შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(2)


6-06-2017, 23:35
ავტორი Iliana23
ნანახია 1 004

ჩვენი არჩევანი განაგებს ჩვენივე ცხოვრებას.ადამიანებმა უნდა გაიზიარონ თუ რა მოჰყვება მათ არჩევანს.ილიანამ გაიაზრა.
გრძნობდა,ამდენი წლის მანძილზე პირველად,რომ ის რაღაცას წარმოადგენს,რომ მისი არჩევანი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
_ამაზე ვიფიქრებ...
_დაგელოდებით.
_თქვენ გაგიჭირდებათ.
_რატომ?
_ის,რაც არ არის თქვენი მიზანი,იმას,რასაც სიყვარულით არ ეტრფით და ესწრაფვით,ტვირთად იქცევა...ზედმეტ ტვირთად.
_მე ასე არ ვფიქრობ.
_განა თქვენ არ მეუბნებოდით,რომ ეს პერფექციონისტული მიზანია?რა შეიცვალა?
_არც არაფერი.მე სწორედ ამიტომ მინდა წამოსვლა.
_უფრო გარკვევით?
_მინდა სიძნელეებს შევეჯახო და გადავლახო ისინი.მე მომბეზრდა ადვილი ცხოვრება.ეს ძალიან მოსაწყენია.
_მე გიჟი ვარ,რას გააკეთებთ ჩემთან ერთად?
_მეც გიჟი ვიქნები.მირჩევნია ვიყო გიჟი,ვიდრე მოწყენილი.
_ესეიგი გიჟი იქნებით არა?
_დიახ!
_მითხარით როგორი წარმოგიდგენიათ გიჟი?
_თქვენნაირი.
ბიჭს სიცილი აუტყდა.
_რა გაცინებთ?
_და როგორი ვარ მე,ილიანა?
_განსხვავებული.
_ამომწურავი პასუხია.მეც ასეთი წარმომიდგენია გიჟი.
_როგორი,თქვენნაირი?
_არა,განსხვავებული.
ორივეს გაეცინა.
_ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად გიჟები ვართ.ყველანი ინდივიდები,ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულნი,მაგრამ ვგავართ იმაში,
რომ ყველანი ცოტა-ცოტას ვაფრენთ.
_ანუ თანახმა ხართ არა?
_დავიჯერო ისეთი გიჟი ხართ,რომ რამოდენიმე დღის გაცნობილ ბიჭს,რომელიც თავად აღიარებს,რომ გიჟია,ტყეში გაყვებით
საცხოვრებლად?
_მე თქვენ გენდობით.
_რატომ?
_არ ვიცი,უბრალოდ გენდობით.
_რამდენად ძლიერია თქვენი ჩემდამი ნდობა?
გოგონა დაიბნა.
_იმდენად ძლიერია,რომ მიიღოთ ჩემი მიპატიჟება?
ილიანას გაეღიმა.
_ამაზე ვიფიქრებ...
სეიდსაც ჩაეღიმა.
_რითი გამიმასპინძლდებით?
_ყველაფრით,რაც გამაჩნია.
_და რა გაგაჩნიათ?
_არც არაფერი.
სერიოზულად გახედა გოგონას,მაგრამ მალევე გაეცინა.
_ვხუმრობ...ძველი ღვინო,ფრანგული სიგარეტის შეკვრა და წიგნები.
_ფრანგული სიგარეტის შეკვრა?
_მხოლოდ ეს გაიგონეთ?
ბიჭს გაეცინა.
_ღვინოს დიდად არ ვეტანები,წიგნებსაც იშვიათად ვკითხულობ,მაგრამ ფრანგული სიგარეტი ძალიან მიყვრს.
_ღვინო კარგია.როგორც ყველაფერში,მასთანაც ზომიერება მეფობს.თუკი გადააზედმეტებ დაგათრობს,ხოლო თუ ზომაზე ცოტას
დალევ,მაშინ ვერ იგრძნობ მის სიტკბოსა და მუღამს.
_მე ადვილად ვთვრეი.
_ფამილარული და ოფტიმისტი ხართ ამას,რომ მე მეუბნებით.
_ყოველთვის ასეთი ხართ?
_როგორი?
_უხეში.
_ეს გასართობია.ილიანა,წიგნების კითხვა არ გიყვართ?
_არც ისე.
_მე აუცილებლად შეგაყვარებთ მათ.
_როგორ?
_ხმამაღლა წაგიკითხავთ,ისე,რომ დაინტერესდეთ.წინააღმდეგი იქნებით?
_არა რა თქმა უნდა.
_ძალიან კარგი.
სიტყვები გაქრნენ.საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა წყვილს შორის.არც ერთი აპირებდა მის დარღვევას,არც დისკომფორტს გრძნობდნენ,
პირიქით,ტკბებოდნენ ამ ხმისამოუღებელი დიალოგით.ეს იყო ზღვარი,გადალახული ზღვარი,რაღაცის დასაწყისისა.გათენებულიყო.
მზის სხივებს დაეშროთ დილის ნამი.წყვილი კვლავ ხმისამოუღებლად უგდებდა ყურს დილის სიმშვიდეს.
_ანუ მესტუმრებით?
_დიახ.
_დღეს საღამოს?
_მისამართი?
ბიჭმა პალტოს ჯიბიდან მცირე ზომის ბლოკნოტი და საწერკალამი ამოიღო,მისამართი დაწერა და გოგონას გაუწოდა ფურცლის
ნაგლეჯი.
_სეიდ,რაღაცას გკითხავთ ოღონდ ნუ მიწყენთ.
_გისმენთ.
_რატომ ცდილობთ ჩემთან დაახლოებას?
_თქვენ მეძახით აივნიდან,სანაპიროზე ჩემს გვერდით ჯდებით და სურვილს გამოთქვამთ,ტყეში ჩემთან ერთად წამოსვლაზე და
ამას მე მეკითხებით?
_ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ.
გოგონამ თვალები გადაატრიალა,ბიჭს კი გაეცინა.
_ღმერთო ჩემო,თქვენ ისეთი საზიზღარი ხართ.
_უხეშობა საჭირო არ არის მისის.
_არ მიპასუხებთ მისტერ?
ილიანაც აჰყვა თამაშში.
_ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
_უცნაურია...
_რატომ არის უცნაური?
_იმიტომ,რომ,როგორც წესი თქვენ ყველაფერზე გაქვთ პასუხი.
_იგივე კითხვა,რომ დაგისვათ რას მიპასუხებთ?
_არ ვიცი,არც მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი.
_დაველოდოთ იქნებ თავად მოვიდეს პასუხი ჩვენთან.
სეიდმა ღიმილით დაიხედა საათზე.
_სამწუხაროდ,ჩემი წასვლის დროა.
ბიჭი წამოდგა და ქვიშა ჩამოიფერთხა.
_მე ცოტა ხნით დავრჩები.
_როგორც გენებოთ.მაშ საღამომდე.
_საღამომდე.
ბიჭი ნელი ნაბიჯებით გაეცალა გოგონას,ის კი თვალებგაშტერებული უყურებდა სეიდის მიერ ქვიშაზე დატოვებულ ნაფეხურებს.
ნახევარი კოლოფი სიგარეტი შეუმჩნევლად ჩაცალა.ასე მაშინ ემართებოდა,როდესაც ლოდინი უწევდა.შედარებით კარგი ამინდი
იყო,მზე ანათებდა,ზღვა კი მშვიდად მოძრაობდა.დღეს მის სახლს ნახავს.ათასჯერ წარმოიდგინდა როგორი ფერის კედლები და
სავარძლები ექნებოდა სეიდს,მაგრამ ამ მოლოდინს მაინც ვერ აჯობა.წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.ორივე კიდური
დაბუჟებოდა.ნელი ნაბიჯებით ჩაისეირნა სახლამდე და კვლავ თავის სოროში ამოყო თავი.რა გავაკეთო საღამომდე?რითი გავიყვანო
დრო?გოგონა საძინებელ ოთახშიშევიდა,აივნის კარი გამოაღო და,სხეულიდან ზედმეტი მატერია მოიშორა და დედიშობილა
შეწვა საწოლში.დავიძინებ და დროც თავისით გავა.მართლა დაეძინა და როდესაც თვალი გაახილა,უკვე ხუთი საათი იყო.ნელა
წამოიზლაზნა ლოგინიდან,საჭირო პროცედურები ჩაიტარა და გარდერობს მიადგა.გამოპრანჭვა არასოდეს უყვარდა,არც განსაკუთრებულ
მომენტებში.კომფორტული და მოხერხებული ტანისამოსი მოირგო,სავარძელში მოკალათდა და საათს გაუშტერა თვალი.ოცი წუთის
განმავლობაში ერთ პოზაში მჯდომიარეს,საათისთვის თვალი არ მოუშორებია.რა ჯანდაბაა,როცა მინდა მაშინ არ გადის ეს
დაწყევლილი დრო,მომინდა და ეხლა მიიზლაზნება.იქნებ წავიდე?არა ეს მოუთმენლობად ჩამეთვლება.განა ასე არ არის?სული
გძვრება ისე გინდა აქედან მოხევა.წადი,რაღას უცდი,მას მაინც ეცოდინება,რომ მოუთმენლობისგან ადგილს ვერ პოულობდი.ნუ იკავებ
თავს,წადი და უთხარი,რომ დაიღალე ლოდინით.ილიანას თავი ასტკივდა.რა გაეწყობა,ჯობს ადგეს და ადრე წავიდეს.
პალტო მოიცვა,ფურცლის ნაგლეჯი მოიმარჯვა და სორო დატოვა.სეიდი არც ისე შორს ცხოვრობდა,დაახლოებით თხუთმეტ წუთში
საერთო საცხოვრებელს მიადგა.უცნაური ადგილი იყო.ერთ თანამედროვე ნივთსაც კი ვერ მოკრავდით თვალს.ყველაფერი ძველი და
მტვერში გახვეული იყო.ხის,ჭრაჭუნა კიბეები ნელი ნაბიჯებით აიარა და ბიჭის კარებზე დააკაკუნა.კარი არ გაუღეს.იქნებ მისამართი
შეეშალა?ხელმეორედ დააკაკუნა,მაგრამ ამჯერადაც არ გამოხმაურებია ვინმე.მესამე ცდაზე ხელს ფეხიც მიაყოლა და ღიად დატოვებულ
კარში დაუპატიჟებლად შეაბიჯა.
_სეიდ?
ბინა იმდენად უცნაური იყო,რომ წამით დაავიწყდა სად და რატომ იმყოფებოდა.იმდენი უცნაური ნივთი,საგანი თუ არსება იყო
ოთახში,რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი ცარიელი სივრცისა,მაინც გააკვირვებდა მნახველს.შესასვლელი კარების მოპირდაპირე
კედელზე,საკმაოდ დიდი ზომის,სრულიად თეთრი ტილო იყო განთავსებული.ოთახის კუთხეში დიდი აკვარიუმი იდგა,ლურჯი
ფერის განათეით და შიგ არც მეტი,არც ნაკლები მედუზა დაცურავდა.კედლები უცხო ფერით იყო შეღებილი,ალაგ-ალაგ სხვადასხვა
ფერებში გადადიოდა და ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.იატაკი ხის იყო,ძველი,მაგრამ არ ჭრაჭუნობდა.ოთახის ცენტრში ერთი საშუალო
ზომის მაგიდა იდგა,ზედ წიგნების მთელი დასტა ეყარა,წიგნებზე კი ორმაგი მტვერი იდო.ერთადერთი ფანჯრიდან შემოღწეული
მზის სხივი სწორ ხაზად მიუყვებოდა სივრცეს,რომელიც ნათლად ასახავდა,რომ ოთახში მტვრის ბუღი იდგა და მწვანე ხალიჩასთან
წყვეტდა ნათებას.იქვე,მეორე კუთხეში ბუხარი იდგა,ძველებური ბუხარი.სტაფილოსფერი აგურებით აწყობილს,გვერდს ახლად
დაპობილი შეშა უმშვენებდა.ცოტა იქეთ,ცარიელი სივრცე მოჩანდა,ალბათ სამზარეულო იყო,მაგრამ ილიანას იქეთ წასვლაზე არც კი
უფიქრია ისე იყო ამ ოთახით დაინტერესებული.ერთ-ერთ კედელს ორი ნახატი ამშვენებდა.პირველზე წვიმიანი ამინდი იყო
აღწერილი,ოდნავ მოშორებით ცისარტყელაც მოჩანდა,მაგრამ ეს ყველაფერი არეულ ფერებში იყო დახატული.წვიმის ვეთები ლურჯად,
ცა მწვანედ,ბალახი კი წითლად იყო გაფერადებული.მეორე კი უტრილოს სიგიჟე იყო.ეს ოთახი იმდენად მრავალფეროვანი,
განსხვავებული და საინტერესო იყო,რომ გოგონაზე დიდი შთაბეჭილება მოახდინა.სეიდს,რომ არ ვიცნობდე,მას,როგორც ამ ბინის
პატრონს ზუსტად მისნაირს წარმოვიდგენდი.
_თქვენ ქურდივით შემომეჭერით სახლში.
გოგონა შეხტა.სეიდი სააბაზანოს კარებს იყო მიყრდნობილი და ღიმილით აკვირდებოდა გოგონას.გრძელი,წითელი ხალათი ეცვა შავი
კუბიკებით.თმები სველი ჰქონდა,რაც იმაზე მიანიშნებდა,რომ ახალნაბანავები იყო.
_არაფერს მეტყვით?
_იცით მე დავიღალე ლოდინით და გადავწყვიტე ცოტათი ადრე მოვსულიყავი.
_გინდოდათ გეთქვათ ორი საათით ადრე.
_დიახ.
სეიდი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ილიანას დ საკმაოდ დიდი მანძილი დაარღვია დისტანციისა.
_ანუ გამოდის,რომ ვერ მოითმინეთ.
_რა?
_რამოდენიმე საათიც კი ვერ გაძელით უჩემოდ.
ილიანა დაიბნა,ისე დაიბნა,რომ ხმაც კი ვერ ამოიღო.დისკომფორტს უქმნიდა ბიჭის ასეთი სიახლოვე.სეიდი ზემოდან დაჰყურებდა და
აკვირდებოდა მის მოქმედებებს,შემდეგ მისკენ დაიხარა,სახე გაუსწორა და გამჭოლი მზერით ჩააცქერდა დაბნეულ ილიანას თვალებში.
_მოგეწონათ ჩემი ბინა?
მოულოდნელად გაიწია და ბუხრისკენ წავიდა.გოგონა უარესად დააბნია უკანასკნელმა მოქმედებამ.
_დიახ...იცით,ის ალიან კარგია.
_სულ ეს არის?
_არა,არა ბევრი კითხვა მაქვს.
_კარგით.რახან ვერ მოითმინეთ და ორი საათით ადრე მეახელით,მოცდა მოგიწევთ.მე ბუხარს დაგინთებთ,სანამ თქვენ უკეთ შეისწავლით
ჩემს ბუდეს,მე მოვწესრიგდები,შემდეგ ვისაუბროთ.
ილიანამ უხმოდ დაუქნია თავი.ბუხარს მიუახლოვდა და ერთ-ერთ სავარძელში ჩაესვენა.სეიდი მალე მოწესრიგდა და უკან ღვინის
ბოთლითა და ორი ჭიკით დაბრუნდა.ბუხარს შეშა შეუმატა,ჯიბიდან ფანგული სიგარეტის კოლოფი დააძრო და მეორე სავარძელში
მოიკალათა.
_გისმენთ.
_თქვენი ბინა,თქვენ გგავთ,ისიც ძალიან უცნაურია.
_კარგია,რომ მოგეწონათ.თქვენ მითხარიით,რომ კითხვები გაგიჩნდათ,აბა?
_დიახ,დიახ.პირველ რიგში მაინტერესებს თეთრი ტილოს დანიშნულება.
_ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნახატია.
_ნახატი?
_დიახ.
_კიმაგრამ ის სრულიად თეთრია.
_არა,თეთრი არ არის.გაინტერესებთ რა ჰქვია?
_რათქმაუნდა.
_წარმოსახვითი ნახატი.
_ეს იმას...
_ეს იმას ნიშნავს,რომ თავად უნდა წარმოიდგინოთ ნამუშევარი.
_რა კრეატიულია.თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი.
_სხვა?
_ეს მედუზა?
_შეხედეთ ილიანა,განა ის ულამაზესი არრ არის?დააკვირდით როგორ სადად და თავისუფლად დაცურავს,მიუხედავად იმისა,რომ
აკვარიუმშია გამომწყვდეული.მე ძალიან მიყვარს მისი ყურება,განსაკუთრებით ღამით.საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო
როგორ დაცურავს იგი,ლურჯი განათების ფონზე.
_მეზიზღება მედუზები,მათ მე დამსუსხეს.
_ისევე,როგორც ყველა სხვა არსება,ისიც არაფერს დაგიშავებს,თუკი არ მიეკარებით.ნუ დაარღვევთ დისტანციას და წარმოსახვაში ის
ხინჯის გარეშე ჩაგრჩებათ.
სეიდმა ღვინო ჩამოასხა ჭიქებში და მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგონას.
_რატომ არის ოთახში ასეთი მტვერი?
_შეხედეთ მაგიდას.
გოგონამ მაგიდისკენ გაიხედა.
_რას ხედავთ მასზე?
_წიგნებს.
_სწორედაც.იქ სადაც წიგნებია,აუცილებლად უნდა იყოს მტვერიც.
_რატომ?
_უხდებათ.წიგნებს მტვერი უხდებათ,მაგრამ მტვერსაც გააჩნია.ზოგს წიგნი ულპება,რადგან გადაუშლელობის გამო ზედმეტად ბევრი
მტვერი ედება მის ზედაპირს.წიგნებზე მტვერი ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაცაა.ბუნებაში ყველაფერს საკუთარი ადგილი
უნდა გააჩნდეს.წიგნებზე მტვერი კი გვანახებს რა მოსდის ხეს,მიწის პირმშოს,როდესაც ნივთივით დაარბენინებენ აქეთ-იქეთ და
უცვლიან პირვანდელ სახეს.
_ანუ გამოდის,რომ თქვენ სიბინძურე გიყვართ?
_რას ბრძანებთ,მტვერი სიბინძურეს სულაც არ ნიშნავს.
_აბა რა არის სიბინძურე?
_ზღვარი მტვერსა და სიბინძურეს შორის სუნია.მტვერს სუნი არ აქვს,მაგრამ სიბინძურეს იცოცხლეთ.მე არ მიყვარს ბინძური
ადამიანები,მაგრამ არც სუფთანი მეხატებიან დიდად გულზე.
_რატომ?
_ისინი ძალიან ფრთხილები არიან.მათ თავიანთი სიფრთხილე ზღუდავთ.ისინი ვერ ძლებენ მტვრიან ადგილებში,მაგალითად
წიგნების თაროსთან,ვერ გრძნობენ წვიმის წვეთებს სახეზე და არ შეუძლიათ გაწვნენ მწვანე ბალახზე.და იცით რატომ?თავიანთ
ტყავს უფრთხილდებიან,ძვირიან ტანისსამოსსა და ძვირიან ი შამპუნებით დაბანილ თავს უფრთხილდებიან.თავისივე საკუთრების
მონები არიან და უფრთხილდებიან იმას,რაც წარმავალია.რათ გინდა ისეთი სისუფთავე თავისუფლებას,რომ შეგიზღუდავს?
სეიდმა კვლავ გაავსო ჭიქები და განაგრძო:
_იცით რატომ ჩნდება მტვერი ილიანა?
_რატომ?
_იმიტომ,რომ ოთახში ნივთებია.სწორედ ეს ნივთები აჩენს მტვერს.მე მიწევდა მათი გადაწმენდა და ეს საერთოდ არ მსიამოვნებდა.
მე შებოჭილი ვიყავი.ერთხელაც გადავწყვიტე,რომ საჭირო არ იყო მათი თავიდაან მოცილება და იცით საიდან მივედი ამ დასკვნამდე?
სეიდმა გოგონას სახე შეაბრუნებინა ფანჯრისკენ
_თვალი გააყოლეთ მზის სხივს.ნახეთ რა ლამაზად ცეკვავს მტვერი მისი გამოჩენისას.
_თქვენ ყოველ წამს შეგიძლიათ ჩემი გაკვირვება სეიდ.
ბიჭმა საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა.
_ამ ნახატებზე რას მეტყვით?
გოგონა წამოდგა და ჭიქით ხელში მიუახლოვდა ნახატებს.სეიდი აკვირდებოდა ილიანას.მის მიხვრა-მოხვრას და სისადავეს.რა დიდი
სიამოვნებით გააჩერებდა დროს და ფუნჯმომარჯვებული დაიწყებდა მის დახატვას.ისიც წამოიმართა და გოგონას ამოუდგა გვერდით.
_გსმენიათ უტრილოს შესახებ?
_დიახ, რა თქმა უნდა.
_იცით რა ქვია ამ ნახატს არა?
_სიგიჟე.
_ეს ნახატი კი...
_მოიცადეთ,მოიცადეთ,არ მეტყვით რატომ მაინდამაინც ეს ნახატი?
სეიდი გოგონას ჩააცქერდა თვალებში.
_ყოველთვის,როდესაც ამ ნახატს ვუყურებ,საკუთარი თავი წარმომიდგება თვალწინ.ეს კაცი მე ვარ.ასეთივე შებოჭილი,მარტოსული და
ოთხ კედელში გამომწყვდეული ვარ.
_რატომ სეიდ?
_მე სუნთქვა მიჭირს აქ.სწორედ ამიტომ მინდა ტყეში წასვლა.მინდა,რომ ვისუნთქო.
გოგონა არ ელოდა მსგავს პასუხს.
_და მეორე?
_ამ ნახატს უსასრულო ნატაზია ჰვია.ჩვენ ყველას შეგვიძლია ფანტაზიორობა.ეს ნახატი სწორედ ამას ღაღადებს.
_ის ძალიან ლამაზია.
გოგონა გრძნობდ,რომ ნელ-ნელა ათრობდა ღვინო.უხმოდ მოშორდნენ კედელს და კვლავ ბუხრის წინ მოიკალათეს.
_კიდევ გაინტერესებთ რამე?
_დიახ, მე სხვა ოთახებიც მაინტერესებს.
_თამამი განცხადებაა.
ბიჭს გაეცინა.
_შემდეგ ვიზიტზე აუცილებლად განახებთ სხვა ოთახებსაც.
_თქვენ ჩემი ინტერესით სარგებლობთ.
_დალევთ?
_დიახ.
სეიდმა ისევ ჩამოასხა ღვინო და სიგარეტსაც მოუკიდა.
_მოწევთ?
_დიახ.
სამზარეულოდან მეორე ბოთლი,წითელი ღვინო გამოიტანა და ილიანას ღერს გაუკიდა.
_დათვერით?
_ცოტათი,თქვენ?
_მეც,ცოტათი.
მზის სხივი გაქრა.მტვერს სიგარეტის კვამლი შეერია და ოთახს უფრო მეტი მისტიკურობა შემატა.
_ახლა თქვენ მკითხეთ.
_მოდით,სანამ გკითხავთ ერთ რამეზე შევთანხმდეთ.
გოგონამ მომლოდინე მზერა გააყოლა,სეიდის სიგარეტიდან გამოვარდნილ კვამლს.
_ვიყოთ ბოლომდე გურწრფელები..არ მოვატყუოთ ერთმანეთი და რაც მთავარია ვენდოთ.
_კარგით.
_ტილები გყავთ?
_რა?
გოგონამ ნაპასი ჩაყლაპა და სიცილთან ერთად ხველაც აუტყდა.სეიდი სერიოზული სახით უყურებდა ილიანას.
_მეხუმრებით?
_სრულებითაც არა.მიპასუხეთ.
_რა თქმა უნდა არა!ეს რანაირი შეკითხვაა.
_მაინტერესებდა.
ილიანამ სიცილი შეწყვიტა და სერიოზული სახით გახედა ბიჭს.სეიდსაც სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.
_სერიოზულად?
ბიჭს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
_გეხუმრეთ,უბრალოდ თქვენი რეაქცია მაინტერესებდა.
ორივე იცინოდა,მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ,ხუმრობაზე ატეხილი სიცილი.ისინი იცინოდნენ გულიანად,ლაღად,თითქოსდა
ქვეყანაზე არც არაფერი ადარდებდათ.
_მერედა რა,ტეხავს ტილები?
_არ ვიცი,ეს მოულოდნელი შეკითხვა იყო და დაფიქრება ვერ მოვასწარი.
_მომიყევით რამე თქვენს შესახებ.
_კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
_ყველაფერი.მიამბეთ ის,რაც გსურთ,რომ ვიცოდე თქვენზე.
_როგორც გითხარით მე წერა მიყვარს.
_კარგია,რომ გამახსენეთ.როდის წამიკითხავთ?
_შემდეგ შეხვედრაზე წამოვიღებ წიგნაკს.
_კარგით,განაგრძეთ.
_არ ვიცი რა მოგიყვეთ სეიდ,თავში არაფერი მომდის.
_დავიჯერო არაფერი გაქვთ ჩემთვის მოსაყოლი?
_ხატვა მიყვარს.
_მართლა?რომელია თქვენი საყვარელი მხატვარი?
_პიკასო.
_რატომ პიკასო?
_მისი ნამუშევრები შეუდარებელია.მან კუბიზმს დაუდო სათავე და ასევე ბევრ სხვა მხატვარსაც დაეხმარა,საკუთარი ადგილის
დამკვიდრებაში.
_რაიმე გრძნობას აღძრავს მისინამუშევრები თქვენში?
_დიახ.როდესაც მათ ვუყურებ,ვგრძნობ,რომ რაღაც დიდებულია ჩემს წინ.მის ნახატებში პროტესტი იგრძნობა და ეს ძალიან მომწონს.
_ჩემი საყვარელი მხატვარი დალია.
_მისი ნახატებიც მომწონს,თუმცა პიკასოსი მირჩევნია.
_ჰო,ეს ინდივიდუალურია.გემოვნებაზე უგუნურები დაიბენ.ისინი აგიტატორებს ჰგვანან,ფანატიკურად ცდილობენ თავიანთი აზრი
მოგახვიო თავს.
_პატივი ვცეთ ერთმანეთის გემოვნებას?
_დიახ,სწორედ გამიგეთ.დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი ამ ლოზუნგით აქციაზე.
ორივეს გაეცინა.
_მუსიკა?
_იგი ნარკოტიკია ჩემი.
_ასევე ჩემიც.დღეში 5-6 საათი ვუსმენ მუსიკას და ამ დროის მანძილზე,არაფერი მახსოვს და არაფერი მადარდებს,ჩემი თაავის
ჩათვლით.პირველი აკორდი და გათიშვა ერთია.
_ბეთჰოვები ღმერთია.
_ჩემი ღმერთი კი შოპენია.ზოგჯერ ვგრძნობ როგორ დახტუნავენ ჩემს შიგნით,ორგანოებზე ლა-მინორი და ბე-ძიეზი,ვგრძნობ
სიმფონია როგორ მიუყვება სისხლს გულისაკენ.
_ამ წამს,თქვენ გიჟს გავხართ ილიანა.
_როგორ შეიძლება წყნარად ისაუბრო კლასიკაზე?არ არსებობს ქვეყნად არავითარი ემოცია,რომელიც მუსიკას აღემატება.მე,რომ
სიმღერის შექმნა შემეძლოს,ალბათ თავს შევაკლავდი ამ საქმიანობას.
_რატომ?
_იმიტომ არა,რომ ვინმეს მოსწონებოდა და პოპულარული ჰიტი გამხდარიყო.მხოლოდ იმიტომ,რომ მე დავმტკბარიყავი ჩემივე
ქმნილებით.ეს ერთგვარ კმაყოფილებას გამოიწვევდა ჩემში და მაგრძნობინებდა,რომ შევქმენი ის,რაც ჩემი სიკვდილის შემდეგაც
იარსებებდა დედამიწაზე.
_ხშირად დაგალევინებ ღვინოს.
_ბევრს ვლაპარაკობ არა?
_ბევრს,მაგრამ ჭკვიანურსა და საინტერესოს.
_კარგია თქვენთან საუბარი,თქვენ ჩემი გესმით.
_და სხვას არ ესმის?
_დაახლოებით სამი წლის წინ საშინლად ვეკამათე ჩემს,უკვე შორეულ ნაცნობს.მან ვერ გაიგო თუ რატომ მირჩევნია შოპენი
ბეთჰოვენს.სულ უგემოვნო და ყრუ მეძახა.
სეიდს გაეცინა.
_ჩემი აზრით,მუსიკაში არ არსებობს გემოვნება,აქ შედარებაც კი ტრივიალურად ჟღერს.ვერავინ დაიკვეხნის,მე შენზე გემოვნებიანი
ვარო,მე,რომ ბახი არ მომწონს და ბეთჰოვენს ვუსმე,განა ეს დანაშაული და უგემოვნობის გამოვლინებაა?
_ყოველგვარ მუსიკას,რაც კი ჟღერს და რიტმი გააჩნია,ინდივიდუალური მსმენელი ჰყავს ილიანა და ყველა ინდივიდი ინდივიდუალურად
აღიქვამს ამა თუ იმ სიმფონიას.თქვენი აზრით რატომ ქმნიან ადამიანები მუსიკას?ადამიანს სრულყოფილი ცხოვრებისათვის ესაჭიროება
მუდმივი ქმნადობა.ჩვენ უნდა შევქმნათ,რაღაც სასარგებლო,უნდა მივყვეთ ჩვენივე მუზებს და,როგორც თქვენ თქვით შევქმნათ ის,რაც
ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იარსებებს დედამიწაზე.
_ყელი გამიშრა,გთხოვთ კიდევ დამისხით.
სეიდმა კვლავ შეავსო ჭიქები,შემდეგ წამოდგა და ბუხარს შეშა შეუმატა.
_ილიანა,თქვენ მითხარით,რომ ხატვა გიყვართ.
_დიახ.
_ძირითადა რას ხატავთ?
_პორტრეტებს.თქვენ?
_ხან რას,ხან რას.
_ჩემს დახატვას შეძლებთ?
გვერდულად გახედა ილიანამ.
_თქვენ?
_თუკი მოვისურვებ რატომაც არა.
_თუ თქვენ დამხატავთ,მეც დაგხატავთ.
_მოდით შევთანხმდეთ.ხვალისთვის დავხატოთ ერთმანეთი.გაწყობთ?
_დიახ,მაგრამ პირობას დავარღვევ თუკი წიგნაკი გადრჩეებათ!
ილიანას გაეცინა.
_ნუ გეშინიათ,ამას გამიზნულად არ გავაკეთებ.
_მე ყველაფერს ვიმახსოვრებ!
_ჩემი წასვლის დროა,უკვე ძალიან გვიანია.
_გაგაცილებთ.
_არა იყოს,მირჩევნია მარტომ გავისეირნო.
_კარგით,როგორც გენებოთ.
გოგონა კარისაკენ წავიდა,სეიდმა პალტო მიაწოდა და ჭიქიდან ჭვინო მოსვა.
_ხვალ ისევ ამ დროზე?
_მე ყოველთვის სახლში ვარ,მეახელით,როდესაც მოგეხურვებათ.
_კარგით.ალიან სასიამოვნო საღამო იყო,მე მომწონს თქვენთან საუბარი.
_მეც იგივეს თქმა შემიძლია.
გოგონა სეიდს მიუახლოვდა,ბოკალი გამოაართვა,ერთი ყლუპი მოსვა,ისე,რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის,შემდეგ უკან დაუბრუნა
და უთხრა:
_ხვალამდე სეიდ.
_ხვალამდე ილიანა.
გოგონამ ბინა დატობა.სეიდი ერთხანს გაკვირვებული დაჰყურებდა ღვინის ჭიქას,შემდეგ უეცრად გამოერკვა და ფანჯარას მივარდა.
_თქვენ მითხარით,რომ დალევა არ გიყვარდათ.
_ასეც არის.
_ნუთუ?
_თქვენი ღვინო გემრიელი იყო სეიდ,თან როგორც თქვენ თქვით ზომაზე ცოტას თუ დალევ სიტკბოს ვერ იგრძნობ.
გოგონა ღიმილით გაბრუნდა გზისკენ.სეიდმა ერთხანს უყურა,შემდეგ კი ფანჯარა დახურა და ბოკალი შეივსო.ილიანა ღიმილიანი
სახით მიაბიჯებდა თავისი სოროსკენ.ღვინო ზომაზე მეტი მოუვიდა,მაგრამ ეს ალიან სიამოვნებდა.კიბეებზე ცეკვა-ცეკვით ავიდა და
სოროში შესულს,როდესაც პალტო უნდა გაეძრო,იგრძნო ფლორა და ფაუნდა მუცლის არეში,ბედნიერებისგან ყურებამდე გაეღიმა.
პალტოს ჯიბეში ფრანგული სიგარეტის ერთადერთი კოლოფი იდო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent