შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ სიცოცხლე დაიწყება


11-06-2017, 00:55
ავტორი Hiker girl
ნანახია 1 259

ამბავი ფოტოგრაფ ბიჭზე, რომელიც დედასთან
უთანხმოების გამო გადადის საცხოვრებლად თბილისში
სადაც მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება
იმედი მაქვს მოგეწონებათ

სახლის კარი მიაჯახუნა,უკან მოიტოვა თავისი რისხვით გაოცებული დედა,აქამდე არასდროს მოქცეულა ასე,არასდროს აუწევია ხმა დედას წინაშე,ახლა კი გაბედა,ამდენი წლის ნაგროვები დარდი ერთინად ამოხეთქა,იხსნა მისი სული ამ მძიმე ტვირთისგან, ქალს ფეხი არ მოუცვლია, არ განძრეულა,არ დაედევნა მის ერთადერთ შვილს,
რადგან იცოდა დამნაშავე იყო და არაფერი იქნებოდა უწინდებულად,საერთოდ არაფერი,ქალის თვალებში სულაც არ იყოო რთული საპოვნელი სევდა,ქალებმა არ იციან ბედნიერების ფასი.
ნიკამ თან საფულე და ფოტოაპარატი წაიღო მხოლოდ,ხვდებოდა რომ ქალაქიც ისევე უნდა დაეტოვებინა როგორც სახლი,სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა სადგურისკენ,თქვენც ხომ ხვდებით მშობლიური მხარის დატოვება არ იქნებოდა ადვილი,ვინ იცის როგორ უჭირდა
მთელი ცხოვრება ხომ აქ გაატარა

შეუსვენებლივ თოვდა,ბილეთი ავიღე და მატარებელში, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას მოვთავსდი,მატარებლით მგზავრობა ბავშვობიდან მეზიზღება, თუმცა ახლა სხვა გზა არ მაქვს,შუა ღამეა მე კი დილამდე ვერ მოვიცდიდი,ფანჯრიდან გავყურებ,თეთრ ფაფუკ ზეწარში გახვეულ ბათუმს, ღამის ბურუსმა რომ მოიცვა, უცნაური გრძნობა დამეუფლა,თავისუფლების განცდა, მატარებელი დაიძრა, მშვიდობით!
ვერ ვიტყვი რომ ბევრი ხალხი იყოო,არც ხმაურს შევუწუხებივარ შესაბამისად,თუმცა თვალი ვერ მოვხუჭე,რა იქნება თბილისში რომ ჩავალ?იქნებ სულაც არ ვიქცევი სწორად
ჩემს წინ პატარა ბიჭუნა იჯდა,სავარაუდოდ 12 - 13 წლის,ნეტავ ვინ გამოუშვა მარტო ამ დროს? ხელში მწვანე ხტიანი სქელი წიგნი ეჭირა და მონდომებით კითხულობდა,ასეთი რამ იშვიათობაა დღევანდელ დროში,ამიტომ გადავწყვიტე ფოტო გადამეღო,ჩანთიდან ფრთხილად ამოვიღე აპარატი,სასურველი კადრი შევარჩიე და...
- ჯერ იქნებ გეკითხათ
მისმა სიტყვებმა დამაბნია,გულწრდელად შემრცხვა,ჩემი საქციელის,თან გამეღიმა
- რა გქვია?
- გიორგი
- ამ დროს მარტო რატომ მგზავრობ?
- თვლით რომ ბავშვი ვარ?
- არა,ასე არ არის,უბრალოდ...
- ნუ ღელავთ,ასეცაა უბრალოდ ისეთი პატარაც არ ვარ რომ მარტო მგზავრობა ,რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს
ნეტავ გენახათ როგორ საუბრობდა,გაკვირვებული დავრჩი,გავიცანი გიორგი,თურმე მამაა ავად და მის მოსანახულებლად მიდის,სადგურში კი დედა დახვდება
მე რომ მამა მყოლოდა და ავად გამხდარიყო,მეც ასე მოვიქცეოდი
არც მას ძინებია იმ ღამით
დილით 8 საათზე ჩამოვედით თბილისში,მთელი სხეული მოიცვა სიცივემ, ტაქსით მგზავრობაში ფულს ვერ დავახარჯავდი,ამიტომ ფეხით გავყევი გზას,აქაურობა სრულებით განსხვავდება პატარა, წყნარი ბათუმისგან,მიუხედავად იმისა რომ ჯერ ძალიან ადრეა,უამრავი ადამიანი ირევა ირგვლივ,ისეთი დაძაბულები ჩანან თითქოს კარგი არაფერი ხდებოდეს ცხოვრებაში,უკეთესი იქნება ადამიანები ყველაფერში ცუდს რომ არ ვხედავდეთ მხოლოდ,
როგორც იქნა,კორპუს თვალი შევავლე,სწრაფად ავირბინე კიბის საფეხურები,მესამე სართულზე ნაცნობ კარებთან შევჩერდი,პალტო გავისწორე და ზარი დავრეკე,
ჩემს დანახვაზე მამიდაჩემს ღიმილი შეაშრა,არ მომელოდა
- ნიკოლოზ?
-მამიდა არ შემომიშვებ?
მთელი ძალით ჩამიკრა გულში
- შემოდი ჩემო ძვირფასო
,აქ საიდან გაჩნდი? რატომ არ შემატყობინე რომ ჩამოდიოდი?სათანადოდ დაგხვდებოდი,ხომ ყველაფერი რიგზეა?
- მაცადე სული მოვითქვა ქალო,რომ იცოდე როგორ დავიღალე და თან როგორ მშია
- ახლავე გავამზადებ საუზმეს,დაჯექი
პალტო საკიდზე დავკიდე და სამზარეულოში გავედი
- სახლიდან წამოვედი
მამიდას მოულოდნელობისგან თეფში ხელიდან გაუვარდა
- რაა? და ამას ასე მშვიდად ამბობ?
- შენც კარგად იცი რომ აქამდეც უნდა მოჩქეულიყავი ასე
- ნორმალურად ამიხსენი ნუ გადამრევ
- კიდევ ვეღარ ავიტანდი მამას სულის შეურაწყოფას
- ჩემო ბიჭო
- შენს გარდა არავინ მყავს,ამიტომ მოგადექი
-აბა რას ამბობ,ჩემო სიცოცხლე განა მე ვინ მყავს,შენ ხარ ჩემი ვაჟკაცი,მეწყინებოდა სხვასთან რომ მისულიყავი
- სამსახური უნდა ვიშოვო
- ისეთ ფოტოგრაფს როგორიც შენ ხარ არ უნდა გაგიჭირდეს,ახლა ჭამე მიდი
მე ხვალ კიევში მიშვებენ სამსახურიდან,აქაურობას შენ მმოუარე
- რაა?მაინც რამდენი ხნით?
- ზუსტად არვიცი,დიდი ხნით


გემრიელი სუზმე ნამდვილად მესიამოვნა,როგორც კი მამიდაჩემმა საუბრით გული მოიოხა,საძინებლისკენ გავემართე,დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩამეძინა,
თვალი რომ გავახილე უკვე შებინდებულიყო,კოკისპირულად წვიმდა,ურჩი თვეა მარტი,არეული,თავნება,მე დავიბადე მარტის 13 ში
15 წლის რომ ვიყავი,სოფელში მივდიოდით მე და მამა,მაშინაც ასე წვიმდა,გზა თითქმის არც ჩანდა,თუმცა სულაც არ გვეჩვენებოდა ეს პრობლემად,
- ბებოს გავახარებთ
გამიღიმა და გაცისკრონებული თვალები მომანათა,მერე იყოო მკვეთრი მოსახვევი,მანქანა მოცურდა და ხეს შევასკდით
-ორნი არიან,ერთი გარდაცვლილია
მეორე დღეს იყოო მზე,როგორც გიორგი კეკელიძე ამბობს
" არაფერია იმაზე ცინიკური, ვიდრე სტიქიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა,მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი" ვერ გაახარა ბებო,ერთი წლის მერე ისიც გარდაიცვალა
7 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ
ფიქრებიდან მამიდას ხმამ გამომიყვანა
- ჩაის დალევ?
- კი,ახლავე გამოვალ
- შაქარი?
- 3 კოვზი

დამშვიდობების ცერემონიებს ვერ ვიტან, ამიტომ მამიდას ვთხოვე რომ დილით არ გავეღვიძებინე
თუმცა ტკბილად ძილი მაინც არ დამცალდა
- მაკო... მაკო! მაკო. ოთახში ხარ? მაკო!
ძვლივს გავახილე თვალები სწორედ ამ დროს გაიღო ოთახის კარები და თავი ქერა გოგონამ შემოყო,ჩემს დანახვაზე ერთი ბოლო ხმაზე დაიკივლა და კარი მიიჯახუნა,ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოფხიზლებული,ავდექი და საცვლების ამარა გავედი მისაღებში,
თვალებზე ხელი აიფარა,არადა სულაც არ გამოიყურება ჩემი სხეული ცუდად,მეტიც საკმაოდ მიმზიდველი ვარ
- ვინ ხარ? მაკო სად არის?
- მე? მე კიარა შენ თვითონ ვინ ხარ? სახლში შენ შემომივარდი და არა მე
- მე მაკოსთან მოვედი და არა შენთან
- მაკომ რამდენიმე ხნით სახლი მე დამიტოვა
- რაა?
ხელი მოიშორა სახიდან
ალბათ დაავიწყდა რომ მის წინ თითქმის დედიშობილა ვიდექი
- არ მოგესმა
მისკენ მივიწიე,დაიბნა აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს
- კი მაგრამ სად წავიდა?ჩემთვის არაფერი უთქვამს
- მოულოდნელობებით აღსავსეა მამიდაჩემი რას ვიზამთ
- მამიდაშენი?მე კიდე ვიფიქრე რომ... ღმერთო
- ნუთუ ასეთ პატარა გოგონას გონება გარყვნილი აზრებით აქვს გამოტენილი
- ნახვამდის
ზურგი მმაქცია და კარისკენ გაემართა
- შეგიძლია დარჩე
ხელი დამიქნია და გავიდა
აი ეს მესმის,უკვე მომწონს აქაურობა
შხაპი მივიღე ჩავიცვი და სანსახურის ძებნას შევუდექი,ლამის მთელი ქალაქი მოვიარე,შემიძლია თამამად ვთქვა რომ უქმედ გავლიე ეს დღე,არც ისე ადვილია თუნდაც პროფესიონალისთვის სამსახურის დაწყება,გაწბილებული გავყევი ქუჩას სახლისკენ

არაფერია იმაზე საშინელი როცა, თავის და კუჭის ტკივილი ერთად გაღვიძებს,ოხ ამის....რამე თუ არ მოვიმზადე შიმშილისგან სული გამძვრება,ძვლივს მოვედი აზრზე,ცოტა მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი,ირგვლივ მარკეტი არსად ჩანს,როგორც ჩანს მეორე მხარეს მომიწევს გადასვლა,ლამპიონები ცდილობდნენ გზის განათებას,ბურღულეული , პური ვიყიდე და სახლში დავბრუნდი,
არც ეს ღამე იყოო გამონაკლისი,მე და მამა ისევ სოფლის გზაზე,დილით 6 საათზე გამეღვიძა ,ბევრი ვიწრიალე საწოლში,საბოლოოდ ავდექი,ჯერ ისევ ბნელოდა,თბილად ჩავიცვი და ქუჩაში გავედით,ცივი ჰაერი მომეფინა სახეზე,სწორედ ეს მჭირდებოდა აზრზე მოსასვლელად,გამაჟრჟოლა ირგვლივ არავინ ჩანდა,ნელი ნაბიჯებით გავყევი გზას,მოშორებით თითქოს ქალის სილუეტი შევნიშნე,ნაბიჯს ავუჩქარე,რაც უფრო წინ მივიწევდი უფრო ბუნდოვანი ხდებოდა გამოსახულება,თითქოს სიბნელესთან ერთად უჩინარდებოდა,ბოლოს სულმთლად გაქრა,იქნებ არც ყოფილა და უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყოო,დიდხანს ვუყურებდი ჰორიზონტს ,თითქოს ვოლოდი მისგან რაიმეს,
ვდგავარ ფანჯარასთან და ვაკვირდები მოპირდაპირე კორპუსის ერთ ერთ აივანზე, უსწორმასწოროდ გაკიდულ სარეცხს,აშკარად გამოუცდელის ნახელავია,დამაყრუებლად ჩამესმის ავტომობილების ხმა,საშინელი გადასატანია დღის და ღამის გაყრა,სინათლის გალაშქრება სიბნელეზე,უკვე თენდება,კიდევ ერთი დღე სტუმრად ამ ბეტონის სახლებში,ფიქრებში გართულმა შევამჩნიე ეზოში,ის გოგო " დაუოატიჟებელი სტუმარი" სახელიც კი არ ვიცი მისი,საერთოდ არაფერი ვიცი,ბავშვს ასეირნებს გათხოვილია? არადა რა პატარა ჩანს,რაღაც უცნობი სურვილი იღვიძებს ჩემში,დიდი სილამაზით არ გამოირჩევა თუმცა არის მასში რაღაც რაც ყველასგან განასხვავებს
გოგონა მთელი არსებით იხუტებს ბავშვს და კოროუსში შემოდის,განზრახულ შენთხვევითობაზე გსმენიათ?ქუდს ვიხურავ და მაშინვე გარეთ , გავრბივარ კიბეზე ისე ვუვლი გვერდს თითქოს არც კი შემიმჩნევია,არადა მხოლოდ იმისთვის გამოვედი რომ ერთხელ კიდევ მეგრძნო მისი ტკბილი მარწყვის სურნელი
23 წლის მამაკაცისთვის ნამდვილად ბავშვურია ჩემი ქცევა,რა სულელი ვარ,ფოტოაპარატი მაინც წამომეღო
ნელა გავუყევი ქუჩას, საიუველირო მაღაზიის ვიტრინასთან შევჩერდი,ერთმა ოქროს სამკაულმა განსაკუთრებულად მიიპყრო ჩემი ყურადღება,ანგელოზის ულამაზესი კულონით,ქუჩაში კვლავ უამრავი ადამიანია,ზოგი მოდის, ზოგი მიდის,საიდანღაც ისმის ბავშვის ტირილის ხმაც,ზოგიც ვიტრინასთან დგას,გულში გამეცინა ჩემს ბავშვურ სურვილზე და მაღაზიაში შევედი,
გონებაში გროვდება ამა თუ იმ საგნის შთაბელდილება,სანამ თვალი წააწყდება მას და გაოცდება,
კიდევ ერთი ღამე გარინდულ ფიქრებში და მაინც ვინ იყოო ის დილით,წარმოსახვა თუ იდუმალი არსება, ვიღაც ქალის მსგავსი,

- ალო
- ჰაი,ნიკილოზ ხომ არ გაგაღვიძე?
- მამიდა გაგიჟდი? ჯერ დილის 9 საათია
- მაპატიე,იმედია სახლი არ გადამიწვი,
- ყველაფერი რიგზეა, შენი საქმეები როგორ მიდის?
- კარგად კარგად,იცოდე შიმშილით სულ ნუ დალევ,თუ ფული დაგჭირდეს,ჩემ საწოლთან ტუმბოს მეორე უჯრაშია,რამდენიც დაგჭირდება ამოიღე,
-საოცრება ხარ
- ელე უკვე გაიცანი?
- აჰა,ანუ ელე ქვია
- სულ ნუ გამოაშტერებ მაგ გოგოს
მამიდას ნათქვამზე მეცინება და ტელეფონს ვთიშავ
ელენე... უჰჰ
მოზღვავებული ენერგიის გამო ვეღარ დავიძინე,მოვწესრიგდი,აპარატი ავიღე და ეზოში ჩავედი,მოშორებით ხესთან მოხუცი დავინახე,თაიგულით ხელში,იჯდა თავჩახრილი,მაშინვე ერთი ფრაზა ამომიტივტივდა თავში
" სიყვარულს სიხარულს არ ემუქრება სიბერე" ფოტო გადავუღე ჩუმად,მატარებელში მომხდარი გამახსენდა და გამეცინა,მასთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე,თითქოს ყველა მისი ნაოჭი თითო ისტორიას ყვებოდა მასზე, სევდიანი მზერით ამომხედა,
- გამარჯობა შვილო
- გამარჯობა ბაბუ
იის სურნელმა სული გამითბო
- ეს ვისთვის მიგაქვს ბაბუ?
- დღეს მისი დაბადების დღეა
- ძალიან გგიყვართ?
მზერა მომარიდა,თითქოს სივრცეში დაიკარგა მისი წყლიანი ყავისფერი თვალები,ამდენ ტკივილს რომ იტევდა,
- როგორ შეიძლება, მისდამი უსაზღვრო სიყვარულს არ ვგრძნობდე
- დამიჯერეთ, ძალიან გაუხარდება ამ უმშვენიერეს თაიგულს რომ მიუტანთ,
- უკვე გვიანია შვილო
- მაშინ იჩქარეთ,აქ რატომ ზიხართ
- თავის დროზე უნდა მოვქცეულიყავი ასე, ახლა გვიანია, დავიგვიანე შვილო
- სხვას გაყვა?ნუთუ თქვენს სიყვარულზე უარი თქვა?
- არც კი იცოდა,ვერ გავბედე
- მაშინ ახლა უთხარით, ჰო წამოდით მივიდეთ და უთხარით რომ უსაზღვროთ გიყვართ, სად ცხოვრობს?სად არის ახლა?წამოდით
- 37 წლის წინ გარდაიცვალა
ჩამწყდარი ხმით მითხრა და ცხვირსახოცით კიდევ ერთხელ შეიმშრალა ცრემლი,ლამის გული გამიჩერდა,ძალა გამომეცალა,გაოგნებული დავჯექი მის გვერდით
- წავალ უნდა მივულიცო ,დღეს მისი დღეა

ვზივარ მმეტროში და მივდივარ არვიცი სად,ალბათ ბოლო გაჩერებაზე ჩამოვალ,რამდენ საინტერესო სიტუაციას წააწყდები მეტროში,ვაგონის კარი დაიხურა,გვირაბის ბნელ ხახაში შევიდა მატარებელი,ვაგონში ადგილი აღარაა,კიდევ ერთი სადგური და კიდევ ერთი გაჩერება,ჩემს გვერდით რამდენიმე მამაკაცი ზის,რომლებსაც საინტერესო დიალოგი აქვთ ფეხბურთზე, ჩემთვის ზედმეტად გაურკვევლად,მოშორებით ნაცნობი გოგონა დავინახე, საკმაოდ ნაცნობი სახე...ელენეა
მატარებელი ჩერდება, ყველა ჩადის მეც მათთან ერთად,კიბეზე დავეწიე და გვერდით ამოვუდექი,
- შენ რაა უკან დამზდევ?
ისე მითხრა ზედაც არ შემოუხედავს,აი მე კი თვალს ვერ ვწყვეტ
- სულაც არა,თუმცა ურიგო არ იქნება თუ ასე იფიქრებ
გავუღიმე და მასთან ერთად შევჩერდი ავტობუსის გაჩერებასთან.

მადლობთ რომ წაიკითხეთ,თითოეული თქვენგანის შეფასება და რჩევა
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის



№1  offline წევრი Daniela

სათაურიც და თვითონ ისტორიაც ძალიან საინტერესოა, ასე გააგრძელე წარმატებები. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent