შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 29


8-06-2017, 18:43
ავტორი ankatuna
ნანახია 2 495

-ბატონო იოანე, მიუხედავად იმისა რომ საქმის ვითარება ჩემთვის ცნობილია მინდა რომ დეტალურად მიამბოთ ყველაფერი, რომ სასამართლოზე ყველაფერი ვთქვა რაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეობს
-კარგით ჩემთან წავიდეთ სახლში უფრო მშვიდად ვიქნები და ყველაფერს გიამბოობთ. ....მაგრამ
-მაგრამ?
-ჰო, მაგრამ, სახლში ჩემი მეუღლეა და არ მინდა რომ ჯერ რამე გაიგოს.
-ჩემთან წავიდეთ.
-მადლობა, მაგრამ ეგრე ვერ შეგაწუხებთ. წავიდეთ ჩემთან არაა პრობლემა. თებეა მაინც გაბრაზებულია ჩემზე და არც ისურვებს მოსმენას.
-ვიცნობდი ერთ თებეას.
-უკაცრავად?
-არა, არაფერი.
სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი თებეა როგორ შემხვდებოდა. ვერ ვიტან ჩემზე გაბრაზებული რომ არის. ვერ ავიტან რომ ისეთი თვალებით კიდე დიდხანს მიყუროს. ყველაფერი ვიქტორიას ბრალია და საზღაურს მივაღებინებ. კარზე ზარის დასარეკად ხელი წავიღე და თებეამ არც მაცადა კარი გააღო. სახეზე შევატყვე რომ საჩხუბრად იყო მომზადებული მაგრამ ლუკას დანახვისას უცებ შეიცვალა სახე. ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი. უთმელად გაბრუნდა და ბავსვის ოთახში შევიდა.
-თებეა.
-ახლა არა იოანე.
-მობრძანდი ლუკა. ეს ჩემი მეუღლე იყო. -ლუკას გავხედე და ჯერ კიდევ ბავშვის ოთახის კარს მიშტერებოდა. -შემოდი ლუკა.. შენ რაღა დაგემართა?
-არაფერი, ბატონო იოანე. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ ოჯახში.
-გაიხარე მადლობა.. რა შემოგთავაზო: ჩაი, ყავა, ლუდი?
-წყალი თუ შეიძლება.
-წყალი? კარგი.
-ბატონო იოანე. დავიწყოთ სულ თავიდა.
სამზარეულოში ბართან მოვკალათდით და ლუკას ყველაფერი ვუამბე მას შემდეგ რაც ვიქტორია ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.
-გასაგებია და მოსასმენი აპარატის ჩანაწერებზე ვის აქვს წვდომა? ან ახლა თუ ვინმე ადევნებს თვალყურს ოფისში რა მდგომარეობაა?
-აპარატის ჩანაწერზეც და ოფისში მიმდინარე მოვლენებზეც პასუხისმგებელი ჩვენი IT-ის სპეციალისტი არის. მე მას ვენდობი რადგან უკვე გაგვიწია დახმარება.
-კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მამათქვენ თუ გამოვა ქალბატონი ვიქტორიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად?
-არ ვიცი და არც მჭირდება მისი დახმარება. მე თითინ შევძლებ გამკლავებას.
-ვიცი ბატონო იოანე მაგრამ სათადარიგო გეგმა ყოველთვის საწიროა და სჯობს ჩვენც მზად ვიყოთ.
-ახლა მთავარია გავიგოთ მოსარჩელე მხარეს ადვოკატი ვინ ეყოლება.
-ეგ უკვე გავარკვიე. პროკურორთან ერთად საქმის მსვლელობაში ჩაერთო მოსარჩელე მხარის ადვოკატი ირაკლი ქარქშაძე.
-ვიცით მის შესახებ რაიმე?
-იმაზე მეტი ვიდრე თქვენ გგონიათ წარმოიდგინოთ.
-რას გულისხმობთ?
-ის ჩემი სიძეა. დის მეუღლე.
-მერე ეს თქვენს საქმიანობას ხელს ხომ არ შეუშლის/
-არა როგორ გეკადრებათ. ეს უკვე მეშვიდე საქმეა რომელსაც მე და ის ერთად ვუძღვებით
-და?
-და.. შვიდივე მე მოვიგე. ამიტომ ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებს ჩემს დასამარცხებლად. და რათქმაუნდა მეც ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს ჩემი მერვე საქმე იყოს რომელიც მას მოვუგე.
ამ ბიჭის იმედი გადამდებია. მისი ასეთი შემართება მეც სტიმულს მაძლევს რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე.
-როდის იქნება სასამართლო პროცესი?
-პირველი მოსმენა ორ დღეშია დანიშნული.
-ჩვენი გეგმა როგორია?
-სჯობს რომ თავიდან ცოტა სუსტებად მოვაჩვენოთ თავი.
-ეგ პირიქით არაა? თაავიდანვე უნდა შევუტიოთ.
-არა ბატონო იოანე. ჩემი სტრატეგიაც ყოველთვის ეგაა. თავიდანვე ვუტევ და ეს ირაკლიმ კარგად იცის ამიტომ ახლა პირიქით მოვიქცევი.
-შე ცბიერო მელაა.
-ნუ როგორც არის. ერთი სიტყვით სუსტად რომ მოვეჩვენებით თავიდანვე ძლიერ სამხილებს წარმოადგენენ. და ჩვენ თავდაცვისათვის ბოლოს შემოვინახოთ ყველაფერი რომ ერთიანი ეფექტი ჰქონდეს. ასეთი ქმედება გავლენას ახდენს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე. ერთი ორი ცრემლიც დაგვჭირდება, გულის ასაჩუყებლად. ან თქვენ ან ბატონმა დაჩიმ რაიმე სევდიანი ისტორიაც შეაგდეთ თქვენს მეგობრობაზე.
-დამცინი არა?
-არა სულაც არა, ეს მოქმედებს, დამიჯერეთ. უნდა დავამტკიცოთ რომ ვიქტორია არც თქვენი და და არც ბატონი დიმიტრის შვილია. გვინდა დნმ ლიანასიც რომ ისიც ვამხილოთ.
-და ყველაზე მთავარი ის ბიჭი უნდა ვიპოვოთ ვინც დაჩი განასახიერა.
-მაგას დეტექტივს მივანდობ. ვიცი შეძლებს.
-ყოჩაღ მაგ კაცს რაა. საიდან რას და როგორ პოულობს.
-ყველაფერი შერლოკ ჰოლმსის წიგნების სიყვარულით დაიწყო და თამამად შემიძლია ვთქვა რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.
-გეთანხმები.
-კარგით ბატონო იოანე ახლა მე წავალ და მოსმენისათვის მზადებას დავიწყებ.
-მოიცადეთ. ჩემს მეუღლეს ვახშამს მოვამზადებინებ.
-არა ნუ შეწუხდებით უმჯობესია წავიდე.
-კარგი, როგორც გინდა. მადლობა. -გავაცილე ლუკა და ახლა იწყება ომი. ოთაახის კარი შევაღე ჩემი პატარა პრინცესას სურნელი მომენატრა. ამ ამბების გამო ვერ შევძელი თავი ბოლომდე მამად მეგრძნო. თებეას ხელში ეჭირა კესანე და აძინებდა. მასთან მივედი და დავიმუხლე. მისკენ საკოცნელად წავიწიე მაგრამ თავი გვერძე გაწია. ჩემი ბრაზიანი. მივიწიე და ლოყაზე მაინც ვაკოცე. შევნიშნე როგორ დაეხორკლა კანი.
-მაგით ვერ მომთაფლავ.
-არც ვაპირებ. ჩემ პატარას მინდა მოვეფერო. შეიძლება?
-მაგისთვის ჩემგან ნებართვის ღება არ გჭირდება.
-აბა რაზე უნდა გთხოოვო ნებართვა?
-ნუ ხარ ცინიკოსი.
-რა გჭირს შენ? ეგრე ახალი ცოლ-ქმარი რომ ვიყავით იმის შემდგე აღარ დამლაპარაკებიხარ.
-აღარც შენ გევხარ იმ კაცს მე რომ შემიყვარდა.
-ნუ დაიწყებ ახლა თებეა თორე იცოდე ვიჩხუბებთ.დამაცადე კესანესთან თამაში.
-ოროვე მამაშვილი ერთნაირები ხართ
-ბავშვთან რაღა გინდა? არის თავისთვის. ჭამს ძინავს და ტირის. მეტი რა ქნას ბავშვმა.
-მართალი იყავი, წავალ თორე ვიჩხუბებთ.
-რა ვთქვი ეგეთი? რა უცნაურები ხართ ეს ქალები. -ოთახი პროტესტის ნიშნად უხმოთ დატოვა და მოვემზადე რომ კარს მიიჯახუნებდა მაგრამ არაა. ის ხომ უკვე დედაა და არაასოდეს დაივიწყებს რომ არ იხმაუროს. მე კი არ მგავს. ფიქრებიდან გამოვერკვვიე როდესაც ჩემს ხელში პატარა არსება შეიშმუშნა. მე დგავიწყდიო. შემახსენა თავი. ყოველდღე მეტად და მეტად ლამაზდებოდა ჩვენი კესანე. საოცარი ბავშვია.მისი დაბადება ნათელი სხივი იყო ჩვენს ცხოვრებში. მშვიდად თვლემდა. სჯობს მის საწოლში დავაბრუნო. ლოგინს მივუახლოვვდი და უცებ ჩემი ყურადღება კედელზე აქამდე უცნობმა ფოტომ მიიპყრო. კიი ეს ის იყო. ის ფოტო რომელიც დაჩიმ იმ დღეს გადაიღო როდესაც კესანე სახლში მოვიყვანეთ. როდის მოასწრო თებეამ ამის გაკეთება? კითვის პასუხი ვერ ვიპოვე ჩემს გონებაში. აშკარად გამოვტოვე რაღაც. დიდ ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ფოტოდან ბედნიერი ოჯახი მიცქერდა. ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. მე, დაჩი, თებეა, ნატუკა, კესანე და კატალეა. და აქ ახლა ჩემი გოგოს თავს ვიფიცებ რომ ჩვენ ისევ და სამუდამოდ ერთად ვიქნებით და უფრო გავმრავლდებით. როგორც მოველოდი თებეა ზურგშექცევით დაწოლიი დამხვდა. მაინც გავრისკე და ხელი მოვხვიე. ძლიერად ჩამჭიდა ხელი და მისი სხეულიდან მომიშორა. არ დავნებდი და კიდე ავეკარი ზურგზე. ისევ ისეთი მოქმედება და მეც დავნებდი. ვიცი დრო სჭირდება, ასე მალე წყენა არ გადაუვლის და ხელი მოვაშორე. გადაბუნებას ვაპირებდი რომ ჩემ ხელს ჩაებღაუჭა და თვითონვე მიიკრა სხეულზე. გამეღიმა. მაინც ვერ შემელია ბოლომდე. მეც ვისარგებლე და მაგრად ჩავეხუტე. მისი სურნელი ხარბად შევისრუტე და ძილს მივეცი. გამოძინება ამდვილად მჭირდება რთული დღეები მელოდება წინ. შემეღვიძა და მკლავებში თებეას სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. ლოგინში ხელი მოვაფათურე და მივხვდი ალბათ ბავშვმა გაიღვიძათქო. გამახსენდა რომ ასეთ რამეზე დაჩი დავტუქსე და დრო იყო მეც ავმდგარიყავი. ძლივს ავწიე სხეული საწოლიდან. მისაღებში იდგა თებეა. აქეთ იქით დადიოდა და ცდილობდა მტირალი კესანეს დამშვიდებას თან თვითონაც ცრმლებს აღვარღვარებდა. რომ დამინახა გაუკვირდა თან შერცხვა და ცრემლების წმენდა დაიწყო.
-რა მოხდა თებეა რატომ ტირი.
-სულ მეტირება რიცა კესანე ტირის და ვერ ვამშვიდებ.
-და რატომ ტირის, აწუხებს რამე?
-გაზების დაგროვება ჰქონდა, წამალი დავალევინე და შედეგს ველოდები მაგრამ გული მეწურება რომ ტირის იოანე. მოიფიქრე რამე.
-გინდა ექიმთან წავიდეთ.?
-რა არაა საჭირო ცოტაც და გაუვლის.
-მაშინ დამშვიდდი.
-ჩამეხუტე კარგი?
-მოდი ჩემთან სულელო, დამშვიდდი. -თავი გულზე მომადო და მაინც არ წყვეტდნენ არცერთი ტირილს. -გინდა მე ავიყვან.
-კარგი დაიჭირე. -ბავსვი გამოვართვი და გულზე მივიხუტე. ჩემს მკლავებშიც რომ განაგრძო ტირილი რაღაც უცნაური ვიგრძენი თითქოს მისი ცრემლები მჩხვლეტდნენ და მტკენდნენ. პლედი გადავუწიე და მუცელზე ხელი გადავუსვი. მალე ტირილს უკლო. აშკარად მოეწონა. ან წამალმა იმოქმედა. თებეამაც ცრემლები შეიმშრალა და ჩვენს შემხედვარეს გაღიმა კიდეც. ურაა შედეგი მიღწეულია. კესანეც დამშვიდდა და ისევ ჩაეძინ და ჩემსა და კესანეს შორის აღმართულ აისბერგსაც ბზარები გაუჩნდა. ბავშვი გამომართვა და საწოლში ჩააწვინა. ჩვენ ისევ საწოლში დავბრუნდით. იმედი მქონდა რომ ისევ მომეხვეოდა მაგრამ არა. აისბერგის ბზარებმა ისევ ამოვსება დაიწყეს. ამის დედააც. გადავბრუნდი და ღრმა ძილს მივეცი თავი. დილით ადრე გამეღვიძა და სახლიდან ჩუმად გამოვიპარე. დილიდანვე თებეას მოღუშული სახის დანახვით მთელი დღე ჯოჯოხეთად მექცეოდა და ასე სჯობდა. პირდაპირ დაჩისთნ მივედი.
-როგორ ხარ ძმა?
-მემგონი პატიმრობასაც აქვს თავისი მუღამი.
-ვერა ხარ ხოო შენ?
-არაა... დაუკვირდი, როცა გინდა დაწვები, როცა გინდა დაწვები, ნატუკა არ გეჯუჯღურება და ასე შემდეგ.. გავაგრძელო?
-არ გაგიგოს ეგ თორე შენ გაჯუჯღურებს კარგად.
-მაგრამ იცი რა მომენატრა?
-ყველაფერი მოგენატრებოოდა.
-არაფერი გარდა კატალეას ხმის გაგონებისა. როცა ტირის მე ეგეც მიხარია. არ მავიწყებს მის თავს. ყურადღებას ითხოვს. გვაიძულებს მის გვერდით ვიყოთ.
-მართალი ხარ.... მალე ნახავ შენს გოგოს გპირდები.
-კაი არ გვინდა.. საქმეზე გადავიდეთ. რა ხდება აბა ახალი და კარგი? -პირი დავაღე პასუხის გასაცემად და ლუკა შემოვიდა.
-დილამშვიდობის ბატონებო. თვენთვის ერთი ცუდი და
-ერთი კარგი ამბავი გაქვს ხოო? მაშინ ცუდით დაიწყე.
-სამწუხაროდ ცუდი და უფრო ცუდი ამბავი მაქვს.
-ოპ... ეგ არაა კარგი.. რაა ამბებია?
-ცუდი ისაა რომ ლიანა ვიქტორიას და არ არის. უფრო ცუდი კი ის არის რომ დღეს ხანძარი იყო XXX-ის #3 ბინაში.
-მაგ ამბავს რა საქმე აქვს ჩვენს საკითხთან.
-აბა თუ გამოიცნობთ ვინ ცხოვრობდა იმ სახლში.
-ამის დედაც. გზა მოგვიჭრეს.
-დაგვერხა.... ისეთი დაუნდობელია ეს ძუკნა, თავისი მიზნისთვის ყველას გაწირავს. ახალგაზრდა ბიჭს სიცოცხლე მოუსწრაფა.
-ყველაფერი ისეა გაკეთებული რომ უბედურ შემთხვევად გააფორმეს და საქმე დაიხურა.
-რაიმე შანსი არსებობს რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ?
- ნიკოლოზ შარიქაძის მოწმედ გამოყენების გეგმა ჩაიშალა. მხოლოდ მოსასმენი აპარატის იმედზეღა ვართ დარჩენილები.
-ანუ ისღა დაგვრჩენია რომ ვილოცოთ ვერ იპოვონ აპარატი.
-გეთანხმებით ბატონო დაჩი....
-რაიმე სხვა საშუალებაც ხომ უნდა არსებობდეს.
-კი აღიარებითი ჩვენება უნდა მოვიპოვოთ ვიქტორიასგან.
-ზედმეტად ჭკვიანია იმისათვის რომ ყველაფერი აღიაროს.
-მოიცადე თქვენ რა თქვით, რა ცუდი ამბავი მაქვსო?
-ის რომ ლიანა ვიქტორიას და არ არის. დნმ უარყოფითი აღმოჩნდა.
-ხო მაგრამ ჩვენ ვნახეთ დადებითი პასუხი.
-ეგ ყალბი იყო. ეს ანალიზი სასამართლო უწყების ლაბოლატორიაში გავაკეთებინე. სასამართლო იქ ჩატარებული ანალიზების პასუხს ცნობს მხოლოდ ნამდვილად.
-ბინგო... არის იდეა.
-დაჩი სისულელეების დრო რომ არ გვაქვს ხომ ხვდები.
-არა იოანე.. ჩემი აღზევების დრო მოვიდა.
-იტყვი ახლაა რა მოიფიქრე.
-ნახეე, თუ კი ლიანა ვიქტორიას და არ არის მაგრამ ლიანას სჯერა რომ არის. ანუ ვიქტორია ლიანას იყენებს ჩვენს წინააღმდეგ და ლინას ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს.
-ლიანა, ბავშვთა სახშია გაზრდილი და იმის გაგება რომ და ჰყავს მისთვის ბედნიერება იქნებოდა და რათქმაუნდა უყოყმანოდ დასთანხმდებოდა მას დახმარებაზე.
-ანუ ჩვენ ლიანას სიმართლე უნდა ვუთრათ და ამით შევძლებთ მის დარწმუნებას რომ ჩვენ დაგვეხმაროს და ამ სიცრუეს თავი დააღწიოს.
-მაგრამ დაგვიჯერებს კი?
-ვიქტორია ისეთი ცბიერია კარგად გაწვრთნიდა.
-მაშინ ისე უნდა ვქნათ რომ ვიქტორიამ მისი პირითვე უთხრას რომ მისი და არ არის და საქმეც გაადვილდება.
-არაფერი გაადვილდება დაჩი.. და ეგ როგორ უნდა შევძლოთ?
-გაანძრიეთ თავები. ყველაფერი მე უნდა მოვიფიქრო?
-კარგით, მოდით ჩამოვყალიბდეთ. ანუ ჩვენ გვჭირდება ვიქტორიას აღიარება რომ ლიანას იყენებს და მერე ლიანას გადმობირება.
-კი ეგრეა. მაშინ ასე ვქნათ. თქვენ მითხარით რომ ლიანას სთხოვეთ ვიქტორიას ოფისის საქმეებში დახმარებოდა. იქნებ ახლა დაურეკოთ და უთხრათ რომ მასთან საქმე გაქვთ/ სადმე შეხვედრაზე დაიბარეთ და მეც მოვალ იქ.
-მერე?
-მერე იქ ნახავთ რაც მოხდება.
-კარგით რაა ადვოკატო და მე მთელი ამბავი უნდა გამოვტოვო?
-მაპატიეთ ბატონო დაჩი მაგრამ რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება მით მეტია ალბათობა რომ გეგმა არ ჩავარდეს. მე რომ ახლა რაიმე ვთქვა ბატონი იოანე თვითნებურად დაიწყებს მოქმედებას რაც გეგმას ესხშაც დაუკარგავს და შედეგიანობასაც შეამცირებს. -თქვა ლუკამ, წამოდგა და დამიბარა. შეტყობინება მომწერეთ სად იქნებით და რა დროს.
-მომწონს ეს ბიჭი. ნიჭიერია.
-გეთანხმები. მაგარი ჩათლახი ვინემა. იცი რომ სიძეს უპურისპირდება?
-სიძეს?
-ხო მოსარჩელე მხარის ადვოკატია.
-ბიჭო არაფერს ჩათლახობდნენ
-არა..... 7 საქმე წააგებია და მერვეს ჟინიც აქვს...
-უყურე შეენ. ნეტა რა ჩაიფიქრა?
-კარგი წავედი და რმ გავიგებ გეტყვი.
-კაი მიდი შენ იცი.
დაჩიდან წამოსულმა მაშინვე ლიანას ნომერი ავკრიბე.
-გამარჯობა ლიანა.იოანე ვარ.
-დიახ ბატონო იოანე როგორ ბრძანდებით?
-არამიშავს ლიანა. მადლობა. ლიანა შენი ნახვა მინდა და თუ შეძლებ რომ ცოტა ხნით ოფისის გარეთ შემხვდე?
-ხო მაგრამ თქვენ ხომ მითხარით ქალბატონ ვიქტორიას არ მოვშორებოდი.
-არაუშავს ის თვითონაც გაუმკლავდება საქმეს. ეს უფრო მნიშვნელოვანია.
-და რაშია საქმე.
-ტელეფონით საუბარი არ არის კარგი, შევხვდეთ.
-კარგით. 10 წთ-ში მოვალ. -ლიანას თანხმობის მიღებისთანავე ლუკას მივწერე ჩვენი შეხვედრის ადგილი. რათქმაუნდა ათქმულ ადგილას ყველაზე ადრე მე მივედი. მალევე ლიანაც მოვიდა. მომესალმა და ჩემს წინ დაჯდა.
-რამეს ხომ არ მიირთმევ ლიანა, დაგპაიჟებ.
-მადლობთ მხოლოდ წყალი. -ოფიციანტს ვანიშნებ მოვიდეს და ორ ყავას და ერთ წყალს ვუკვეთავ. -მადლობთ მე ყავა არ მინდა
-შენთვის არა ლიანა
-მაპატიეთ რომ გეკითხებით მაგრამ მეორე ყავა ვისია?
-ჩემი. -იმახიანად წარმოთქვა ლუკამ, რომელიც, ჩვენს მაგიდასთან თვალის დახამხამებაში გაჩნდა, საქაღალდით ხელში.
-უკაცრავად? -გვერდულად ახედა ლიანამ.
-ჩემია მეორე ყავა. -არ დანებდა ბატონი ადვოკატი. და ანიშნა ჩაიწიეო. ლიანაც იძულებული გახდა მიწეულიყო და ესეც გვერდით მიუჯდა. ლუკამ, ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად ვითომ დღეს პირველად ვხვდებოდი.
-ეს რა ხუმრობაა ბატონო იოანე.
-ეს ხუმრობა არაა ლიანა... გაიცანი ეს..
-აპ..აპ.. არავითარი სახელები, ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდათ?
-მაპატიეთ.
-იქნებ საქმეზე გადავიდეთ. ოფისში უნდა დავბრუნდე.
-ნუ ჩქარობთ ქალბატონო დაკვირვების ობიექტო. -ლიანას შეშფოთებული სახის დანახვის დროს მივხვდი რომ ეს სიტუაცია ძალიან მახალისებდა.
-უკაცრავაად? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-რას ნიშნავს ჩემო საყვარელო და უკვე დიდი ხანია, თქვენ და თქვენს თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდები და მინდა გითხრათ რომ ძალიან მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობთ.
-მაშაყირებთ თუ რა სისულელეა ეს ბატონო იოანე?
-მოუსმინე ლიანა ძალიან გთხოვ. საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
-სანამ მე გადავალ ჩემს საქმეზე იქნებ ცოტა რამ თქვენც უთხრათ. -შემაშინა ლუკას მოწოდებამ. არც ვიცოდი რა მეთქვა. იმპროვიზაციისათვის უნდა მიმემართა სხვა გზა არ იყო.
-ხო ლიანა. როგორც მიხვდი ეს დეტექტივია. მე დავიქირავე რომ შენთვის თვალყური ედევნებინა.
-დიახ მაგრამ ბატონო იოანე?...
-შენ არაფერ შუაში ხარ ლიანა. ყველაფრის უკან ვიქტორია დგას.
-ოო.. აქედან უკვე მე განვაგრძობ. ქალბატონ ვიქტორიას თვათვალი მას შემდეგ დამავალეს რაც მან აქციები შეისყიდა. ბატონს სურდა რომ მის პატიოსნებაში დარწმუნებულიყო. მაგრამ სამქმე სხვაგვარად წარიმართა. ქალბატონმა ვიქტორიამ თქვენზე დაიწყო დაკვირვება. ხშირად ვხედავდი მას თქვენ სახლთან. რაც საეჭვოდ მომეჩვენა. მალე მან იმ ბავშვთა სახლს მიაკითხა სადაც თქვენ გაიზარდეთ. იქედან მანქანაში რაღაც საბუთებით დავრუნდა და თქვენთან მოვიდა. ამჯერად სახლში შემოვიდა. -ლიანას სახეზე მღელვარება დაეტყო. -მერე მან მოუხშირა თქვენთან სიარულს და რამოდენიმეჯერ დარჩა კიდეც. მან თქვენი სახლიდან თქვენი ტმის ღერი წამოიღო და ლაბორატორიაში მიიტანა. მაგრამ უნდა ითქვას რომ ის თმა რეალურად თქვენი არ ყოფილა. ორივე თმის ღერი თავად ქალბატონ ვიქტორიას ეკუთვნოდა.
-თქვენ საიდან იცით. -ვეღარ დაფარა მღელვარება ლიანამ.
-მე იმდენი რამე ვიცი ჩემო საყვარელო. თმები ყალყზე დაგიდგება. ერთი სიტყვით ის თქვენთან მოვიდა და დაგარწმუნათ რომ მისი და ხართ. მაგრამ აი ნამდვილი დნმ ანალიზის პასუხი.
-მაგრამ ჩემი დნმ საიდან გაქვთ?
-გახსოვთ გუშინ მაღაზიაში პურს რომ ყიდულობდით, ვიღაც რომ დაგეჟახათ. -ლიანას სახეზე შეეტყო რომ ჩაფიქრდა. -მე ვიყავი. ხო და ერთი სიტყვით. თქვენ ნამდვილად არ ხართ ქალბატონი ვიქტორიას და. მეტიც. არანაირ ასპექტში არ ემთხვევა თქვენი დნმ ერთმანეთს. ჩვენ ვივარაუდეთ რომ ის თქვენით მანიპულირებას შეეცდებოდა ამიტომ ბატონმა თქვენს დასახმარებლად ყველაფრის გაკეთება დამავალა. ამიტომ მე თავიდან ბოლომდე გამოვიძიე თქვენი წარსული და ისიც კი შემიძლია გითხრათ ვინ არიან და სად არიან ახლა თქვენი ნამდვილი მშობლები. და საერთოდ გყავთ თუ არა დედმამიშვილი.
-ბატო იოანე მე..მე
-არაფრის თქმა არაა საჭირო ლიანა. მე ვიცი რომ შენ არასოდეს მიღალატებდი. მე უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა.
-შეიძლება წავიდე?
-დიახ რა თქმა უნდა. -ლუკა წამოდგა და გზა დაუთმო. ლიანა წამოდგა და წაშლილი სახით დაბნეულმა დატოვა ბარი. ლუკა მე მომიბრუნდა. -თქვენს IT-ის უთხარით დღევანდელი საუბარი კარგად შეინახოს.
-ეს რა იყო ჰაა? ყოჩაღ შეენ.
-გავხსნა კარტები ბოლომდე? ბიძაჩემიდან ვისწავლე.
-არაა... დეტექტივი შენი ბიძაა?
-კი ბიძაჩემია და ასეთ საინტერესო საქმეებზე ერთად ვმუშაობთ.
-მართლა იპოვეთ ლიანას მშობლები?
-არა რა სისულელეა. არც მჭირდებოდა.
-რომ ეკითხა?
-ვიცოდი რომ არ მკითხავდა, მას ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს ვიქტორიამ მართლა მოატყუა თუ არა. შოუ იწყება ბატონო იოანე.
-გაღიარეთ ძმაო..
-გმადლობთ გმადლობთ. ყველას არ ძალუძს იყოს ასე კარგი. -ორივეს გაგვეცინა. თან ამ მომენტში ლუკამ დაჩის თავი მომაგონა - ახლა დავიშალოთ ხვალ პირველი მოსმენაა. უნდა გამოვიძინო.
-კარგი. და შენი იმედი მაქვს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყო.
მაგრამ ცოტა დაასერიოზულე რა ესენი
ძაან ცანცარებებნ:Dდდდ

 


№2 სტუმარი ედწრეწტეტ

აუ ძალიან ვგიჯდები ამ ისტორიაზეეე შემდეგი თავი მალე დადე ამდენი აღარ გვალოდინო რააა ^_^ <3

 


№3  offline წევრი ankatuna

ედწრეწტეტ
აუ ძალიან ვგიჯდები ამ ისტორიაზეეე შემდეგი თავი მალე დადე ამდენი აღარ გვალოდინო რააა ^_^ <3

ხვალ იქნება მომდევნო თავი და სავარაუდოთ ორ თავში დავამთავრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent