შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (10)


11-06-2017, 20:24
ავტორი jina
ნანახია 2 292

სწრაფად ჩაირბინა გოგონამ კიბე, მისაღებში შევიდა სადაც მშობლები ლაპარაკობდნენ..
–მამა, დედა რამდნეიმე დღით ქალაქგარეთ გავდივარ
–ამ ღამეს? გაუკვირდა ეკას
–რამე მოხდა მაა? მზრუნველად იკითხა ერეკლემ...
ამ დროს გაისმა მანქანის სიგნალიც, გიორგი იყო მოსული.... ნიტა იგივე უემოციო გამომეტყველებით გავიდა გარეთ და ავალიანის მანქანის დანახვაზე ოდნავ მოეშვა... სწრაფად მიუახლოვდა ავტომობილს და იმავე სისწრაფით წავიდნენ... გიჟივით ჩამოირბინა კიბე დემეტრემ მაგრამ მანქანას ძალიან შორიდან მოჰკრა თვალი... დემეტრეს ამ მდგომარეობაზე შეშფოთდნენ კატოც და ერეკლეც
–რა ხდება შვილო.. რატო გავარდა გიჟივით? ეკატერინე გულზე ხელდადებული გამოვარდა
–ცოტა ვიკამათეთ.. ხომ იცით რა ჯიუტია.. მაქსიმალური სიმშვიდით უპასუხა
–რამე სერიოზულია? ამეჯრად ერეკლეს ბოხი და მკაცრი ხმა მისწვდა დემეტრეს ყურთასმენას
–მოვაგვარებთ არ იდარდოთ...
მოკლედ დაემშვიდობა სასიდედრო–სასიმამროს და იქიდან აორთქლდა...

როგორც კი ნიტა მანქანაში ჩაჯდა გიორგიმ ავტომობილი დაძრა, საოცარია მაგრამ არაფერი უკითხავს... სრულიად მდუმარედ დაადგნენ გზას.. უსიტყვოდ უგებდა ავალიანი ამირეჯიბს, თითქოს ეს მისი სულიერი ნაწილი იყო, რომელიც ყოველთვის სჭირდებოდა და ყოველთვის უსიტყვოდ უგებდა. ავალიანმა იცოდა რომ ნიტას მარტო ყოფნა სჭირდებოდა, სრულიად უცხო გარემოში, ამიტომ ქალაქგარეთ ერთ დასახლებაში წაიყვანა, სადაც მაშინ მიდიოდა გიორგი, როდესაც სიმშვიდე და სიწყნარე უნდოდა...
ერთ საათში მივიდნენ დანიშნულების ადგილას, უსიტყვოდ გადმოვიდნენ მანქანიდან, ნიტას ჩემოდანიც გიორგიმ შეიტანა სახლში, რომელიც ორსართულიანი, ძალიან კარგად მოწყობილი და კომფორტული იყო... შესვლისთანავე ბარგი ორ ოთახში გაანაწილა ავალიანმა, ცოტა მიალაგა იქაურობა და გოგონას მიუბრუნდა
–ლამაზია აქაურობა... მშვიდად წარმოთქვა ამირეჯიბმა
–ვიცოდი რომ მოგეწონებოდა... დალევ?
–ნამდვილად მჭირდება...
გიორგიმ ორი ჭიქა და წითელი ღვინო გამოიღო კარადიდან, აუზთან გავიდნენ, ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცა და ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა... ამირეჯიბმა ფეხსაცმელი გაიხადა და თბილ წყალში ჩაყო ფეხები, გიორგი უბრალოდ მის გვერდით დაჯდა, ღვინო ჭიქებში ჩამოსხა და გაუწოდა, ნიტამ ისევ უემოციო სახით გამოართვა და ერთი ყლუპი მოსვა
–15 წლის ვიყავი როცა ამერიკაში წავედი მშობლებთან ერთად... (წამით გიორგის გახედა, უჭირდა საუბარი მაგრამ ეს ეტაპი უკვე გადალახული ჰქონდა, მაგრამ სრული გათავისუფლებისთვის ვინმესთან მოყოლა სურდა, უბრალოდ ლაპარაკი განაგრძო).. სასწავლებლად ყველაზე კარგი გზა იყო ჩემთვის, ყოველთვის მსურდა ამერიკაში ცხოვრება...
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედნიერად ვცხოვრობდი, აი ზუსტად ისე როგორც თინეიჯერი ამ ასაკში, ყველაფერი მქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი რასაც კი მოვინდომებდი... ჩემი თორნიკე, კესო და დანიელი იქ გავიცანი... როცა 18ის გავხდი გადავწყვიტე რესტორანში აღმენიშნა და ნიუ–იორკში საუკეთესო რესტორანი დავჯავშნეთ, ჩემი მშობლები იმ დროს საქართველოში იყვნენ, ბიზნესი და სამშობლო დიდი ხნით ვერ დატოვეს ამიტომ გაემგზავრნენ... გამორჩეულად გამოვეწყე და საღამოს უკვე რესტორანში ვერთობოდი... ყველა დაპატიჟებული მყავდა, უბრალო ნაცნობებიც კი, რესტორანი დავხურე, არ მინდოდა რამე ზედმეტი შარი და საუკეთესო გამოსავალი გამოვნახე... დიდი ხანი გაგრძელდა გართობა, გათენებისას დავიშალეთ, საკმაოდ მთვრალი ვიყავი, საჭესთან ვერ დავჯდებოდი და ამიტომ ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე მაგრამ ერთ–ერთმა სტუმარმა, რომელიც ჩემი კლასელი აღმოჩნდა, გაყვანა შემომთავაზა, ორი ძმაკაცი ახლდა თან, მე და კიდევ ჩემი ერთი კლასელი გოგონა წაგვიყვანა, ჯერ ის მიიყვანეს სახლში... მერე... (ნიტა ისევ გაჩუმდა, უჭირდა სიტყვების მოძებნდა, აუზის გასწვრივ ჰორიზონტს უყურებდა ისე თითქოს იმ კადრებს იქითკენ აცოცხლებდა და პირდაპირ მის თვალწინ მიმდინარეობდა, ღვინო მოსვა და ისევ განაგრძო) ნახევრად მძინარე ხელში ამიყვანა ვიღაცამ, დაბინდული თვალებით მხოლოდ სილუეტს ვუყურებდი დავერ ვარჩევდი ვინ იყო, მეგონა სახლში საწოლზე დამაწვინა მაგრამ უხეში ზედაპირი რომ ვიგრძენი ზურგის ქვეშ მაშინვე თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე, სამივე თავზე მადგა და საზიზღარი გამომეტყველებით მიყურებდნენ, წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელი მკრა რომელიღაცამ და ისევ იმ უხეშ ზედაპირზე დავეცი, სანამ წამოვდგებოდი მეორემ პირი გამაღებინა და ყვითელი აბი გადამაყლაპა, უკან უნდა გადმომეგდო მაგრამ პირზე ამაფარა ხელი და ვერც მივხვდი ისე დავლიე... მერე აღარაფერი მახსოვს გარდა იმათი უშვერი სიტყვებისა და ოხვრისა, ტკივილსაც კი ვერ ვგრძნობდი, თითქოს დავფრინავდი... როცა გამოვფხიზლდი სადღაც ბალკახებში ვეგდე, სრულიად შემოხეული მქონდა კაბა, საშინელი გრძნობა და გემო მქონდა, ვერც წამოვდექი, ვერც ვერაფერი ვქენი... არ ვიცი რანაირად მიპოვა ჯეკმა, მაგრამ ფაქტია მასთან მოვედი წესივრად გონს... არ შემიძლია იმის მოყოლა როგორ ვგრძნობდი თავს, უბრალოდ ენით აღუწერელია..
–კიდევ დამისხი (ჭიქა გაუწოდა გიორგის, რომელიც ამ ხნის მანძილზე ძალიან მშვიდად უსმენდა, მაგრამ აშკარად უჭირდა. უხმოდ გამოართვა ჭიქა და ღვინო კიდევ დაუსხა... ნიტამ რამდენიმე ყლუპი მოსვა, არ ტიროდა, არც ბრაზს გამოხატავდა მისი თვალები, არც სინანულს, არავითარ ემოციას, უბრალოდ ყვებოდა)...
–ჯეკი ქველმოქმედი არ არის, ასე ვთქვათ დიდი ძალაუფლება აქვს, დიდი კიარა უდიდესი, ბევრი ყავს მოკლული, ბევრი გადარჩენილი... მთელი ერთი წელი ვცდილობდი მდგომარეობიდან გამოსვლას, ჯეკი დამეხმარა, მისი წყალობით ისევ გავუსწორე ცხოვრებას თავი, ჩემს მშობლებს უბრალოდ ჩემი სახელით სწერდა და აგებინებდა რომ კარგად ვარ, ყველას და ყველაფერს შევეშვი, სრულიად დაცარიელებული ვიყავი, ჯეკმა იმდენი მოახერხეა რომ პირველად შურისძიების წყურვილი გამიჩინა, მიზანი მომცა და ამ მიზნისთვის დავიწყე გამოღვიძება, დღე და ღამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი და გეგმებს ვალაგებდი რომ სათითაოდ გამომესალმებინა სიცოცხლეს სამივე... ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის, ზუსტად ერთი წელი ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება და როგორც საუკეთესო მებრძოლი, მებრძოლიც და ქილერიც.. ჯეკთან სამწლიანი ხელშეკრულება დავდე, ყველაფერს ვაკეთებდი დავალებების სწორად შესასრულებლად, როცა მზად ვიყავი დავბრუნდი. 20 წლის იუბილე მქონდა, იმ ღამეს სამივემათგანი ვიპოვე და დაუფიქრებლად დავხოცე, არ მოგიყვები როგორი ხერხები გამოვიყენე.. დავალებებს სულ შუაამით ვაკეთებდი, ნახევარმთვარის დროს, როცა გამაუპატიურეს მაშინაც ნახევარმთვარე იყო, ტატუ გავიკეთე კისერთან რადგან არ მინდოდა ის ღამე დამვიწყებოდა და იცი რატომ ? იმიტომ რომ საკუთარი თავი არ დავადანაშაულო მათ მკვლელობაში, მახსენდება ის ღამე და ვრწმუნდები რომ ჩემი ხელით უნდა დამესაჯა სამივე...
–ეს ის მომენტია როცა არ ვიცი რა გითხრა.. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ავალიანმა დაარღვია სიჩუმე... ნიტას სიმწრით გაეღიმა
–მთავარი არ მითქვამს...
–მგონი ეხლა ის უნდა მომიყვე დემეტრე რა შუაშია ხომ?
–სწორად მიხვდი... ცხოვრება ისევ ისე გავაგრძელე, ნიუ–იორკის საუკეთესო უნივერსიტეტი დავასრულე, ჩემი სამსახური კი ჯეკი იყო.. დავალებები ხშირად არ მქონია, სინდისი მაწუხებდა ზოგჯერ ისეთ ხალხს ვხოცავდი, თუმცა ერთხელ რომ გაისვრი ხელს ისედაც ბინძური ხდები და.... საკმაოდ უხეში გავხდი, ფეხებზე მეკიდა ყველაფერი, ვისთანაც მინდოდა იმასთან ვწვებოდი მხოლოდ ერთი ღამით... საქართელოში რომ დავბრუნდი როგორც იქ ვცხოვრობდი აქაც ისე განვაგრძე, ჩემმა მშობლებმა ჩემი დაბრუნების გამო წვეულება გამართეს, მეკი მეგობრებთან ერთად გვიან გავიპარე კლუბში, სწორედ იქ ვნნახე დემეტრე და მხოლოდ ერთი ღამე გავატარე მასთან, ისიც იგივე პრინციპის აღმოჩნდა როგორისაც მე... მერე გავიგე რომ დავორსულდი, აზრადაც არ მომივიდოდა ეს შემთხვევა... ყველაფერი იცი იმის გარდა თუ ვინ არის დემეტრე... ის.... (მხოლოდ ახლა აემღვრა თვალები, მლაშე სითხის შეკავებას ცდილობდა, ცდილობდა მყარად ელაპარაკა მასზე, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა) ის ერთ–ერთის ძმაა, უფრო სწორად იმის, რომელიც ჩემს კლასში იყო, იმის რომელიც ბოლოს შემოვიტოვე მოსაკლავად, ყველაზე რთულად ის მოვკალი, ჯერ წყალში ვახრჩობდი, მერე დანით კისერზე ნახევარმთვარე ამოვკაწრე ისე როგორც მე მაქვს, ბოლოს კი ბალიშით გავგუდე, უფრო სწორად მომაკვდავი დავტოვე, მინდოდა წვალებით და უჰაერობით მომკვდარიყო, მეტისმეტად სადისტურია მაგრამ არ ვნანობ! არცერთი მათგანისმკვლელობას არ ვნანობ! რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე რომ დემეტრე არღვლიანი მეძებდა, ჯეკმა დამიბარა და მითხრა რომ ძმის მკვლელზე შურისძიების გამო მთელი დედამიწა გადააბრუნდა... არ ვიმალებოდი, არ მადარდებდა მიპოვიდა თუარა, მაგრამ სამქეს ყოველთვის კვალის დატოვების გარეშე ვაკეთებ, დიდხანს მოუწია ძებნამ და აქ მიპოვა... სიმართლე გითხრა ორი წლის განმავლობაში დამავიწყდა კიდეც მისი არსებობა და ეს ფაქტი... როცა გავიგე რომ გრეგორის სახელით გამეცნო და გვარი იგივე მითხრა (არღვლიანი) არც კი გამხსენებია დემეტრე... ახლახანს მივხვდი რომ გრეგორი არღვლიანი არ არსებობს... წამშივე გავიაზრე რომ მიპოვა... გასარკვევი მხოლოს ის მაქვს თუ საიდან იცნობს ჯეკს..
–შენი აზრით რა მოხდება?
–რა თქმაუნდა ბავშის გამო მივყავარ ცოლად, ეს რომ არა დარწმუნებული ვარ თვალის დაუხამხამებლად მომკლავდა, იმაშიც დსარწმუნებული ვარ რომ მანაც ახლახანს გაიგო რომ მე მოვკალი მისი ძმა...
–მოდი ჩემთან... ავალიანმა გულში ჩაიკრა ნიტა და ასე თითქმის დაათენდათ თავზე...
–მხოლოდ სენ და ჯეკმა იცით ამამბის შესახებ..
–დემეტრემ?
–აზრი არ აქვს.. მკვლელობას არაფერი ამართლებს...
–გაყვები?
–არ ვიცი.. მხოლოდ ის ვიცი რომ საკუთარ თავს და ჩემს შვილს დავიცავ!
–ყველაფერი კარგად იქნება! გადაჭრით უთხრა გიორგიმ და ხელში აიყვანა გოგონა.. მეორე სართულზე საძინებელში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა
–ძილინებისა! თავზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა...

შუადღისას გამოეღვიძა ნიტას... ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო, თავს მსუბუქად გრძნობდა, თითქოს მოეხსნა ლოდი და ამჯერად არ უწევდა მისი თრევა...
სააბაზანოში შევიდა, მოწესრიგდა და პირველ სართულზე გაღიმებული ჩავიდა
–დილამშვიდობის... გიორგიც გაღიმებული შეხვდა
–დილამშვიდობის... რა სუნებია? ეშმაკუად გაუღმა და ჰკითხა
–ყიყლიყოები ჩემს ნათლულს...
–ოჰჰ.. შენს ნათლულს? ისე გააგრძელა იგივე გამომეტყველებით საუბარი
–დიახ! რამე არ მოგწონს?
–იქნებ და არ მინდა გიჟი ნათლია ყავდეს ჩემს შვილს?
–შენ ვინ გეკითხება! ენა გამოუყო და ჩაისთან ერთად ყიყლიყოებიც დაუდო წინ ნიტას
–რომ არ ვიცოდე მარტო ვართ ვიფიქრებდი კარგმა მზარეულმა გააკეთა
–მიხარია ასეთ ხასიათზე რომ ხარ!
–ანუ გიხარია რომ დაგცინი... გაეკრიჭა ავალიანს
–შეიძლება ითქ.... კარზე ბრახუნის ხმა გაიგეს კაკუნის კიარა, ავალიანი წასვე წამოდგა და უკან მიყვა ნიტაც
–ვინმემ იცის ამ ადგილის შესახებ? სანამ კართან მივიდოდა მანამდე ჰკიტხა ბიჭს
–არავინ... კარი გააღო და ორივეს ირონიული მზერა შერჩათ
–დილამშვიდობის.. იმედია დილის რომანტიული საუზმე არ ჩაგაშხამეთ! საოცრად შხამიანი ხმით წარმოთქვა და ნიტას თვალი თვალში გაუყარა
–მობრძანდით! ჯერჯერობით თავაზიანობა გამოიჩინა ავალიანმა
–არა მიდის უკვე! ნიტამ კბილებშ გამოსცრა
–არა რატომ?! იქნებ და მინდა შემოსვლა! დემეტრემ პირდაპირ შეაწრა კარში და ნიტას ოდნავ მხარი გაჰკრა
–დამშვიდდი! სრული სიმშვიდით უთხრა ნიტას, რომელიც ცოტახანში აფეთქდებოდა
–შენთვის ადვილია! ფსიქოლოგად ხარ დაბადებული და ახლა მე მკითხე! გაჯავრებულმა უპასუხა და მისაღებისკენ წავიდა, სადაც არღვლიანი შედიოდა
–შესანიშნავი გარემოა! მოწყვეტით ჩაეშვა დემეტრე სავარძელში
მე დაგტოვებთ და თქვენ ილაპარაკეთ! მშვიდად გავიდა ოთახიდან ავალიანი
–აქ რა გინდა?! ამჯერად ამირეჯიბმა მშვიდად ჰკითხა
–შენ! წარბები ზემოთ აზიდა და ისე უპასუხა თითქოს სრულიად ბუნებრივ და ელემენტარულად მისახვედრ რამეს ამბობდა
–რას მელაპარაკები?! მართლა?!
–მიდი ჩამოიტანე ბარგი და წავედით!
–ვინ გითხრა რომ მოვდივარ?
–არავის თქმა არ მჭირდება! ათი წუთი გაქვს დრო! მეჩქარება!
–ხოდა ეგ ათი წუთი გირჩევნია მაგ ტრ*კის ასაწევად გამოიყენო!
–რამდენი გვაქვს სამუშაო! დემეტრემ ამოიოხრა და წამოდგა–აღარ გამამეორებინო! ამჯერად მკაცრად უთხრა ეს ორი სიტყვა და წარბები შეკრა.
–კარი იცი სადაც არის! ნიტამაც არ დაუთმო და ისე უპაპასუხა ვითომ დემეტრეს წამის წინანდელი სიტყვები არ გაუგია...
–რაიყო შენს საყვარელს ვერ თმობ? ნუ გეშინია მაგისნა...... ვერც მოასწრო დასრულება როცა ლოყა აეწვა
–აღარასდროს გაბედო ასეთი რამის თქმა!
დემეტრემ ლოყაზე ხელი მოისვა და მწარედ ჩაეცინა
–გეწყინა? ირონიული სიცილი მოაყოლა სიტყვას–დავიჯერო სხვა მისნაირად არ გაკმაყოფილებს? ამირეჯიბს კიდევ ერთხელ უნდა გაერტყა სილა მაგრამ მოქნეული ხელი დაუჭირა არღვლიანმა და ისე სწრაფად აიფრიალა დაკივლებაც ვერ მოასწრო, მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა... ხმაურზზე ავალიანი შევიდა ოთახში და ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა გოგონა მაშინვე წინ გადაუდგა
–გეყოფა დემეტრე!
–გამატარე!
–დასვი ნიტა!
–გამატარემეთქი! არცერთი თმობდა პოზიციებს
–გეყოფათ! აფართხალებულმა ნიტამ დაიყვირა.. –სათამაშო არ ვარ! გიორგი დამშვიდდი კარგად ვარ! არაფერი მოხდება! არ წავალ აქედან! დემეტრე დამსვი!
–ხომ გაიგე! დასვი! ავალიანმა მკაცრად უთხრა
–ხო აბა რა! ისევ იგივენაირად ჩაეცინა დემერტეს
–დამსვი დემეტრე!
–დაწყნარდი! საჯდომზე ხელი მსუბუქად დაჰკრა, ამაზე ნიტა მთლად აიჭრა
–გეფიცები განანებ!
–ეჭვიც არ მეპარება! უკვე მანქანაში ჰყავდა ჩასმული გოგონა
–დემერტე რატომ უკეთებ ამას? სრული სიმშვიდით კითხა გიორგიმ
–შენ ამას ვერ გაიგებ! კბილებში გამოსცრა და საჭესთან დაიკავა ადგილი
–ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეზიზღები! მთელი ზიზღით წარმოთქვა გამწარებულმა ნიტამ
–დაწყნარდი ჩემო ცხოვრება იგივეს თქმა შემიძლია მეც!
მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია... მდუმარედ ისხდნენ და ხანდახან თუ გააპარებდნენ მზერას ერთმანეთისკენ, ისიც წამიერად... დემეტრეს მობილური აზუზუნდა და მაშინვე უპასუხა
–გისმენ... კი მოვდივართ... არა მანდ არის ყველაფერი... დედას ჰკითხე.. ერეკლეს და კატოს გაუარეთ მზად იქნებიან უკვე.. ( როცა მშობლების სახელები გაიგონა ნიტამ გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა შეხედა) კარგი მალე ვიქნებით! (გათიშა)
–სანამ ისტერიკებს დაიწყებ მე თვითონ გეტყვი–ნიშნობა გვაქვს დღეს!
ნიტას მზერა მიეყინა მამაკაცზე, ახლაღა გააანალიზა რამხელა რისკის ქვეშ დგებოდა, წამიერად მიხვდა თუ ამას გააკეთებდა უკან ვეღარ დაიხევდა, წინ კი შესაძლოა ურთულესი გზა ჰქონოდა, რომლისთვისაც შესაძლოა ჯერ მზად არ ყოფილიყო... ხმა ვერ ამოიღო, ენა ვერ მოიბრუნა, ამჯერად აჯობეს... ფარხმალის დაყრა უწევდა.. ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას და ეს ჭკუიდან შლიდა.. თავისუფლებას კარგავდა და იბოჭებოდა...
–არ მინდა შენი ცოლობა... ხმაწართმეულმა ამოიხავლა
–მე კი უკანონო შვილი არ მინდა!
–ახლა მაინც შეწყვიტე თამაში და აღიარე რომ ბავშვი არაფერში გჭირდება! უბრალოდ ჩემი წამება გინდა!
–მეორეში მართალი ხარ! უდარდელად წარმოთქვა
–არ გინდა დემეტრე... მუდარა ერია გოგონას ხმაში...
ბიჭმა არც კი შეხედა, მანქანა უზარმაზარი სამსართულიანი სახლის უკანა ეზოში შეიყვანა და გადავიდა
–რაღას ელოდები? გადმოდი! უხეშად უბრძანა
ნიტა ისე გადმოვიდა მანქანიდა თითქოს გილიოტინაზე მიჰყავდათ, ფეხები უკან რჩებოდა, იმ ამაყ გამომეტყველებას მაინც არ კარგავდა ნაგრამ მის გულში რახდებოდა ღმერთმა უწყის...
–მეორე სართულზე მარჯვნივ მესამე ოთახში შედი და გამოიცვალე! ნიშნობა 6 საათზე დაიწყება!–ხო მართლა წითელი ფერი ძალიან გიხდებოდა იმ საღამოს ამიტომ ნიშნობისთვის წითელი კაბა შეგირჩიე! ეს უკანასკნელი წინადადება ისეთი სილაღით უთხრა თითქოს ბედნიერი მამაკაცი იყო ამ მოვლენით. ამირეჯიბი მითითებულ ოთახში შევიდა, აბაზანაში დიდხანს ინებივრა, ამასაც თუ ნებივრობა ერქვა, სულ მომავალზე ფიქრობდა, იცოდა და ხვდებოდა რა ტანჯვაც ელოდა წინ... ორ საათში გამოვიდა აბაზანიდან, სარკის წინ დაჯდა და ლოსიონის წასმა დაიწყო, ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებდა, დროს აჭიანურებდა...
უკვე ხუთი საათი იყო თმის მშრალებას რომ მორჩა, ყუთიდან კაბა ამოიღო, მუხამდე ხასხასა წითელი, მიდი მკლავით, საკმაოდ დახურული მაგრამ ამავე დროს სექსუალური, ხელზე რამდენიმე ვერცხლისფერი სამაჯური გაიკეთა, მაკიაჟი მუქ და სადა ფერებში... ერთიანობაშ ძალიან სადა მიმზიდველი და სექსუალურად გამოიყურებოდა... ამ დროს შეუღო კარი დემეტრემ, კარის ჩარჩოს მიეყრდნო და აათვალიერა მომავალი მეუღლე, კმაყოფილებისგან ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა
–ჯერ კიდევ შეგიძლია გადაიფიქრო! მკაცრად გაიჟღერა ნიტას ხმამ
–და შენი ტანჯვისგან მიღებულ სიამოვნებაზე ვთქვა უარი?! არამც და არამც!
–მეც ვერ ვთქვი უარი შენი ძმის ყვირილისგან წამოსულ სიამოვნებაზე! მთელი ზიზღით უთხრა და იგრძნო კიდეც როგორ მიეჯახა მკვრივ ზედაპირს
–მოკეტე! აღარ გაიმეორო! მისი სახელი აღარ ახსენო! დაუღრიალა მთელი ხმით
–იცი როგორ მევედრებოდა არ მომკლაო! იცი რა განწირული ხმით ყვიროდა! (ნიტა აგრძელებდა დემეტრეს გაღიზიანებას, იფიქრა თუ გავამწარებ იქნებ მიხვდეს რომ არ უნდა მომიყვანოს ცოლადო)–განსაკუთრებით მაშინ როცა კისერზე დანით ვკაწრავდი! არღვლიანმა ნიტა საწლზე დაახეთქა და მუჭი კედელს აარტყა მთელი ძალით
–ამის დედა შე*ეცი მოკეტე ! ნუ მაღიზიანებ!
ნიტა იგივე ზიზღიანი მზერით დაუდგა წინ
–ხომ ხედავ არ შეგიძლია რომ რამე დამიშავო! შერსაც ვერ იძიებ!
დემეტრე ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა, ყელზე ძარღვები გასკდომას ჰქონდა, სწრაფად სუნთქავდა და ეტყობოდა როგორ იკავებდა თავს რომ არაფერი დაეშავებინა ნიტასთვის
–ბავშვი რომ დაიბადება მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე! სკამს ფეხი ამოჰკრა და გიჟივით გავარდა გარეთ...

ნიშნობა მშვიდად მიმდინარეობდა.. სახლის წინ უზარმაზარ ბაღში წვეულება გამართულიყო.. ყველას მოეყარა თავი, ნაცნობებსაც და უცნობებს... უამრავი ადამიანი ულოცავდა წყვილს, რომლებიც ერთი შეხედვით უბედნიერესები ჩანდნენ... ვერავინ შეატყობდა მათ გულებში რა ქარბორბალა და ზიზღი ტრიალებდა..
–ქორწილი როდის გექნებათ? ერთ–ერთმა სტუმარმა წყვილს ჰკითხა
–არ ვიც.... ნიტას უნდოდა ეთქვა მაგრამ დემეტრემ დაასწრო
–ერთ კვირაში გვექნება მანანა დეიდა... ღიმილით გასცა ქალს პასუხი და ნიტას მოეხვია, მთელს სხეულზე ისე მჭიდროდ შემოაკრა ხელები გეგონებბოდათ ვინმე ართმევდა, სინამდვილეში კი ანისნა ენას კბილი დააჭირეო, ნიტამაც ღიმილით ჩაასო გრძელი ფრჩხილები კანში...
–ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი? ისევ ჰკითხა ქალმა
–უსაზღვროდ! ამჯერად ნიტამ უპასუხა, რასაც დემეტრესგან ყელში კოცნა მოჰყვა, რომელზეც ამირეჯიბს ოდნავ შეაკანკალა... საპასუხოდ ზურგიდან შემოხვეულ საქმროს რმელიც ისევ კისერში და ყელში ჰკოცნიდა, ტუჩები ყურთან მიუტანა ჩასჩურჩულა
–ძალიან ნუ შეიფერებ როლს!
–გაჩუმდი და მაცადე! ისევ გააგრძელა სველი კოცნების დატოვება.
ნიტას ისეთი უცნაური და თან სასიამოვნო შეგრძნება ჰქონდა რომ ვეღარ ითმენდა საქმროს ასეთ ქცევებს, წამიერად მათი მხურვალე ღამის კადრები ამოუტივტივდა თავში, თავის თავზე გაბრაზდა ასეთი ფიქრებისთვიდა მითმეტეს რომ მოსწონდა მისი შეხება გიჟდებოდა...
ნელნელა დაიშალნენ სტუმრები, წყვილს ბედნიერი მომავალი უსურვეს და ქორწილამდე დაემშვიდობნენ..
როცა ნიტა თავის მშობლებთან ერთად აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას და სახლში წასვლას, სწორედ მაშინ სწვდა მაჯაში დემეტრე და თავისკენ ახლოს მიზიდა, შემდეგ უფრო კარგად შეუცურა წელზე ხელი და მიიკრა
–სად მიბრძანდები ქალბატონო? ყურთან დაუჩურჩულა და ამაზე კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა ნიტას
–სახლში! გამწარებულმა უპასუხა და მის ხელს დაეჯაჯგურა რომ გათავისუბლებულიყო მაგრამ ნურას უკაცრავად
–სახლში ხარ ისედაც. იგივე ტონით უპასუხა
–მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ!
–ნიტა დემეტრე და ჩვენ შევთანხმდით რომ აქ იქნებოდი ქორწილამდე, ბავშვისა და შენი ჯანმრთელობისთვის სჯობს საქმრომ მოგიაროს, თან შეეჩვევით ერთმანეთშ. გახარებულმა კატომ მიახალა
–დედა ქორწილის მერე ისედაც აქ ვიქნები ამიტომ სჯობს წამოვიდე! მანქანისკენ გაიწია ისევ
–ქორწილის მერე ცალკე გადადიხართ, დემეტრეს ნუ აწყენინებ დაუჯერე შეეჩვევი ნელნელა
–მე მიკეთებ კატო ამას?! განწირული სახით შეხედა
–კაი დედა ნუ ბუზღუნებ! ისევ ღიმილით ჩაეხუტა ქალიშვილს...
–სათამაშო მგონია თავი... ოხვრით ამოთქვა და გააცილა მშობლები
–იმედია ხვდები რომ ცალკე ოთახში დავიძინებ! როგორც კი ნიტა იმ ოთახში შევიდა სადაც ნიშნობისთვის გამოეწყო უკან ადევნებულ დემეტრეს უთხრა
–იმედია ხვდები რომ აზრი არ აქვს შენს აზრს! იმავე ტონალობით მიუგო საქმრომ
–ისე შენ პირველ ღამესაც ხომ არ გეგმავ? გაოცებული სახით ჰკითხა
–პირველი უკვე გვქონდა! დემეტრემ ნიტას ნერვებზე თამაში დაიწყო
–ხოდა ეგ იკმარე!
–პირველი არა მაგრამ მომდევნო გვექნება!
–გეგმებს ნუ დააწყობ! თან იხდიდა ტანსაცმელს თან ისე ელაპარაკებოდა
–რაც გარდაუვალია იმას არც დავგეგმავ! მანაც დაიწყო პიჯაკის გახდა
–აქ არ დაიძინებ! კატეგორიულად უთხრა
–ასე თუ დააპირებ ჩემს წინ გამოცვლას იცოდე მართლა არ დავიძინებ და სხვა რამით დავკავდები!
–შემაშინე ვითომ?
–არ მგონია ქალიშვილობას კარგავდე ასე ორმ არც შეგეშინდება!
მის ნათქვამზე ის ღამე გაახსენდა, ის საბედისწერო ღამე და აილეწა. უპასუხოდ დატვა არღვლიანი და სააბაზანოში შეიკეტა..
როცა გამოვიდა დემეტრე უკვე იწვა და მგონი ეძინა... ნელა მიუახლოვდა ნიტა ლოგინს, თავის მხარეზე საბანი გადასწია და ფრთხილად დაწვა...
–ღმერთო გამაძლებინე... ხმადაბლა წარმოთქვა... ის ის იყო უკვე უინდა ჩასძინებოდა როცა დემეტრეს ხელი მხარზე შეეხო, დენდარტყმულივით წამოვარდა და სანანთი აანთო, მამაკაცის მოელვარე თვალებს წააწყდა, თვითნ კი ბრაზით აივსო
–რა არ გაძინებს!
–თითქმის შიშველი ჩამიწექი და კიდე მეკითხები? ოდნავ ღიმილით უპასუხა
–დაიოკე ჰორმონები სანამ ძირში მოგაჭერი ერთი ადგილი! კბილებში გამოსცრა, სანათი ჩააქრო და თავის მხარეზე დაებერტყა...
დემეტრეს ეცინებოდა მის ბავშვურ საქციელზე, იმ წამს იმხელა სურვილი ჰქონდა მოხვეოდა და ჩახუტებოდა რომ ვერ აღვწერ, მაგრამ კვლავ მისი ძმის უსიცოცხლო სხეული ახსენდებოდა...
–დედა შე*ეცი.. შეიკურთხა და თავის მხარეს გადაბრუნდა...
ვერ ისვენებდა, გვერდით ყველასთვის სასურველი ქალი ჰყავდა და ვერც კი ეხებოდა, მისი თავმოყვარეობის და პრინციპების გამო ვერ ეკარებოდა, საკუთარი შვილის დედაზე შურისძიების სურვილით იყო შეპყრობილი, მაგრამ სინდისი ღრღნიდა, საკუთარ კაცობაზე უხდებოდა გადაბიჯება იმდენად იწვევდა ეს ქალი...
–ჯანდაბა.. ჯანდაბაა,., გულში საკუთარი თავი გამოლანძღა, საცოლისკენ გადაბრუნდა, ხელი მუცელზე შემოხვია და თავისკენ მისწია, სახე მის თმებში ჩამალა და ღრმად შეისუნთქა სურნელი, მაგრამ ნიტა ამას ასე დატოვებდა? წამში დაიწყო ფართხალი
–გამიშვი არღვლიანო!
–გაჩუმდი მეძინება! დაბიხებული ხმით უთხრა
–მომაშორე ხელები!
–ბავშვს ვეფერები და გაჩუმდი!
მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდა მხოლოდ ბავშის გამო არ ეხუტებოდა დემეტრე, მაინც დანებდა, სიამოვნებდა და აბა რა ექნა, ვითომ დაიჯერა რომ მხოლოდ ბავშვთან სიახლოვე უნდოდა მამამკაცს
–მოიმიზეზა ბავშვი! მაინც წაშხამა და გაიტრუნა მამაკაცის მკლავებში, მის სიტყვებზე დემტრეს მხოლოდ გაეღიმა, კიდევ ერთხელ აივსო ფლტვები სასიამოვნო სურნელით და ძილს მისცა თავი....
***


მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო <3 აქამდე უნდა დამედო.. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე.. ხვალიდან გამოცდები მეწყება, შესაძლოა ვერ დავდო თავები ან ძალიან დიდი თავები არ იყოს.. მოკლედ თქვენთვის მომინდია თუ გსურთ რომ პატარები იყოს და ყოველდღე დავდო მაშნ ვიზამ ეგრე, თუ არადა უნდა დამელოდოთ ხოლმე <3
ამ თავთან დაკავშირებით ველითქვენს აზრებს <3 მიყვარხართ ყველა <3
პ.ს. სურათზე როგორცაა ისე გამოიყურებოდა ნიტა ნიშნობაზე



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰეიიი წარმატებები გამოცდაზე აბა შენ იცი


ძაან მაგარი იყო მომოწნს ეს გიორგი და რა ვქნა,
ვიცი რომ რაღაც მნიშვნელოვანი ქვეტექსტი აქვს ამ პერსონაჟს და ნუ ძაან მაგარი ხარ ხო იცი ისედაც და რავი წარმატებები გელი მოუთბენლად!!!!

 


№2  offline წევრი jina

nawkas12345
ჰეიიი წარმატებები გამოცდაზე აბა შენ იცი


ძაან მაგარი იყო მომოწნს ეს გიორგი და რა ვქნა,
ვიცი რომ რაღაც მნიშვნელოვანი ქვეტექსტი აქვს ამ პერსონაჟს და ნუ ძაან მაგარი ხარ ხო იცი ისედაც და რავი წარმატებები გელი მოუთბენლად!!!!

madloba chemo gogo <3 :* gamaxare komentarit <3

 


№3  offline წევრი niio

ოჰ ეს გამოცდები რა disappointed როგორც შენთვის უკეთესი და უფრო მოსახერხებელი იქნება ისე დადე, მე პრობლემა არ მაქვს heart_eyes რაც მოთხრობას შეეხება ძალიან მომწონს და ვიცი რომ მომავალსი უფრო მომეწონება kissing_heart

 


№4  offline წევრი jina

niio
ოჰ ეს გამოცდები რა disappointed როგორც შენთვის უკეთესი და უფრო მოსახერხებელი იქნება ისე დადე, მე პრობლემა არ მაქვს heart_eyes რაც მოთხრობას შეეხება ძალიან მომწონს და ვიცი რომ მომავალსი უფრო მომეწონება kissing_heart

mixaria chemo tkbilo :* :*

 


№5 სტუმარი morningstar

ძალიან მაგარია, თან ნიტას ფოტო და ჩაცმულობა ტექსტში არსებული ნიტას ანალოგია.....მაგრად მომწონს როცა დეტალებსაც ითვალისწინებენ, ყოჩაღ.

 


№6  offline წევრი jina

morningstar
ძალიან მაგარია, თან ნიტას ფოტო და ჩაცმულობა ტექსტში არსებული ნიტას ანალოგია.....მაგრად მომწონს როცა დეტალებსაც ითვალისწინებენ, ყოჩაღ.

ugrmesi madloba dzalian gaxarebuli var aseti komentarit madloba :* :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომწონს როგორც გააგრძელე,საინტერესოა სიმართლეს რომ გაიგებს დემეტრე თუ,როგორი იყო სინამდვილეში მისი ძმა და რა გაუკეთა ნიტას მერე რას იზამს.
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი jina

La-Na
ძალიან მომწონს როგორც გააგრძელე,საინტერესოა სიმართლეს რომ გაიგებს დემეტრე თუ,როგორი იყო სინამდვილეში მისი ძმა და რა გაუკეთა ნიტას მერე რას იზამს.

vnaxot ra iqneba chemo tkbilo :*

 


№9  offline წევრი nini sabauri

ძალიან მაგარი ხარ...
საშინლად იმოქმედა ჩემზე ნიტას წარსულმა,მის ადგილზე ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა,ის ბიჭები ღირსნი იყვნენ სიკვდილის.ნიტა როდის გაუმხელს ახლა დემეტრეს სიმართლეს ერთი სული მაქვს...<3 <3

 


№10  offline წევრი jina

nini sabauri
ძალიან მაგარი ხარ...
საშინლად იმოქმედა ჩემზე ნიტას წარსულმა,მის ადგილზე ალბათ ყველა ასე მოიქცეოდა,ის ბიჭები ღირსნი იყვნენ სიკვდილის.ნიტა როდის გაუმხელს ახლა დემეტრეს სიმართლეს ერთი სული მაქვს...<3 <3

vegirse shens komentars :D uzomod gaxarebuli var rom kitxulob <3

 


№11  offline წევრი iry

როდის იქნება ახალი თავვიი ??

 


№12  offline წევრი jina

iry
როდის იქნება ახალი თავვიი ??

savaraudod dges sagamos

 


№13 სტუმარი Guest მაყვალა

რაო ისევ ავორთქლდითოო...
აი იცი რა არმესნის ამდაპირებებს რომ ისვრი ჰაერში...
კარგი რა თუ არხარ შემსრულებელი რაღას გვპირდები?
თქვი რაა არვიცი როდის დავდებ შემდეგ თავსო და გათავდა საქმე.
"ამ საღამოს დავდებ...
ხვალ საღამოს დავდებ..."
ჰა დადგა ის საღამოც ეს საღამოც ხვალ საღამოც და რა როომ? არც არაფერი.
გონს მოდი ავტოორ.

 


№14  offline წევრი jina

Guest მაყვალა
რაო ისევ ავორთქლდითოო...
აი იცი რა არმესნის ამდაპირებებს რომ ისვრი ჰაერში...
კარგი რა თუ არხარ შემსრულებელი რაღას გვპირდები?
თქვი რაა არვიცი როდის დავდებ შემდეგ თავსო და გათავდა საქმე.
"ამ საღამოს დავდებ...
ხვალ საღამოს დავდებ..."
ჰა დადგა ის საღამოც ეს საღამოც ხვალ საღამოც და რა როომ? არც არაფერი.
გონს მოდი ავტოორ.

ვიმსახურებ ლანძღვას მაგრამ გამოცდებისთვის ვმეცდინეობ და ეს ისტორიები ნამდვილად არ მიშველის შესაბამის ქულას თუ ვერ ავიღებ, სავარაუდოდ იქნებამეთქი ნიშნავს რომ შესაძლოა იყოს...

 


№15 სტუმარი Guest მაყვალა

jina
Guest მაყვალა
რაო ისევ ავორთქლდითოო...
აი იცი რა არმესნის ამდაპირებებს რომ ისვრი ჰაერში...
კარგი რა თუ არხარ შემსრულებელი რაღას გვპირდები?
თქვი რაა არვიცი როდის დავდებ შემდეგ თავსო და გათავდა საქმე.
"ამ საღამოს დავდებ...
ხვალ საღამოს დავდებ..."
ჰა დადგა ის საღამოც ეს საღამოც ხვალ საღამოც და რა როომ? არც არაფერი.
გონს მოდი ავტოორ.

ვიმსახურებ ლანძღვას მაგრამ გამოცდებისთვის ვმეცდინეობ და ეს ისტორიები ნამდვილად არ მიშველის შესაბამის ქულას თუ ვერ ავიღებ, სავარაუდოდ იქნებამეთქი ნიშნავს რომ შესაძლოა იყოს...


ვფიქრობ, არაა რთული მისახვედრი რომ მხოლოდ ეს სავარაუდოდ იქნება არმიგულისხმია ჩემო კარგო)))
და არმინდა ეს ჩემი კომენტარები არასასიამოვნო იყოს შენთვის))
უბრალოდ მომწონს შენი წერის სტილი, თუ როგორ გადმოსცემ ემოციებს და რამდენად კარგად მიგაქვს მკითხველამდე პერსონაჟების განცდები...
ხოდა ეს კომენტარებიც ჩემი მოუთმენლობის ბრალია და მეტი არაფერი))
ნიჭიერი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევ.
ხოდა კიდევ მართალია სწავლაზე წინ არაფერი არუნდა დააყენოს ადამიანმა))
წარმატებები და იმედია მალე იქნება ახალი თავიც))):*

 


№16  offline წევრი jina

Guest მაყვალა
jina
Guest მაყვალა
რაო ისევ ავორთქლდითოო...
აი იცი რა არმესნის ამდაპირებებს რომ ისვრი ჰაერში...
კარგი რა თუ არხარ შემსრულებელი რაღას გვპირდები?
თქვი რაა არვიცი როდის დავდებ შემდეგ თავსო და გათავდა საქმე.
"ამ საღამოს დავდებ...
ხვალ საღამოს დავდებ..."
ჰა დადგა ის საღამოც ეს საღამოც ხვალ საღამოც და რა როომ? არც არაფერი.
გონს მოდი ავტოორ.

ვიმსახურებ ლანძღვას მაგრამ გამოცდებისთვის ვმეცდინეობ და ეს ისტორიები ნამდვილად არ მიშველის შესაბამის ქულას თუ ვერ ავიღებ, სავარაუდოდ იქნებამეთქი ნიშნავს რომ შესაძლოა იყოს...


ვფიქრობ, არაა რთული მისახვედრი რომ მხოლოდ ეს სავარაუდოდ იქნება არმიგულისხმია ჩემო კარგო)))
და არმინდა ეს ჩემი კომენტარები არასასიამოვნო იყოს შენთვის))
უბრალოდ მომწონს შენი წერის სტილი, თუ როგორ გადმოსცემ ემოციებს და რამდენად კარგად მიგაქვს მკითხველამდე პერსონაჟების განცდები...
ხოდა ეს კომენტარებიც ჩემი მოუთმენლობის ბრალია და მეტი არაფერი))
ნიჭიერი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ ბევრს მიაღწევ.
ხოდა კიდევ მართალია სწავლაზე წინ არაფერი არუნდა დააყენოს ადამიანმა))
წარმატებები და იმედია მალე იქნება ახალი თავიც))):*

xo nu mixaria rom mogwons da elodebi, chemtvis meti pasuxismgeblobaa, magram ragac paqtorebi xels mishlisxan dawerashi xan atvirtvashi, ojaxshi erti kompiuterit otxi adamiani vsargeblobt da xshirad ise gava ori sami dge rom verc vaxerxeb dajdomas, weras kide ert an or saatshi ver moaxerxeb, amitom gautvaliswinebeli paqtorebi gamomixteba xolme.. dges yvelanairad vecdebi marto rom viqnebi davwero da avtvirto <3 :*

 


№17  offline წევრი iry

ესე ორსაუკუნეში ერთხელ თუ უნდა დაიდოს სურვილი მეკარგება წაკითხვის

 


№18  offline წევრი პაწუ

აუუ როდის დადებ ახალ თავსს ?? დამავიწყდა რა წავიკითხე ცოტა მალმალე დადე რაა worried neutral_face smirk

 


№19  offline წევრი jina

პაწუ
აუუ როდის დადებ ახალ თავსს ?? დამავიწყდა რა წავიკითხე ცოტა მალმალე დადე რაა worried neutral_face smirk

dawerili maqvs bavhsvebo da kompiuteri jer dakavebulia, dges aucileblad usikvdilod avtvirtav <3

iry
ესე ორსაუკუნეში ერთხელ თუ უნდა დაიდოს სურვილი მეკარგება წაკითხვის

neta jer erti saukune manaxe rogor elode da agar gavimartleb tavs :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent