შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სხეული თავი 1 ნაწილი 1


10-06-2017, 15:40
ავტორი მწვანე ))
ნანახია 1 286

ზოგი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი ხდება თავისი ბედნიერი წამებით ანდაც უბედური მოგონებებით..
გონებაში გვიტრიალებს დრო და დრო ფილმის ფირივით და ცრემლს გვადენს სინანულისა ან სიიხარულისას !
დრო რომელიც წარსულს შერჩა და უკვე ჩვენგან მეტისმეტად შორს არის მაინც გულშო ჩამწვდომად გვასობს ცეცხლოვან ლახვარს და შუაზე აპობს გასაცოდავებულ არსებობას.
ხალხმრავალ ადგილას მომდგარი უეცარი ღიმილი რომლის უკანაც ნამდვილი ჩვენი სახე იმალება,უმეტეს წილად მონგრეულია გრძნობებიანად და ისღა გვაიძულებს გაღიმებას რომ აღარ გვკითხომ რა გვჭირს ან როგორ ვართ ახლა, რადგან პასუხი მხოლოოდ ერთია,ის რომ ყველაფერი რიგზე და თავის მწყობრშია. მარტოდ დარჩენილს კი ცუდი მოგონებები მეტად გვაწვება გონებაში და გვახსენებს საძაგელ თავს,სიბნელეშო სარკმევლის წინ, ლოგინში საბანში გახვეული ანდაც სასმლით ხელში გატიალებულები ვიცინით მწარედ და ცრემლები ზღვასავიდ გვდის.
ადამიანის ცხოვრებაში მეტია ტკივილი,ფიქრი,დარდი,ნერვიულობა ვიდრე უზრუნველი და უდარდელი ცხოვრება.ზოგსაც არაფერი აქვს გასახსენებელი,მაინც მწარე ჯობს სულს არაფერს და თავს ვიმხნევებთ კიდეც სულელური და ბავშვური ფიქრებით .
როგორც ვინუგეშებთ საკუთარ თავს ჩვენ ისე ვერასდროს გვანუგეშებს ვერავინ, ვინც არ უნდა იყოს. ყოველთვის არის დამალული,ჩამალული ტკივილის ფესვი და ძირამდე ჩასვლა გვშლის ძირს დავარდნილი ფინჯანივით.
ვფიქრობ,მეტია ჩვენში შესაცვლელი,მაგალითან ის რომ გავხდეთ უფრო მყარები,ქვასავით გაუტეხელნი და მძიმენი. არსებობენ თუ არა მსგავსი ტიპის ? ჰმ.. ეჭვი მეპარება ამაში.. ყველას აქვს სხეულში ჩასობილი პაწაწინა ხიჭვი,პაწაწინა მაგრამ მწარე.
ადამიანობა ძნელია,ძნელია არ გაბოროტდე ამ გზის გავლისას, ძნელია ამ ფიქრებმა არ შეგშალოს,ძნელიია იცხოვრო ამ ყველაფრის გარეშე.
სიცოცხლის ნახევარს ვატარებთ შავ სიბნელეში სინათლის ძებნისთვის.

-ამის გაკეთებისთვის დაგსჯიან -შეწუხებული ნურა მზერას არ მაცილებს და ცდილობს ჩემზე იმოქმედოს..ერთიანად მოშლილი სახით იწყებს ბოლთის ცემას და კედლებზე ხელების მსუბუქათ რტყმას
-სისულელეა-მხრებს ვიჩეჩავ და თავდაჯერებული ვიღიმი,თუმცა ნურას სულაც არ ეტყობა სჯერა სიტყვების სიმართლის
-არა ლოლა ცდები,ეს იქნება ყველაზე ცუდი და მცდარი გადადგმული ნაბიჯი შენი მხრიდან,არ მინრა დაზიანდე და ამის გამო გისოსებს შორის ამოყო თავი.
გესმის ჩემი?-თვალებზე ცრემლი ადგება და გამწარებული მუჭებით იწმენდს დანამულ წამწამებს .
მისი განაწყენება მეტად არ მომწონს მაგრამ რას იზამ როდესაც საქმე რისკს მოითხოვს ?
ვდგები ხის მაგარი სკამიდან და კარადისკენ ვინაცვლებ. უზარმაზარ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვაჩერდები და გრძელი ნატიფი თითებით ვეთათუმები სახის ნაქვთებს. ნუთუ ეს მე ვარ ? დღეს ლოლა ოცი წლის,რომელიც აღარც მომავალზე და აღარც წარსულზე აღარ ფიქრობს ?
საკუთარ თავზე ფიქრი მასუსტებს სულიერად და ვეშვებო ამ ყოველივეს,მახსენდება მიზეზი თუ რის გამო ვრისკავ და რის გამო მივუახლოვდი შავ გაცრეცილ კარადას რომელიც ათასი წლის მაინც იქნება უკვე.
ადამიანებს გასაჭირი გვაიძულებს სისულელეების ჩადენას,და ჩემში ჩაბუდებული მრავალი გეგმა არ მაძლევს ნებას უკან დახევის.
ერთ ოთახიანი ბინის ერთადერთ ოთახში მხოლოდ და მხოლოდ საწოლი გაცრეცილი კარადა და მაგიდა დგას სკამთან ერთად.ოთახიდან გასვლის თანავე ხელ მარჯვნივ სამზარეულო რომელშიაც საუკუნის წინანდელი მაცივარი დგას და უკვე წყლის შეგრილებაც კი უჭირს,უზარმაზარი ხის მაგიდა და მის გარშემო მოწყობილი ასეთივე სკამები.
რას ვიზამთ ცხოვრება მწარეა და სიმართლე უფრო მწარე.
კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ და ვიცვამ,ნურას სიტყვებს აღარც ყურადღებას ვაქცევ მოსმენას რომ თავი დავანებოთ.
ზურგჩანთას ვწვდები და ვხსნი ელვა შესაკრავს,შიგნით ჩაგდებული მუქი დაბურული მზის სათვალე,უფერული ტუჩსაცხი და თმის რეზინა გდია. ვერ წარმოიდგენთ და ამ.დროისთვის ტელეფონიც კი არ გამაჩმია.
სათვალევს ვავლებ ხელს და თავდ3 ვიკეთებ,საწოლზე შავ ქუდს ვამჩნევ და მახსენდება რომ ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ამ ყველაფრის.
ნურაას გასაღებს მაგიდაზე ვუდებ და სათვალებს ახლა უკვე ქვევით ვწევ რათა ისედავ მუქი თვალები დავფარო, ქუდს კი თავზე კომფორტულად ვიფარებ
-რომ დაკეტავ კარს გასაღებით ფეხის გასაწმენდის წვეშ შედე და ავიღებ-ვაფრთხილებ და სახლიდან მშვიდად გავდივარ..
მთელი სხეული მითრთის ერთიანად,მეჭიმება ძარღვები და ნერვიულად წარამარა ვისწორებ ქუდიდან ჩამოშლილ შავ თმას .
ჩემი გეგმაა გავრქუდო მდიდარი ოჯახები და მოპოვებული ნივთები ბაზარზე გავასაღო იქამდე სანამ ყოველივეს შემამჩნევენ და გამოკითხვას მოყვებიან.
პაწაწინა სურსათის მაღაზიაში ვყოდულობ თმის სამ ცალ სამაგრს და შარვლის ჯიბეში გულიანად ვმალავ.
ვუახლოვდები პირვი მსხვერპლის სახლს და დანჯრების წინ ვშეშდები.
როგორც ჩანს სახლში არავინ იმყოფება,ჩამქვრალი სინათლეა ყველა ოთახში საბედნიეროთ და არც ტელევიზორის მცორედი ცისფერი ნათება მოჩანს არსაიდან.
მხნედ შევდივარ სადარბაზოში და გულის სიღრმეში ვლოცულობ კიდეც რომ წარმატებით ჩავიდინო ცოდვა და გამოვძვრე კიდეც იმ შემთხვევაში თუ ვინმე ფაკტზე დამიჭერს. ყველა მხრივ მზად მეჩვენება საკუთარი თავი და ისე ავდივარ მესამე სართულამდე ფიქრების წყალობით ვერც ვაანალიზებ.
პირჯვარს ვიწერ და ჯიბიდან ვიღებ სამაგრს,რომელსაც ჭვრილი თავები აქვს და მისი მოღუნვაც შესაძლებელია.
კარის საკეტს ვაკვირდები,საბედნიეროდ ქუჩიდან შემომავალი ლამპიონების სინათლე საშუალებას მაძლ3ვა ყველაფერი ასე თუ ისე დავინამო. სამაგრს საკეტში ვათავსებ და იმ წამსვე აშკარა ხდება რომ კარის შიგნიდან გასაღებები არ არის მორგებული .
არ ვიცი როფორ მაგრამ ოსტატურად ვხსნი საკეტს პირველივე ჯერზე და გაოცებისგან ფეხზე ვხტები. კარს ფრთხილად და უხმოდ ვაღებ,სახლში შევდივარ და ვხურავ ჩემს ზურგს უკან.
რთული ხდება დანახვა ყველაფრის მაგრამ პირველ რიგში ოთახებში ვიწყებ სიარულს იმის დასადასტურებლად რომ ამ სახლში მხოლოს მე ვარ და სხვა არავინ. მართალიც ვარ !
გამბედავად ვამთებ ოთახში მდგარ პატარა ლამფას და იააკზე ვდგამ რათა ფანჯრიდან მკვეთრი სინათლე არ გავიდეს. ეს ოთახი კარგი ჩანს აშკარად აქ სადმე რამე ღირებულიც იდება .
ვიწყებ ყველაფრის ამოტრიალებას არ პოვმის შემთხვევაში კი ისვ ისე ვაწყობ ყველაფერს რათა არავინ შეამჩნიოს ქვექვის კვალი.
კარადასთან მისული ვაღებ კარს და შიგნით შეტენილ ზარდახშას ვამჩნევ.რატომღაც ეს სახლი კაცის მეგონა მაგრამ როგორც კი მოქარგულ ზარდახშას ვამჩმევ ვხვდები რომ აქ ქალის საბუდარიც არის. საბედნიეროდ საკეტის გარეშეა და უპრობლემოდ ვხსნი კოდეც,შიგნით ჩაყრილი ოქროს საყურეები,თვლიანი ბეჭდები,ყელსაბამენი და ხელის სამაჯურები მხვდება. საერთოდ არ ვიწყებ რჩევას და ზურგ ჩანთაში ვიძახებ ამ ყველაფერს ვკეტავ ზარდახშას და ისევ ისე ვდებ როგორც ჩემ მოსვლამდე იდო.
შუბლზე ხელის გულს ვიდებ და ვიღიმი,ახლა.ისღა დამრჩენია აქედან შეუმჩნევლად გავიდე და კაროს დაკეტვას აღარ ვჩივი იყოს ღია.
ოთახის კარებთამ ვშეშდები როგორც კი ნაბიჯების ხმა მოდის ყურამდე. ვნერვიულდები და ჩანთან მაგრად ვუჭერ ხელებს,დასამალი არსად არაფერია ყველაფერი იატაკამდე ძირით არის ამიტომ ვერც საწოლის ქვეშ შევძვრები მაგიდის ქვემოთ კი ყველაფერი ისე ჩანს როფორც გადაშლილ ხელის გულზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent