შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(3)


8-06-2017, 00:50
ავტორი Iliana23
ნანახია 974

ღვინომ თავისი ქნა და ადრიანად ჩაეძინა.სიზმარი არ უნახავს,დილამდე მშვიდად ეძინა.მზის სხივმა სახეზე გადაურბინა და გააღვიძა.
შემოკეცილი საბანი გაასწორა,გაიზმორა და წამოჯდა.პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა.დღეს სეიდს თავისი ჩანაწერები უნდა
წაუკითხოს.რომელი აირჩიოს?არა,წინასწარ არ ვიფიქრებ,რაც იმ წამს გამახსენდება,იმას წავუკითხავ.წამოდგა,დილის პროცედურები
ჩაიტარა და ტრუსის ამარა გავიდა აივანზე.ცა მოწმენდილი იყო,საათი მხოლოდ ცხრას უჩვენებმა,მაგრამ ქალაქი უკვე ფეხზე იდგა.
სავარძელში ჩაეშვა და სიგარეტს გაუკიდა.გუშინ ბევრი დავლიე და ბევრი ვილაპარაკე.იქნებ თავი მოვაბეზრე ჩემი ლაქლაქით?არა,
ასე,რომ იყო ის მეტყოდა ამას.ის არა გავს სხვებს.რა გავაკეთო საღამომდე?და იმ წამს გაახსენდა სეიდის სიტყვები.მე მას გავაღვიძებ!
თავისი გიჟური იდეით აღზნებულმა მთელს სახლში ქარბუქივით დაიწყო ტრიალი.ოც წუთში უკვე სეიდის კართან იდგა,წიგნაკით
ხელში.დაკაკუნების გარეშე შეაბიჯა,ქურრდივით ჩუმად და პალტო იქვე საკიდზე მიკიდა.პირველ რიგში სახლს დავათვალიერებ,
შემდეგ სეიდს გავაღვიძებ.ხელმარცხნივ პირველივე კარი გამოაღო და შიგნით შეიხედა.სააბაზანო იყო.თეთრი კრამიტი ფსიქიატრიული
კლინიკის აურას ქმნიდა.ხელმარცხნივ დიდი სარკე ეკიდა კედელზე,მის გვერდით პირსაბანი და კედლის კარადა იყო.ცენტრში
ჯაკუზი იდგა,მის უკან კი საშხაპე.ხელმარჯვნივ უნიტაზი და მის გვერდით ერთადერთი მცირე ზომის ფანჯარა იყო.ფანჯრის
რაფაზე ქოთნის ყვავილი იყო შემოდგმული - მზესუმზირა,რომელსაც ამაყად მოეღერა კისერი მზისთვის.ილიანა ჩუმად გამოვიდა
საპირფარეშოდან და მეორე კარი გამოაღო.სამზარეულოში შეაბიჯა და გაიფიქრა თუ როგორ გაუმართლა.ესეიგი სეიდს ჯერ კიდევ
აქვს დრო ძილისთვის.ისევე,როგორც სხვა ოთახებშიც,აქაც მხოლოდ ერთი ფანჯარა იყო.იატაკი მეტლახის იყო,ცენტრში ერთი დიდი
მაგიდა იდგა,მის ირგვლივ კი კარადები იყო მიმოფანტული.იქვე ძველებური გასქურა და მაცივარი იდგა,გამწოვის გარეშე.მის
ადგილას ერთადერთი ნახატი იყო ჩამოკიდებული.კედელზე დარვინისტული,მაიმუნისა და ადამიანის ევოლუციის ამსახველი ნახატი
იყო განთავსებული.გასაკვირია,რატომ მაინდამაინც სამზარეულოში?ამას აუცილებლად ვკითხავ,როდესაც გავაღვიძებ.ეს ოთახიც
დაათვალიერა და ბოლო კარს მიადგა.იქნებ დაველოდო?არა,მე ხომ მის გასაღვიძებლად მოვედი.შიშველს,რომ ეძინოს?მაშინ არ
გავაღვიძებ და ჩუმად გამოვიპარები ოთახიდან.და შენმმა შესვლამ რომ გააღვიძოს?მორჩი ფიქრს,უბრალოდ გააკეთე ეს.კარი გამოაღო
და შიგნით შეიხედა,თუმცა მისდაგასაკვირად ოთახში არავინ დახვდა,ლოგინი პირნათლად იყო გასწორებული,თითქოს იქ არც არავის
სძინებია გუშინ ღამით.საძინებელი ოთახი მისაღებზე ნაკლები როდი იყო.ისიც საოცრად განსხვავებული და უცნაური იყო.კარების
პირდაპირ,კედლიდან ჭერამდე ფანჯარა იყო ამოჭრილი,მის იქით კი აივანი მოჩანდა.ილიანა ფანჯარას მიუახლოვდა და დაინახა
სამხატვრო სადგამი,ერთადერთი სკამი და საფერფლე.ოთახს მისდაგასაკვირად მეორე ფანჯარაც ჰქონდა.სრული ფანჯრიდან კედლამდე
უზარმაზარი ლოგინი იყო გადაჭიმული,მის ძემოთ კი,მთელი კედელი,წიგნებით სავსე თაროს ეჭირა.კარების გვერდით ტანსაცმელების
კარადა იდგა,მის ზემოთ კი სამი ნახატი იყო განთავსებული.პირველ ნახატზე დალი იყო,თავისი გიჟური ულვაშებით,შუა ნახატი
მიქელანჯელოს სიქსტის კაპელა,ბოლო ნახატზე კი ქალი იყო გამოსახული.მალაზი,საშიში ცისფრად მოელვარე თვალებით.ყავისფერი
თმები ერთ მხარზე გადმოჰყროდა და ამაყად მოეღერა კისერი.ილიანას ყურადღება მისმა ხელებმა მიიპყრო.ლამაზი ხელები ჰქონდა.
ფრჩხილები მოკლე,თუმცა თითები გრძელი,თლილი და უდაოდ ლამაზი შესახედავი ჰქონდა.კარიდან ხელმარხნივ,კედელთან მხოლოდ
ერთადერთი,პატარა,დაბალი მაგიდა იდგა,ზედ კი მხოლოდ სამართავი პულტი იდო.გოგონამ ერთ-ერთ ღილაკს დააჭირა თითი და
მომლოდინე სახე მოავლო ოთახს.არაფერი მომხდარა.კარებისკენ წავიდა,სახელური ჩამოსწია და მის სმენას კორსაკოვის ნაწარმოები
მისწვდა.მუსიკა არსაიდან იღვრებოდა და ოთახის ცეკტრში გუბდებოდა.დინამიკები არსად იყო.სიმღერა კედლებიდან მოდიოდა.
_მეჩვენები?
გოგონამ შიშისაგან წამოიკივლა.სახე ანთებოდა და იმ წამს ხელებგაშლილი და მაძებარი,მართლა გიჟს გავდა.სეიდი კარებში იდგა
და გოგონას გაკვირვებული უყურებდა.
_საიდან ისმის მუსიკა?
_შენ სახლში მეორედ შემომეჭერი.
_მითხარი საიდან ისმის?
_კედლებიდან.
_ეს...ეს როგორ?
_დინამიკები კედლებში ჩამონტაჟებული.
გოგონა მოეშვა და ახლაღა შეხედა პალტოში გამოწყობილ სეიდს.
_გიჟი ხარ?
_შეიძლება,მერედა რა არის ამაში ცუდი?
_აქ რა გინდა?
_გუშინ მითხარი,როდესაც მოგესურვება მაშინ მეახელიო.
_არა,შენ ვერ გამიგე,აქ რა გინდა?
ოთახზე მიანიშნა გოგონას და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა.
_შენი გაღვიძება მინდოდა,მაგრამ,როგორც ჩანს უკვე გღვიძავს.
_მთელი სახლი დაათვალიერე არა?
_კი და ალიანაც მომეწონა.
_შენ ჩემს უფლებებს თელავ.
_ძალიან ბევრი კითხვა მაქვს,ძალიან ბევრი.
_მოვწესრიგდები და გამოვალ.
გოგონა ოთახიდან გავიდა,სეიდი კი საძინებელში განმარტოვდა.ილიანა აკვარიუმს მიუახლოვდა და თითები მიუკაკუნა მედუზას.იგი
არც შერხეულა,ნარნარი განაგრძო,თითქოს გოგონას არსებობა არც კი უგრძვნია.
_მითხარი,მაინდამაინც დილის ათი საათი რატომ?
_არ ვიცი,უბრალოდ ადრე გამეღვიძა.
_რა უცნაურია გუშინ თქვენობით ვსაუბრობდით დღეს კი დიდი ხნის ნაცნობებივით ვბაასობთ.
_ჰო,ეს არ შემიმჩნევია.
ისევ ბუხრის წინ მოიკალათეს.
_დალევა აახლოვებს ადამიანებს?
ბიჭს ირონიულად გაეღიმა.
_დალევა არა,გურწრფელი საუბარი კი.
_ეგეც დალევიდან მოდის.
_ჰო ეგეც მართალია.ირგვლივ გურწრფელი ადამიანების დეფიციტია.ყავას დალევ?
_ცოტა მოგვიანებით,ჯერ რაღაცეები მაინტერესებს.
_გისმენ.
_ამ ბინის კონსტრუქციული იდეა შენ მოგივიდა?
_დიახ.
_საძინებლისაც?
_დიახ.
_დინამიკების კედლებში ჩამონტაჟებაც შენი იდეა იყო?
_კი.
_რატომ კედლებში?
_უფრო კარგი აკუსტიკაა.
ილიანა ჩაფიქრდა.
_კიდევ გაინტერესებს რამე?
_კი.ქრისტიანი ხარ?ანუ ღმერთის გწამს?
_ეს რთული საკითხია.
_გწამს თუ არა?
_თან კი,თან არა.
_ამიხსენი.
_მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ,რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა.
_დარვინისტი ხარ?
_ნაწილობრივ.
_ანუ ამიტომ გაქვს სახლში ორივე ნახატი არა?
_მისმინე.დანამდვილებით არცერთმა სლიერმა არ იცის ადამიანი ღმერთმა შექმნა თუ მაიმუნების ევოლუციისაგან იშვა.გააჩნია ვის,
როგორ სწამს.ზოგს ჰგონია,რომ ის ღმერთმა შექმნა და მთელი ცხოვრება ემსახურება ღრუბლების კვარცხლბეკზე შემომჯდარ
თეთრწვერებიან კაცს.ზოგი კი პირიქით,ფიქრობს,რომ ღმერთი ადამიანმა გამოიგონა.
_და შენ როგორ ფიქრობ?
_მე საერთოდ არ ვფიქრობ ამ თემაზე,რადგან ვიცი,რომ პასუხს ვერასოდეს ვიპოვი.თუმცა,როგორც უკვე გითხარი,ღმერთის არსებობის
ნაწილობრივ მწამს.
_ჩემი აზრით,ღმერთი ძალაა,რომელიც დადებითთან ასოცირდება,ეშმაკი კი უარყოფითთან.
_ბავშვური შეხედულებაა,თუმცა ესეც შეიძლება შეესაბამებოდეს სიმართლეს.
_სამოთხის და ჯოჯოხეთის გჯერა?
_რატომ ვსაუბრობთ რელიგიაზე?
_უბრალოდ მაინტერესებს შენი მოსაზრება.
_არ მჯერა,მაგრამ არც ვვუარყოფ.
_ანუ?
_ანუ არ ვფიქრობ,რომ მთელი ცხოვრება იმზე ფიქრში უნდა გავლიოთ და გავთვალოთ ჩვენი თითოეული ნაბიჯი,ვაი და
ჯოჯოხეთში არ მოვხვდეო.ადამიანები უარს ამბობენ ერის ცხოვრებაზე და ბერ-მონაზვნად იღკვეცებიან.ისინი თმობენ ნაჩუქარ
ცხოვრებას,იკლებენ ბევრ რამეს,იზღუდავენ თავს,მაგრამ ბევრი ერისკაცი მათზე ბევრად სუფთა აღმოჩნდება ხოლმე.როდესაც მაც
ვუყურებ,მიჩნდება სურვილი ვკითხო,იქ,რომ არაფერი არ დახვდეთ,როგორ დაიბრუნებენ მათ მიერ ფუჭად განვლილ ცხოვრებას?
მაგრამ არსებობენ ადამიანებიც,რომლებიც მთელ ცხოვრებას ნაგვის გროვებაში ატარებენ.აკეთებენ მხოლოდ ცუდს,რაღაც სავალალო
შედეგის მქონეს,უარყოფენ ღმერთს,ბილწავენ და უბრად მოიხსენიებენ მას,აგროვებენ ნაგავს და შემდგომ ამ ნაგავში იხრჩობიან და
კვდებიან.ასეთ ადამიანებს მინდება ვკითხო,ღმერთი,რომ არსებობდეს და საიქიოც,მერე რა ეშველებათ?სიკეთით ცხოვრებას არავისთვის
მიუყენებია ზიანი,სწორედ ამიტომ ასოცირდება სიკეთე ღმერთთან.
_და გიკითხავს ეს ვინმესთვის?
_არა.მე,რომ დარწმუნებული და მტკიცე ვიყო ჩემს პოზიციებში,ვკითხავდი,მაგრამ არ ვარ მტკიცე და არ მინდა ჩემმა შეკითხვამ
ვინმეს ტვინი გადაუბრუნოს.არჩევანი ყველას ეძლევა.ან ასე ცხოვრობენ,ან ისე,ეს მათი არჩევანია,ამიტომ აზრი არააქვს მივიდე და
ჩიჩინი დავუწყო ღმერთის იწამე ან არა თქო.უბრალოდ ჩვენ ყველამ საკუთარი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ,მივცეთ ერთმანეთს
რჩევები და შემდგომ დავეტიოთ საკუთარ ტრაკებზე.
_მოვიფიქრე.
_რა?
_მოვიფიქრე რომელი უნდა წაგიკითხო.
ილიანამ წიგნაკი მოარბენინა და გადაფურცვლა დაიწყო.
_ვიპოვე.დავიწყო?
_გისმენ.
სეიდი უკეთ მოკალათდა სავარძელში და ხელი ამოიდო ნიკაპქვეშ.გოგონამ კითხვა დაიწყო,ბიჭი კი ღიმილით აკვირდებოდა ილიანას
სახეცვლილებას.
_შენივე წარსული,შენივე მომავალზე დამოკიდებული.როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებ,როგორ არჩევანსაც გააკეთებ,მისი
შესაბამისი იქნება შენი წარსულიც,რადგან წარსული მოგონებებია,შენი ნაბიჯი კი ოდესღაც მოგონებად გადაიქცევა.დროს უკან ვერ
დააბრუნებ,ვერ შეცვლი გადაწყვეტილებას და ვერ შეცვლი წარსულს.თავად შენც ოდესღაც წარსულის მოგონებად იქცევი,რადგან
არსებობს ტრანსფორმაცია.შენ შეიცვლები და გაქრება ის,ვინც შეცვლამდე იყავი.წარსულის მოგონებად იქცევა შენი ბავშვური სახე,
შენი ყმაწვილკაცობა და ერთ დღეს შენ მთლიანად ჩაბარდები წარსულს.ეს გარდაუვალია,რადგან ყველაფერი ასეა მოწყობილი.დროც
სწორედ ამიტომაა.უნდა დაიჭირო წამი,გამოიყენო და შეიგრძნო იგი,სანამ ამის საშუალება გაქვს.ჩემთვის დრო გაჩერებულია.მე
თავიდან ბოლომდე წარსული ვარ.ყველაფერი თავის ადგილასაა,ყველაფერი ისეა,როგორც უნდა იყოს,მე კი მოწყენილი ვარ,რადგან
დრო წრეზე მოტრიალე ჯაჭვს დაემსგავსა.
გოგონამ კითხვა დაასრულა და სეიდს გახედა.ბიჭი თვალებში უყურებდა გოგონას,მაგრამ რაღაც სხვანაირი იყო მისი მზერა,
განსხვავებული და ღრმა.
_არ მოგეწონა?
_ეს...შენ ძალიან მაგრად წერ.
_მადლობა.
_როდინდელი ჩანაწერია?
_დაახლოებით ერთი თუ ორი კვირის წინანდელი.
_ახლაც ასე ხარ?
_როგორ?
_აი ასე,როგორც შენს ჩანაწერებში.
_არა.შენმა გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა.
_მაინც რა?
_ერთფეროვნება.შენ არეულო მომიტანე და მაიძულე დამეწყო ფიქრი.მე მადლობელი ვარ ამისათვის.
_ეს უნებურად მოხდა.
_შენ არ წამიკითხავ?
_კი.
სეიდი წამოდგა და საძინებლიდან საშუალო ზომის ბლოკნოტი გამოიტანა.
_იცი ახლა რას ვაკეთებთ?
_რას?
_ერთმანეთს ვანახებთ საკუთარ სულებს.
_მიდი დაიწყე.
_რა არასწორად ზრდიან მშობლები ბავშვებს.რა აზრი აქვს ისწავლო სკოლაში ამდენი წელი.თუკი არ გაინტერესებს ის,რასაც
გასწავლიან?მოწყვეტილი ხარ იმას,რაც გიყვარს,რისი გაკეთებაც გაბედნიერებს და არ მიიჩნევ დროის კარგვად.ისტორიის სწავლა,
იმის სწავლა თუ ვინ რა გააკეთა და რატომ,ჩემთვის სრულიად უინტერესოა,ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლაც ასეთივეა,რადგან არ
მადარდებს რისგან იქმნება ის,რასაც ვჭამ და შემდეგ ვჯვამ,არც ის მადარდებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.ჩემთვის სულერთია
2X2=5-ია თუ 4.მე ადამიანური პრობლემები მადარდებს,დამახინჯებული სულები და სიცრუეში ჩაძირული დედამიწა მადარდებს.არ
მაინტერესებს,რა შეიძლება და რა არა,რადგან მე უკეთ ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არა.თუ თქვენ სიცოცხლე გწყურიათ ტყეში
გაიქეცით,ტყეში იცოცხლებთ.დედამიწა ჯოჯოხეთს დაამსგავსეს და სანამ ტყესაც მისდგებიან გაიქეცით.გამოფიტული,ადამიანობა
დაკარგული არსებები,სიცარიელეს დამსგავსებული ქალაქები და ავტოპილოტზე მომართული არსებობა.მეზიზღება ყოველი შეცვლილი
დეტალი,ყოველი ახალი გამოგონება და ყოველი ინოვაციური ტექნოლოგია.ხალხს ეს არ ესმის,გიჟად მთვლიან,რადგან თავად არ
ფიქრობენ ასე,რადგან თავად საზოგადოებრივ წესებბის კვადრატში არიან გამომწყვდეულები და ჯანსაღად ცხოვრება ჰგონიათ ის,
რასაც ნორმალურად აღიქვამენ მათ ირგვლივმყოფები.შესაძლოა მე არანორმალური ვარ და ჩემი მოსაზრებანი მტკნარი სიცრუეა,მაგრამ
ვის რაში ადარდებს,მთავარია,რომ მე არ ვგავარ სხვას და მაქვს პრივილეგია,ვიაზროვნო ინდივიდუალურად.
_რამხელა პროტესტია სეიდ.ეს ძალიან მაგარია.
_იცი როდის დავწერე?
_როდის?
_17 წლის ასაკში.
_არ მჯერა.
_არა,მართლა 17-სამ დავწერე.
_გამოდის,რომ ტყისკენ ბავშვობიდან მიგიწევს გული.
_კი,ასეა.
_მითხარი,სკოლას რატომ უარყო?
_არ ვვუარყოფ,უბრალოდ საკუთარ აზრს ვაფიქსირებ მასთან დაკავშირებით.დიდებული და გამოჩენილი ადამიანები,ძველადაც
ტოვებდნენ სკოლებს,რადგან ხვდებოდნენ,რომ ვერ იღებდნენ საჭირო განათლებას.მათ სურდათ ხელოვნების სწავლა და არა
ისტორიისა და ფიზიკის.თუმცა თუკი ბავშვს ინტერესი აქვს ზეხსენებული საგნების მიმართ,ისწავლოს,ვინ უშლის?მშობლების
ჭკუაზე სიარული იქ,სადაც საკუთარი გეგმები და მიზნები გაქვს,სისულელეა.
_შენ?
_რა მე?
_დადიოდი სკოლაში?
_კი,მაგრამ გამომაგდეს,როდესაც მეე-8 კლასში ვიყავი.
_რატომ?
_ხელოვნების შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა და შიშველი ნატურა დავხატტე.
_და ამიტომ გამოგაგდეს?
_არა,ნახატზე სკოლის დირექტორი იყო.
ორივეს სიცილი აუტყდა.
_შენ,გიჟი ხარ.
_ჰო,უარესებიც მეძახეს.ყავას დალევ?
_კი.
სეიდი სამზარეულოსკენ წავიდა,ილიანაც უკან გაყვა,კარის ჩარჩოს მიეყრდნო და თქვა.
_რა კარგი ამინდია დღეს.ვისურვებდი სულ ასეთი ამინდი ყოფილიყო.
_შეგეზიზღებოდა.
_რატომ?
_ზაფხულის მზე,რომ სულ ანათებდეს,შმუღამი დაეკარგებოდა.იციმისი მუღამი რა არის?
ილიანამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ის,რომ მხოლოდ სამითვე ანათებს.დანარჩენთვეებს მის მოლოდინში ვატარებთ.სწორედ ეს მოლოდინი ზრდის მის მუღამს.ყველაფერს
საკუთარი დრო უნდა გააჩნდეს.
_ამაზე არ მიფიქრია.
_ჰო,სწორედ ეგაა,რომ არავინ ფიქრობს ამაზე.მზეს ადრე უფრო დიდი მუღამი ჰქონდა,რადგან იგი ათბობდა დედამიწას,მაგრამ მერე
ადამიანებმა გათბობის სხვა საშუალებებიც გამოიგონეს და მზესაც დაუკნინეს შესაძლებლობები და ფასი.მათ ბნელიც კი გაანათეს
და ამიტომაა დღე და ღამე,რომ ერთმანეთს დაემსგავსა.სიბნელისაც დღეს უფრო მეტს ეშინია,ვიდრე ადრეეშინოდათ,რადგან
შეუჩვეველები არიან სიბნელეს,თუმცა კი მათ სულში მუდმივ სიბნელეს დაუდია ბინა.
ბიჭმა ყავა ჭიქებში გადაანაწილა და კვლავ ოთახისკენ გაუძღვა გოგონას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent