შევძლებ მამა.მინდა ჩემს საქმეს მე ვუძღვებოდე,არ მინდა ვინმე ავიყვანო სანათესაოდან,რადგან ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება,შემდეგ რომ შეძღებიან ცოტას და ჯიბე გაუსქელდებათ,შეიძლება მტრად მომეკიდონ კიდეც.გადავწყვიტე თავად ვიყო ყველაფრის გამკონტროლებელი,მე ვიყო ხელმძღვანელიც და კარგად ვიყო ჩახედული ყოველ-დღიურ შემოსავალ და გასავალ ხარჯებში.დღეს ძალიან ძნელია ერთგული მარჯვენა ხელი ნახო,რომ დაუფიქრებლად დაეყრდნო მას.თუ ვინმე ვნახე თინის ნაირი,რაც ძალიან ძნელია დაუფიქრებლად დავიყენებ გვერდით,როგორც ჩემი შემცვლელი.
---შეგიძლია თავად თინიკო აიყვანო,ამაზე არც ის იქნება წინააღმდეგი.უთხრა ციცომ.
.---და რას ფიქრობ,რას აპირებ.რა გაქვს ჩაფიქრებული.მოეწონა ელისოს იდეა ვახოს და არც გაუპროტესტებია.განა მართლა დატოვებდა მარტო?ფარივით აეფარებოდა შვილს,მაგრამ ძალიან დააინტერესა ამ მოულოდნელმა ინფორმაციამ.
---ჯერ არ ვიცი,მაგრამ რაღაც ძალიან სერიოზული მაქვს გეგმაში.ისე ცნობისთვის მინდა იცოდეთ,მე რასაც ვფიქრობ და ვფიქრობ მართლა ძალიან სერიოზულად,ეს ძალიან დიდ თანხასთან ასოცირდება.მე როგორც იცით,მაქვს ჩემი თანხა,მაგრამ აუცილებლად დამჭირდება თქვენი დახმარება ეკონომიურად.არც თქვენ გთხოვთ პირადად არაფერს,გარდა იმისა,როგორც ვიცი ჩემი დაბადებიდან დღემდე აგროვებთ ფულს და ნათქვამი გაქვთ ჩემს ქორწილამდე იმ თანხას არ შეეხოთ.თუ დამჭირდა,თუ კი არა აუცილებლად დამჭირდება,სწორედ ის თანხა უნდა გთხოვოთ.
---ელისო ის ძალიან დიდი თანხაა, რაც შენს სახელზეა მთელი ეს 27 წელი.ასეთს რას უნდა შეეჭიდო,ამაზე მეტი თანხა რომ დაგჭირდეს.რა გაქვს ჩაფიქრებული, შეგიძლია გამენდო და მითხრა.ერთად განვიხილოთ,ერთად გავაანალიზოთ,არ გეგონოს ფული მენანება,ყველაფერი შენია მაგრამ ხომ მაქვს უფლება გავიგო რას ფიქრობ და რაში გინდა ამოდენა თანხის ჩადება.უთხრა მოსმენილით გაოცებულმა ვახომ.
.---მამა ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია და დარწმუნებული ვარ,გაგიხარდება.მხოლოდ ჯერ, მეც უნდა დავრწმუნდე თავად შევძლებ კი ამ გეგმის სისრულეში მოყვანას?დრო მჭირდება თვითოეული დეტალი გავიაზრო ჯერ ჩემს თავში და შემდეგ განვიხილოთ.ხომ იცი უშენოდ ერთ ნაბიჯს არ გადავადგამ.
---არ ვიცი შვილო რას ფიქრობ,მაგრამ მართლა გამაოცე და დამაინტერესე.მე ყოველთვის მზად ვარ შენ მოგისმინო.
---ისიც კარგად ვიცი,როცა ამოდენა ბიზნესს ეჭიდები პირდაპირი მკერდით,მტრებიც იქვეა და ამიტომ მზად ვარ წაგებისთვისაც,რადგან მოგება და წაგება ბიზნესის ყოველდღიურობაა.ვახო უსმენდა ელისოს და გულში გაიფიქრა.,,გაზრდილხარ ჩემო გოგო და თან ძალიან''.შემდეგ კი დაფიქრებული ხმით უთხრა.
.---ელისო ხომ არ არის დრო,ჩემი საქმე გადმოგაწერო ყველაფერი და აი შენი საქმე.რა საჭიროა სხვა რამ დაიწყო სულ ნოლიდან,როცა მე აწყობილ საქმეს გთავაზობ.ელისომ შეხედა ვახოს და უთხრა.
---მამაააა მე ჩემი მინდა,ჩემიიიი.შენ შენი საქმე მომცე და ყოველ დღე იქ დამიჯდე?შენ ისე ვერ შეელევი იმ შენს სამყაროს,როგორც შენს ციცოს.ამიტომ მოდი რა შენ შენს საქმეეს მიხედე და მე ჩემსას მივხედავ კარგი?ვახოს გაეცინა და მის გვერდით მდუმარედ მჯდარ ციცოს ხელი მოხვია,თან თავზე აკოცა და ორივემ სიამაყით შეხედეს ელისოს.

ვახტანგი(ვახო) კოვზაძე ძალიან ცნობილი და მდიდარი ბიზმესმენი.ერთადერთი ქალიშვილის მამა,რომელიც იყო მთელი მისი ძალა და სიმდიდრე.ციური (ციცო)ცირეკიძე მისი ცხოვრების მეგზური და დიდი სიამაყე.

ელისო (ელი)კოვზაძე.მაღალი,სუსტი,შავგვრემანი.შავი სწორი და გრძელი თმით.გემრიელი დიდი ტუჩებით და საკმაოდ სასიამოვნო მკერდით.ერთი სიტყვით ქალი, რომელიც მამაკაცების გულს ადვილად ააფრიალებს და ვნებით რომ იტყვიან,აი ეს არის ,,ქალი დაცემა''.სწორედ ასეთი ქალია ჩვენი 27 წლის ელისო კოვზაძე.ელისოს არ უყვარდა ხმაურიან ადგილებში ყოფნა და ერთ მშვენიერ აპრილის საღამოს მათი სახლიდან ჟრიამულის ხმა ისმოდა.27 აპრილს ელისო 27 წლის შესრულდა.გაბრაზებულმა მივიდა ვახოსთან და ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში.
---საჭირო იყო შენი სიმდიდრის ასე აფიშირება?რა საჭიროა ამდენი ხალხის ნახირივით მორეკვა ყოველ წელს მამა.რატომ ვერ გაიგე,რომ არ მიყვარს ასეთი დღესასწაულები.ამას არ ჯობდა,აქ რაც ფული დახარჯე ვინმე გაჭირვებულს მოხმარებოდი და დაგლოცავდა,ჩვენ კი გემრიელი, მშვიდი და წყნარი ვახშამი ერთაგდ მიგვერთმია ოჯახის წევრებს.
---სულ როგორ ხარ,ყველაფრით უკმაყოფილო.გახსენი წარბი და გაიღიმე,არ გიხდება სიმკაცრე.დღეს ვიღაც უნდა გაგაცნო.
---სულ უკმაყოფილო არავარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი,მაგრამ ისიც იცი,რომ ვერ ვიტან ასეთ საღამოებს.ვინ უნდა გამაცნო,კარგი რა არ მინდა ვინმე გაბღენძილი და მუცლიანი ბიზმესმენი,გეხვეწები რა?მკაცრად შეხედა ვახომ ელისოს და ვეღარ მოასწრო პასუხი ეთქვა,რადგან მათ ახალგაზრდა მოხდენილი და დახვეწილი გარეგნობის ახალგაზრდა მიუახლოვდა,რომელიც ვახოს და ელისოს შორიდან აკვირდებოდა და ძალიან მოეწონა ელისო.არ იცოდა ვახოს ერთადერთი ნუგეში ის თუ იყო,და არა მარტო ნუგეში, მისი სიმდიდრესაც და მის სიამაყესაც ის სილამაზის განსახიერება, რომ წარმოადგენდა.
---გამარჯობა ბატონო ვახტანგ.გილოცავთ შვილის იუბილეს,მაგრამ უფრო ახლოს რომ მივულოცო თვით იუბილარს,ამისათვის მისი გაცნობა მოგიწევთ ჩემთვის.განა ამისათვის არ მომიწვიეთ აქ?მამაკაცი ძალიან მომხიბვლელად საუბრობდა და ხანდახან თავალს ელისოსკენ აპარებდა.
---მე წავალ.უჩურჩულა ელისომ მამას და წასვლას აპირებდა,რომ უცბად ხელი დაუჭირა შვილს და ახალმოსულს წარუდგინა დიდი სიამაყიით.
---მობრძანდით ბატონო ჯიმი.დიდი პატივია თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში.ეს კი ჩემი ქალიშვილია,ჩემი ელისო.ამაყად წარმოთქვა ვახომ.მამაკაცმა ძალიან მომხიბვლელად გაუწოდა ხელი მის წიმ ამაყად მდგარ ელისოს და მისდა უნებურად მის შავ უძირო თვალებში ჩაიძირა.მოიხიბლა ელისოს ვიზუალით,გარეგნობით,სახით და ყოვლად უნაკლო,საოცრად ლამაზმა ქალმა თითქმის მამაკაცის გული უკვე ააფორიაქა.
ჯიმი ჯიმშელეიშვილი 34წლის.წარმომავლობა მდიდარი ოჯახიდან.ელისოთი ძალიან მოხიბლულმა ჯიმიმ ღრმად ამოიოხრა და ელისოს თხოვა გაევლოთ ცოტა,რათა უნდოდა მასზე უფრო მეტი რამ გაეგო.
---ცოტა მყუდრო ადგილი ხომ არ მოგვეძებნა და გვესაუბრა,თუნდაც აივანზე გასვლით, ერთმანეთი უკეთ რომ გაგვეცნო.
---როგორც გავიგე,არც თქვენ მოგწონთ ასეთი ხმაურიანი მასკარადები.ცალყბად უთხრა ელისომ და ვერანდისაკენ დაიძრა ნელა-ნელა.
---ასე მეტყობა?სწორად მიმიხვდით,არ მომწონს. ასეთ ოფიციალურ ადგილებში ყოფნა, მე უფრო მირჩევნია სადმე მყუდრო ბარში ვიჯდე ჩემს მეგობრებთან.თუ გინდა გავიპაროთ,ვერავინი ვერ შეგვამჩნევს.შესთავაზა ჯიმიმ ელისოს და თვალი ჩაუკრა.ელისომ მკაცრად შეხედა და წარბ აწულმა უთხრა.
---პირველი უნდა გითხრათ,რომ თქვენს ასაკთან შედარებით დიდი ხანია გამოსული ხართ ბავშვობის ასაკიდან,მეორე ის რომ,ფიქრობ მდიდარი მამიკოს ფულით განებივრებული თავში ავარდნილი გოგონა დაიჭირე და ასე მგონია უკვე გეგმებიც კი დასახე,როგორ ატარებ შენს ჭკუაზე.
---არა,არა ეს არც კი მიფიქრია.ჯიმი შეცბა,რადგან ელისომ თითქმის ერთი შეხედვით გამოიცნო მისი ჩანაფიქრი.
---მართალია,მე ერთადერთი შვილი ვარ ოჯახის,მაგრამ არასოდეს არ ვყოფილვარ ფულით განებივრებული,მქონდა იმდენი,რამდენსაც საჭიროება მოითხოვდა.არასოდეს არ მიცდია ფულით მეყიდა მეგობრები,ამიტომ ვარ დღეს უმეგობროდ,რადგან მე გულით მინდა მგრძნობდეს მეგობარი და არა ის ფულის გამო იყოს ჩემთან,ჩემგან წასულმა კი დამცინოს.არა უშავს აქ აი ამ გულში ვიწერ და ვიმახსოვრებ ყველაფერს და საჭირო ადგილას,საჭირო შემთხვევაში გამოვიყენებ.
---საინტერესო ვინმე ხარ ელისო.უთხრა ჯიმიმ და გვერდულად ჩაიღიმა.
---რატომ საინტერესო?ალბად ის უფრო გიკვირს 27 წლის გოგოს გაშპაკლული გოგონების კოლონა რომ არ დამდევს უკან ხომ?რა ვქნა,მე ასეთი ვარ.ვინც ამიტანს,ამიტანს.ვინც არადა კარგად იყოს.თქვა ელისომ ყელმოღერებულმა.
---ელისო წინ რა გეგმები გაქვს,თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის გამანდოთ თქვენი მომავალი.
---ვფიქრობ ზედმეტად მიმაჩნია თქვენთან ჩემი სამომავლო გეგმებზე საუბარი,რადგან ამ საკითხზე,უცხოსთან არასოდეს არ ვსაუბრობ.ჯიმიმ სიგარეტს მოუკიდა და გვერდულად გააბოლა,ცალ ხელში წითელი ღვინით ნახევრამდე დაცლილი ბოკალი ეჭირა და ელისოს ქვეშ-ქვეშ გახედავდა ხოლმე და მის მკაცრ პროფილს სწავლობდა შორიდან.მიხვდა,რომ ადვილი არ იქნებოდა ელისოს გულის მოგება და ძალიან ბევრი მუშაობა დაჭირდებოდა ამ საქმეზე.რამოდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა და ეს სიჩუმე ისევ ელისომ დაარღვია.
---როგორც 27 წლის ზრდასრულ ადამიანს,წინ დიდი გეგმა მიდევს.მაგრამ ძალიან არ მიყვარს წინასწარ საუბარი.შემდეგ მთელი ჩემი ჩანაფიქრი მეკარგება,ამიტომ უმჯობესია არაფერი არ ვთქვა.
---გეთანხმები და სწორი მსჯელობაა,ჯერ საქმე და საუბარს ყოველთვის შევძლებთ.უთხრა უკვე მისით გაბრუებულმა ჯიმიმ ღიმილით.
---რა თქმა უნდა,მადლობა რომ გამიგეთ.ღიმილითვე დაეთანხმა ელისომ და მისმა ჯადოსნურმა ღიმილმა ჯიმის გულში მტკივნეულად გაიარა.რას ფიქრობდა ჯიმი?საინტერესოა,ის სერიოზულად ფიქრობდა ელისოზე თუ როგორც ქალების რისხვად წოდებული ჯიმი ჯიმშელეიშვილი და ქალების გულთამპყრობელი,მხოლოდ დროს გასატარებლად უნდოდა ელისოსთან სიახლოვე,ახალი ხილით მოხიბლულს?შემდეგ კი როგორც სხვა მოტყუებული ქალები,ისიც მიეგდო,ნახმარი და უვარგისი ნივთივით.მე ვფიქრობ ჯიმი რასაც ფიქრობს,იმ შავი ძრახვებით ნაფიქრით,ვერ წავა შორს,ამ ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.


შუადღე მშვიდობისა ჩემო თბილება, დიდი ხნით ვერ გთმობთ, ვერ გტოვებთ, ახალი ისტორიით დაგიბრუნდით, ველოდები თქვენს შეფასებებსა და კომენტარებს



№1 სტუმარი Mariami

Me momwons tqveni istoriebi,mixaria ase male rom dagvibrundit.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Mariami
Me momwons tqveni istoriebi,mixaria ase male rom dagvibrundit.

მადლობა ჩემო ტკბილო. kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

და მერე როგორი საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდით.თან პირველი თავიდანვე დაგვაინტრიგე.გამახარე რომ დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
და მერე როგორი საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდით.თან პირველი თავიდანვე დაგვაინტრიგე.გამახარე რომ დაგვიბრუნდი

გაიხარე საყვარელო,მადლობა ამ სითბოსთვის. kissing_heart

 


№5 სტუმარი elene

me vamayob imit ro shen chemi deda xar,vici ra dznelia gerqvas emigranti da mowyvetili iyo yvelafers magram esaa chveni realuri cxovreba,yvela emigrants usurveb dedachemis chatvlit male daubrundit tqvens monatrebul samshoblos ,ojaxs, shvilebs,mteli gulit gisurvebt I'm gancdas da sixaruls romelic me ganvicade 5ti wlis win,ufalma daglocot. RAC sheexeba UCXO QALIS CREMLS dzalian damaintrige de da velodebi shemdeg tabs didi molodinit,miyvarxar dzalian

 


№6  offline მოდერი zia-maria

elene
me vamayob imit ro shen chemi deda xar,vici ra dznelia gerqvas emigranti da mowyvetili iyo yvelafers magram esaa chveni realuri cxovreba,yvela emigrants usurveb dedachemis chatvlit male daubrundit tqvens monatrebul samshoblos ,ojaxs, shvilebs,mteli gulit gisurvebt I'm gancdas da sixaruls romelic me ganvicade 5ti wlis win,ufalma daglocot. RAC sheexeba UCXO QALIS CREMLS dzalian damaintrige de da velodebi shemdeg tabs didi molodinit,miyvarxar dzalian

cry cry cry cry ამატირე დე.თქვენს გამო 10 წელი კიარა,კიდევ ათ წელს დავამატებ ზემოდან,მხოლოდ შენ არ მენახე ცრემლიანი. cry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent