შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 18)


11-06-2017, 15:28
ნანახია 1 434

ერიკმა ხელში აიყვანა და კიბეებს ჩუმად ჩაუყვა.გარეთ მინდორში გავიდა და ტყესთან ახლოს მინდორთან გაჩერდა. ქალი მინდორზე დასვა და მის გვერდით წამოწვა. ემამ ადგომა დააპირა მაგრამ ხელი ჩასჯიდა და არ გაუშვა მისი ხელი კაცმა.
-ხელს არ გაგიშვებ ემა თქვა და მის ტუჩებთან მივიდა საკოცნელად.ემამ იყვირა გაუძალიანდა. მაგრამ ერიკმა იცოდა რომ ცოტახნის მერე მოლბებოდა. წელში ხელი შეახო,ემა უფრო გაბრაზდა მოცილება სცადა მაგრამ წამის უსწრაფესად მარჯვენა ხელი ვეღარ გაანძრია,ახლა აღმოაჩინა რომ ხელზე ბორკილი ედო ერიკის ხელთან ერთად.
-ესღა მაკლდა! ისევ ვიღაც ნაძირლების ბორკილები!
-ნუ სწუხარ ახალია! ჯერ არავისთვის გამიკეთებია! პირველი ხარ ამ ბორკილებისთვის! -და გაიცინა.
-არ მეცინება! გაბრაზებული ვარ! გამიშვი!
ერიკმა ხელი გასწია და მინდორზე ნელ-ნელა დაგორდნენ,მერე გადაკოტრიალდნენ რამოდენიმე მანძილზე და ერიკი შეჩერდა და ემაც გააჩერა.
-ახლა დროა ლოგინს დავუბრუნდეთ და დავიძინოთ! -უთხრა ქალს და ბორკილიანი გვერდით მიჰყავდა. ოთახში შევიდა ლოგინზე დააწვინა და მაშინათვე დახუჭა თვალები დასაძინებლად.
-გამიხსენი ეს საშინელება ერიკ!
-ძალიან გიხდება! სულ მდიდრული სამაჯურები არ მოგბეზრდა?! ახლა ამას შეეგუე!
-გამიხსენი! იცოდე ვიყვირებ!
-იყვირე!
-ერიკკკ! -გაბრაზებულმა თავისუფალი ხელი ლოგინს დაარტყა და მერე ერიკს დაარტყა მკერდზე გამიხსენი ხელი!!!
-დაიძინე მეძინება!
ემა ზურგით დაწვა ლოგინზე და ბნელ ჭერს ახედა. -როდის უნდა განვთავისუფლდე შენგან!
-არასდროს!
-აბაზანაში მინდა შესვლა!
-შედი მერე!
-გამიხსენი ხელი!
ერიკმა ხელი გაუნთავისუფლა თუ არა ემაც აბაზანაში შევიდა,რამოდენიმე წუთში გამოვიდა და ლოგინზე დაწვა. ერიკმა ხელი წაავლო და ისევ გაუკეთა ბორკილი.
-ერიკკ გეყოფა! მშვიდად მინდა დავიძინო!
-მშვიდად ვეღარ დაიძინებ უკვე უკომპანიოდ ხარ!
-რა გინდა მითხარი ოღონდ გამიხსენი ეს ბორკილი!
-ჩამეხუტები და ისე დაიძინებ!
-მომხსენი ოღონდაც ეს საშინელება! და კარგი.
ემა განთავისუფლდა თუ არა ერიკს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.
-ისე მე ისევ შენი ქმარი ვარ!
-კარგი ოღონდაც გაჩუმდი და დამაძინე!
ემას ჩაეძინა,ერიკი ცოტახანს უყურებდა მის სხეულს მთვარის შუქზე: -ჩემი მოურჯულებელიიი....-თქვა ხმამაღლა,ქალმაც ხელი მოუჭირა მკლავზე:
-ერიკ მოკეტე და დაიძინე!
-მომენატრე!
-დაიძინე!
-ცუდი გოგო ხარ!
-შენც!
-კარგია,ერთმანეთს ვგევართ მაშინ! -თქვა და თვალები დახუჭა. ისევ გაახილა, ქალს აკოცა ტუჩებში, მერე მოშორდა და დაიძინა.
ემას გაეღვიძა და ხელზე დაიხედა,ბორკილისგან ხელი ჰქონდა ნატკენი წითელი ხაზები ემჩნეოდა.გაბრაზებული წამოიწია ლოგინიდან და მძინარე ერიკს გაარტყა.მანაც უცბად გამოიფხიზლა და ემას შეხედა.
-რა დაგემართა ამ დილაუთენია!
-აიი! და ხელი აჩვენა. ნამდვილი იდიოტი ხარ!
-იმიტომ რომ ხელი მოაწერე განქორწინებას!
-შენ გამომიგზავნე საბუთები!
-იმიტომ, რომ მაინტერესებდა ამას გააკეთებდი თუ არა! და ძალიან შეცდი რომ ხელი მოაწერე,- თქვა და ემას ხელი წაავლო. -უკვე მივდივართ!
-ძალიან კარგი!
ემა დაემშვიდობა ყველას და მანქანაში ჩაჯდა. რამოდენიმე ხანი იარეს,ბოლოს ერიკმა სხვაგან გადაუხვია.
-სად მივდივართ?!
-სხვაგან!
-გეყოფა სახლში წამიყვანე!
-ემააა შენ კი არა მე უნდა ვიყო შენზე გაბრაზებული და შენ უნდა მირიგდებოდე! შენ უნდა გააკეთო ყველაფერი რომ შეგირიგდე! მე არაფერი დამიშავებია!
-შენ საბუთები გამომიგზავნე განქორწინების!
-ხოდა არ მოგეწერა მერე ხელი!
-შენ წილი მოითხოვე!
-შენს გასაბრაზებლად! მაგრამ უფრო მეტი მომცა ალეხომ!
-ჯანდაბააა! ხვალიდან ახალი სამკაულები უნდა გააკეთო,ასევე ფოტოსესია უნდა მოაწყო!
-ძალიან კარგი როგორც უფროსი გიბრძანებ სამკაულების ესკიზები ჩამაბარო ყოველ დღე!
-ახლა სად მივდივართ?!
-როცა დათბები ჩემთან მაშინ გაიგებ!
-სად მიგყავარ იდიოტო თქვა ემამ თბილად და გაეცინა კიდევაც.
-ღიმილი გიხდება ქალბატონო ემა. ახლა კი დროა ტბაზე გავისეირნოთ!
-არაა არ მიყვარს ტბა და ნავები.
მანქანა გააჩერა იქვე ნაპირთან,ქალს ხელი მოკიდა ხიდი გაიარეს და ნავი ახსნეს.ემას წინ დაჯდა,ნიჩბებს ხელი მოკიდა და მოუსვა,რამოდენიმე ხანში მოცილდნენ ნაპირს და შუა ტბისკენ წავიდნენ. ცოტახანში ხელები გაუშვა ნიჩბებს და ემასკენ მიიწია. ნავი შეტორტმანდა და ემამ იყვირა: -გადაყირავდება ერიკ გთხოვ მეშინია.
-ჩემთან ნურაფრის შეგეშინდება! ხელს არ გაგიშვებ!
-უკვე ბნელდება სახლში წამიყვანე რააა...
ემაა ჯერ მხოლოდ 5 საათია და ჭამის დროა და პატარა ყუთიდან ემას გამომცხვარი ნამცხვრის ნაჭრები ამოიღო და ემას პირთან მიუტანა. ემამ ჩაკბიჩა,მერე გამოართვა და შეჭამა,კიდევ ერთი ნაჭერი შეჭამა,უკან ნავზე გადაწვა და ცას ახედა. მთლიანად ლურჯი ცა იყო,არცერთი ღრუბელი არ ჩანდა.მერე თვალი მოავლო გარემოს და მოეწონა ეს ადგილი,თუმცა მაინც ეშინოდა ტბის. ცოტახანი ისევ მოუსვეს ნიჩბები და უკან წავიდნენ ნაპირისკენ. ნაპირზე ავიდნენ თუ არა წამოწვიმა,და უცბად დასცხო წვიმამ.მალევე მანქანისკენ გაიქცნენ ხელიხელჩაკიდებულები,ემა იცინოდა,ერიკიც. მანქანაში ჩაჯდნენ. -ემაა აქ მოგვიწევს დარჩენა! მანქანა არ იქოქება!
-არა ერიკ მატყუილებ?!
-მართლა!
ემა საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ერიკმა ხელი მოხვია და ჩაიხუტა.მერე უკან გადავიდნენ და ჩახუტებულები წამოწვნენ მანქანის უკანა სავარძელზე.
-არ მოგენატრე?!-იკითხა კაცმა და ემას სახეზე ხელი დაადო. როგორც კი მოესმა ქალის სიტყვები,-კიო მაშინათვე ქალს აკოცა და ბედნიერი ჩაიხუტა ქალის სხეული.

ერიკს გაეღვიძა,ქალს გადახედა და ბედნიერმა აათვალიერა ქალის სხეული. ემას გაეღვიძა,უცბად წამოიწია და კაცი მოიშორა და მანქანიდან გადავიდა. კაცმა გაბრაზებულმა გადახედა. მანქანიდან გადავიდა თუ არა მანქანის რემონტი დაიწყო და თან ეცინებოდა გულში,მანქანა,რომ გააფუჭა ძალით.
ემამ ტბას გადახედა და გააკანკალა,ნამიან მიწას დააშტერდა და ისეთ ადგილას გაჩერდა სადაც სიმშრალე უფრო იყო. კაცს გადახედა,რომელიც მანქანას აკეთებდა.
ცოტახანში კაცმა დაუძახა და ქალიც მაშინათვე მისკენ მიტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა.
-მანქანა ძალით გააფუჭე?!
-კი...-მოესმა კაცის თბილი ხმა და ქალს მეტი კითხვა აღარ დაუსვამს.
ემა სახლში მიაცილა, კარები გააღო თუ არა თვითონაც შევიდა და კარები გადაკეტა. ქალს არაფერი უთქვამს,სააბაზანოსკენ დაიძრა და რამოდენიმე ხანში სამზარეულოსკენ დაიძრა. კაციც მალევე გაემზადა,თუ არა ჩუმად დატოვა სახლი.
ემა კაბინეტში შევიდა და გაეცინა. ერიკი უკვე მის სავარძელში იჯდა.
-გამარჯობათ ბატონო ერიკ თქვა ემამ და ხელი გაუწოდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ემა! იმედია უკვე მოიტანეთ ახალი ესკიზები!
-დღეს არაა აქ უნდა დავხატო თუ რომელიმე მაგიდას გამომიყოფთ სამუშაოდ!
-ძალიან კარგი აი მაგიდა მიანიშნა პატარა მაგიდაზე,უკვე საქმეს შეუდექით!
ემა დაჯდა მაგიდასთან,ქაღალდები აიღო და ფანქრები მოამზადა. ახლა პირველად არ იცოდა რა დაეხატა,ისე იყო თითქოს ხატვა არ შეეძლო,ბოლოს რამოდენიმე ესკიზი დახატა,თვალი გადაავლო და ისევ სხვა მოიფიქრა. მერე ადგა და ერიკს დაუდო წინ.
-ვარგა?!
-საშინელებაა დახედა კაცმა,სხვა მოიფიქრე,მხოლოდ სამუშაოზე იფიქრე!
-კარგით ბატონო. წამოვიდა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა.
კარებზე კაკუნი გაისმა და ერიკს რეაქცია არ ჰქონდა. ემამ შეხედა: -ან წადიო ან მობრძანდი უნდა თქვა ამ დროს დასცინა კაცს და ფანქარი შეათამაშა ხელში.
-მობრძანდით თქვა კაცმა და მდივანი შემოვიდა. ემასკენ წავიდა:
-ქალბატონო ემა.
-მე არა, იმას უთხარი, უთხრა ქალს და ერიკთან გაგზავნა.
ქალს გაუკვირდა და კაცს მიუბრუნდა: -ბატონო ერიკ ბატონმა კარლომ მზარეულმა ეს გამოაგზავნა ქალბატონისთვის და თეფშს თავი ახადა და ზედ ემას საყვარელი ტკბილეული იყო ლეღვის ტორტი. ემა წამოხტა და თეფში გამოგლიჯა ქალს.მადლობა უთხარი ჩემო კარგო. უთხრა ქალს და ქალიც გავიდა გარეთ.
-ემა ეგ ეხლა ჩემიაა!
-მე გამომიგზავნა!
-ცდები! იმ დღეს ჭურჭელს მეც ვასუფთავებდი შენთან ერთად! მაგრამ როგორც თანამშრომელი რომ არ გაიქცე გითმობ ნახევარს! და თეფში გამოართვა ხელიდან. ერიკმა ხელში აიღო ნაჭერი და ემა თავის ახალ მაგიდისკენ წავიდა და დაჯდა სკამზე. ერიკი მისკენ წავიდა და ხელში დაჭერილი ნაჭერი ემას მიუტანა და ჩააკბეჩინა. ემამ უცბად ერიკის სახე დაიჭირა და ლოყაზე აკოცა და ისევ სკამზე დაბრუნდა. ერიკმა დარჩენილი ნაჭერიც მიუტანა პირთან -ესეც მიირთვიო. ემამ გამოართვა და ერიკს მიაწოდა: -შენიც არის ეს ნაწილი და ერიკმა გაიცინა და ჩაკბიჩა. -ამის გამო კიდევ ერთი კოცნა დავკარგე თქვა და მაგიდისკენ წავიდა. ემა ცოტახანში მასთან მივიდა,ესკიზები დაუდო წინ და აკოცა.
-ემაა ეს რა არის იგივეაა! ახალი დახატე ახალიიი!
ემას გაეცინა -თურმე ნახატებსაც უყურებს კაცი!
-აბა სულ შენს სხეულს კი არ ვათვალიერებ!!
-კარგი ახლა ჩემი შესვენების დროა და შენ იმუშავე,არაფერს აკეთებ! თუ რაიმე კაბა დაგჭირდა იცი სადაც არის! -თქვა და გაიცინა და კარისკენ წავიდა.
-ემაა! გარდერობი შეგიძლია გამოანთავისუფლო და ჩემი ტანსაცმელი შეალაგო!
-არააა!
-კი ასეა ხვალე შეალაგებ ჩემს ტანსაცმელს!
-კარგით ბატონო! ახლა კი წავალ თორემ მორჩება ჩემი შესვენება.
ემა ჩავიდა სამზარეულოში და კარლოსთან მივიდა: -კიდევ მინდა ის გემრიელი ლეღვის ტორტი.
ემას მადლობა მოუხადა და თეფშზე დაუდო რამოდენიმე ნაჭერი. ემა იქვე დაჯდა სკამთან და მაგიდაზე დადო თეფში,აქამდე მხოლოდ ერთხელ იჯდა აქ სამზარეულოში,არც რცხვენოდა პირიქით მოსწონდა თანამშრომლებთან ახლოს ყოფნა,ახლაც დაჯდა და ვინც შემოვიდა რამოდენიმეს დაუძახა და თავისთან დააჯინა.
კლარა მაკიაჟის სპეციალისტი მის გვერდით დაჯდა,სანდრა-სტილისტი კი მის წინ.
ახალი ჩვენებისთვის მუქი მაკიაჟი იყოს და ორივეს შეხედა,რაც შეეხება თმებზე მინდა წინ მოკლე თმები ჰქონდეთ და უკან ნელ-ნელა ეზრდებოდეთ სიგრძე,სულ უკან კი გრძელი ყველაზე. არ ვიცი ვსინჯოთ თუ კარგი გამოვა.რაც შეეხება მაკიაჟს მინდა შავ-ყავისფერ ფერში რამოდენიმე სტილი მოვსინჯოთ კრისტალზე! ხვალ დავიბარემ თუ გეცლებათ.
ორივე დაეთანხმა და ჭამა განაგრძეს. ემა ესაუბრებოდა,ქალები კი ჭამდნენ ემამ მისცა ამის უფლება,მე ვილაპარაკებ და თქვენ მიირთვითო. ცოტახანში ადგა და კარლოს რამოდენიმე საჭმელი დაალაგებინა თეფშზე და კაბინეტში აიტანა.
-ეს თქვენ ქვევიდან! თეფში მაგიდაზე დაუდო.
-მადლობთ რატომ შეწუხდით?! და სად იყავით?!
ქვევით სამზარეულოში ვეჭორავე თანამშრომლებს.
-შენ სამზარეულოში იჯექი?!
-ჰოო რაიყო არ შეიძლება?!
-შენნაირი ქედმაღალი ამაყი ქალისგან წარმოუდგენელია!
-ჭურჭლის რეცხვა წარმოსადგენია?!
-ჰოო ეგ უკვე ვნახე და აღარაა წარმოსადგენი!
-ესე იგი ქედმაღალი ვარ და ამაყი?!
-ასეთი უფრო მშვენიერი ხარ!
-ბატონო ერიკ შეგახსენებთ რომ მალე ახალი ჩვენება არის დაგეგმილი შავ-ყავისფერში! გეგმა უკვე დაწერილია! ასევე გადაღებებისთვის ხვალ კრისტალი უნდა დაპატიჟოთ მაკიაჟზე და თმებზე ქვევით სალონში!
-თქვენ დაურეკეთ მოდელს!
-თქვენ მისი ნათესავი ხართ და დათანხმება არ გაგიჭირდებათ!
-თქვენ ხომ უნდა შეურიგდეთ და დაურეკეთ ახლავე თან კითხეთ როგორაა შვილი!
ერიკმა ხელი მოკიდა და კალთაში ჩაიჯინა. -ბევრს ესაუბრები და ჩამოჯექი არ დაიღალო!
ემამ ხელში აიღო ტელეფონი თავისი ძველი მაგიდიდან და დარეკა. ქალს უთხრა ყველაფერი და შვილზედაც კითხა,მალევე დაემშვიდობა და ტელეფონი დაკიდა.
ემა წამოდგა. -მადლობთ სკამისთვის! თქვა და თავის მაგიდისკენ წავიდა.
-კარგით ბატონო ჩემი წასვლის დროა თქვენ კი კიდევ 2 საათი უნდა იმუშაოთ და ბარემ ესკიზების ხატვა ისწავლეთ ამ 2 საათში! და მოიფიქრეთ ახალი ფოტოებისთვის სიუჟეტები.
-,,პაკაა" უთხრა კაცს და კარებში გავიდა.
მდივანი ადგა,-კამილა ერიკი იმუშავებს კიდევ მე სახლში წავედი თუ რამეა მხოლოდ მასთან შეათანხმე! თქვა და კარებში გავიდა.
გავიდა თუ არა შენობიდან მის წინ უცბად მანქანა გაჩერდა. ემამ უკან დაიხია და შეშინებული ვიღაცის სხეულს მიეჯახა და იყვირა.
-ერიკ! აქ შენ რას აკეთებ და შენობას ახედა! შენ რანაირად!
ერიკს ხელში იარაღი ეჭირა და მანქანას უმიზნებდა,მანქანიდან ნიკო გადმოვიდა მთვრალი და ემასკენ წამოვიდა.
-კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ და გესვრი!
კაცმა მუქარას არ მიაქცია ყურადღება და ემასკენ დაიძრა.
-გესვრი მეთქი!
-ერიკ რა სროლა ნუ გაგიჟდები! ცემაც საკმარისია! -თქვა ქალმა და დაცვაც მაშინვე გაჩნდა კაცი გააკავეს,რამოდენიმე წუთში პოლიციამ წაიყვანა და მანქანაც მოაშორეს ადგილიდან.
ემა ერიკთან მივიდა. -შენნნ...
-ჰო ემა მივხვდი რომ ცუდი ხდებოდა და გადმოვიხედე გარეთ,ლიფტით ვეღარ ჩამოვიდოდი და მოკლეზე დავეშვი თოკით!
-კიდევ გაქვს ასეთი ხელსაწყოები ოფისში?!
-რაღაცეები კიიი!
-კარგი წავედით სახლში!-თქვა ემამ და ნელა დაიძრა მანქანისკენ.

ემამ კარები გააღო და ერიკიც შეჰყვა. მაშინვე ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინზე მიწვა ქალი.
-ეს წარსული როდემდე უნდა ვატარო!
-მასთან რამე გქონდა?!
-არაფერი სულელი კაცი არ მაინტერესებს!
-მართალია იდიოტი უფრო გაინტერესებს!
ემა სიცილს მოჰყვა და ვეღარ გაჩერდა. -ამ ამბის მერე თუ იმ სულელს სულ მომაშორებ შენს ხელში აღმოვჩნდები!
-ახლაც ხარ ჩემს ხელში ემა თქვა და ხელი წაავლო,როცა დაგინახე მის მერე ჩემს ხელში ხარ!
თქვა და ქალს ყელთან აკოცა.თავისი ტანსაცმელიც დაყარა გვერდზე და ემას სხეული ჩაიხუტა...
დილით გაეღვიძათ. საბანი ძირს ეგდო,ბალიშიც,მხოლოდ ემას ბალიში იყო მის თავთან,ტანსაცმელიც ძირს ეგდო. -ნამეტანი არეულობაა! თქვა ემამ და გაეცინა.
-თუ ამ შეშინებას ელოდებოდი, იმ კაცს მე თვითონ მოვიყვანდი და შენს შეშინებას ვუბრძანებდი!- თქვა და ემას აკოცა. -მომენატრა ჩემი მშვენიერი ცოლი.
-ამ ცოლს სამსახური წაართვი!
-ხო ასეა,დროებით მხოლოდ ახლა უკვე შენია და აღარ მოგიწევს შენი გარდერობის დაცლა შენს კაბინეტში.ის სამსახური მხოლოდ შენია! შენ კი მხოლოდ ჩემი ხარ! ჩემი ეს კარგად დაიმახსოვრეე ემაა!
-კარგი დავიმახსოვრებ!-თქვა ქალმა და კაცს მიეხუტა.
-ემა რაღაც უნდა გითხრა!
-მითხარი.
-მეგობარმა დახმარება მთხოვა ერთ საქმეში და უნდა რომ ცოტახნით გავემგზავრო!
-რა საქმეა?!
-მის ცოლს და საყვარელს უნდა ვუთვალთვალო!
-რააა?! შენ მართლა იდიოტი ხარ! არაა!
-ემააა უარს ვერ ვეტყვი!
-წავიდეს და თავის საყვარელს და მის ქალებს თვითონ მიხედოს თუ კაცია!
-ემააა!
-არააა!
-უარს ვერ ვეტყვი!
-რატომ მისი ვალი გაქვს! ფული რამდენი გაქვს ვალი და ვისი ვალები გაქვს!
-არავისი ვალი არ მაქვს! არც ფული მაქვს ვინმესი! ერთხელ სიცოცხლეს გადამარჩინა და უარს ვერ ვეტყვი!
-ჯანდაბაა მილიონს მოგცემ და მიაყარე სახეში და უთხარი რომ მისი ვალი არ გაქვს!
-ემააა! არ გესმის სულ ასეთი ქედმაღალი ხარ და ამაყი!
კაცი გაბრაზებული ადგა და ჩაიცვა.
-წადი იმის კახპებს უთვალთვალე მერე ლოგინშიც ჩაიწვინე და გაიგე შენთანაც უღალატებენ თუ არაა!
-ემაააა! კმარააა! მორჩი ეჭვიანობას! რამოდენიმე დღეში წავალ და მალევე უკან ჩამოვალ!
-მაშინ რაღას მეკითხები მე თუ უკვე მიდიხარ!
-შენ ჩემი ცოლი ხარ! აქ კი ფრანკო მოგაქცევს ყურადღებას!
-იქნებ დროებით ქმარიც გამომიძებნო!
-ემაა გეყოფა!
-წადიიი სადაც გინდა და როცა გინდა!
-ჯერ აქ ვარ და ,,AMEthyst"-ის უფროსად ვრჩები! -თქვა კაცმა და ლოგინზე წამოწვა.
ემა ადგა ჩაიცვა და ორივენი ოფისში წავიდნენ ჭამას როგორც კი მორჩნენ.

-ემაა გადაღებაზე მივდივართ! -თქვა ერიკმა და ქალს ხელი მოკიდა და ლიფტში შევიდა.
-მერე ესაუბრე ფოტოგრაფს?!
-კი და უკვე მზად არიან!
-კრისტალი?!
-ისიც მზადაა! გოგოებმა ნახეს ახალ მაკიაჟში და თმებშიც და ყველაფერი მზადაა.
ემა მივიდა მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე. ყველა მოიკითხა და ტბას შეხედა.
-აქ იქნება გადაღება?!
-კი კარგი გამოვა ემა ახლა კი მოემზადე თქვა ერიკმა და ხელი მოკიდა და გასახდელში წაიყვანა.
-რა ხდება ერიკ?!
-შენ ხარ მოდელი! ასე რომ ჩაიცვი! და მოემზადე.
-სულ გაგიჟდი რა მე და მოდელი?!
-ემააა ჩაიცვი! მოეხმარეთ და მოამზადეთ გადასაღებად! ეს ბრძანებაა! -თქვა და კარებში გავიდა.
რამოდენიმე ხანი ფოტოგრაფს ესაუბრებოდა,სცენას არჩევდა.
ერიკმა ემასთან ერთად გადაიღო რამოდენიმე ფოტოები...მერე კრისტალი დატოვა გადასაღებ მოედანზე და ფოტოგრაფს სთხოვა:-მე და ემას ფოტოები გამომიგზავნეთო.
ერიკმა მოდელს დაარიგა რა როგორ გაეკეთებინა,ფოტოგრაფსაც მოელაპარაკა,ფოტოები გადაიღე და გამზადებული კომპანიაში გამოაგზავნეო.

ერიკმა გაიარა შემოწმება და ჩანთა ჩააბარა. ემა ჩაეხუტა მეუღლეს აკოცა და დაემშვიდობა. -მომენატრები და მალე ჩამოდი.
-მიყვარხარ ემა.
-მეც მიყვარხარ!
ემა სახლში შევიდა და წამოწვა.ძლივს ჩაეძინა.
დილით ადგა და სამსახურში მივიდა. მაგიდაზე უკვე გამზადებული ფოტოები ეწყო. ემამ გადაათვალიერა მოეწონა ყველა და ხელი გადაუსვა ერიკის სხეულს. -შენ მაინც წახვედი ვიღაცის გამო!-თქვა ჩუმად და ფოტოები დადო მაგიდაზე.
დღეები გავიდა ემა სამსახურში მიდიოდა ესკიზებს ხატავდა,ზოგს აკეთებდა ზოგს ისე ტოვებდა. ერიკს ვერ ურეკავდა არც ის არ ურეკავდა.
მაღაზიაში ჩადიოდა ხოლმე და სამოსს და სამკაულებს ნახულობდა,რაც ისევ იყო გამოფენილი.
ერიკი ჩავიდა თუ არა მაშინვე სასტუმროში დაბინავდა. გამოიცვალა გამოეწყო და ბარში ქალის გვერდით დაჯდა,რომელიც ძმაკაცის საყვარელი იყო. კაცმა ბართან ქაღალდი დატოვა შემთხვევით ქალი თუ მიაწოდებდა.ადგა და ქალმაც დაუძახა თუ არა მოტრიალდა. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ,ერიკმა დაპატიჟა მეორე დღეს სასმელზე და დაემშვიდობა.
ერიკმა ქალაქში გაისეირნა.მაღაზიაში შევიდა რამოდენიმე ადგილას. კაბა იყიდა ემასთვის და კონვერტში ჩადო. ტაქსში ჩაჯდა და უკან წავიდა სასტუმროში. საჭმელი ჭამა და დასაძინებლად ადრე დაწვა. ემას ვერ უკავშირდებოდა და დას დააბარა კარგად ჩავედი და კარგად ვარო. ერიკი წამოწვა ლოგინზე და ემას ფოტოებს შეხედა,რომელიც ტელეფონში ჰქონდა. ხელი გადაუსვა ქალის ფოტოს და აკოცა. ცოტახანში გარეთ გავიდა და ქალის მოძებნა დაიწყო,დაინახა კიდევაც და უკან მიჰყვა ჩუმად. ქალი უცხო კაცს გამოელაპარაკა და მასთან ერთად წავიდა ღამე კლუბში,ერიკიც უკან გაჰყვა და კლუბში შევიდა. რამოდენიმე გოგო მასთან მივიდა საცეკვაოდ და იმ ქალთან მოშორებით დადგა. სასმელი დალია და ქალს თვალს არ აშორებდა,ქალი თამამად ცეკვავდა და კაცთან ახლოს იდგა. ქალი ბართან მივიდა დაინახა კაცი და მასთან წავიდა. მიესალმა და მის გვერდით ჩამოჯდა. ერთად დალიეს,რამოდენიმე ჭიქის მერე ქალი ნომრამდე მიაცილა,დაემშვიდობა. მაგრამ ქალი უკან გაჰყვა გაიგო მისი ნომერი და კარებზე დაუკაკუნა ცოტახანში. ერიკმა კარები გააღო,ქალი ნომერში შევიდა და პირდაპირ ლოგინზე წამოწვა. ერიკმა ხელი მოკიდა და ნომრიდან გაჰყავდა,მაგრამ ქალი მისკენ იწეოდა. ერიკმა ხელი გაუშვა და ისევ ლოგინზე წამოაწვინა და მოშორდა. მაშინვე ნომერი დატოვა და გარეთ გამოვიდა. დილას ავიდა ნომერში და დაინახა შიშველი ქალი და შეტრიალდა უცბად.
-გამოფხიზლდებოდით და ახლა თქვენს ნომერში დაბრუნდით!
ქალმა კაბა ჩაიცვა და ერიკის უკან დადგა და ჩაეხუტა. ერიკმა ქალი მოიშორა და მოტრიალდა ხელის გასარტყმელად და გაარტყა,როგორ გაბედე ჩაგეცვა ეს კაბა!
-რაც გინდა მითხარი და გავაკეთებ! -თქვა და კაცთან მივიდა.
-ახლავე გაეთრიე აქედან მოკიდა ხელი ქალს და კარებში გააგდო თუ არა მაშინვე სასტუმროდან წავიდა.
ძმაკაცს დაურეკა და ყველაფერი მოახსენა,იმანაც სთხოვა ცოლზეც მომახსენე რას იზამსო და დაემშვიდობა.
ერიკმა ცოლის მისამართი ჩაიწერა და ახლა მისკენ წავიდა.
ემა ოფისიდან გამოვიდა გვიან ხელში ფოტოები ეჭირა ჩაკუჭა და ჩანთაში ჩაყარა. რესტორანში შევიდა.
-მაგარი დასალევი მომიტანეთ! -უთხრა ოფიციანტს და მაგიდასთან ჩამოჯდა.
ქალმა სასმელი დალია და კიდევ მოითხოვა. რამოდენიმე ხანში ერთი კაცი მის წინ დადგა და მიესალმა.
-ნება მომეცით სასმელზე დაგპატიჟოთ ქალბატონო თქვა კაცმა და ქალს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
ქალმა ხელი არ ჩამოართვა,-მადლობთ მაგრამ მარტო მირჩევნია ყოფნაო.
კაცი ჩამოჯდა სკამზე და ქალისთვის წვენი შეუკვეთა.
ემამ წვენი არ დალია, ისევ სასმელი დააყოლა.
-გთხოვთ იქნებ ვიცეკვოთ?!
ემა წამოდგა და დათანხმდა,დარბაზისკენ წავიდნენ.ემას მწვანე კაბა ფრიალებდა,ხელში ჩანთა ეჭირა, ხელს ისე ძლიერად უჭერდა ჩანთას, რომ ქაღალდების შეხებაც იგრძნო და გაახსენდა: ერიკის დისგან მოკითხვა,ფოტოები რომ მიუვიდა: ერიკი კაბას ყიდულობდა და კაბა სხვა ქალს რომ ეცვა მის გვერდით! ხელი მოუჭირა ჩანთას და მაგიდისკენ წავიდა და მთლიანი ჭიქა გადაკრა. ახლა კი უნდა წავიდე თქვა და კარებისკენ გავარდა.
ქალბატონო ხელი მოკიდა კაცმა და დაიჭირა. ძალიან მთვრალი ხართ ნება მომეცით დაგეხმაროთ და მიგაცილოთ!
-მადლობთ ჩემით წავალ!-თქვა მკაცრად და ნაბიჯი გადადგა.
მანქანა გააღო კაცმა და ქალს ანიშნა დაჯექიო. ემას წარსული დაუტრიალდა იცოდა რომ მარტო უცხო ადამიანებთან ყოფნა არ მოწონდა და ტაქს ხელი აუწია. -მადლობთ მაგრამ ჩემით წავალ თქვა ქალმა და ტაქსში ჩაჯდა.
კაცმა ხელი მიარტყა გაბრაზებულმა მანქანაზე,რამოდენიმე ხანში ტელეფონს ეცა.
-გისმენთ!
-კარლო ერიკი ვარ! ახლა სასტუმროში ვარ და შენი ცოლი მთელი დღეა არავის შეხვედრია,გარეთ მაღაზიაში გაისეირნებს და ქალაქს ათვალიერებს მერე უკან ბრუნდება!
კარლომ კიდევ მისცა რამოდენიმე დღეც იყავი და უკან დაბრუნდიო.და ტელეფონი გათიშა.
-ჩემი ცოლი ვერ მიღალატებს! საყვარელმა კი თავისი როლი ვხედავ კარგად შეასრულა შენთან! თქვა და მანქანაში ჩაჯდა. ემა გაბრაზებული ავიდა სახლში კარები ჩაკეტა და დაიძინა.
დილით თავი უსკდებოდა და არც ამდგარა ზეზე.ცოტა ჭამა და ისევ ლოგინს დაუბრუნდა.
გარეთ ჰაერზე გასვლა მოუნდა,სპორტულები ჩაიცვა,მუსიკა ჩართო და სირბილით გაუყვა ბილიკს.
ცოტახანში უკან კაცი მიჰყვა და მის გვერდით დაიწყო სირბილი. ემამ გვერდით მოიხედა და ყურსასმენი მოიხსნა.
-იმედია უკეთ ხართ წუხელ ბევრი დალიეთ!
-მადლობთ კარგად თქვენ?!
-კარგად ვიქნებოდი უარი რომ არ გეთქვათ!
-გათხოვილი ვარ!
-სახლში გაცილებას გთხოვდით სხვას არაფერს! თანაც ბეჭედი არ გიკეთიათ!
-სირბილის დროს არ მიყვარს მოიტყუილა ემამ და სირბილი განაგრძო.
-არც წუხელ გეკეთათ,რომ დამენახა აღარ შეგაწუხებდით!
ემამ არაფერი უპასუხა.
კაცმა თავისი განაგრძო: -იქნებ დღეს სადმე გვევახშმა?!
-არა მადლობთ!
-რატომ ასე ცივად?!
-მადლობთ მაგრამ უარზე ვარ.
-რა გავაკეთო რომ დამთანხმდეთ?!
-მომისმინეთ არ მინდა მეთქი და მორჩით!
-კარგით ბოდიშს გიხდით თქვა და ემას ხელი მოკიდა.
ემამ ხელი გამოსწია და უკან მიბრუნდა სახლისკენ და სირბილი განაგრძო.
-მინდა რომ შემხვდეთ მოესმა ემას და კაცს ხელი მოუქნია.
-გეყოფათ!
კაცმა მოატრიალა ქალი და კოცნა დააპირა თუ არა ემამ იყვირა და ხელიდან გაუსხლტა და სახლისკენ გაიქცა.
-აბაზანაში ჩაწვა.უხაროდა რომ ამ კაცისგან თავი დააღწია დილას და ბედნიერს ჩაეძინა ლოგინში.
გამოიღვიძა თუ არა კომპანიაში წავიდა. რამოდენიმე საქმეებს ძლივს დაუდო გული. ცოტახანში ადგა და სახლისკენ წავიდა.
ერიკი სახლში შევიდა,კარებთან კონვერტი დაინახა და აიღო: ემა და ვიღაც კაცი მასთან ზურგით იდგა და ცეკვავდა,მერე დილასაც ერთად იდგნენ ქაღალდები დაკუჭა და ემას დაელოდა, ისე რომ არც გამოუცვლია.
ემა ოთახში შევიდა და ერიკი დაინახა ლოგინზე ჩამომჯდარი.
-ეს რას ნიშნავს ემა?! ფოტოები დაუყარა ძირს და თავი დახარა.
ემამაც ამოყარა ჩანთიდან ფოტოები და სახეში შეაყარა: -შენ იმ ქალთან როგორ გაერთე?!
ერიკმა ხელში აიღო ფოტოები და გაბრაზებულმა მოიფრიალა და ემას ხელი მოკიდა და ლოგინზე დააწვინა.
-ის ქალი ნამდვილი ნაძირალა იყო,ოთახში შემომივარდა და შენთვის ნაყიდი კაბა მიისაკუთრა თუ არა ოთახიდან მოვისროლე! არაფერი მქონია იმ ნაძირალა ქალთან!
-იმ კაცის ცოლზე რას მეტყვი?!
-სამი დღე ვუთვალთვალე სულ მაღაზიებში დადიოდა,ქალაქს ათვალიერებდა, არავის ხვდებოდა.
-მოახსენე იმ შენს ძმაკაცს?!
-კი!-თქვა კაცმა და გაბრაზებულმა თქვა:-შენ ცეკვავდი და კარგად ერთობოდი!
-ფოტოები რომ მივიღე იმ დღეს დავლიე და ის ვიღაც კაცი გამოჩნდა და გაბრაზებული ვიყავი ვეცეკვე,მერე დილას შემთხვევით სირბილი მომინდა ჰაერზე გავედი და ეზოში შემხვდა სხვა მეტი არაფერი,კოცნას ცდილობდა და ყბაში მოვარტყი!
-მეტი არაფერი მოხდა?!
-არააა!
ემას კაბას ხელი მოკიდა და ელვა გაუხსნა.
-ახლა სად იყავი?! -გაახსენდა კაცს და იკითხა.
-კომპანიაში!
-ანუ ჩემთვის არ გიღალატია?!
-არაა!
-შენ?!
-არაა ემა შენს გარდა სხვა არავინ მინდა!
-ძნელია დავიჯერო! სხვა ქალს შენი ნაყიდი კაბა აცვია!
-ემაა გთხოვ მოვრჩეთ ამ სულელურ მოგზაურობაზე საუბარს! საინტერესოა მაინცდამაინც ჩემი წასვლის მერე რომ გამოჩნდა სხვა კაცი!
-ახლა ამაზედაც ჩაატარე გამოძიება.
-ვაპირებ! მაგრამ უნდა დამიჯერო! -თქვა და ქალის სხეულს შეეხო. ტუჩებში აკოცა და ცოტახანში მოშორდა.
-თეთრი ღვინო დაგილევია.
-ასეა!-თქვა და ერთად წავიდნენ ოთხაისკენ...

დილას გაიღვიძა ერიკმა და აბაზანისკენ დაიძრა.
ემამ ძილი გააგრძელა, ვერ გაეგო რა დაეჯერებინა. მაგრამ ერიკმა თუ დაუჯერა უნდა დაეჯერებინა მისთვის,მაგრამ იქნებ ამას იმიტომ იჯერებდა და არ ბრაზობდა რომ თვითონ დამნაშავე იყო და უმალავდა სიმართლეს! ბოლოს ამ ფიქრებში ჩათვლიმა. კაციც გამოვიდა და ემასთან მივიდა.
-არ დგები?! -თქვა და ქალს ჩაეხუტა. ემამ თბილი წყლის სიგრილე იგრძნო და მოეწონა,მაგრამ აბაზანაში შესვლა ეზარებოდა და არც ადგა. ერიკს ხელი გადახვია და ისე გააგრძელა ძილი.
-არაა ჯერ. თუ გშია საჭმელი ნახე მაცივარში რამე იქნება!
-რადგან ჯერ არ მიშვებ ხელს, შენთან ვიქნები ემას აკოცა და ხელჩახვეულებმა კვლავ მიიძინეს.
ემა მალე ადგა, კარტოფილი მოუნდა, გათალა,შეწვა და ხორცი ტომატში მოშუშა ხახვთან ერთად,მერე მწვანილები და ბურგალურები დააჭრა და თეფშზე გადმოიტანა. ორივემ გემრიელად მიირთვეს და ერიკს გაახსენდა მისი ჭურჭლის გაწმენდა.
-ძალიან საყვარელი იყავი სამზარეულოში ჭურჭელს, რომ ასუფთავებდი და მაგიდაზე, რომ იჯექი!
-ჰოო?!
-ისეთი საყვარელი იყავი მინდოდა მოვსულიყავი და მეკოცნა,მაგრამ ახლა გაკოცებ მაშინ გამირბოდი!
-ერიკ! და გაიწია მისი კოცნისგან. ერიკის სახე დაიჭირა ხელში და უთხრა:
-სხვისი ნაკოცნი ტუჩები არ მინდა!
-უკვე თვეებია შენ გკოცნი! -თქვა და ქალს ძალით აკოცა და მოშორდა.
-ეხლა სამსახურში უნდა წავიდე!
-სახლში როდის დაბრუნდები?!
-როცა საქმეს მოვრჩები! -თქვა და კარების გასაღები აიღო.
-ემაა! შენი ნივთები ჩემთანა უკვე,რადგან ჩემი ცოლი ხარ! შენ ჩემი ცოლი ხარ! მე კი შენი ქმარი!
-მართლაა?! ეგ დამავიწყდა უთხრა თუ არა კაცმა ხელი მოკიდა და ახლად ჩაცმული კაბა გახადა. რამოდენიმე ხანში მის სხეულთან ერთად ლოგინში ეფერებოდნენ ერთმანეთს...
-ახლა დავიჯერე უთხრა და წამოდგომა დააპირა!
-ემააა! არ გამაბრაზო!
-უკვე გაბრაზებული ვარ შენზე!
-ემააა...გთხოვ მე ხომ დაგიჯერე,შენც დამიჯერე არავისთან არაფერი არ მქონია. შენ მიყვარხარრრ! შენნნ მიყვარხარ მარტო!
-კარგი...ახლა წავიდეთ! -თქვა და ქალი სამსახურში მიაცილა და სამსახურისკენ წავიდა კაციც.
რამოდენიმე დღე გავიდა,ერთმანეთთან ჩვეულებრივად იყვნენ არც ძალიან ახლოს არც შორს. ემამ ესკიზები დაასრულა. კარებზე დააკაკუნეს და რამოდენიმე კონვერტი კოლოფი შემოიტანეს.
ემამ ჩაიხედა და კაბა ამოიღო ორი ცალი ერთი წითელი ერთი ოქროსფერი. -მიყვარხარ ემა. ერიკი წაიკითხა და კაბის გასასინჯათ აბაზანაში გავიდა.
ორივე კაბა გაისინჯა და ოქროსფერი ჩაიცვა და დაიტოვა ტანზე.ისევ სამუშაოს დაუბრუნდა.
ყველა ფოტოები უკვე გამზადებული იყო და კედლებს ამშვენებდნენ.
ერიკი ცოტახანში მის კაბინეტში შევიდა და კარებთან გაჩერდა.
-რაიყო ახლოს ვეღარ მოდიხარ?!
-ოქროსფერი ძალიან მიყვარს და მაგიჟებს ის აზრი რომ პირველ დღეს ხელში ვერ ჩაგიგდე! ემა და მისკენ წავიდა. ქალს ხელი მოკიდა დაატრიალა და აათვალიერა,იმ კაბას ვერ შეედრება რაც გავხიე მაგრამ მგონია რომ ისევ ის კაბა გაცვია და მინდება რომ შენს სხეულში შემოვიჭრა! დღეიდან თანახმა ხარ ისევ ჩემი ცოლი იყო?!
-ვარ ერიკ!-თქვა ქალმა და გაეცინა:-ვიცი,რომ ხელი არ მოგიწერია. კაცს გაეღიმა და ქალს კოცნა დაუწყო ბედნიერმა.

ერიკმა გაარკვია, კარლოს ხრიკები. კაცი კარგად სცემა და ემას ყველაფერი მოუყვა. -მართალი იყავი არ უნდა წავსულიყავი! სისულელე მომივიდა. დღეიდან მარტო აღარ დაგტოვებ! -თქვა და ქალს ჩაეხუტა.
-შენ არ მიჯერებ!
-დაგიჯერებ დღეიდან! რასაც მთხოვ ყველაფერს დაგიჯერებ! -თქვა და ემას ხელები მოხვია,ყურში უჩურჩულა მიყვარხარ და მეყვარებიო...
-ერიკკ! ეს ფოტოები შენია! -უთხრა და მაგიდიდან მიაწოდა. კაცი ქალის ადგილზე დაჯდა,ქალი კი ისევ მაგიდაზე ჩამოაჯინა. კონვერტი გახსნა და ფოტოებს გადახედა: მშვენიერია! ეს მითუმეტეს!
-ჰოო?! -გაეცინა ქალს და კაცის ფეხს ხელით დაეყრდნო და ფოტოს დახედა.
-ჰო! შიშველი იყავი მხოლოდ ნაქსოვში და ძალიან მინდოდა შენი მოფერება!
-მერე?! ვინმემ დაგიშალა?!
-რაც მომივიდა ჩემი ბრალი იყო! ვინ მაძალიდა! იქ მოდელად ამეყვანე იმ დღეს,თანაც ასე შიშველი!
-ძალიან გინდოდა ჩემი ფოტოები და გაქვს კიდევაც! -უთხრა და ფოტო გამოართვა ხელში,კონვერტში ჩადო და მაგიდაზე დადო.
ქალს ხელი ჩაჭიდა და მაშინათვე კარებისკენ წავიდა,საუბრით კაცი სახლში წავიდეთ მომენატრეო...

კრისტალი გადაღებებზე მონაწილეობდა,უამრავ ფოტოს უღებდნენ და ამზადებდნენ ჩვენებისთვის. ყველაფერი მზად იყო. ალა ფურშეტი პატარა მაგიდებზე ეწყო,ხილი, წვენები სასმელები ყველაფერი მაგიდაზე ეწყო და სტუმრებს ელოდა. ჩვენება ,,შოკოლადიანი ქვები " ღამის 8 საათზე იყო.სცენა განათდა და სინათლე მხოლოდ სცენის წინა კედელს შეეხო ზემოდან შავი იები ცვიოდა,ცოტახანში მთელი ტერიტორია იასამნისფერმა იებმა დაფარეს. მოდელები წამოვიდნენ,რომლებიც სულ შავები იყვნენ,მათი გამჭვირვალე სამოსი,რომელიც ემამ შეუკვეთა, მთლიანად შოკოლადით იყო გაჟღენთილი,მხოლოდ მაკიაჟი ჰქონდათ იასამნისფერი თვალებზე და ფერადი სამკაულები ამშვენებდათ. შავი გაყინული შოკოლადის სხეულს მხოლოდ ფერადი სამკაულები ამშვენებდა. თავის უამრავ ფერებს აფრქვევდნენ გარშემო სამკაულები,ყვავილების გზას მიაპობდნენ და წინ მიიწევდნენ შავ შოკოლადში გამოწყობილი მოდელები. რამოდენიმე შოკოლადით გაჯერებული ქალების შემდეგ პოდიუმზე ქეტრინის სამოსით ჩნდებოდნენ მოდელები,რასაც ისევ ენაცვლებოდა შავი შოკოლადიანი ქალები და ისევ ქეტრინის კომპანიაში შექმნილი ტანსაცმელი...
მთელი ჩვენების განმავლობაში შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ მოწვეულ სტუმრებს,რამოდენიმე დესერტიც დაარიგეს და სტუმრებს უფლება მისცეს იქვე ენახათ შოკოლადის ჩამოსხმის და ახალი ლეღვიანი შოკოლადი დაეგემოვნებინათ...
ფოტოები უკვე გამოფენილი იყო შოკოლადის კრიალა სხეულზე სამკაულები ანათებდნენ და მთელ მუქ ფერს ისე შთანთქავდნენ,მხოლოდ სამკაულების ფერები და მათი ბრჭყვიალება მოჩანდა. ემას გამორჩეული ოპალის ქვა დიდ ფოტოზე გაემზადებინა და ცენტრი მოეხვედრებინა,მნახველები,როგორც კი შეაბიჯებდნენ გამოფენის დარბაზში,მაშინათვე მოხვდებოდათ თვალში ეს საოცარი ფერთა შერწყმა ახალი გამობრწყინებული და დაბადებული ოპალისა.
ყავისფერ ხელმოწერილ ბარათს ხელი შეახო და ბედნიერმა მიულოცა გამარჯვება ერთ-ერთ ჟურნალისტს. გადასცა თუ არა მისთვის ყველაზე ძალიან მოსაწონი ყელსაბამი, ფოტოც გადაიღო ახალგაზრდა შავ თმიან ქალთან,რომელიც ბედნიერი იდგა ემას წინ და ახლად უფასოდ მოპოვებულ სამკაულს ყელზე ემას დახმარებით ირგებდა...
ყველა სტუმარს დაურიგეს შოკოლადებით სავსე კალათა...
ემამ ერიკს ხელი ჩასჭიდა და მაშინათვე იგრძნო კამერების ხმაური. კაცს ბედნიერმა უჩურჩულა:-ჩემი საოცარი ოპალი უკვე სხვისი საკუთრებაა...-თქვა და კაცს მხარზე ხელი დაადო და მიეხუტა. -მე კი ვიცი,რომ შენ ხარ საოცარი და საიდუმლო,-თქვა კაცმა ჩუმად ქალის ყურთად და მაშინათვე განაგრძო საუბარი:- მინდა...მინდა გნახო საღებავებით ხელში,პატარა გათხუპნული მოუსვენარი არსებასავით,რომელიც სრულიად საღებავიანი იქნება სახეზე,ხელებზე და ტანზე...-მოესმა თუ არა ქალს უცბად უკან გაიწია,მაგრამ კაცმა ხელი მაგრად ჩასჭიდა წელზე და მიიკრო სხეულზე,-ემაა...საოცარი ჩვენება იყო...მაგრამ მე სამკაულებზე მეტად შენ მომწონხარ...-უთხრა და ქალს გაეღიმა და უცბად გასწია თავი უკან და კაცს თვალებში შეხედა,-ერიკ...დროა აქაურობა ცოტა მივალაგო და მერე პირველ და მეორე სართულს გადავხედო,რომ ხვალ ყველაფერი მზად იყოს...-თქვა და ორივენი მალე გაშორდნენ ერთმანეთის სხეულებს...

ჩვენების მეორე დღეს ყველაფერი მაღაზიაში გამოფინეს და გაყიდვაც დაიწყეს.



№1 სტუმარი Guest თეკლა

აუცილებლად გაგრძელეთ !!!

 


დავასრულებ ჩემო კარგო სულ რამოდენიმე ხანში, მადლობთ რომ კითხულობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent