შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დახურული სივრცე (1)


7-06-2017, 15:12
ავტორი Girlonline
ნანახია 1 631

-მიშვებ? ასე უბრალოდ?
-გიშვებ,ასე უბრალოდ
-არც დამემშვიდობები?
-არა
-რატომ?
-ასე უფრო მომენატრები
-მეც
-ახლა კი წადი
-რო არ წავიდე?
ჩუმდება მაგრამ მისი თვალები... ისინი ყველაფრისმთქმელია... პასუხი ნათელია...
..........................................................................
ჩაკეტილი სივრცე
ლოლა
ახლა 7 საათია, ბედნიერი საყვარელი მუსიკის მოსმენით მყუდრო მანქანის სალონში ჩემს სადარბაზოს ვუახლოვდები. აჰ! უკვე მერამდენედ... არისტოკრატიული შავი ჯიპი ისევ ჩემი მანქანის ადგილასაა გაჩერებული. აი აქ წყდება ბედნიერება! მორჩა ამდენს აღარ მოვუთმენ მანქანიდან გაბრაზებული გადმოვდივარ და ჯიპს ვუახლოვდები. მისი მძღოლი ფეხიფეხზე გადადებული ზის და ტელეფონზე ლაპარაკობს, უფრო ახლოს მივდივარ, მაგრამ ჯერ ლაპარაკს არ ვიწყებ, ვფიქრობ მალე გამორთავს სააბონენტოს და მომიბრუნდება. რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვდგავარ. მოვიყინე იდიოტო სწრაფად. ახლა უკვე აღარ შემიძლია მოთმენა
-ჰეი, გავიყინე და იქნებ ყურადღება მომაქციოთ
ვწიკვინებ გაბრაზებული, შუმახერი როგორც იქნა რთავს ტელეფონს და მე მიბრუნდება
_პრობლემა გაქვს?-მეუბნება აუღელვებელი ტონით რაც უფრო მეტად მაღიზიანებს.
-დიახ მაქვს
-კარგი, არ მაინტერესებს ამიტომაც არ გკითახავ რა
-კეთილი ინებე და შენი ,,ეტლი’’ სხვა ადგილას გადაიყვანე
-გმადლობ შემოთავაზებისთვის თუმცა არა
-რას ქვია არა? ეს ჩემი ადგილია
-წარსულ ფორმაში არის ,,იყო’’
-მადლობა განათლებისთვის ახლა კი გადაიყვანე
მისტერ შუმახერი ფანჯარას უწევს და ტელეფონზე საუბარს აგრძელებს, ვითომ აქ საერთოდ არ ვიყო
ანუ ასე არა?! მე შენ გაჩვენებ! მანქანაში ვბრუნდები და გასაღებს გაბრაზებული ვატრიალებ. ნელ-ნელა მივიწევ წინ და უცებ ჩემი მანაქნის ცხვირი ჯიპს ეჯახება.ფანჯარას ეშმაკური ღიმილით ვწევ და ვითომ შეწუხებული ვამბობ
-უპს!!!
შუმახერი როგორც იქნა კადრულობს და მანქანა სხვა ადგილას გადაჰყავს მე კი ჩვეულ ადგილას ვაბრუნებ ჩემს რაშს.
ცოტა ხანში უკვე ბინის გასაღებს ვატრიალებ. შესული დივანზე ვიშხლართები და ,,მისტერ შუმახერ’’-ზე ვიწყებ ფიქრს. ახლაღა ვუფიქრდები თუ რა სიმპათიურია. კიდევ ერთხელ თუ შევხვდები უნდა გამოველაპარაკო. კარგი ლოლა დაივიწყე ეს ფიქრები! ეს შენც გეხება ტვინო.
.................
შუაღამეა ღამის 1 საათი, როდესაც ტელეფონზე მესიჯი მომდის ანონიმისგან.
,,მე ვიცი სადაც არის შენი ძმა’’
ძმა? ალბათ ნომერი შეეშალათ მე ხომ ძმა არ მყავს. ტელეფონს ტუმბოზე ვაბრუნებ და ფიქრს ვიწყებ. ძმა?! იქნებ მართლა მყავს? არა არა მგონი გავგიჟდი. მაგრამ სულ ვფიქრობდი თუ რატომ არ მახსოვს ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი დეტალები, კვლავ აგრძელებს ჩემი ერთი ნაწილი ფიქრს. და ზუსტად მაშინ როცა გადავწყვეტ რომ ფიქრი შევწყვიტო მეორე მესიჯი მომდის
,,და ისიც ვიცი რომ შენ ის არ გახსოვს’’
არ მახსოვს? არა ეს აბსურდია მაგრამ მაინც უნდა გავრკვიო რა უნდა ჩემგან ამ ტიპს
კლავიატურაზე წინადადებას სწრაფად ვკრეფ და ანონიმს ვუგზავნი.
,,რა უნდა გავაკეთო?’’
,,გარეთ გამოდი’’
საწოლიდან ვდგები და პალტოს ფრთხილად ვიცვამ. ჩემი ერთი ნაწილი ფიქრობს რომ აუცილებლად უნდა გავრკვიო რა ხდება ხოლო მეორე ნაწილი თვლის რომ ეს სახიფათოა. მე პირველ ნახევარს უფრო ვენდობი, რადგან მეც მაინტერესებს.
......................
სადარბაზოდან ფეხაკრეფით გავდივარ, სავსე მთვარეა ამიტომ ყველაფრის გარჩევა ადვილია. ტელეფონს ვიღებ და ანონიმს ვწერ
,,გარეთ ვარ, ახლა რა ვქნა?’’
,,პირდაპირ იარე’’
კაპიუშონს ვიფარებ და ის-ისაა ნაბიჯი უნდა გადავდგა რომ თვალთ მიბნელდება, მუხლები მეკეცება, შორიახლოს მდგარ სილუეტებს ვხედავ მხოლოდ და ისიც ბუნდოვნად...



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Imis miuxedavad ro patara da ubraloa. Maincdamaintriga ase rom geli!!!

 


№2  offline წევრი Girlonline

nawkas12345
Imis miuxedavad ro patara da ubraloa. Maincdamaintriga ase rom geli!!!

მიხარია თუ მოგეწონა <3 <3

 


№3 სტუმარი Guest someone

dzalian kargia, male dade shemdegi tavi

 


№4  offline წევრი Girlonline

Guest someone
dzalian kargia, male dade shemdegi tavi

მადლობა <3 და ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent