შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a deep breath, tomorrow will be worst! (2)


11-06-2017, 18:17
ავტორი Hot Chocolate
ნანახია 1 573

სიცილი ჯერ კიდევ მესმოდა მაგრამ არ მაღიზიანებდა. ვუყურებდი ადამიანს რომლის თვალებსაც უსირცხვილოდ აერეკლა მთელი გალაქტიკა, და რომლებმაც გაბედეს და მთელს ჩემს სამყაროდ გადაიქცნენ. და აი ასე მარტივად მე და ის, გოგონა რომელიც იატაკზე გაშხლართულიყო და ბიჭი რომელსაც მუცელი ხელით ეჭირა, სიცილით მთელს კაფეტერიას აყრუებდნენ. დიახ, იმ დღეს ვიგრძენი პეპლები მუცელში და ბჟული თავში. თითქოს ჩემ თავში ათასობით ბუზს ერთად მოეყარა თავი და ბზუოდნენ.
მან ხელი გამომიწოდა და წარმოიდგინეთ ბოდიშიც კი მომიხადა მე კი ვიდექი შტერივით და ხმას ვერ ვიღებდი. მერე კი ხანგრძლივი არდადეგები დაიწყო. თითქმის საუკუნედ მეჩვენა ის ერთი კვირა რომელიც გაურკვევლობაში გავატარე. ვერ ვნახულობდი და არც არაფერი ვიცოდი იმ ყროყინა ბიჭზე გადამდები ღიმილი რომ ჰქონდა. გასაკვირია მაგრამ არც ანიმ იცოდა არაფერი. ალბათ ახალადგადმოსულიაო მიმეორებდა გამუდმებით.
-რატომ გაინტერესებს?
-უბრალოდ.
ველოდები როდის დაანებებს ჩემს დაკითხვას თავს
-ვიცი რომ მოგწონს
ტელეფონიდანაც კი ვიგრძენი მისი ეშმაკური ტონი
-სულაც არა!
შესამჩნევი ბრაზი მიკრთება ხმაში.
-კარგი როგორც შენ იტყვი. უნდა წავიდე მერე დაგირეკავ.
-კარგად.
ფანჯრის რაფაზე ვჯდები და სიჩუმეს ვუგდებ ყურს. მერე ვხვდები რომ სხვა ჩემხელა გოგონები მაკიაჟზე, მსახიობებზე, ჯასტინ ბიბერზე, ‘’one direction’’-ზე, მოდაზე, შეყვარებულებზე საუბრობენ მე კი… ცხოვრებამ არანორმალურად სწრაფად გამზარდა. ჩუმად ვვოხრავ და ისევ სიჩუმეს ვაყურადებ. ახლა მხოლოდ ორი რამ მინდა ყურსასმენები და ცხელი ყავა. დაბლა ჩავდივარ და ყავას ვიმზადებ. მერე ყურსასმენებს ვირგებ და სულ მალე ელიოტ სმიტის ‘’between the bars’’ ისმის. სასწაული ხმა და სასწაული მელოდია მალევე მამშვიდებს და როგორც ყოველთვის შიშის გრძნობა მეუფლება. ოდიდან ასეა, როცა ამ სიმღერას ვუსმენ შიში მიპყრობს და თვალები უნებურად მეხუჭება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ წუთას ძალიან ცხელი შხაპი მივიღე და მთელი ჩემი ძალა წყალს გავატანე. მელოდია მთავრდება. სულ მალე დაბლიდან ხმაური მესმის. ოღონდ ეს არა! ლამისაა ვიყვირო გამწარებულმა და დაბლა ჩავრბივარ. ხმა სამზარეულოდან ისმის. ჩემი საყვარელი ‘’მამიკო’’ დედაჩემს უყვირის. როგორც ყოველთვის გალეშილი მთვრალია. ‘’შენ გაგისკდა მუცელი’’ ვფიქრობ გამწარებული და დედას ამ ველურის ტორებიდან ვიხსნი.
-არც კი გაბედო!
ვსისინებ ხმადაბლა. მიკვირს საიდან ამხელა გამბედაობა? როგორ მოხდა რომ ამ ორანგუტანგის წინ ვდგავარ და შიშისგან ქვეშ არ ვიფსავ? ყველაფერი იცვლება!
-შენ გამაჩერებ?
ახლა ჩემზე წევს ხელს. დედაჩემი კი კუთხეში მოკუნტული წევს. ახლა მეცოდება მიყვარს და თან სასტიკად მძულს. ამ მხეცმა ისე დაასუსტა ვერაფერს ვერ უბედავს და იმის უფლებას ძლევს ყოველ ღამე ცემოს და მერე მისი ნების საწინააღმდეგოდ გაჟიმოს. ვიცი ჩემგან უხეშად ჟღერს მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი აქვს. როგორც მიხვდით ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავი და დედაჩემის ნარკომან, ალკოჰოლიკ საყვარელს მე ვუმკლავდებოდი და არა ნარკოტიკებისგან გაბრუებული დედა. იმ ღამესაც მე მცემა დედაჩემის მაგივრად.
სარკესთან ვდგევარ და ჩალურჯებებს ვათვალიერებ. ხოო საქმე რთულადაა. ამ ორანგუტანგს ძალა ერჩის. მისი თითები მკლავებზე და სახეზე მატყვია. სამზარეულოში ჩავრბივარ მას შემდეგ რაც ვრწმუნდები რომ იმ ველურს ჩაეძინა და საყინულიდან ყინულებს ვიღებ. დალურჯებულ ადგილები ოდნავ მიფეთქავს. კიდევ კარგად ვარ მახსოვს პირველ სემესტრში ისე მცემა 1 კვირა სკოლაში ვერ დავდიოდი.
-როგორ დავმალო ახლა ესენი?
ვბუტბუტებ ჩუმად და თავს ძლივს ვიკავებ ცრემლები რომ არ წამომივიდეს. ხო ცხოვრებაც ამას ჰქვია. უკვე დავსპეცდი ამ სილურჯეების დამალვაში.
-მგონი ცოტაოდენი მაკიაჟი გამოგადგება არა?
მეკითხება დედა დასუსტებული ხმით და ცრემლებს იწმენდს.
-მგონი
ვიღიმი. მასაც ნელ-ნელა ეპარება ღიმილი თუმცა ეს ღიმილი ღიმილს არ ჰგავს. თითქოს ტკივილისგან კრიჭა აქვს შეკრული. მოულოდნელად ბრაზი მიპყრობს ახლა მე უნდა ვტიროდე, მე უნდა მტკიოდეს და მე უნდა ვწუწუნებდე ის კი არა. მან მოახერხა და ეს მუქთაღორა კაცი სახლში შემოიკედლა ამან კი ყველაფერი ის გამოიწვია ახლა რაც ხდება. ზიზღით ვივსები და ჩემი უხეში სიტყვებიც ამითაა განპირობებული.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა (დედა)
-რატომ აძლევ იმის საშუალებას რომ ასე მოგექცეს?
-სხვა გზა არ მაქვს.
-ყოველთვის არსებობს სხვა გზა!
ჩემი ოთახისკენ მივრბივარ თან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრი. დაღლილს მალევე მეძინება. 2 დღეში სკოლაში უნდა დავბრუნდე. ჯანდაბა! ორ დღეში რა სასწაულით მვირჩინო ეს დალურჯებები? მთელი სამყარო მძულს და თვით ღმერთიც. მამაჩემი თავისთან რომ არ წაეყვანა არაფერიც არ მოხდებოდა ისევე ვიცხოვრებდი როგორც ანი და მისი ოჯახი. თუმცა ახლა საყვედურებით ვერაფერს გამოვასწორებ მაგრამ ის კი ვიცი რომ ღმერთს ვერადროს ვაპატიებ. მომიტევეთ რომ ასეთი გულუბრყვილო ვიყავი მაშინ ხომ არ ვიცოდი რომ ღმერთი არ არსებობდა. ბოლოს უადგილო აზრი მომდის თავში ‘’ალბათ ტონალური მართლაც კარგი ვარიანტია.’’
ორ დღეში მართლაც ტონალურ წასმული, გრძელ სახელოებიანი მაისურით მივდივარ სკოლაში თმა კი მხრებზე მაქვს ჩამოშლილი.
კლასში ისეთი სახით შევდივარ ყველა ხვდება რომ ჩემი დაცინვა და მათი დამცირება ერთ ტემპში მოხდება. გული ყელში მებჯინება როდესაც ანის აცრემლიანებულ თვალებს ვხედავ ვიცი კიდევ შემატყო. მის გვერძე ადგილი ცარიელია და ჩქარი ნაბიჯით მისკენ მივიწევ რატომღაც ისევ იმ ბიჭს ვეჯახები და ბუტბუტით დარცხვენილი ვუხდი ბოდიშს.
-ამის გამო ვაზღვევინებ. გპირდები.
მეუბნება ანი და მაგრად მეხუტება. მეც ცრემლებს თავისუფალ გზას ვაძლევ. ვიცი მაინც ყველას ჰკიდია ვიტირებ თუ არა. უეცრად იმ ბიჭის გაშტერებულ თვალებს ვაწყდები, მისი მზერა ჩემსკენაა მომართული მე კი მისი ვარსკვლავებიანი თვალების ყურება მამშვიდებს. ცრემლები წყდება და სევდიანად ვუღიმი ‘’უცნობს.’’ ისიც მიღიმის.
როგორც იქნა ის წელი დამთავრდა. რომ გითხრათ ბრწყინვალე ნიშნებით დავამთავრე სემესტრი თქო მოგატყუებთ. მართლა არ მეზარებოდა სწავლა უბრალოდ იმდენი რამ დატრიალდა გარშემო რომ...
ზაფხული წარმოუდგენელი გამოდგა. ეს იმ მხრივ რომ ძალინ ბევრი რამ შეიცვალა.
საღამოს როგორც ყოველთვის ანის ველაპარაკებოდი როდესაც ყვირილი გავიგონე. ტელეფონიც თან გავიყოლე და ანის ვუთხარი რაღაც ხდება მეთქი.
ხმაური დედის ოთახიდან მოდიოდა. დედაჩემი კიოდა
-არ გინდა! გთხოვ!
მივხვდი რომ რაღაცას აძალებდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დედა ფხიზელი მეჩვენა, თითქმის ისეთივე იყო... თითქმის ისეთი იყო როგორც მანამდე.
ოთახში შევვარდი და ხელში ნემსმომარჯვებული ომარი დაინახე. ომარი ერქვა იმ მხეცს. დედა კი ლოგინზე იყო დაგდებული.
მივხვდი რაც ხდებოდა. ამ მხეცს უნდოდა დედაჩემი ხელახლა შეესვა წამალზე.
-მოაშორე შენი ბინძური ხელები დედაჩემს!
ვიყვირე ჩემდა უნებურად. ომარი კი თიქოს სიზმარიდან გამოფხიზლდაო ჩემსკენ მოიხედა. თვალები ჩასისხლიანებოდა და აშკარად გაკეთებულში იყო.
წამებში ჩემსეკენ გამოქანდა და დამარტყა
-როგორ ბედავ? ახლავე გაეთრიე.
-შენ როგორ ბედავ? სასწრაფოდ წადი ამ სახლიდან
-შენ მე ვერ გამაგდებ
მიყვირა და კიდევ ერთხელ გამარტყა სახეში. ამჯერად იატაკს დავენარცხე.ტელეფონი ხელიდან გამივარდა. ის ველური კი ზემოდან გადამჯდა
-ოოჰ რამხელა გაზრდილხარ ვერც კი შევამჩნიე.
ჩაიცინა და ალკოჰოლის საზიზღარი სუნი მომაფრქვია. არა! არა! არა!
მის ტორებში მომიქცია და ტანსაცმელი შემომახია
-არა! არა! გამიშვი! გულს მირევ! მძულხარ!
ვყვირი განწირული და დედაჩემისკენ იმედიანად ვიყურები.
-რას აკეთებ მომშორდი!
მისი დამპალი სუნთქვა ყელზე მეფრქვეოდა და ზიზღისგან გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
-გთხოვ არა!
უკვე ხვეწნაზე გადავედი რომ გავეშვი ის კი არადა არ მიშვებდა და ჩემს სხეულზე თავისი ტორებს აფათურებდა. მძულს მინდა მოვკლა!
დედაჩემი კი საწოლზე ეგდო ‘’კაიფში’’ იყო.
შველას ვითხოვდი მაგრამ ვიცოდი არავინ მოვიდოდა ჩემს დასახმარებლად.
თუმცა შევცდი ვიღაცამ კარზე დააბრახუნა.
-მიშველეთ! დამეხამრეთ!
ვიყვირე დაიმედებულმა. კარი შემოანგრიეს და კიბის საფეხურებზე ნაბიჯის ხმაც გავიგე. მერე გონება დავკარგე რადგან ომარმა თავი მთელი ძალით დამარტყმევინა იატაკზე და გავითიშე. მხოლოდ ანი დავინახე და სხვა ვიღაც... ნგრევის ხმა...ვიღაც მთელი ძალით იგინება... და ბოლოს პოლიციის სირენის ხმაც ისმის. მერე კი საბოლოოდ ბნელდება.




პ.ს მიხარია რომ მოგწონთ :)
ამ თავში დიდი ემოციები ჩავდე და იმედია მოგეწონებათ. ველი თქვენს შეაფსებას ძვირფასებო.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძააან მაგარი პერსოანაჟები გყავს ეს გოგოები და ისტორიაც ძალიან საინტერესოა ოღონდ მთელი გულით გთხოვ ამ ყველაფერს ბანალური ლავ სტორით ნუ გააფუჭებ რამე განსაკუთრებული გააკეთე. რამდენჯერაც ეს გოგო ფიქრობს იმ ბიჭზე ტემპი ვერდება რა როგორ აგიხსნა მოკლედ ამ მხრივ კარგად დაუკვირდი და სხვა ყველაფერი მაგარია!!!!

 


№2  offline წევრი Hot Chocolate

nawkas12345
ძააან მაგარი პერსოანაჟები გყავს ეს გოგოები და ისტორიაც ძალიან საინტერესოა ოღონდ მთელი გულით გთხოვ ამ ყველაფერს ბანალური ლავ სტორით ნუ გააფუჭებ რამე განსაკუთრებული გააკეთე. რამდენჯერაც ეს გოგო ფიქრობს იმ ბიჭზე ტემპი ვერდება რა როგორ აგიხსნა მოკლედ ამ მხრივ კარგად დაუკვირდი და სხვა ყველაფერი მაგარია!!!!

სიმართლე გითხრა თავიდანლავ სთორიზე ვფიქრობდი მერე კი მივხვდი სისულელე იქნებოდა და ამიტომაც სხვა რამ მოვიფიქრე. ძალიან კარგია რომ მოგწონს :)

 


№3  offline წევრი ბიბი

ძალიან კარგად წერ, ყოჩაღ, ბევრი ემოცია და შრომა იგრძნობა, იმედია ასევე გააგრძელებ.

 


№4  offline წევრი ნეპტუნიელი

კარგად წერ... მომწონს ... იმედია არ შეწყვეტ წერას!!! ველოდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent