შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(1)


5-06-2017, 00:12
ავტორი Iliana23
ნანახია 1 057

ცხოვრება უცნაურობებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.ილიანა კვლავ მარტო მიაბიჯებდა დანისლულ
გზაზე და ცდილობდა დაელაგებინა არეული ფიქრები.თავადაც ხვდებოდა,რომ ამ ბიჭმა არეულობასთან
ერთად რაღაც სხვაც მოუტანა,მაგრამ ამ ფიქრს უკუაგდებდა და ცდილობდა საერთოდ არ ეფიქრა არაფერზე.
გზა ჩაამთავრა და თავის უბანს გადაავლო თვალი.ძველად აქ პარკი იყო,სადაც ატრაქციონებით ერთობოდა
სხვა ბავშვებთან ერთად,ბალახი მწვანედ ბიბინებდა და ყვავილები სეზონისდამიხედვით ერთმანეთს
უცვლიდნენ ადგილებს.ძველად აქ სიცოცხლე ჩქეფდა,უბანი ცოცხალ არსებას ჰგავდა,ახლა კი ყველაფერი
მოჟამული ფერის იყო.ის გაიზარდა,ილიანა აღარ იყო პატარა გოგონა.მისი ცხოვრება ზრდასთან ერთად
უკან-უკან წავიდა,ელფერი დაეკარგა,თითქოს ბედნიერება და ფერები,მის ბავშვობასთან ერთად გამქრალიყო.
კიბეებზე ალასლასდა და თავის ბინაში შეაბიჯა.უკვე რახანია აღარ კეტავს თავის სოროს.ისეთი ნივთი
არ გააჩნია,რის დაკარგვაზეც გული დაწყდება და არც ისეთი აქვს რამე,მოსაპარავად,რომ ღირდეს.ძველებური
ბინა,ერთი საძინებლით,აბაზანითა და მისაღებ ოთახში მოწყობილი სამზარეულოთი.ცენტრში ერთი მაგიდა
დგას ორი სკამით,ხელმარჯვნივ სამზარეულოა მოწყობილი,კარის გვერდით ძველებური ხის საკიდი დგას,
ხელმარცხნივ სააბაზანოა,პირდაპირ კი საძინებელ ოთახში გამავალი კარი.ილიანა პალტოს საკიდზე
კიდებს,ფეხსაცმელებს იქვე იხდის და საძინებელი ოთახისკენ მიემართება.პატარა და მყუდრო ლოგინი
კედელთანაა მიდგმული,ხელმარცხნივ ტანსაცმელების კარადა დგას,ხელმარჯვნივ კი საწერი მაგიდა.წინა
კედელზე გაკრულია ტყის პლაკატი,მის მოპირდაპირედ კი ერთადერთი ყავისფერი,ძველი,თუმცა
კომფორტული სავარძელი დევს.ოთახს ფანჯრები არ აქვს,მხოლოდ ერთი აივანი,საითაც ახლა მიდის
გოგონა.პატარა აივანზე რკინის პატარა საწოლი და ოთახში მდგარი სავარძლის ყვილი დევს.ილიანა
სავარძელში ჯდება,ფეხებს იკეცავს და სიგარეტს უკიდებს.თავისი აივნის ხედი არასოდეს უყვარდა,თუმცა
დღის უმეტეს ნაწილს აქ ჯდომაში ატარებს.მეტიც ზოგჯერ ღამესაც კი აქ ათენებდა.წვებოდა რკინის
ლოგინზე და საათობით უყურებდა ცას.უეცრად ფიქრებში ჩაძირულმა,სეიდი დაინახა.ბიჭი თავჩაქინდრული
მიაბიჯებდა სადღაც.დაუძახოს?არა,არა,ის ხომ გაბრაზებულია.ბიჭი მალე თვალს მიეფარება.ეს უკანასკნელი
შანსია,ან დაუძახებს ან არა.ბიჭი კორპუსს გაცდა და თვალს მიეფარა.
_სეიდ.
მაგრამ უკვე გვიანი იყო,მისი ხმა ვეღარ მიაღწევდა მასთან.
ილიანა სავარძელში გასწორდა,სიგარეტის ბიჩოკი აივნიდან მოისროლა და ისევ მოძალებულ ფიქრებში
ჩაიძირა.მისი ბრალია,სანაპიროდან,რომ არ გამოქცეულიყო,ახლა ისევ იქ იჯდებოდა ბიჭთან ერთად.მან მე
დამცინა - ფიქრობდა იგი,მაგრამ მეორე წუთს მაინც თავის თავს ამტყუნებდა.მე მას დავუძახე,ალბათ
გაიგონა და არ გამომხედა.ხომ არ დავეწიო?არა,არა,ეს გოგონას არ შეეფერება,მითუმეტეს მე.ხვალ წავალ
და ის ისევ მოვა სანაპიროზე.მოულოდნელად და მისდაგასაკვირად ბიჭი კვლავ გამოჩნდა,ამჯერად
საპირისპირო მიმართულებით მიმავალი.დავუძახო?არა,არა,მან მე არ გამომხედა,არც ახლა არ გამომხედავს
ალბათ.იქნებ მაინც მეცადა.არა!მორჩი,თავს ასე აღარ დავიმცირებ.სავარძლიდან წამოდგა და საძინებელში
შევიდა,აივნის კარი ძლიერად მიაჯახუნა და ლოგინში შეწვა.კარგია,რომ არ დავუძახე,ის მე არ მჭირდება.
იგი ხვალაც არ მოვა სანაპიროზე და იმედია სამუდამოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან.არა,მორჩა!მორჩი
მასზე ფიქრს ილიანა,ის არავინ არ არის.
ცოტა ხნით ჩათვლიმა,მაგრამ ცუდად წოლის გამო შუა ღამით გაახილა თვალი.ძილის შებრუნება სცადა
თუმცა,ვერაფრით ვერ მოისვენა.ცოტა ხანი ასე იწვა,მაგრამ ასე ყოფნა მალე გაუსაძლისი გახდა და
ლოგინიდან წამოდგა.სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და აივანზე ფეხშიშველი გავიდა.ასანთით გაუკიდა
მალბოროს და ლოგინზე ვარსკვლავის პოზაში გაწვა.არაფერზე ფიქრობდა,უბრალოდ ეწეოდა და
შეიგრძნობდა თხემით ტერფამდე დავლილ ჟრჟოლას.დილის ნამი მოსდებოდა არემარეს,სიო კი უხმაუროდ
იჭრებოდა ღიად დატოვებულ ფანჯრებში.ფიქრები კვლავ მოეძალა,სიგარტის ნამწვი აივნიდან მოისროლა,
ხელები თავქვეშ ამოიდო და მათში ჩაიძირა.პირველი,რაც გაახსენდა,მისი გუშინდელი საქციელი იყო.
რატომ არ დაუძახა სეიდს?რატომ შეეშინდა?რატომ დაიფასა თავი?კითხვებზე ფასუხი არ ჰქონდა,მაგრამ
ნელ-ნელა რწმუნდებოდა ბიჭის სიტყვების სისწორეში.მან ბევრი რამე არ იცის.როგორი უცნაურია
მარტოობა და მარტო დარჩენილი ადამიანი.ისინი ფიქრობენ,ეცნობიან საკუთარ თავს და ნათლდებიან.
თუმცა ამასაც მუღამის დაჭერა უნდა.ილიანას შემთხვევაშიც ასე მოხდა.წლებია მარტოობაში ატარებს
დროს,თუმცა მხოლოდ ახლა დაიჭირა მუღამი.რატომ მაინდამაინც ახლა?ეს სეიდის გამოა,აღიარე,ნუ
ატყუებ საკუთარ თავს,გამოტყდი.იგი ფიქრებს ებრძოდა.თავადაც კარგად უწყოდა,რომ ეს ასე იყო,მაგრამ
რატომ უჭირდა ამის აღიარება?ეს არ იცის.მალე გათენდებოდა.გოგონა წამოდგა,ოთახში შებრუნდა და
ჩაცმა დაიწყო.გათენება სანაპიროდან უნდა ვნახო.ეს ზედაპირული მიზეზი იყო,რეალური მიზეზი თავადაც
იცით.პალტო მაოცვა,ფეხსაცმელებში ჩააცურა ტერფები და კიბეებზე დაეშვა.დღის ამ მონაკვეთში უბანიც
კი სხვანაირი იყო.მისტიკური,ცარიელი,თუმცა ძალიან სუფთა.როგორი ლამაზია აქაურობა,ადამიანების
გარეშე - გაიფიქრა მან.კვლავ იგივე გზა,იგივე მიზანი,თუმცა სხვა ამინდი და ფიქრები.გოგონა ჩვეულ
ადგილს მიუახლოვდა და იგრძნო სიმშვიდის სასიამოვნო ტალღა.ქვიშაზე ჩამოჯდა და სანაპიროს გადაავლო
თვალი.ირგვლივ არავინ იყო მის გარდა.თუმცა არა,ცოტათი მოშორებით,ნაპირთან ვიღაც ბიჭი იჯდა.
სეიდია?ნუთუ ის არის?კი ის არის,მასაც ზუსტად ასეთი ქუდი აქვს.მივიდე?არა,იქნებ მარტო ყოფნა უნდა.თუ
არ უნდა თავად მოვა ჩემთან.უეცრად თავისი უცნაური ფიქრები გაახსენდა და მიხვდა,ახლა უნდა
გამოესწორებინა თავისი შეცდომა.ქვიშიდან წამოდგა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა ბიჭისკენ.რაც უფრო
უახლოვდებოდა,მით უფრო ეგონა,რომ ბიჭს მარტოობას დაურღვევდა მასთან მისვლით.
_შეიძლება?
კარტები გათამაშდა,სკამები შეიცვალა,სეზამ შებრუნდი.
_რა თქმა უნდა
_როგორ ხართ?
_თავად?
_იცოდით,რომ მოვიდოდი?
პირდაპირ ჰკითხა ის ,რაც აინტერესებდა.
_ალბათ,კი.
_საიდან?
ბიჭმა გამჭოლი მზერა სტყორცნა გოგონას.
_თქვენ ფიქრი დაიწყეთ.
_მერედა რა?
_ვიცოდი,რადგან ფიქრი აუცილებლად აგღიძრავდათ ჩემთან საუბრის სურვილს.
_რატომ?
_რაც უფრო მეტს იგებ,მით უფრო მეტი კითხვა გებადება და გინდება გაიგო მეტი.თქვენ ბაზა არა გაქვთ
და თავისთავად ისეთი ადამიანის მოძებნა დაიწყეთ,ვისაც ამ კითხვებზე პასუხი ექნებოდა.და აი,მეც აქ
ვარ.
ღიმილით გაშალა ხელები.ილიანასაც გაეღიმა.
_მკითხეთ.
_რა?
_მკითხეთ.
_რა გკითხოთ?
_რაც გაინტერესებთ და გაწუხებთ.
_მითხარით რა არის თავისუფლება?
_თავისუფლება სიკვდილია,თუმცა აქედანვე ვთქვათ,რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა.
_ეს როგორ?
_თავისუფლებას მაშინ ვღებულობთ,როდესაც ყველაფერს ვკარგავთ.სიკვდილიც სწორედ ეს არის.ის
გვაიძულებს გამოვემშვიდობოთ თავად ჩვენს სხეულსაც კი.თავისუფლება სულის სხეულიდან განცალკევებაა
და ეს მხოლოდ რამოდენიმე წამით გრძელდება.შესაძლოა ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვებია,მაგრამ ვინ იცის
იქნებ მასშიც დევს ჭეშმარიტების მარცვალი.
_ეს ისეთი კარგია.
_რა?
_თქვენი მოსმენა.
_მადლობელი ვარ.
_მეც მსურს,თქვენსავით განათლებული ვიყო.
_ეს ძალიან იოლია.მთავარია გსურდეთ.
_მე მსურს.
_თქვენ უკვე დაიწყეთ განათლების საფეხურებზე სვლა.
_მართლა?
_დიახ.დაგავიწყდათ,რომ ფიქრი დაიწყეთ?
_იცით,მე თქვენ გუშინ დაგინახეთ.
_ვიცი.
ბიჭს გაეღიმა.
_საიდან?
_მე ვიცოდი,რომ დამინახავდით,თუმცა არ დამიძახებდით.
_მაგრამ მე თქვენ დაგიძახეთ.
_და რატომ არ დამიძახეთ მეორედ?
_არ ვიცი.
_თქვენ შეგეშინდათ.
გოგონა დუმს.
_ეს ერთგვარი პრაქტიკა იყო თეორიის დასამტკიცებლად.თქვენ გზღუდავთ ქალური პრინციპები.შევძელი
თქვენი დარწმუნება?
_დიახ.მე არ ვიცი რატომ ვიქცევი ასე.
_პასუხი მარტივია.თქვენ არ უკვირდებით საკუთარ საქციელს და ფიქრობთ.
_თქვენ მართალი ხართ,მე არასწორად ვცხოვრობ.
_ეს არ არის ტრაგედია ილიანა,მთავარია,რომ მიხვდით ამას.
ცა ნელ-ნელა შეფერადდა.მალე გათენდებოდა.
_როგორი ლამაზია.
_დიახ.უკვე რახანია ვთმობ დილის თვლემას,ამ სილამაზის გამო.
_ხშირად მოდიხართ აქ?
_თითქმის ყოველ დღე.
_იცით,ცოტა ხნის წინ რაღაც შევამჩნიე.
_გისმენთ.
_დავაკვირდი თუ რაოდენ ლამაზია ჩემი უბანი ხალხის გარეშე.
_ჰო,ადამიანი დედამიწის ანომალიაა.
_რატომ ფიქრობთ ასე?
_ჩვენ ყველაფერს ვბილწავთ,ტექნიკით გადავავსეთ ქვეყნიერება და თავად ჩვენს შემქმნელს დავუკეტეთ
დარაბები.
ბიჭს სახეზე ზიზღი გამოესახა.
_ვანადგურებთ ბუნებას,რომელიც ჰაერს,ჩრდილს და რამდენ საჭირო რამეს გვაძლევს უანგაროდ და ვაშენებთ
შენობებს,რომლებიც მზეს გვიბნელებენ.ჩვენ თავად ვაქცევთ დედამიწას ჯოჯოხეთად.
_კი,მაგრამ თქვენ?
_რა მე?
_თქვენც ასეთი ხართ?
_მე მიწევს ამ სიბინძურეში ცხოვრება.მართალია,თავად არ ვაგროვებ ამ ნაგვის გოგალს,მაგრამ არაფრის
შეცვლა,რომ არ შემიძლია,ესეც არანაკლებია.მე მხოლოდ წიგნების წერა,ნახატების ხატვა და ხელოვნებაში
დამალვა ძალმიძს.
_რა გინდათ,რომ შეცვალოთ?
_მხოლოდ საკუთარი ცხოვრება.სხვებს ვერ ვუშველი.მათ თავად უნდა მიხვდნენ იმას,რაც მე გითხარით.მათი
არჩევანი მათივე ცხოვრებას განაგებს.
_და როგორ აპირებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას?
_აქედან წასვლით.მათი საქმის მათ იციან,მე მხოლოდ რჩევის მიცემა შემიძლია,მე კი არ ვაპირებ ამ
ნაგავში დახრჩობას.ქალაქს მოვშორდები,ტყეში წავალ,იქ,სადაც სისუფთავე მეგულება.გიკვირთ არა?
_ცოტათი პერფექციოლისტული მეჩვენება თქვენი მიზანი.
_რატომ?
_რას იზამთ ტყეში?
_სუფთად ვიცხოვრებ!
_რას ნიშნავს სუფთად ცხოვრება?
_ვიქნები ადამიანი და არა ცხოველი,მექნება სუფთა ჰაერი და არა მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვი,
ვისეირნებ ფეხით და არა ავტომობილით,ვუყურებ ბუნებას და სილამაზეს და არა მდიდრულ შემობებსა და
გაპრანჭულ ხალხს.დავწერ წიგნებს,დავხატავ და მეცოდინება,რომ დროს ფუჭად არ ვფლანგავ.
_თუკი წიგნებს დაწერთ,შესაბამისაც ხესაც მოჭრით.
_ამაზე ნაფიქრი მაქვს,ვერ გამომიჭერთ.ხის მოჭრის ერთადერთი გამართლებული მიზეზი წიგნებია.
_კარგით და ადმიანები?
_მე ძალიან მიყვარს ისინი,მაგრამ არ შემიძლია მათი ყურება.არ შემიძლიო ვუყურო როგორ ანადგურებენ,
ბილწავენ და კარგავენ ადამიანურ სახეს.და განსაკუთრებით მტკივეულია იმაზე ფიქრი,რომ მეც მათნაირი
ვარ.
_და რას აპირებთ ღია ცის ქვეშ უნდა დაიძინოთ?თქვენ ძალიან მარტივად უდგებით ამ საკითხს.
_მე თოროს ვგავარ,შემიძლია დავჯერდე მცირედს და არ მოვითხოვო ბევრი.მე საკუთარი ხელებით
ავიშენებ საცხოვრებელს,ისევე,როგორც თორომ გააკეთა ეს და დავტკბები სისუფთავით.
ბიჭს თვალები აემღვრა.
_სეიდ...
_გისმენთ.
და მან თქვა სიტყვები,რომლებიც გაიაზრა.
_შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე?



№1  offline წევრი Elenekakh

კარგი და განსხვავებულია ♥ ველოდები შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent