ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი18)
და ეს ნანატრი დღეე, დღეს სკოლაში მივდივართ. დილით შედარებით ადრე ავდექი და შხაპი მივიღე და შავი შარვალი და თეთრი "საროჩკა" ჩავიცვი და ნიას ოთახში შევედი, ისე საყვარლად ეძინა მისი გაღვიძება არ მინდოდა თან ვიცოდი რომ მთელი ღამის განმავლობაში სულ რაღაც 4 საათი ეძინა... ისიც კი გავიფიქრე არაუშავს თუ დღეს არ წამოვა თქო, მაგრამ არ მინდოდა სახლში მართო დამეტოვებინა და საწოლთან ჩავიმუხლე, ხელი მხარზე დავადე -ნიაა... - ვუთხარი შედარებით ხმადაბლა. -ნიაკოოო. - ტყუილად ვცდილობდი, ასე არ გაიღვიძებდა. -ნიააა, ნიაკოოო -მხარზე ხელი ოდნავ მოვუჭირე და შევაქანე. -მმმმ... - ამოიძლუქუნა ნიამ. -გაიღვიძე მივდივართ -სად? -სკოლაშიი, და გვაგვიანდება... დროზეე -ღამის ფარდები გავწიე და ფანჯარა გავაღე, დილის ცივი სიო ისე საამურად მელამუნებოდა სახეზე, უცებ მომინდა სულ აქ ვმდგარიყავი. -აუ, არა რაა. -რა არა?! - ვკითხე გაოცებულმა, ნია სულ სიხარულით ელოდა სკოლის დაწყებას, და დღეებსაც კი ითვლიდა... რაც არ უნდა საზიზღარი ყოფილიყო სწავლის მომენტი მისთვის სკოლა მაინც ის ადგილი იყო სადაც თავს სასიამოვნოდ გრძნობდა. -სკოლა არ მინდაა. - გადატრიალდა და ბალიში თავზე დაიფარა. -კარგი რა, მეხუმრები? - ხელი ხელზე მოვკიდე და წამოვაყენე. -აუ ლუუკ, არ მინდაა სკოლაში წამოსვლა. -რატო? -იმიტომ. -ნია, არ გეკითხები გინდა თუ არა, ჩქარა მოემზადე და ჩამოდი. - მინდა რამეს გული გადააყოლოს, ამიტომ არ დავნებდები. -ლუკააა. -ნწწ. არანაირი ლუკა... და წუწუნი, ვსო, წავედი და 10 წუთში მზად იყავი. -კარი გავაღე და ჩქარა გამოვედი. სამზარეულოში ჩავედი და მაცივრიდან წვენი გამოვიღე, კარადაში კი კრუასანები იყო და თეფშზე დავაწყე, მერე საათს შევხედე 9-ის 5 წუთი იყო, სკოლა 9-ზე იწყება ამიტომ ჯერ დრო გვაქვს. ტელევიზორი ჩავრთე და ნიას დაველოდე. 10 წუთში ხმა გავიგე, რომ ჩამოდიოდა, მივიხედე და ნამდვილი პრინცესა გახლდათ, მოკლე, გაშლილი, თეთრი ღია ცისცერში გადასული ფერის კაბა ეცვა რომელიც ძალიან, ძალიან უხდებოდა ეს მაშინ იყიდა ბოლოს რომ ვიყავით საყიდლებზე,ამ კაბაზე გაბრაზდა სანდრო, გაბრაზდა რა, ნუ როგორც იყო. თმა მაღლა აეწია, მაგრამ ერთ მოკლე კულულს მაინც დაეღწია თავი და ჰაეროვნად ჩამოშვებოდა სახეზე. -ვაუ, სიტყვები არ მყოფნის, ფანტასტიკურია, -გმადლობ. - ნაზად ჩაიცინა. ვისაუზმეთ და სკოლის გზას ფეხით გავუყევით, ეს ნიას თხოვნა იყო. სკოლაში როგორც კი მივედით ყველას ყურადღება ჩვენ მივიქციეთ, ძმაკაცებმა გადაგვკოცნეს, მოგვიკითხეს და თავს უხერხულად არ გვაგრძნობინებდნენ, აი გოგოები კი რათქმაუნდა ყველა არა, მაგრამ ბევრი დაჟინებულად გვიმზერდა და გვერდით მდგომს რაღაცას გადაუჩურჩულებდა, ეს უბრალოდ აუტანელი იყო. -არ არსებობს. - მომესმა უკნიდან და გავიხედე. -თამუ?! -და შენი ჰალსტუხი - გადაიხარხარა - სად არის? -ხომ იცი რომ არ მიყვარს... -კარგი კარგი - გამაწყვეტინა და ნიას მიუბრუნდა - ვინმემ მიჩქმიტეთ, - ამას არ გავმაზავდი, ხელზე ვუჩქმიტე - აუუ, მეტკინაა, ცხოველოო - ნაგლურად გამომხედა და ისევ ნიას გახედა. -ნიაკო რომ იცოდე როგორ მოუხდი ამ კაბას... -მადლობაა, სიხარულო, შენც არაჩვეულებრივი ხარ. - მხოლოდ ნიას ნათქვამის შემდეგ დავაკვირდი თამუნას, მოტკეცილი მოგრძო, "მაღალ წელიანი" კაბა და თეთრი წარწერიანი "ტოპი" ეცვა, თმა კი, თმა მხრებამდე შეეჭრა, არ ვიცი გოგოებს ეს მოკლე თმა რატო მოსწონთ. მართლა არაჩვეულებრივი და უულამაზესი იყო. -თმას რა უყავი? - თამუნას მკლავში მოვკიდე ხელი და მოვატრიალე, -უხეშო, მიხდება? - გაღიმებული შემომცქეროდა. -ნწ - უკმაყოფილო სახე მივიღე და გვერდით გავიხედე, ირგვლივ ყველა მე ნიას და თამუნას უყურებდა. -ანუ? - თავი მომატრიალებინა, და წარბები აწია. - სიცილს ძლივს ვიკავებდი... -ისე უფრო გიხდებოდა... -ანუ არ მიხდება არა? -მე ეს არ მითქვამს... -აბა? - მოღუშული შემომბღვირა. -კარგი ჰოო -გამეცინა - გიხდება... - თმაში ხელი შევუცურე და ხელი ჩამოვუცურე. -როგორი არასასიამოვნო და გამაღიზიანებელი ხაარ. და საერთოდ როგორ გამოვიყურები? ერთი კარგი სიტყვა გენანება არა? -ძალიან ლამაზი ხარ - უცებ ვუთხარი და გავუღიმე. -მოვალეობა მოიხადე... - ამოიოხრა - ასე არა? კარგი... - მიტრიალდა და კლასელებთან მივიდა. -ნიაკო შენ არ მიდიხარ კლასელებთან? -კიი, მაგრამ ჯერ არ მინდა წასვლა, შენთან ერთად ვიქნები.- ისევ გააგრძელა ირგვლივ ყურება, თითქოს ვიღაცას ეძებდა. თამუნასკენ გავიხედე, გიორგის ხელი გადაედო და იცინოდნენ, თავი მაქსიმალურად შევიკავე და მათკენ გავემართე, -აბა რა ხდება? როგორ ხართ გოგოებო? ბარო ბიჭებო... -არაფერი, კარგად ლუკა, შენ? - მითხრა ანამ და გადამკოცნა. თამუნას შევხედე სახეზე ღიმილი გაქრობოდა, მაგრამ როგორც შემამჩნია რომ მას ვუყურებდი გაიკრიჭა. -მომენატრეთ... - ანას ხელი გადავდე. -კარგი მალე ზარი იქნება წავიდეთ? - თქვა თამუნამ თან ისე რომ მრისხანე თვალები არ მოუშორებია ჩემთვის. -კარგი აზრია - უპასუხა ანუკიმ. თამუნამ ძალით გაიღიმა, ამაზე ღიმილი ვერ შევიკავე. ანას ვუთხარი დამლოდებოდა, მერე ნიასთან მივედი და ვუთხარი რომ აჯობებდა თუ მეგობრებთან წავიდოდა და დამთანხმდა. მე და ანუკიმ კი გზა გავაგრძელეთ, კუთხეში ფანჯარასთან თამუნა დამჯდარიყო, გვერდით სკამზე ჩანთა დაედო. და წინ გიორგის ესაუბრებოდა. თამუნასთან მივედი, სკამიდან ჩანთა ისე აიღო თითქოს არც კი შევუმჩნევივარ, სკამი ხმაურიანად გამოვწიე და დავჯექი გიორგიმ შემომხედა და წამოდგა. თამუნას გავხედე, მერე თვითონაც შემომხედა -რა? - ისე მკითხა ვითომც არაფერი -არაფერი. უცებ ანას ხმა გაისმა -ლუკა... -ჰოო?! - გავხედე. -დილით ვარჯიშობ? -კი რაიყო? -გინდა ერთად ვირბინოთ? -რა... -სახლში ვარჯიშობს -გამაწყვეტინა თამუნამ, რომ გავხედე ანას ნაგლურად უღიმოდა. -კარგი გასაგებია... არაუშავს - უკმაყოფილო სახით მიტრიალდა ანა და წავიდა. მე კი თამუნას გავხედე, -რა? -არაფერი - სიცილის შეკავება მიჭირდა... -რა გაცინებს? -კაი არ მცემო... -თუ არ დაიმსახურებ არაა. -რომ იცოდე რა სიცოცხლე ხარ რო ეჭვიანობ - თმაში ხელი შევუცურე და ლოყაზე ვაკოცე. -თავი გამანებე, აფერისტო, და საერთოდ ვინ ეჭ.. -ახლა არ თქვა არაოოო- გავაწყვეტინე მე. -ანა არ არის კარგი გოგო. - წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. -რას უწუნებ? -ყველაფერს, ძალიან გთხოვ კარგ ხასიათზე ვარ და ხასიათს ნუ მიფუჭებ. -ok. - წამოვდექი და ზარი გაისმა, თან მასწავლებელი შემოვიდა. გაკვეთილი ჩვეულებრივად მიდიოდა... -რაზე ფიქრობ? -ნიაზე, ნეტა როგორ არის? -ლუკა შეგიძლია ერთი დღე მაინც შეეშვა? მოდი დღეს მარტო იყოს, არ არის საჭირო ყოველ დასვენებებზე ჩასვლა, თუ ძალიან გაინტერესებს მიწერე. ნიას მივწერე - აბა რა ხდება? -მან კი მოკლედ და ლაკონურად მიპასუხა -არაფერი. გაკვეთილები უაზროდ მიდიოდა, როგორც იქნა დასრულდა... სწრაფად ჩამოვირბინე კიბეები და ნიას კლასში შევედი. ყველა მე მიყურებდა. -ნია სად არის? - ვიკითხე ხმამაღლა, როცა კლასი მოვათვალიერე და ნიაკო არსად იყო. -წავიდა. - მიპასუხა ერთ-ერთმა გოგომ. -კი, მაგრამ რატომ არ დამელოდა? - ეზოში გამოვედი, ტელეფონი ამოვიღე და თამუნას დავურეკე. -ჰო ლუკა -აუ თამუ არ გეწყინოს ვერ გაგაცილებ, ნია არ არის, წასულა. -არაუშავს, მაგრამ სად წავიდა? -არ ვიცი -ჰო კარგი სახლში იქნება, მიდი, მე მათემატიკა მაქვს და მასწავლებლიდან პირდაპირ თქვენთან მოვალ. -კაი. - გავთიშე და ნიას დავურეკე მაგრამ არ იღებდა, აქ უკვე მაგრა გავჭედე. სახლში მივირბინე ტაქსის ლოდინის დრო არ მქონდა. სახლში შევვარდი კარი ღია იყო და ცოტა მომეშვა, მივხვდი რომ ნია სახლში იყო. მისაღებ ოთახში არავინ იყო, გავიხედე სამზარეულოსკენ არც იქ იყო ვინმე, კიბეებზე ავირბინე, -ნიააა - ნიას ოთახში შევედი და დავინახე რომ კუთხეში ჩამჯდარიყო და ტირილისგან თვალები დასიებოდა. -რა მოხდა? მივვარდი და მასთან ახლოს ჩავჯექი, ხელები მხრებში ჩავჭიდე. -არ მინდა აქ, ლუკა წამიყვანოს ნიტამ რა... - თვალზე ცრემლები მოადგა. მისი სახე ხელებში მოვიქციე - ნიაა, ჩემო ერთადერთო, არ იტირო, საკმარისია. დამშვიდდი და მომიყევი, დაწვრილებით მომიყევი რა მოხდა. - წამოვაყენე და საწოლზე დავსვი. სკამი საწოლის წინ დავდგი დავჯექი და ნიაკოს ხელი ჩავკიდე. -აბა გისმენ... ////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// დილით ლუკამ გამომაფხიზლა, საშინლად არ მინდოდა სკოლაში წასვლა, მეშინოდა მეშინოდა რომ ვიღაც მაინც მატკენდა გულს, ისედაც განადგურებული ვიყავი, მაგრამ ლუკამ არ დაიშალა, მოვემზადე, ახალი კაბა ჩავიცვი, ისეთი სანდროს რომ არ მოწონდა, როგორ არ მოწონდა უბრალოდ არ უნდოდა მის გარდა სხვას რომ დავენახე, მაგრამ რაღაც პონტში მოწონდა რომ მარტო მისი ვიყავი... მაგრამ ვიყავი და არა ვარ. დაბლა რომ ჩავედი სანდრო ტელევიზორს უყურებდა, ისე შემომხედა და თვალები გაუბრწყინდა ჩემ დანახვაზე თითქოს პირველად მხედავდა, ის ისეთი სიცოცხლით სავსე და საყვარელია როგორ გინდა მასთან მოწყენილი იყო. ვისაუზმეთ და ჩემი თხოვნით ფეხით წავედით სკოლაში, ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. სკოლაში რომ მივედით რასაც ვფიქრობდი ზუსტად ის მოხდა, ყველა მე და ლუკას გვიყურებდა. თან ისეთი თვალებით რომ მარტივად ამოიკითხავდი რასაც ფიქრობდნენ. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია გოგოებისთვის, ჩვენი ძმაკაცები ვნახეთ, ისინი ისეთ გულწრფელები იყვნენ, მათთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა, მერე თამუნა მოვიდა ულამაზესი იყო, საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა, შორიდან ვუყურებდი ლუკას და თამუნას და სულ მახსენდებოდა ჩემი და სანდროს ურთიერტობა, ის მომენტები და მოგონებები რომელიც მან მარტივად დამარხა, მე კი ეს თითქმის არ შემეძლო, მაგრამ ვალდებული ვიყავი ეს მაქსიმალურად დამემალა და არ შემემჩნია. უკვე ზარის დრო იყო და სანდრო კლასში წავიდა მე ჩემ კლასელებთან და მეგობრებთან მივედი, როგორ შეიძლება ერთ კლასში მაინც რომ არ იყოს ენა ტლიკინა და ჭორიკანა სასტავი, მოდი ვაღიაროთ ჩემს კლასში გოგოებზე მეტად ბიჭებთან ვმეგობრობდი, ეს რაღაცნაირად ლოგიკურია. -ბარო ტოოო. - მომესმა რეზოს ხმა. -გამარჯობა ბატონო რეზო - გადავეხვიე რეზოს, ძალიან კაი ტიპი და ახლო მეგობარი იყო რეზო. -მაგრად გამოიყურები - ხელი ჩამკიდა და დამატრიალა. - მადლობა, კლასში არ წავიდეთ? -ჰოო, აბა რა. კლასში შევედით, ყველას მივესალმე და გადავკოცნე, ისე მიყურებდნენ თითქოს ცნობილი მომღერალი ან მსახიობი ვიყო, და ჩემი გამანადგურებელი ჭორი გაიგეს. ამაზე საშინლად ვბრაზდებოდი, აგრამ მეცინებოდა კიდეც. ყველაზე ბოლოს და კუთხეში ვიპოვე ადგილი, რეზო გვერდით დამიჯდა. -ეს კარგი ადგილი არ არის - ვუთხარი მას -ნუ გგონია რომ თანაგიგრძნობ და რამე, უბრალოდ აქ ყველასგან შორს მსიამოვნებს, ამიტომ... -კარგიი, გასაგებიაა. შუა გაკვეთილზე ლუკას შეტყობინება მივიღე -რა ხდება? მე კი ჩვეულებრივად ვუპასუხე - არაფერი. -ჯიგარი ძმა გყავს - -ლუკა? ჰოო საუკეთესოა... გაკვეთილები კარგად მიდიოდა სანამ 4 დასვენებაზე ყური არ მოვკარი როგორ საუბრობდნენ და განმიხილავდნენ მე ლია და მისი მეგობრები, ეს რა თქმაუნდა ვეღარ მოვითმინე და მათთან მივედი, ყველა გაჩუმდა და თავი დახარა ლიას გარდა. -შენ ხოარ გაჟუილებს? -არა, და შენ? -წესიერად ილაპარაკე... - თავს ისევ მაქსიმალურად ვიკავებდი. - ისე ვილაპარაკებ როგორც მინდა, და ეს შენ არ გეხება. სიცილი დავიწყე. -ხომ გითხარით გოგოებო, სულ გაგიჟდა, ფსიქიატრთანაც კი დადიოდა.. - ახლა გოგოებს უთხრა ლიამ მივტრიალდი და წასვლა დავაპირე, უცებ ლიას სიცილი გავიგოდე, უცებ მოვტრიალდი და სახეში გავარტყი, -ფსიქოლოგთან, - შევუსწორე და თმებში ვწვდი, რეზო მაშინვე მოვიდა, ერთი ხელით ლიას თმა მეჭირა და საკმაოდ კარგად ვაჯანჯღალებდი, მეორე ხელზე კი რეზო მექაჩებოდა. -გამიშვიი - ლიას ნათქვამს, ყურს არ ვუგდებდი -აი გაგიჟებით კი ნამდვილად გავგიჟდი და ჯობია ჩემგან პირადად შენ, თავი შორს დაიჭირო. -გამიშვიი -გასაგებია? -გამიშვიი -გასაგებიააა? -ახლა უკვე საკმაოდ ხმამაღლა ვკითხე -კარგი რა გაუშვი, ნია არასწორად იქცევი, - რეზომ კარგად იცის ჩემი ხასიათი და არამხოლოდ მან, მთელმა სამეგობრომ, ამიტომ ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ. -რეზო გადი. -ავხედე და ისევ ლიას დავუბრუნდი - გოგო გასაგებიაა? -კი - ხმადაბლა მითხრა ლიამ -რაა? -გასაგებია, გასაგებიიი - ხმამაღლა მითხრა - გამიშვიი -აქ რა ხდება? - შემოვარდა მასწავლებელი. -არაფერი, - მიუგო რეზომ და გვერდით გამიყვანა. -ნია შენ ნორმალური ხარ? ვიცით რაც გადაიტანე, მაგრამ ყველაფერს ვერ მოგითმენენ, ეცადე თავი შეიკავო... - მითხრა მასწავლებელმა პირის დაღებას ვაპირებდი რომ რეზომ ხელი ამაფარა - დაანებე, მაგ ბებრუხანას, ხომ იცი რომ მაგრად აკლია. რეზოს დავემორჩილე და გავჩუმდი მაგრამ შემთხვევით გავიგე რაც ჩაილაპარაკა მასწავლებელმა თავის სკამზე ჩამოჯდომისას. - აი ასეთი აღთზრდილია. -შენ ვინ გეკითხება მე როგორი აღზრდილი ვარ? ან რა უფლებით ამბობ მაგას? თავი ვინ გგონია? - მივვარდი მასწავლებელთან, მაგრამ რეზომ და ბიჭებმა დროულად ჩამავლეს ხელში და დამიჭირეს, ისევ შეტევა მქონდა. - სულ ნუ გათავხედდი ნია... - ხმამაღლა შემომყვირა მასწავლებელმა და სათვალე მაგიდაზე დადო. -კიდევ, ბედავ და ხმას იღეებ? - ლოყებზე ერთმანეთის მიყოლებით მოგორავდა ცრემლები. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. თავის დაღწევას ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა. -გაჩერდი რაა - იღრიალა ბოლოს რეზომ. - კარები დაკეტეთ -გამიშვიით - ვიკივლე ბოლოს. -ნია, დამშვიდდი. -ვსო, გამიშვით - ახლა წყნარად ვუთხარი და დამემორჩილნენ, მაგრამ მაინც ჩემს ირგვლივ იყვნენ, მივტრიალდი და ჩანთის ასაღებად გავემართე, ნელ-ნელა ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი, ჩანთა ავიღე, თვალებს გამუდმებით ვახამხამებდი, თითქოს ამით რამე იცვლებოდა. ყველას გვერდი ავუარე და კარებში გავდიოდი რომ გავიგონე -რეზო სად მიდიხარ? -გავყვები მას... -არა აქ დარჩები. -ნია, დამელოდეე - დამიძახა რეზომ, -მე რა გითხარი - მასწავლებელი ცალკე წიკვინებს... -რეზო აქ დარჩი... - ვუთხარი და ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე, მაგრამ ფეხი ამერია და დავეცი, რეზო დამეწია და წამომაყენა, მოკლედ სახლამდე მომაცილა, დარჩენას აპირებდა, მაგრამ მის თვალწინ წამალი დავლიე და ვუთხარი რომ მარტო დარჩენა მინდოდა, ცოტა ხანი კიდე დარჩა, მაშინ როცა ცოტა დავმშვიდდი და აღარ ვტიროდი წამოდგა და დამემშვიდობა, თვითონ წავიდა არც კი გავაცილე. ჩემთვის დავჯექი ოთახის კუთხეში და ისევ ავტირდი, არანაირ ფიქრს აზრი აღარ ქონდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა სანდრო მოსულიყო და დავეტუქსე ასეთი საქციელისთვის, მერე გვეჩხუბა და ბოლოს ჩამხუტებოდა, ამ ყველაფერზე ფიქრი მკლავდა, ვეღარ ვსუნთქავდი... ბოლოს ცრემლები სახეზე შემაშრა, ერთ წერტილს მივჩერებოდი, ვერ მივხვდი დრო გაჩერდა თუ მე მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ლუკა შემოვარდა ჩემს ოთახში მაშინ მივხვდი რომ მომეჩვენა, ისეთი აღელვებული იყო, მინდოდა დამემშვიდებინა, მაგრამ მე განადგურებულს მთელი სიტყვების მარაგი დამეკარგა... ყველაფერი მოვუყევი, ისე გაბრაზდა, როგოც სანდრო, ბოლოს რომ ვნახე... ისე შემეშინდა, ასეთი გაბრაზებები მაშინებდა, შემეშინდა რომ ლუკაც დაიკარგებოდა როგორც სანდრო... -ეგ ვირთხა, სახეს ავაძრობ, როგორ გაბედა, ძაანაც კაი, კარგად ხო მოკიდე თმებში... -ლუკა დამშვიდდი. -და ის რომელი მასწავლებელი იყო? -ქართულის. -ვნახოთ დირექტორთან თავს რით გაიმართლებს, გველი... -წყალი, მომაწოდე რა -აჰა, აიღე - წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა ლუკამ. ნახევარი დავლიე და ლუკას გავუწოდე, დანარჩენი ნახევარი თვითონ დალია და ჭიქა მაგიდაზე დადგა. -წამიყვანოს რა ნიტამ, გთხოოვთ - გავიმეორე მე. -აუცილებლად ჩემო პრინცესა, ამათ აუცილებლად მოგაშორებ, ჩემი ძლიერი, გაუძელიი, ესეც გაივლის, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. -ვეღარ ვუძლებ, აქ უკვე სუნთქვა აღარ შემიძლია... -დღესვე დავურეკავ ნიტას და რაც შეიძლება მალე წახვალ, გპირდები. - შუბლზე მაკოცა ლუკამ და ოთახიდან გავიდა. ხალხო, მაპატიეთ, უბრალოდ ვერანაირად ვერ ვახერხებდი წერას და საერთოდ აქ შემოსვლას... იმედია მოგეწონებათ და ყველას ვინც წაიკითხავს მინდა ვთხოვო რომ თავისი აზრი გამოხატოს და ორი სიტყვით მითხრას რას ფიქრობს ამ ისტორიაზე, ან მოეწონა, თუნდაც არ მოეწონა, ან შენიშვნა.... მოკლედ გელით სულმოუთქმელად... და ჰო რომ ვიყო აქტიური "მწერალი" უნდა მყავდეს აქტიური მკითხველი, და სტიმულს მაძლევდეს. აბა თქვენ იცით, რამდენი გაატარებს ჩემს ნაწვალებს ვნახოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.