შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოწოდებით დედოფალი (სრულად)


7-06-2017, 21:49
ავტორი ადელაინი
ნანახია 11 180

ცხოვრება ხშირად გვიწყობს სიუპრიზებს,სასიამოვნოს ხშირად კი პირიქით...მაგრამ არასდროს ვკარგავთ იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნება.ხშირად კი ერთი ადამიანის უბედურების ხარჯზე მეორე ბედნიერდება.ამ დროს კი შეიძლება ადამიანმა თავის თავში ისეთი რამ შეამჩნიოს რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა..შური ბოღმა სურვილი ყველას განადგურებისა...მაგრამ არის ერთი დიდი გრძნობა რომელიც ადამიანებს სრულიად ცვლის.."არსებობს კი სიყვარული?!" ხსირად გვესმის ეს კითხვა...ძნელია პასუხი გასცე თუ თავად არ გამოგიცდია იგი.სიყვარული არის გრძნობა სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: ასაკს,ხასიათს,სიმაღლეს,მანძილს სრულიად არაფერს რადგან როგორც ამბობენ "სიყვარული ბრმააო"
მე კი ბავშვი ვარ რომლის გძნობები როგორც წესი მყარი არავის გონია..სკოლაში ძალიან ბევრს მოვწონდი ყოველთვის რადგან საკმაოდ ლამაზი და საყვარელი ვარ..მაგრამ ყოველთვის მქონდა ამბიცია პირველი ვყოფილიყავი ყოველთვის და ყველაფერში...ეს კი ძირითადად ჩემს სწავლაში გამოიხატებოდა..გიო ჩემი სკოლელი ბიჭი იყო ..ისეთი საყვარელი სულ მომწონდა ვატყობდი არც ის იყო გულგრილი ჩემდამი მაგრამ არ ჩქარობდი ამაში გამომტყდომოდა..ერთ მშვენიერ დღეს კი მოხდა საწაულიც და სიყვარულში გამომიტყდა.ამ დღემ კი შეცვალა ჩემი ცხოვრება ...სწავლასაც დავანებე თავი სულ მასთან ერთად ვიყავი მეგონა მიყვარდა, სამუდამოდ და გადაუყვარებლად..დედა გარდამეცვალა როცა 3 წლის ვიყავი,მამა კიდევ ამ ამბავმა შეიწირა,ვერ მოინელა რადგან საჭესთან თვითონ იჯდა იმ საბედისწერო დღეს.ჩემზე არც უფიქრია, ჩემი თავი თავის ძმას დაუტოვა და წავიდა...როგორც შემდეგ გავიგე თავი მოუკლავს..ძალიან ცუდად ვიყავი დეპრესიამ შემიპყრო მაგრამ რას გავაწყობდი..ბიძაჩემი საკმაოდ შეძლებული კაცია არაფერი მაკლდა ცხოვრებაში გარდა მთავარისა მშობლების სითბო მაკლდა,ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი თავს. გიო კი ამ მარტოობის შევსებაში მეხმარებოდა.ერთ ჩვეულებრივ დღეს როცა გიოს უნდა შევხვედროდი საგანგებოს გამოვიპრანჭე..ჩემი გრძელი თმა გავიშალე და სახლიდან გასვლა დავაპირე ბიძაჩემმა დამიძახა და მთხოვა კაბინეთში შევსულიყავი...
- რა მოხდა ბატონო დავით? ვკითხე ღიმილით და მივედი და ლოყაზე ვაკოცე..
- ანა რაღაც მოხდა და უნდა დაგელაპარაკო,
- რა მოხდა ?
- რაღაც მინდა გთხოვო და უარი არ თქვა ძალიან გთხოვ, იცოდე შენი გადასაწყვეტია არ მინდა რამე დაგაძალო..
- უკვე ვნერვიულობ დავით,მითხარი რა ხდება?
- ერთი ბიჭია გეგა..ჩემი ნაცნობია..ბიზმესმენი.სასწრაფოდ უნდა შეირთოს ცოლი.
- შეირთოს მერე..მე რაშუაში ვარ?
-შენ უნდა გაყვე.
- რა-ა? ისტერიკული სიცილი ამიტყდა..
- ჰო მხოლოდ ხელს მოაწერთ.1 წელში კი გაშორდებით. ერთადაც კი არ იცხოვრებთ.სკოლაშიც ივლი..ერთი სიტყვით ფორმალურად იქნებით ერთად.მხოლოდ ჟურნალისტებისთვის თვალის ასახვევად.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ ანა რომ..მთელ ქონებას დაკარგავს თუ ცოლი არ შეირთო თანაც სასწრაფოთ...
- მერედა ბიზმესმენ კაცს საცოლის შოვნა გაუჭირდა?
- არა...ბევრს უნდა მასზე დაქორწინება..მაგრამ გეგამ კარგად იცის რომ თუ რომელიმეს ცოლად მოიყვანს მერე არცერთი აღარ გაეყრება...ყველას მის ქონებაზე უჭირავს თვალი.
- ძალიან ცუდი რადგან ჩემს გეგმებში სულაც არ შედის გათხოვება ეხლა კი წავედი..ეს ვთქვი გიოსთან წავედი და ყველაფერი მოვუყევი...გაბრაზდა მაგრამ არაფერი შეიმჩნია..სახლში გვიან დავბრუნდი. ბიძაჩემის კაბენეტიდად ჩხუბის და კამათის ხმა გამოდიოდა,მეც ჩუმად მივედი კარებთან და მოსმენა დავუწყე..
- რა დავით? გაგიჟდი სულ რომ დავკარგო ეს ქონება არ მადარდებს ცოლს მაინც არ მოვიყვან! გაყვიროდა უცნობი
- გეგა რატომ ხარ ეგოისტი? იმ ათიათასობით ადამიანზე რას იტყვი შენს სასტუმროებში რესტორნებსი და რავიცი კიდე სადაც გინდა, რომ მუშაობს? ბოლო ლუკმას აცლი პირიდან?
- დავით შენც ხომ იცი ვერავის ვენდობი ცოლს ვერ მოვიყვან ძალიან ვწუხვარ...
- გეგა ანას ვთხოვე ხელი მოგიწეროს,მხოლოდ ხელს მოგიწერს დანარჩენი კი ძველებურად დარჩება..
- რა? ის ხომ მხოლოდ 17 წლისაა?
- რაარი მერე? მე ის ყველაზე მეტად მიყვარს გეგა მის მეტი არავინ მყავს გაიგე? ამიტომ მისთვის ყველაფერი კარგი მინდა...უბრალოდ ხელს მოაწერთ და ამით არაფერი შეიცვლება..
- ის არ დათანხმდება დავით!
- გეგა იცი მაინც რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი? რამდენ ბავშვი დარჩება მშიერი? ამ ხალხმა მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ერთგულად გემსახურა? და ეხლა რას აკეთებ?
მათ საუბარს ვუსმენდი და მეგონა თითქოს მე შემეძლო ამდენი ადამიანი უმუშევრობას გადამარჩინა არვიცი რამ წამომიარა..თითქოს თავი დედოფლად წარმოვიდგინე რომელიც უამრავ ადამიანს მხსნელად მოავლინებოდა...ამ ფიქრებში გართულს, კმაყოფილს გამეღიმა და არც დავფიქრებულვარ ისე გადავწყვიტე რომ ხელი მომეწერა საბუთებზე...მე ხომ მისი ცოლი არ ვიქნები...ეს უბრალო ფორმალობა იქნება..და ოთახის კარები შევაღე..დავითმა გაოცებულმა შემომხედა...კაცი რომლის ცოლობაც მე თვითონ გადავწყვიტე ისე რომ გიოზე არც ერთი წამით არ მიფიქრია,ზურგით იდგა...ყოველთვის მეგონა რომ ბიზმესმენები ღიპიანი მსუქანი მამაკაცები იყვნენ...მაგრამ შემოტრიალდა თუ არა გიგი ჩემი აზრები გაქარწყლდა...იგი მაღალი,გახდარი და ზესიმპატიური იყო..შავი თვალ-წარბით..მკაცრი გამოხედვით და რაღაც საოცარი ტუჩებით.
- ანა გაიცანი ეს გეგაა.მითხრა ბიძაჩემმა და გამიღიმა..გეგა ეს კი ანაა.
-სასიამოვნოა ანნა...რატომღაც ჩემი სახელ დამარცვლით წარმოთქვა და გამიღიმა. არაფერი მითქვამს დავითს შევხედე და ვუთხარი:
- ბატონო დავით მე თანახმა ვარ! ეს ისე ვთქვი თითქოს სიტყვით გამოსვლა მქონდა...
- რა ანა? მართლა საყვარელო? კარგი გოგო ხარ,ვიცოდი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდი.მოვიდა და ჩამეხუტა..
- სამაგიეროდ მე არ ვარ თანახმა! განაცხადა გეგამ...
თითქოს თავში რაღც მძიმე ჩამარტყესო..არ ვიცი რადამემართა...ფერი დამეკარგა...
-ანა კარგად ხარ? მომვარდა დავითი..
- შესანიშნავად..იცით რა ბატონო გეგა? მე შევეცადე რაღაცით დავხმარებოდა იქ მომუშავე ხალხს..მე ხომ მოწოდებით დედოფალი ვარ... მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო,და დანარჩენი თქვენს თავს დააბრალეთ.შესაშური სარკაზმით ვუთხარი
- დავით ის ხომ ბავშვია..ღიმილმა გაუპო ტუჩები გეგას ...მივხვდი ჩემს სიტყვებზე ეღიმებოდა "მე ხომ მოწოდებით დედოფალი ვარ"
ბიძაჩემმა მხრები აიჩეჩა და კაბინეტიდან გავიდა.
- მერე რა რომ ბავშვი ვარ? შენს ცოლობას კი არ ვაპირებ?
- აბა რაგგონია რას აპირებ?
- მხოლოდ ხელს მოვაწერთ.
- რატომ ანნა?
- მხოლოდ იმიტომ რომ ჟურნალისტები მოვატყუოთ..
- მერე შენ გგონია თუ ცალცალკე ვიცხოვრებთ ჟურნალისტებს ეჭვი არ შეეპარებათ და ეს ამბავი არ გასკდება?
- მაგაზე არ მიფიქრია..
- იმიტომ რომ ბავშვი ხარ..
- ეგ რა შუაშია?
ერთხანს ჩუმად იდგა მერე კი მომიბრუნდა და მკითხა
- ანუ თანახმა ხარ?
ეხლა მხოლოდ მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა რომ არც ისე ბავშვი ვიყავი და თითქოს მის ჯინზე დავთანხმდი
- რათქმაუნდა!
- კარგი მაშინ დღესვე წავალთ და ხელს მოვაწერთ...ახლავე გასაგებია?
- ჩემთვის სულ ერთია
- კარგი მივდივართ
ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა, მძღოლს ანიშნა მივდივართო...
- ხომ არ გადაიფიქრე ანაა? ირონიულად ჩაიღიმა
- სულაც არა..მეც ირონია არ დავიშურე
- იცოდე თუ ეხლა ხელს მოაწერ არაფერი იქნება ძველებურად...გამოეთხოვები იცოდე თავისუფლებასაც და ბავშვობასაც...
ვიფიქრე ჩემი შეშინება უნდათქო და მისი სიტყვების არსს ვერც ჩავწვდი ისე ვუთხარი
- თანახმა ვარ!
ამ დღემ მართლაც შეცვალა ჩემი ცხოვრება...ხელი მოვაწერეთ და გეგას ვუთხარი სახლში წამიყვანეთქო..
- სად ანა? ბიძაშენთან თუ ჩვენს სახლში?
სიტყვა"ჩვენს"არ მესიამოვნა..
-გიგი ჩემთან სახლში..თან დავამატე ბიძაჩემთანთქო..
- ესე არ გამოვა ანა! ჩვენ ეხლა წავალთ სახლში...ჩვენთნ
- რა გაგიჟდი? მე სკოლაში დავდივარ თანაც...
- რა თანაც?
- მე შეყვარებული მყავს..
- რა?
- რაც გაიგე გიგი..მე ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ..
- და მოწოდებითი დედოფალი...გამიღიმა..სრულიად შეცვალა ღიმილმა მისი მკაცრი გამოხედვა.. მე სულაც არ ვაპირებ ვიყო მოწოდებითი პრინცი.
- შენ სულაც არ უნდა იყო პრინცი..
- აბა რა უნდა ვიყო ? ურჩხული? რომელიც პატარა ფერიას შეუყვარდება?
- დედოფლებს მეფეები ყავთ...პრინცები კი პრინცესებს...სულაც არ მინდა იყო არც ურჩხული არც პრინცი ან თუნდაც მეფე.
- რატომ?
- მე უკვე მყავს ჩემი მეფე..
გაბრაზებულმა გააჩერა მანქანა და მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა ჩემსკენ..
- ანნა შენ ჩემი ცოლი ხარ...
- ეს უბრალო ფორმალობაა გ-ე-გ-ა!
- არ მაინტერესებს გაიგე? მე არ მითხოვია შენთვის ცოლად გამომყევითქო ეს შენ გადაწყვიდე ასე...ეხლა კი მე დამემორჩილები პატარა ქალო..
- სულაც არ ვაპირებ, მე შენი საკუთრება არ ვარ..
- შენ არჩევანის საშუალება გქონდა..
-მაგრამ მე...
ის იყო ტირილის დაწყებას ვაპირებდი უცებ გააჩერა მანქანა უზარმაზარ 3 სართულიან სახლთან.
- მოვედით ანა.
- ესაა შენი სახლი?
-კი ესააა..
-მარტო ცხოვრობ?
- მე რამოდენიმე მოსამსახურე და დროგამოშვებით ჩემი ქალები...
- გეგა შენ ჩემი ქმარი ხარ.!გავუღიმე
- გამაცინე...წამოდი სახლში..
სახლი დიდი და გემოვნებთ მოწყობილი იყოო..ძალიან მყუდრო და ლამაზი..შინ შესულებს ახალგაზრდა ქალი შემოგვეგება
- ბატონო გეგა ეს ლამაზი გოგონა ვინარი?
- ჩემი ცოლია სვეტა..ოთახი გაუმზადეე
-ახლავე გეგა..
- ანა წამოდი შენი ოთახი ავარჩიოთ და მოვაწყოთ.მომიბრუნდა გეგა
- რაარი მოსაწყობი?
- ხომ არ დაგავიწყდა შენ ბავშვი ხარ,უნდა ისწავლო...საბას გავუშვებ შენს წიგნებს და ტანსაცმელს მოიტანს დავითის სახლიდან..
- გეგა?
- რა იყო ანა?
- რამდენ ხანს უნდა ვიცხოვრო აქ?
- წესით ერთი წელი..ისე შენზეა დამოკიდებული
- ჩემზე? როგორ?
- თუ კარგად მოიქცეი შეიძლება დაგტოვო
- თუ ცუდად მოვიქცევი?
- მაშინ ან მოგკლავ ან სარდაფში ჩაგკეტავ.ეს ისე სერიოზულად თქვა შემეშინდა
- რა სახე გაქვს ანა მკვლელი არავარ..აი სარდაფში შეიძლება მართლა ჩაგკეტო
-გეგა?
- რაიყო ანა?
- ესეიგი დიდი საწოლი მინდა და თან რბილი..კიდე დიდი კარადა ყველაფერი რომ დაეტიოს... ჩემს ოთახს დიდი ფანჯარა უნდა ქონდეს ოღონდ დილით მზემ არ უნდა დამანათოს თვალებზე.. და რაც მთავარია დიდი ნათელი ოთახი იყოს...გეგა ს ხელები გადაეჯვარედინებინა კედელს მიყრდნობოდა და გაოცებული მისმენდა.
- სვეტა?
- რა იყო გეგა? ქალი სამზარეულოდან გამოვიდა და ჩვენ დაგვიწყო ყურება.რამე მოხდა?
- სვეტა სახლში ყველაზე კარგი ოთახი გაუმზადე ქალბატონ ანას..ეს თქვა და თვალი ჩაუკრა..დიდი უნდა იყოს და თან დიდი საწოლით..ხომ იცი რომელი ოთახია ასეთი?
- კი ბატონო გეგა ახლავე გავამზადებ ოთახს სარდაფში..
- რა? ვიკივლე შეშფოთებულმა,სარდაფში რამინდა?
- აბა მისმინე ჩემო ძვირფასო ცოლო..აქ შენ არავინ არაფერს გეკითხება.გაიგე? სად გგონია თავი სასტუმროში?
- სარდაფში არ მინდა გეგა...ისეთი საცოდავი თვალებით შევხედე ალბათ შევეცოდე..თორემ ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი მას რომ მართლა შეეძლო სარდაფში დაედგა ჩემთვის საწოლი.
სვეტამ და გეგამ ჩემი ოთახი მაჩვენეს რითაც აღფრთოვანებული სულაც არ დავრჩი.ლამაზი იყო მაგრამ ისეთი არა როგორიც მე მინდოდა.
- გეგა ეს არის ჩემი ოთახი? უკმაყოფილოთ ვკითხე როცა ოთახში შემიყვანა
-ჰო ესაა..რაიყო არ მოგწონს?
-სიმართლე გითხრა ბიძაჩემთან ბევრად უკეთესი ოთახი მქონდა.
- თუ არ მოგწონს შეგიძლია ჩემს ოთახში გადმოხვიდე..ირონია იგრძნობოდა მის ხმაში..
-არ მინდა დიდი მადლობა ბატონო გეგა..
- კარგი მაშინ მე ქვემოთ ვიქნები და თუ გინდა შენც ჩამოდი ცოტახანში..
-ვნახოთ.
გეგა გავიდა თუ არა კვლავ გაისმა კარებზე კაკუნის ხმა, ისევ დაბრუნდა? ნეტავ რაჯანდაბა უნდა? კარები გაბრაზებულმა გავაღე და კარებში ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა მომესალმა და ჩემი ნივთები იქვე დამიდო ოთახში,როგორც მივხვდი იგი საბა იყო და დავითის სახლიდან წამოეღო ჩემი ნივთები.მე მადლობა გადავუხადე და კარები მივხურე.. საწოლზე დავეხეთქე.მხოლოდ ახლა დავიწყე ფიქრი რა გავაკეთე? სრულიად უცხო, უხეშ ბიზმესმენს ცოლად გავყევი? და მერედა გიო? გიოს ხსენებაზე საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი..ღმერთო გიო..რა ვუთხრა ახლა? როგორ ავუხსნა ყველაფერი? ტელეფონი რადგან ვერ ვნახე საერთოდ,არ გამხსენებია ალბათ სახლში დამრჩა..რაგავაკეთო? ახსნას ხომ მაინც იმსახურებს? უამრავმა კითხვამ მოიყარა ჩემს გონებაში თავი...ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ქვემოთ ჩავედი გეგა იჯდა და ელევიზორს უყურებდა.როგორ მეთხოვა მისთვის ტელეფონი?მივედი და კატეგორიულად მოვთხოვე ტელეფონი
- გეგა ტელეფონი მინდა!
- ბატონო? ისეთი თვალებით შემომხედა კინაღამ გული გამისკდა.
- ხო ტელეფონი მინდა თანაც ახლავე...
- ჯერ მითხარი რაში გჭირდება? დავითმა იცის სადაც ხარ და როგორც ხარ.
- გიოს უნდა დავურეკო
- გიო ვინ არი?
- ახლობელია
- შემთხვევით შენი მეფე ხომ არა?
- ჰო მე ის მიყვარს შენ ვერაფერს დამიშლი გაიგე?
- რა ვერ შეიგნე გოგო ? მე არ მინდოდა შენ გამხდარიყავი ჩემი ცოლი,ეს შენი იდეა იყო,ხოდა ეხლა აიტანე გაიგე?თუ ასე გიყვარდა შენი გიორგი რას მომყვებოდი ცოლად? შენ რა მართლა დაიჯერე რომ დედოფალი ხარ? რომ ამ საქციელით თავი გაწირე? რომ მართლა გადაარჩინე ვინმე? სულაც არ მინდოდა ბავშვი ცოლად რომელიც უნდა გავზარდო.სულაც არ მცალია მამობისთვის ისედაც უამრავი საქმე მაქვს. გეგა ყვიროდა და მე იგი ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა..თუმცა როდის ვნახავდი პირველივე დღესვე გავყევი ცოლათ.მხოლოდ ეხლა დავფიქრდი და ვინანე ჩემი საქციელი..ღმერთო რა სულელი ვარ.თავი ვეღარ შვიკავე და ჩემი მწვანე თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს დინება...გეგა უცებ გაჩერდა და მომიახლოვდა.
- ანა ძალიან გთხოვ გაჩერდი კარგი? არ იტირო არ გიხდება.აი ტელეფონი სულ შენ გქონდეს გჩუქნი.მე ახალს ვიყიდი.იგი კიდევ უამრავ რაღაცას მეუბნებოდა რაც სართოდ არ მესმოდა..ისე განწირული ვსლუკუნებდი.ნელა მომიახლოვდა ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
- ხელი გამიშვი!ვიკივლე განწირულმა..არ მომეკარო გაიგე? მე სახლში მივდივარ! ვთქვი და ოთახში ავირბინე..გადაწყვეტილი მქონდა სახლში ბიძასთან დაბრუნება ახლა იგი ერთადერთი ადამიანი იყო ვისი იმედიც უნდა მქონოდა..მაგრამ არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი სახლში ტელეფონიც კი არ მქონდა რომ დამერეკა დავითთან.ხვალ საბას დაველაპარაკები იქნებ რამე მოახერხოს და აქედან გაღწევაში დამეხმაროს.ამ ფიქრებში გართულმა საწოლსა და კედელს შორის მაზილს შუა მოვკალათდი და თვი ხელებში ჩავრგე თან დავიწყე ფიქრი როგორ გამეღწია აქედან.კარებზე კაკუნის ხმა გაისმა არ გავაღე..ისევ განმეორდა მე კი თითქოს არ მესმოდა მხოლოდ ვფიქრობდი
- ანა გეგა ვარ შეიძლება შემოვიდე? ხმა არც ამჯერად გავეცი..უცებ კარები გაიღო და ჩემს წინ აისვეტა..ხელში წითელი ყუთი ეჭირა..
-ანა ეს შენთვისაა..გაღიმებას შეეცადა. ხმას არც ამჯერად გამიცია..
- კარგი მაშინ მე წავალ...ყუტი საწოლზე დადო და წავიდა...არვიცი რამდენ ხანს ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა ყუთი..ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავხსენი თვალებს არ ვუჯერებდი...ყუთში ულამაზესი დიადემა იდო...ბარათთან ერთად "მოწოდებით დედოფალს,ყველაზე ცუდი მეფისგან"..გამეღიმა მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო გადავეფიქრებინე რომ ისევ ამ ჯოჯოხეთში დავრჩენილიყავი.
დილით გავიღვიძე თუ არა საწოლიდან წამოვფრინდი.ჩაცმა არც კი მიფიქრია,ვარდისფერი მოკლე ხალათი ქამრით გადავიჭირე თმები გადავივარცხნე და სანამ ქვემოთ ჩავიდოდი ფიქრი დავიწყე.თუ გუშინ აქედან წასვლას ვგეგმავდი ამჟამად საპირისპირო ხდებოდა, ღმერთო გუშინ რა სულელურად მოვიქეცი? მართლაც პატარა ბავშვივით. რა მკაცრი ყოფილხართ ბატონო გეგა? ესე არა? ძალიან კარგი.არც მე ვარ ანგელოზი.ეხლა აქედან წასვლა დანებებას უდრიდა.დედოფლები არასდროს ნებდებიან!ყოველთვის ვეთანხმებოდი რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას". ეხლა ანგელოზის სახეს მივიღებ ..არც გამომიცვლია ხალათის ამარა ფეხშიშველი ჩავედი ქვემოთ.
გეგა იქვე იჯდა მისაღებში ყავას სვამდა და თან ლეპტოპში გამალებით ეძებდა რაღაცას.მივედი და ღიმილით მივესალმე.
- დილა მშვიდობის გეგა.შემომხედა და შემათვალიერა,მერე ჩაიღიმა.
- დილა მშვიდობის ანა.როგორ გეძინა უცხო გარემოში?
- შესანიშნავად უკეთეს ვერც ვინატრებდი.ეს ისეთი სარკაძმით შევნიშნე იმწამსე ვინანე რადგან მე მინდოდა იგი მიმჩვეოდა შევყვარებოდი და მერე მიმეტოვებინა ისე როგორც გიო მივატოვე რამოდენიმე დღის წინ. რამოხდა მერე რომ ის 27 წლისაა მე კი მხოლოდ ჩვიდმეტის.თან როგო მითხრა მამობისთვის არ მცალიაო.ნამდვილი ურჩხულია.
მან კი ვითომ ვერც შეამჩნია ჩემი ირონია.
-ანა მე მივდივარ,საქმეები მაქვს და გვიან დავბრუნდები,აქ კი მარტო რომ არ იყო ნია მოვა და ცოტას გაერთობით.გამიღიმა და გასვლა დააპირა რომ დავუძახე
- გეგა...
- რა იყო ანა?
- თუ არ გჭირდება ლეპტოპი დამიტოვე..
- რაში გჭირდება? გიოს ხომ არ უნდა მიწერო შემთხვევით? ირონიულად შენიშნა
- არა რა სისულელეა გეგა მეგობრებს უნდა შევეხმიანო და ავუხსნა რატომ ვეღარ ვნახულობ
- იმედია არ მატყუებ პატარა ქალო..
- არა გეგა გეფიცები
- შენი არ მჯერა ანა...მაგრამ გიტოვებ იცოდე არავის აეკონტაქტო ისეთს მე რომ არ მესიამოვნება...მითხრა და დაამატა ჩემს ოთახში შედიოდა წავიდა. მაშინვე გავიქეცი გეგას ოთახისკენ მაგრამ როგორ უნდა მიმეგნო ამხელა სახლში გეგას ოთახისთვის? მთელი სახლის დავლას ნამდვილად არ ვაპირებდი.ამიტომ სვეტას დავუძახე და ვთხოვე გეგას ოთახთან მივეყვანე. ოთახში შევედი და კარები შიგნიდან ჩავკეტე. ოთახს მოვავლე თვალი. იგი საკმაოდ ნათელი და დიდი აღმოჩნდა იქვე საწოლთან კი კომპიუტერი იდგა...სასწრაფოდ ჩავრთე და მეილები შევამოწმე გიოსგან იყო რამოდენიმე.
"ანა სად ხარ? აღარც ზარებზე მპასუხობ აღარც მწერ.სკოლაშიც კი აღარ დადიხარ.გთხოვ დამირეკე შენზე ძალიან ვნერვიულობ საყვარელო" და უამრავი ასეთი შინაარსის ტექსტი მოეწერა ჩემთვის მას.ეხლა კი შემაწუხა სინდისმა და მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო,დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მისთვის სიმართლე მეთქვა მიუხედავად იმისა რომ ტყუილებში არასდროს მყავდა ბადალი ისევე როგორც ბევრ სხვა რამეებში.მე კი გიო არასდროს მომიტყუებია,რადგან სიგიჟემდე მიყვარდა იგი ის და დავითი ერთადერთი ნათელი წერტილი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში.ამიტომ სრული სიმართლე მივწერე გიოს და პასუხის მოლოდინში გული ამიჩქარდა.რამოდენიმე წამში კი პასუხი მივიღე
"მატყუარა ხარ ანა,მე არაფერი მაქვს საერთო გათხოვილ ქალებთან,ეს შენ გადაწყვიტე და ეხლა დამივიწყე.არ მჯერა რომ კაცთან ცხოვრობ რომელსაც შენი ქმარი ქვია და არაფერი გაქვთ საერთო!და რომც გიყვარდე გაქვს კი ჩემთან ყოფნის შანსი?! რას იტყვის შენი ძვირფასი ქმარუკა? შენ მე მომკალი,ცოცხლებში აღარ ვწერივარ.იცოდე აღარც კი გაბედო და მომწერო" ამ სიტყვებს ვკითხულობდი და ბრაზისგან ისე გავმწარდი მინდოდა ნებისმიერი ადამიანი რომელიც შემხვდებოდა ისე გამემწარებინა როგორც მე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე.ყველაზე მეტად კი გეგაზე ვბრაზობდი თვითონაც არ ვიცოდი რატომ,მას არ უთხოვია ცოლად გავყოლოდი ეს მე გადავწყვიტე ასე.და მაინც რატომ? ალბათ იმიტომ რომ ჩემმა ამბიციებმა გასაქანი არ მომცეს,ჩემი სიჯიუტის და სიამაყის ბრალია, თავს ვიდანაშაულებდი და ყველას ჩემს ირგვლივ.
ამ ფიქრებსი ვიყავი გართული რომ სვეტას ხმა შემომესმა,მე მეძახდა,კარები გავაღე
- რაჯანდაბა გინდა?
- ანა მე მინდოდა მეთქვა რომ...დაიბნა სვეტა
- შენთვის ქალბატონი ანა! ვინხარ ისე რომ მომმართავ თითქოს შენი შვილი ვიყო.ხომ არ გავიწყდება აქ მხოლოდ მოსამსახურე ხარ და მეტი არაფერი,ალბათ ყოველთვის სხვისი მონა იყავი.ღმერთო ჩემო რა ამაზრზენი ხარ,ეხლა კი მითხარი ერთი რა გინდოდა? ისე ვიყავი ამ ცხოვრებაზე გამწარებული რომ ყველა ვინც კი შემხვდებოდა ჩემი მტერი მეგონა,რას ვერჩოდი ამ საცოდავ ქალს? არც კი ვიცოდი მას ხომ ჩემთვის არაფერი დაეშავებინა არასდროს.

- ნია მოვიდა ქალბატონო ანა
- და ეგ ვინღაა?
- ბატონი გეგას ნათლულია
- არ მაინტერესებს არც გეგა და არც მისი ნათლული,არ შემაწუხოთ გაიგეთ? არავინ!გავკიოდი განწირული და თვალებიდან მრისხანებას ვაფრქვევდი
-გასაგებია.ჩაიბურტყუნა ქალმა და თვალცრემლიანი გაუყვა დერეფანს.
არც მიფიქრია რას ვაკეთებდი ისე ვიყავი გათიშული ჭკუა არ მომეკითხებოდა,გეგას საწოლს ხელი დავავლე და ყველაფერი ძირს გადმოვყარე მერე იქვე მდგარ წიგნების კარადას მივუახლოვდი და ერთი ხელის მოსმით ყველაფერი იატაკს მოეფინა.როცა გეგას ოთახში მტვრევას მოვრჩი გამოვედი.კიბეზე დაახლოვებით 22 წლის გოგო შევამჩნიე,მისი თავი ნამდვილად არ მქონდა ამიტომ პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავემართე.თითქოს რაღაცის ან ვიღაცის განადგურება შვებას მომგვრიდა,მესიამოვნებოდა და ტკივილს შემიმსუბუქებდა...იმ ტკივილს რომელსაც მარტოსულობა ერქვა და რომელიც გიოს დაკარგვის შემდეგ ორმაგად მახსენებდა თავს.თვალწინ წარმომიდგა მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება,მართალია არც ისე ხანგრძლივი მაგრამ, საკმარისად დიდი იმისთვის რომ მიხვდე ცხოვრება ხშირად გვიწყობს სიუპრიზებს, იშვიათად სასიამოვნას. ძალიან ხშირად კი პირიქით! სიცარიელეს ვგრძნობდი,მხოლოდ სიცარიელეს და კიდევ დიდ ტკივილს...
არ ვიცი დაახლოვებით რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ ჩემს ოთახში ჩაკეტილი, დროის შეგრძნება დავკარგე,თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა ჩემს ირგვლივ, სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო რაც კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ ჩანდა..აეს სიჩუმე კი გეგას ყვირილმა დაარღვია.მხოლოდ ეხლა გამახსენდა მისი ოთახი, ეხლა კი შემეშინდა და სასწრაფოდ ფიქრი დავიწყე მაგრამ სანამ ჩემი ბრწყინვალე გონება ამუშავდებოდა გეგამ ოთახი ლამის შემოანგრია...
- ეხლავე ადგები და მე გამომყვები! გასაგებია?! გაცოფებული ჩანდა
- ეხლა არსად წასვლას არ ვაპირებ გასაგებია?! შეტევითვე მოგერიებას შევეცადე.."საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო" ხოდა ვნახოთ ერთი როგორ გაამართლებს.
- შენ რა გოგო გინდა სულ გამაგიჟო? ადექი მეთქი ახლავე..
- რა ვერ გაიგე გეგა? მე არ ვაპირებ არსად წამოსვლას!
- მერედა მე შენ გკითხე რას აპირებ? გაგიჟებული მომვარდა მკლავში ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემათრია...ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ამაოდ.
- გეგა ხელი გამიშვი, ცხოველო! გავკიოდი მთელი ხმით.
ხელი გამიშვა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მომაშტერდა
- რა მოხდა აქ? და თვალი ოთახს მოავლო
- სად აქ? თავს ვისულელებდი
-ანა! გაფრთხილებასავით ჟღერდა მისი მკაცრი ხმა.
- კარგი ხო! შემთხვევით იყო ყველაფერი.
- რა იყო შემთხვევით? ის რომ ჩემი კარადებიდან ნივთები სულ იატაკზე ყრია თუ არაფერი რომ არ დარჩა აქ მთელი?
- მე რას მიყვირი ვერ გავიგე? სვეტას დაუძახე და მიალაგებს,მე რა? შენი მოსამსახურე ვარ?
- შენგან განსხვავებით ჩემი აზრით მოსამსახურეებიც ადამიანები არიან. ეხლა სვეტასთან ჩავალთ და ბოდიშს მოუხდი!
- არასოდეს! შეშინებულმა წამოვიყვირე
- არასოდეს თქვა არასოდეს!
- მე ამას არ გავაკეთებ გეგა!
- ანა მე შენთვის არ მიკითხავს! რადგან ვთქვი რომ მიხვალ და ბოდიშს მოუხდი ასეც იქნება
- მე რადგან ვთქვი რომ ამას არ გავაკეთებ ესეიგი არ გავაკეთებ! გულის სიღრმეში ვგრძნობდი რომ არ ვიყავი სვეტასთან მართალი,მაგრამ მე არასდროს ვითხოვ პატიებას,მითუმეთს როცა მაიძულებენ,არც ჩემი სიამაყე და არც სიჯიუტე ამის უფლებას არ მაძლევდა!
- მიდი დაიწყე!
- რა დავიწყო გეგა?
- დალაგება!
- რა?
- ჰო შენ არიე და შემვე დაალაგებ, სულაც არ მინდა სვეტას შეწუხება
- მე ვერ დავალაგებ!
- რატომ? იმიტომ ხომ არა რომ დედოფალი ხარ? ირონიის დამალვა არც უცდია
- როგორ მიხვდი გეგა?
- ჰო მაგრამ შენ ხომ მხოლოდ მოწოდებით ხარ დედოფალი! მოვრჩეთ ლაპარაკს და დაიწყე.მიდი გელოდები.ისე დაიყვირა უარის თქმას აზრი არ ქონდა.
- ჯერ საწოლს მიხედე ანა! გასცა ბრძანება. ისე ვიყავი გაბრაზებული რომ მას თვალის დაუხამხამებლად გამოვასალმებდი სიცოცხლეს ამის საშუალება რომ მქონოდა.საწოლი რომ გავასწორე თვითონ ჩამოჯდა და ყურება დამიწყო.როცა ჯერი წიგნების კარადაზე მიდგა მხოლოდ ეხლა ვინანე რა ჯანდაბა გავკეთე? იქნებ თავი მაინც შევაცოდო ამ ურჩხულს
- გეგა თავი მტკივა,აღარ შემიძლია უნდა დავიძინო
თითქოს ჩემი ხმა არც გაუგიაო
- ანა ხომ იცი წიგნები ანბანის მიხედვით უნდა დააწყო და არა ზომის!
თითქოს თავში ჩაქუჩი ჩამარტყეს...
- იმედია ხუმრობ გეგა!
- სულაც არა,ანბანის მიხედვით დააწყვე რომ პოვნა გამიადვილდეს
- გაგიჟდი?
- შენთვის არ უსწავლებიათ რომ სხვის ნივთებს დაუკითხავათ ხელი არ უნდა ახლო?მათ განადგურებაზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი.
- არა არავის უთქვამს ეგ ჩემთვის
- იმიტომ რომ განებივრებული ბავშვი ხარ!
- ან იქნებ იმიტომ რომ არავინ მყავდა ვინც ამას მასწავლიდა? მკვეთრი მოძრაობით შევბრუნდი მისკენ,მისი დამცინავი ღიმილიდან არაფერი დარჩენილიყო,ცხოვრებაში პირველად მიყურებდა ასეთი უცნაური თვალებით,შევეცოდე ალბათ,გავიფიქრე გულში და გამიხარდა, დრო ვიხელთე და მისი გულის მოლბობა ვცადე.თნ წიგნებს ვაწყობდი თან ვლაპარაკობდი:
- იცი რაცუდია როცა არავინ გყავს ვისაც შენს ტკივილს გაანდობ? როცა ძილის წინ არავინ მოვა შენთან და და ტკბილ ძილს გისურვებს,ან როცა სკოლაში ყველას მშობელი აკითხავს ხოლმე შენ კი არავინ,მართალია დავითი არაფერს მაკლებდა მაგრამ არასდროს მქონია მთავარი, მშობლების სიყვარული! დავამთავრე სიტყვით გამოსვლა და მას მივაჩერდი უცებ წამოდგა და მომიახლოვდა,მგონი იმოქმედა,გავიფიქრე გულში და გამიხარდა.ნელა მომიახლოვდა გულზე მიმიხუტა და ძალიან ნაზად მაკოცა შუბლზე,მერე ყურში ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა
- მე გასწავლი...
- რას? უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
- რომ სხვის ნივთებს ხელი არ უნდა ახლო...
- როგორ?
- აი ასე! ხელი შემიშვა და ეჭვის თვალით შემომხედა.
გაკვირვებული ვუყურებდი ცოტა ხნის მერე დაიწყო:
- ანა მაოცებ,იმაზე ეშმაკი ყოფილხარ ვიდრე მეგონა,საკმაოდ კარგად ილაპარაკე ძალიან დამაჯერებელი იყავი,ეხლა კი წამოდი სვეტას პატიება თხოვე!
- ამას არ გავაკეთებ!
- გააკეთებ თან ახლავე! ხელი დამავლო და სამზარეულოში შემიყვანა სვეტა იქვე იდგა და ჭურჭელს ამშრალებდა.
- სვეტა ანას შენთვის რაღაცის თქმა უნდა
- გეგა ძალიან გთხოვ
- ანა გელოდებით
მხოლოდ ეხლა დავფიქრდი როგორ გაიგო გეგამ ჩემი და სვეტას ჩხუბის შესახებ? დავიჯერო თვითონ უთხრა? არა არამგონია სვეტა მისულიყო და მოეყოლა.ალბათ იმ გოგომ უთხრა გუშინ რომ იყო მოსული,რა ერქვა? ჰო გამახსენდა ნია.რა ჭორიკანა ყოფილა,გავიფიქრე და უკვე მძულდა ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა!
თუ ეხლა პატიებას ვთხოვდი,გამოდიოდა რომ დავნებდი,რომ დამამცირეს,ამას კი არ დავუშვებდი
- ანა გისმენთ! მკაცრად ჟღერდა გეგას ხმა.
- სვეტა,მე...მე
გეგა დარწმუნებული იყო რომ პატიებს ვითხოვდი,თითქმის მეც დანებებას ვაპირებდი რომ მის სახეზე თვითკმაყოფილების ღიმილი არ შემემჩნია..უცებ გეგასკენ მივბრუნდი და ვუთხარი:
- მე ამას არ გავაკეთებ გეგა!
სწრაფად ავირბინე კიბეები, ჩემს ოთახში შევვარდი და კარები შიგნიდან ჩავკეტე.
* * *
სვეტა და გეგა კი გაკვირვებული უყურებდნენ გოგონას.მერე მძიმედ მიუტრიალდა გეგა სვეტას და გაბრაზებულმა უთხრა
- ეს ბავშვი თავს მომაკვლევინებს!
- დაანებე გეგა თავი ის ხომ სულ ბავშვია?
- ხო მაგრამ, ძალიან ჯიუტია,მისი მორჯულება ძალიან ძნელია
- გეგა შენ თქვი რომ ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი.
- საერთოდ არაფერი არ ესმის იმას აკეთებს რაც უნდა,როგორც უნდა და სადაც უნდა.ვერ ნახე ჩემს ოთახს რა უქნა?
- ალბათ რაიმე აწყენინე
- მთელი დღე არ მინახავს
- იქნებ სხვამ აწყენინა?
- შეიძლება.მაგრამ ეს სულაც არ ამართლებს მის საქციელს შენდამი
- მერე ძალადობით რას მიაღწევ? ვერ ხედავ რომ მეტად ჯიუტობს?
- აბა რაგავკეთო?
- მშვიდად დაელაპარაკე,დარწმუნებული ვარ დაგიჯერებს,თუ მასთან საერთო ენას გამონახავ
- ეს ძნელი იქნება თანაც ძალიან
- მაგრამ არა შეუძლებელი!
მხოლოდ ეს თქვა ქალმა და მისი სილუეტი სამზარეულოში გაუჩინარდა...
უკვე გვიანი იყო და დაძინებას ვაპირებდი კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა,ვიცოდი გეგა იქნებოდა ამიტომ ხმა არ გავეცი,არ მქონდა მისი ლექციების მოსმენის თავი.
- ანა კარი გააღე,ვიცი არ გძინავს..
ხმა არც ამჯერად გავეცი
- ძალიან გთხოვ გამიღე კარები,შენთვის სიუპრიზი მაქვს..
ეხლა კი ვეღარ მოვითმინე და სასწრაფოდ გავაღე კარები.ვიცოდი ჩხუბს დამიწყებდა და დავასწარი
- გეგა თუ უნდა მეჩხუბო,იცოდე ტყუილად გაირჯები,მე პატიებას არასდროს ვითხოვ,მითუმეტეს სვეტასგან!
- მაგ სიტყვებზე მერე ვილაპარაკოთ! ეხლა კი წამომყევი
- სად?
- გაჩუმდი და წამოდი
- იმედია სარდაფში დამწყვდევას არ მიპირებ..ისეთი სახით ვუთხარი თავი ვეღრ შეიკავა და სიცილი დაიწყო
- რა გაცინებს?
- აბა საიდან მოიტანე რომ სარდაფში დამწყვდევას გიპირებ?
- რავიცი,შენ არ მითხარი დაგამწყვდევო?
- ჰო მართალია მაგრამ არა დღეს.
- დღეს რა? რამე განსაკუთრებული ხდება?
- არა უბრალოდ ძალიან დაიღალე
- შენი ბრალია,ნიშნისმოგებით ვუთხარი
- რა არის ჩემი ბრალი?
- შენი ოთახი რომ დამალაგებინე
- და რატომ გახდა ჩემი ოთხი დასალაგებელი?
ვიცოდი ეს საუბარი მშვიდობიანად არ დასრულდებოდა და ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა ყურადღება
- რა სიუპრიზი გაქვს გეგა?
- წამოდი,ნუ გეშინია სადაფში არ მიმყავხარ
- მპირდები?
- გპირდები!
- იმედია პირობას არ დაარღვევ
- მე პირობას არასდროს ვარღვევ ანა! ისეთი მკაცრი თვალებით შემომხედა შიშმა შემიპყრო.
კიბეებს ავუყევით და ერთ-ერთი ჩემთვის აქამდე უცნობი ოთახის კარებთან გამაჩერა.კარები გამოაღო და მთხოვა შევსულიყავი.ოთახი ზუსტად ისეთი იყო როგორიც პირველ დღეს მოვთხოვე გეგას.მხოლოდ ერთი განსხვავებით ოთახს აივანი ჰქონდა რომელიც პირდაპირ გზას გაჰყურებდა. კედელზე დაკიდებული თაროები სულ წიგნებით იყო სავსე,რაც დიდად არ მესიამოვნა.ოთახი ისეთი იყო როგორიც დავითის სახლში მქონდა ოღონდ ეს ბევრად უკეთ იყო მოწყობილი
- მოგწონს ანა? ზუსტად ისეთია შენ რომ მომთხოვეო, მითხრა და გამიღიმა
- ძალიან ლამაზია გეგა
- იმედი მქონდა რომ მოგეწონებოდა.ეხლა წავალ და საბას გამოვუშვებ რომ ნივთების გადმოტანაში დაგეხმაროს.
ეს თქვა და წავიდა კარებიდან გასვლა დააპირა რომ ვეღარ მოვითმინე:
- გეგა მოიცა!
- რა იყო ანა?
ნელა მივუახლოვდი ის კი თვალს არ მაშორებდა ,ფეხის წვერებზე ავიწიე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე
- დიდი მადლობა გეგა,ძალიან მომეწონა,ისეთია როგორიც მინდოდა
მან პასუხი არ გამცა მხოლოდ დაბნეულად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
მე კი ჩემს ოთახში შევედი და ნივთებს დავუწყე მოგროვება.თან ვფიქრობდი...დღითიდღე ვიცნობდი გეგას და მეტად მომწონდა იგი.დღეს კი მივხვდი რომ არასდროს უნდა მომეთხოვა მისთვის რაიმე კატეგორიულად! ეს პირველი წესი იყო.
ფიქრებში გართულს არც გამიგია როგორ შემოვიდა საბა ოთახში.
- გამარჯობა ქალბატონო ანა
- გამარჯობა საბა.როგორახარ?
- მე კარგად,თქვენ როგორ ხართ?
- საბა რამდენი წლის ხარ? დაიბნა არ ელოდა ასეთ კითხვას.
- ცხრამეტის.რატომ მეკითხებით?
- აი ხომ ხედავ,მე კიდე ჩვიდმეტის,თითქმის ტოლები ვართ.აქ მარტო ყოფნა მომბეზრდა და კარგი იქნება თუ მეგობარს გავიჩენ.
მან მხოლოდ გამიღიმა ჩანთებს ხელი დაავლო და ახალ ოთახში შეიტანა
- კიდევ რაიმე ხომ არ გჭირდებათ?
- არა გმადლობ შეგიძლია წახვიდე
- გმადლობთ ანა
თქვა და პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან
მერამდენე დღეა აქ ვარ და სკოლა არც კი გამხსენებია,მხოლოდ ეხლა მომაგონდა,ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები გეგას. ისე კატეგორიულად ვუთხარი საკუთარ თავს თითქოს ვინმე უცხოს ვუბრძანეო,ეს დღეც ისე გაილია ვერც შევამჩნიე,არადა საკვირველია არა? როგორც წესი ოთხ კედელს შუა გამომწყვდეულ ადამიანებს გონიათ რომ დრო გაჩერდა.ნეტა პატიმრები როგორ არიან წლობით საკანში? როგორც იქნა გამოვფხიზლდი და აბეზარი ფიქრები თავიდან მოვიშორე.პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი,ის იყო დაძინება დავაპირე რომ კარებზე დააკაკუნეს
- შეიძლება შემოვიდე? გეგა ისე ჩუმად ლაპარაკობდა ადვილი მისახვედრი არ იყო რომ უნდოდა არ გავეღვიძებინე,იმ შემთხვევაში თუ მართლა მეძინებოდა.
- შემოდი გეგა. კარები გამოაღო და ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემი საწოლისკენ,როგორც კი მომიახლოვდა იქვე შედგა
- გეგა მოდი ჩამოჯექი,ნელა მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.რატომ მოხვედი? რამე მოხდა?
- მხოლოდ იმისთვის მოვედი რომ ტკბილი ძილი გისურვო,მითხრა და შუბლზე მაკოცა.დღეიდან ყოველთვის ასე იქნება!
- მპირდები?
- გპირდები!
- მე მჯერა გეგა,შენ ხომ პირობას არასდროს არღვევ!
გამიღიმა,წამოდგა,ნელი დაბიჯით წავიდა გასავლელისკენ,მე კი თვალს არ ვაშორებდი,უცებ შემოტრიალდა და ალერსიანი ხმით მითხრა,არა ალბათ უფრო ჩურჩულით:
- იმედია ტკბილ სიზმრებს ნახავს მოწოდებით დედოფალი
და სიბნელეში გაუჩინარდა!
ჩემდა გასაკვირად დილით ადრე გამეღვიძა,სასწრაფოთ ავდექი და ხალათისამარა კიბეს პირველი სართულისკენ ჩავუყევი,გეგას ნახვა და მასთან დალაპარაკება მინდოდა,ამ დღეების მანძილზე უამრავი კითხვა დამიგროვდა,რატომ იყო აუცილებელი სასწრაფოდ მოეყვანა ცოლი? დავითს კიდე როდის ვნახავდი? მაგრამ ამჯერად მინდოდა სწავლის საკითხი განმეხილა მასთან.თან კმაყოფილს მეღიმებოდა,როცა გუშინდელი დღეს ვიხსენებდი.დღეს მაინც მინდოდა დამჯერე გოგო ვყოფილიყავი მაგრამ როცა სამზაეულოს მივუახლოვდი, სვეტას და გეგას საუბარს მოვკარი ყური და რადგან ჩემი სახელი ახსენეს გადავწყვიტე ჩუმად მიმეყურადებინა მათთვის.
- როგორ გაამართლა ჩემმა რჩევამ გეგა?
- თუ ანას ოთახს გულისხმობ,უნდა ვაღიარო რომ კარგი იდეა იყო.
- იმედია ისევ არ გიჩხუბიათ, ძალიან ვღელავ ჩემს გამო გუშინ ასეთი უხერხული სიტვაცია რომ შეიქმნა
- კარგი რა სვეტა არ გრცხვენია? რამდენი ხანია რაც აქ ჩემთან ხარ? ხომ იცი როგორ მიყვარხარ,დედის მაგივრობას მიწევდი ყოველთვის,შენს შეურაწყოფას არავის ვაპატიებ
- გეგა ის ხომ შენი ცოლია?
- შენ არ იცი სიმათლე და მიტომ გგონია ასე. ის მხოლოდ ქახალდძეა ჩემი ცოლი,ანა სულ ბავშვია და თან ჩემთვის არაფერს ნიშნავს,არასრულწლოვანია, მშობლები არ ყავს და მისი მეურვე ბიძამისია ამიტომ დავითის თანხმობა იყო საჭირო ხელმოწერის დროს,მხოლოდ ერთი წელი და მერე გავეყრებით, ეს მხოლოდ ფორმალობაა!
- ეხლა რას აპირებ?
- ეხლა? ეხლა ლიკასთან მივდივარ, ძალიან მომენატრა მისი ალერსი,გეგამ სიცილი დაიწყო
- ეჰ გეგა მაგ საკითხში შენი გამოსწორება არ იქნება,ხელი აიქნია სვეტამ
- მე კაცი ვარ სვეტა ,ხომ არ გავიწყდება?
მათ ლაპარაკს ვუსმენდი და გაქვავებული ვიდექი,ანუ მისთვის არაფერს ვნიშნავ! თითქოს გულში რაღაც სიმი ჩამწყდა,ერთ მომენში ტირილის დაწყებაც დააპირა გულის ბრძანებით თვალებმა,საბედნიეროდ გონება სწრაფად მოეგო გონს,ასე არა? ძალიან კარგი მაშინ დღეიდან ვთამაშობთ გეგა,წესების გარეშე,მხოლოდ მე და შენ... სიყვარულამდე! სწრაფად ავედი ფეხაკრებით ჩემს ოთახში,ისევ ლოგინში შევწექი და ძილი მშვიდად განვაგრძე,სულ გადამავიწყდა სკოლაში წასვლას რომ ვაპირებდი.ეხლა სწორი გეგმა უნდა დამესახა და იმას მივყოლოდი,მე არასდროს ვნებდები,მე გავიმარჯვებ!გავიფიქრე და კმაყოფილს გამეღიმა.
როცა გავიღვიძე უკვე პირველი საათი დაწყებულიყო,სასწრაფოდ ავდექი წყალი გადავივლე, რაც შეიძლებოდა გამომწვევად ჩავიცვი და ეზოში გავედი,საბას იქვე მოვკარი თვალი ტელეფონზე ვიღაცას ეკამათებოდა,მერე გათიშა და მობილური ჯიბესი ჩაიდო.დრო ვიხელე და მასთან მივედი
- გამარჯობა საბა,როგორ ხარ? და გავუღიმე
- კარგად ანა შენ როგორ ხარ?
- რავიცი როგორ გითხრა,არც ძალიან კარგად და არც ძალიან ცუდად
- გაურკვევლობაში ხარ არა? მანაც გამიღიმა
- ჰო,ჯერ ვერ შევეჩვიე ახალ გარემოს,აქ ჩემთვის ყველაფერი ისეთი უცხოა,თითქოს საუკუნეა რაც აქ ვარ თითქოს დრო გაჩერდა.საბა რაღაც მინდა გთხოვო
- რა ანა?
- ტელეფონი მათხოვე 2 წუთით თუ არ გჭირდება.
- კი როგორ არა.მითხრა, დატელეფონი გამომიწოდა,ხელი მოვკიდე და გვერდით გავედი,სასწრაფოდ ავკრიფე ჩემი მეგობრის თაკოს, ნომერი და ვთხოვე მეორე ღამით ჩემთვის გეგასთვის შეუმჩნევლად,მანქნით მოეკითხათ მას და ლევანს,მისამართიც ვუკარნახე და გავუთიშე.
ტელეფონი საბას მივუტანე და მადლობა გადავუხადე.
- საბა დიდი მადლობა,შენ არ იცი როგორ დამეხმარე,ბიძაჩემისთვის აუცილებლად უნდა დამერეკა,ძალიან მენატრებოდა
- თუ რაიმე დაგჭირდეს ანა, მითხარი ნუ მოგერიდება
- დიდი მადლობა საბა,აუცილებლად გეტყვი ხოლმე,ამ სახლში მხოლოდ შენი იმედი მაქვს.კარგი ეხლა უნდა წავიდე და ნახვამდის.დავემშვიდობე და სახლში შევედი.
მთელი დღე უაზროდ დავდიოდი ოთახებში,ვერაფერი ვნახე გასართობი.ნეტავ გეგა მაინც მოვიდოდეს სულ მარტო ვარ სახლში! ახლა ალბათ იმ ვიღაც ლიკასთანაა,აბა რა მე ხომ არაფერს ვნიშნავ მისთვის!ნამდვილი ურჩხულია. მოსვენება დავკარგე გეგას მოლოდინში,ბოლოს როგორც იქნა მისი ხმა შემომესმა,გეგა მოვიდა მე ეს კი ძალიან მიხაროდა რადგან სწორეთ დღეს იწყებოდა თამაში. ქვევით ჩავედი ვითომ წყლის დასალევად
- გამარჯობა ანა.როგორ ხარ?
- თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მთელი დღეები სახლში მარტო ვარ და ვერაფრით ვერთობი,შესანიშნავად შენ?
- მეც კარგად ვარ ანა!
- სად იყავი? მომწყინდა მარტო ყოფნა
- ვმუშაობდი არ მეცალა
მატყუარა!გავიფიქრე გაბრაზებულმა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე,
-გასაგებია.
- ანა შენთვის რაღაც მაქვს,მითხრა და საკმაოდ დიდი ყუთი გამომიწოდა
ანუ საჩუქარია ნეტა ლიკასაც ასეთი უყიდა? საინტერესოა.
- რა არი?
- გახსენი და ნახე.
ყუთში გავხსენი, შიგნით თეთრი ლეპტოპი იდო.
- ის იმისთვის რომ მარტომ არ მოიწყინო.
- არა რა ორიგინალური ხარ გეგა? უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? და რა ვქნა მთელი დღეები სოციალურ ქსელში ვიყო? მე ძველი ცხოვრება მინდა ან უკეთესი,მაგრამ შენ უკეთეს ვერაფერს შემომთავაზებ! არ მინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც ეხლა! მე ჩემი ცხოვრება მაქვს,სკოლა,მეგობრები რომლებიც ძალიან მენატრება,რას იტყვიან ისინი? რატომ აღარ დავდივარ სკოლაში?
- მეგობრები გენატრება თუ გიო? ირონულად მკითხა
- მომისმინე,ეს ჩემი ცხოვრებაა და მხოლოდ მე მეხება,მე ხომ შენთვის არაფერს ვნიშნავ?
- სწორია,სრულიად არაფერს.
- ჰოდა ძალიან კარგი,მაშინ მასთან მივალ ვისთვისაც ძალიან ბევრს ვნიშნავ,მენატრება უკვე მისი შეხება და ალერსი.ყველაფერი მენატრება ჩემი ცხოვრებიდან!
- ანა მე შენ გითხარი რომ არაფერი იქნებოდა ძველებურად თუ მე გამომყვებოდი ცოლად! ხმას აუწია გეგამ
- ნუ მიყვირი! არც მე დავრჩი ვალში
- ანა ჭირვეული ბავშვი ხარ! ჯერ კიდევ არ დამვიწყებია სვეტასთვის ბოდისი რომ გაქვს მოსახდელი!
- აბა რა! რა გინდა ჩემგან გეგა?
- მე არაფერი მინდა შენგან ანა,უბრალოდ ერთი წელი ერთად მოგვიწევს ცხოვრება და მინდა აღარ ვჩხუბობდეთ,შენ რა გინდა? რატომ ეძებ ყოველთვის ჩხუბის მიზეზს?
- მე ვეძებ ჩხუბის მიზეზს?
- ჰო შენ.და ეხლა მეტყვი რატომ იქცევი ასე ან კიდე სარდაფის კარების გასაღები აქვე დევს კარადის უჯრაში.
ეხლა უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი მისკენა,ასეც მოვიქეცი
- გეგა მე გავიგე დილით სვეტას რომ ელაპარაკებოდი,ვიცი ვიღაც ქალთან იყავი და ვიეჭვიანე მე კიდე აქ მარტო დამტოვე
- რა შენ იეჭვიანე? სიცილი აუტყდა გეგას
- დიახაც,რაიყო?
- ნუ მაცინე ანა!
- ნუ იცინი გეგა თორემ დაისჯები! გაფრთხილებასავით ჟღერდა ჩემი ხმა.
- მართლა? და ვინ დამსჯის?
- მე თვითონ!
- და როგორ? თუ ჯერ არ მოგიფიქრებია? სიცილს არ წყვეტდა გეგა
- აი ასე!სწრაფად მივუახლოვდი ხელები ყელზე შემოვხვიე და თუჩებში ვნებიანად და ხარბად ვაკოცე.გეგა დაიბნა ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა,ალბათ ვერ წარმოედგინა სასჯელში ამას თუ ვგულისხმობდი.უცებ მოვშორდი ნიშნის მოგებით გავუღიმე,ტუჩემზე თითი გამომწვევად გადავისვი და ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეს...
* * *
გეგა გახევებული იდგა და თვალს არ აშორებდ ანას რომელიც ტანის რხევით მიუყვებოდა კიბის საფეხურებს.რა ჯიუტი ბავშვია და თან როგორი ამაყი.მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევს უკან,ტყუილებში ხომ საერთოდ ვერავინ აჯობებს ალბათ. საინტერესოა ამჟამად რა თამაშს თამაშობს,რის მიღწევას ცდილობს? ვიეჭვიანეო...არა! გეგას მისი ერთი სიტყვისაც არ ჯერა,ვნახოთ ერთი რა იქნება მისი შემდეგი სვლა, გეგა მას თამაშში არ აყვება,მეორედ კოცნის უფლებასაც კი არ მისცემს.ერთ წელში მათი გზები საბოლოოდ გაიყრება და ვერასდროს ნახავს მოწოდებით დედოფალს რომელმაც კარგად იცის თავისი თავის ფასი, ეს მის თავდაჯერებულობაში გამოიხატება თან როგორი თამამია,არა გეგა არ აყვება მის თამაშს არავითარ შემთხვევაში მერე რა უთხრას დავითს რომელმაც შვილივით ჩააბარა გოგონა და უთხრა მიმიხედეო.
გეგამ ხელი აიქნია თითქოს აბეზარი ფიქრების მოშორება უნდაო და თავისი ოთახისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა...
ანა კმაყოფილი მიუყვებოდა კიბეს და თან სახეზე ირონიული რიმილი არ შორდებოდა.ოთახში შევიდა თუ არა მაშინვე ლოგინში შეწვა და დაიძინა,თანაც ისე ღრმად რომ არ გაუგია როგორ შევიდა ღამით გეგა მის ოთახში და დაპირებისამებრ თკბილი ძილი უსურვა,შუბლზე ნაზად აკოცა და არც ის როგორ დატოვა ოთახი.
* * *
დილით ადრე გაღვიძებულს ,მოსვენება დამეკარგა,ვიცოდი დღეს თაკო და ლევანი მომაკითხავდა.როგორ უნდა გავსულიყავი სახლიდან გეგას შეუმჩნევლად? იქნებ საბას ვთხოვო? მაგრამ თუ სიმართლეს ვეტყვი,საბა გაპარვის საშუალებას არ მომცემს,ამიტომ მისი მოტყუება მომიწევს..მერე რა? ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ლოგინიდან წამოვხტი იმ იმედით რომ გეგა ქვევით დამხვდებოდა მაგრამ შევცდი..სახლში მხოლოდ სვეტა დამხვდა,გეგა სახლსი არ იყო ამიტომ ვიფიქრე რომ, დრო იყო სვეტასთან ურთიერთობა გამერკვია. სამზარეულოში შევედი,ქალი იქ რაღაცას ფუსფუსებდა.
- სვეტა რას აკეთებ?
მან უცებ შემომხედა და გამიღიმა,რასაც ნამდვილად არ მოველოდი,მიხვდა ალბათ შერიგებას რომ ვგეგმავდი.
- საქმეს მოვრჩი უკვე ანა.შენ რატომ გაიღვიზე ასე ადრე?
- რავიცი აღარ მეძინებოდა და.გეგა სად არის?
- დილით გავიდა რაღაც საქმეები ქონდა
- ჰო ალბათ მორიგ ქალთან ერთობა.
- რატომ გგონია ანა? ის ბიზმესმენია უამრავი საქმე აქვს.
- ჰო აბა რა,გუშინაც საქმიან შეხვედრაზე იყო არა?
- შენ რა იცი? ეჭვისთვალით შემომხედა ქალმა.ხომ არ ვეტყოდი თქვენს საუბარს ჩუმად ვუსმენდითქო? ამიტომ სხვა თემაზე გადავიტანე ლაპარაკი.
- სვეტა,მინდა გითხრა რომ იმ დღეს,აი ხომ გახსოვს რომელ დღეს,ძალიან გაბრაზებული ვიყავი,არა უფრო გაცოფებული,ნებისმიერს ასე დავალელაპარაკებოდი როგორც შენ,მე პატიებას არასდროს ვითხოვ ამიტომ არ დავუჯერე იმ დღეს გეგას,მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ არ ვიყავი მართალი...პატიებას არც ახლა გთხოვ უბრალოდ მინდა გამიგო..!
სიტყვით გამოსვლა რომ დავამთავრე ქალს შევხედე რომელიც იღიმებოდა
- გასაგებია ანა...მე მესმის შენი..
- ჰოდა ძალიან კარგი მაშინ მაჭამე ეხლა რამე...მხიარულად შევძახე
როცა ჭამას მოვრჩი,ოთახიდან გავედი და კიბეზე ავირბინე როცა გონება გამინათდა,უცებ გავჩერდი და ისევ სამზარეულოსკენ ჩავირბინე კარებში თავი გავყავი და სვეტას ვუთხარი:
- სვეტა,გეგას არაფერი უთხრა იცოდე
- კი მაგრამ ანა..
- გეუბნები არ უთხრა
- კარგი როგორც მეტყვიო და გამიღიმა
- მპირდები?
- გპირდები
ეხლა მშვიდად ავუყევი კიბეს,ოთახში შევედი, სასწრაფოდ გამოვიცვალე,ყველაზე მოკლე კაბა ავარჩიე რაც კი მქონდა და გამომწვევად გამოვეწყვე..სარკეში ჩემს ორეულს გავუღიმე და ეზოში ჩავედი,თვალებით საბას დავუწყე ძებნა.საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ თვალი მოვკარი და სასწრაფოთ მისკენ წავედი.
- საბა როგორ ხარ? სად დაიკარგე?
- კარგად ვარ ანა შენ? რავიცი გუშინ რომ გნახე მას შემდეგ სახლსი წავედი.
- მშვიდობაა?
- კი ისე წავედი ჩემ დას საქმე ქონდა და..
- აჰა,გასაგებია....საბა გახსოვს რომ მითხარი თუ რაიმე დაგჭირდეს თხოვნა არ მოგერიდოსო?ვუთხარი და მომაჯადოვებელი ღიმილით დავაჯილდოვე
- კი მახსოვს...რამე გჭირდება?
- რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს,უნდა გავიგო ბიძაჩემი როგორარი
- გინდა დაგარეკინო?
- თუ შეიძლება,ვუთხარი და გავეპრანჭე
- კი ანა აი შენ მობილური...
მობილური სასწრაფოთ გამოვართვი და თაკოს დავურეკე..ნომრებს ყოველთვის ცუდად ვიმახსოვრებდი,მაგრამ ჩემი დავითის,გიო და თაკოსნომრების დამახსოვრებას ყოველთვის ვცდილობდი,რადგან ხშირად მიწევდა მათთან დარეკვა.თაკო და ლევანი უკვე წლებია შეყვარებულები არიან,ლევანი თაკოზე 4 წლით უფროსია, თაკო კი ჩემი ტოლია.
ზარი გადიოდა ყურმილს კი არავინ იღებდა...ბოლოს როცა იმედი გადამეწურა და გათიშვას ვაპირებდი თაკოს ხმა გაისმა მობილურში
- ანა რასშვრები? ტელეფონი სახლში დამრჩა, მე კიდე ლევანთან ვიყავი
- ხომ გახსოვს რომ დღეს უნდა მომაკითხო?
- კი როგორ არა, საღამოს ხო?
- არა რაც შეიძლება მალე. გეგა სახლში არარი და სანამ მოსულა უნდა წავიდე აქედან
- მოიცა შენ სულ აპირებ მაქედან წამოსვლას?
- არა! გაგიჟდი? უბრალოდ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი
- კარგი, მაშინ ლევანს ვეტყვი მანქანით გამომიაროს.
- კარგი,გელოდებით
თაკოს გავუთიშე და საბას მობილურ დავუბრუნე,თან მადლობა გადავუხადე.მან თავისი ნომერი ფურცელზე დამიწერა და გამომიწოდა,უარი არ მითქვამს.კი გავიფიქრე რაჯანდაბად მინდათქო,მაგრამ რაიმეს როგორ შევიმჩნევდი?
ჩემს ოთახში ავედი და აივნიდან გზას დავუწყე ყურება,სად მინდოდა წასვლა ან რატომ? არაფერი ვიცოდი,ალბათ გიოს ვნახავდი და ყველაფერს ავუხსნიდი,დრო თითქოს გაჩერდა,ყოველ წამს საათს ვუყურებდი,ბოლოს მანქანა სახლთან მოშორებით შევამჩნიე, მივხვდი ისინი იქნებოდნენ და სასწრაფოდ ჩავედი ქვევით.საბედნიეროდ საბა არსად ჩანდა ჩუმად გავედი გარეთ და ლევანს და თაკოს გადავეხვიე,
- როგორ ხარ ანა? თან მათვალიერებდა თან უამრავ კითხვას მისვამდა თაკო
- კარგად ვარ,სასწრაფოდ წავიდეთ აქედან და ყველაფერს აგიხსნით.
მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად მოვწყდით იქაურობას.
- ანა ყველა არხი შენსა და გეგაზე ლაპარაკობ..
- არ ვიცი თაკო, რახანია ტელევიზორი თვალითაც კი არ მინახავ.
- ინერნეტში მაინც ვერ ნახე გოგო?
- შენ წარმოიდგინე არც ინტერნეტი მაქვს..
- რაიყო გოგო ქვის ხანაში ცხოვრობ? სიცილი დაიწყო თაკომ
- სხვა გზა არ მაქვს..გეგა ნამდვილი ურჩხულიაა
-კარგი რა! რასამბობ,ის ხომ ისეთი სიმპატიურია...აღფრთოვანებით ლაპარაკობდა თაკო
- ჰეი თაკო მეც აქ ვარ..გაიცინა ლევანმა,კარგით,აბა მითხარით სად მივდივართ?
სანამ რაიმეს ვეტყოდი ლევანს, თაკომ დამასწრო
- რომელიმე რესტორანთან გააჩერე,დღეს ვქეიფობთ იცოდეთ.
ჯერ შეწინააღმდეგებას შევეცადე მაგრამ მერე გადავიფიქრე,გეგას თუ აქვს გართობის უფლება მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ?
- კარგით წავიდეთ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლევანმა რომელიღაც რესტორანთან გააჩერა,სადაც აქამდე არასდროს ვყოფილვარ.აქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი.
მხოლოდ ეხლა გადავწყვიტე,ჯანდაბამდის გზა ჰქონია გიოსაც, გეგასაც და სკოლასაც..ეხლა იმდენს დავლევ აქედან თაკოს და ლევანის გასაყვანი რომ გავხდე...
მაგრამ რას იტყვის გეგა? ალბათ ჭკუიდან გადავა,დამიყვირებს ან უარეს შემთხვევაში სარდაფში გამომკეტავს...ნეტა იქ ტარაკნები არიან? ჩემს ფიქრებზე გამეცინა..არაუშავს თვითონ მომიწევს ნახვა..
ვიცოდი გეგას რისხვას მაინც ვერ გადავურჩებოდი...
ერთ ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მესამე,ვსვამდი ყველაფერს რაც კი ალკოჰოლს შეიცავდა და ბოლოს შედეგად ის მივიღე რომ ფეღზე ძლივს ვიდექი.თაკომ და ლევანმაც დალია ოღონდ ძალიან ცოტა,მე კი ჩემთვის "ვუბერავდი",მიუხედავად მათი თხოვნისა მაინც არ ვჩერდებოდი და ბოლო ხმაზე გავყვიროდი,რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი ამქვეყნად.თაკომ ცოტა ხნით დაგტოვეფთო და გავიდა..იქვე კუთხეში ვიღაც კაცი რაღაც სიმღერას უნიჭოდ მღეროდა...სკამიდან წამოვდექი და ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ,ლევანმა ჩემი შეჩერება სცადა მაგრამ უშედეგოდ...კაცს ვთხოვე მიკროფონი ჩემთვის დაეთმო მანაც უარი არ მითხრა და გვერდით მდგომ მაგიდასთან დაჯდა.ყურადღება ვითხოვე და როცა ყველა მე მომაშტერდა,სიტყვით გამოვედი:
- როგორც თაკომ მითხრა ხშირად აშუქებს ტელევიზია ჩემი და გეგას ქოწილის ამბებს.ასე რომ ყველას ვინც აქ ხართ გეცოდინებათ ვინ არის გეგა...მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცით რა გულქვა ადამიანია იგი..გეგა ურჩხულია ნამდვილი ურჩხული...რომელიც ცოლს ისე ღალატობს სინდისიც კი არ აწუხებს,მე არ მიყვარს გეგა პირიქიტ მძულს..მას არ სურს ჩემთან ყოფნა,არც კი მეკარება...აბა ხელი ასწიოს ბიჭმა რომელსაც უნდა ღამე ჩემთან გაატაროს...ნუთუ ასეთ სრულყოფილებაზე იტყვით უარს?
გავყვიროდი თან სიტყვებს ძლივს ვაბამდი თავს..ყველანი გაოგნებული მიყურებდნენ,ირგვლივ თვალი მოვავლე ხალხის ნაკადს და სიტყვა შუაზე გამიწყდა..კარებში გეგა იდგა,გაბრაზებული...არა,გაცოფებული...ასეთი გეგა ცხოვრებაში არ მინახავს, უცებ მომვარდა მკლავზე ძლიერად მომიჭირა და რესტორნიდან გამათრია,მანქანაში ძალით შემაგდო და სიტყვაც კი არ უთქვამს მანქანა დაქოქა...
- გეგა რა ჯანდაბა გინდა?
- კიდე მე რა მინდა გოგო?
- ჰო შენ რა გინდა? მე ვერთობოდი რა არ მაქვს უფლება?
- ანა! გაჩუმდი შენი ხმის გაგონებაც არ მინდა! ბოლო ხმაზე ყვიროდა გეგა
- ძალიან კარგი! ეხლავე გააჩერე მანქანა!
- ანა ჩემს მოთმინებას ნუ ცდი..გაფრთხილებ იგი უსაზღვრო ნამდვილად არაა! ეხლა კი გაჩუმდი და სახლში წაგიყვან ხვალ კი დამიჯერე სერიოზული პრობლემები შეგექმნება..
ხმის ამოღებას აზრი არ ქონდა,ამიტომ ჩუმად ვიჯექი და ველოდებოდი სახლსი როდის მივიდოდით..სახლთან ძალიან მალე მოვედით,რაც სულ არ გამკვირვებიაა..ან რა იყო საკვირველი? გიჟივით მიყავდა გეგას მანანა.
- დროზე გადმოდი...გადმოდი მეთქი არ გესმის?
- ვერ გადმოვდივარ გეგა..
- საინტერესოა რატომ? იმიტომ ხომ არა რომ საშინელი მთვრალი ხარ? ან იქნებ ჩემი გეშინია?
- უნდა მეშინოდეს?
- გადმოდი მანქანიდან ახლავე! არ მაინტერესებს მიზეზები..
მანქანიდან გამოვედი თავი ვეღარ შევიკავე და ძირს დავეცემოდი გეგას ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე..ხელსი ამიყვანა და ისე შემიყვანა ოთახში..
- ეხლა სვეტას ვეტყვი ყავა მოგიტანოს,შენ კი სანამ მე მოვალ წყალი გადაივლე...
- არ მინდა გეგა
- ანა არ გამამეორებინო იცოდე,მე არ მაინტერესებს შენ რა გინდა! ეს თქვა და ოთახი დატოვა.ფეხზე ძლივს ვდგებოდი ამიტომ ვერ მოვახერხე სააბაზანომდე მისვლა და როცა გეგა დაბრუნდა იატაკზე ვიჯექი თავი მუხლებზე დამეწყო და ვტიროდი.რატომ ვტიროდი მეც არ ვიცოდი,არ ვიცოდი ამ კონკრეტულ მომენტში რა მატირებდა,მაგრამ მტკიოდა სული,გული,სხეული ყველაფერი ერთად მტკიოდა.მტკიოდა ჩემი უიღბლობა ჩემი ცხოვრება მტკიოდა,გეგას გულგრილობა მტკიოდა,ამ ხნის მანძილზე პირველად შევამჩნიე რომ გეგას გულგრილობა მტკენდა გულს,,ნუთუ საკუთარ დაგებულ მახეში გავები? მე არ მიყვარს გეგა! არა ეს შეუძლებელია..
- ანა კარგად ხარ?
- არა..
- რაგჭირს? აი ყავა მოგიტანე..
- მძულხარ გეგა,მთელი ჩემი არსებით.
- ანა მიდი წყალი გადაივლე,ცოტას გამოგაფხიზლებს,შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს..
- არ შემიძლია გეგა
სვეტას ვთხოვ და დაგეხმარება
- არ მინდა სვეტა,შენ დამეხმარე,ძალიან გთხოვ. მუდარით სავსე თვალებით შევხედე
- მოიცა დამელოდეო მითხრა და გავიდა,დაბრნებულს ხელსი სველი ტოლო ეჭირა
- ეს რათ გინდა?
- ამით უნდა გცემო ანა! ეს ისე სერიოზულად მითხრა გაუცებულმა შევხედე...
- შენ რა მართლა აპირებ ამით მცემო?
- გეფიცები თუ არ გცემო!
- გეგა ძალიან გთხოვ.
- რას მთხოვ გოგო? იცი დღეს ნამდვილ ძუკნასავით რომ მოიქეცი? ის თუ იცი ხვალ ყველა ჩვენზე რომ ილაპარაკებს?
- თან როგორ ამბობდი? მიდი ერთი გაიმეორე,ურჩხული ვარ არა? ძალიან კარგი ანუ არ გამემტყუნება ეხლა რასაც გავაკეთებ.
- რის გაკეთებას აპირებ გეგა?
- გაიხადე!
- რა?
-ჰო მიდი გაიხადე! ეხლავე!
- გეგა ძალიან გთხოვ.ხმა ამიკანკალდა.
- გაიხადე თორემ მე გავაკეთებ ამას,ძალით გაგხდი რაც დამიჯერე არ გესიამოვნება.
ნელა მომიახლოვდა,მე გაუნძრევლად ვიჯექი საწოლზე,რადგან არც ძალა მქონდა და არც სურვილი, წინააღმდეგობა გამეწია..გეგამ მაისური გამხადა სველი ტილოთი სახეზე ნაზად მომისვა,მერე ჩემი კარადის კარები გააღოდა რააცას დაუჭყო ძებნა,რამდენიმე წუთის შემდეგ თეთრი გრძელი,ნახატებიანი მაისური გამოიტანა,ჩაცმაში დამეხმარა და ოთახიდან გავიდა,
ისე გავიდა ოთახიდან რომ ტკბილი ძილი არ მისურვა,ეტყობოდა ძალიან იყო გაბრაზებული,ვატყობდი დილით სერიოზული საუბარი მომიწევდა მასთან...
დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე,ადგომის თავი არ მქონდა ამიტომ საწოლში ვიწექი,ნეტა გეგას სიბრაზემ თუ გადაუარა? რაღაც არამგონია,მაგრამ იმედი არ კვდებაო ამბობენ,ჰაჰ,ბედის ირონიაც ამას ქვია.მხოლოდ იმის იმედი მქონდა რომ გეგას ყველაფერი დაავიწყდებოდა.გუშინ კიდე არაფერი არ მითხრა იმიტომ რომ მთვრალი ვიყავი,მაგრამ რას მეტყვის დღეს?
ძლივს ავითრიე თავი და საწოლიდან წამოვდექი,სააბაზანოში შევედი წყალი გადავივლე,თავი მოვიწესრიგე და ისევ საწოლში შევწექი.
გეგამ კინაღამ კარები შემოამტვრია ისე შემოიჭრა ოთახში.
- გაიღვიზე დედოფალო? ირონიულად შესძახა მან.
- ნუ ყვირი გეგა ძალიან გთხოვ
- ვითომ რატომ?
- თავი მტკივა
- მომისმინე ანა! შენ მე არ მიცნობ,ამიტომ არიცი რაზე ვარ წამსვლელი,თუ საქმე ისე არ არის როგორც მე მინდა,შენ მე გუშინ უამრავი ადამიანის წინაშე დამამცირე! ასე გგონია? იქნებ შენ დარჩი დამცირებული?
- გეგა გაჩედი..
- რატომ მოატყუე საბა? ამოიღე ხმა ახლავე! მთელი ხმით მიყვიროდა გეგა.
- იცი რა გეგა? შენ მე არაფერში გჭირდები! ასე რომ მომეცი უფლება ბედნიერი ვიყო
- სად უნდა იყო ბედნიერი? ნუ მაცინებ ანა! იქნებ რომელიმე სტრიპტიზ კლუბში დაგეწყო მუშაობა? არავინ იტყვის უარს შენნაირ სრულყოფიებაზე! თვითონ არ თქვი ეგრე? მე ურჩხული ვარ არა? კარგი,მაშინ წამოდი!
- სად მივდივართ?
-ანა,კითხვებს ნუ სვამ და სწრაფად წამოდი!
ხელი ჩამავლო მკლავში და მესამე სართულზე თითქმის ძალით ამათრია,დერეფანს გავუყევით და სულ ბოლო ოთახთან გამაჩერა.კარები გააღო და ლამის შიგ შემაგდო.
- ასე ქალბატონო ანა! იმედია ეხლა შენი ანგელოზის სახით და მომაჯადოვებელი ღიმილით ვერავის გააბრიყვებ! აქ იქნები მანამ სანაამ მე მენდომება,მაშინ შეჭამ როცა მოვისურვებ!
- ამას რატომ მიკეთებ გეგა?
- ცუდს არაფერს ვაკეთებ ანა,უბრალოდ ვცდილობ ჭირვეუი გოგო მოვარჯულო.
-კი მაგრამ ამ ხერხით? ეს ხომ სისასტიკეა,იცოდე განანებ!
- რა ხერხით გოგო? ნორმალურად მოქცევა არ ჭრის შენნაირ უმადურ გოგოსთან!
- ეს მორჯულება არარი,ეს უფრო სასჯელს გავს.
-თუნდაც იყოს მერე რა? ეხლა ისე მოგკლავ ხელიც არ ამიკანკალდება ანა!
- გეგა აქ არ დამტოვო მარტოს მეშინია...
თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგიაო კარები გასაღებით ჩაკეტა და წავიდა.მხოლოდ ეხლ მოვავლე ოთახს თვალი.საკმაოდ ლამაზი ოთახი იყო,მხოლოდ ერთი რამ არ მომწონდა აქ ძალიან ბნელოდა,ალბათ იმიტომ რომ ოთახს ფანჯარა არ ქონდა.ეხლა მივხვდი რატომ არჩია გეგამ ეს ოთახი და არა ჩემი,ჩემი ოთახიდან გზა ჩანდა შესაბამისად ეზოც,ალბათ იფიქრა მოახერხებს და საბას ისევ მოატყუებსო და აქ გამომისტუმრა! არა რა ვთქვი ტყუილი? ესეთი ადამიანი არ არის ეხლა ურჩხული? არაუშავს მალე მოვა და აქედან გამიყვანს! რა გონია რომ მისი საკუთრება ვარ? არასდროს! მე არავის ვეკუთვნი.
დრო ბევრი მქონდა ამიტომ ფიქი დავიწყე იმ დღედან როცა გეგა გავიცანი და ფიქრებმა სწორედ ამ წუთებამდე მომიყვანა,მხოლოდ ეხლა გავაცნობიერე რომ მე გეგა მიყვარდა.ამ აღმოჩენით შეშფოთებული საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობდი რომ მე მძულდა ეს კაცი,რომელიც ასეთი ცივი,უხეში და საკუთარ თავში ზედმეტად დაჯერებულია!მაგრამ უშედეგოდ მე გეგა მიყვარდა ამიტომ არ ვაპირებდი მის დათმობას! ამ ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა,გეგამ კარები შემოაღო და გამომცდელად მომაჩერდა.
- რა გინდა გეგა? უნდა დამცინო? გიხარია რომ აქ გამომკეტე? ამ საქციელით მიმტკიცებ რომ შენი საკუთრება ვარ? გაღიზიანებულმა უამრავი კითხვა მივაყარე გეგას,იგი გაკვირვებული მიყურებდა
- ეგ საიდან მოიტანე ანა?
- რის დამტკიცებას ცდილობ?
- მომისმინე პატარა ქალო! შენ ბევრი შეცდომა დაუშვი ჩემთან,შენი სიტყვით გამოსვლა ნამდვილი დაგვირგვინება იყო ამ სიის! მე კი ერთხელ გაგაფრთხილე რომ ჩემი მოთმინება უსაზღვრო არარისთქო! ნუთუ დაგავიწყდა?
- გეგა მაპატიე... ამ სიტყვების წარმოთქმა ყველაზე მეტად მიჭირდა ცხოვრებაში..ამ წუთებში კი დაუფიქრებლად,გულწრფელად ვეუბნებოდი კაცს რომელიც მიყვარდა.
- გაპატიო?
- ჰო გეგა მაპატიე! გეფიცები არ ვიცოდი რას ვამბობდი,იმ წუთებში არც კი მიფიქრია ამაზე.
- ანა შემ მთხოვ რომ გაპატიო?
- გეფიცები ეს არასდროს განმეორდება,დღეიდან იმას გავაკეთებ რასაც შენ მეტყვი.
- და რატომ გააკეთებ ამას? ერთი მიზეზი მაინც დამისახელე!
-იმიტომ რომ....მე შენ მიყვარხარ!
- ჰოდა ძალიან ცუდი! რადგან შენი არცერთი სიტყვის არ მჯერა პატარა მატყუარავ! ეს სიტყვები ზიზღით წარმოთქვა და ოთახი დატოვა..
მე კი ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი გეგას რომელიც აუჩქარებელი ნაბიჯებით ტოვებდა ოთახს...მე ვტიროდი იმ კაცის გამო რომელსაც ჩემი სიყვარულის არ სჯეროდა ,რომელსაც არ ვუყვარდი და რომელისთვისაც არაფერს ვნიშნავდი!
დღეები ისე მიყვებოდნენ ერთმანეთს გეგას ნახვა არ მეღირსა,მხოლოდ სვეტა შემოდიოდა,საჭმელს შემომიტანდა და ისევ გადიოდა, თან დამამშვიდებდა რომ გეგას მალე გადაუვლიდა მრისხანება და ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც ადრე.მე კი სულაც არ მინდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც წარსულში,რადგან იქ ტკივილის გარდა ვერაფერს ვხედავდი.მე მომავალი მინდოდა თანაც უკეთესი,მაგრამ ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო!
აქ თითქოს დრო გაჩერდა,ოთახს არ ვგულისხმობდი,ამ სახლს,ამ გარემოს ვგულისხმობდი,აქ დრო არაფერს ნიშნავდა..მე აქ არაფერს წარმოვადგენდი,ისედაც მარტოსული ეხლა განადგურებულად ვგრძნობდი თავს,არავის აინტერესებდა ჩემი ტკივილი და სიხარული,სკოლაშიც აღარ დავდიო,არავინ მყავდა! ეხლა ყველაზე მეტად დავითი მენატრებოდა,მენატრებოდა მასთან გატარებული ყოველი წამი,მე მის გარდა არავინ მყავდა ამქვეყნად.გიოზეც არაფერი მსმენია იმ დღის შემდეგ როცა გამაფრთხილა „აღარ გაბედო და არ მომწეროო“ ყველაფერი კი მხოლოდ ჩემი ბრალი იყოო,არავინ მაძალებდა გეგას ცოლობას,თვითონაც კი წინააღმდეგი იყო.ღმერთო რატომ ვარ ასეთი სულელი? „მოწოდებით დედოფალი“სიმწრით გავიღიმე და ისევ ლოგინზე გადავწექი.
ერთ დღესაც როცა სვეტა შემოვიდა გადავწყვიტე გამეგო თუ რატომ იყო აუცილებელი გეგას სასწრაფოთ მოეყვანა ცოლი.ვცდილობდი მცირე ინფორმაცია მაინც დამეტყუა მისთვის.
- სვეტა, გამიშვი აქედან!
- მაპატიე ანა,ამის უფლება არ მაქვს! ბატონმა გეგამ თქვა..
- არ მაინტერესებს რა თქვა ბატონმა გეგამ! მე მისი საკუთრება არ ვარ! როგორც კი აქედან გავალ,ამ სახლიდანაც სამუდამოდ წავალ და მისი ცხოვრებიდანაც! ყველაფერთან ერთად ისეთ სკანდალს მოვაწყობ რომ მას ყოველთვის გავახსენდები,მის აჩრდილად ვიქცევი,იცოდე სიტყვა -სიტყვით გადაეცი ბატონ გეგას!
- გაგიჟდი ეგ რომ ვუთხრა ნამდვილად მოგკლავს ,დამიჯერე ანა არ ღირს მისი გამოწვევა,
- სვეტა მითხარი რატომ უნდა მოეყვანა ასე სასწრაფოდ გეგას ცოლი? რა მოხდა ასეთი?
- ანა ვერაფერს გეტყვი! არ მაქვს ამის უფლება,ეხლა კი უნდა გავიდე,ბევრი საქმე მაქვს.
ხმის ამოღებაც კი არ მაცალა ისე დატოვა ოთახი.
ყველაფრის ხალისი დავკარგე აღარაფერი მახარებდა,თუმცა რა უნდა გამხარებოდა? ნამდვილი პატიმარივით ვიყავი,უფრო სწორად ნამდვილი პატიმარი ვიყავი! როგო იქცევიან პატიმრები პროტესტის ნიშნად? სხვები არ ვიცი და აი მე კი საერთოდ არ ავდგები საწოლიდან,არც შევჭამ და არც არაფერს დავლევ,წყალსაც კი! ამას გეგას არასდროს შევარჩენდი,მერე რა თუ მიყვარდა? არც ისე რომ დამცირება მეპატიებინა.
საღამოს სვეტა შემოვიდა, საჭმელი შემომიტანა,პირი არაფრისთვის დამიკარებია ხმაც კი არ გავეცი,საწოლშიც კი არ შევრხეულვარ.რატომ ვაკეთედი ამას? მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებდი,სხვა არავინ იყო ვინც ჩემზე იდარდებდა.თითქმის ორი დღე გძელდებოდა ასე.სვეტას ოთახში შემოსვლას და გასვლას თითქოს ვერც ვამჩნევდი, მის თხოვნას და რჩევას რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა ყურადღებას არც კი ვაქცევდი,დღეებს მხოლოდ ტირილში ვატარებდი,თითქოს ეს შვებას მგვრიდა.ერთ საღამოსაც ხმა გავიგე და მივხვდი რომ სვეტა მოდიოდა,ალბათ საჭმელი მოაქვს,როგორ არ იღლება ეს ქალი? რა ვერ შეიგნო რომ არ მსიამოვნებს მისი ლექციების მოსმენა..მაგრამ შევცდი,კარებში გეგა იდგა...
სრულიად უემოციოთ შევხვდი ამ ფაქტს...მხოლოდ საბანი შემოვიხვიე მჭიდროდ და გეგას თვალები ავარიდე.
- ანა როგორ ხარ? მზრუნველად მკითხა, მე კი ხმას არ ვიღებდი,გადაწყვეტილი მქონდა მის არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გამეცა.
- სვეტამ მითხრა რომ ცუდად იქცევი
კიდე მე ვიქცევი ცუდად? გავიფიქრე მაგრამ არაფერი მითქვამს
- ასე გაგრძელება არ შეიძლება.ასე ხომ შენს თავს ავნებ? მომიახლოვდა და საწოლთან ჩაიმუხლა თან თვალებში სევდიანად დამიწყო ყურება.
- ანა ძალიან გთხოვ ხმა გამეცი,თუ გინდა მლანძღე,მეჩხუბე ოღონდ ხმა ამოიღე...
ნუთუ მართლა ნერვიულობს ჩემზე?
- მერე რა ვუთხრა დავითს?
რაში ყოფილა თურმე საქმე,იმაზე კი არ ჯავრობდა რა დამემართებოდა,გეგას მხოლოდ ის ადარდებდა რა ეთქვა დავითისთვის!
ირონიულმა ღიმილმა გამიპო ბაგეები და თვალები ჭერს მივაპყარი.
- რატომ იქცევი ანა ასე? ვიცი ზედმეტი მომივიდა,არ ღირს ჩემს გამო შენს ჯამრთელობას შეუქმნა საფრთხე.მიდი ადექი და წავიდეთ..
- ანა გთხოვ ადექი და ჩემთან ერთად წამოდი...
მე კი მისი თხოვნა თითქოს არც კი მესმოდა...
გეგა წამოდგა და ნელი მოძრაიბით დაიხარა ჩემსკენ,ხელები მძლავრად მომხვია და ხელში აყვანილმა ოთახიდან გამიყვანა,მე კი თავი მკერდზე მივადე, წინააღმდეგობა არ გამიწევია,რადგან არც ძალა მქონდა, ძალიან დასუსტებული ვიყავი და არც სურვილი.
გეგამ თავის ოთახში შემიყვანა საწოლში ჩამაწვინა,მითხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და ოთახი დატოვა....
ნუთუ არ შეიძლება მეც ვიყო ბედნიერი? მეც ვიყო ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო,სხვებივით უდარდელად ვცხოვრობდე.რატომ მაქვს ჩვიდმეტი წლის ასაკში ამდენი პრობლემა? რატომ ვარ მარტოსული? რატომ არ მყავს არავინ ახლობელი? ნუთუ ყოველთვის ასე იქნება?
უამრავი არასასიამოვნო კითხვა მიღრღნიდა ჯერ ტვინს მერე კი გულს,ცრემლები კი თითქოს გულიდან მძიმე ლოდს მხსნიდა...
დაახლოვებით ათ წუთში გეგა უკვე ოთახში იყო ხელში პიცის ყუთი და კოკა-კოლა ეჭირა,ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა, როცა სახეზე დამაკვირდა გაბრაზებლმა და სევდიანმა ერთდროულად მკითხა
- შენ რა ტიროდი ანა? ხმა არც ამჯერად გავეცი.ანა მოდი მე და შენ ეხლა პიცა ვჭაამოთ კარგი? თან ვილაპარაკოთ,ყველაფერს გეტყვი რაც გაინტერესებს შენ მხოლოდ მკითხე ანა ძალიან გთხოვ,იცოდე ყოველთვის ასეთი მზრუნველი არ ვიქნები!
ეხლა მქონდა შანსი მასზე ყელაფერი გამეგო,მე ხომ მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი? ეს კი ბევრს არაფერს ნიშნავდა.ამიტომ დანებება გადავწყვიტე და საწოლიდან წამოვდექი,
მე და გეგა საწოლზე ფეხმორთხმული ვიჯექით ერთმანეთის პირისპირ შუაში კი პიცა გვედო ყუთით.
- მიდი ანა პირი გააღე,ჩქარა თორემ მელა მოვა და შეგიჭამს.მიღიმოდა გეგა
- არ მინდა
- შენ არ გინდა ზურიკელას უნდა ხმამაღლა გაიცინა გეგამ.როგორ უხდებოდა მის მკაცრ სახეს სიცილი,სულ სხვა ადამიანი გეგონებოდათ.
ბოლოს გეგამ ხელი პიცის ნაჭერს დაავლო და თითქმის ძალით თავისი ხელით მაჭამა.
-მოდი ეხლა ვითამაშოთ ანა.
- რა ვითამაშოთ? ეგეთი ბავშვიც არავარ,გაბრაზება დამეტყო სახეზე,
- რა სულელი მყავხარ ანა,მე სხვა თამაში ვიგულისხმე,მხიარულად შენძახა მან
- მაინც რა თამაში?
-რადა, მე კითხვას დაგისვამ,შენ მიპასუხებ,მერე შენ დამისვამ კითხვას და სე.მხრები აიჩეჩა გეგამ,თან გემრიელად ჩაკბიჩა პიცის ნაჭერი.
- მხოლოდ ერთი პირობით
- და რა პირობით?
- თუ კითხვა არ მომეწონება არ გიპასუხებ!
- კარგი როგორც გინდა.
-და რას ისახავს ეს თამაში მიზნად გეგა?
-ერთმანეთის უკეთ გაცნობას სხვას არაფერს.
- რა გქვია? ეს კითხვა დავსვი და ორივეს გულიანად გაგვეცინა. გეყოს გეგა! სულ თავიდან დავიწყოთ,ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ერთმანეთს?
- კარგი მე გეგა,შენ მგონი ანა,ხომ არ ვცდები?
- არა არ ცდები
- რამდენი წლის ხარ?
-ორმოცის.შენ?ისეთი სერიოზულობით თქვა წამით ეჭვიც კი შემეპარა რომ სიმართლეს ამბობდა.
- კარგი მაშინ, მე ოცდაცხრამეტის! გეგა შენ თამაშის წესებს არღვევ! ეხლა კი სერიოზულად მიპასუხე,რამდენი წლის ხარ?
-ოცდაშვიდის,შენ?
- მე ჩვიდმეტის.დიდი გოგო ვარ უკვე,და გეგას გავეპრანჭე.
- ჰო აბა რა! უკვე დიდი გოგო ხარ,შეგიძლია გათხოვდე უკვე
- გეგა მგონი შენ გავიწყდება,მე უკვე გათხოვილი ვარ.
- მე სიყვარულით გათხოვებას ვგულისხმობ,აი როცა მე გამეყრები შეგიძლია მერე ვინც გიყვარს მას გაყვე ცოლად,მაგალითად გიოს,გეგა ცდილობდა მაგრამ ვერ შეძლო ირონიის დამალვა
- გეგა მე გიო არ მიყვარს! თან მე არ ვაპირებ გაგეყარო!
გეგა გაოცებული მიყურებდა,მერე შემპარავი ხმით მკითხა
- რატომ?
- რა რატომ? გიორგი იმიტომ აღარ მიყვარს რომ,დავიბენი მას აღარ ვუყვარვარ,არ დამიჯერა.
- ეგ არ მიგულისხმია ანა,რატომ აღარ გამეყრები?
- გეგა რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები? ნუთუ ჩემს გამოხედვაში ვერაფერს გრძნობ? მაგრამ თუ ასე გინდა გეტყვი რომ: მე შენ ..... უნდა მეთქვა მიყვარხართქო,მაგრამ გეგამ გამაჩერა
- ანა გაჩუმდი ძალიან გთხოვ! გეყოფა! ნუ მექცევი ასე! გეგამ საჩვენებელი თითი ტუჩზე ამაფარა.მერე სწრაფად მომიახლოვდა წელზე ხელი მომხვია,და ამღვრეული შავი თვალებით მომაშტერდა,თითქოს ყოყმანობდა,ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა,ეკოცნა თუ არა ჩემთვის?
ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და მისმა ათრთოლებულმა ტუჩებმა ადვილად იპოვეს ჩემი ტუჩები...
იგი მკოცნიდა ხანგრძლივად და ვნებიანად....
მე კი ასეთი არასდროს არაფერი არ განმიცდია...
მე იგი მიყვარდა,ყოველ დღე ყოველ წამს დ ყოველ წუთს! მე იგი საუკუნის მერეც მეყვარებოდა,უფრო მეტიც მე სიკვდილის მერეც მეყვარებოდა გეგა!
გეგამ საწოლზე გადამაწვინა,ჩემს ზემოდან მოექცა,და მთელი სხეული დამიკოცნა...
თითქოს სამყარო ატრიალდა და სულ სხვა სამყაროში მთელი არსებით გადავეშვი...
გეგა წრიულად ასრიალებდა ხელებს ჩემი სხეულის ყოველ ნაწილზე,მე კი იმის შიშით რომ მას არ გადაეფიქრებინა,გაუნძრევლად ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას....
ჩემი შიში გამართლდა...გეგამ სწრაფად შემიშვა ხელები და ამღვრეული თვალებით მომაშტერდა...
- ანა მაპატიე...
- გეგა გაჩუმდი გთხოვ,არ გააფუჭო ეს წუთები
- ანა ეს შეცდომააა,შენ ბავშვი ხარ! მე არ მაქვს ამის უფლება
- გეგა..დარჩი გთხოვ,არ წახვიდე,მუდარასავით ისმოდა ჩემი ხმა...
მან კი არაფრად ჩააგდო ჩემი გულწრფელი თხოვნა და არეული ნაბიჯებით დატოვა ოთახი...
გეგამ მარტო დამტოვა...თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა.მაგრამ მან ჩემში მიძინებული სიამაყე გააღვიძა.ძალიან კარგი,მე გეგა არ მჭირდება მე მას ისე ადვილად მივატოვებ რომ იგი ვერც კი წარმოიდგენს! მე არავინ მჭირდებოდა სრულიად არავინ,ყველას გავანადგურებდი ვინც კი გაბედავდა და გეგმებს ჩამიშლიდა.და რაში მდგომარეობდა ეს გეგმა? ეს ჯერ არ ვიცოდი მაგრამ აუცილებლად მოვიფიქრებდი რაიმეს...
ზლაზვნით ავდექი გეგას საწოლიდან და ჩემს ოთახსი შევედი...სასწრაფოდ წყალი გადავივლე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი...სუფთა ჰაერზე გასეირნება გადავწყვიტე და ეზოში გავედი..საბას მოვკარი თვალი,მანაც დამინახა მაგრამ არაფერი შეიმჩნია,თითქოს იქ არც კი ვიყავი.
საბა ისეთი საყვარელი იყო,რაღაც საოცარი ფერის თვალებით,მაღალი, ზესიმპატიური...მხოლოდ ეხლა შევამჩნიე რა საოცარი გარეგნობის ბიჭი იყო იგი,თანაც ძალიან კეთილი და ყურადღებიანი.
ალბათ გაბრაზებულია რომ მოვატყუე,თანაც არაერთხელ.გადავწყვიტე მივსულიყავი და ბოდიში მომეხადა ყველაფრისთვის
- რას აკეთებ საბა? შემრიგებელი ტონით ვკითხე
- არაფერს ქალბატონო ანა,რამ შეგაწუხათ? ირონიულად მკითხა მან,რაც არ მესიამოვნა,მისი ზღვისფერი თვალები სიბრაზეს აფრქვევდა
- საბა მოდი ვილაპარაკოთ!
- რაზე ქალბატონო ანა?
-საბა ძალიან გთხოვ, ოფიციალურობის გარეშე
- რატომ? მე აქ ვმუშაობ! თქვენ კი ბატონი გეგას ცოლი ხართ!
- მერე რა? ეგ არაფერს ცვლის საბა! მე შენთან მეგობრობა მინდა
- მართლა? და ამიტომ მატყუებდით?
- ძალიან ვწუხვარ საბა,გეფიცები,დამიჯერე ძალიან გთხოვ.მე უბრალოდ აქ მოხვედრის დღიდან არ ვიცი ვის უნდა ვენდო.
თითქოს ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა მასზე და გამომეტყველება დაურბილდა.ცოტახანს ეჭვის თვალით მიყურა მერე ოდნავ გამიღიმა.
არა მართლა რა კეთილი და საყვარელი ბიჭია საბა,გულქვა გეგას კი არ გავს? ვფიქრობდი ჩემთვის.
მოკლედ მე და საბა შევრიგდით,მერე კი გულთბილად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.
ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეს და ოთახში შევედით..
ამჯერად არაფერზე ვფიქრობდი სრულიად არაფერზე,გეგაზეც კი,გიოზე ხომ საერთოდ.
მხოლოდ ოთახსი წინ და უკან დავბორიალობდი,მერე კარადის კარები გამოვაღე და წითელი ყუთი გამოვიღე სადაც გეგას ნაჩუქარი დიადემა იდო.სარკის წინ დავდექი და თმა ერთი ხელის მოძრაობით გავიშალე,ჩემი გრძელი თმა ძირს ჩამომეშალა და მხრებზე დამეფინა...თმა დავივარცხნე და დეადემა კავიკეთე,მერე წითელი ტუჩსაცხი წავისვი და სუკათარი თავით მაყოფილმა ჩემს ორეულს ფართოდ გავუღიმე სარკეში...
ჩემი ოთახის კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა,დარწმუნებული ვიყავი გეგა იქნებოდა ამიტომ მისკენ არ გამიხედავს....მაგრამ შევცდი ოთახში საბა იდგა და გაოცებული მიყურებდა,გამოხედვაზე ეტყობოდა ძალიან მოვწონდი...არა კი არ მოვწონდი აღფრთოვანებული იყო ჩემით..მე კი სწორედ ეს მინდოდა..მინდოდა ისევ განმეცადა ის გრძნობა როცა გაღმერთებენ,როცა შენს გამო ნებისმიერ სიგიჟეს დაუფიქრებლად ჩაიდენენ,როცა უბრალოდ,გულწრფელად უყვარხარ ვინმეს! მე კი ეს არასდროს მაკლდა,ბავშვობიდან მოყოლებული არცერთი ბიჭი არ რჩებოდა გულგრილი ჩემდამი....სკოლაში ჩემს გამო ბიჭები ყოველთვის ჩხუბობდნენ და არამარტო სკოლაში...ძირითადად კი მხოლოდ იმიტომ რომ ყველას მე ვუყვარდი,ყველას ჩემთან უნდოდა ყოფნა.მე კი არასდროს არცერთისთვის კატეგორიული უარი არ მითქვამს,პირიქით ისე ვიქცეოდი თითქოს არცერთის მიმართ არ ვიყავი გულგრილი,მაგრამ სიყვარულით არასდროს არ მყვარებია! სწორედ ამიტომ მქონდა განცდა რომ ნამდვილი დედოფალი ვიყავი,სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი თავდაჯერებული და ამაყი! მხოლოდ გიო მიყვარდა,რათქმაუნდა თუ ერქვა ამას სიყვარული,უბრალოდ ძალიან შევეჩვიე,ალბათ უფრო კარგი მეგობრები ვიყავით ვიდრე ორი შეყვარებული ადამიანი.ამას მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებდი!
ამ სახლში მოხვედრის დღიდან კი ყველაფერი შეიცვლა,აქ არავის აინტერესებდა ჩემი გამაოგნებელი სილამაზე...მხოლოდ ეხლა განვიცადე კიდევ ერთხელ, რა გრძნობაა ეს!
თავდაჯერებულობა მომემატა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი საბას რომელიც დაბნეული მადევნებდა თვალს,ყელზე ხელები შემოვხვიე და ვნებიანად ვაკოცე ...არ ვიცოდი რატომ,მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ მე ეს ძალიან მომწონდა....
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს საოცარი ნეტარება...
ბოლოს რატომღაც კარისკენ გავიხედე სადაც გახევებული გეგა ,განრისხებული თვალებით მიყურებდა...
გეგა თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა,შავი თვალები უფრო ჩაშავებოდა,თუჩებზე კი რაღაც ამოუცნობი გამოხატვოდა,ალბათ უფრო ზიზღი ...საოცარია მაგრამ მე ასეთი გეგაც ძალიან მომწონდა,ასეთი მკაცრი და გაბრაზებული,რა უცნაურია არა? როგორ განსხვავდება ის და საბა ერთმანეთისგან! რომ არა ეს უხერხული სიტუაცია დიდი სიამოვნებით ჩავეხუტებოდი და ისეთივე ვნებით ვაკოცებდი როგორც საბას,რამოდენიმე წუთის წინ...
სწრაფად მოვშორდი საბას,რომელსაც ჯერ ვერც კი გაეანალიზებინა რა ხდებოდა,იგი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით...
გეგა კი ნელი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა,მშიშარა არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ეხლა რატომღაც ძალიან მეშინოდა გეგასი,ამიტომ თვალები ძლიერად დავხუჭე და როცა გავახილე საბა იატაკზე ეგდო...გეგა საბას უყვიროდა,ისე ნერვიულობდი სიტყვებს ვერ ვარჩევდი,ბოლოს კი საბამ ოთახი დატოვა...იგი ოთახიდან გავიდა და თან წაიღო რაღაცის იმედი,ნერვიულობამ ერთი-ორად იმატა...
მე და გეგა ოთახში მარტონი დავრჩით....
გეგა ხმას არ იღებდა,არც მე! მხოლოდ თვალებში მიყურებდა და ლაპარაკის დაწყებას სულაც არ ჩქარობდა.ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო,რაც დაძაბულობას მმატებდა...
- რამდენი ხანია? ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო გეგამ.დავიბენი ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
- რა გეგა?
- გეკითხები რამდენი ხანიათქო გოგო! რამდენი ხანია რაც მასულელებთ შენ და საბა? გეგამ ხმას აუწია
- შენ არასწორა გაიგე გეგა!მე...
- რა გავიგე გოგო არასწორად?? სხვას ხომ არ უთქვამს? ჩემი თვალით დაგინახეთ! ისე უნდა ვაღიარო ძალიან უხდებით ერთმანეთს,ორივე ერთნაირები ხართ!
- რას გულისხმობ გეგა? ვცდილობდი ნერვიულობა არ შემემჩნია,,
- ორივე არარაობები ხართ! მოღალატეები! საბასგან მიკვირს,არ ვიცნობდი თურმე...აი შენგან არაფერი გამკვირვებია და არც არაფერი გამიკვირდება...კარგია მასთან? კარგად ერთობით? როცა ერთად ხართ, დამცინით არა? გეგა უკვე ყვიროდა
„საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო“გამახსენდა ჩემი საყვარელი ფრაზა და გადავწყვიტე მეც ასე დამეცვა თავი.სულაც არ ვაპირებდი თავის მართლებას,პირიქით ეგონოს რომ ვღალატობ!რას გააკეთებს? ამაზე უარესი რა დამემართებოდა?
- მართალი ხარ გეგა! მე არც ისეთი ბავშვი ვარ როგორიც შენ გგონივარ! მე თავისუფალ ცხოვრებას ვარ მიჩვეული.აქ გამოკეტილი ვარ,ვერავის ვნახულობ და რადგან ჩემს ძვირფას მეუღლეს აზრადაც არ მოსვლია შემხებოდა,სხვასთან ვეძებ სითბოს და სიყვარულს! სხვათაშორის დარწმუნებული ვარ საბა ათასჯერ გჯობია!
დაუფიქრებლად ვამბობდი ყველაფერს,რაც ენაზე მომადგებოდა მხოლოდ იმიტომ რომ გეგა მომეგერიებინა..
- ნამდვილი ძუკნა ხარ ანა! ისეთი ზიზღით წარმოთქვა გეგამ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,ეს ისე ჩამესმა ყურში თითქოს ამაზე უარესი სიტყვები ცხოვრებაში არ გამეგო.
მეგონა გეგა უამრავ საძაგლობას მეტყოდა,იყვირებდა ან სულაც ისევ ოთახში გამომკეტავდა,მაგრამ შევცდი... მან მხოლოდ ერთი წინადადებით გამაცამტვერა,თავი ნამდვილი მეძავი მეგონა...მაგრამ მე ხომ მხოლოდ ვაკოცე საბას მეტი არაფერი..
გეგამ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა,ჯიბეში ხელები ჩაიწყო და კარებისკენ დაიძრა,ის იყო ოთახი უნდა დაეტოვებინა რომ მძიმედ შემოტრიალდა და მომაძახა
- ნივთები ჩაალაგე სასწრაფოდ! სახლში ბრუნდები,დავითთან! არანაირი სურვილი არამაქვს კიდევ გიხილო პატარა ქალო!
გეგამ ოთახი დატოვა....
ეხლა რა უნდა გამეკეთებინა? ეს სიტყვები რამდენიმე დღით ადრე რომ გამეგო ბედნიერების მეცხრე ცაზე ავიდოდი,მაგრამ ეხლა სულაც არ მახარებდა ეს ფაქტი...რატომ? იმიტომ რომ მე გეგა მიყვარდა! ან იქნებ საბას დატოვება არ მინდოდა? ჩემი ერთი ნაწილს გეგა უყვარდა,მეორე კი საბასკენ იწევდა.ნუთუ შეიძლება ორი კაცი ერთდროულად გიყვარდეს? არა არ შეიძლება!მე სულაც არ მიყვარდა ორი,მე მხოლოდ გეგა მიყვრდა! მეორე ნაწილს კი საბას სიახლოვე სჭირდებოდა,მისი სიყვარული,რადგან ისევ სასურველად მეგრძნო თავი,რადგან ჩემი შერყეული თავდაჯერებულობა კვლავ გამყარებულიყო...
მე ორივე მჭირდებოდა გეგაც და საბაც ერთდროულად...


* * *
ნივთების ჩალაგება აზრადაც არ მომსვლია,ალბათ იმიტომ რომ გულის სიღრმეში კვლავ მქონდა იმედი რამეს მოვახერხებდი და შევძლებდი აქ გეგას სიახლოვეს დავრჩენილიყავი...
უკვე გვიანი იყო,დაძინება ვერ მოვახერხე,ამიტომ საწოლიდან წამოვდექი,ხალათი მჭიდროდ შომოვიხვიე ქამრით და ოთახი დავტოვე..დერეფანს მიუყვებოდი,ბოლოს გეგას ოთახთან შევჩერდი და კერები ნელა შევაღე,არ ვიცოდი რატომ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი გეგამაც ვერ შეძლო დაძინება,ნელა მივედი გეგას საწოლთან და მაინც ჩურცულით ვკითხე
- გეგა გძინავს?
გეგა საწოლზე წამოჯდა და გაოცებულმა მომაშტერდა
- არა!
- გაბრაზებული ხარ ვიცი.რატომ არ მაცადე ამეხსნე ყველაფერი?
- შენ ყველაფერი გასაგებად ამიხსენი ანა!
- არა მე არც მიცდია არაფრის ახსნა!
- ჰმ!საინტერესოაა
- ძალიან გთხოვ გეგა,ნუ მელაპააკები ასე
- ანა ეხლავე გადი ჩემი ოთახიდან,გაიგე?
- არ გავალ! გაბუტული ბავშვივით წამოვიყვირე და გეგას ჩავეხუტე
გეგა გაოცებული მიყურებდა,ბოლოს კი მკითხა
- რა თამაშს თამაშობ ანა? აქ რას აკეთებ?შეგიძლია საბასთან მიხვიდე, ის ხომ ჩემზე ათასჯერ უკეთესია?! მითხრა და ცივად მომიშორა.ეხლა კი გადი აქედან სასწრაფოდ!
- გეგა მე უბრალოდ შენ მჭირდები,ნუ მექცევი როგორც ბავშვს!
- შენ მართლაც ბავშვი ხარ!
- ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს გეგა! მე პირველ რიგში ქალი ვარ,რომელსაც შენთან უნდა და რომელსაც მუდმივად ხელს კრავ! რატომ გიკვირს რომ სხვასთან ვეძებ იმას რისი მოცემაც შენ არ შეგიძლია? თანაც შენ სულაც არ იქნები პირველი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში...
სიტყვით გამოსვლა დავამთვრე,მერე ავდექი და კარებისკენ წავედი..
გეგა გაოცებული მიყურებდა,თითქოს უკვირდა რომ ასე მსჯელობა შემეძლო,თითქოს სურვილმა წამოუარა გაეღო „მოწყალება“ მარტოსული ბავშვისთვის...
კარები გავაღე და გარეთ გავიდოდი,გზად გეგას იდუმალი ნათქვამი რომ არ დამწეოდა
- დარჩი ჩემთან...
ეს ისეთი გრძნობით იყო ნათქვამი რომ სულში რაღაც სასიამოვნო სიმი შემერხა...ხმა თითქოს ექოსავით მეორდებოდა ჩემს გონებაში:დარჩი ჩემთან....დარჩი ჩემთან...დარჩი ჩემთან...
იმ წამს თავში უამრავმა აზრმა გამიელვა.დავრჩენილიყავი თუ არა? იქნებ შურისძიება აქვს გადაწყვეტილი?იქნებ ისევ ხელი მკრას? კიდევ ერთხელ დამამციროს...მაგრამ მე მინდოდა დარჩენა,მე ამ წამს გეგა მჭირდებოდა მხოლოდ.ნუთუ მასაც ვჭირდები?
გეგა საწოლში იწვა,მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.თან დარჩენა მინდოდა,მაგრამ გეგა უმოქმედოდ ელოდებოდა რას მოვიმოქმედებდი.
ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე,მე მიღირდა გამერისკა..თუ გეგა ხელს მკრავდა არც ეს იყო პრობლემა,ამას აუცილებლად ვანანებდი...
- ანა დარჩი ჩემთან,ისევ ისე იდუმალი ხმით მთხოვდა გეგა..
მე კი ქანდაკებასავით ვიდექი ოთახში
ბოლოს გეგამ საწოლიდან წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა,მე კი მოურიდებლად ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას,ის ისეთი იყო,სიმპატიური? არა,უბრალოდ სრულყოფილი!
რამოდენიმე წამში მე და გეგა ერთმანეთს მთელი გრძნობით ვკოცნიდით და მე მივხვდი რომ მასაც ისევე უნდოდა ჩემი მოფერება როგორც მე მისი...გეგა ძლიერად მიკრავდა სხეულზე თან მთელ სხეულის ყველა ნაწილს მიკოცნიდა,იგი ჩქარობდა,თითქოს ეშინოდა რომელიმე ნაწილი არ დარჩენოდა დაუკოცნავი. .მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,სწრაფათ გავხადე მაისური და სანამ თვითონაც იგივეს გააკეთებდა დავასწარი,მაისური სწრაფად გავიხადე და იქვე იატაკზე ვისროლე,გეგამ ხელი მკრა და საწოლზე დამაგდო,ჩემს ზემოთ მოექცა...
გეგას თვალები ვნებისგან უბრწყინავდა,ასეთი არასდროს მენახა,იგი სულ სხვანაირი იყო,თითქოს მასში სულ სხვა არსება იყო, როგორც ჩემში...
ვნების მორევიდან სვეტას შეშფოთებულმა ხმამ გამოგვაფხიზლა,მე მძულდა სვეტა,მძულდა მთელი არსებით რადგან ოცნება, რომელიც წუთი-წუთზე რეალობად უნდა ქცეულიყო,ისევ აუხდენელ ოცნებად რჩებოდა..
მე და გეგა სასწრაფოდ მოვშორდით ერთმანეთს და აჩაჩული ტანსაცმელი სწრაად გავისწორეთ.გეგას თვალებში ვნების ნაპერწკალიც კი აღარ დარჩენილიყო,მაშინ როცა რამდენიმე წამის წინ ცეცხლის ალი გიზგიზებდა.მაოცებდა ეს კაცი!როგორ შეეძლო ემოციების გაკონტროლება?
გეგა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და კარები გააღო,იქ გაფითრებული სვეტა იდგა..
- ბატონო გეგა,ქალბატონი ანა ოთახში არარის,მთელი სახლი დავიარე და ვერსად ვიპოვე,თქვენ ხომ არ იცით სად არის?
- კი, აქ არის.სვეტა რა მოხდა? ხომ მშვიდობაა?
- საავადმყოფოდან დარეკეს,ბატონი დავითი ძალიან ცუდად ყოფილა და ანას ნახვა უნდაო,დასაკარგი დრო არ არის ბატონო გეგა.სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ.
მათ ლაპარაკს გაქვავებული ვუსმენდი,რა დაემართა დავითს? მას რომ რამე მოსვლოდა რა მეშველებოდა? მის დაკარგვას ვეღარ გადავიტანდი.ბევრი ძვირფასი ადამიანი წამართვა ცხოვრებამ,ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა! გულმა ათჯერ,ასჯერ,ათასჯერ სწრაფად დაიწო ძგერა.ცრემლები კი თითქოს მიმსუბუქებდა ტკივილს,რომელსაც ერთადერთი ახლობლის დაკარგვის შიში ქვია და რომელიც ყველაზე საშინელი გრძნობაა ამ ქვეყნად.
გეგამ სწრაფად შემობრუნდა ჩემსკენ და გაფითრებულმა მითხრა:
- ანა მიდი მოწესრიგდი და წავიდეთ..
- მითხარი სერიოზული ხომ არაფერია?
- ანა მე არაფერი ვიცი,მიდი გაემზადე სასწრაფოდ
- გეგა გეფიცები დავითს რომ რამე მოუვიდეს გავგიჟდები!
გეგას არაფერი უთქვამს...
სასწრაფოდ ჩემს ოთახში შევვარდი და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი.
ქვემოთ ჩამოსულს სვეტამ მითხრა რომ გეგა მანქანაში მელოდებოდა,ასეც იყო გეგას უკვე გამოეცვალა და მანქანაში მელოდებოდა,ჩავჯექი თუ არა,მანქანა ადგილიდან მოწყდა,
ხმას არცერთი არ ვიღებდით.ან კი რა იყო სათქმელი? მე მხოლოდ ვტიროდი და თან გულში ვლოცულობდი...გადარჩენოდა კი ბიძაჩემი? ისიც კი არ ვიცოდი რა მოუვიდა!
- ანა ნუ ტირი ძალიან გთხოვ,აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება.გეგა ცდილობდა დავემშვიდებინა რაც მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდა...
გულის სიღრმეში,ჩემი ქვეცნობიერი გრძნობდა რომ ისევ გამეხსნებოდა ის ჭრილობა რომელის შეხორცებასაც წლების მანძილზე ვცდილობდი,ჭრილობას რომელიც ცხოვრებამ მომაყენა როცა დავკარგე ყველა,ჩემი დედა, მამა,ბიცოლა რომელიც შვილივით მზრდიდა და ახლა ვკარგავდი ადამიანს რომლის გარდაც ასარავინ მყავდა გულშემატკივარი...
ჩემნაირი მარტოსულისთვის ეს სრული განადგურება იყო....
ფიქრებში ისე ვიყავი გართული, ვერც კი შევამჩნიე როგორ მივუახლოვდით საავადმყოფოს.საზარელი ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომაფხიზლა
- ანა მოვედით
- იცი გეგა? მე მეშინია
- რისი? დავითი კარგად იქნება აი ნახავ
- ყველაფრის! ყველაზე მეტად კი მარტო დარჩენის
- ნუ გეშინია,მე ყოველთვის შენთან ვიქნები!
- მპირდები?
- გპირდები!
- ვიცი გეგა,შენ პირობას არასდროს არღვევ!
გეგას თვალებში რაღაც უცნაური იკითხებოდა.სიყვარული? არა,ეს უბრალო სიბრალულს უფრო გავდა.ყველა გრძნობას ავიტანდი გეგასგან ოღონს სიბრალულს არა!
გეგამ გულზე მიმიხუტა და შუბლზე,ძალიან,ძალიან თბილად მაკოცა...
საავადმყოფოში შესულებმა ექთნისგან შევიტყვეთ რომ ბიძაჩემს მანქანა დაეჯახა და საქმე სერიოზულად იყო.
რამდენიმე წუთში მე და გეგა დავითის პალატის კარებთან ვიდექით.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,კარები გამეღო და სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა თუ სიმართლეს გავქცეოდი და ილუზია შემექმნა რომ ყველაფერი კარგად იყო.თითქოს გეგა მიმიხვდა ფიქრებს და გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა
- ანა კარი გააღე...ყურში ჩამჩურჩულა მან
კარები ნელა შევაღე და ადგილზე გავქვავდი,დავითს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ერტყობოდა,სულ გაფითრებულიყო,ხმაურზე ჩვენსკენ გამოიხედა
- მოხვედი ანუკი?
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,სწრაფად მივვარდი დავითის საწოლთან,ჩავიმუხლე და მისი ხელი ხელებშუა მოვიქციე.
- ნუ ტირი საყვარელო,შენი ნახვა ძალიან მინდოდა,მინდოდა კიდევ ერთხელ მენახე,სიკვდილის წინ
- დავით ძალიან გთხოვ მარტო არ დამტოვო გესმის?უშენოდ რა მეშველება? სულ მარტო გინდა დამტოვო? ეს თხოვნას არ გავდა ეს უკვე ბრძანება იყო
- მაგას ნუ ამბობ ანა,ჩემი დროც მოვიდა უკვე,მარტო არ გტოვებ!
დავითი გეგას მიუბრუნდა
- გეგა იცოდე მიხედე ანას.ვიცი რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ,თითქმის ჩემს თვალწინ გაიზარდე.მას ეხლა არავინ ყავს შენს მეტი,შენ უნდა იყო მისი მამაც, მეგობარიც და ქმარიც,გული არ ატკინო გეგა,ვიცი ზოგჯერ აუტანელი ხასიათი აქვს მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან სუსტი და დაუცველია,ეს მხოლოდ მისი ნიღაბია თავის დასაცავად.მე ეს კარგად ვიცი,მას ჩემსავით არავინ იცნობს!
- ნუ ღელავ დავით,გეფიცები როგორც ყველაზე ძვირფას ჩემს ცხოვრებაში ისე გავუფრთხილდები,გპირდები!
- ვიცი გეგა,ამიტომ შემიძლია მშვიდად წავიდე
- დავით არ დამტოვო ძალიან გთხოვ, არა კი არ გთხოვ,გიბრძანებ! არ გაქვს ამის უფლება! შენც უნდა მიმატოვო,დანარჩენებივით? ძალიან გთხოვ
უკვე განწირული ხმით ვყვიროდი
დავითმა თვალები დახუჭა...ეს უკვე ცუდის ნიშანი იყო...
იმედი დამეკარგა,მანაც დამტოვა როგორც ყველამ...
ეს დასასრული იყო....
საწოლზე დავემხვე და თხოვნა დავუწყე უკვე უსულო სხეულს,რომ მარტო არ დავეტოვებინე,გეგა კი ცდილობდა დავემშვიდებინა, ჩემს უკან იდგა და ცდილობდა დავეშორებინე დავითთან,მაგრამ ამაოდ
- ანა ძალიან გთხოვ დამშშვიდდი
- შემეშვი გეგა!
- ანა უკვე ვერაფერს შევცვლით წამოდი სახლში
- სად გეგა შენთან? არასდროს! ყველაფერი შენი ბრალია გაიგე? შენი ბრალია ამდენ ხანს რომ ვერ ვნახე ბიძაჩემი,რომ ვერ ვუთხარი როგორ მიყვარდა და რამდენს ნიშნავდა ჩემთვის! რომ ყველაზე უბედური ბავშვი ვარ! არაფერს აკეთებ რომ ცოტათი მაინც გამიხალისო ცხოვრება, შენი ბრალია გაიგე? გაეთრიე აქედან! შენი დანახვაც არ მინდა...
გეგა ადგილიდან არ იძროდა,მხოლოდ გაოცებული მიყურებდა
- ანა ჩემი ბრალი არ არის რომ დავითი აღარაა
- გაეთრიე აქედან! ყველაფერი შენი ბრალია!
განწირული ვყვიროდი თან მუშტებს ვურტყამდი გეგას,ის კი ჩემს შეჩერებას ცდილობდა
- გეგა წადი! რაიყო დაყრუვდი? წადი აქედან!
გეგას სიბრაზისგან თვალები აენთო და მართლაც წავიდა...
როცა ტირილით გული ვიჯერე,პალატა დავტოვე.მინდოდა წავსულიყავი მაგრამ არ ვიცოდი სად! ქუჩაში გამოვედი და უაზროდ დავიწყე ხეტიალი.არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი ასე,ბოლოს კი გადაწყვეტლება მივიღე სახლში დავბრუნებულიყავი,მაგრამ არა გეგასთან...
ტაქსი გავაჩერე და იმ სახლში მივედი სადაც მე და დავითი ვცხოვრობდით,ეხლა სწორედ აქ ყოფნა მჭირდებოდა,აქ ყველაფერი დავითსა და კარგ დღეებს მახსენებდა,ასეთი დღეები კი მხოლოდ რამდენიმე იყო...
ჩემს ოთახში ჩაკეტილმა მთელი დღე ტირილში გავატარე.არ ვიცოდი რა დრო იყო, საათისთვის არც კი შემიხედავს..
კარებთან ნაბიჯების ხმა გავიგე,სხვა დროს ალბათ ძალიან შემეშინდებოდა,მაგრამ ეხლა სრულიად უემოციოდ ვიწექი საწოლში,ინტერესიც კი არ გამჩენია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო...მაგრამ თავში წამიერად მაინც გამიელვა "იქნებ ქურდია?" ვერც ამან მოახერხა ჩემი გამოფხიზლება
შევცდი,კარებში გეგა იდგა
- მე არ წავალ ანა! არასდროს წავალ შენი ცხოვრებიდან!მე არასდროს დაგტოვებ მარტო! მე შენ მჭირდები,შენც გჭირდები,მე ვიცი ეს!
- რა გინდა გეგა?
- დაგპირდი რომ ყოველთვის შენთნ ვიქნები,მე კი პირობას არასდროს ვარღვევ!
- ვიცი!
გეგა უხმოდ მომიახლოვდა საწოლზე ჩამოჯდა და გულზე მიმიხუტა
- ანა ამაღამ შენთან დავრჩები
- მე არ მინდა გეგაა!
- არ უბრალოდ ერთად დავწვეთ,ერთ საწოლში.
არაფერი მითქვამს...
მე და გეგა ერთ საწოლში ვიწექით,გეგას მკერდზე მიხუტებულმა მთალი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე...ვფიქრობდი,ყველაზე და ყველაფერზე...
გეგაც ფიქრობდა,არც მას ეძინა.და დროდადრო სუბლზე ალერსიანად მკოცნიდა....
დრო გაჩერდა,თითქოს სამყარო დატრიალდა,მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა,მე ისევ უბედური ვიყავი როგორც ყოველთვის,დავითიც აღარ იყო ჩემს გვერდით.ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში გეგა იყი.მაგრამ სულაც არ მახარებდა ეს ფაქტი! მე გეგა მიყვარდა,ეს კი გულს მიღეღნიდა.ცხოვრება ხომ ბევრად მარტივი იქნებოდა რომ არ გვიყვარდეს,განვიცდიდეთ და გვტკიოდეს? ყველაზე დიდ ტკივილს ხომ ჩვენი საყვარელი ადამიანები გვაყენებენ? ნებით თუ უნებლიედ ეს ასეა,ყველაზე მეტად ხომ მისგან გვწყინს ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს..
და რა იქნება ხვალ? გეგაც მიმატოვებს როგორც ყველა,მისი აქ ყოფნაც დროებითია...
გეგა გაუნძრევლად იწვა შერხევას ვერ ბედავდა,რომ არ შევეწუხებინე.მე კი ისევ მის მკერდზე მედო თავი და მისი გულის ცემას ვუსმენდი. ქვემოდან ავხედე და მოულოდნელი კითხვა დავუსვი რამაც ძალიან დააბნია
- გეგა რატომ აკეთებ ამას?
- რას ვაკეთებ?
- რატომ ხარ აქ,ეხლა? მე ხომ გითხარი რომ შენი დანახვაც არ მინდა!
- შენ გულით არ გითქვამს ანა,მე ვიცი ეს!
- რაიცი?
- ვგრძნობ.ტკივილი და მრისხანება ადამიანს უამრავ სისულელეს ჩაადენინებს და ათქმევინებს
- მე არ მომწონს ეს!
- რა არ მოგწონს ანა?
- ბევრი რამ!მაგრამ ეხლა ჩემს მდგომარეობაზე ვამბობ,რატომ ხარ ჩემს გვერდით? რადგან დავითმა გთხოვა სიკვდილის წინ? თუ არის კიდევ რაიმე მიზეზი?
- მე უკვე გითხარი ანა,მე შენ მჭირდები
- რაში გჭირდები გეგა? მე არავის ვჭირდები,ყველას მხოლოდ გარეგნულად მოვწონვარ,ბიჭების უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ მეპირფერება რომ ბოლოს საწოლში ჩავუგორდე,შენც ეს გინდა არა? ძალიან კარგი! მოდი აქ და ახლავე!
გეგას მოვშორდი და ერთი ხელის მოძრაობით სრულიად შიშველი დავრჩი მის წინ..
გეგას თვალები ვნების ცეცხლით აენთო,ჯერ ყოყმანობდა,ვერ გადაეწყვიტა,ბოლოს სწრაფად მომიახლოვდა და ტუჩებში ვნებიანად,რაღაც არა ამქვეყნიურად მაკოცა...
მე სულაც არ მინდოდა მასთან, მითუმეტეს ამ მომენტში,ეს შურისძიებას უფრო გავდა.საკუთარ თავზე შურისძიებას...
გეგა სწრაფად მოეგო გონს,იქვე კარადაში დადებულ ხალათს დაავლო ხელი და მომაფარა
- ჩაიცვი ანა,ახლავე! შენ სწორად ვერ გამიგე,მე შენთან სექსი კი არა, შენ მჭირდები...
- ცრუობ!
- მე დაგიმტკიცებ რომ სიყვარული უფრო მეტია ვიდრე უბრალო ლტოლვა!
ამ პასუხს ნამდვილად არ მოველოდი,ცოტათი შემრცხვა კიდეც,ვინანე ჩემი საქციელი..
თავდახრილმა მეტი ვეღარ მოვითმინე და მწარედ ავტირდი.გეგამ ორივე ხელი სახეზე ნერვიულოდ აიფარა და სევდანარევი ხმით,თითქოს ჩურცულით მითხრა
- მოდი ჩემთან,ნუ გავაფუჭებთ ამ წუთებს ანა.შენ ძალიან კარგი გოგო ხარ.არის შენი ხასიათის მიღმა კეთილი გული,დავითი მართალი იყო,ეს მხოლოდ ნიღაბია თავის დასაცავად,მაგრამ შენ ჩემგან თავდაცვა არ გწირდება,მე დაგანახებ რომ შეიძლება შენი ხასიათის და გულისთვის შეუყვარდე ვინმეს და არა მხოლოდ უნაკლო გარეგნობის გამო!
- გეგა მაპატიე..
- ეს უკვე მომწონს,თბილად გამიღიმა მან
- რა მოგწონს?
- შენ თქვი მაპატიეო,ამ ერთი სიტყვისთვის ხომ გახსოვს რამდენი მაწვალე? მეც და სვეტაც.
- მართალი ხარ შენ სხვებს არ გავხარ!
- მოდი ყველაფერი დავივიწყოთ კარგი?
- კარგი!
და ისევ ისე ვიწექით საწოლზე,მე და გეგა,თითქოს რამოდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარიყო,მე ისევ ვუსმენდი მის გულის ცემას,რომელიც ეხლა გაცილებით აჩქარებულიყო.....
იმ დღიდან ყველაფერი საოცრად შეიცვალა.<<ეს კარგია თუ ცუდი?>> ამ კითხვას ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს.დავითიც დავკრძალეთ,მართალია ბევრი არავინ ყოფილა იქ,მაგრამ ვინც იყო ყველას ძალიან წყდებოდა გული.მე კი სრულიად ურეაქციოდ ვადევნებდი თვალს ყველა იქ მყოფთ.თითქოს ცრემლი გამიშრა! ამ ხნის განმავლობაში გეგა გვერდიდან არ მომშორებია,ბიძაჩემის სიკვდილმა თითქოს დაგვაახლოვა,ალბათ იმიტომ რომ მე მის მეტი არავინ მყავდა და მან ეს ყველაზე უკეთ იცოდა,ან იქნებ იმიტომ რომ დავითმა სთხოვა სიკვდილის წინ? არცერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ გეგას იმედი უნდა მქონდოდა ყოველთვის...
დღეები უღიმღამოდ მისდევდნენ ერთმანეთს,მე გეგა და სვეტა ვიყავით მხოლოდ სახლში,მე კი დროის უმეტეს ნაწილს ჩემს ოთახში ვატარებდი,საბასაც ვეღარ ვხედავდი..ერთ დღესაც გეგა ჩვეულებისამებრ ჩემს ოთახში შემოვიდა
- ანა გაემზადე მივდივართ..რაღაც იდუმალება იმალებოდა მის ხმაში
- სად?
- ეგ სიუპრიზია
- მძულს სიუპრიზები! ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა
- ეგ არ არის სიმართლე ანა! მე ხომ ვიცი როგორ გიყვარს სიუპრიზები...გაიმკაცრა ხმა გეგამ.
- და შენ რა იცი? შენ საერთოდ არაფერი იცი ჩემზე,და მე? რა ვიცი შენზე? ეგოისტი ხარ რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს!
არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ეს ყველაფერი ჩხუბის დასაწყის გავდა,შევცდი...გეგას არაფერი უთქვამს....
სხვა დროს ალბათ გაბრაზდებოდა,მიყვირებდა ან რაიმე "სასჯელს" მომიფიქრებდა,ცრუ ბრალდების გამო.ეხლა კი მისმა დუმილმა საბოლოოდ დამარწმუნა რომ გეგას მხოლოდ ვეცოდებოდი,ეცოდებოდა პატარა,დაუცველი ბავშვი,ბავშვი რომელსაც ძალიან უყვარდა,და რომელსაც დააკარგვინა იმის იმედი რომ შეეძლო მისთვის ნამდვილი ცოლობა გაეწია...
- ანა რატომ მერჩი?
- კარგი რა გეგა! საიდან მოიტანე.გაღიზიანება დამეტყო ხმაში
- რატომ არ მაძლევ სასუალებას დაგიმტკიცო რომ ბევრს ნიშნავ ჩენთვის?
არაფერი ვუთხარი,ეს კი მან თანხმობად მიიჩნია და სწორადაც მოიქცა,რადგან ჩემი დუმილი სწორედ ამას ნიშნავდა...
- ნახევარ საათში მოგაკითხავ და მზად დამხვდი იცოდე! მხოლოდ ეს დამიბარა და ოთახი სასწრაფოთ დატოვა.
თან საშინლად ვბრაზობდი გეგაზე თან სიგიჟემდე მიყვარდა.როდის შემიყვარდა? როცა პირველად ვნახე? თუ როცა პირველად ვაკოცე? ან იქნებ როცა ოთახში შევაკითხე და კინაღამ შევაცდინე?
ამ ფიქრებში გართულმა სრულიად უგემოვნოდ ჩავიცვი,არადა ყოველთვის გამომწვევად მიყვარდა ჩაცმა.
ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ გეგა ჩემი ოთახის კარებთან იდგა.
ის ისეთი იყო,როგორ გითხრათ....არაამქვეყნიერად სიმპატიური,შავი შარვლისა და შავი პერანგის ფონზე თვალებიც საოცრად ჩაშავებოდა და მომაჯადოებლად მიცქერდა.
გეგას არაფერი უთქვამს,არც მე მითქვამს არაფერი, უხმოდ დავტოვეთ ოთახი,უხმოდ ჩავჯექით მანქანაში და არც მაშინ ამომიღია ხმა როცა გეგამ მანქანა,ჩვენი სახლიდან კარგა მოშორებით, ულამაზესი ბაღის შუაგულში მდგარი უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა.
კარები გამირო და გადმოსვლაში დამეხმარა.
- მოგწონს ანა?
- ძალიან! აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ეს ვისი სახლია გეგა?
- ჩვენი!
- არააა...გაოცებას ვერ ვმალავდი
- კი,კი...სიცილი დაიწყო გეგამ
- კი მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს სახლი?
- და ვინ გითხრა რომ ეს სახლია?
- არ მგონია გეგა,ვხედავ...მის ღიმილს ღიმილი დავახვედრე.
- ცდები ანა,ეს სასახლეა,და შენ მისი დედოფალი ხარ...
- მოწოდებით....
- სულაც არა ანა! შენ უკვე ხარ ქალი-ქალში..
- ანუ?
- შენ უკვე ხარ დედოფალი...
გეგა ნელა მომიახლოვდა,ტუჩებზე ჯერ ნაზად გადამისვა თითი მერე კიმისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა ტუჩებში.
გეგამ მოულოდნელად ხელში ამიტაცა და ისე შემიყვანა სახლში.სახლი იმაზე ლამაზი იყო ვიდრე გარედან ჩანდა,უზარმაზარი ოთახებით,თანაც მათი ინტერიერი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
- მართლა მოგწონს ანა? კითხვა გამიმეორა გეგამ
- კი გეგა, სხვანაირად არც შეიძლებოდა,ის ხომ ჩვენი სასახლეა
- ჩვენი არა ანა,შენია
- მაგრამ მე არ მინდა არაფერი,უშენოდ..გეგა იცი? რაღაცის თქმა მინდა და არ ვიცი,საიდან დავიწყო
- თავიდნ დაიწყე ანა,ღიმილმა ბაგე გაუპო
- ...მე შენ მიყვარხარ!
არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ამის თქმა,ალბათ მოზღვავებულმა ემოციამ,რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვია <<შენ უკვე ხარ ქალი-ქალში>> ანუ ისე მიყურებს როგორც ქალს,ვფიქრობდი ჩემთვის
გეგა რამდენიმე წუთი გაოცებული მიყურებდა,ვერ მივხვდი გაუხარდა და თუ პირიქით.
ნუთუ სულ არ გაუხარდა? ნეტავ რას ფიქრობს ახლა? იქნებ გაუხარდა,ან პირიქით? რას მეტყვის ახლა? ფიქრებიდან გეგას ხმამ გამომაფხიზლა
- ჰოდა,ძალიან ცუდი ანა! ხმა გაუცივდა
თითქოს თავში რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს,თავმოყვარეობა შემელახა,განა ახლა? არა,იმ დღიდან როცა გეგას ცოლობაზე დავთანხმდი..
მორჩა ყველაფერი დასრულდა,არ ვუყვარვარ..
- გეგა მე მართლა მიყვარხარ...უკან დახევას ვამჯობინე გულახდილი ვყოფილიყავი მასთან
- რატომ ანა?
- განა ვიცი გეგა? იციან რატომ უყვარდებათ? მე მიყვარხარ ასე უბრალოდ,ყველაფრის გარეშე
- გეჩვენება ანა,ეს არ არის სიყვარული,შენს ასაკში იცის ხოლმე
- რა იცის? გავაპროტესტე მისი შენიშვნა
- გატაცება,შენ უბრალოდ სულ ჩემს გვერდით ხარ და ამიტომაც გგონია ეგრე
- ეგ არაფერ შუაშია!
- დამიჯერე ანა,მე ვიცი რასაც ვამბობ. გიო გენატრება?
რატომ დასვა ეს კითხვა? ან რამ გაახსენა ეხლა გიორგი?
- არ მენატრება!
- იცი რომ ცოლი მოიყვანა?
გულსი რაღაც სიმი ჩამწყდა,ნუთუ ასე მალე დავავიწყდი? თან საკუთარ თავზე ვბრაზობი თან გიოზე, გიოზე იმიტომ რომ ასე უცებ დამივიწყა და საკუთარ თავზე იმიტომ რომ ასე მადარდებდა ეს ამბავი,განა მე მახსოვდა გიო? რატომ ვბრაზობდი მასზე?
- მართლა? არ ვიცოდი?
-ჰო და ორივენი საზღვარგარეთ წაუყვანია მამამის საცხოვრებლად. ირონია იგრძნობოდა მის ხმაში
- არ მაინტერესებს გეგა,მგონი ჩვენ სხვა რამეზე ვლაპარაკობდით
- რა არი სათქმელი ანა? სახე მოექუფრა გეგას, შენ გგონია რომ გიყვარვარ,მაგრამ ეს შეუძლებელია
- რატომ არი შეუძლებელი?
- შენ სულ ბავშვი ხარ
- რა მერე? ნუთუ არ იცი რომ სიყვარულმა ასაკი არ აქვს?
მრისხანე მზერა მივაბყარი და უხმოდ დავტოვე ოთახი...
პირველივე ოთახში შევვარდი,საწოლზე დავეხეთქე და მწარედ ავტირდი.ვერ ვიჯერებდი, ნუთუ ეს ყველაფერ ჩემს თავს ხდებოდა? საკუთარ დაგებულ მახეში გავები.მე შემიყვარდა გეგა,არადა ყველაფერი პირიქით უნდა მომხდარიყო.რა მივიღე შედეგად? ტანჯვა და იმედგაცრუება.
ჩემს სმენას ნაბიჯების ხმა მიწვდა,მაშინვე მივხვდი გეგა იყო,ან სხვა ვინ იქნებოდა? ამ სახლში რომელიც ჩემი "სასახლე" უნდა ყოფილიყო,მხოლოდ ჩვენ ვიყავით.მწარედ ჩამცინა..
გეგა ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.
- მაპატიე ანა...
- რა გეგა? უფრო სწორად უნდა მეთქვა :რომელი ერთი გეგა? სარკაზმს არ ვიშურებდი
- იცი? ალბათ უცნაურია ამას რომ ვამბობ მაგრამ,შენ ეს სიტუაციაც ისე გიხდება როგორც სხვა ყველაფერი
- ამ სიტუაციაში რას გულისხმობ? არაფრის მთქმელი მზერა მივაპყარი გეგას
- მე ყველაფერი მომწონს შენში,შენი სიხარული, გაბრაზება,ღიმილი,საოცარი თვალები,ულამაზესი ტუჩები,შენი უზადო სხეული....შენი სიძულვილიც კი...მხოლოდ ერთ რამეს ვერ ავიტან ანა! ვერასდროს...სახე მოექუფრა გეგას
- არასდროს შემიძულო!
- ერთი მიზეზი მაინც დამისახელე გეგა,რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?!
- იმიტომ რომ...მეც მიყვარხარ ანა...
არ ვიცი რა დამემართა...ყველა ემოციამ ერთად იფეთქა ჩემში...სიხარული ბედნიერება და სინანულიც,რისი მიზეზიც ჯერ კიდევ ვერ გამეგო. იმ წუთებში ვიგრძენი რა არის ბედნიერების პიკი.
მაგრამ იგი არც ისე დიდ ხანს გაგრძელდა,გეგამ სწრაფად დამატა მის სიტყვებს
- მაგრამ, ეს არაფერს ცვლის ჩვენს ურთიერთობაში ანა...ჩემს წინ სრულიად უცხო ადამიანი იდგა,მე არ ვიცნობდი მას,ის აღარ იყო ქედმაღალი და იგი სულაც არ ცდილობდა თავისი გრძნობები დაემალა...
ის სხვა გეგა იყო....
- კი მაგრამ ...
- არავითარი მაგრამ ანა! შენ ბავშვი ხარ..
- მე შენი ცოლი ვარ გეგა,მე მაქვს პრეტენზია აღმიქვა როგორც ნამდვილი ცოლი...
- არ შემიძლია ანა...სწორედ იმიტომ რომ მიყვარხარ,არ მინდოდა მაგრამ ეს მაინც მოხდა,შენი სიყვარული, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და ბედნიერებაა ერთდროულად...მე ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ ანა,წარმოიდგინე შენზე მეტიც კი,მაგრამ მე აღარ შემიძლია მოგექცე როგორც საკუთრებას...
ვუსმენდი გეგას და არ მჯეროდა რომ იგი სანატრელ სიტყვებს მეუბნებოდა,მაგრამ მე ეს სიტყვება გულს ძალიან მტკენდა...
- გეგა თუ ეს სიმართლეა,გამიშვი,მომეცი ნება წავიდე.... შენგან.....
მიჭირდა ამ სიტყვების თქმა,მაგრამ აღარ შემეძლო, მინდოდა გავქცეოდი მის სიყვარულს რადგან არ დავტანჯულიყავი.
- ანა შენ თავისუფალი ხარ,შეგიძლია წახვიდე....მე მძულს წაგება
- და ეხლა შენ აგებ გეგა? როგორ ფიქრობ?
- არ ვიცი ანა,მე ვაგებ და ვიგებ ერთდროულად,მე არ შემიძლია...
- რა?
- არ შემიძლია ტკივილი მოგაყენო..
სიტყვებმა ძალა დაკარგეს, გეგა გულში მიკრავდა,მთელი გრძნობით და ცდილობდა მისი მთელი სიყვარული ამ პროცესში ჩაექსოვა...
ვიცოდი ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო...
მე მეტჯერ ვეღარ ვნახავდი მას....
ასეც მოხდა,იგი ნელა მომშორდა,ტკივილით სავსე თვალებით მომაშტერდა,მერე შუბლზე ნაზად მაკოცა...
კარებთან მისული რამოდენიმე წამით გაჩერდა,თითქოს ყოყმანობდა,თუ იგი მობრუნდებოდა ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებოდით,მაგრამ გეგა არც კი მობრუნებულა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი...
დასასრული,აღმომხდა ნირწამზდარს...
ჩემი ცხოვრების ეს ფურცელიც გადაიშალა და მე ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი....
იმ ღამით მკვდარივით მეძინა.ჩემი თავის მიკვირდა,როგორ შემეძლო ჩემი ცხოვრების ყველაზე შავ-ბნელ ღამეს დამეძინა? თანაც ასე მშვიდად? გეგა ისე მოულოდნელად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან,როგორც გამოჩნდა.მარტოობა ჩემი ხვედრია,მე არ შემეძლო ვინმე მეპოვნა,შემყვარებოდა და მთელი ცხოვრება ბედნიერი ვყოფილიყავი.მე უბრალოდ შემეძლო,ვინმე მომეხიბლა,თავი შემეყვარებინა და უკეთესი ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში, დაუფიქრებლად მომესროლა ჩემი ცხოვრებიდან.
საწოლიდან წამოვდექი,თავი მოვიწესრიგე და ის იყო ჩემი ყოფილი "სასახლის" დატოვებას ვაპირებდი რომ ვიღაცამ კარებზე დააკაკუნა.გულის სიღრმეში ალბათ იმედი მქონდა რომ გეგა იქნებოდა,მაგრამ შევცდი.მე ვთხოვე გეგას გავეშვი,მაგრამ მე ეს სულაც არ მინდოდა,მინდოდა ეთქვა რომ არასდროს მიმატოვებდა ან რამე ამდაგვარი,ან სულაც არაფერი ეთქვა და არ წასულიყო.ამ ფიქრებში გავაღე კარი,კარებში საშუალო ასაკის კაცი იდგა.
- თქვენ ალბათ ანა ხართ არა? ოფიციალური ტონით იკითხა უცნობმა
- დიახ.რა გნებავთ?
- ანა მე გეგამ გამომგზავნა.
ამის გაგონებაზე შევტორმანდი
- კი მაგრამ,გეგამ? რატომ?
- უამრავი მიზეზის გამო,პირველ რიგში სკოლაში უნდა დაბრუნდეთ.
- ვინ გადაწყვიტა ეს?
- ბატონმა გეგამ.
- გასაგებია...და კიდე რა გადაწყვიტა გეგამ უჩემოდ?
- აი ამას ხელი უნდა მოაწეროთ-ო მითხრა მან და საბუთები გამომიწოდა
- ეს რა სრის? ქაღალდებს დავაშტერდი
- ეს განქორწინების საუთებია
ამის გაგონებაზე ფეხები მომეკეცა,თავი ძლივს შევიკავე რომ არ წავქცეულიყავი
- ყველაფერი მზადარი ანა,მხოლოდ თქვენი ხელის მოწერაა საჭირო.
საბუთები გამოვართვი და სასწრაფოდ მოვაწერე ხელი,<<ეხლა კი ყველაფერი დამთავრდა>>ვფიქრობდი ჩემთვის
- კიდევ არი ანა რაღაც
- კიდევ? გეგა სიუპრიზებს არ მაკლებს
- ბატონ გეგას უნდა თქვენ ამ სახლში დარჩეთ,მაგრამ ისიც მითხრა,თვითონ გადაწყვიტოსო
- კიდევ არი რამე? ირონიულად გამომივიდა
- არა არაფერი,ახლა შემიძლია წავიდე.
-იცით რაღაც მინდა გთხოვოთ
- მთხოვეთ,რაპრობლემაა.მხრები აიჩეჩა სტუმარმა
- მანქნით ხართ?
- რათქმაუნდა.გამიღიმა
- შეგიძლიათ სახლში გამიყვანოთ?
- რაპრობლემაა
მანქანაში ვუჯდებოდი უცხო კაცს,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი,მაგრამ ის რომ იგი გეგამ გამოგზავნა მამშვიდებდა.
თითქოს უცნობი ჩემს ფიქრებს ჩაწვდა
- მე ლუკა მქვია
-სასიამოვნოა,მორიდებულად გავუღიმე
მთელი გზა არც ერთს მეტი არაფერი გვითქვამს,როცა მანქანა დავითის სახლტად გაჩერდა ლუკას დავემშვიდობე ,მადლობა გადავუხადე და სახლში შევედი.


******


ესეც ასე,<<ცხოვრება მშვენიერია>> დავიყვირე ბოლო ხმაზე და საწოლზე დავეხეთქე.საიდან მოვიტანე რომ მშვენიერია?
ეხლა მე და გეგას არაფერი გვაკავშირებდა,სრულიად არაფერი და მე გადავწყვიტე შევცვლილიყავი,უარესობისკენ...ვერ ვხედავდი მიზეზს რატომ უნდა ვყოფილიყავი თავშეკავებული? წესიერი? ან სულაც დამჯერე პატარა გოგო.
მე გავხდბოდი "ოცნების ქალი"როელსაც გეგა ვერასდროს შეწვდებოდა....
დილით ადრე გამომეღვიძა,საწოლიდან წამოვდექი, ნელი ნაბიჯით ფანჯარას მივუახლოვდი და ფიქრი დავიწყე,ჩემი ცხოვრების ერთი ფურცელი გადაიშალა და მე დღეს ახალ ცხოვებას ვიწყებდი,სასწრაფოდ ჩავიცვი რადგან სკოლაში უნდა წავსულიყავი,ეს ამბავი ლუკამ მახარა გუშინ.მართალია არ მინდოდა იმ აუაზრო კითხვების მოსმენა რომლებსაც ბავშვები დამისვამდნენ,მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა,ეს პრობლემა ჩემი პრობლემების ფონზე სრულიად უმნიშვნელო ჩანდა.ჩავიცვი და სკოლის გზას ფეხით გავუყევი,თან ვფიქრობდი რა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში,ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე,პირველ რიგში სტილით უნდა დამეწყო..
სკოლაში როგორც მოველოდი,ყველამ მზერა მე მომაპყრო,მეც თავი ამაყად ავწიე, გაშლილი თმები უკან გადავიყარე და ნელი ნაბიჯით გავუყევი კიბეს.
გაკვეთილებმა მოსაწყენად ჩაიარა,როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ჩამოვრჩი მასალას.<<ოო,ღმერთო ესღა მაკლდა>> აღმომხდა როცა წიგნებს ჩანთაში ვყრიდი.
- რამე მოხდა?
- სანდრო? გაკვირვება ვერ დავმალე,ვერ მივხვდი რა უნდოდა,სანდროს,ბიჭს რომელიც დამამთავრებელ კლასში სწავლობდა და რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ყოველთვის,მაგრამ არა ჩემდამი.<<როგორც ჩანს ამასაც მოვწონვარ>> გამიელვა თავში და კმაყოფილს გამეღიმა
-ჰო რაიყო? პირველად მხედავ? გაეცინა სანდროს
- არა უბრალოდ არ გელოდებოდი,და შემეშინდა
- არაუშავს.ეხლა რომ გკითხო რატომ არ დადიოდითქო,ყველაზე სულელური კითხვა იქნება,რაც კი ოდესმე დამისვამს.მე ის უფრო მაინტერესებს რატომ დაბრუნდი?
- ყველაფერი შეიცვალა.
მეტი ვერაფერი მოვიფიქრე
- მაინც? რაიყო აღარ ხარ გათხოვილი? ის ისე საყვარლად მიღიმოდა
- უფრო სწორად,მე ვარ განათხოვარი ქალი..დამარცვლით ვუთხარი და მწარედ გავუცინე
- მერე რა? მე ახლა უფრო მომწონხარ ანნა!
- რომ გითხრა გამიკვირდათქო,დამიჯერებ?
- არაა..
- მართალი ხარ,არ გამკვირვებია
ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა,ორივეს გაგვეღიმა.
- ეხლა სად მიდიხარ ანა?
- სახლში
- არ გინდა გაგაცილო?
- რატომაც არა?
ხელკავი გამოვდე სანდროს და სკოლა დავტოვეთ.
მთელი გზა არაფერი გვითქვამს.როცა სახლს მივუახლოვდით სანდრო დამემშვიდობა და გზას გაუყვა.მიმავალს ჩემი სიტყვები გზად დაეწია
- სანდრო, დიდი მადლობა
- რისთვის ანა?
- რომ მომაცილე
- მე კი ვაპირებდი,შენთვის გადამეხადა მადლობა
- ჩემთვის?
- ჰო შენთვის
- კი მაგრამ ,რისთვის?
- რომ ამის ნება მომეცი.მითხრა, ხმამაღლა გაიცინა და გზა განაგრძო..
ვუყურებდი სანდროს და კმაყოფილს მეცინებოდა,მე არასდროს ვყოფილვარ მარტო,ყველას უნდოდა ჩემთად ყოფნა,მე კი სულელი, ამის ნებას მხოლოდ იშვიათად ვაძლევდი სხვებს.
ჩანთა იქვე სავარძელზე მივაგდე,გამოვიცვალე და ქუჩაში ჩავედი.მივდიოდი,ოღონდ არ ვიცოდი სად.ბოლოს წარწერა წავიკითხე "სილამაზის სალონი"და შევედი.იქედან გამოსულს "ჭრელი" თმა მქონდა.
სალონიდან გამოსულმა რამოდენიმე მაღაზია "დავლაშქრე" და ჩემი გარდერობი განვაახლე. ჯინსებითა და კეტებით.იქ ვეღარ ნახავდით,ნაირ-ნაირ ულამაზეს კაბებს.


***
მძიმე დღის მერე დასვენება გადავწყვიტე,გრძელი მაისური ჩავიცვი და ის იყო საწოლს მივუახლოვდი,კარებზე ზარის ხმა გაისმა...
- გეგა!!! წამოვიყვირე გახარებულმა,რადგან დარწმუნებული ვიყავი,მის გარდა არავინ მოვიდოდა.სირბილით დავეშვი კიბეებზე, სასწრაფოდ გამოვაღე კარი და ადგილზე გავქვავდი....
კარებთან საბა იდგა.სულ სხვანაირი,თმა შეეჭრა და ეხლა უფრო კარგად ჩანდა მისი ლამაზი თვალები.
- საბა აქ რას აკეთებ?
- შენი ამბავი გავიგე და ვიფიქრე ვინახულებთქო
- ვინ გითხრა?
- სვეტამ დამირეკა,მაგრამ ეს ამბავი მაინც ყველამ იცის
- გიხარია?
ეს კითხვა მოულოდნელად დავუსვი.
- სიმართლე გითხრა ძალიან
- რატომ?
- იმიტომ რომ..მიყვარხარ ანა,იმ დღიდან როცა პირველად გნახე.
პასუხი არ გავეცი ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა საუბარი
- შეცვლილხარ,გიხდება ასე თმა
- შენც ძალიან შეცვლილხარ,მაგრამ მე ძველი ანა უფრო მომწონდა
- მაგრამ ის მოკვდა...არ შემოხვალ? განზე გავდექი და საბას საშუალება მივეცი ოთახში შემოსულიყო
- გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა?
- რათქმაუნდა.
საბას მწარედ ჩაეცინა
- მეც..
- ყავას დალევ?
- შენ რა, იცი მისი მომზადება?
- შენთვის ვეცდები..გავუღიმე და ოთახიდან გავედი.დაბრუნებულს საბა ისეთივე პოზაში დამხვდა როგორც დავტოვე,იგი დივანზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო.ჩემს დანახვაზე გასწორდა და ფინჯანი გამომართვა
- გემრიელია
- ძალიან ვეცადე
- მითხარი ანა,რატომ დაშორდით შენ და გეგა? ჯერ ხომ ერთი წელი არ გასულა?
- სიყვარულისთვის...სიმწრისგან გამეღიმა
- სიყვარულისთვისაც შორდებიან ადამიანები?
- როგორც ჩანს
- გიყვარს?
- ძალიან
- ეგ ცუდია,იმიტომ კიარა რომ მეც მიყვარხარ ,და ვეჭვიანობ? არა უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე
- მიხარია
- რა?
- რომ გიყვარვარ.
- აბა მე მკითხე...იცი რაძნელია ცალმხრივი სიყვარული?
- ვიცი საბა.
საბა ნელა მოტრიალდა ჩემი თავი ხელებში მოიმწყვდია და ვნებიანად მაკოცა...
სამყარო ატრიალდა,მე სხვა განზომილებაში გადავეშვი...
საბა ძლიერად მიკრავდა გულში,მეფერებოდა და ვნებააშლილი მიკოცნიდა სახეს,სხეულს და თვალებს.მეც მორჩილად ვყვებოდი მის ყველა მოძრაობას.მე აღარ მახსოვდა არავინ,გეგაც კი.ვარსებობდით მარტო მე და საბა.ამ აღმოჩენამ გამაოცა, მე საბა მჭირდებოდა.განა ეხლა? ყოველთვის,მაშინაც როცა გეგას ცოლი მერქვა და მაშინაც როცა ვკოცნიდი. მაგრამ ეს ნეტარება არც ისე დიდ ხანს გაგრძელდა როგორც ვისურვებდი.საბამ ხელი ცივად შემიშვა და მომშორდა.
- საბა,რა დაგემართა?
- მე არ შემიძლია ანა.
- კი მაგრამ რატომ?
- შენ არ გიყვარვარ..
- საიდან მოიტანე საბა?
- ვიცი ანა.
- საბა გაჩუმდი,ძალიან გთხოვ.მუდარასავით ისმოდა ჩემი ხმა.
იგი ჩემი ბოლო იმედი იყო,რომ სულიერი მარტოობისთვის თავი დამეღწია..
მას არაფერი უთქვამს,წამოდგა და უხმოდ დატოვა სახლი...
- ყველანი ერთნაირები ხართ.მე თქვენ გიჩვენებთ სეირს..დავიყვირე ბოლო ხმაზე და კარებს ბალიში ვესროლე.
*****
დღეები მოსაწყენად მისდევდნენ ერთმანეთს.არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო.საბაც აღარ გამოჩენილა,მხოლოდ სანდრო არ მშორდებოდა გვერდიდან,მთელ დღეებს ერთად ვატარებდით,სახლშიც მოდიოდა ჩემთან.ის აღმოჩნდა ერთადერთი რომელმაც არ მიმატოვა მძიმე წუთებში,რომელმაც თავი ბედნიერად მაგრძნობინა.ხშირად დავდიოდით კაფეებში,ბარებში,მეგობრებთად ან სულაც მარტონი სასეირნოდ,შეგვეძლო ნებისმიერ რამეზე გველაპარაკა.ერთ დღესაც როცა მე და ს სანდრო პარკში ვსეირნობდით მომიბრუნდა და მახარა მიყვარხარო
- რა სანდრო?
- გეფიცები ანა,შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ,თანაც ძალიან ჭკვიანი,და კიდე ცოტათი სულელი.ღიმილმა ბაგე გაუპო,მეც გამეცინა
- მეც მიყვარხარ სანდრო...
ეს ისეთი გრძნობით ვთქვი მეც გამიკვირდა,მე მართლა მიყვარდა იგი....მან ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა,იქაურობა ჩემმა გულიანმა სიცილმა გააყრუაა.
მე აღარ მინდოა,გეგაზე შური მეძია,მე აღარაფერი მინდოდა მისგან...
მისი არსებობა აღარც კი მახსოვდა რომ არა ერთი შემთხვევა.
ერთ დღესაც სახლის თელეფონმა დარეკა,სწრაფად მივვარდი, სანდრო მეგონა მაგამ შევცდი,ბიძაჩემის მეგობარი იყო ბადრი
- ანა ძვირფასო,ხვალ გცალია?
- რა მოხდა ბადრი ბიძია?
- ხვალ რესტოანში ვიკრიბებით,ყველა დავითის ახლობლები,ნაცნობები და მეგობრები იქ იქნება,გვინდა შენც იქ იყო
- კი როგორ არა,აუცილებლად მოვალ.
- კარგი გენაცვალე,აბა დროებით
დღემ უმნიშვნელოდ ჩაიარა,სანდროს არ ეცალა რომ ჩემთან მოსულიყო,ამიტომ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი რა ჩამეცვა.და რადგან ჩემს განახლებულ გარდერობში ჯინსების მეტი არაფერი იყო, მომიწია ახალი კაბა მეყიდა.
დილით ადრე ავდექი,წითელი,შავი ელემნთებით გაწყობილი, გრძელი, წელში გამოყვანილი და საკმაოდ ჩახსნილი,ულამაზესი კაბა ჩავიცვი რომელიც სხვათაშორის ძვირი დამიჯდა,შავი ფეხსაცმელი კოხტად მოვირგე,ხელში პატარა შავი ჩანთა დავიკავე და სარკეში ჩემს ორეულს შევხედე.გაოცებისგან პირი ღია დამრჩა,ყოველთვის ვიცოდი რომ ძალიან ლამაზი ვიყავი,მაგრამ ახლა მე,მე არ ვიყავი.მე იმაზე ლამაზი ვიყავი ეხლა, ვიდრე სხვა დროს.სარკის წინ დავტრიალდი კმაყოფილმა გავიღიმე და ოთახი დავტოვე,ქუჩაში გამოსულმა ტაქსი გავაჩერე,რამოდენიმე წუთში კი რესტორნის კარებთან ვიდექი.შესულს ბადრი შემომეგება
- ანა ძვირფასო,რამხელა გოგო გაზრდილხარ,ძალიან კარგად გამოიყურები
- მადლობა...მორცხვად ვუთხარი და წინ მიმავალს ამაყად თავაწეულმა მივყევი
თვალი გადავავლე იქ მყოფ საზოგადოებას და გავშეშდი,ერთ-ერთ მაგიდასთან გეგა იჯდა,ვიღაც ლამაზ გოგონასთან ერთად,ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და მანაც შემომხედა,ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა..მე კი გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე და თვალი ავარიდე.
მთელი სარამო იმაზე ვფიქრობდი ვინ იყო ის გოგო,რომელიც ასე შესციცინებდა ჩემს ყოფილ "ქმარს"...
და მე გადაწყვეტილება მივიღე,თავდაჯერებლად მივუახლოვდი მათ მაგიდას,გეგა სწრაფად წამოდგა ფეღზე და მომესალმა
- გამარჯობა ანა,როგორ ხარ? გეგას თვალებში უზომო ტკივილი იმალებოდა და მე ერთი წუთითაც არ მიფიქრია დამენდო იგი
- კარგად გეგა ,შენ როგორ ხარ? ეს გოგო ვინ არი? შენი ახალი სათამაშო? ისე უნდა ვაღიარო ლამაზია,მაგრამ არა როგორც მე.
გოგო გაუცებული მიყურებდა,თვალები ცრემლით აევსო მაგრამ არაფერი უთქვამს...მე ვგრძნობდი,სიბრაზეს და ეჭვიანობას,მიძინებულმა გრძნობებმა ერთად იფეთქა..
- ანა გაჩერდი ძლიან გთხოვ...
- რა იყო გეგა...ვიფიქრე მოვიკითხავთქო,კარგი მე წავალ,და მეორედ როცა ასეთ შეხვედრებზე მოხვალთ,შენს....არ ვიცი რა ვუწოდო,ხელთათმანები გაუკეთე მოსამსახურის ხელები რომ დამალოს..
გეგამ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ჩვენს მაგიდას ვიღაც "ზესიმპატიური" ბიჭი მოუახლოვდა.ვიფიქრე გეგას ნაცნობიათქო,მოულოდნელად ჩემსკენ შემობრუნდა
- შეიძლება დედოფალს ვეცეკვო?
- მოწოდებითს,კეკლუცად გავუღიმე თან თვალი გეგასკენ გავაპარე,იგი განრისხებული გვიყურებდა.
უცნობმა ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიწვია.სიმღერა დამთავრდა თუ არა,მოვშორდი და რესტორანი დავტოვე,გარეთ გავედი,მინდოდა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა.ნაბიჯების ხმა მომესმა,მაგრამ არ გამიხედავს
- რატომ აკეთებ ამას ანა?
გეგას ხმა ვიცანი
- რას ვაკეთებ გეგა?
- სალომეს შეურაწყოფას რატომ აყენებ? იგი ძალიან კარგი გოგოა..
- გყავდეს მერე,მე რა?
- არაფერი...ძალიან შეცვლილხარ ანა..რამდენი ხანია არ მინახიხარ.მოწოდებით დედოფალი...ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა..უკვე არა შემეძლო მოთმენა,სწრაფად შევბრუნდი გეგასკენ და მრისხანე მზერა ვესროლე
- მოწოდებით დედოფალი აღარ არსებობს გეგა..იგი მოკვდა...ზიზღით წარმოვთქვი
- მე გავანადგურე ერთადერთი ვისაც ოდესმე ვუყვარდი...
ამ სიტყვებმა თავზარი დამცა...ერთ ხანს ჩუმად ვიყავი მერე კი ნელა ავლაპარაკდი
- მე აღარ მიყვარხარ გეგა...ეს კი ბევრად მეტია ვიდრე ის რომ,შენ გაანადგურე დედოფალი
- შენი სამყარო უფრო ადვილი იქნება ანა,თუ მე არასდროს დავბრუნდები
- მართალია გეგა,მაგრამ შენს გარეშე ეს არ იქნება ჩემი სამყარო...
ერთ ხანს ცრემლიანი თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს,მერე მე უხმოდ შევტრიალდი და იქაურობა დავტოვე.......
თვალცრემლიანი მივუყვებოდი ქუჩას,არ ვიცოდი სად ან რატომ,მაგრამ მე არც მჭირდებოდა ამის ცოდნა.მე უბრალოდ გული მტკიოდა,ალბათ გეგას დანა რომ დაერტყა პირდაპირ გულში არ მეტკინებოდა ისე ძალიან როგორც მისი სიტყვების შემდეგ მტკიოდა გული.ყველა ფიქრი,მოგონება ერთად ამომიტივტივდა გონებაში,ის დღეები როცა ერთად ვცხოვრობდით,მისი სითბო და სისასტიკე,მე ერთ დროს მიყვარდა გეგა,ძალიან...მაგრამ მან არ ისურვა,არ მოინდომა ჩემი შენარჩუნება და დამკარგა.
ბოლოს როგორც იქნა ფიქრებიდან გამოვერკვიე და ტაქსი გავაჩერე.სახლში მისულმა კაბა სასწრაფოდ გავიხადე და იატაკზე მოვისროლე.<<მე გავანადგურე ერთადერთი ვისაც ოდესმე ვუყვარდი>> გეგას სიტყვები გამუდმებით ჩამესმოდა,თანაც ისე ცხადად რომ მეგონა ის აქ იყო,ჩემს გვერდით...მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო..დიდი სურვილი,რომელსაც ასრულება არ ეწერა.
იმ დღის შემდეგ გეგაზე არაფერი გამეგო,რამოდენიმეჯერ ტელევიზორში ვნახე,მაგრამ პირადად არ შევხვედრილვარ,არც საბა გამოჩენილა.სამაგიეროდ სანდრო წამითაც არ მშორდებოდა.დღეები ისე მიყვებოდნენ ერთმანეთს ვერც კი შევამჩნიე,სკოლა,სწავლა და სანდრო,ეს იყო ჩემი ყოველდღიურობა.
ამასობაში ზაფხულიც მოახლოვდა,ეს ამბავი ძალიან გვახარებდა ბავშვებს რადგან სკოლის დამთავრებამდე დღეები რჩებოდა,ამ დღეებმაც ისე გაილია ვერც კი შევამჩნიე.
ერთ დღესაც სანდრო ჩვეულებისამებრ დილით ადრე მოვიდა ჩემთან.სახის გამომეტყველებაზე მივხვდი რაღაც ვერ იყო რიგზე.იგი ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა,ამიტომ შევეცადე დავხმარებოდი
- რა მოხდა სანდრო?
- ანა,დედაჩემი მძიმე ავადაა
- რას ამბობ? აღმომხდა შეწუხებულს
- ჰო ანა, მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა,თვალები ცრემლით აევსო საბას,ასეთი იგი არასდროს მენახა,ძალიან შემეცოდა და ვცადე დამემშვიდებინა.მივედი და ძლიერად ჩავეხუტე
- აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება
- არ მინდა მისი დაკარგვა
- დამიჯერე სანდრო ვიცი რასაც გრძნობ.მე გამომიცდია ეს,თანაც არა ერთხელ.
ერთ ხანს ჩუმად იჯდა მერე მძიმედ ამოიხვნეშა,მძიმედ შემოტრიალდა ჩემსკენ
- ანა მე მივდივარ...
ვერ გეტყვით რა დამემართა,ნუთუ ისიც უნდა დამეკარგა? საბოლოოდ დავრწმუნდი მე ბედნიერება არ მეწერა...
- სად? ხმა წამერთვა
- ანა გეფიცები შენს მიტოვებას არ ვაპირებ,ერთი წუთითაც არ იფიქრო ეს,სულელი უნდა ვიყო შენზე უარი ვთქვა,შენ ხომ ასეთი კარგი ხარ,თანაც ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.დედაჩემი გერმანიაში მიდის ოპერაციას იქ იკეთებს,მერე ქიმია,და რავიცი,მინდა იქ ვიყო,მე და მამაჩემი ორივე მივყვებით.ხშირად მოგწერ და დაგირეკავ.
მე მესმოდა მისი,შეიძლებოდა დედა დაეკარგა,მას უნდოდა მის გვერდით რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა.ნეტა მეც მქონოდა ამის შესაძლებლობა
- ხომ დამელოდები ანა? სევდანარევად გამიღიმა
- გეფიცები სანდრო,მეც ნაძალადევად გავუღიმე.როდის მიდიხართ?
- ხვალ დილით
- აეროპორტში მოვალ და გაგაცილებთ
- არ არის საჭირო ანა,იქ თუ მოხვალ უფრო გამიჭირდება შენი დატოვება.
-კარგი როგორც გინდა
- ეხლა უნდა წავიდე ანა,ბარგი უნდა ჩავალაგო
არაფერი მითქვამს,კარებამდე მივაცილე მძლავრად ჩავეხუტე,ერთი ვნებიანი კოცნითაც დავაჯილდოვე და გავუშვი...გულში ტკივილი ვიგრძენი,ძლიერი მაგრამ არა ისეთი გორსაც გეგა მაყენებდა,გეგა ამაშიც კი ჯობდა ყველას. სანდროს წასვლის შემდეგ ამას უფრო ვაცნობიერებდი,მე მართლა მიყვარდა სანდრო,მაგრამ არა ისე როგორც გეგა.გეგა ჩემი პირველი სიყვარული იყო,ამის თქმა თამამად შემეძლო,გიო უბრალოდ ბავშვობის გატაცება აღმოჩნდა...გეგა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი ერთდროულად..
აგვისტომაც მალე მოგვიკაკუნა კარებზე,ყველანი სადღაც წავიდა დასასვენებლად,მხოლოდ მე ვიყავი სახლში,სრულიად მარტო, განადგურებული.სახლიდანაც კი არ გავდიოდი.დროსთან ერთად ჩემი თმის ბუნებრივი ფერიც დამიბრუნდა.
აღარავინ შემრჩა,არც გიო,გეგა,საბა და არც სანდრო,ოჯახზე ხომ აღარაფერს ვამბობ,მე დავრჩი მარტო,როგორც ყოველთვის.მაგრამ იუხედავად ამისა სანდრო ხშირად მირეკავდა და მის ამბებს მიყვებოდა,დედამისი უკეთ გამხდარა და მახარა ალბათ მალე ჩამოვალო
საღამოს როცა უკვე დაძინებას ვაპირებდი,ჩემმა კლასელმა ნატამ დამირეკა
- როგორ ხარ ანა?
- კარგად,შენ როგორ ხარ?
- რავი მეც ვარ რა,ეხლა სახლში ხარ?
- კი აბა სად ვიქნები,რაიყო რამე მოხდა?
- დღეს ყველანი ვიკრიბებით ჩემთან,ხომ მოხვალ? თან შენს ძველ ნაცნობს უნდა შენი ნახვა
- ვის?
- მაგას რომ მოხვალ მერე გაიგებ.
- კარგი,როდის მოვიდე?
- ეხლავე უკვე ყველანი ჩემთან არიან აგარაკზე.მშობლები აქ არ არიან
- კარგი ახლავე მოვალ..
ნატასთან ლაპარაკს მოვრჩი,სასწრაფოდ ჩავიცვი ჯინსის შარვალი,თეთრი მაისური, ყურსასმენები გავიკეთე და სარკეში ჩავიხედე...
მე აღარ ვიყავი მე,გოგონა რომელსაც პირველობა სწყუროდა,რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებდა,რომელიც იბრძოლებდა იმისთვის რაც უნდოდა,აღარ არსებობდა "მოწოდებით დედოფალი" მისი სტილი,ულამაზესი კაბები,დიადემები და მომაჯადოვებელი ღიმილი.მე ახლა ერთი უბრალო თინეიჯერი ვიყავი,რომელმაც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია.
ქუჩაში გამოსულმა ტაქსი გავაჩერე,და მანქანაში ჩავჯექი,მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი,ვინ იყო ჩემი ნაცნობი,რომელსაც ჩემი ნახვა უნდოდა.
ნატასთან მისულს კი,სრული საგიჟეთი დამხვდა,უამრავი თინეიჯერი,სასმელი და მუსია, რომლის ხმაც მთელ სახლს აყრუებდა.
- ვა,მოხვედი ანა? ნატა მოვიდა და მომესალმა
- როგორც ხედავ...სიცილით ვუპასხე
- წამო დავლიოთ
რამდენიმე წუთში,სულ დამავიწყდა ყველაფერი,ვცეკვავდი თან ვსვამდი.ყველანი მე მიყურებდა.გაუნძრევლად იდგნენ და თვალს არ მაშორებდნენ,მე კი არავინ მაინტერესებდა...მაგრამ ხალხის ნაკადი გაიპო და გავხევდი,იქ საბა იდგა...არ ვიცი რა დამემართა,დანისლული თვალებით ვუყურებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.საბა ნელა მომიახლოვდა,ხელი მომკიდა და მეორე ოთახში გამიყვანა
- საბა, აქ რას აკეთებ?
- შენთან დალაპარაკება მინდოდა ანა
- მერე აქ? შენ რა იცნობ ნატას?
- ნატას არა,ჩვენ საერთო მეგობარი გვყავს,მაგრამ რამნიშვნელობა აქვს,ძალიან ბევრი დალიე
- ვიცი.
- წამოდი აქედან წავიდეთ
- არა,მე ხომ ეხლახანს მოვედი.გუბუტილი ბავშვივით ვუთხარი საბას
- შენი ნახვა მინდოდა,უფრო სწორად გამომშვიდება
- შენ წარმოიდგინე სულაც არ გამიკვირდა,რა მომხდარა კარგი ჩემს ცხოვრებაში? შენც მიდიხარ არა ? ძალიან კარგი.
- ანა მე მიყვარხარ,ძალიან,შენ საოცრება ხარ.მაგრამ მე არ შემეძლო უკანასკნელად არ მენახე.
არ მიკითხავს სად მიდიხარ ან რატომთქო,იგი თვითონ ალაპარაკდა
- მე არ შემიძლია შენთან ახლოს ვიყო,ბიძაჩემი მიდის საზღვარგარეთ და მივყვები
არაფერი მითქვამს,მხოლოდ ჩავხუტე
- მშვიდობით საბა
მხარზე სისველე ვიგრძენი,საბა ტიროდა და მე თავი დამნაშავეთ ვიგრძენი.მე შევაყვარე საბას თავი,თანაც გეგმის მიხედვით,ეხლა კი იგი ჩემს გამო იტანჯებოდა,ისევე როგორც მე.მე დავუნგრიე ცხოვრება მას.
- მაპატიე,მაპატიე საბა,იქნებ ოდესმე მაპატიო.ვიმეორებდი და თან ვტიროდი
- ანა შენ იყავი და ხარ ეპიკური სიყვარული,ეს სულ ასე იქნება
საბამ ხელი შემიშვა,თვალებით მანიშნა "მიყვარხარო" და ოთახი დატოვა...
იქვე მდგარ საწოლზე ჩამოვჯექი და მწარედ ავტირდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე ბოლოს გონს მოვეგე, იქედან წამოვედი,ისე რომ არავინ გამიფრთხილებია..
სახლში მივედი თუ არა მაშინვე დავიძინე.
* * *
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,მაისურის ამარა სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე და ის იყო ისევ საძინებელში შესვლას ვაპირებდი რომ კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.უხალისოდ მივუახლოვდი კარებს და სათვალთვალოში არც გამიხედავს ისე გამოვაღე.
კარებში გეგა იდგა,სრულიად შეცვლილი,თკივილიტ სავსე თვალებით მიყურებდა რომლებიც თითქოს მეუბნებოდნენ <<მიყვარხარო>>
- არ შემომიშვებ? ნაძალადევად გამიღიმა გეგამ
- რათქმაუნდა,ვუთხარი დაბნეულმა და კარებს მოვშორდი რათა გეგა გამეტარებინა.
- როგორ ხარ ანა?
- ვუძლებ,შენ?
- მეც ვუძლებ.გაღიმებას შეეცადა
- ყავას დალევ?
- შენ რა იცი მისი მომზადება?
- კი,რათქმაუნდა
- რავიცი ადრე არ იცოდი.<<ადრე>> ისეთი იდუმალებით იყო ნათქვამი გამაჟრჟოლა
- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა გეგა,.
- გრძნობებიც?
- კი გრძნობებიც.
ოთახი დავტოვე,და რამდენიმე წუთში ფინჯნებით ხელში დავბრუნდი
- ძალიან შეცვლილხარ ანა,
- რას გულისხმობ?
- შენს თვალებში ეხლა გაცილებით დიდი ტკივილია
- არ ვიცოდი ჩემი თვალები ასეთი მეტყველი თუ იყო,ცოტა არ იყოს ირონიულად გამომივიდა
- იმაზე მეტყველია ვიდრე შენ გგონია,მე მასში ყველაფრის ამოკითხვა შემიძლია...........ანა მაპატიე
- რა გაპატიო გეგა?
- რომ დავითისთვის მიცემული პირობა ვერ შევასრულე,რომ როგორც დაგპირდი ყოველ ღამით ტკბილ ძილს ვერ გისურვებ,რომ მარტო დაგტოვე,სრულიად მარტო
- არაუშავს გეგა,მე უკვე გაპატიე.თანაც მე მივხვდი გეგა
- რას მიხვდი ანა?
- პრობლემა არცერთ იმ კაცში არ იყო ვისაც ვუყვარდი ან მიყვარდა,ყველაფერი ჩემი ბრალია,მე ჩემი საქციელით დავკარგე ყველა.
- ანა ერთ კვირაში ვქორწინდები..ისე უცებ თქვა გეგამ,თითქოს ამის სათქმელად დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა.
გული გამიჩერდა,უდიდესი ტკივილი ვიგრძენი ახლა კი სამუდამოდ ვკარგავდი გეგას,მინდოდა მეყვირა,მეტირა,მეთქვა მისთვის ეს არ გაეკეთებინა მაგრამ სიამაყემ მძლია.ძალები მოვიკრიბე და გეგას ნაძალადევად გავუღიმე
- ძალიან მიხარია გეგა,იმედია ბედნიერება იპოვი
- მე ნაპოვნი მყავდა ის, მაგრამ დავკარგე,გეგას თვალები დაენისლა.
- ვინ მოგყავს?
- სალომე,იმ დღეს რესტორანში ჩემთან ერთად რომ იყო.
არაფერი მითქვამს,ერთ ხანს უხმოდ ვისხედით,ბოლოს გეგა ალაპარაკდა
- ძალიან გემრიელი ყავა იყო ანა,ეხლა უნდა წავიდე.
გეგა წამოდგა და კარებისკენ დაიძრა,ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე,ის რაც გულს მიღრღნიდა
- გეგა მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი?
- კი ანა,მე უბრალოდ არ მინდოდა სხვისგან გაგეგო.
- მე მოვალ შენს ქორწილში.მტკიცე ხმით წარმოვთქვი,თითქოს ჯიბრში ვუდგებოდი
გეგამ თითქოს გამიღიმა და ოთახო დატოვა...
მე კი კარებთან ჩავიკეცე,და ყვირილი დავიწყე,იმედი მქონდა გულზე მომეშვებოდა,მაგრამ ამაოდ,ეს იყო ტკივილი რომელსაც ვერაფერი გამიყუჩებდა,მე გეგას წილი გული მტკიოდა,და მე გავაცნობიერე რომ ეს მთელი გული იყო...
აბაზანაში შევვარდი და ცივი შხაპის ქვეშ საათები დავყავი,თან ხმით ვტიროდი.მე დიდი ხნის წინ დავკარგე გეგა,მაგრამ გულის სიღრმეში მქონდა იმედი რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით.ეხლა კი ბოლო იმედიც გამომეცალა ხელიდან.რა უნდა გამეკეთებინა? ძველი ანა იბრძოლებდა მისთვის,ახალი კი არ ვიცოდი რას აირჩევდა.
ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე.ტირილი შევწყვიტე,ოთახში შევედი ჩემი ძველი კაბებიდან ყველაზე ლამაზი,წითელი ტანზე მოტმასნილი კაბა ჩავიცვი,თმები გავიშალე და როგორც ყოველთვის სარკის წინ თავმომწონედ დავტრიალდი...
- მოწოდებით დედოფალი დაბრუნდა,კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და ბოროტულად ამენთო თვალები.
ეხლა კი, არ მაინტერესებდა არავინ,არც სანდრო,მე გეგას არ მივცემდი უფლებას,ჩემს შემდეგ ვიღაც საცოდავი გოგო მოეყვანა ცოლად.
გეგმა დავსახე,მე სალომე უნდა დამერწმუნებინა რომ გეგას არ გაჰყოლოდა.სახლიდან გავედი და გეგას სახლს მივადექი,სვეტა უნდა მენახა და ყველაფერი დაწვრილებით გამეგო.
კარებზე დავაკაკუნე და რამოდენიმე წუთში სვეტამ კარები გამიღო
- ანა? აქ რას აკეთებ? შემოდი გენაცვალე.ეტყობოდა რომ არც ისე გაუხარდა ჩემი დანახვა
- კარგად,შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად,რაგვიჭირს.
- გეგა სახლშია?
- არა გეგა სახლში არ არი,საქმე ქონდა და გავიდა,ისე სალომე აქაა.სვეტამ სათქმელი ძლივს მითხრა და გამომცდელად შემომხედა
- რა? ის? ის აქ რას აკეთებს? სიბრაზემ და ტკივილმა ერთად შემიპყრო
- ერთ კვირაში ქორწინდინდებიან და უკვე რახანია ერთად ცხოვრობენ
ქალის სიტყვებმა გული ძალიან მატკინა.
- სვეტა ეხლავე დავბრუნდები
- სად მიდიხარ?
- ოთახს დავათვალიერებ
- ვიცი მე შენ რის დათვალიერებას აპირებ ანა,არ გინდა გულს ნუ ატკენ ძალიან კარგი გოგოა
სვეტას არაფერი ვუთხარი და კიბეს მეორე სართულისკენ ავუყევი,გადავწყვიტე ჩემს ყოფილ ოთახში შევსულიყავი,მაინტერესებდა ისევ ისე იყო იქ ყველაფერი თუ გეგამ ყველაფერი შეცვალა.კარები გავაღე და სიბრაზემ ერთი-ორად იმატა,იმ საწოლზე რომელზეც მე თვეების მანძილზე მეძინა,ახლა სალომე იწვა,ქალი რომელმაც ჩემი ადგილი დაიკავა გეგას სახლშიც და გულშიც.გოგონა ჩემს დანახვაზე წამოდგა და გაოცებულმა დამიწყო ყურება.
- აქ რას აკეთებ?
- მე? მე რას ვაკეთებ აქ? მეც იგივეს კითხვას ვაპირებდი სალი.მისი სახელი განსაკუთრებით სარკაზმით წარმოვთქვი
- მე გეგას საცოლე ვარ
- მე ვიტყოდი, დროებითი გასართობი,გეგას მალე მობეზრდები და ისე მიგატოვებს წამითაც არ შეებრალები
- ისე როგორც შენ?
- ცდები პატარა ქალო,გეგას მე ვუყვარდი, ახლაც მე ვუყვარვარ და ყოველთვის მე ვეყვარები,ვინც არ უნდა მოიყვანოს ცოლად.
- ტყუილია,გეგას მე ვუყვარვარ,აბა რატომ უნდა მოვყავდე ცოლოლად?
- ერთი პატარა მიზეზის გამო....ჩემი დავიწყების მიზნით,ნუთუ ამის მიხვედრა ასე ძნელია.მაგრამ გეგა ვერ აცნობიერებს რომ ოცნების ქალის დავიწყება შეუძლებელია
- არ მჯერა შენი.
- შენ ეხლა იმ საწოლში წევხარ,სადაც მე და გეგას უამრავი ვნებიანი ღამე გაგვიტარებია.შემთხვევით შენთან სექსის დროს ჩემს სახლს ხომ არ გეძახის? ალბათ მე წარმომიდგენს ხოლმე
- გაჩუმდი! დაიყვირა სალომემ. მითხარი რა გინდა ჩემგან?
- არ გაყვე გეგას! მას შენ არ უყვარხარ,მე მის ყველა გამოხედვაში ვგრძნობ,მე მას ვჭირდები,მე მას ისევ ვუყვარვარ.
- არ შემიძლია,მე მიყვარს გეგა
- წარმოიდგინე ჩემს შემდეგ,მის გვერდით რა საცოდავი იქნები,საზიზღრად გავიცინე.
ამ დროს სვეტას ხმა მომესმა
- ანა ყავა მზად არი ჩამოდი,დავლიოთ
სამზარეულოში ჩავედი,ჩემს ყოფილ ოთახში კი ატირებული სალომე დავტოვე
სვეტას ბოდიში მოვუხადე,მეჩქარებათქო და სახლი დავტოვე.თან კმაყოფილს მეღიმებოდა რადგან დარწუნებული ვიყავი ქორწილი არ შედგებოდა.
* * *
ტელევიზორს ვუყურებდი,როცა ვიღაცამ კინაღამ კარები ჩამოიღო
- ჰო რაიყო? მოვდივარ გავძახე ოთახიდან და კარებს მივუახლოვდი,კარები გავაღე და გაოცება ვერ დავმალე,კარებში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაცოფებული გეგა იდგა,
- გეგა? ნერწყვი ძლივს გადავაგორე
- ამას რატომ აკეთებ ანა?
- რას ? გავიკვირვე თითქოს ვერაფერს მივხვდი
- რატომ მიმწარებ სიცოცხლეს,რატომ არ მაცლი ბედნიერება ვიპოვო?
ფაქტი იყო სალომეს ან სვეტას ყველაფერი ეთქვა გეგასთვის.
- მე..მე..ენა დამება და სათქმელს თავი ვერ მოვაბი
- მითხარი ასე რატომ გძულვარ? შურის ძიება გადაწყვიტე არა?
არაფერი მითქვამს.მე და გეგა ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და მე შემეძლო ძალიან ახლოდან დამენახა მისი თვალები,რომელიც სიბრაზისგან ელავდა.ბოლოს დამშვიდდა და მშვიდი ხმით მკითხა
- სიმართლე მითხარი ანა,ისევ გიყვარვარ? მის თვალებში უზომო ტკივილი იკითხებოდა
- როგორ შემიძლია,მას მერე რაც შენ გამიკეთე რაიმეს ვგრძნობდე შენს მიმართ.
- ძალიან კარგი,ანუ შენი მიზანია წამართვა ის ვისაც ნამდვილად შეუძლია გამაბედნიეროს და მიმიღოს ისეთი როგორიც ვარ.ომს გიცხადებ ანა,სისხლიანს და იცოდე არ დაგინდობ.
ეს თქვა და გიჟივით გავარდა სახლიდან......
დღეიდან მე და გეგას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა....
გეგას სიტყვების შემდეგ მოსვენება დავკარგე.ვიცოდი გეგას ტყუილი მუქარა არ სჩვეოდა და პირობას აუცილებლად შეასრულებდა,მაგრამ არ ვიცოდი მისი გეგმების შესახებ და ეს მაღელვებდა ყველაზე მეტად.ჩემმა მცდელობამ ქორწილი ჩამეშალა არ გაამართლა და ორ დღეში იგი მაინც შედგებოდა.გვიან ღამით როცა უკვე დაძიებას ვაპირებდი ტელეფონმა დარეკა,სანდრო იყო.დედამისი უკეთ ყოფილა და საქართველოში ბრუნდნებოდნენ.მეც გადავწყვიტე აეროპორტში დავხვედროდი.
დილით საგანგებოდ გამოვეწყვე და ქუჩაში გავედი,რადგან ძალიან ადრე იყო, გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო.ფიქრებში ვიყავი გართული როცა ჩემს წინ მანქანამ სწრაფად დაამუხრუჭა,კარები გაიღო და ვიღაც ტიპი გადმოვიდა, დაახლოებით გეგას ხნის
- ანა თქვენ ხართ არა?
- კი, რამოხდა? ამრეზით შევათვალიერე უცნობი
- უნდა წამომყვეთ.და როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა დაამატა
- ბატონმა გეგამ გამომგზავნა
- და გეგა ვერ მოვიდაა? თუ ქორწილის საქმეებით არის დაკავებული? სარკაზმს არ ვეშვებოდი
- ანა,მე არაფერი ვიცი,მე მხოლოდ ბატონი გეგას ბრძანებას ვასრულებ.მითხრა და მაქანის კარები გამოაღო
რატომ არ უნდა წავსულიყავი? გეგას ნახვის შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი,ესეც რომ არა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა რა უნდოდა გეგას?
დაეჭვებულმა შევხედე კაცს და მანქანაში მედიდურად ჩავჯექი.არც გამხსენებია სანდროს რომ უნდა დავხვედროდი.
რამოდენიმე წუთში მანქანა სახლთან ახლოს გაჩერდა,იმ სახლთან რომელიც გეგამ ჩვენთვის იყიდა,სახლი რომელიც ჩემი სასახლე უნდა ყოფილიყო.მაქანიდან გადმოვედი და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი სახლს,ერთ ხანს გაქვავებული ვიდექი,შემდეგ კი სახლის ზღურბლს გადავაბიჯე.შესულს გეგა შემომეგება,ხელში ორი ჭიქა ეჭირა
- მოხვედი? გეგას თვალები დანისვლოდა
- შეგეძლო შენ თვითონ მოსულიყავი,ვუთხარი ჩანთა იქვე დივანზე მივაგდე,სავარძელში მოვკალათდი,ფეხი ფეხზე გადავიდე და გაშლილი თმები უკან გადავიყარე
- დალევ?
- დავლევ!
- შემეძლო მაგრამ,არ მოვისურვე.გეგამ შამპანიურიანი ჭიქა გამომიწოდა
- ალბათ ბევრი საქმე გაქვს არა? ქორწილი,სტუმრები,ცოლი.მწარედ გავიცინე
- არ გინდა მიხსნა?
- რა? გავიკვირვე მისი შეკითხვა
- რატომ იქცევი ასე?
- მაინც როგორ?
- რატომ ცდილობ სალომეს სიცოცხლე გაუმწარო?
- მე არაფერს ვცდილობ გეგა,მე ამას მშვენივრად ვართმევ თავს.სიბრაზე დამეტყო სახეზე
- მეც ეგ მაინტერესებს ანა,რატომ?
- მე უბრალოდ არ მიყვარს წაგება გეგა,არ მიყვარს როცა იმას რასაც ჩემი ერქვა სხვა ესაკუთრება
- მაგრამ მე არასდროს მერქვა შენი...
- ხო მაგრამ ეგ არავინ იცოდა გეგა,რათქმაუნდა ჩვენს გარდა. შენ რა გგონია მე სალომე შემცვლის? ვერასდროს.ირონიულად შევნიშნე და გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე
- მე არ ვცოდილობ ანა შენს შეცვლას,შენ იყავი და ხარ ეპიკური სიყვარული,მაგრამ
- რა მაგრამ?
- ის რაც იყო დამთავრდა
ერთ ხანს არცერთი ხმას არ ვიღებდით,ბოლოს სიჩუმე მე დავარღვიე
- გეგა მე წავალ,ბედნიერებას გისურვებ სალისთან,მართალია ძალიან მეეჭვება მაგრამ მაინც.
- დარჩი,სად გეჩქარება?
- საქმეები მაქვს
- ეგ შენი საქმე ჩემზე მნიშვნელოვანია?
- სალომე ჩემზე მნიშვნელოვანია? კითხვაზე კითხვით ვუპასუხე
- არ წახვიდე ანა,გთხოვ
- კი მაგრამ რატომ დავრჩე? მითხარი მიზეზი
გეგას არაფერი უთქვამს,რამდენიმე წუთი ანთებული თვალებით მიყურებდა,ვერც გავაცნობიერე როგორ აღმოჩნდა ჩემთან ასე სწრაფად.ცოტაც და მე და გეგა ერთმანეთს ვნება აშლილები ვკოცნიდით,გეგა ძლიერად მიკრავდა გულში,ბოლოს ხელში ამიტაცა და საძინებელში გამიყვანა,როცა საწოლზე დამაწვინა მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,და ვცადე შემეჩერებინა
- გეგა არ გინდა...
- გაჩუმდი ანა,ვიცი შენც ისე გინდა ჩემთან როგორც მე..გეგა თან მეჩურჩულებოდა თან მაისურს მხდიდა.წამიც და სამყარო ატრიალდა,მე და გეგა უკვე ვიყავით ერთი მთელი და არა ორი,განსხვავებული ადამიანი,რომელიც ერთმანეთს ყოველთვის ტკივილს აყენებდა.
მის ყოველ მოქმედებაში,ყოველი ხელის მოძრაობაში ირძნობოდა,რომ დიდი სკოლა ქონდა გამოვლილი.
მე აღარ მახსოვდა სანდრო...
არც გეგას ახსოვდა სალომე...
ვარსებობდით მხოლოდ ჩვენ...
მე მიყვარდა გეგა,ისე როგორც არასდროს და მეგონა გეგაც იგივეს გრძნობდა ჩემს მიმართ მაგრამ შევცდი...
როცა გეგა თავის საქმეს მორჩა,საწოლიდან წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო,მერე მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა ჩემსკენ და გაღიზიანებული ხმით მკითხა
- რატომ არ მითხარი ანა?
- რა? გავოცდი
- რომ მე...პირველი მამაკაცი ვიყავი შენთვის.გეგამ ნერწყვი ძლივს გადააგორა
- როდის მეთქვა გეგა?
- წესით ეს ბევრ რამეს უნდა ცვლიდეს ანა,მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის
ვერ ჩავწვდი მისი სიტყვების აზრს.
- რას გულისხმობ გეგა?
- ეს ნამდვილად თამაში იყო ანა,მე მძულს წაგება,თავისუფალი ხარ,შეგიძლია წახვიდე
მისმა სიტყვებმა გამანადგურა,საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდის არეში,მერჩივნა მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე,ეხლა სიკვდილს ვნატრობდი.როგორ ვერ მივხვდი,ეს გეგას შურისძიება იყო.ჩემს თავზე ვბრაზობდი,ეს ყველაფერი დაგემილი ქონდა,იცოდა წინააღმდეგობას რომ არ გავუწევდი, გეგამსალომეს გამო შური იძია. ტკივილი მომაყენა,ისე როგორც მე სალომეს
გეგამ მომკლა,მე ცოცხლებში აღარ ვეწერე....
როდის,როდის მოვეგე გონს,ძლივს ავითრიე სხეული,იქვე იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლი თვალცრემლიანმა დავტოვე.ვეღარ ვტიროდი,თითქოს ცრემლი გამიშრა.ეხლა გაცილებით მეტად მძულდა სალომე,რადგან მის გამო,სწორედ მის გამო მომექცა ასე სასტიკად გეგა,და საერთოდ, ამ დღიდან გეგას დანახვაც კი აღარ მინდოდა.ჩემს ერთ ნაწილს სურდა შურისძიება,მეორეს კი არაფრის თავი აღარ ქონდა.სახლში მისულმა საწოლზე დავეხეთქე და ტირილით გული ვიჯერე.რადგან ვიცოდი სანდრო დამირეკავდა ტელეფონები გამოვრთე.
მთელი ორი დღე არაფერი მიჭამია,მხოლოდ ვტიროდი.
დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა.
- დღესს ხომ ქორწილია! წამოვიყვირე აფორიაქებულმა
ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე,მე გეგას დავპირდი და აუცილებლად მივიდოდი მათ ქორწილში.საწოლიდან გიჟივით წამოვხტი,გამოვიცვალე და მაღაზიების დასალაშქრად გავემართე.შინ დაბრუნებულს კი ხელში ყუთი მეჭირა,რომელშიც ულამაზესი თეთრი კაბა იდო.ყუთი საწოლზე დავაგდე და ისევ ქუჩაში გავედი,დრო საკმარისად მქონდა ამიტომ სილამაზის სალონში შევიარე,სადაც მომუშავე გოგონას კარგად ვიცნობდი,ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა
- ანა? როგორ ხარ?
- კარგად სოფი,შენ როგორ ხარ?
- მეც ვარ რა,მთელი დღე აქ ვარ და ძალიან ვიღლები
- იმედია დამეხმარები.გავუცინე გოგონას
- აუცილებლად,აბა მითხარი რაშია საქმე?
- ვარცხნილობა და მაკიაჯი უნდა გამიკეთო
- სადმე მიდიხარ?
- კი ქორწილში
- და გინდა დედოფალი დაჩრდილო?
- როგორც ყოველთვის.
სოფიმ ღია მაკიაჯი გამიკეთა,რომელიც ხას უსვამდა ჩემი ნაკვთების სილამაზეს,თმაც ზევით ამიწია და როცა საქმეს მორჩა მაყოფილმა შესძახა
- აღფრთოვანებული ვარ შენით
- სოფი რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
- თხოვნა კი,შესრულება არ ვიცი.
- შეგიძლია სახლში გამომყვე?
- ვა მართლა? შენთნ არასდროს ვყოფილვარ
- ანუ წამოხვალ?
- რათქმაუნდა
სოფიმ იქ მდგომ გოგოს დაუბარა მივდივარ და მალე დავბრუნდებიო,და ჩემთან ერთად დატოვა სალონი.
- ვაუ,მაგარია.აღნიშნა მან როცა სახლში შევედით
- შეგიძლია მესტუმრო ხოლმე
- გავითვალისწინებ,კაბას არ მაჩვენებ?
- საწოლზე დევს
მე სამზარეულოში გავედი,ყავის გასაეთებლად
- მოიცა შენ რა თეთრ კაბის ჩაცმას აპირებ?
- ჰო რა მოხდა? გამოვძახე სამზარეულოდან
- ამს სპეციალურად აკეთებ არა?
- რას გულისხმობ?
- თეთრი კაბა დედოფალს ეცმევა
- და შენი აზრიტ მე ვინ ვარ?
- ჰო მაგრამ,რა დაგიშავა ასეთი იმ გოგომ? ნუთუ სულ არ გეცოდება?
- არა! მე ყველაზე ლამაზი ვიქნები დღეს.
სოფის არაფერი უთქვამს,როცა ყავის დალევას მოვრჩით,კაბა გამოვიტანე და ტანზე კოხტად მოვირგე,თეთრი,ქათქათა წალში გამოყვანილი კაბა და თერი ფეხსაცმელი ძალიან უხდებოდა ჩემს მაკიაჟს
- შენ უბრალოდ...საოცრება ხარ.აღფრთოვანებას ვერ მალავდა იგი
- ვიცი.თვითკმაყოფილმა ვუთხარი
მე და სოფიმ ერთად დავტოვეთ სახლი.
სოფი დამემშვიდობა,დამპირდა რომ ისევ შემომივლიდა და წავიდა.ტაქსი გავაჩერე ის მისამართი ვუპასუხე რაც სვეტას დავტყუე და წავედი.უამრავი კითხვა მიღღრნიდა გულს.იყო კი სწორი ჩემი იქ მისვლა? ან რა აზრი ქონდა? უბრალოდ ჩემი თვალით ვნახავდი,იმ სპექტაკლს რომელში მეორე ხარისხოვანი როლი მერგო.ალბათ ეს მაღიზიანებდა ყველაზე მეტად.
სვეტამ მახარა ჯვარს იწერენო,ამან კი საბოლოოდ გამანადგურა,უბრალო ხელმოწერის გაბათილება არაფერია,ხოლო როგორც მამაოები ამბობენ "ღვთისგან შეერთებულს,კაცი ვერ განაშორებს" სწორედ ეს მაშინებდა.
ტაძარში მისულს უკვე ყველა იქ დამხვდა,ის კი არა უკვე დაეწყოთ "საგანგებო"წირვა.სალომე თეთრ კაბაში,უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზი იყო,გეგაზე ხომ არაფერს ვამბობ.
იქვე კუთხეში დავდექი.ალბათ გეგამ ჩემი მწველი მზერა იგრძნო და შემობრუნდა,გეგა თითქოს თვალებით მანიშნებდა რომ მემშვიდობებოდა.ამჯერად სამუდამოდ...და მე მივხვდი,მე ზედმეტი ვიყავი მის ცხოვრებაში,მეს მე აღარ ვჭირდებოდი,როგორც მაშინ ადრე.მე და გეგას უკვე არაფერი გვაკავშირებდა,ამ წუთებში მხოლოდ სიკვდილს ვნატრობდი...
ტაძარი სასწრაფოდ დავტოვე.გარეთ ნელი ქარი ქროდა,რომელიც ჩემს სიფრიფანა კაბას აფრიალებდა.ფიქრებში გართული გზას მივუყვებოდი როცა,ქარი ჩადგა და რამოდენიმე წუთსი თავსხმა წვიმა წამოვიდა
- შესანიშნავიია! პირდაპირ გადასარევი,ამინდიც კი მეთამაშება...აღმომხდა გაღიზიანებულს
ის ფაქტი რომ გეგა სამუდამოდ დავკარგე,გულს მილიონობით ნაწილაკად მიყოფდა,მკლავდა,მანადგურებდა,მინდოდა მეყვირა,მთელი მსოფლიოსთვის განმეცხადებინა რომ უბედური ვიყავი,რომ გეგამაც კი გამანადგურა,კაცმა რომელსაც დავითმა ჩემი თავი საგულდაგულოდ ჩააბარა.კაცი რომელიც ყოველთვის და ყველაფერში, პირველი იყო ჩემთვის.კაცი რომლის გამო უდანაშაულო გოგოს ტკივილი მივაყენე.რას ვერჩოდი სალომეს? არც არაფერს,უბრალოდ ეჭვიანობამ დამაბრმავა.მე არავინ მყავდა,სრულიად არავინ,დედა მაინც რომ მყოლოდა ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.რა ზრი ქონდა ჩემს ცხოვრებას? რატომ ვცოცხლობდი? იქ ალბატ დედა მელოდებოდა.თავსხმა წვიმაში სიფრიფანა კაბით მივაბიჯებდი და აზრადაც არ მომსვლია ტაქსი გამეჩრებინა.
სახლში მივედი თუ არა,მთლიანად სველი კაბა არ გამიხდია.სამართებელი ავიღე და საწოლზე დავეხეთქე.
მე წამებში შემეძლო ჩემი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო,მაგრამ მაინც ვორჭოფობფი,ალბათ იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ჩემი თავი.ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე.სამართებელი ჯერ ნელა დავიდე მაჯაზე შემდეგ კი მთელი ძალით და სისხლმა იფეთქა,შემდეგ მეორე ხელიც.და კმაყოფილმა ჩავილაპარაკე
- დედა მოვდივარ...
თეთრი ზეწარი სისხლმა თეთრად შეღება,მე კი თანდათან გონს ვკარგავდი,მაგრამ ის კარგად მახსოვს,დიდი ხნის კაკუნისშემდეგ გეგამ ლამის კარები შემოანგრია,როცა მიხვდა რა სისულელეც გავაკეთე, ხელში ატაცებულმა საავადმყოფოში გამაქანა,მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი გეგას, აქ რა უნდოდა ჩემთან? სიზმარი იყო ეს ყოველივე თუ ცხადი?


* * *
გაღვიძებულს გეგა მომხვდა თვალში,იქვე პალატაში ბოლთას ცემდა,როცა მიხვდა რომ გონს მოვედი გიჟივით მომვარდა
- როგორ ხარ ?
- შენ აქ რას აკეთებ? ეხლა თაფლობის თვე არ უნდა გქონდეს? უდარდელად ვიკითხე
- ანა ძალიან გთხოვ..
- რას მთხოვ გეგა? მითხარი რა გინდა ჩემგან? მე შეგეშვით შენც და სალომესაც,რაც გინდათ ის გიქნიათ,ჩემთვის სულერთია.მშვიდ სიკვდილსაც კი არ მაცლი
- ანა მაპატიე..
- რა? რომ გადამარჩინე ? სარკასტულად შევნიშნე
- მაგისთვის პატიებას არასდროს გთხოვ
- საინტერესოა, აბა რას მოითხოვ ჩემგან?
- მე არაფერს მოვითხოვ ანა,მე გთხოვ
- მიდი გისმენ..
- ანა მაპატიე,მაპატიე რომ გული გატკინე,თანაც არაერთხელ,მაპატიე, არ გითხარი რომ მიყვარდი,მაშინ როცა ვიცოდი ეს,ის დღე მაპატიე,მაპატიე რომ დავითის თხოვნა ვერ შევასრულე,მაპატიე რომ ტკივილის მეტი ვერაფერი დაგანახე
გეგას თვალებში ცრემლი გაბრწყინდა,მე ასეთ გეგას პირველად ვხედავდი,მაგრამ როგორ შემეძლო მისთვის დამეჯერებინა,ყველაფრის შემდეგ?
- ეს თამაშია გეგა,უბრალოდ,შენ გძულს წაგება.თავისივე სიტყვები შევახსენე
- ანა ძალიან გთხოვ,ნუ მექცევი ასე
- მართლა? და მაინც როგორ?
- სასტიკად
- ახლავე გადი აქედან გეგა,ძალიან გთხოვ
- ანა მე ვიბრძოლებ შენთვის გეფიცები
-ახლავე გადი აქედან! შენ რა დაყრუვდი?
გეგამ უხმოდ დატოვა ოთახი.თითქოს ის ისეთი გურწფელი იყო,მაგრამ მე არ შემეძლო მისთვის კვლავ დამეჯერებინა...
რამოდენიმე დღე საავადმყოფოში დავყავი.ბოლოს ექიმი შომოვიდა პალატაში და მითხრა რომ უკეთ ვიყავი და შემეძლო სახლში წავსულიყავი,სახლში სადაც არავინ მელოდა.თან დაამატა რომ ხარჯები უკვე ვიღაც ბატონმა დაფარა.საწოლიდან ავდექი და შავი კაბა ჩავიცვი,რომელიც გეგას სახლიდან წამოეღო.
შენობასთან მანქანაზე მიყრდნობილი და ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი გეგა იდგა.ჩემი დანახვისას სწრაფად გასწორდა და მანქნის კარები გამოაღო
- თქვენს განკარგულებაში მიგულეთ დედოფალო
- ძალიან კარგი,იმედია მისამართი გახსოვს,სახლამდე რამდენად გამიყვან?
გეგას სახე მოექუფრა,მიხვდა არ ვხუმრობდი
- ანა არ გინდა
- რა არ მინდა? მაინც ტაქსით უნდა წავსულიყავი.უდარდელად ავიჩეჩე მხრები
- სხვა დროს აუცილებლად გისროდი აქედან.მაგრამ დღეს არა
- როგორც გინდა
მედიდურად გავხედე გეგას და ამაყად აწეული თავიდ ჩავჯექი მანქანაში
- სწრაფად იარე გეგა, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ
- შენ რა გგონია,მარტოს დაგტოვებ?
- შენ რას ფიქრობ? გგონია ისევ სისულელეს ჩავიდენ?
- მგონია,თანაც მარტო როგორ დაგტოვო? ორივე ხელი "გადაბინტულშეხვეულგადათეთრებული" გაქვს
გახუმრებას შეეცადა გეგა
- როდის მერე ზრუნავ ჩემზე?
- ყოველთვის...გინდა ჩემთან წავიდეთ სახლში?
- რა? განწირულმა წამოვიყვირე.არასდროს.შენ რა აპირებ მე და სალი ერთ ოთახში მოგვათავსო? ან იქნებ ერთ საწოლშიც, მეგობრებივით ჭორაობაში გავატარებთ ღამეს
- სალი წავიდა...
- მართლა? სად? სულერთია სახე დავიჭირე
- ჩემგან წავიდა,მიხვდა რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ეწერა,ჯვრისწერის დროს მიმატოვა
- ეხლა ნამდვილად ვაფასებ მაგ გოგოს.არც ისეთი სულელი ყოფილა როგორც მეგონა
- თეთრი კაბა სპეციალურად ჩაიცვი არა?
- შენ როგორ ფიქრობ?
- ძალიან გიხდებოდა.სალიმ მიხვდა ჩვენს მზერაში რაც იკითხებოდა,მიხვდა რომ მე..გეგა დადუმდა
- რა შენ?
- მე შენ მჭირდები ანა
- ჩემთვის ეს სულერთი და არასაკმარისია გეგა..
- რამდენიმე თვის წინ სრულიად საკმარისი იყო
- ვერ ხვდები გეგა? ჩვენ და ჩვენი ურთიერთობა,გაიყინა,იქ ჩარჩა იმ სახლში და არა ოთხი დღის წინ,არა,სწორედ იმ დღეს როცა ნება მომეცი წავსულიყავი
- მე გთხოვე პატიება და შემიძლია იგივე მილიონჯერ გავაკეთო
- მაგრამ მე არ შემიძლია გეგა.
რამდენიმე წუთში გეგამ მანქანა ჩემს სახლთან გააჩერა.მანქანიდან გადმოვედი და დამშვიდობება ვცადე
- დიდი მადლობა,ახლა შეგიძლია წახვიდე
- და ვინ გითხრა რომ სადმე წასვლას ვაპირებ? მე ხომ გითხარი მარტოს არ დაგტოვებ
- გეგა მე საკმარისად მიყვარს ჩემი თავი,ამიტომ არაფერს ვავნებ მას
- არც ისე ძალიან გყვარებია ანა,რადგან შენ უკვე ავნე
- შენ არაფერ შუაში ხარ
- მე კი მგონია ყველაფერი ჩემი ბრალია
- რატომ გგონია რომ დედამიწა შენს გარშემო ბრუნავს?
გეგა არაფერი უთქვამს,კარები გასაღებით გააღო და სახლში შევიდა
- გასაღები მომპარე? გაღიზიანებულმა შევნიშნე
- არ მომიპარავს
- აბა მითხარი რა ქვია შენს საქციელს?
- მე უბრალოდ დაუკითხავად ავიღე,რა გინდოდა კარი ღია დამეტოვებინა? თუ საავადმყოფოში არ წამეყვანე?
- მშვენიერი იდეაა
- ბევრს ნუ ლაპარაკობ ანა.მიდი დაისვენე მე კი სვეტას დაურეკავ და რაიმე საჭმელს და ტანსაცმელს მოიტანს
- შენ რა აქ რჩები?
- რა ჭკვიანი გოგო მყავხარ ანა
- ჯერ ერთი შენ სულაც არ გყავარ და მეორე აქ ვერ დარჩები
- ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ მე არ მინდა
- მერე გკითხა ვინმემ შენ რა გინდა?
და როცა ჩემი განრისხებული თვალები დაინახა დაამატა
- ანა მე უბრალოდ მინდა ჩემი შეცდომა გამოვისყიდო,მინდა შენზე ვიზრუნო,მე უბრალოდ მსიამოვნებს ეს,გეფიცები არ შეგაწუხებ, გვერდით ოთახში დავწვები და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე,კარგი?
- კარგი,და იცოდე მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდი რომ ვალდებული ხარ ასე მოიქცე
- კარგი
გეგამ გამიღიმა,მობილური აირო,რადგან სვეტასთან უნდა დაერეკა და ოთახიდან გავიდა..
საღამოს სვეტა მოვიდა,საჭმელი და გეგას ტანსაცმელი მოიტანა.ცოტა ხნით დარჩა შემდეგ კი მეჩქარება,ბევრი საქმე მაქვსო და წავიდა.მე და გეგა კი სრულიად მარტო დავრჩით უზარმაზარ სახლში.გეგამ თევშები გამოიტანა კარადიდან და მაგიდაზე დააწყო,შემდეგ კი კალათიდან იმ საჭმელის ამოლაგებას შეუდგა რომელიც სვეტამ მოიტანა
- მშვენივრად გამოგდის.ირონიულად შევნიშნე.ვაშლი ჩავკბიჩე,სავარძელში ჩავჯექი და ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოვაწყვე
- შენც
- რა ვაშლის ჭამა?
- არა,ჩემთვის ნერვების მოშლა
- გმადლობ,სიმართლე გითხრა ძალიან ვცდილობ
- ჭირვეული ბავშვივით იქცევი ანა
- თუ რაიმე არ გსიამოვნებს,კარები აი იქ არი,ვუთხარი და საჩვენებელი თითი კარებისკენ გავიშვირე
- ეხლა დიდი სიამოვნებით გცემდი ანა
- ეგღა მაკლია
- მოდი ვჭამოთ.მითხრა გეგამ როცა ყველაფერს მორჩა
სავარძელში გავსწორდი,წამოვდექი და ის იყო მაგიდას უნდა მივჯდომოდი გეგამ გამომცდელად შემომხედა
- ხელები დაიბანე?
- რა? მრისხანე თვალებით შევხედე
- კარგი რა იყო გეხუმრე
- ისე ნუ მექცევი როგორც ბავშვს.
- რაიყო არ ხარ?
- გეგა მგონი რაღაც გავიწყდება,ეს ჩემი ტერიტორია,აქ მე ვწყვეტ რა და როგორ იქნება,ამიტომ თუ რამე არ მომეწონება თავისუფლად შემიძლია აქედან კინწისკვრით გაგაგდო
- მართალია,მაგრამ შენ ამას არ გააკეთებ ანა
- ვიტომ რატომ?
- იმიტომ რომ გსიამოვნებს რომ აქ ვაქრ,შენს გვერდით
- ერთი მიზეზი მაინც მითხარი გეგა.
- შენ ისევ გიყვარვარ.ეს სიტყვები გეგამ ისეთი გრძნობით თქვა მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა
- მე მოვრჩი ჭამას შეგიძლია აალაგო.სულერთია სახე დავიჭირე და ოთახში გავედი
ტელეფონები ჩავრთე და მხოლოდ ახლა გამახსენდა სანდრო,მილიონობით ნარეკი დამხვდა.სანდრო ბიჭი რომელმაც იმ დროს ამომიდგა მხარში როცა ყველამ ზურგი მაქცია,არაფრად ჩავაგდე,აეროპორტში უნდა დავხვედროდი,ალბათ მელოდა.დახვედრაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი,ერთი შეტყობინებაც კი არ დავუტოვე,ამიტომ სწრაფად ავიღე მობილური და დავურეკე,კარგა ხანს ყურმილს არ იღებდა,და ბოლოს როცა იმედი გადამეწურა და გათიშვა დავაპირე მისი ხმა გავიგე
- ანა? კარგად ხარ? იცი რამდენი დღეა შენთან დაკავშირებას ვცდილობ?
მეგონა სანდრო საყვედურებით ამავსებდა,მეჩხუბებოდა რატომ დამიკიდეო,მაგრამ შევცდი
- სანდრო მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ? მაპატიე,რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და საავადმყოფოში ვიწექი
- ეხლა კარგად ხარ? მე კიდე რა არ ვიფიქრე
- ეხლა კარგად ვარ,მაინც რა იფიქრე?
- ვიფიქრე დავავიწყდი და აღარ ვუყვარვართქო
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი,რადგან მის სიტყვებსი იყო სიმართლი მარცვალი
-მე მახსოვხარ სანდრო.ძლივს გადავაგორე ნერწყვი
-გინდა მოვიდე შენთან? ალბათ სულ მარტო ხარ არა?
- არა სადნდრო არ შეწუხდე,აქ ერთი ნაცნობია,ის იზრუნებს ჩემზე.მართლა და დედაშენი როგორაა?
- უკეთაა ანა,გმადლობ,კარგი მაშინ ხვალ აუცილებლად მოვალ
ამ დროს გეგა შემოვიდა ოთახში,მრისხანე თვალებით მიყურებდა,მერე სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა და ხმამაღლა დამიძახა
- ანა,საყვერელო,ყავა დავლიოთ? თუ ჯერ სხვა რამით დავკავდეთ?
აშკარა იყო სანდრომ ყველაფერი გაიგო,ამიტომ ახსნა-განმარტების თავი აღარ მქონდა და გავუთიშე
- ეს განზრახ გააკეთე არა? თვალებიდან მრისხანებას ვაფრქვევდი
- შენ როგორ გგონია?
- რა გინდა გეგა?
- შენ გაქვს უფლება ესე მოექცე ადამინს რომელსაც ვუყვარვარ და მე არა?
- მძულხარ გეგა.საწოლიდან წამოვიჭერი და პირდაპირ მის წინ ავისვეტე
- მეც მძულხარ ანა,ასე ძალიან არავინ შემძულებია,არასდროს,ჩემს ყველა ნაწილს ძულხარ,ეს გრძნობა შიგნიდან მწვავს და სადააცაა იფეთქებს
- იგივე შემიძლია გითხრა
არ ვიცი, რამდენი ხანი ვუყურებდით ერთმანეთს ანთებული თვალებით,ბოლოს გეგამ თმაზე მსუბუქად წამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.ტუჩებზე დამაკვდა,ხელი მკრა და საწოლზე გადამაწვინა,თვითო გახდას შეუდგა და ჩემს ზევიდან მოექცა....
სამყარო ატრიალდა...მე კი ვნებააშლილი ვჩურჩულებდი
- ვერ გიტან გეგა..
- მეც მიყვარხარ ანა..
წამში ორივე გავჩერდით,მე გავიგე მისი სიტყვები,მაგრამ არ შევიმჩნიე და სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება
- სანდროსთვის ტკივილის მიყენებას არ გაპატიებ...
ისევ ატრიალდა სამყარო,თითქოს არაფერი მომხდარიყო,მე არ გამეგო არაფერი..
მე და გეგა კი ერთმანეთს ვნებამორეულები,გაშმაგებული ვკოცნიდით ერთმანეთს......
დილით,გავიღვიძე თუ არა,გავაანალიზე რაც მოხდა.მე გეგას კვლავ მივეცი უფლება ჩემით ეთამაშა,ჩემი გრძნობებისთვის დაეცინა<<მორჩა ეხლა ადგება და კვლავ მეტყვის რომ ეს უბრალოდ თამაში იყო>>ვფიქრობდი ჩემთვის.გეგას ღრმად ეძინა,ტუჩები გაპობოდა, ისეთი საყვარელი იყო,სურვილი გამიჩნდა კვლავ მეკოცნა მისთვის,ისე როგორც წინა ღამით.მაგრამ ეს შეუძლებელი იყო,მე უნდა დამესრულებინა ეს თამაში,სანამ გეგა არ გააკეთებდა ამას.მისი ხელი რომელიც ჩემთვის წელზე შემოეხვია უხეშად მოვიშორე,საწოლიდან წამოვდექი და ჩაცმას შევუდექი
- რას აკეთებ ანა?
- წიგნს ვკითხულობ.ეს ისე ვთქვი, მეც გამიკვირდა
- ეს დროის ფუჭი კარგვა იყო
მორჩა,სწორედ ამ სიტყვების გაგონება არ მინდოდა,ეს იმ სიტუაციას გავდა,როგორც მაშინ,პირველად,გეგას გუშინდელი ღამე უბრალოდ დროის უაზრო ფლანგვად მიაჩნდა.
- ასეც ვიფიქრე.ირონიულად შევნიშნე
- მოდი ჩემთან,გეგას თვალები აენთო
- რა? გავიოცე მისი შემოთავაზება
- ტანსაცმლის ჩაცმა,ცუდი მცდელობა იყო,მე ისევ მინდიხართ დედოფალო.გეგამ ოდნავ მაგრამ შესამჩნევად გამიღიმა
- მე აღარ მინდიხარ გეგა,ეს უბრალო თამაში იყო
- შენთვის?
- მე ჩემი თავი არ მიგულისხმია
- ეს ყველაზე კარგი რამ იყო ანა,გეფიცები შენ შეუდარებელი ხარ,მოდი ჩემთან
- არსადაც არ მოვალ უნდა წავიდე
- კი მაგრამ ამ დილით სად მიდიხარ?
- სანდროსთან! გამარჯვებულის ღიმილი ვესროლე და ოთახი დავტოვე
ის იყო სახლი უნდა დამეტოვებინა,კარებთან გეგა ამესვეტა
- შენ რა,მართლა გგონია რომ სადმე გაგიშვებ?
- მე არ მგონია გეგა,ეს ასე იქნება
- მითხარი რა გინდა მასთან? უნდა შეურიგდე? ეხლა არ მითხრა მიყვარსო,სარკასტულად შენიშნა მან
- ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი გეგა? მითხარი რა გინდა?
- ანა ნუთუ ვერ ხვდები,ჩვენ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ,ეს რაღაც კოვალენტურ ბმასავითაა
- ფიზიკა არ მაინტერესებს
- გაჩუმდი და მომისმინე.არ გეჩვენება რომ ეს ყოველივე კავშირშია ერთმანეთთან? მე შენ და დავითი. რატომ მაინცდამაინც შენ? უამრავი გოგო იქნებოდა ვისაც სოლიდური თანხის გამო შეეძლო ერთი წლით დამთანხმებოდა ქორწინებაზე,ავირჩევდი უპრეტენზიო გოგონას რომელსაც არ ვეყვარებოდი
- რა მე პრეტენზიული ვარ ? წარბი ავწიე,თანაც მე სულაც არ მიყვარდი, რა გარანტია გქონდა რომ იმ უპრეტენზიო გოგოს არ შეუყვარდებოდა ბატონი გეგა?
- შენ ვერ გამიგე ანა,ეს ბედისწერაა,ჩვენი წარსული,აწმყო და მომავალი
- ჩვენ მომავალი არ გვაქვს
- ცდები ანა,ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს ერთად
- საინტერესოა,ეხლა არ ვარ ბავშვი? თუ რადგან ერთ თვეში თვრამეტის ვხდები რამეს ცვლის? ირონიული ღიმილი გამომეხატა სახეზე
- შენ ახლაც ბავშვი ხარ ანა.მე უბრალოდ გავაცნობიერე რომ...რომ,სიყვარულს ასაკი არ აქვს.სულ ამაზე ვფიქრობ,მას შემდეგ რაც გაბრაზებულმა ეს სიტყვები მომაძახე.
რადგან სიყვარულზე დაიწყო გეგამ ლაპარაკი,გადავწყვიტე მისთვის მეთქვა ის რაც გუშინ გავიგე
- გეგა მე..გავიგე გუშინ რაც მითხარი
გეგა დუმდა,არაფერს ამბობდა,მე კი ვცადე რომ სიტუაცია განმემუხტა
- არა რა სულელი ვარ არა? სექსის დროს რას არ იძახიან ხოლმე,როგორ დავიჯერე რომ ეს სიმართლე იყო
- მენდე,მე გაღმერთებ ანა
- როგორ შემიძლია გენდო,მას შემდეგ,იმ ტკივილის შემდეგ რაც შენ მომაყენე?
- დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება,გპირდები
- სულ ეს არი? არაფერის მთქმელი მზერა მივაპყარი
- მეც მიყვარხარ
ამ წუთებში სამყარო ჩემი მეგონა,გეგასაც ვუყვარდი მე,ეხლა კი არ არსებობდა რაიმე მიზეზი რატომაც არ უნდა ვყოფილიყავით ერთად,მაგრამ სწრაფად მოვეგე გონს და გამახსენდა მიზეზი,რომელსაც სალომე ერქვა
- კი მაგრამ სალომე? ჩემდა უნებურად დავსვი ეს კითხვა
- მან მიმატოვა ანა,პირდაპირ ჯვრისწერაზე,მას შემდეგ რაც შენ დაგინახა,სანამ წავიდოდა კი მხოლოდ სამი სიტყვა დამიტოვა
- "მე შენ მიყვარხარ" არა?
- "იყავი ბედნიერი მასთან"
- მართლა ყვარებიხარ
- ისე როგორც შენ გიყვარვარ მე..
- მეშინია გეგა
- რისი?
- ეს იმ თამაშის გაგრძელება არ იყოს
- მე საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ ანა
გეგა სწრაფად მომიახლოვდა ხელში ამიტაცა და კვლავ საძინებელში გამიყვანა........
მთელი დღე მე და გეგამ ერთმანეთის ალერსში გავატარეთ.ბედნიერებისგან თავი მეცხრე ცაზე მეგონა,მე მიყვარდა იგი,მასაც ვუყვარდი მე.რა მინდოდა სხვა? არც არაფერი.ის მე მეკუთვოდა,შემეძლო მასი შევხებოდი და მოვფერებოდი სადაც და როგორც გამიხარდებოდამ.გეგას მკერდზე მედო თავი და ვუსმედი მის რიტმულ გულისცემას.
- ეხლა უნდა წავიდე ანა და მალე დავბრუნდები.განმიცხადა როცა საწოლიდან წამოდგა და ჩაცმას შეუდგა
- კი მაგრამ სად მიდიხარ?
- საქმე მაქვ,სრაღაც საბუთებს უნდა მოვაწერო ხელი
- მალე დაბრუნდები?
- ვეცდები
- იცოდე მალე დაბრუნდი თორემ აქ აღარ დაგხვდები,გაბუტული ბავშვივით გავხედე გეგას
გეგამ გადაიხარხარა
- მართლა? და სად წახვალ? კარგი კარგი,ვეცდები მალე მოვიდე,დანებების ნიშნად ხელები ჰაერში აწია
მერე ნელა მომიახლოვდა თავზე ხელი წამავლო და გულზე მიმიხუტა
გეგა წამოდგა და კარებისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა,მიმავალს ჩემი სიტყვები გზად დაეწია
- გეგა?
- რა ანა?
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ! ეს ისეთი გრძნობით თქვა სულ გამაჟრჟოლა
მხოლოდ ეს თქვა და სახლი დატოვა.სრულიად მარტო დავრჩი, ახლა რა გამეკეთებინა? უცებ გონება გამინათდა სანდრო უნდა მენახა და ყველაფერი ამეხსნა.ასეც მოვიქეცი სანდროს დავურეკე და ვთხოვე ჩემ სახლთან ახლოს რომ კაფეა იქ მოდითქო.მე და სანდრო ნახევარ საათში კაფეში ვიჯექით და ყავას ვსვავდით,ლაპარაკის დაწყებას კი არცერთი არ ვჩქარობდით."შეყვარებულების" კვალობაზე ძალიან ცივი შეხვედრა გამოგვივიდა,მხოლოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი.
ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია
- დიდი ხანია არ მინახიხარ ანა,ძალიან შეცვლილხარ
- რამდენიმე თვეა უკვე,დედაშენი როგორაა?
- რავიცი,ვუძლებთ და ვართ,ისე შედარება არ არი
- არ ინერვიულო ,აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება
- შენსკენ რა ხდება ანა?
დადგა ის დრო როცა მისთვის ყველაფეი უნდა მეთქვა,თან არ მინდოდა მას გული ტკენოდა
- რაღაც მინდა გითხრა სანდრო მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო.
- თავიდა დაიწყე ანა,ან სულაც არაფერი თქვა მე ყველაფერს ვხვდები
- მართლა მაინც რას?
- შენ მე აღარ გიყვარვარ..
- ტყუილია! გავაპროტესტე მისი პასუხი,მე შენ მიყვარხარ სანდრო.ეს სიტყვები მართლაც გულრწფელი იყო
- ვიცი ანა,მაგრამ ისე არა როგორც ის.
რომ მეკითხა ვინ ისთქო? ალბათ სისულელე იქნებოდა
- სანდრო მომისმინე,შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ,მე მიყვარხარ.შენ ხარ ადამიანი ვინც მძიმე წუთებში გვერდით დამიდგა,ის ერთადერთი რომელმაც სიცოცხლე გამილამაზა
- აბა მითხარი ანა,ყველაფერი მაშინ აირია როცა წავედი? არ უნდა წავდულიყავი.სინანული აღებეჭდა სახეზე
- არა სანდრო,შენ უნდა წასულიყავ,ეს არაფერს შეცვლიდა,უბრალოდ არის რაღაც,რასაც არ უნდა გაექცე იგი ყოველთვის გიპოვის,არ მოგასვენებს,ხან კოშმარად მოგევლინება ხანაც ლამაზ ზღაპრად და შენ ამ ზღაპრის მთავარი გმირი გგონია თავი.შეიძლება ეს ყოველივე ძალიან აბსურდულად ჟღეს მაგრამ მე ასე წარმომიდგენია
- და ეს რაღაც სიყვარულია არა?
- კი ეგრეა,არ მინდა გამიბრაზდე,მეც ყველანაირად ვეცადე ჩემი გრძნობების დაფარვას,მაგრამ ვერ შევძელი
- მე არ გიბრაზდები ანა,დედას გეფიცები არ გიბრაზდები,მე ვიცი ეს რა გრძნობაა,თითქოს შენ შენ არ ხარ და ეს გრძნობა გცვლის ან კეთეს გხდის ან უარეს
მეტი არაფერი გვითქვამს,ბოლოს სანდრო წამოდგა გადაიხადა,გამიღიმა,მხოლოდ ეს მითხრა
- ბედნიერი იყავი ანა! და წავიდა...
გულში რაღაც ჩამწყდა,სინდისის ქენჯდა ვიგრძენი.ალბათ ისტერიკები რომ მოეწყო სანდროს ყველაფერი უფრო გამიადვილდებოდა.
ყურებ ჩამოყრილი შევედი სახლში,გეგა უკვე მოსულიყო,საწოლზე ჩამომჯდარიყო და თავი ხელებში ჩაერგო
- მეც მოვედი საყვარელო.სარკასტულად შესძახა გეგამ,გულმა რეჩხი მიყო,რაღაც არ მესიამოვნა მისი ტონი
- გეგა შენ რა დალიე?
- მიდი გაიხადე ანა,მოდი კიდევ ერთხელ გავერთოდ
- რამე მოხდა? შეშფოთებულმა ვიკითხე
- იცი რა ანა? ნამდვილი ძუკნა ხარ,შენ ვერაფერი შეგცვლის,ასეთი დაიბადე და ასეთად მოკვდები
გეგა შეუალი იყო
- გეგა გაჩუმდი,ძალიან გთხოვ
- ჯერ გიო,მერე საბა,მე,ახლა ვიღაც სანდრო.ესენი მხოლოდ ისინი ვისაც მე ვიცი, ღმერთმა იცის კიდე რამდენთან იყავი
- გეგა შენ ხომ იცი,შენ ჩემთვის პირველი.... წინადადება ვერ დავასრულე,ცრემლი მომერია
- ოოო,ეგ სულ დამავიწყდა,აბა რა! მე გაგიკვლიე გზა არა?
გახევებული ვიდექი და ვუსმენდი გეგას,რომელიც უზომო ტკივილს მაყენებდა,რა უნდოდა ჩემგან? ჩვენ ხომ ყველაფერი გავარკვიეთ.რა შეიცვალა?
- გეგა ამიხსენი რა მოხდა?
- კიდე მეკითხები? რამდენიმე საათით გავედი და მაშინვე ვიღაც ბიჭთან გაიქეცი,სანრო არა?
ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე გეგას.
ეხლა კი ყველაფერს მივხვდი,გეგა ეჭვიანობდა,თითქოს გავამართლე მაგრამ მას არ ქონდა უფლება ასე დამლაპარაკებოდა
- იცი რა გეგა? ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი ოდესმე დავუშვი,შენი სიყვარულია,მართალია ამ გრძნობით არ დავბადებულვარ,მაგრამ ამ გრძნობით მოვკვდები.და ამას არც ისე დიდი ხანი დასჭირდება,შენი ყოველი სიტყა,გამოხედვა,უნდობლობა მკლავს,მტკენს,მანადგურებს.არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა,მაგრამ მაინც გეტყვი,მართალია სანდროს შევხვდი კაფეში,ალბათ დაგვინახე,იქ მხოლოდ იმისთვის მივედი რომ მისთვის ამეხსნა და უმტკივნეულოდ დავშორებოდი.ახლა კი ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე
გეგა გახევებული მიყურებდა,არ ელოდა ჩემგან ასეთ აღიარებას.მეგონა რაიმეს მეტყოდა,მაგრამ შევცდი.ერთ ხანს გაუნძრევლად იდგა მერე ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი,მერე სახლი და შემდეგ ქუჩა.
გულში რაღაც ჩამწყდა,არ მინდოდა წასულიყო მაგრამ არ გავეკიდებოდი,არ გავაჩერებდი ამის უფლებას სიამაყე არ მაძლევდა.


* * *
საღამოს,წყალი გადავივლე,მოკლე პერანგი ჩავიცვი და ის იყო საძინებელში უნდა შევსულიყავი,კარებზე ზარის ხმა გავიგე.სწრაფად მივეჭერი კარებს,ვგრზნობდი გეგა იყო,არც შევმცდარვარ
- მარტო ხარ?
გეგა კარებს მიყრდნობოდა და დამნაშავესავით ქვემოდან მიყურებდა
- არა!
- გამიბრაზდი არა?
- არა!
- კარგი მაშინ კითხვას სხვანაირად დავსვამ.წინააღმდეგი ხომ არ ხარ ოთახში რომ შემოვიდე?
- არა!
- აი ხომ ხედავ,გაამართლა! ერთმა არამ მომიტანა უკვე სარგებელი
- მართლა არახარ მარტო?
- არა!
- აბა ვინ არი აქ,ჩვენს გარდა?
- გიო,საბა,სანდრო ან ჩემი მორიგი კაცი
გეგას სიფითრემ გადაურბინა სახეზე,თვალებში კი უზომო ტკივილი ჩაუდგა
- ანა ვიცი გული გატკინე,თანაც არაერთხელ,უბრალოდ ვიეჭვიანე,ძნელია არ იაჭვიანო შენნაირ სრულყოფილ არსებაზე,მითუმეტეს რომ ეხლა აღარ მეკუთვნი მე
გეგას თვალებში ნამდვილად დავინახე სინანული,მე უკვე ვაპატიე მას,მაგრამ ჯერ არ ვეტყოდი
- კიდე გაქვს რამე სათქმელი? ძალიან მეძინება
ვერ გავაანალიზე როგორ დაიჩოქა ჩემს წინ გეგა,როდის მოასწრო? გაოცებულმა თვალები დავჭყიტე
- ანა,გახდები ჩემი ცოლი? იცი მე არასდროს მითხოვია ჯერ ეს არავისთვის,ამიტომ არ ვიცი როგორ ვთქვა,რა სიტყვებით გთხოვო ეს,მაგრამ მე შენ ძალიან მიყვარხარ,ისე როგორც შენ და ამას არ სჭირდება უაზრო სიტყვები
გეგამ ლამაზი შავი ყუტი გადახსნა დ გავოცდი.იქ ბრილინტის თვლიანი ულამაზესი ბეჭედი იდო,რომელმაც თვალები მომჭრა
- გეგა ჩვენ ხომ უკვე ვცადეთ ეს? და არაფერი გამოგვივიდა,მგონი არაფერის შეცვლა არ ღირს
- ანა ჩვენ არაფერი გვიცდია,ის უბრალო გარიგება იყო.მე იძულებული ვიყავი ცოლად მომეყვანე,რადგან ჩემი ბიზნესი გადამერჩინა
- იცი გეგა დღემდე ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ეს ყოველივე
- ერთი გოგო იყო ლიზი,ძალიან მოგვწონდა ერთმანეთი,მაგრამ პრობლემა სწორედ ის იყო რომ ჩემს ბიძაშვილ ლაშასაც უყვარდა იგი.ამიტომ მიძაჩემმა გადაწყვიტა გზიდან ჩამოვეშორებინე და ულტიმატუმი წამომიყენა თუ აუცილებლად ცოლს არ მოვიყვანდი ოღონდ ლიზის არა,ყველაფერს წამართმევდა,ეს კი მას არ გაუჭირდებოდა,საერთოდ კომპანიის აქციების დიდი ნაწილს ფლობს.თუ ცოლიანი კაცი ვიქნებოდი ლიზისთან ყველანაირ უფლებას დავკარგავდი
- მერე რა მოხდა? ყურებს არ ვუჯერებდი
- მერე დაქორწინდნენ
- ვინ? ლამის წამოვიკივლე
- ლაშა და ლიზი.
- გიყვარდა?
- მეგონა რომ კი. კარგი რა ანა,ჩვენ სხვა თემაზე ვსაუბრობდით,გახდები ჩემი ცოლი? მეორედ,დავიწყოთ ყველაფერი თავიდან?
- კი გეგა,კი..
გეგა წამოდგა ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.
ოთახი ჩვენმა სასიამოვნო სიცილმა გააყრუა....


* * *
მე და გეგამ ჯვარი დავიწერეთ...
ულამაზესი თეთრი კაბა მეცვა,ხელს კი გეგას ნაჩუქარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მიმშვენებდა...
აქ იყო ყველა ვისაც ვიცნობდი თუ არ ვიცნობი,სვეტა,სოფი ჩემი ნაცნობები,ახლობლები...
გვერდით კი მედგა კაცი რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა და სიკვდილის მერეც მეყვარებოდა...
როცა წვეულება დამთავრდა,გეგამ მანქანაში ჩამსვა და სწორად იმ სახლში მიმიყვანა რომელიც ჩვენთვის იყიდა,კარებთან მისულმა გამაჩერა და ყუთი გამომიწოდა.
გავსხენი,შიგ კი ულამაზესი დიადემა იდო.გეგამ იგი ლამაზად მომარგო თავზე და კმაყოფილმა გაიღიმა
- შენ უკვე ხარ ქალი-ქალში,ვიცი ეს უკვე მითქვამს მაგრამ,ამის გამეორებით არასდროს დავიღლები ანა!
ეშმაკურად მოვჭუტე თვალები
- მე ბედნიერი ვარ!
- მე უფრო! გააპროტესტა მან
- ვითო რატომ?
- მოწოდებით დედოფალი მე მეკუთვნის! ბოლო ხმაზე დაიყვირა გეგამ,ხელში ამიტაცა და კარები ფეხით შეაღო....



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

იცი მე მომეოწნა. კარი იყო რომ ცოტა გაართულე და აწვალე პერსონაჟები მმე არ ვარ ზოგადად მარტივი ისტორიების მოყვარული.
სიამოვნებით წავიკითხე და სხვასაც სიამოვვნებით წავიკითხავ თუ დაწერ!!!

 


№2 სტუმარი Guest cicinatela

ძალიან კარგი იყო

 


№3  offline მოდერი zia-maria

რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო,არ მომწყინდებააა.კარგი ისტორიაა,შესანიშნავი ხარ საოცრებების შექმნელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი ადელაინი

zia-maria
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო,არ მომწყინდებააა.კარგი ისტორიაა,შესანიშნავი ხარ საოცრებების შექმნელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3

 


№5 სტუმარი Guest salome

sashinlad mosawyeni istoriaa... Da ho ana martlac aris dzukna

 


№6  offline წევრი ადელაინი

Guest salome
sashinlad mosawyeni istoriaa... Da ho ana martlac aris dzukna

იდეაშიც სწორედ ეს იყო, ანა ჩემი აზრით არის 'ქუინ ბიჩ':დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent