შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (9)


7-06-2017, 00:54
ავტორი jina
ნანახია 2 395

ყველა თორნიკეს და კესარიას ქორწილზე შეკრებილიყო, ულამაზესი და უდიდესი დარბაზი ბრწყინვალედ მოერთოთ... ირგვლივ ყველა და ყველაფერი ბედნიერებას და სიხარულს ასხივებდა... უკლებლივ ყველა ნეფე–დედოფლის ბედნიერებას ალალად იზიარებდა... ყველას ახარებდა მათი წყვილი, მათი სილამაზე და სილაღე საოცარი გახლდათ...
უმშვენიერესი დღე და უმშვენიერესი ხალხი...
ნიტა რათქმაუნდა კესოს მეჯვარე იყო, დანიელი კი თორნიკესი...
მათი შემყურე ყველა ხარობდა, საოცარი სანახაობა მოაწყეს დარბაზში, ალბათ ასეთი ქორწილი დიდი ხანი არავის დაავიწყდებოდა...
ქალბატონ ამირეჯიბს წითელი ტანზე გამოყვანილი და ბოლოში ოდნავ გაშვებული გრძელი კაბა ეცვა, ზურგის და თეძოების ადგილი აქა–იქ ამოღებული, ტუჩზე ამავე ფერის პომადა უაღრესად მიმზიდველს ხდიდა... მსუბუქი მაკიაჟი კი ხაზს უსვამდა მის თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობას, ქალურობას და მიუწვდომელობას...
პატარძალი ანათებდა, მაგრამ მეჯვარე ბრწყინავდა... ყველა მასზე ლაპარაკობდა, მის სილამაზესა და ეშხზე...
თავად ნიტაც ძალიან ხარობდა მეგობრის ბედნიერბებით, ამ წამს ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკი*ა, ხარობდა მეგობრის სიხარულით, გულწრფელად ხარობდა...
დარბაზში შამპანიურის ბოკალით მიაბიჯებდა, ნაზი და ამავე დროს ელეგანტური მოძრაობით მიარხევდა თხელ ტანს. მოულოდნელად მთელი დარბაზი ჩაბნელდა, ხალხი გაიყურსა, სიჩუმე ჩამოწვა... ეგონა წყვილი საქორწილო ცეკვას შეასრულებდა, მაგრამ როცა მის თავზე ფერადად განათდა ნათურა, ოდნავ დაიძაბა. გარშემო მიმოიხედა, თუმცა სრული სიბნელე იყო, მხოლოდ სილუეტებს ხედავდა.. აღელვება არ შეიმჩნია, პირიქით ღიმილი აიკრა და ოდნავ გულუბრყვილო და დაბნეული მზერა მიიღო...
–საკმაოდ სექსუალურად გამოიყურები! მოესმა ზურგს უკანიდან ჩურჩული და იგრძნო კიდეც მუცელზე მოხვეული ხელი, რომელმაც სიტყვების ავტორისკენ პირისპირ შეაბრუნა… იგივე სახით შებრუნდა ნიტა ბიჭისკენ, ამჯეად უფრო ხელოვნურად იღიმოდა და აგრძნობინებდა კიდეც ამას მის წინ მდგომს
–ფრთხილად იყავი თვალები არ გადმოგცვივდეს შემთხვევით!
–ნუ ღელავ უფრო უკეთესებიც მინახავს! თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ნელი მოძრაობით გოგონას სხეული ზედ აიკრა
–საქმეც ეგ არის რომ გინახავს... მხოლოდ გინახავს! (სწერვულად წარმოთქვა და ბოკალი ბოლომდე დაცალა)...
–ჩვენი ქორწილიც ასეთი დიდი გინდა თუ ვიწრო წრეში? ყურთან უჩურჩულა და იქვე სველი კოცნის კვალიც დაუტოვა...
–ჩვენი ქორწილი?! (ირონიულად გადაიკისკისა) ვინ თქვა რომ მე და შენ საერთო ქორწილი გვექნება?
–არ გინდა თავის გამოდება... მუსიკის ნელ ტემპს ააყოლეს სხეული და შუა დარბაზში მხოლოდ ამ წყვილმა დაიწყო ცეკვა...
–მაშინ შეწყვიტე ეს ყველაფერი! (მკაცრი და გამჭოლი მზერით შეხედა ნიტამ თვალებში)
–კარგი... მაცდურად გაიღიმა, ხელი ნელა აუცურა წელიდან ზერგზე, ზურგიდან კისრამდე და მთელი ხელი კეფაზე შემოაჭდო ძლიერად, მეორე თავისუფალი ხელი ერთ ყბაში მოკიდა და ველურივით დაეტაკა მის ტუჩებს… იმდენად გამწარდა ნიტა ასეთ უხეშ და უტიფარ საქციელზე რომ ალმური მოედო, აპირებდა იქვე მიეჩინა თავისი ადგილი ბიჭისთვის მაგრამ ხალხის მქუხარე ტაში და შეძახილები გაისმა, ყველა აღფრთოვანებული გახმდათ სანახაობით, ამიტომ როლი მოირგო და აჰყვა კოცნაში მამაკაცს, თან გულის სიღრმეში ესიამოვნა, იგრძნო როგორ მონატრებოდა ეს გრძნობა...
რამდენიმე წამი გაგრძელდა მათი ეს მდგომარეობა, ნელა დააშორეს ბაგეები ერთმანეთს, ვნებისგან და სიამოვნებისგან აღრეული თვლებით შესცქეროდნენ ერთურთს.. როგორც იქნა დარბაზი ისევ განათდა და ახლა ყურადღება სხვა რამეზეც გადაჰქონდა ხალხს, ხოდა ამირეჯიბმაც დრო იხელთა
–თუ ცირკის დასადგმელად მოდიოდი გეთქვა და ბილეთს ვიყიდდი! უხეშად მოიშორა მამაკაცი და გაბრაზებულმა მიახალა...
–უფრო დაგიტკბა ტუჩები! ვნებიანად და გამომწვევად გადაისვა მამაკაცმა ტუჩებზე ენა...
–მეორედ ესეთ რამეს გაბედავ და ხალხი კიარა მამა ზეციერი ვერ შემიშლის ხელს რომ სიცოცხლეს გამოგასალმო! თითი დაუქნია და სწრაფად გაეცალა, თუმცა...
–ძველი ხერხებით თუ რამე ახალი გასწავლა ჯეკმა?! ღვარძლიანი ხმა დააწია გოგოს და წამსვე შედგა ეს უკანასკნელიც. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცი, ზურგს უკან დაუდგა და ყურთან დაუჩურჩულა–ჯერ ხელებს დამისერავ და მერე მომკლავ თუ გამომფატრავ?! გველივით ჰკბენდა გოგონას ბიჭის თითოეული სიტყვა, ახსენდებოდა წარსული, ახსენდებოდა ყოველი წუთი და წამი–იქნებ ჯერ დამაძინებ და მერე ელექტრო სკამზე მაწამებ?! (უფრო მეტად რვარძლიანი უხდებოდა ხმა მამაკაცს)–არა, ხომ შეიძლება პირდპაირ ტყვია დამახალო შუბლში, თუმცა არც ეგაა, რადგან გირჩევნია ნელი და მტანჯველი სიკვდილით დახოცო ხალხი..
–შეწყვიტე... არ გინდა... (ხმადაბლა ამოიხავლა ნიტამ)
–გინდა მე გასწავლი ახალ ხრიკებს..
–დემეტრე არ გინდა... გეყოფაა.. (სხეული აუკანკალდა, წარსულის სიბინძურის გახსენებამ, რომელსაც მეხსიერების ყველაზე ბნელ და მიუვალ ადგილას ინახავდა, ხელახლა აატკია სული)
–მაინტერესებს შენს პრაქტიკაში თუ ყოფილა გაგუდვა ან მსგავსი რამ...
–გეხვეწები....(სასოწარკვეთილი და განადგურებული ხმით ემუდარებოდა)
–მოიცაა დავფიქრდე... (საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, თითქოს მართლა ფიქრობსო)–გამახსენდაა... კი ყოფილაა, როგორარა... თან ფუმფულა ბალიშით ხომ.. შენ რომ გიყვარს ძილი ზუსტად ისეთით... ბიჭი იყო ხომ...(ნიტას უკვე ღაპაღუპით სდიოდა სიმწრის ცრემლები და ყველა იმ მონაკვეთს ზედმიწევნით იხსენებდა რაზეც მამაკაცი საუბრბდა)–როგორი საინტერესოა.. როცა მაგ ხელებით სიცოცხლეს უსწრაფებდი სიამოვნებას იღებდი? (მიუხედავად იმისა რომ ბიჭი ამ ამბით სასტიკად ექცეოდა ამირეჯიბის სულს და გულს, მიუხედავად იმისა რომ უნდა ეხარა რადგან იპოვა ის ვისაც ამდენი ხანი ეძებდა
მიუხედავად იმისა რომ ამით სიამოვნება უნდა მიეღო, მაინც სწიწკნიდა გული რომ უწევდა ასეთი სასტიკი ყოფილიყო, ნელნელა ეჩხირებოდა ყელში ბურთი და მალე თუარ დაამთავრებდა, აუცილებლად რაღაცას ჩაიდენდა)–როცა მაგ დამპალი ხელებით კლავდი ჩემს ძმას რას ფიქრობდი!
ეს უკანასკნელი სიტყვები ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაიგონა ნიტამ, გაყინული და მოცახცახე სხეულით სწრაფად გარბოდა გასასვლელიკენ, ერთი სული ჰქონდა ამ ჩახუთულ და მომაკლავ სივრცეს გასცლოდა... უხმოდ მწარედ სდიოდა ცრემლები, აღარც კესოს და აღარც თორნიკეს ძახილისთვის მიუქცევია ყურადღება, ჩანთაც და ტელეფონიც დარბაზში დარჩა... გარეთ გამოვარდა, მანქანასთან მივიდა და კარი გამოაღო...
საკმაოდ დინჯად მართავდა მანქანას როგორც სჩვევია. რამდენიმე კილომეტრი გაიარა და სავალი ნაწილიდან გადავიდა, უკაცრიელ ადგილს არ ჰგავდა, მაგრამ არც სულიერი იყო ვინმე, ძრავა ჩააქრო, ღრმად ამოისუნთქა, საჭეს შემოაწყო ხელები, ხელებს თავი დაადო და ხმამაღლა აქვითინდა... მთელი ძალით აქვითინდა, ატირდა... აყვირდა.. აღრიალდა..გაუსაძლისი გახდა მისი ტკივილი, მისი წარსული, მისი მტანჯველი წამები...
დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ტიროდა, მთელ გულს აყოლებდა, მთელს ემოციებს... საათს დახედა და შუაღამის პირველი იყო დაწყებული, სარკეშ ჩაიხედა, თვალები დასიებული ჰქონდა, ჩაშავებული... მანქანიდან სველი ხელსახოცი ამოიღო და თავი მოიწესრიგა... შემდეგ კი სახლისკენ აიღო გეზი...
მანქანიდან გადავიდა თუარა მის უკან მანქანა გაჩერდა, საიდანაც მისი მშობლები გადმოვიდნენ
–ნიტა საად გამოიქეცი ასე? აღშფოთებული ეკატერინე ეცა ქალიშვილს. პასუხის გაცემა არ დასცალდა რადგან მანქანიდან დემეტრეც გადმოვიდა ჩვეული ეშმაკური ღიმილით.. ამირეჯიბი იმდენად დაცლილი იყო რომ სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, არც შეუხავს მამაკაცისთვის
–ნიტა გამაგებინე დედა რა მოხდა? გაუმეორა კიტვა კატომ
–მამა კარგად ვარ და დაამშვიდე! უემოციოდ მაგრამ მაინც მბრძანებლურად უთხრა ერეკლეს დედამისზე
–ტელეფონი და ჩანთა მე წამოვიღე ძვირფასო! ყურადღება მიიქცია დემეტრემ და „მზრუნველობით’’ აღსავსე მზერა მიაპყრო საცოლეს...
ისევ არ შეუხედავს ნიტას ისე გამოართვა ტელეფონი და ჩანთა...
–შემოდი შვილო რამეს დაგალევინებ... სასიძოს შესთავაზა სასიდედრომ, ვინაიდან და რადგანაც დემეტრეს (რომ არ დაიბნეთ გეტყვით რომ დემეტრე ის გრეგორია და ამაზე შემდეგ თავში მოგითხრობთ უკეთესად) ნიტას საქციელი ოდნავ გულზე მოხვდა და სინდისის ქენჯნა იგრძნო, დასთანხმდა და შინ შეჰყვა...
–თქვენი შეწუხება არ მინდა მაგრამ საცოლეს ცოტახნით დაველაპარაკები და წავალ
–რას ამბობ სიძე რა შეწუხებაა! მხარზე ხელი დაკრა ერეკლემ და გაუღიმა
ამ დროს ნიტა თავს ოთახში ადიოდა, მიუხედავად იმისა რომ გაიგო რაც თქვა დემეტრემ, მაინც არ გაჩერდა
ოთახში იყო, კაბას იხდიდა და ამ დროს დაუკაკუნა დემეტრემ, თუმცა პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო კარი... ამირეჯიბს ერთი წუთითაცხ არ შეუწყვეტია გამოცვლა, პირიქით ისე თამამად იქცეოდა, ვითომ იქ არც არავინ იყო...
–ნიტა თუ გინდა გავალ.. გამომცდელად შეეკითხა მამაკაცი... გოგონამ კაბა გადაიძრო, მხოლოდ საცვლების ამარა დარჩა, უემოციო სახით მივიდა და წინ დაუდგა მამაკაცს
–ფეხებზე მკ*დია... ეს ორი სიტყვა უთხრა და კარადისკენ წავიდა
–ხვალ დავილაპარაკოთ! გადაჭრით წარმოთქვა ბიჭმა, მაგრამ ოტახიდან არ გასულა, უყურებდა გოგონას თითოეულ მოძრაობას და კარგად იბეჭდავდა გონებაში მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს რაში სჭირდებოდა... კარებთან მიყუდებული იდგა და უყურებდა...
ნიტამ პიჟამოების ნაცვლად მოკლე შორტი ამოიცვა, ტოპი მაიკა გადაიცვა ზემოდან, მინი სამგზავრო ჩანთა გადმოიღო და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩააწყო...
დემეტრეს რეაქცია არ იკითხოთ, სხეწაშლილი იდგა, ეგონა ნიტა მისგან გარბოდა, წამის მეასედში იფიქრა რომ ამ ქალს დაკარგავდა, სამუდამოდ დაკარგავდა...
–რას აკეთებ ერთი გამაგებინე... ჯერ დამჯდარი ტონით იკითხა, პასუხი არ გასცა გოგონამ...
ტელეფონი აიღო და სასურველ ნომერზე გადარეკა
–ხოარ გაგაღვიძე? (სულ დამავიწყდა მეთქვა, ტირილისგან ხმაც კი წართმეოდა)
–რა ხმა გაქვს გოგო კარგად ხარ? გასიმა შეშფოთებული ავალიანის ხმა
–რამდნეიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგე და ათ წუთში ჩემთან გელოდები
–მოვდივარ! მტკიცე პასუხის შემდეგ ტელეფონი გათიშა ამირეჯიბმა.
–ვის ელაპარაკებოდი? განრისხებული მზერა მიაპყრო დემეტრემ–შენ გელაპარაკები!
ნიტა რომელ კუთხეშიც მივიდოდა უკან მიყვებოდა დემეტრეც, სააბაზანოშიც კი შეჰყვა, ამ დროს ნიტამ თავის მობილური წყლით სავსე ნიჟარაში ჩააგდო და ასევე უემოციო სახით გამობრუნდა უკან, მაგრამ ამჯერად დემეტრემ აღარ გაატარა, ჯიუტად დაუდგა წინ–ამოიღე ხმა გოგო ვის ველაპარაკები!
–ახლოს არ გამეკარო!
–უკვე გვიანია! ჩემი ცოლი გახდები სულ მალე!
–შენს ცოლობას სიკვდილი მირჩევნია! მთელი ზიზღით უთხრა და ოთახიდან გავიდა..
დემეტრემ ოთახის კარს მუჭი მთელი ძალით დაარტყა
–მაგასაც ვნახავთ! მაგასაც ვანხავთ! ჩაილაპარაკა გამწარებულმა და გოგონას აედევნა,,
***
ესეც მეცხრე თავი, იმედია მოგეწონებათ და შემიპასებთ <3
პ.ს. სურათზე ნიტაა<3
პ.ს.ს ვინც ფეისბუქით წერს კომენტარებს ვერ ვპასუხობ მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მიხარია ისევე როგორც ჩვეულებრივი კომენტარები <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნუთუ დემეტრე რომ გრეგორია ეგ მივხვდი ისედაც,საინტერესოა მისი ძმის მოკვლა დაავალეს?უჰ როდის დადებ ახალ თავს უკვე ერთი სული მაქვს.საინტერესოდ აგრძელებ,მაგრამ თავები რომ გაზარდო კარგი იქნება
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი nini sabauri

ვაიმე საოცრება ხარ, რამდენ ინტრიგას ტოვებ ხოლმე, ვეღარ ვუძლებ ისე მინდა გავიგო ყველაფერი. საინტერესო განვითარებაა, გელოდები<3

 


№3  offline წევრი jina

La-Na
ნუთუ დემეტრე რომ გრეგორია ეგ მივხვდი ისედაც,საინტერესოა მისი ძმის მოკვლა დაავალეს?უჰ როდის დადებ ახალ თავს უკვე ერთი სული მაქვს.საინტერესოდ აგრძელებ,მაგრამ თავები რომ გაზარდო კარგი იქნება

vici rom patara tavebia magram pizikurad ver vaxerxeb metis daweras samwuxarod :/

nini sabauri
ვაიმე საოცრება ხარ, რამდენ ინტრიგას ტოვებ ხოლმე, ვეღარ ვუძლებ ისე მინდა გავიგო ყველაფერი. საინტერესო განვითარებაა, გელოდები<3

madloba chemo dzvirpaso :* :*

 


№4  offline წევრი ninuca)))

საინტერესოა. ველოდები ემდეგ თავს
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№5  offline წევრი jina

ninuca)))
საინტერესოა. ველოდები ემდეგ თავს

vecdebi male davdo :*

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Chemi tavi mdzuls amdenxans rom ar vicodi sheni aaxali motxrobis shesaxeb. Winas. Vkitxulobdi da tan sakmaod aqtiurad.
Dzalain momwons saonteresoa dzalian. Tavidan imdenad ara ramdenadac axla veli moutbenlad shemdegs!!!!

 


№7  offline წევრი niio

კიდევ კარგი რომ არ აგვიანებ თორემ შეიწირავდი ცემს ნერვიულ სისტემას smile

ეს ისტორიაც ისე შემიყვარდა როგორც წინა, იმედი მაქვს მოახერხებ და ტავებს გაზრდი kissing_heart

 


№8  offline წევრი jina

nawkas12345
Chemi tavi mdzuls amdenxans rom ar vicodi sheni aaxali motxrobis shesaxeb. Winas. Vkitxulobdi da tan sakmaod aqtiurad.
Dzalain momwons saonteresoa dzalian. Tavidan imdenad ara ramdenadac axla veli moutbenlad shemdegs!!!!

shenze xeli mqonda chaqneuli :D vicodi wina istoriaze sul mikimentarebdi da mikvirda rogor erti tavi ar waikitxa amismetqi da aha gamochndii :D :D icode yvela tavze gelodebi :* :* :*

niio
კიდევ კარგი რომ არ აგვიანებ თორემ შეიწირავდი ცემს ნერვიულ სისტემას smile

ეს ისტორიაც ისე შემიყვარდა როგორც წინა, იმედი მაქვს მოახერხებ და ტავებს გაზრდი kissing_heart

dges agar maqvs axali tavis dadebis upleba samagierod xval ar mivdivar unishi da did tavs davwer chemo tkbilo :* :*

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Samagierod 9. Tavi wavikitxe ertad. Dzaan kargi iyo. Martla aucileblad vagrdzeleb kitxvas. Xoda / megona agar gemaxsovrebodi da saertod vgijdebi avtors rom vamaxsovrdebi da dzaanmixaria tu. Gaxsovar wina istoriidan sixaruloo!!!!!

 


№10  offline წევრი jina

nawkas12345
Samagierod 9. Tavi wavikitxe ertad. Dzaan kargi iyo. Martla aucileblad vagrdzeleb kitxvas. Xoda / megona agar gemaxsovrebodi da saertod vgijdebi avtors rom vamaxsovrdebi da dzaanmixaria tu. Gaxsovar wina istoriidan sixaruloo!!!!!

maxsovxar romelia sheni komentarebi iset stimuls madzlevda mixaroda :* :* :*

 


№11  offline წევრი niio

დღეს ველოდბი დდიიიდიი თავს heart_eyes

 


№12  offline წევრი jina

niio
დღეს ველოდბი დდიიიდიი თავს heart_eyes

savaraudod iqneba.. mtavaria ekonomikis gamocdebistvis mecadineoba movaswro :D :*

 


№13 სტუმარი Guest მაყვალა

ავტორ მომწონხარ სიმცირის მიუხედავად.

 


№14  offline წევრი jina

Guest მაყვალა
ავტორ მომწონხარ სიმცირის მიუხედავად.

es erti kvirac da gavzrdi tavebs :
♡♡♡

 


№15 სტუმარი მანოო

დღეს აღარ დადებ შემდეგ თავს ?

 


№16  offline წევრი jina

მანოო
დღეს აღარ დადებ შემდეგ თავს ?

dges shuadgit iqneba :)) naxevari davwere da ar davde cotaa amitom shiadgitstvis iqneba axali didi tavi

 


№17  offline წევრი niio

უუკვე საღამოაა worried

 


№18 სტუმარი Guest მაყვალა

ოხ ჯინა ჯინა
მოვიდა შუადღე კიარადა ღამე

 


№19 სტუმარი lusa

jina
მანოო
დღეს აღარ დადებ შემდეგ თავს ?

dges shuadgit iqneba :)) naxevari davwere da ar davde cotaa amitom shiadgitstvis iqneba axali didi tavi
rodis dadeb shemdegs?

 


№20  offline წევრი jina

დღეს იქნება ახალი თავი ჩემო ძვირფასებო <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent