შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სითეთრის ირონია (დანაშაული)


7-06-2017, 22:44
ავტორი Bibliopath-neophile
ნანახია 1 340

ძლივს ავიარე აღმართი,ვფიქრობდი წვიმა გადაიღებსთქო მაგრამ თითქოს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებული სტიქიის ღმერთი მაწამებდა,კიდევ უფრო გამწარებით ცრიდა ცა.
   დიდი გალავნის კარი მოვიძიე და შიგნით შევაბიჯე,ახლა ვიხსენებ რომ მაშინ გავიფიქრე ნაწვიმარზე ულამაზესმა ყვავილებმა იციან გაფურჩქნა ამ ბაღშითქო მაგრამ ჩემსავით გალუმპულ მიწას და მის შვილობილებს მაშინ მშვენიერებისა არა ეცხოთ რა. სახურავმა მიხსნა,მის ქვეშ შევაფარე თავი და თან ჩემდა გასახარად აღმოვაჩინე რომ ეს სახურავი იყო ფარეხისა რომლის კარი რომელიღაც ძალის მადლით ღია დარჩენოდა პატრონს,შევაღე და შევიძურწე.უკვე მიმადლიერებულმა ირგვლივ თვალი მოვავლე და ჩანაცისფერებულ ატმოსფეროში ავტომობილი დავლანდე. აი მაშინ იძალა ჩემმა იურიდიულმა გამოცდილებამ და ალგორითმი ამოვხსენი,თუ ფარეხში მანქანაა და თან ამ ფარეხის კარი ღია,გამოდის სახლში ვიღაც იქნება.
კარი გაიღო და მაშინ მე პირველად დავინახე ის - შავი ციმციმით და კუპრივით შავი კულულით.ისევ ისეთი ბრაზი ვიგრძენი როგორც საათების წინ, როცა რუსუდანმა მითხრა სამი თვეა წასულია და არც კი გვირეკავსო.
   უნდა გენახათ,იდგა ღია კარში და დაღლილ,არაფრისმთქმელ მზერას არ მწყვეტდა,ვინ იცის კარიც მოეხურა მე რომ არ მეჯიკა და შიგნით არ შევსულიყავი.თვალი გამექცა აგუზგუზებული ბუხრისა და დიდი დივნის წინ მდგარ ხის დაბალ მაგიდაზე, გადაშლილი წიგნის წინ დადებულ  ღვინის ლერწამივით ტანგამოყვანილი ჭიქისკენ. ოჰ,ისეთი სიმშვიდის შეგრძნება იყო,თითქოს სახლში მოვედი და ვინ იცის იქნებ ეს მართლაც ის ერთადერთი სახლია სადაც მელიან... მოვუბრუნდი და უაზროდ გაშეშებულს წავაწყდი.
-პირსახოცი მომიტანე გეთაყვა და მშრალი ტანსაცმელი,სულ გავილუმპე.
უხმოდ შებრუნდა და ახლაც მახსოვს როგორ უსიტყვოდ გადმომცა თეთრი,ფუმფულა ჯემპრი დიდ პირსახოცთან ერთად.
   აბაზანიდან გამოსული წავაწყდი ისევ დივანში ჩამჯდარს,წიგნის ფურცელზე თვალმიკრულს. ამ დროს რომ მიყვარს ისე არასდროს,მაგრამ თავი ასწია და ჩემგან განსხვავებით უსაბაბოდ გაბრაზებულმა შემომიბღვირა.
-მგონი დროა მითხრა აქ რას აკეთებ.
ახლა მე ვიცი როგორ ვატკინე მას ჩემი წასვლა,თუმცა არ ესმის როგორი რთული იყო მისი თვალებისგან იმის მოსმენა რომ მიღალატა,არც ხელების განთავისუფლება და შორს გადგომა იყო ადვილი,არც მობრუნება და საკუთარი თაიგულის მისი სიძვის დიაცისთვის ხელებში ჩაგდება,არც ზურგის შექცევა და ღმერთო ! არც ისე მშვიდად უარის თქმა მის სამუდამო შეგრძნებაზე... ოჰ,ის მიყურებს და მე არ შემიძლია,მე ის ო, ისე მიყვარს !
 

 მე მივდივარ როგორც მაშინ მივდიოდი საკურთხევლისკენ,ნელი და მოზომილი ნაბიჯით,დამსხვრელი ძვლითა და ჩატეხილი კვირისტავით.მუხლში ვიხრები და ერთი ფეხით ვეყრდნობი დივანს,მერე მეორეც და მე უკვე მის კალთაში ვარ, ეს გაკვირვებული შავი ციმციმი ჩემია,მე მეკუთვნის.მისი თმა,ღმერთო,შენ იცი ის ჩემია ! ცერა თითით ავუყევი მის ძლიერ მკლავს და ძარღვებდაჭიმულ კისერს,მიყვარს ჩემი შეხება რომ აგიჟებს, სახით ვეხები მის ლოყას,კისერს,მე მიყვარს მისი სუნი,მცირე ალკოჰოლის,თამბაქოსი და   ძვირფასი სუნამოსი.ვგრძნობ მის თითებს ჩემს წელზე და მოძრაობას ვიწყებ,ტუჩები მისველდება და ღრმად ვსუნთქავ,კანზე მისი შეხებისგან ვიწვები,მისი სარკაზმული ღიმილი,დამცინის,მაგრამ ღმერთო მაგიჟებს! ამჯერად მე ვარ აქ მთავარი, მე გაჩვენებ როგორ უნდა ჭკუიდან გადაყვანა,ცდილობ მაჯობო?! მოშიშვლებულ ბარძაყზე საჩვენებელ თითს მაყოლებს და ჩემს ბაგეს ეძებს ჩასაკონებლად, აბა კი ?! თამაში რომ გინდოდა? ბრაზდება,წყრება,ვუნდივარ! სველი თმით სახეზე ვეხები,ბაგეს ვარიდებ მაგრამ ვეხები თამამად,ცდილობს გამაჩეროს,ჯემპრს შიგნითაა,ვგრძნობ მისი თითების თამაშს ჩემს მუცელზე,ცერებით მიუყვება დიაფრაგმას და ჩემი დაჭიმული კუნთების შეგრძნებაზე ეღიმება,მეტი უნდა,უფრო მაღლაა,ღმერთო ! ღრმად ვსუნთქავ, არ შემიძლია, ბაგეები მეხლიჩება,დრო იხელთა, მკოცნის,მოწყურებული მეწაფება, ჩემი სუსტი წელი მის ხელშია,ძლიერია თან ვუნდივარ ! სადღაც ისმის ვედრება რომ მორჩეს! როგორ ვუყვარვარ,ღმერთო ! ჩემი კანი თავისუფლდება, ხელებს განზე წევს,ანებებს თავს ტუჩებს და როცა ძლივსძლივობით ვახერხებ თვალების გახელას ,ვაწყდები მას, ჩემზე გულაცრუებულს და მოზეიმეს,მან დამანახა როგორ მჭირდება ის სუნთქვისთვის,წამის გაჩერებისთვის,მაგრამ მას მე არ ვჭირდები,არ ვჭირდები ჩემი უმანკოებით და  ჩემი სიყვარულით,.მე ის მივატოვე ისე რომ სიყვარულიდან არ წავსულვარ,მან არ მიმატოვა მაგრამ წავიდა სიყვარულიდან და ახლა მე ...
და მე ვტირი...
და ის მიყურებს...
და მე ვიცი რომ ჩვენ აღარასოდეს იქნება...
და მე ვიცი რომ მე გაქრა... !
ვიყავი უხერხული სიჩუმის და გადადგმული ნაბიჯის მსხვერპლი.
ისე მინდოდა წასვლა,მისგან შორს ! შორს ! იძახდა შიგნით აზუზუნებული თავმოყვარეობა,მაგრამ ნაბიჯიც არ გადამიდგამს,თავი მივატრიალე და სამზარეულოს მაგიდასთან მოფუსფუსეს ვკიდე მზერა, გაზქურიდან აღებულ ჩაიდანიდან დუღარე წყალს ორ ჭიქაში ანაწილებდა,არც შემოუხედავს ისე დამიდგა წინ და თავად ხელისგულებში მოიქცია ცხელი ჭიქის სხეული,ზუსტად ისე როგორც ჩემი წელის სუსტი წერტილები რამდენიმე წუთის წინ.შიგნით ეგო წიოდა -"სუნთქვა არ დაგავიწყდეს,ისუნთქე,ისუნთქე ღრმად.
-ტყუილად მოხვედი,წასვლა ჯობს ! ...- შინაარსი რომ აშკარად ჩემი მიმართულების არ ყოფილიყო ვიფიქრებდი ცეცხლს უჯავრდებათქო.
-არ წავალ და შენ იცი ...
-არაფერი არ ვიცი!
მომიბრუნდა და კი არ მითხრა , მიყვირა.მაშინვე პირი იბრუნა და გავიფიქრე"თუ მიყურებს ვუყვარვარ,უნდა შემომხედოს,უნდა მიყურებდეს" უკანასკნელი სიმამამაცეების გამოყენებით ვიღებ ამ ჩემს აკანკალებულ ხელის მტევანს და ათრთოლებული თითებით ვეხები მისი ლოყის კუთხეს,გაბრაზებული სახე უმშვიდდება და უღონობის გამოსახატად თვალებს ხუჭავს,უძლურად ყრის მუხლებზე დაწყობილ ხელებს.ვგრძნობ ჩემი შეხების მთლიან ძალაუფლებას მასზე.
ხელს მიჭერს , მე კი ისე მეშინია,ნუთუ მართლა ?! მერე ვუყურებ მის თვალებს და ვედრებას,მესმის მისი საწყალობელი ჩურჩული.
-დამიბრუნდი,უნდა დამიბრუნდე,დამიბრუნდი,დაბრუნდი ...
აქ შიგნით შეგრძნებები მეწვის,ეს რაა ?! ნუთუ უარყოფის ნაპერწკლებია ?!
- მე არ შემიძლია ...- ეს ჩემი ხმაა? მე ამოვიხრიალე,ვიღაც სხვა იქნება,ეს მე არ ვარ !
ცივად მიაქვს ხელი უკან და ქუჩაში ნანახ გამვლელივით საათს რომ კითხულობს,მეუბნება.
-რისთვის მოხვედი?
ხო,მართლა?! რისთვის მოვედი?! რომ გავახსენო როგორ მიღალატა? როგორ ?
რატომ მეტკინა,მას რატომ ეტკინებოდა?
რატომ არის რომ ყოველთვის როცა ერთს ფიქრობ მეორეს ამბობ და ამით სათქმელის არსს აცამტვერებ.
-იმიტომ რომ რუსუდანმა მთხოვა დაგლაპარაკებოდი...-ენის ვერ გაჩერებისთვის კარგიც მივიღე.წამოდგა ორი ნაბიჯი გადადგა,მკვეთრად შემობრუნდა და თავისი არწივისებრი თვალების ბრიალით დამიბრდღვინა.
-ხოდა წადი და რუსუდანს გადაეცი,რომ შენი ლაპარაკი არაფერში მჭირდება...მითუმეტეს შენ !
ვუყურებ მას და ეს სიტყვები რაც უფრო რეალურად ჟღერს მით უფრო ჩქარა ძგერს ჩემი გული,რასაც ამბობს იმაში დარწმუნებულია,მხოლოდ მართალ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ასეთი გამომეტყველება...და ცხოვრება წამში დაემსგავსა სუსხიან  ამინდს,რომელმაც ჩემი ოთახი ჩამოლეწა და ღია ცის ქვეშ გათოშილი,აბრეშუმით დაფარული სხეულითღა დამტოვა.
-ამას სერიოზულად არ ამბობ...-გულსაკლავად ვხიხინებ,ისე რომ მარტო მე მესმის ჩემ შიგნით მცხოვრები ბავშვის საწყალობელი ქვითინი.
- რა გინდა ქეთევან ?!
-არ ვიცი ... - ვჩურჩულებ უკვე შიგნით დაწყებული ქვითინით და ამას მგონი საკუთარი ეგოსთვის ვამბობ,ის კი მაინც შხამით მწამლავს "უთხარი, უთხარი, პირისპირ,მარტომ,უთხარი,უთხარი...!" ...- მინდა გაიგო ! ... - ჩვენ გარდა აქ ვიღაც არის,აბა ვინაა ეს ქალი ასე რომ ყვირის?!
- მეტყვი ბოლოსდაბოლოს?
დაღლილი,არაქათგამოცლილის ხმით ამბობს ის ,საკმარისად მაღალ ტონალობაში ,რაც გამაღიზიანებლად მოქმედებს, ეს მეხმარება არ შემეცოდოს და რასაც ვეტყვი ბოლომდე იგრძნოს.
- მოვედი რომ მეთქვა რა გრძნობაა როცა საკურთხეველთან დგახარ, გვერდით გიდგას ადამიანი რომელსაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას ანდობ და ის სწორედ მაშინ,ას ორმოცდაათი კაცის წინ გამოგიტყდება რომ გიღალატა ქალთან რომელიც შენი პოტენციური მეჯვარე იყო.
-ეს უკვე მითხარი ...- აინუშიაც არ მაგდებსავით ისე შორიდან მპასუხობს თან რაღაცაზე მოკირკიტე სამზარეულოში.
-როდის?
-როცა ფეხი დაკარი და ზუსტად იმ ას ორმოცდაათი კაცის წინ მიმატოვე ისე რომ სანახავად მოსული დასალაპარაკებლადაც აღარ მიმიღე!
კიდევ აქეთ მსაყვედურობს თუ მომეჩვენა?!
- შენ რა მამტყუნებ?
- არა ქეთევან შენ მტყუანი როგორ შეიძლება იყო,ეს მე ვარ დამნაშავე ყოველივეში და ხომ ხედავ ვისჯები კიდეც ! ...- ეს მისი სარკაზმი უკვე კისრის კუთხეშია ერთ დიდ ბოღმის ბურთად დამრგვალებული.წესიერად უნდა დამელაპარაკოს,თვალებში შემომხედოს და ისე მითხრას.დივნიდან ვდგები და ამჯერად ვხედავ რომ მაცივრიდან ორცხობილები და რძე გამოუღია,მათ კი თეფშებსა და ჭიქებში ანაწილებს.
- იცი რატომ არ მოგეცი ახსნის საშუალება? იმიტომ რომ , ჩემს მდგომარეობაში შესულს ახსნის მორალურ უფლებას არ მისცემდი საკუთარ თავს ! ... - ხელს ვუშლი,ვაიძულე შემოეხედა და ამით გაღიზიანებულმა იმ მზერით რომელიც მეუბნებოდა რა გგონის შემოხედვის მრცხვენია თუ მეშინიაო მომახალა.
- უფლება აუხსნას ქმედება ყველას აქვს ქეთევან,თვით სერიულ მკვლელსაც კი აძლევენ საშუალებას თავი იმართლოს.მე კი ...
-არა შენ არ იცი! უბრალოდ არ იცი ! არ იცი როგორი ცარიელი ვიყავი! მოვდიოდი შემოდგომის საბან მოხვეულ გზაზე და ვფიქრობდი როგორ დავეცი. მოვდიოდი და ვფიქრობდი ნეტავ ახლა რა მახატია სახეზეთქო,მოვდიოდიდა ძლივს მოვათრევდი იმ ჩემ ცოდვიან სხეულს,მოვიოდი დამძიმებული შენი ნაღალატევი თეთრი კაბით და ვითვლიდი ნაბიჯებს. ერთი- არაუშავს,ორი-გაივლის,სამი-არ მეშინია,ოთხი-დასრულდა,ხუთი-ვსუნთქავ... და ასე,ასე მოვდიოდი იმ წითელ ფოთლებში,მოვდიოდი და ისინიც კი,მიწაზე გართხმულები,ათას ფეხგადავლილები,გატალახებულნი,წვიმისგან დამპალნი,გაცრეცილები უფრო ბედნიერები მეჩვენებოდნენ. მოვდიოდი ათას წლის უკან მორგებული ჩემი აპათიით და გულისამრევად ვიმეორებდი- ბედნიერება ილუზიაა,მთავარია წარმატებული ვიყო! მოვდიოდი და ვცდილობდი საგულდაგულოდ დამემალა  თვალის ჩარჩოს გადმომცდარი კურცხალი,ობლად რომ დამეცა ტუჩის კუთხესთან. უნდა გენახა ! მოვდიოდი და თავს ვაჯერებდი -წვიმას იწყებს და წვეთი დამეცათქო,იმ პაწაწუნა სისუსტისაც კი შემრცხვა. მოვდიოდი და ვგრძნობდი როგორი ცარიელი,როგორი ზედმეტი ვიყავი,მაგრამ მოვდიოდი და ვითვლიდი ნაბიჯებს.აქაც მომავალი,ახლაც ზუსტად ისე ვითვლიდი როგორც მაშინ როცა ...
- ხუთამდე მიდი და წადი ! ხომ თქვი რომ გაივლის , ხოდა გაგიაროს ჩემმა არსებობამ , გზა მშვიდობისა ქეთევან !
არ ვიცი ეს რა იყო , ნაგროვები ზიზღის დიდი ნაპერწკალი თუ წამიერი აღტკინება მაგრამ ის კია რომ ხელი დამავლო ერთ ადგილზე გაშეშებულს და ძალით წამათრია კარისკენ და ამ უკანასკნელთან აღმოჩენილმაღა გავიაზრე რომ გარეთ მართლა მაგდებდა,ერთი კი წავეპოტინე კარის ჩარჩოს მაგრამ მერე რაღაცამ მძლია და ცივ,მწარე წვიმას მივეცი თავი,თითქოს სრული თავისუფლება მოვეცი კიდევ ერთხელ დავემცირებინე.მისი ტანსაცმელი მეცვა და ისე მომინდა შემომეხია,ამ სიბინძურისგან გამეძარცვა თავი რომ ლამის მართლა შემოვიფხრიწე,მერე შემეშინდა,მანქანის გასაღები ჩემ ქურთუკში იყო და თავს იქ ვერ შევაფარებდი.დავრჩი ღია ცის ქვეშ და ეს თქეშა წვიმა ჩემს კოცონზე ნავთის დასხმას გავდა.ამ ფიქრებში გართულმა ფეხი რაღაცას წამოვკარი და ციცაბო ნაპირზე დაცემულმა მუხლიც გადავიტყავე და სხეულიც მიწას მივაკარი...და მთელი ძალით ვიჭერდი გულ-მკერდს თითქოს იქედან აპირებდა ტკივილი ამოხტომას,მოფართხალე ჩიტივით ძგერდა ჩემი სისხლის ყუთი. ისე მტკიოდა ეს ჩემი ჩამპალი ჩონჩხი ლამის იყო მეყვირა მთელი ხმით. წელში მოვიხარე , ხელები მოვხვიე და გაკაპასებული ბავშვივით ურჩს ჩურულით დავუწყე - " აბა რა გატირებს,ოღონდ ახლა გაჩერდი,ოღონდ ახლა მომასვენე,ოღონდაც ახლა არ ! ჩშშ, მოუსვენარო,თავხედო ბავშვო ! ახლა ნუ მატკენ,მერე მომკალი,ახლა ნუ,ნუ ! " , ვინ გაგიგონა,ისე ატირდა, ისე აფართხალდა ვიფიქრე სადაცაა გასკდება და ისაათქო.
და მე მას თვალებში ვუყურებდი.
ის აღარ იყო ის ვინც გავაღმერთე,ცამდე ავიყვანე!
მე ვუყურებდი მას და ვხედავდი ჩვილ,დამცირებულ,მიწასთან გასწორებულ,დაობლებულ ბავშვს.
ის არ იყო ლაღი,ისეთი როგორიც შევიყვარე.
ის მიყურებდა და თვალებში იმედგაცრუების საზიზღარი ცრემლი ჩასდგომოდა.
ის მიყურებდა და სიმწრით ყლაპავდა ნერწყვს რომელიც ყელს უწვავდა.
ის იდგა მაგრამ მე ვხედავდი როგორ მოძრაობდა სამყარო.
ის უბრალოდ მიყურებდა და მე მესმოდა სიტყვები,ის სიტყვები რომლებიც მე ჩავაგონე,მან ნახა სამყარო,ჯერ სუფთა რბილი,სპეტაკი,უბიწო .მერე შელახა,გარყვნა,გაზარდა,ის გაიზარდა.
მე მას მოვშორდი.
ის ჩუმად იყო მეკი მესმოდა გულისგამაწვრილებელი ჩურჩული.
ის მთხოვდა მე კი ქვა-ლოდი ვიდექი ისე,მისთვის ერთი მიმიკა არ გამიმეტებია.
ის მიყვიროდა,მანჯღრევდა,მიჭერდა მკლავებს.
იმის მაგივრად შევხვეწებოდი დარჩითქო,მე დავდუმდი.
ის თვითონ მთხოვდა გადამერჩინა.
ის ყვიროდა მე კი ვიფარებდი მთელი ძალით ხელებს ყურებზე და მოვითხოვდი მისგან დადუმებას.
მე მოვითხოვდი გადამხტარიყო.
ის არ იძვროდა,მე ხელი ვკარი.
ის მიყურებდა გაოგნებული,როგორ მე ხომ ოდესღაც ვაღმერთებდი მისსავე სიტყვებს,მისსავე მიმიკას.
მან შემომხედა,ეს იყო ბოლო.
ის გაბრუნდა,ზურგი მაქცია და ზღურბლზე მისულმა ღრმად ჩაისუნთქა,ერთი ნაბიჯიც და ის გადახტა.
ის გამშორდა მე.
მე ბავშვის გარეშე დავრჩი,ის მე გავზარდე ჩემში და მევე ჩავკალი,მაგრამ ისე მოვაწყვე რომ ის-ზე ეთქვათ თავი მოიკლაო.
ის მე ვარ.
თითებით მიწას ისე წავეპოტინე თითქო ყველა ჩემი უბედურების პასუხს მისგან ველოდი.მერე წამოვიმართე,თავდახრილი,წვიმას სახეარიდებული ვეცადე ყველაფრის თავიდან დაწყებას,რა საწყალია ადამიანი და ვერ ასწორებს ამ გულისტკივილს.სტაგნაციის მსხვერპლი ეს ჩემი ხორცის ნაჭერი მოკუნტული აგდია მიწაზე და არც კი ფიქრობს წამომართვას, მხოლოდ ბიძგს გრძნობს და ცივი ჰაერის აშკარა ნაკადს, წვიმის წვეთები ერთმანეთს ცვლიან, ჩემი ხედვა ალვის ხეებს ნაძვისაში ცვლის და მალევე სიბნელესთან ინაწილებს, სითბოს შეგრძნება და სიმჩატე.
-სულ გათოშილხარ,სულ მთლად გათოშილხარ ...
ჩურჩულებს და იდუმალი ბოდიშები იყრის სიტყვებში თავს,მაპატიებდეს და ჯანდაბას ჩემი თავი.ნუთუ ისევ უნდა მოვხსნა სათქმელების გუდას პირი,ნუთუ ისევ უნდა ავშრიალდე მის წინ,ისევ მოვიშველიო სულის სიშიშვლე,ნუთუ მოალბობს მის გულს ჩემი დამტვრეული ძვლების ცქერა.არა ვერ ვეტყვი,სიტყვები ყველაფერს აფუჭებს,სიტყვებს ვერ გაიგებს, სიტყვები ავნებს,თვალებით ვეტყვი,თვალებით იგრძნობს, ჩემი თვალები უყვარს.მის ხელებში მოქცეულ უკვე მთლად სველ პირსახოცს ვატოვებ მზერას , მერე მის ხელებს,მის გაყინულ გათოშილ ხელებს,უჩემუჯრედო თითებს,ისე კრთება როცა მეხება,მე ხომ ქვა არა ვარ,სულ მთლად ქვა არავარ,ვგრძნობ მის აგუზგუზებულ ცეცხლს,მის ნდომას და სურვილს, არადა ბრძოლა აქვს ამ ჩემ კაცს საკუთარ სიყვარულთან. ვცდილობ მის მაჯებს დავწვდე,მის გაშეშებულ ხელის მტევნებს არ დავაშტერდე,ვცდილობ არაფერი ვთქვა,მხოლოდ ვიმოქმედო,მისი ტანსაცმელი სველია,მისი სხეული სველ ტანსაცმელშია გახვეული,მისია დაე იცოდეს ყოველი კუთხე-კუნჭული დასამალი აღარაფერია,თვალებში ვუყურებ,მაქეზებს,აღარ იბრძვის,მხოლოდ ხანძარი რჩება და გადამწვარი მისი უარის სახლი, მისი შარვალი ძირს ვარდება,წყლით გაჟღენთილი მისი სიმძიმე იატაკისკენ ექაჩება, მაისურიც სველია და შიგნით აცახცახებული გულმკერდიც გაწუწული ჩითის ფრთებია, არაფერში არ მჭირდება.თეთრი ზედატანი ეხეთქება ხის იატაკს და მორჩა,მე ცეცხლის შუქზე დარჩენილი,სხეულაშიშვლებული,მისსხეულში ჩამძვრალი უმსგავსო ქალი ვუყურებ უსირცხვილოდ და ვტირი რადგან ის აკვირდება ჩემს თვალებს და იქ აცეკვებულ წვიმისოდენა ცრემლების ცეკვას.არ მინდა ასე მიყუროს, სადისტური შეგრძნება მაქვს და ნდომა მისი შეხების, თითქოს მინდა ბინძური ვიყო, ჭუჭყიანი, გულისამრევი ოღონდ ამ თვალების მსხვერპლი არა და თუ უნდა კუნჭულ-კუნჭულ დაუაროს ჩემი სხეულის ყველაზე სამარცხვინო ნაწილებს, ოღონდაც თვალებს შეეშვას, დამიტოვოს ეს ერთი სიწმინდე , გავატან სხვას ყველას.
- ჩაიცვი ! ...- ამბობს ჩუმად მაგრამ მყარად, თითქოს განყენებულ ცნებაზე საუბრობდეს და დარწმუნებული იყოს სისწორეში, ფეხისწვერებიდან მოყოლებული ყველა ძარღვი მეჭიმება "არას!" წარმოთქმისას...- გეყოფა ! ჩაიცვი !
- არა ! აარააა! არა ! ...გაჯიუტებული ვყვირი, სუნთქვებს ვიკვნიტავ და ფეხებს ვაბაკუნებ, ნიშნის მოგებით ვაკიაფებ თვალებს და ვიძახი ...- არა !
- ახლა ამ ზედას ჩაიცმევ, წახვალ და დაიძინებ, ხვალ კი თბილისში დაბრუნდები ! ...მე ამას კი არ გთხოვ, მოვითხოვ ! გეყოფა !
საკუთარი თავის დასჯის ინსტინქტს დაღლილობა გადასწონის და მე აღარ მაქვს თავი შებრძოლების ან უბრალო შეწინააღმდეგების...მივბარბაცებ მითითებული ოთახისკენ და ნაბიჯებით ვხვდები ისიც მომყვება, შიგნით შესულს განზე მწევს და თავად ლოგინის აშლას იწყებს, ბალიშებზ ანაწილებს, ამის მიღმა ვერაფერს ვხედავ, ვერც ზრუნვას, ვერც სიყვარულს ან შებრალებას, მხოლოდ საწოლის აშლას ვიღაცისთვის ვისაც არ შეუძლია თავად გააკეთოს ეს.
საბნის შიგნით მივძვრები და ემბრიონად ქცეული ვიკუნტები თავ-პირიანა სისქის შიგნით. იქნებ გავიგუდო ! ვცდილობ დაძინებამდე ვიფიქრო, რა დღეა დღეს, რა გავაკეთე და ხომ არ მესიზმრება ?! მაგრამ ნაცნობია, ასეთი დღეები , მეზიზღება დღეები...დღეები,რომლებშიც იკარგება ჩემი ფაზლივით ვერაწყობილი თავი, მეზარება დილები და მათით დაწყებული ახალი ცხოვრებები...აი თითქოს,რომ ხვდები ვიღაც დაგეუფლა და ახლა ის ხარ,შენი აქამდე ბუმბერაზი თავი კი გულის რომელიღაც სარქველში გაგეჭედა და ვეღარ გადმოტყორცნილი სისხლის გუბე ფილტვებში ტბად გროვდება, თავს იმის უფლებასაც ვერ აძლევ ისუნთქო...მოდი მოვკლავ , ფიქრობ და ათასჯერ იკავებ სუნთქვას, იქნებ სულიც გაძვრეს და მოგასვენოს...ეს ის დღეებია,როცა იცი რომ ყველაზე მეტად უნდა იყო საკუთარი თავი,არადა ყველაზე ნაკლებად შეგიძლია...ისუნთქე,ისუნთქე ჩემო თავო...მე მაინც შენ დაგიბრუნდები...ამ ზიტყვებში მეპარება ქვეცნობიერი და ზმანების მსხვერპლი უნებურად ვხდები.
უცნაური შეგრძნება მაღვიძებს გამთენიისას,შიშველ ფეხებს იატაკს ვაკრავ და თავში გაქცევა მომდის აზრად,მზად ვარ ხელი დავავლო გასაღებს და მოვუსვა აქედან.ფეხაკრეფით მივდივარ შეგულიანებული მისაღებისკენ.ამომავალი მზის დაბინდული სხივებით დაფარული მისი გარუჯული სახის ნაკვთნი და მკაცრად მოკუმული ტუჩების წყობა.დივანზე გაშოტილი მისი დიდი ტანი,მუხასავით ფესვგადგმული ჩემს გულშია ჩამარხული.თმებაშლილი და წარბებშეჭმუხნილი.მიმიკადაუმშვიდე ბელი ჩემი მამაკაცი.როგორ შეიძლება თან სიყვარული და თან მისგან გაქცევის მჭმელი სურვილის ერთად დაგროვება იქ შიგნით,იმ ჩემ დამპალ ორგანიზმში.გვერდით,რომ დავუჯდებოდე და წამით დამაცდიდეს დაკვირვებას,მეტი არ უნდა გამანიაკებულ ჩემს ლტოლვას მისი სულისკენ,დღეში ხუთ წუთს რომ დამითმობდეს მისი შავი თვალების საკვირვებლად მეტი არ მინდა,მივიკუჭები იმ ჩემ კუთხეში უპრეტენზიო,მასზე უგონოდ შეყვარებული ყინულის ქალი.
   გაყინულ თითებს ფრთხილად ვაყოლებ მის ლოყას და ოდნავ წამოზრდილი წვერის მჩხვლეტავ ეფექტს ვგრძნობ.ისეთი ურცხვი ვარ კოცნაც მომინდა.ურცხვი და ცუდი.ვიხრები მისკენ,თმებს ვაფენ მის მზისფერ სახის კანს და ნიადაგს ვამზადებ,არც კი ირხევა,მის ზედა ტუჩს ვეხები,ფრთხილად,თითქოს ვარდს ვაცლიდე დილის ცვრით დანამულ ფურცელს,დამფრთხალი ვაკვირდები,მის შერხევას,მერე კი გამბედაობა მოკრებილი ვედები ქვედა ტუჩსაც,თვალები მეხუჭება,თავში სისხლის მოძრაობას უკვე ჩაქუჩის დარტყმის ეფექტი აქვს."მართლა აღარ ვჭირდები? ნეტავ მართლა მიმატოვა?მართლა წავიდა?რა უნდა ვქნა,რა მეშველება?მის გარეშე? მე ხომ ... ვაიჰ".
   ვერც კი მივხვდი როგორ შევეზარდე მის უძრავ ქვედა ტუჩს და როგორ ამიფართხალდა თავად მე სახეზე ტუჩები და მკერდში გული,ამითრთოლდა ნიკაპი და თვალებიც ამეწვა,თურმე ისიც დავწვი და ამას მაშინღა ვაცნობიერებ როცა ის მხარზე მეხება და როცა შეცბუნებული თვალებს ვახელ ვხედავ მას,შეშინებულს ჩემი ამ მდგომარეობით და თავისი უმოქმედობით.
  მიმიხვდა დანაშაულს და წარბები შეყარა მერე კი დანაშაულზე წასწრებულ ურჩ მაგრამ სახალისო ბავშვსავით გატრუნულს, ხარხარი მიძღვნა.წამით გაჩერდა და ამათვალიერა,მერე კი ასეთივე სერიოზულობით მაგრამ კონტრასტული გამოძინებულის ხმით მითხრა.
- მიყვარს როცა ტირი !
-ეგოისტი ხარ !  ...-გაბრაზებული წამოვენთე იმ ადამიანივით რომელსაც დიდი შრომა და მონდომება წყალში ჩაუყარეს.ფეხზე წამოვხტი და გამოვეცალე,საუბედუროდ მანაც იგივე გააკეთა.
- რომ გეკითხა- რატომ ?
-რატომ ? ...-ვეკითხები და თვალებს ვუკვესებ.
-ამ დროს ყველაზე მეტად გეტყობა რომ  გჭირდები...- ხმა ჩამაკმენდინა და პასუხი რომ არ მოესმინა ოთახიდან გავიდა.მე კი დიდი სიამოვნებით გავაყოლებდი ერთ-ორ კარგ შეგონებას მაგრამ ვერც მოვასწარი და არც დიდი სურვილი არ გამჩენია, ერთი ეს იყო - წასვლა გადავიფიქრე და ცნობისმოყვარეობამ მძლია-" სად წავიდა ?! " . ფეხაკრეფით მივიძურწები წინ, მოწყურებია, მივდივარ, მოშორებით, მაგრამ არც ისე, ვუდგები და ვესისინები.
- საცხოვრებლად აქ გადმოდიხარ ?
- ამის საკითხავად მოხვედი?
- არა !
- შენ თვითონ მაინც თუ იცი რისთვის მოხვედი ?
- შენი აზრით ?
- ჩემი შუბლის ძარღვის გასაწყვეტად ...- გაღიზიანებით, ლამის ისვრის ჭიქას ნიჟარაში და წამში ვუსისინებ
-მერე გამომდის ? ...- ცინიკურობაო და აი პასუხიც, ძალიან მეტკინა წელი,მაგრამ.მთავარი შიშია, მართლა გავაცოფე, არადა მიზნად არ დამისახავს.
- შენ მე წიგნის პერსონაჟი ხომ არ გგონივარ? კარგი სცენარია არა? საქმრომ უღალატა, მან შუა ქორწილში მიატოვა და მერე შეებრალა აგარაკზე სამყაროს მოწყვეტილი, კეთილშობილურად ჩავიდა და მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობს, მგონი გეყო გართობა არა ?
- მეტკინა ...- ვჩურჩულებ და ვცდილობ ფიზიკური ტკივილით გადავფარო მისი ბლაგვი დანით ჩემი "მეს" კანის ჭრა...- მეტკინა...- ცხელი გორგალი მოიკვლებს ლოყაზე გზას და მერეღა ვათვიცნობიერებ რომ ვქვითინებ.
- რატომ მაიძულებ რომ გატკინო?! რა გინდა ? არ გეყო ! მე მოვრჩი ! ...
- არ მეყო ! შენი მიტოვება არ მეყო ! მინდოდა საკმარისი ყოფილიყო, მინდოდა ამით შემეძულებინე, გული ამრეოდა, ვერ შევძელი.სულელი ვარ ! უკანასკნელი იდიოტი მთელ საქალეთში ...
- მითხარი რა გავაკეთო ?! ...- რაღაც იჭვნეულად მეკითხება და ანელებს კუთხეში მოქცევის მტკივნეულ შედეგს.
- უბრალოდ მინდა არ მჭამდეს იმის შეგრძნება რომ დამნაშავე არ ხარ, რომ მე შენი არ ვყოფილვარ და ასე რომ ჩემი ღალატი არ გამოდის, არ მინდა ამით ღამეებს ვითეთრებდე ! მითხარი...ძალიან გთხოვ მითხარი , გთხოოვ ... - ვქვითინებ, გამოუთქმელად და უმიზნოდ, თავადაც არ მესმის როგორ, საიდან, მაგრამ ასეა.
- მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლია შენი მოტყუება ... ახლა შენს შესანარჩუნებლად ყველაფერს ვიზამდი მაგრამ იმას ვერ გეტყვი რომ ჩემი რომ ყოფილიყავი თავს შევიკავებდი, ამ სიბინძურეში შენი ადგილი არაა!
ბოლომდე იმედით ვუსმენ და უბრალოდ წამიერ წყვეტას ვგრძნობ მუხლებში, სალანძღავ სიტყვებსაც კი ვერ ვაგნებ უბრალოდ ვხრიალებ და ვურტყამ გულ-მკერდზე, რომ შემეძლოს, უფრო ძლიერი რომ ვიყო იმ ჩამპალ გულ-მკერდს შევუნგრევდი და ვანახებდი რომ იქ, სიყვარულის ადგილში, მხოლოდ ჭუჭი აქვს...ვჩერდები!... ბარბაცით და თავისჩაქინდვრით მივდივარ საძინებლისკენ, შიგნით შესულს კარის მიჯახუნება და საწოლზე გაშხლართულის აზუზუნებაღა მინდა, მაგრამ რაღაც ეტნევა ჩემსა და გეგმებს შორის, ისიც აქაა და მკლავით მექაჩება, მის სხეულზე ვარ, მის დახშულ სუნთქვას ვგრძნობ, თავისდაკარგვით წარმოთქმულ -"მინდიხარს" კისერზე დაკონებული მისი ტუჩები წარმოთქვამს, წელზე მისი თითები მეწებებიან, არც კი წამებში როგორ მანთავისუფლებს მაისურისგან და საწოლზე მინაზებულ ჩემ სხეულს ეკვრის, სუნთქვა მიხშირდება,ვხვდები რასაც ჩავდივარ მაგრამ - არა ! უკან არ სავიხევ, დღეს მე სიბინძურის ნაწილი ვხდები ! ვკანკალებ, მთელი სხეულით განვიცდი შეხების ძალას, ტუჩების სიმხურვალე აზრებს მიბნევს,თითებით მიყვება უჩემობის ამ დრამატულ ამბავს.მისი სახის სითბო და არსის სიძლიერე მაწებებს სახეზე შეგრძნებებს.
- დაივიწყე ვინ ვართ ! დაივიწყე ხვალ რა იქნება ! დღეს ... - და მე შერყვნილი ვარ !
გამთენიის სიკაშკაშე ეთამაშება მის დამშვიდებულ გულმკერდს, ვაკვირდები მის დაწყნარებულ სახეს, ჩამოთლილ თითებს, აბუზულ ტუჩებს და დახრილ წამწამებს, სიმშვიდის შეგრძნება მეღვრება სხეულში, შიშველი მის სიშიშვლეს აკრული ვფიქრობ, როგორ შეეძლო ჩემთვის ეღალატა,როცა მისი არც კი ვყოფილვარ?! ფეხის წვერებიდან მოდის სიშავე, ბურუსი ედება მუცელსაც და მახსენდება, მახსენდება ის ირონია რაც კეკეს თვალებში ბრწყინავდა, როცა ჩემ გვერდით იდგა და თავმომწონედ მიღიმოდა ... ესაა გარდატეხის მომენტი, გვერდით დალაგებული ასრულებული საწადელი და თავს დამტყდარი ჩამონგრევა, გადაწყვეტილება ჩემზეა ! ...და მე ნანგრევებში ჩარჩენილი , ჰერმეტულობისგან ვიხრჩობი. ვეხები მის თითებს, ტუჩებით ვეხები გახურებულ ხელისგულს  და გუგებს მიღმა მოწოლილ კურცხლების ცეკვას მთელი არსებით შევიგრძნობ, მერე კისერს ვეწებები მთელი სახით, მის სუნს ვიმახსოვრებ, რომ იცოდეს როგორ მიყვარს მისი სუნი, მცირე ალკოჰოლის რომელსაც წიგის კითხვისას, საღამოობით სვამს, თამბაქოსი და ძვირფასი პარფიუმის.
-კი...არა...შეიძლება...
ვჩურჩულებ და თვალებზე ვაკვდები, ირხევა.სძინავს.გადავრჩი.მისი კანი, ახლადწვერმოკოკრებული ჩავარდნილი ლოყები, ცერა თითის წვერით მივუყვები ლავიწებს და იქ სადაც ყველაზე ძლიერ ძგერს მისი მფეთქავი ჩიტისფრთა ყუთი თავს ვადებ და მთელი არსებით ვუტოვებ ნაფერ მარგალიტს.
-კი...არა...შეიძლება...-ვიმეორებ ისევ ქვეცნობიერის დასმულ შეკითხვის პასუხს.
 შორიდან ვაკვირდები.ძინავს.ისევ ისე მშვიდად, წარბშეუხრელად, გაუნძრევლად, ჩემთან , მილიმეტრის მანძილზე წავს მაგრამ,ჩემგან კილომეტრებით შორსაა.
-" მზის კაშკაშა სხივებით განათებულ სივრცეში ჩანხარ შენ , აჩეჩილი მოკლე თმით და სახეზე აკრული მოსალოდნელი მიტოვებით , ჩატეხილი კუთხეების მიღმა დარჩენილი შენი "მემივდივარ" და ჩემი "ამასაცგავუძლებ" პასუხია წყალში ყვინთვის და შეკავებული სუნთქვებისთვის. სახეში სილასავის გაწნილი ეს შენი გამოხტომა მეტალის მიერ ქსოვილთა რღვევას ჰგავს, გულმკერდს შუა გამავალი ეს ბასრი "აღარდავბრუნდები" პატარა მერცხალა ფრთების უმწეო ფართხალს ჰგავს, მუცელში ჩაღვრილი მიტოვებების თავსხმა და თვალებიდან წამოსული "გადავრჩები". შენი ტუჩის კუთხის მარგალიტები არ მომენატრებიან ჩანთაში ლამაზად დაკეცილს ჩაგიდებ, დილის თვალდაჭყეტილობებიც შენია, წაიღე ! ყველაფერს თანაბრად გავიყოფთ! ჩემთან ჩემი თეთრი , ქათქათა კანი დარჩება , შენ ჩემი გული წაიღე , დამიტოვე თვალის ჭინკები, წაიღე "ერთმანეთსვერვუგებთ"- არაფერში მჭირდება.შენს საიდუმლოებებს მე ვისაკუთრებ, თან ჩემსას გაგატან ...მას მერე რაც  დავინაწილებთ ერთმანეთის არსებებს, შეგიძლია ერთხელაც მოიხედო და პატიებისმაგვარი რაღაც ჩაიბურტყუნო, მაგრამ არა ! ...
  ვდგები, ბუხართან მიკიდებული ჩემი ტანსაცმლით სიშიშვლეს ვფარავ, ნივთებს ვაგროვებ და მანქანის გასაღებით ხელში მივიძურწები, გარეთ გასული კი ვბუტბუტებ, მზემ გამომიჭირა, ცის თაღზე ამოცურებულა და იგი მახსენდება, წელში გასწორებული, ფიზიკურ ტკივილ მომსპარი მაგრამ სულდამსხვრეული და ვხვდები, რომ თუკი ნოეს სახით ჩემში ნი არსებობდა მე იგისავით დავამახინჯე ის, ვერ მოვისვენე და იგისგან განსხვავებით ვეღარასოდეს მოვახერხებ მისი დაკვარჩხული, ათას ნაწილად გამოჭრილი მისივე სხეულის აღდგენას...და მე ვიგრძენი თითქოს შვილმა დამამარცხა, გამარჯვების ყიჟინა შემოსძახა და დიდი დაძინების ქარაფამდე ასე გაღიმებული ამყვა, მერე კი როცა ცამ დღის თვალი დახუჭა მე დიდი დაძინების ხახაში გადავეშვი...მე მოვკვდი !
   მივდიოდი და გავიარე ადგილი, სადაც გუშინ მუხლი ვიტკინე,მივდიოდი და თან ვბუტბუტებდი, მეგონა რაღაც დაირღვა და ვალდებული ვიყავი რაღაც ნოესთვისაც დამეტოვებინა,  კისერზე ხელი შევივლე და გუშინდელი , წვიმაში დასველებული და წვიმისსუნადინებული შარფი შემრჩა, მოვიხსენი და პირველივე ხეს , რომელსაც თვალი მოვკარი შემოვახვიე, იმ იმედით რომ იპოვიდა და მიხვდებოდა, ის ყოველთვის ყველაფერს ხვდება, მას სიტყვები არ სჭირდება, მან ყოველთვის იცოდა !
   დაღმართი ჩავიარე და ჩემი მანქანა დავინახე, ჩემი, წვიმაში უპატრონოდ მიტოვებული მანქანა და მივხვდი რა საზიზღარი ადამიანიც ვიყავი, შემეძლო მენერვიულა ლითონის მანქანაზე იმაზე მეტად ვიდრე ადამიანზე რომელიც წამების წინ უმოწყალოდ მივატოვე.გასაღები გადავატრიალე და ოთხივე ფანჯარა ჩამოვწიე იმ იმედით რომ ცივი ჰაერი გამომაფხიზლებდა ... ორ საათში თბილისში ვიყავი.



№1 სტუმარი ანაბეთი

მაგარია! გააგრძელე... ერთგული მკითხველი ვიქნები! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent