ჭირვეული 2
გოჭების ინციდენტის შემდეგ ვალერიამ გადაწყვიტა მანამ არ წაყოლოდა სამუშაოდ ადამიანებს სანამ არ გაიგებდა რა სახის სამუშაოს სთავაზობდნენ და სწორედ ამიტომ ვერ იშოვა ალბათ სამსახური რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ. -გოგონებო მე გავდივარ,-მამიდას ხმამაღალმა ყვირილმა ვალერია ძილიდან გამოარკვი და თავზე ბალიში წამოიმხო რომ პროცესი ცოტა კიდევ გაეხანგრძლივებინა მაგრამ მექსიკელების უბანს უკვე ეღვიძა და ერთხმად გუგუნებდა ყოველი შენობა, სახლი და ეზო ამიტომ ვალერიამ თვალი ვერ მოხუჭა და მაშინვე წამოხტა. -ეს სად მოვხვდი,-კიდევ ერთხელ გადაიხედა ფანჯრიდან იქნებ ცუდი სიზმარი იყოსო მაგრამ ამჯერადაც დაინახა მეზობელი კაცი როგორ იფურთხებოდა ფანჯრიდან და მოშორდა იქაურობას. ცოტახანი საწოლზე ჯდომის და ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა რომ მამას სხვაგვარადაც უნდა დახმარებოდა კარადა გამოაღო და თუ კი რამ ძვირფასი ჰქონდა დაახარისხა. საბოლოოდ აბაზანიდან გამოსულმა გოგონამ თმა გაიშრო სარკეში დააკვირდა თავის სახეს და ყუთებს რომელიც საწოლზე ეწყო და სავსე იყო ძვირადღირებული საათებით, სამკაულებით და ათასი სხვა მოსართავით ხელი დაავლო კიბეებზე ჩაირბინა და თავის მერსედესში ჩააწყო. -სად მიდიხარ?-დაფინე როგორც ყოველთვის გაღიზიანებული უყურებდა -რაღაცეები მიმაქვს მალე დავბრუნდები არ ინერვიულო -შენზე?-სარკაზმით სავსე თვალებით დააკვირდა გოგონა,-არც იოცნებო -არც ვაპირებ,-ვალერია დიდიხანი უყურებდა დაჟინებით დაფინეს და ცდილობდა თვალებში ყურების ეს უცნაური შეჯიბრი მოეგო მაგრამ დაფინე ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. ვალერია არც ისეთი ხელგაშლილი იყო როგორც მისი გარდერობი გამოიყურებოდა 18 წლის იყო როცა ერთ არაჩვეულებრივ ადგილს მიაგნო სადაც ბრენდულ ნივთებს დაბალ ფასად ყიდდნენ მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში არაჩვეულებრივად იცოდა ნივთბი მოპარული რომ იყო ამას საკუთრ თავსაც არ უმხემდა ასე რომ ახლაც მიაკითხა ხუანიტოს დახლს მაგრამ იქ არავინ დაუხვდა. -სადაა ჩემი ბიჭი,-ჰკითხა იქვე მდგომ ქალს და დახლისაკენ გაიშვირა ხელი -დააპოატიმრეს,-უხეშად მიუგო ქალმა და თავისი საქმე განაგრძო -ახლა მე რა მეშველება? გაბრაზებული ვალერია ისევ ჩაჯდა მანქანაში და სავარძელზე გადაწვა. ისეთი სიცხე იყო ადამიანს სისხლი აუდღდებოდა ვალერიას კონდენციონერი კი გაფუჭდა და დაწყევლილიმა გოგონამ ფურცლების აქეთ-იქეთ ქნევა დაიწყო რომ გაგრილებულიყო. მძინარე ვალერიას საერთოდ არ უგრძვნია როგორ მოხვია ხელები ვიღაცამ უკანა სავარძევზე გადასვა და მისი მანქანით სადღაც წავიდა. კარგად გამოძიებული და დასვენებული ვალერია გონს პატარა საწყობში მოვიდა ადგილი მოათვალიერა და ჯერ კიდევ დაბინდული მზერით ორ კაცს დააკვირდა რომლებიც ფულს თვილდნენ იქვე მდგას მაგიდასთან. -სადვარ,-წამოიკივლა გოგონამ -დაწყნარდი რა,-ერთ-ერთმა კაცმა ხელი აიქნია და თვლა განაგრძო -რას ნიშნავს დავწყნარდე ახლავე მითხარით სად ვარ თორემ,.. თორემ ვიკივლებ -მიწისძვრაც რომ მოჰყვეს მაგ შენს კივილს მაინც ვერავინ ვერ გაიგებს ასე რომ გთხვოთ თავს ნუ შეიწუხებ -იცოდეთ თუ მომეკარებით არ გაცოცხლებთ მე.... მე რამდენიმე საბრძოლო ტექნიკას ვფლობ,-კაცებმა გულიანად გადაიხარხარეს გოგონას უსუსურ სუბარზე -მისმინე თქვენ მდიდრებს თავი დიდი ვინმე გგონით რატომ ფიქრობ რომ შენნაირ ქალთან ვუღალატებ ჩემს ცოლს? -აბა რა გინდათ რას წამომათრით ხომ აიღეთ მანქანიდან რაც გინდოდათ,-საყვედურით შეაჩერდა ვალერია -მოკეტე რა -ისე ფული ძალიან თუ არ გჭირდებათ წავიღებ -რაო?-კაცები ყურებს არ უჯერებდნენ -ეგ ფული ძალიან რომ არ მჭირდებოდეს თქვენი აზრით ნივთებს გავყიდდი? მოდი სამად გავყოთ -შენც ქურდი ხარ? -არა მმაგრამ ფული ძალიან მჭრდება ვერც სამსახური ვიშოვე და მამაც ვერ გამომყავს ციხიდან იმიტომაც ვყიდდნი ნივთებს -საკაოდ მდიდარი ჩანხარ რა საჭირო იყო ნივთების გაყიდვა? -მამა დააპატიმრეს ქონება ჩამოგვართვეს მხოლოდ იმის გამოტანა შევძელი რაც მე მეკუთვნოდა და რაც ჩემს სახელზე იყო ასე რომ,-გოგონამ მხრები აიჩეჩა -ხო მართლა ჩემი მანქანაც გაყიდეთ? -ხო,-დაიბნა ერთ-ერთი მძარცველი -კარგია მე ვერაფრით მოვახერხე და თქვენ ასე სწრაფად როგორ შეძელით? -საჭრო კავშირები გვაქვს,-გაიკრიჭა კაცი -ხო მართლა მე ვალერია ვალენსა ვარ სასაიამოვნოა თქვენი გაცნობა -უბრალოდ ლოკი და ჯოკერი ვართ -ეე ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან,-ყურებამდე გაიკიჭა ვალერია -მემგონი მზის დაკვრა აქვს მიღებული საცოდავს,-გადაულაპარაკა ლოკს ჯოკერმა -არა, არა უბრალოდ მივეჩვიე სულელურ სიტუაციებში გარევას და ესაა.-მხრები აიჩეჩა ვალერიამ და ისევ მიწვა იატაკზე,-როგორ გრილა აქ. -ციტახანში გაგაიშვებთ კარგი? -არ იჩქაროთ გარეთ მაინც ყველაფერი დუღს. ვალერიამ სასიამოვნო ღიღინი დაიწყო და მალე ისევ მიელულა თვალები მაგრამ ლოკის ხმამ გამოაფხიზლა -აიღე შენი წილია -მართლა,-ვალერიამ ფულის შეკვრა გამოართვა და გააფრიალა -ხო ხომ თქვი მჭირდებაო სულ ვერ დაგიბრუნებთ მაგრამ აქ ნახევარია,-ჯოკერმა გაუღიმა და თვალი ჩაუკრა -თქვენ. რა კარგები ხართ,-ვალერიას თვალები შუბლზე აუვიდა და ორივეს აკოცა -მიგიყვანოთ სახლში? -კი თუ შეიძლება. ახალგაზრდა სიმპათიურმა კაცმა რომელსაც ჯოკერი ერქვა ვალერია მანქანაში ჩასვა და სახლის გზის სწავლება სთხოვა. მანაც ზუსტი მისამართი მისცა და მუსიკას აუწია. -შენ არ გყავს ცოლი?-დაეკითხა ვალერია და კაბრიოლეკის ღია ფანჯარაში ფეხები გადაყო -რაიყო გულში ხომ არ ჩაგივარდი? -არა რას ამბობ სიმპათიური ბიჭი ხარ მაგრამ, მაგრამ მე ასე ადვილად არ მომწონს ხოლმე ვიღაც ვიღაცეები -არა არ მყავს ცოლი აფსოლუტურად თავისუფალი ვარ ასე რომ თუ შეგიყვარდები მითხარი -კარგი,-ჯოკერმა მანქანა კართან გაჩერა ვალერიამ რამდენიმე მეზობლის მზერა დააიგნრა და ბიჭი სახლში შეიპატიჟა. სამზარეულოში შესულ დაფინეს წინ ასეთი სცენა დაუხვდა ვალერია ქურასთნ იდგა და ვიღც ბიჭის კარნახით ყრიდა ტაფაზე სანელებლებს -აქ რა ხდება?-დაფინემ ხელები გაიშვირა -ეს ჩემი მეგობარია და საჭმელის გაკეთებას მასწავლის დაჯექი მალე იქნება -ეს თქვენ,-ჯოკერმა დაფინეს ცივი წვენი დაუსხა და სკამი გამოსწეია -თუ საიდუმლო არაა რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ? -დილით გავიცანი,-ვალერიამ პატარა კოვზით წვენი ამოიღო ტაფიდან და სული შეუბერა -უნდა გელაპარაკო,-თვალები დაუბრიალა მამიდაშვილმა და გვერდზე გაიხმო -მოხდა რამე,-ვალერია მხიარულად ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე და თმა უკან გადაიწია -კი ვალერია მოხდა სახლში დილით გაცნობილი ბიჭი მოათრიე -არც ისე დიდი განსხვავებაა დილით გაცნობილსა და დიდიხნის ნაცნობს შორის თუ ადამიანი ცუდია ამას აუცილებლად გამომაჟღავნებს,-დაფინეს გაცეცხლებულ მზერას თავისი შეახვედრა და თვალი ჩაუკრა -შენ საერთოდ რა არსება ხარ? -ძალიან არ მინდა მაგრამ ადამინი ვარ,-ვალერია ოთხიდან გამოვიდა და კარი ფართოდ შეღბული დატოვა. სადილობისას მხოლოდ ჯოკერი რომელსაც აღმოჩნდა რომ პაბლო ერქვა. ლაპარაკობდა და გოგონების გამხიარულებას ცდილობდა. -ახლა მე შხაპს მივიღებ და მერე გავალ,-გამოაცხადა ვალერიამ წყვილი დატოვა და სააბაზანოში შევიდა -რამდენი წლის ხარ? -ტყუილად ცდილობ დიალოგის წამოწყებას დაელოდე შენს მეგობარს და მოშორდი აქედან,-დაფინემ თავისი თეფში აიღო გარეცხა და თავის ოთახში წავიდა. -რატომაა შენი მამაიდაშვილი ასეთი უკარება?-მანქანასთნ მდგონმი პედრო -არვიცი,-ცალყბად ჩაიღიმა ვალერია -როგორი ბიჭები მოსწონს?-პედრო მიხვდა ვალერიასთნ ქვეტექსტებით ლაპარაკი რომ არაფერს ნიშნავდა და პირდაპირ იკითხა ის რაც აინტერესებდა -არასწორი კითხვა იყო უნდა გეკითხა მოსწონს კი საერთოდ ბიჭები. ბიჭი ცოტახანს ჩაფიქრდა მერე ვალერიას ლოყაზე აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. პერდორ რომ გააცილა ვალერიამ გადაწყვიტა მაღაზიაში შესულიყო და ეკითხა ხომ არავინ დაინტერესებულა მისი სამსახურით. მაღაზიაში წასვლამდე კი მამიდას გაუარა სამსახურში და მამასთან მისატანი წერილი გადასცა ვინაიდან მისვლას ვერ ახერხებდა. -შეხედე რა საცოდავია,-მოესმა ერთ-ერთი ჩიხიდან და მაშინვე შედგა რომ გაერკვია რა ხდებოდა -ვამე ახლა სიცილით დავიხრჩობი,-ხმები ისევ გამოდიოდა ჩიხიდან და უცნაური არაადამიანური სიცილი მოჰყვებოდა ვალერია ჩიხში გაუბედავად შევიდა და კედელზე აკრული მიიწევდა წინ -არა ხომ ხარ ახლა ღირსი რომ რამე დაგიშაონ დებილო,-ამკობდა და არიგებდა თავის თავს და მაინც მიიწევდა წინ. ჩიხში შესულმა დაინახა როგორ შემოხვეოდა გარს რამდენიმე ტურტლიანი ბიჭი საბრალო გოგონას რომელიც უეჭველად მუნჯი იყო და აწამებდენ რაღც წაერთმიათ და არაფრით უბრუნებდნენ. გოგო ტიროდა მერედა როგორი ლამაზი იყო უსუსურობის მიუხედავად იქეთ გახდიდა ნებისმიერს უსუსურს როცა შეხედავდა. -ავადმყოფებო,-გაისმა უეცრად ვალერიას ხმა და ყველამ მისკენ მოიხედა -რაიყო ქერა შენც გინდა დაიკარგე აქედან -აი მაგ თავხედობას არ შეგარჩენ,-ვალერიამ ჯიბიდან წიწაკის სპრეი ამოიღო რომელიც სულ თან დაჰქონდა და ბიჭს თვალებში შეასხა -კიდევ ვის უნდა,-იკითხა გოოგნამ და სპრეი აისროლა აქაოდა და დავიჭერო მაგრამ დაუარდა და ვიღაცამ აღება დაასწრო -ახლა რას იზამ პატარა დამცველო?-ბიჭმა ხელში ჩებღუჭა და ძლიერად მოუჭირა -გამიშვი მეტკინა -ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა სხვის საქმეში რომ ერეოდი -გაუშვით ახლავე,-თითქოს ხომ არაფერი ჩვეულებრივი ხმა იყო მაგრამ მაინც ყველა მათგანს გასცრა ტანში ამ ხმის გაგონებაზე აშკარეა იყო იცოდნენ ვისაც ეკუთვნოდა ხმა -ნიკ ჩვენ უბრალოდ,-ალუღლუღდა ერთი,-გოგონებს ამ ჩიხიდან გასასვლელ გზას ვაჩვენებდით,-გოგონა სწრაფად მივარდა ახლა მოსულს და მანაც დიდი სიყვარულით ჩიკრა გულში,-აი ახლა შენც აქ ხარ და აბა წავედით წამის მეათასედში ისე რო ვალერიამ ვერ აფერიც ვერ გაიგო იქ მხოლოდ სამნი დარჩნენ თვითონ, გოგონა და ახლმოსული -კარგად ხარ?-იკითხა ბიჭმა და გოგონას ხელით რაღაცეები ანიშნა -მადლობა,-მიმართა ახლა ვალერიას -მადლობა? სხვა არაფერი გაქვს სათქმელი საერთოდ ვინახარ ამ გოგოსთვის?-საყვედურით აესვეტა წინ ბიჭს -ის ჩემი დაა -ძალიან კი გყვარებია მარტო რომ გამოუშვი აქ სახიფათოა,-ვალერია ისე ეჩხუბებოდა ბიჭს თითქოს გოგონა მისი და ყოფილიყო -მისმინე პატარა არამკითხე შენს საქმეს მიხედე გასაგებია? -ხო მე მივხედავ ჩემს საქმეს მაგრამ შენ კარგად მიხედე შენს დას,-ვსალერია გაცეცხლებული მოშორდა და-ძმას და ისევ გავიდა გზაზე -ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო?-ამოთქვა ნიკმა მძმედ და დას ხელი მოხვია. ვალერია თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ბრაზობდა და მაღაზიისაკენ მიდიოდა. გზაში იალნძღებოდა და იმ უცხო ბიჭს ისე ეჩხუბებოდა თითქოს მის გვერდით ყოფილიყო -დებილი როგორ გამოუშვა მარტო ასეთი გოგო ხომ იცოდა რომ მსგავსი რამ მოხხდებოდა ახლა ალბად საბრალო გოგონას როგრო ეშინია. -ჩემი დაქირაება ხომ არ უნდა ვინმეს?-იკითხა მაღაზიაში შესულმა -კი ვალერია ერთმა კაცმა მკითხა ვინმეს ძიძად მუშაობა ხომ არ უნდაო -მარეთლა?გოგონას თვალები შუბლზე აუვიდა და ისე გაუხარდა ცეკვა დაიწყო -მოგცე მისამართი ანუ?-ჩაეღიმა გამყიდველს -რათქმაუნდა,-აღფრთოვანებულმა ვალერიამ მისამართი გამოართვა გამყიდველს და გახარებული გამოვიდა შენობიდან. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო ნორმელურად ვალერია რომ წამოხტა სოლიდური ტანის სამოსი ჩაიცვა სახლის მისამართს ხელი დაავლო და პედროს დაურეკა -გისმენ ძვირფასო,-გამოეხმაურა ბიჭი ნამძინარევი ხმით -პედრიტო ფული არ მქვს ტაქსისთვის ავტობუსების კი მეშინია შეგიძლია სამსახურში მიმიყვანო? -რათქმაუნდა ახლავე მოვალ პედრო მართლაც მალე მოვიდა ვალერია მანქანაშ ჩახტა და უხმოდ მივიდა დანიშნულების ადგილამდე -წარმატება მისურვე და თითბი გადაჯვარედინებული გქონდეს,-პედრომ მანქანა მყუდრო ადგილას გადააყენა გადმოვიდა და დიდი ჭიშკრისაკენ მიმავალ მეგობარს გახედა. .............. აკლია რაღაც თუ მე მეჩვება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.