შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი


8-06-2017, 18:35
ავტორი zia-maria
ნანახია 2 503

ჯიმი იჯდა თავის კაბინეტში,თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა.მის ფიქრებში კი გაღიმებული ელისო იდგა და ელისო ამ დროს ჯიმიზე ფიქრობდა და ისიც უღიმოდა მას ოცნებებში.კაბინეტში ახალგაზრდა მომხიბვლელი მამაკაცი შევიდა და გაკვირვებულმა შეხედა ჯიმის გაღიმებულ სახეს,რომელმაც მისი შესვლა ვერც კი შეამჩნია.უცქირა რამოდენიმე წუთით და შემდეგ სქლად შეკრული საქაღალდე მაგიდაზე მთელი ძალით დაახეთქა.ხმაურმა ჯიმი უცბად დააბრუნა რეალურ სამყაროში ზღაპრების ქვეყნიდან და გულზე მიიდო ხელი შეშინებულმა,თან ფეხზე წამოხტა და მის წინ გაღიმებულ მდგარ მიშიკოს მიაჩერდა,თან შეშინებულმა ვერ მოზომა და მთელი ძალით უყვირა.
----რამ გადაგრია,ასე ხმაურით შემოსვლა საჭირო იყო?
---რამოდენიმე წუთია ვდგევარ და გიყურებ,შენ აზრზეც არა ხარ ვინ შემოდის და ვინ გადის კაბინეტში.შეიძლება გავიგო რა გემართება,რაც იმ წვეულებაზე იყავი და მოხვედი,მას შემდეგ აქ არ ხარ და სადღაც დაფრინავხარ, ჰაერში ხარ გამოკიდებული უკვე დღეებია.
---შვანგირაძე მიშიკო.
---მე ვარ,ეს ჩემი სახელი და გვარია.არ მჭირდება შეხსენება.
---ხოდა შენ რომ ხარ,ერთ დღეს შემომაკვდები.
---ვნახოთ ეს დღე როდის დადგება და ახლა ის მითხარი,რა გჭირს.შეეკითხა სერიოზულად და იქვე ჩამოუჯდა ჯიმის.ჯიმიმ კი ტელეფონი აიღო,რაღაც მოძებნა და მიშიკოს გაუწოდა და თან უთხრა სევდიანი ხმით
.---რა მჭირს კიარა,ვინ მჭირს.ძალიან მომეწონა,არადა არ არის ადვილი მოსაგერიებელი,ზედმეტად მკაცრია.მიშიკომ შეხედა ფოტოს სერიოზულად და შემდეგ თქვა ასევე სერიოზული ხმით.
---ოოო,ოოოო,ოოოოო.თქვა და ჯიმის გახედა.
---აი ხომ ხედავ,ფოტოზედაც ეტყობა რომ ძალიან მკაცრია.
---ეს მართლა სერიოზული რამ გჭირს,არადა რომ იცოდე,რა კარგი ხასიათები აქვს,ასე ყურებჩამოყრილი არ დაჯდებოდი.იცი,რომ ამასაც ჩემსავეთ უქრის თავში?
---შენ რა იცნობ ელისოს? მართლა იცნობ?გახარებულმა და აღფრთოვანებულმა შეეკითხა ჯიმიმ.
---რა თქმა უნდა ვიცნობ.მასზე თუ რამეს ფიქრბ,ჯერ გაგაბრთხილებ,რომ რკინის ნერვები უნდა გქონდეს.არის წყნარი და პანიკაში არასოდეს არ ვარდება.მოგეფერება,მაგრამ არა დაუკვირებლად.ბოლოს კი გეტყვი,რომ ის ყველა მამაკაცის სასურველი ქალია.ჩემი ბავშვობის,ბაღის და სკოლის მეგობარია.
---შენ ხომ 30 წლის ხარ,ის კი 27 წლის არის.
---მერე რა,მე ყოველთვის ვზრუნავდი მასზე.მახსოვს სკოლაში რომ შევედი,ის ბაღში იყო.სკოლის შემდეგ გავუვლიდი ხოლმე,ამაყად გადავხედავდი იქ მყოფ ბიჭებს და მუჭებს დავანახვებდი.ყველას ეშინოდა და არავინი სიახლოვეს არ ეკარებოდა.გაეცინა მიშიკოს ბავშვობის წლების გახსენებაზე.შემდეგ სკოლაში რომ შემოვიდა და წამოვიზარდეთ,ხშირად მიწევდა მის გამო ჩხუბი.ერთხელ ვიჩხუბეთ,მაშინ მე სკოლას ვამთავრებდი და ერთი კვირა დიდ თოვლობის გამო გაცდენა მომიწია სოფელში ჩავრჩით.ვეღარ წამოვედით გზები დაიკეტა.ელისომ დამირეკა და ტირილით მითხრა,სად ხარ რომ არ ჩანხარო.მეც ვუთხარი,პაპაჩემია მძიმედ და თუ ვერ მოვედი ამ დღეებში კი გეცოდინება რატომაც არ მოვალთქო.მართლაც ვერ წამოვედით ქალაქში,დააგვიანდა გზების გაწმენდას და მესამე დღეს მთელი ავტობუსი სავსე მომადგა გულზე ამხანაგებით და მასწავლებლებით.პაპაჩემის პანაშვიდზე მოვიდნენ,არადა პაპაჩემი ეზოში იდგა და ვაჟკაცურად მოქნეული ნიჩაბით,თოვლისგან წმინდავდა ეზოს.ცოტა ხანში კი ელისო მოვიდა ყვავილებით მშობლებთან ერთად და ატყდა ერთი ალიაქოთო.იმ დღეს კარგად მოულხინეს მასწავლებლებმაც,მოსწავლეებმაც და მეც კურდღლის მწვადებზე,მაგრამ ჯარში ისე წავედი პაპამ არ დამელაპარაკა,შენ ჩემი სიკვდილი გინდოდა და აღარ მიყვარხარო.რომ ჩამოვედი მაშინ შემიშვა სახლში და ელისო ძლივს შემოვირიგე.ორივე იცინოდა ამ ბავშვობის წლების გახსენებაზე.
---კარგია ეს ყველაფერი, გავიცინეთ.გამომადგები,ბინა იშოვე რომ ეძებდი?
---კიიი ვიშოვე,წყნარი და მყუდრო ადგილია.ბევრი მებუზღუნა ელისომ არ გადახვიდე აქედანო,მაგრამ ვეღარ ვჩერდებოდი სახლის კედლებში. ---მწვანე ზონა არის ახლოს?
---ჰმ,აბა ისე როგორ.
---მოიცადე,თუ ასეთი ახლო მეგობრები ხართ,რატომ არ იყავი მის იუბილეზე?
---იმიტომ რომ ჩემმა უჟმურმა უფროსმა,სამი დღით ადრე ქუთაიში გამისტუმრა.დაბადების დღე კი წასვლამდე მივულოცე ელისოს.
---აჰა გასაგებია.ჩაფიქრებულმა უთხრა ჯიმიმ.მიშიკო კარგად მოემგვანა მის წინ და თვალებთან ხელი აუქნია,რადგან ჯიმი ხანდახან იკარგებოდა და სხვა სამყაროში გადადიოდა.
---ჯიმი მომისმინე.არც ისე დიდი დროა,რომ გიცნობ,მაგრამ ასე თუ ისე ვიცი შენი თავგადასავალი.შენი ნაშებიც ბევრჯერ დამიმალია ერთმანეთისგან,რომ ერთმანეთს არ შეტაკებოდნენ.იცოდე და კარგად დაიმახსოვრე,ეს გაფრთხილებაა ჩემგან.ელისო არ გაბედო და არცერთ მათგანს არ მიადარო,ის მათნაირი არ არის.ის გიჟია,თამამია,როცა საჭიროა წყნარია და ძალიან სერიოზულიც,მაგრამ თუ აწყენინე ის შენ არაფერს გეტყვის,მაგრამ ისე მწარედ გატკენს გულს,რომ ვერასოდეს ვერ მოინელებ იმ ტკივილს.
---ერთ საღამოს მოიყვანე ბარში,ახლოს მინდა გავიცნო.შევხედავ და გეტყვი რას ვფიქრობ,ახლა რა გითხრა მიშო გარდა იმისა,რომ მოსვენება დამიკარგა და გული ამიფორიაქა.
---ძალიან გამიჭირდება ბარში წამოსვლაზე დავიყოლიო.
---დავიჯერო,საერთოდ არ დადის ბარში?
---როგორ არ დადის,მაგრამ არ უყვარს ხმაურიანი ადგილები.
--- ხოდა, ეგებ დაიყოლიო და ვითომ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
---ოხ ჯიმი,ჯიმი.კარგი მაგრამ იცოდე...................!
---ხო გავიგე.უყვირა ჯიმიმ.
---მართლა უჟმური უფროსი ხარ,როგორც ამბობენ აქ გოგოები.შემდეგ ორივეს გაეცინა და მიშიკომ კაბინეტიდან გავიდა.
ჯიმიმ შეხედა თუ არა ელისოს პირველად,მისი უნაკლო სხეული შეათვალიერა და თავში პირველი რაც გაიფიქრა, მისი უხამსი სცენა იყო,მაგრამ მასთან პირის-პირ საუბარმა დაარწმუნა,რომ ეს არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.არადა იმპულსურად განეწყო ელისოსადმი სქესობრივი მიზიდულობა.გასაგებია ისიც,რომ თუ მამაკაცს ქალი სურს და ამ უკანასკნელს შანსი აქვს,რა თქმა უნდა ის ამ შანს არ გაუშვებს ხელიდან.ნებისმიერი მამაკაცი ასეა,ისწრაფის ქალთან სიახლოვეს,გაიცნობს თუ არა მასთან ფიზიკური კავშირის დამყარებას ცდილობს,მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ სქესობრივი კავშირი კი არა,ადამიანში ყველაზე ძლიერი ადამიანური ენერგიაა,შემდეგ კი მამაკაცში იღვიძებს მონადირე.ამასთან ერთად კი,რაც უფრო მიუწვდომელია ნადავლი მისთვის,მით იფრო ძლიერია მისი დაუფლების სურვილი.ერთ საღამოს მიშიკომ დაურეკა ელისოს და სადმე გასვლა თხოვა.
---აუ იცი როგორ მეზარება?თან შენ იმდენს მატრებ ხოლმე,მეორე დღეს ფეხზე ვეღარ ვდგევარ.
---გპირდები, ხვალ გავიდეთ და ერთ ადგილზე დაგსვამ.კარგი რა ელი უკვე დამავიწყდა,რომ მეგობრები ვართ.
---აბა რა ვართ,საყვარლები?კალქი ლაააა?კისკისებდა ელისო.
---ელისო ახლა ახლოს რომ ვიყო,მაგრად ჩაგარტყამდი ისე რომ ენას მოგატანინებდი კბილებში.თუ გინდა გაპატიო, ახლა რაც წამოიჩერჩეტე ხვალ მივდივართ საღამოს.
---კარგად იცი,რომ ჯერ ერთი შენი სულაც არ მეშინია და მეორე კარგი ხო და ნუ მეწუწუნები შეყვარებული ქალივით.აქ მოდი და აქედან წავიდეთ,თან ამარჩევინებ რა ჩავიცვა.
---კარგი რა ელისო,როგორ ყველანაირად იცი ადამიანის გამოყენება,რომელი დიზაინერი მე მნახე,შიშველი არ წამოხვიდე და არ გადარიო ხალხი,იცოდე ვერ დაგიცავ და რაც გინდა ის ჩაიცვი.იცინოდა მიშიკო.მაინც ავიდა ელისოსთან და ელიმ მის საძინებელში შეიყვანა.ორი კაბა გადმოუღო და მესამე საწოლზე გადააფინა,მეოთხე კი ხელში დაიკავა და მიშოს მიუბრუნდა.
---აბა შემომხედე კარგად,რომელი ჩავიცვა?ეს,ეს,ეს თუ ეს?მიშომ ერთი გადააცლო თვალი კაბებს და უცებ უთხრა.
---რაც გაცვია ის.უთხრა მკაცრად.
---რატომ?გაუკვირდა ელისოს.
---შენ გაგიჟდი თუ ჩემი გაგიჟება გინდა.რა რატომ გოგო,რა რატომ,გადმომიწყვე აქ რაღაც ნაგლეჯები,რა გგონია ამ კაბებიდან რომელიმეს ჩაგაცმევ და მერე შენს გვერდით წავალ ბარში?ჩაიცვი და ბარემ სტრიპტიზიც იცეკვე იქ.ეს ერთი და მეორე,ამ შენი არჩეული ნაგლეჯებიდან,რაც გაცვია ამ წუთში ის ჯობია და დროზე გამოდი,გამოაღწიე.
---რა დაგემართა შენ,რატომ იღრინები?გაუკვირდა ელისოს მიშოს ხმამაღალი ხმა,მას ხომ მისთვის არასოდეს აუწევია ხმა.
---ელისო ხომ შემეკითხე და მეც გითხარი,მიგითითე რა უნდა ჩაიცვა,ამგენს კი არ ჩაგაცმევ.გულმოსულმა დაყარა კაბები და ბუზღუნით გაყვა უკან.მიშობ თვალი ჩაუკრა ვახოს და სახლიდან გავიდნენ.
---რა საზიზღარი ხარ,ახლა დავფიქრდი არ უნდა წამოვსულიყავი.
---კარგ დროს გაგახსენდა გულმოსულობა,ქმოგეცადა ჯერ ბარში შევიდოდით და მერე წაგებუზღუნა,უკვე მოვედით.გადაიხარხარა მიშომ და ელისოც გააცინა.ერთ ნაცნობ ბარში შვიდნენ და მყუდრო ადგილი აარჩიეს.შეკვეთას აძლევდნენ მიმტანს,რომ მიშიკოს მისი სახელი შემოესმა,გაიხედა და შაკო,ჯიმი,გური და რამდენიმე მეგობარი დაინახა,თავიანთ გოგონებთან ერთად.
---წავიდეთ იქ დავჯდეთ?უჩურჩულა ელისოს
---მე აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.უთხრა ელისომ და რადგან მათმა არ მიიღო მეგობრების მიპატიჟება,ისინი თავად ეახლნენ მიშოს და ელისოს მაგიდას.
---აი ხედავ?ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს.
სიყვარულისთვის ხომ ყველაფერია შესაძლებელი,ჯიმი ძალიან კმაყოფილი დარჩა ელისოს ახლოდან გაცნობით,ელისოს და მიშოს წასვლის შემდეგ კი თქვა.
.---ქალი არის,ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებაში.მე მიყვარს გაზაფხული,მე მიყვარს სიცოცხლეც.უკვე ელისოც მიყვარს,მინდა ჩემი სიყვარულიც,ჩემთან ერთად გაიზარდოს, გალამაზდეს და უფრო მეტად გამათბოს.მინდა ისე გაიზარდოს ეს სიყვარული რომ დღეს თუ მთელს ქვეყანას ყოფნის, ხვალ მთელ სამყაროს ეყოს, ზეგ კი მთელს გალაქტიკას.იმ ღამიდან ჯიმიმ მოსვენება და ძილი დაკარგა და არანაკლებ დღეში იყო ელისოც.
ძალიან ღრმად შევიდა ფიქრებში და დარწმუნდა,რომ ეს მამაკაცი მისთვის არის მაგარი ძლიერი ათმაგი ქაფქაფა ყავა,რომელიც მთელი ღამეები დაძინების საშუალებას არ აძლევდა და მის ფიქრებში ძრომიალით ტვინს უბურღავდა.იმ ღამის შემდეგ,მათი შეხვედრები ხან მოულოდნელად,ხან კი განზრახ მაგრამ ყოველდღიურ შეხვედრებად გადაიქცა და რაც უფრო ახლოს ეცნობა ამ ლაღ და სიცოცხლით სავსე გოგონას,უფრო და უფრო იზრდება ლტოლვა,მიილტვის ელისოსკენ.ნომრებიც გაცვალეს ხან წერს,ხან ურეკავს და საათობით საუბრობენ. ასე ნელა-ნელა ეცნობა ის მის სამყაროს,მაგრამ ისე ღრმად შეიჭრა ელისოს ცხოვრებაში და მის სივრცეში,უკვე დაზეპირებული ქონდა მისი ძილის და ჭამის განრიგიც კი.იმდენად მიიზიდა ელისომ ჯიმი რომ ის მზადაა მისი ცხოვრება შეცვალოს და ზოგი ძალიან მნიშვნელოვანი რამეც კი დათმოს მისთვის.ის ყოველ მასთან შეხვედრისას ცდილობდა ამოეცნო ელისოს სურვილები და ბავშვივით უხაროდა თუ რამეს გამოიცნობდა.როგორც ჯიმისთვის ასევე ელისოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სატელეფონო ზარები,მაგრამ ის ძალიან ბევრს ფიქრობდა.არ უნდოდა ტკენოდა, არ უნდოდა განეცადა ის რაც მას დაამცირებდა,არ უნდოდა კეთილი ზღაპრის პრინციდან მას ხელში შერჩენოდა უხეში პიროვნება.არ უნდოდა ლამაზი სიყვარულიდან უეცრად ეგრძნო სისასტიკე, ფსიქოლოგიური ზეწოლა,რომელიც ანადგურებს ადამიანის როგორც სულს,ასევე ადამიანის შინაგან სამყაროს.მართალია ქალები ხშირად ხუჭავენ თვალებს სიყვარულის გამო,მაგრამ ელისო არ არის ის პიროვნება,ასე დააბრმავოს სიყვარულმა.ერთხელ კი სეირნობისას მოულოდნელად უთხრა ჯიმის.
--- თუ ოდესმე,ბოლო სიტყვის თქმის უფლება მოგეცი,ნუ შემეპასუხები.რადგან დუმილი რომელიც ჩემსა და შენს შორის ჩადგება თავად დაგაფიქრებს და თავად გერტყვის მის სათქმელს,რადგან დუმილით უფრო მიხვდება ადამიანი მის ჩადენილ დანაშაულს.მიხვდა ჯიმიმ რომ ელისოსთან მოკლევადიანი რომანი არ გამოუვიდოდა,რადგან ზედმეტნაკლებად გაიცნო.ეგონა ელისო იყო ის,ვინც მას ჭირდებოდა.ქალური,ვნებიანი, საკუთარი რწმენით სავსე,ერთგული,გაწონასწორებული და რაც ჯიმის უყვარდა ქალში და აფასებდა ეს იყო ქალის მოვლილი ბრჩხილები და თმა.აი სწორედ ელისო იყო ქალი,რომელიც მუდამ მოწესრიგებული იყო შინ და გარეთ.თუმცა ის მიშოსთან ერთად ყოფნის დროს,პატარა ბავშვებად იქცეოდნენ და მისი კისკისით მიდამოს აცოცხლებდა.ასევე კარგად ახალისებდა მის გვერდით მყოფთ.ჯიმიმ დაიპყრო ელისოს გული და თავიც შეაყვარა,მაგრამ ჯიმის გულში მოწონება სიყვარულთან ერთად ძალას კარგავდა.ჯიმიმ ვერ უღალატა,ვერ შეელია მის ჩვეულ ცხოვრების რიტმს და ძალიან მალე დაუბრუნდა ისევ ჩვეულ ცხოვრების ფეთხუმს.ელისომ ცოტა ხანში არაგულწრფელობაც შეატყო ჯიმის როცა მისი ფინანსების განიავება დაიწყო სისულელეებზე.დახუჭა თვალები,მაგრამ რას ითხოვდა უბრალოდ მის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს.მალე მიაღწია იმას,რომ ნიღაბი ჩამოხსნა ჯიმის და მისი ყალბი სახე გამოაჩინა.ჯიმი მალე შეიცვალა,ის ცივი და გულგრილი გახდა.არა მარტო ის,მასთან ერთად მისი გრძნობებიც გაცივდა მას შემდეგ,როცა ის ღამით ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაინახა ბედნიერი სახით და ლაღად მოკისკისე.ასე უბრალოდ,ასე აუხსნელად წავიდა,რომ არც უკითხია ვინ იყო ის მამაკაცი და რა საერთო ქონდა ელისოსთან.ჯიმიმ ქორწინებამდე მიყვანილი ურთიერთობა, თავად დაასრულა. როცა რამოდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობდა, შეეშინდა და მიშიკოს დაურეკა
---რა მოგივიდა სიზმრად მიხილე?გისმენ, რამ შეგაწუხა ამ შუაღამით.მოესმა მიშიკოს ნამძინარევი ხმა.
---სად ხარ,მიშო მჭირდები შენი ნახვა მინდა.
---რა ხდება ელი.სახლში ვარ,აბა სად ვიქნები ამ დროს ან რა ხმა გაქვს.ელისომ გაუთიშა და სახლიდან გავარდა.მიშოს ეგონა ალბად დილით მოვაო და ბალიშში ჩარგო თავი და ძილი გააგრძელა,მაგრამ სადღაც ოც წუთში მის კარზე ზარი გაისმა და ბრახუნი
---ჩამოიღე კარები და წაიღე სახლში,რა ხდება.გააღო კარები და მიშიკოს წინ მთელი ღამის კიარა, ღამეების უძილარი ელისო იდგა თვალებჩაშავებული.-რა ხდება,რა დღეში გაქვს თვალები ელი.
.---სიმართლე მითხარი,ჯიმი სად არის მიშო.რამოდენიმე დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს,რა ხდება ის მაინც გამარკვიოს,ხვალ ქორწილია მიშო ქორწილი.თან ტიროდა ელისო.
.---მართლა არ ვიცი,რამოდენიმე დღეა სამსახურშიც არ მოსულა.დაიცა ჩავიცვა და წავალ,შენ აქ დამელოდე.მიშიკომ უცბად ჩაიცვა და სახლიდან გადიოდა,რომ ელისომ უთხრა.
---მეც მოვდივარ,რადგან მე მინდა ჩემი თვალით ვნახო ის ამ წუთში რა მდგომარეობაშია.
--ელო ხომ არ ჯობია შევეშვათ საერთოდ და ჯანდაბამდე გავუშვათ?
---არა მიშო. ახლა უნდა ვნახო და მერე, მერე გადავწყვიტავ რას ვიზამ.
---კარგი.უთხრა მიშომ და სახლიდან ერთად გავიდნენ.ჯიმის ბინასთან მისულებმა დაინახა მანქანა იქვე ეყენა.მიშომ ხელი დაადო კაპოტს ზემოდან და ის ცხელი იყო.-ესე იგი,მთელი ღამე ჯირითობდა ყმაწვილი და ვინ იცის სად.მიშო ელისოს მიუბრუნდა და უთხრა
---შენ აქ დამელოდე,მე ავალ მაღლა.
---მიშო აღარაა საჭირო მაღლა ასვლა,ჩქარა დავიმალოთ, მოდიან.თქვა ელისომ და იქვე უცხო მანქანის უკან მოეფარა ორივე,მათ წინ კი მხიარული სახით ჩაიარა ჯიმიმ მის მორიგ ნაშასთან ერთად.
---ჯიმი რას ფიქრობ ხვალინდელ დღეზე?მანქანაში ჩაჯდომამდე შეეკითხა გოგონამ.-ისევ არ შეეხმიანე ელისოს?ჯიმი ნუ აკეთებ ამას,უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან



№1 სტუმარი elene

ra gulianad vkitxulobdi da uceb daamtavree ra dagvaintrige,kargi iyoo momewona

 


№2 სტუმარი ნარგიზი ჯაფარიძე

ვამაყობ რომ გავიცანი თქვენნაირი ნიჭიერი მწერალი, ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე და ცოტა გავრაზდი კიდევ

 


№3  offline მოდერი zia-maria

elene
ra gulianad vkitxulobdi da uceb daamtavree ra dagvaintrige,kargi iyoo momewona

ეს ინტრიგა იმიტომ,რომ მოემზადო შემდეგი თავის წასაკითხად უფრო კომფორტულად. laughing laughing

ნარგიზი ჯაფარიძე
ვამაყობ რომ გავიცანი თქვენნაირი ნიჭიერი მწერალი, ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე და ცოტა გავრაზდი კიდევ

ნუ მაწითლებთ ქალბატონო ნარგიზი.მადლობა რომ კითხულობთ.გაბრაზებას რაც შეეხება,მესამე თავი დაგიამებს ამ სიბრაზეს,გპირდები. kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

პანაშვიდმა ძალიან გამამხიარულა.აი როგორ მინდა ჯიმი ვცემო რა.რატომ არიან ეს მამაკაცები არ აფასებენ მანამ სანამდე გვერდით ყავთ და შემდეგ მისტირიან.უნამუსო არის და რაც არ უნდა მოხდეს ისტორიაში,რომც შეურიგდეს მას,ჩემ თვალში დაკარგა ფასი მან უკვე
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი zia-maria

La-Na
პანაშვიდმა ძალიან გამამხიარულა.აი როგორ მინდა ჯიმი ვცემო რა.რატომ არიან ეს მამაკაცები არ აფასებენ მანამ სანამდე გვერდით ყავთ და შემდეგ მისტირიან.უნამუსო არის და რაც არ უნდა მოხდეს ისტორიაში,რომც შეურიგდეს მას,ჩემ თვალში დაკარგა ფასი მან უკვე

ცხოვრების თითოეული დღე სიურპრიზია საყვარელო,არავინმა ვიცით სად წავიქცევით და სად მწვერვალზე დავდგებით.იქნებ მასაც აქვს მიზეზი ამ ყველაფერს რისთვის და ვის გამო აკეთებს?

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

zia-maria
La-Na
პანაშვიდმა ძალიან გამამხიარულა.აი როგორ მინდა ჯიმი ვცემო რა.რატომ არიან ეს მამაკაცები არ აფასებენ მანამ სანამდე გვერდით ყავთ და შემდეგ მისტირიან.უნამუსო არის და რაც არ უნდა მოხდეს ისტორიაში,რომც შეურიგდეს მას,ჩემ თვალში დაკარგა ფასი მან უკვე

ცხოვრების თითოეული დღე სიურპრიზია საყვარელო,არავინმა ვიცით სად წავიქცევით და სად მწვერვალზე დავდგებით.იქნებ მასაც აქვს მიზეზი ამ ყველაფერს რისთვის და ვის გამო აკეთებს?

არ მესმის ჯიმის რა მიზეზი უნდა ჰქონდეს,იეჭვიანა და არც იკითხო ისე აქციო ზურგი?გავიგებ რა მოხდება და იმედია შემეცვლება პირვანდელი წარმოდგენა,ძალიან გამიხარდება თუ შემეცვლება აზრი

სამწუხაროდ პირად შეტყობინებებს ვერ გწერთ.მუდამ თქვენი ერთგული მკითხველი ვიქნები
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent