შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის ფასი (თავი III)


11-06-2017, 20:52
ავტორი tamo1804
ნანახია 1 829

ბოდიში, რომ აქამდე ვერ ავტვირთე.. რატომღაც მუზამ მიღალატა და მგონი ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს.. გთხოვთ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.. გელით..
სიყვარულით <3..



-ერთი ზარის უფლება თუ მაქვს?-ვკითხე ირონიულად.
-გააჩნია, ვისთან დარეკავ-არ ჩამომრჩა ისიც.
-ამიხსნი, რა ჯანდაბა გინდა ჩემგან თუ მაინცდამაინც პოლიციაში გინდა, რომ დავრეკო?-უკვე ძალიან გავღიზიანდი.
-დარეკე რაა-მხრები აიჩეჩა, მისი სიმშვიდე უფრო მაგიჟებდა, რა გარანტია ჰქონდა, რომ მართლა არ ვუჩივლებდი..
-და მაინც, რატომ არ რეკავ?-ვკითხე საკუთარ თავს.-გაინტერესებს? უბრალოდ გაინტერესებს? თუ შენც მოგწონს? -ც?! ვინმემ გითხრა, რომ მოსწონხარ?!
-დაიწყე-ამჯერად მშვიდად მივმართე.
-რა?-გულუბრყვილოდ ააფახულა გრძელი წამწამები. ახლაღა დავაკვირდი სახეზე "ჩემს ტაქსისტს".. (რაოო?? ჩემიოო???!!) შავგვრემანი იყო, მოკლედ შეჭრილი თმით, გარუჯული სახითა და სხეულით, ხოო, სხეული ნამდვილად უნაკლო ჰქონდა, თეთრ, მოკლე მკლავიან მაისურშიც კი გამოკვეთილად ეტყობოდა ზომიერი კუნთები, ახლა გასაგებია, რატომ კიოდნენ გოგოები, როცა მღეროდა.. ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, მეტყველი.. სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები.. მომნუსხველი იყო.. ძალიან, ძალიან სიმპათიური..
-რა და კითხვებზე პასუხის გაცემა- უცბად მოვეგე გონს.
-ჯერ მივიდეთ და მერე ხო?-მთხოვა.
-კარგი-დავეთანხმე ჩემდა გასაკვირად.
Muse–ს Uprising ჩართო და დანარჩენი გზა ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს..
************
ასეთ მიყრუებულ ქალაქშიც ძნელად თუ მოიძებნებოდა ამდენად უცნაური ადგილი.. მიტოვებული შენობა, ჩამონგრეული კედლებით, ჩაბნელებული გარემო, კედლებზე აზრდილი სურო.. მოკლედ, საშინელებათა ფილმის გადაღებაზე ნამდვილად გეგონებოდათ თავი..
მანქანა ნელა გააჩერა და გადმომხედა.
-რას მიყურებ?-აღვშფოთდი-მეტი საქმე არ მაქვს აქ გადმოვიდე-მეტი დამაჯერებლობისთვის უკეთ მოვკალათდი.
-შენი ნებაა, თუმცა ძალით გადაყვანაც შემიძლია, კი იცი შენ-გამომწვევად მიღიმოდა.
-წეღანდელიც გეყოს, ჩემი დაბნეულობით რომ ისარგებლე! არსად გადმოსვლას არ ვაპირებ, ნება იბოძე და ამიხსენი, რა ჯანდაბა გინდა?!-თავადაც ვერ გავიაზრე, როგორ ავუწიე ხმას.
–დამიჯერე, ინანებ, ეს რომ არ ნახო..–დაარბილა ტონი..
–ჯანდაბას შენი თავი–მანქანიდან გადმოვედი და თან უკვე ვნანობდი.. ეს ბიჭი თავს მაკარგვინებს, მე კიდევ ეს მინდა?!
შენობას გავცდით, ფეხით კიდევ საკმაო მანძილი ვიარეთ, ნერვები მეშლებოდა, ასე ბრმად რომ მოვყვებოდი სრულიად უცხო ადამიანს, მაგრამ მის გვერდით რატომღაც თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობდი..
–აი უკვე მოვედით–შესძახა მხიარულად.–ამ ქალაქში პირველად რომ ჩამოვედი, მეც შენნაირად ვბუზღუნებდი, მაგრამ მერე ეს ადგილი ვიპოვე..
–ო, ღმერთო–აღმომხდა.. ჩვენ წინ საოცარი ხედი იშლებოდა.. მთელი ქალაქი მოჩანდა, ძველისძველი, მაგრამ მყუდრო და ლამაზი სახლებით, გამწვანებული, ხეებში ჩაფლული, ჩვენ ქვემოთ მდინარე ხმაურით, რაკრაკით ჩაედინებოდა და მხოლოდ ის არღვევდა სიმყუდროვეს.. თუმცა არა, უეცრად ეკლესიის ზარების გუგუნი მოგვესმა, რასაც ბერების არაამქვეყნიური, ღვთიური გალობის ხმაც მოჰყვა.. ახლაღა აღვიქვი, რომ უზარმაზარ, განათებულ ტაძარს გადავყურებდით.. საოცარი ღამე იყო..
მიწაზე ჩამოვსხედით, ცოტა ხანს დუმდა, მერე კი დაიწყო:
–გუშინ წვიმაში მარტო ვსეირნობდი მანქანით..
–სეირნობდი?–გამიკვირდა.
–არ გამაწყვეტინო რაა–მთხოვა.
–ხო, ვსეირნობდი, ჩემ მეგობარს უნდა დავხვედროდი გვიან, მანამდე კი უამრავი დრო მქონდა, ძმაკაცი სახლამდე მივიყვანე, სახლში წასვლა დამეზარა და დავიწყე წრეების დარტყმა ქალაქისთვის, მე შენ გეტყვი, დიდი ქალაქია და ვერ მოვასწრებდი ერთ ღამეში–გაგვეცინა.
–უცბად შენ დაგინახე, ასეთ თავსხმა წვიმაში მარტო მოდიოდი, ბარბაცით, სველი თმა სახეზე მიგკრობოდა, ჟაკეტს გამწარებული იხვევდი და უშედეგოდ ცდილობდი თავისუფალი ტაქსის მოძებნას.. არ ვიცი რატომ, მაგრამ დახმარების სურვილი გამიჩნდა.. ისეთი უმწეო იყავი, ისეთი საყვარელი.. ამასობაში მივხვდი, რომ ნელნელა გაგცდი, შემეშინდა, ტაქსი არ გეპოვა და არ დამეკარგე, უცებ ვიპოვე გამოსავალი, მეორე წრეზე წამოვედი, დიდი სიჩქარით და ამჯერად შენც შემამჩნიე..
–კი მაგრამ, შენ.. შენ ტაქსის ნიშანი გქონდა მანქანაზე, ეს ნამდვილად მახსოვს.
–ჰოო–ჩაეცინა, ეს გუგას დამსახურებაა, იმ ძმაკაცის, სახლში რომ დავტოვე, სარეკლამო კომპანიაში მუშაობს, წინა დღეს დაუმზადეს რომელიღაც ტაქსის კომპანიას ესეთი ნიშნები, ხოდა ერთი ჩემთან დარჩა, ნიმუში იყო–ჩამოარაკრაკა მშვიდად.
–გინდა თქვა, რომ მთელი ერთი დღე სიცრუეში მაცხოვრე? აღარ გელაპარაკები–გვერდით მივტრიალდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი.
–გიხდება გაბუტვაც–ახლოს მოჩოჩდა და ზედ ჩემ ყურთან ამოიჩურჩულა–და იუმორიც კარგი გაქვს–დაამატა უკვე ხმამაღლა.
როგორც კი ოდნავ მომშორდა, ისევ დავიწყე სუნთქვა.. გამოვხედე და მომაჯადოვებლად იღიმოდა.. მივხვდი, მის მიმართ უბრალო ინტერესზე მეტს ვგრძნობდი, „ჩემი ტაქსისტი“ უკვე ძალიან მომწონდა..
დიდხანს ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიგე მის შესახებ, „ჩემი ტაქსისტი“ ბანკირი აღმოჩნდა – ლეგალური თაღლითი, როგორც მე შევარქვი, რამდენიმე კვირის წინ გადმოვიდა ისიც აქ, საცხოვრებლად და სამუშაოდ – ფილიალის მართვა ჩააბარეს და უარი ვერ თქვა, თავიდან ჩემსავით უჭირდა, მაგრამ ახლა სერიოზულად ფიქრობს სულ აქ ცხოვრებაზე.. უკრავს და მღერის, აქ მეგობრებიც გაიჩინა და როცა სცალია, მათთან ერთად ბარში დაკვრაზეც არ ამბობს უარს.. ჩემზე ბევრი არაფერი მომიყოლია, ტყუილად ცდილობდა რაიმე გამოეტყუა, არაფრის თქმას არ ვაპირებდი..
–ე.ი შეყვარებული არ გყოლია ხო? ჰმმ, რა უსინდისოდ მატყუებ?–იცინოდა.
–არ გატყუებ, ბაღში მყავდა, მე სამის ვიყავი, ის ოთხის, ზეიმზე დათვის ფორმა რომ ჩააცვეს და წითელი ლოყებით დავინახე, თან ჩემზე ერთი თავით დაბალი იყო, იმის მერე გადავიყვარე.. იმედგაცრუებული ვარ მას შემდეგ და ურთერთობებს ვერიდები–დავასრულე გულისამაჩუყებელი მონოლოგი და ცრემლიანი თვალები მივაპყარი.
–ნამდვილი მსახიობი ხარ რაა–ახარხარდა.
–მაინც გავიგებ იცოდე–თითის დაქნევით დამემუქრა..
–იმედია ვერასდროს გაიგებ–ჩავიჩურჩულე ჩემთვის..–წავიდეთ?
მანქანამდე გზა უხმოდ გავიარეთ, ორივე ჩაფიქრებული ვიყავით, ვგრძნობდი, რაღაც ახალი იწყებოდა ჩემ ცხოვრებაში და არ ვიცოდი, ვიყავი თუ არა მზად მის მისაღებად.. მანქანის კარის გაღებას ვცდილობდი, რომ თვალებზე ხელი ამაფარა.. ავღელდი, სუნთქვა ამიჩქარდა..
–რას აკეთებ?–ჩამწყდარი ხმით ვკითხე..
–გაახილე–მიჩურჩულა.
ნელა გავახილე თვალები შეშინებულმა და გაოცებისგან შევკივლე.. ჩემ წინ ულამაზესი ბაიების კონით იდგა..
–ლამაზი სახელი გაქვს, ბაია.. შენსავით ლამაზი..–მითხრა და საჭეს მიუჯდა.
–კი მაგრამ, საიდან იცოდი ჩემი სახელი?–დავიბენი.– და შენ?
–ბექა–დამასწრო–ჩემი სახელია ბექა.
–სასიამოვნოა, ბექა–გავუღიმე და ყვავილების სურნელი ხარბად შევისუნთქე.
************
რამდენიმე კვირის შემდეგ:
ბოლოს ისევ იგივე იყო.. ისევ წავედი იმ ბარში, ისევ ის ბარმენი გოგო დამხვდა, ისევ ბევრი დავლიე, ისევ გათიშული გამოვედი ბარიდან, პირველივე ტაქსი გავაჩერე და გაუაზრებლად ვუკარნახე ჩემი სახლის მისამართი.
–ეგეთი ქუჩა ამ ქალაქში არაა, დაიკო–მითხრა გაოგნებულმა.
–ხოდა, სადაცაა იქ წამიყვანეთ–ამოვილუღლუღე და ჩამეძინა..
გონს რომ მოვედი, საწყალი მძღოლი თავზე მედგა და ჩემს გამოფხიზლებას უშედეგოდ ცდილობდა..
–აი, მგონი გონს მოდის, ღმერთო, გადამარჩინე–ტელეფონზე საუბრობდა ემოციურად.
–უკეთ გრძნობთ თავს?–მკითხა.
–მგონი კი.. სად ვართ?–თვალები მოვიფშვნიტე.
–სადაც მითხარით, ამ შუაღამეს ძლივს ჩამოვედით თბილისში, მთელი გზა გეძინათ, ვიფიქრე ცუდად არ გახდესო, თან ხმას არ მცემდით ამდენი ხანი და..
–თბილისში?–ვაიმე, დედაჩემი–გავიფიქრე.–ერთი თხოვნაც შემისრულეთ რაა.. სახლამდე მიმაცილეთ, მისი პანიკების თავი არ მაქვს..
ცოტა იჯაჯღანა, მაგრამ დამთანხმდა..
************
-ამიხსნი ბოლოს და ბოლოს რა ხდება შენს თავს?-განაჩენივით გაისმა დედაჩემის ხმა მეორე დილით..
-სად დამერხაა-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ჯერ სად ხარ!-გამიგო..
-რა უნდა აგიხსნა?
-მეკითხები კიდეც?! გახსოვს მაინც, როგორ აღმოჩნდი აქ?! ღამის ოთხ საათზე მოხვედი, უფრო სწორად, მოგიტანეს! გათიშული მთვრალი იყავი, აზროვნების უნარი დაკარგული გქონდა, მანიაკი რომ ყოფილიყო ის ტაქსისტი?! რაზე ფიქრობდი საერთოდ, ასეთი რა დალიე? რამდენი დალიე? ვისთან ერთად დალიე? რატომ დალიე?
-ანბანის მიხედვით გიპასუხო კითხვებზე?-უადგილოდ გავიღრიჭე და მაშინვე ვინანე, როცა მის გაცეცხლებულ მზერას მოვკარი თვალი.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე-მომაძახა და ხმაურით გაიხურა კარი.
-ნეტაი შენ-გავიფიქრე და სავარძელში უფრო კომფორტულად მოვკალათდი.
გვიან ღამით სიმშრალის შეგრძნებამ გამაღვიძა..
-დეე-ამოვიხრიალე.
საათს გავხედე-ოთხი ხდებოდა, ალბათ სძინავს.
წამოვდექი, მაგრამ თავბრუსხვევამ მაიძულა უკან დავბრუნებულიყავი.
-მართლა აღარ დავლევ ამდენს რაა-ჩავიბურტყუნე.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ტრიალებდა მთელი დედამიწა ჩემ გარშემო, როგორც იქნა, გაჩერდა.. წამოვდექი, ამჯერად წარმატებულად. მაცივრის კარი ჩუმად გამოვაღე და ნეტარად გამეღიმა, როცა იქ „ნაბეღლავი“ შევნიშნე. ერთი მოსმით ჩავცალე და შვებით ამოვისუნთქე.. თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი და დავფიქრდი, მართლაც რამ დამალევინა ამდენი?! ღირდა კი ამდენ ნერვიულობად?! დედა შემეცოდა, როცა წარმოვიდგინე მისი განცდები..
-გახსენებაზე, ნეტავ სადაა?-გავიფიქრე, როცა მის საწოლ ოთახში შესულს არავინ დამხვდა.
მთელი სახლი შემოვიარე, ის კი არსად ჩანდა.
-რა უცნაურია, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს ასე არ დამტოვებდა..
სამზარეულოში, სკამზე ჩამოვჯექი და ის იყო ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ ჩემი ყურადღება მაგიდაზე არსებულმა კონვერტმა მიიპყრო. გავხსენი და იქ სავიზიტო ბარათის თუ ფლაერის მაგვარი ფურცელი დამხვდა: არც მეტი არც ნაკლები, „ანონიმურ ალკოჰოლიკთა თვითდახმარების ჯგუფი“-ს გახლდათ! - ოხ, ეს დედაჩემის ბოროტი იუმორის გრძნობა - გავბრაზდი.
–გეყოს! – წერილიც ახლდა თან..
ამოვიოხრე.. ალბათ, ის მართალია.. უნდა მეყოს..
არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცეოდა ჩემ ადგილას, მაგრამ მე, ალბათ სუსტი გამოვდექი და გავიქეცი.. უკანმოუხედავად გავექეცი პრობლემებს.. მიწოდეთ მშიშარა, ლაჩარი, არ მანაღვლებს! შემეშინდა, ჰოო შემეშინდა ახალი ურთიერთობის, ახალი გულის ტკივილის, იმედგაცრუების და გავექეცი, სიყვარულს..
************
მეორე დღეს სამსახურში მივედი, განცხადება დავწერე და წამოვედი. იქ გაძლება მაინც ნამდვილად აღარ შემეძლო. დიდხანს ვითმინე მათი საყვედურები ჩემს უპასუხისმგებლობაზე, მერე ხვეწნები, რომ ვჭირდებოდი, იქნებ ჯერ დავფიქრებულიყავი, შვებულებაში გამიშვებდნენ და მერე მეთქვა პასუხი და ა.შ თუმცა შეუვალი ვიყავი, ასეთი დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში არასდროს ვყოფილვარ..
ვიჯექი „ჩემს“ სახლში და შეკრულ ბარგს მივჩერებოდი.. რამდენჯერმე გამექცა თვალიც და ხელიც ტელეფონისკენ, მაგრამ თავს ვერეოდი.
–ასე აჯობებს, ყველასთვის–დავარწმუნე საკუთარი თავი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და უკანასკნელად გავიხურე კარი..
************
რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვიყავი.
–დე, სახლში ვაარ–ვიყვირე კარის გაღებისთანავე.. სამზარეულოდან უგემრიელესი საჭმელების სუნი გამოდიოდა, როგორ მომნატრებია ოჯახური სითბო..ბარგი ამოვალაგე, ოთახი მოვაწესრიგე, ვისაუზმე და გასასვლელად მოვემზადე.
–უკვე მიდიხარ?–შეშფოთებული ჩანდა დედაჩემი.
–ხო, დე, ნინოს ვნახავ და მალე მოვალ–მაგრად ვაკოცე და სახლიდან გამოვედი.
დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, სიურპრიზის მოწყობა ვარჩიე და პირდაპირ სახლში მივადექი.
–ბაიააა, არ მჯერა, მართლა შენ ხარ? როდის ჩამოხვედი?–მომაყარა კითხვები.
–დღეს დილას, სულ გადმოვედი თან.
–მატყუებ ხო?–კოვზი გაუვარდა ხელიდან.
–არა, არა, სამსახურიდანაც წამოვედი, მაგათი თავიც აღარ მქონდა, ასე რომ ვარ ახლა ასე, უმუშევარი და უპერსპექტივო–გამეცინა.
–ნეტა არ სულელობდე რაა–მხარზე მიჩქმიტა.
–მეტკინა, დამპალო–მხარს ვისრესდი, რომ ჩემი მზერა ჩამონგრეულმა ჭერმა მიიპყრო.
–ეს რა არის? რა მოხდა? რა დაემართა აქაურობას?–გაოცებული ვათვალიერებდი განადგურებულ კედლებს და ჭერს მთელ სახლში..
–გუშინ დიდი წვიმა რომ მოვიდა, მაშინ დაზიანდა..–ხმა ჩაუწყდა ნინოს.
–რატო არ მითხარი მერე?
–და რას იზამდი? ჩამოხვიდოდი? ვიცი, რომ ჩამოხვიდოდი და მაგიტომ არ გითხარი ზუსტად! შენი პრობლემები გაქვს, რა დროს ჭერი და წვიმაა?
–გიჟი ხარ რაა, ჩამოვიდოდი აბა რააა, რამეში მაინც დაგეხმარებოდით იმ წუთას..
–არაუშავს, ნელნელა გავაკეთებთ, ღმერთი მოწყალეა–გამიღიმა.
მაგიჟებს მისი ოპტიმიზმი, მისი სიკეთე, მისი სიმამაცე, კეთილშობილება, საოცარი ადამიანია, მისგან ბევრს ისწავლის კაცი, როგორ გამიმართლა, რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობს.. განსაკუთრებით მას მერე, რაც დაჩიმ და ანამ გამიკეთეს..
–ბაი, რაღაც უნდა გითხრა–დაიწყო მორიდებულად.
–რა მოხდა? ხო მშვიდობაა?
–კი, კი, უბრალოდ მგონია, რომ აუცილებლად უნდა იცოდე.
–ნინ, პირდაპირ მითხარი რაა
–დაჩი წავიდა.. საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად, სამუდამოდ
–ანა?
–არავინ იცის, ამბობენ იჩხუბეს და ცალცალკე წავიდნენო, თუმცა ისიც არ გამოჩენილა დიდი ხანია არსად..
–რაში მადარდებს? ძალიანაც კარგი, თვალში აღარ მომხვდება არც ერთი–ვითომ უდარდელად ვუპასუხე.
–ჩემი გოგო–მომეხუტა და თავზე მოფერება დაიწყო.. ზუსტად იცის, როდის რა მჭირდება.. ვისხედით ასე, თითქმის ორი საათი, მდუმარედ.. მაცდიდა გონს მოსვლას..
–და ბექა?–შეპარვით მკითხა.
–რა ბექა?
–რა კი არა ვინ!–გაბრაზდა.
–არაფერი ნინ, არავინ და არაფერი.. ასე გადავწყვიტე..
ნინოსგან რატომღაც უფრო მოტივირებული წამოვედი, ვსეირნობდი მონატრებულ დედაქალაქში და ვერც მივხვდი ისე აღმოვჩნდი მეტეხთან.. შევყურებდი ამ დიდებულ ქალაქს და საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა..
თუმცა ტაძართან ყოფნამ ისევ ბექა გამახსენა და კვლავ დავსევდიანდი..
–ღმერთი როგორია?–მკითხა იმ ღამეს, როცა პირველად წავედით „ჩვენ ადგილას“.
–როგორიც შენ გინდა რომ იყოს.
დაბნეულმა შემომხედა–ანუ?
–ანუ მას კონკრეტული სახე არ აქვს, თუ შენ მოხუცი, თეთრწვერა და საყვარელი წარმოგიდგენია, სწორედ ასეთი იქნება, როცა ნახავ.. თუ რა თქმა უნდა მისი ხილვის ბედნიერება გვეღირსება..
–საინტერესო მოსაზრებაა.. და შენ? შენ როგორი წარმოგიდგენია?
–სწორედ ეგეთი–გამეცინა–მოხუცი, თეთრწვერა და საყვარელი..
ნელნელა მივუახლოვდი ტაძრის შესასვლელს.. ჩემი ყურადღება ეკლესიიდან გამომავალმა წყვილმა მიიპყრო, სამიოდე წლის ბავშვი ეჭირა დედას ხელში, ახალი ნაზიარები ჩანდა ბავშვი და სეფისკვერს საყვარლად მიირთმევდა. შორიდან ისეთი ბედნიერი ოჯახი ჩანდა..
–სახლში მოგხედავ მე შენ–დაუღრიალა ქმარმა და ხელი კრა მეუღლეს, კინაღამ ბავშვთან ერთად წაიქცა საწყალი ქალი, თვალებს უბრიალებდა, არც ხალხს ერიდებოდა.. –რა დღეში იყავი? რას ელაპარაკებოდი იმ სტიქაროსანს?
–სეფისკვერი მომცა და მადლობა ვუთხარი მხოლოდ–ამოიკნავლა ქალმა.
–ხმა! ზედმეტად ნუღა იღებ ხმას! სახლში მოგხედავმეთქი–არ ჩერდებოდა მოძალადე.
–ეს უკვე მეტისმეტია–გაბრაზებული დავიძარი მათკენ, მაგრამ გავჩერდი, როცა დავინახე როგორ მივიდა მოძღვარი მათთან.
–დამლოცე, მამაო–კრავად გადაიქცა მოძალადე და „მოწიწებით“ დაუხარა თავი.
–ღმერთმა დაგლოცოს, შვილო–ნაჩქარევად დაადო თავზე ხელი, ჩაიბუტბუტა და რატომღაც, მე გამომხედა.
ჩავწვდი მის მზერას, „სხვის საქმეში ნუ ერევი“ სახე ჰქონდა, მათთან მისვლის საშუალება არ მომცა და თავად გააცილა ტაძრიდან „ბედნიერი ოჯახი“..
–ტაძარში უნდა შევიდე, იქნებ ძლივს მოპოვებული და ერთბაშად დაკარგული სიმშვიდე კვლავ ვიპოვო–ჩავილუღლუღე და შევედი.. არც იქ დამხვდა უკეთესი მდგომარეობა..
მწვანედ შეღებილ თმიანი, მორიდებული გოგონა შემომყვა, ხატს ემთხვია და ტაძრის კუთხეში დადგა, შეუმჩნევლად ყოფნას ცდილობდა ალბათ და თავისთვის ლოცვას, მაგრამ ვინ დააცადა..
–შეხედე, შეხედე, არც კი სრცხვენია, როგორ შემოვიდა ტაძარში, სულ წავიდა ეს ახალგაზრდობა ხელიდან, აღარაფერს ერიდებიან, ესღა გვაკლდა ახლა, აქაც რომ შემოგვიცვივდნენ–ჩაირთო მოსისინე დედაბრები არმია და აღარ აპირებდა გაჩერებას.. უკანმოუხედავად გავარდა გოგონა ეკლესიიდან, ტირილით.. მეორედ ალბათ აღარც მოვიდოდა..
-რა სასაცილო ხარ, ადამიანო?! რა სასაცილო.. მეტანიების კეთებით მუხლებიც გადაგტყავებია, მარხვის დროს ნერწყვები ჩუმად გიყლაპია, ნაცნობ მოძღვართან აღსარებაც ჩაგიბარებია, უფლის სისხლს და ხორცს უნებართვოდ ზიარებიხარ.. რატომ? თავისთვის უფლება მიგიცია, ბევრი რამ დაგემალა, არ გეთქვა.. ან იქნებ არც მიიჩნევ ცოდვად იმის შეურაცხყოფას, ვინც შენი მოკლე ჭკუით ამას იმსახურებდა, ჰოო, შეურაცხყოფაც მიგიყენებია და დაგიმცირებია, იმ პირით, ხატი შეგიბილწავს და ნაჩქარევად პირჯვარიც გადაგიწერია, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოც სიამაყით დაგილევია.. მერე კი გიცემია, ჰოო გიცემია, მოგიპარავს კიდეც, ადამიანო, გიქურდია.. არაო, ამბობ? ოცნებები მოგიპარავს და სული წაგირთმევია.. გულიც მოგიკვლია, ადამიანო.. .. გულში? საკუთარ გულში თუ ჩაგიხედავს? რა გიპოვია? ვინ გიპოვია? ღმერთი არ ყოფილა.. არ შეგშინებია?!
რამ გაგამწარა, ადამიანო?! რა გაგამწარა?! რა ვერ გეყო, ადამიანო?! რა ვერ გაუყავი შენს ძმას?! რამ გაგაბოროტა ასე, ადამიანო?! სად დაკარგე ღვთის სახედ და ხატად შექმნილი თავი?! რას ეწირები, ადამიანო?! რისთვის ცხოვრობ?! როდის დაკარგე ადამიანობა, ადამიანო? სად დაგრჩა? რა იქნა ის, რაღაც პატარა ღვთიური, რა, იყო შენში შენი გაჩენის დღიდან? სად გაქრა? სად გააქრე?!
რა უღმერთო ხარ, ადამიანო! რა საცოდავი..



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

შემდეგი იქნება სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა <3 უბრალოდ ამას ვერ გადავახტებოდი :-)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
terooo
ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

შემდეგი იქნება სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა <3 უბრალოდ ამას ვერ გადავახტებოდი :-)

ხომ იცი გელოდები და მე აქ ვარ და ვკითხულობ

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
tamo1804
terooo
ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

შემდეგი იქნება სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა <3 უბრალოდ ამას ვერ გადავახტებოდი :-)

ხომ იცი გელოდები და მე აქ ვარ და ვკითხულობ

კარგი იქნებოდა, სხვაგანაც გამოჩენილიყავი ....

 


№5  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანი ანი
ძალიან კარგი იყო ველოდები შემდეგს

მადლობა, ანი. მალე იქნება <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
terooo
tamo1804
terooo
ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

შემდეგი იქნება სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა <3 უბრალოდ ამას ვერ გადავახტებოდი :-)

ხომ იცი გელოდები და მე აქ ვარ და ვკითხულობ

კარგი იქნებოდა, სხვაგანაც გამოჩენილიყავი ....

დავბრუნდები, ალბათ მალე დავბრუნდები

მხოლოდ შენთვის....
არ გამებუტოოო....
დავბრუნდები....

 


№7  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
tamo1804
terooo
tamo1804
terooo
ჩემი გოგო დაბრუნებულა...
ვკითხულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა წინ.
სიმართლე გითხრა??
შენგან უკეთეს ველური, უფრო დიდსა და საინტერესის, შენ ეს შეგიძლია გელი ჩემო თვალის ჩინო

შემდეგი იქნება სწორედ ისეთი, შენ რომ გინდა <3 უბრალოდ ამას ვერ გადავახტებოდი :-)

ხომ იცი გელოდები და მე აქ ვარ და ვკითხულობ

კარგი იქნებოდა, სხვაგანაც გამოჩენილიყავი ....

დავბრუნდები, ალბათ მალე დავბრუნდები

მხოლოდ შენთვის....
არ გამებუტოოო....
დავბრუნდები....


გელოდები :-*

 


№8 სტუმარი Gio

Ndobis telefonis nomeri mainteresebs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent