შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილიონი მიზეზი (თავი 1 )


10-06-2017, 00:45
ავტორი ნიანო
ნანახია 1 202

პროლოგი
წვიმის წვეთებით დანამულ სახეს ხელისგულით ვიწმენდ და გზას ვაგრძელებ.ალბათ ოდესმე მოვბრუნდები და ამ გზას ისევ ავივლი უკან,მანამდე კი წინ მივდივარ..მითხრა უკან არასდროს დაიიხიოო ხოდა მეც წინ ვაგრძელებ გზას,ყოველთვის ასე ვიზამ წავალ წინ მეტი რა საქმე მაქვს.მილიონი მიზეზი მაქვს იმისათვის რომ მისი დანაბარები ავასრულო და მის დაბარებულ გზას არ გადავუხვიო.ისევ ვაგრძელე გზას,წვიმის წვეთები გაუჩერებლად მეცემა შუბლზე,შუბლიდან ცვხირზე და ლოყებზე გადმოდის და სახეს მთლიანად მინამავს,მერე ისევ ისე მიყვება ზას როგორც მე,წინ,პირდაპირ, და ყველისკენ გადადის,საბოლოოდ გულამდეეც აღწევს და ზუსტად ისე მიყინავს გულს როგორც მაშინ..რამდენიმე თვის წინ..ზუსტად ისეთ შეგრძნებას მიტოვებს როგორიც მაშინ დამიტოვა მაგრამ არ ვცდილობ მოვიცილო,აღარ. პირიქით სახეს მაღლ ვწევ და უფრო და უფრო მეტ წვეთს ვუშვებ ჯერ ჩემს სახეზე,შემდეგ ცხვირსა და ლოყებზე მერე ყელზე და ბოლოს გულზე.. მერე კი ისევ მეორდება ის შეგრძნება,ისევ ისე მეყინება გული და ისევ ისე მახსენდები შენ.

თავი პირველი

დილამშვიდობის ახალო დღეო,აი მე ისევ დაგიბრუნდი,ისევ გავიღვიძე და ვაგრძელებ ცხოვრებას.ყოველშემთვხევაში სურვილი მაქვს გავაგრძელო,მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი გარშემო მყოფები იყვნენ ბედნიერად და არ დარდობდნენ ჩემზე.. ჩვეულ დროს ვიღვიძებ და სკოლაში მივდივარ,გასნაკუთრებული არაფერი,მე უბრალოდ სკოლის მოსწავლე ვარ. წელს სკოლას ვამთავრებ,ნუ შევეცდები დავამთავრო და მათი იმედები გავამართ₾ო.ვისი?! რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების რომლებიც უკვე ორი წელია ელოდებიან როდის გავიცინებ და წავალ კლასელებთან ან მეგობრებთან ერთად დასალევად და გასართობად.( ჰმ,რა უცნაურია,ჩემ საკუთარ დედას უნდა რომ სახლიდან გავიდე, დავლიო და გვიანობამდე გავერთო), მაგრამ საქმე ისაა რომ უკვე ორი წელია მე არც სახლიდან გავდივარ გასართობად და არც გვიანობამდე არ ვსვამ მეგობრებთან ერთად.უბრალოდ ვცდილობ ვიცოცხლო და რამდენიმე ადამიანს ტკივილი არ მივაყენო..რაც შემეხება მე.. მე ელენე ვარ.უბრალოდ ელენე და სხვა არავინ.. სხვებისგან განსხვავებით ვთვლი რომ ჩემი ცხოვრება 2 წლის წინ დაიმარხა.. ნუ,მართლა ასე იყო უბრალოდ არავის უნდა ამის აღიარება..
აი რა მოხდა ორი წლის წინ
...............
-აი ახლა ამოვედი მეტროდან და 5 წუთში მანდ ვარ
-კაი მალე რა,ნახევარი საათია დებილივით აქ ვდგავარ
-მორჩა თითქმის მოვედი_ ტელეფონი გავუთიშე და მარჯანიშვილის მეტროდან ამოვედი.. ვიცოდი რომ მელოდებოდა და თან დროც ცოტა გვქონდა მაგრამ რა გამეკეთებინა?! დაგვიანების გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და სწორედ ამ დაგვიანებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება..
..
-ხო ნიკუშ
-ეს არი 5 წუთში მანდ ვარო
-შენთავსგეფიცები კიბეზე ამოვდივარ უკვე
-კაი მალე ელე
-ელე არა,ელენე
ელე,ყველაზე საშინელი სახელი მაგრამ მისი დაძახებული მაინც სხვა იყო..მიუხედავად ამისა მაინც ყოველთივს ვუსწორებდი ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა. ნიკუშა, ნიკუშა მჭედლიძე.. კარგად მახსოვს როგორც გავიცანი მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ მაგრამ პიველად როდის დავუმეგობრდი მახსოვს. მერვე კლასში ვიყავი ნიკა მჭედლიძე ჩემ სკოლაში რომ გადმოვიდა,გოგოები ჭკუაზე არ იყვნენ მახსოვს,ყველა ცდილობდა უსიმპატიურესი და პოპულარული მეათე კლასელი გაეცნოთ.მე კი ჩუმად ვიყავი და მეცინებოდა უშედეგო მცდელობაზე,ნიკა მჭედლიძე სიმპატიურთან ერთად ჭკვიანც აღმოჩნდა. ყველანაირად ცდილობდა დისტანცია დაეჭირა ჩემ სკოლელ გოგოებთან.. მე კი ამ გოგოებისარმიას ვძულდი იმის გამო რომ რამდენიმეჯერ ნიკასთან ერთად მოვედი სკოლაში,მხოლოდ იმიტომ რომ ერთ კორპუსში ვცხოვროდით და მთელი ბავშვობა ერთად ვთამაშობდით.მაგრამ ის რაც იმ დღეს მოხდა.სასაცილოა,იმ დღის მერე რატომღაც ხელიდან წასული გოგოს სტატუსი მომარჭვეს. მეცხრე კლასი სრულდებოდა, გაკვეთილები თითქმის აღარ გვიტაარდებოდა, ბიჭებმა წყლიანი ბუშტებით აგვიკლეს და როდესაც ვცდილობდი ერთ-ერთ წყლიან ბუშტს გავქცეოდი და კიბეზე ჩამოვრბოდი, სველზე ფეხი დამიცდა ამ დროს ქვედა მხრიდან მჭედლიძე მოდიოდა,დამიჭირ და ტვინის შერყევას გადამარჩინა და არა მარტო ტვინის შერყევას
-ქათამაძე,მგონი ეგ ბუშტი ტალახაძესთვის გინდოდა და არა ელენესთვის_და წარბაწეულმა მკვლელი სახით შეხედა,ისედაც გამხდარი ქათამაძე კიდევ უფრო დაპატარავდა და აწიწინებულ ნუცა ტალახაძეს გაეკიდა
-კარგად ხარ?-მზრუნველი მამიკოსავით მომიკითხა

-კი კარგად ვარ,მადლობ რომ გადამარჩინე,ორჯერ
-ეგ არაფერი,ატანა არ მაქ ამ საშინელი წუწაობის
-ხო არც მე..ვსიო მ გონი კარგად ვარ,შეგიძლია გამიშვა..
-შეძლებ წასვლას?
-რა თქმა უნდა
ჩამოვიარე,რაღაცნაირად უცნაური შეგრძნება გამიჩნდა,მინდოდა რომ კიდევ რამე ეთქვა და ამიხდა კიდეც
-ისაა ელენე
-ხო ნიკა_ისე მივტრიალდი რომ სახეზე არაფერი შემმჩნეოდა,
-სახლში ხოარ მოდიხარ?
-მ მგონიკი
-წამო,მარტო წასვლა მეზარება
-და შენი ძმაკაცები
-ჰაჰაჰაჰაჰ,ერთი წუთით მოდი
ფანჯარასთან მიმიყვანა და ეზოში გამახედა
-ახლა ამათ აქედან მაინც ვერ წამოვიყვან,გოგოები თუარ გაწუწეს რაა მამული
-კარგი მაშინ წამოვალ,ბოლოს და ბოლოს გადაგარჩინე და მადლობა ხო უნდა გადაგიხადო რამით
-ნუუ თუ მადლობის გადახდა გინდ,მაშინ ნაყინი ვჭამოთ,ერთი კარგი ადგილი ვიცი
-კარგი რატომაც არა ,წუწაობას მირჩევნია ნამდვიილად_გული ამოხტომაზე იყო,არ ვიცოდი რა მემართებოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც საოცრების მოლოდინში უნდა ვყოფილიყავი
-ნუ ვიცი რომ ნაყინზე დაპატიჟება ბანალურია მაგრამ ამით დავიწყებ_ გაიცინა და მერე თავისთვის თქვა_ ჯერ..
უპასუხოდ დავტოვე,მხოლოდ გამეცინა და სკოლიდან გავედით..ვგრძნობდი ზურგს უკან მზერებს,თვალების გაარეშე ვხედავდი მათ სახეებს.ყველას სძულდა მეცხრე კლასელი ლაწირაკი,რომლის ჩანთაც ნიკა მჭედლიძეს გაქონდა სკოლიდან.
............................................................
პატარა,საცდელი,ახალი ნაწარმოებია...შემიფასეთ და იმის მიხედვით გავაგრძელებ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent