შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმები (პირველი თავი)


11-06-2017, 22:48
ავტორი ბიბი
ნანახია 3 375

„თითქოს ვიხრჩობოდი და შენ გადამარჩინე.“


მზის ამოსვლამდე წამოდგა ლოგინიდან, არც კი იცოდა რა ელოდა დღეს, ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ქალაქს და მბჟუტავ ლამპიონებს უყურებდა ყავის ფინჯნით ხელში, თმები მაღლა აეწია და არც კი ჩქარობდა მათ დავარცხნას. არც ჩაცმას ჩქარობდა, დღეს მას აღარ აგვიანდებოდა უნივერსიტეტში აღარც სხვა ქვეყანაში იყო გადახვეწილი. თავის კომფორტულ თბილ სახლში იყო მზრუნველ მშობლებთან ერთად.
მთელიცხოვრება სწავლას შეალია, ჯერ იყო სკოლა, არასდროს რომ მასწავლებელს მასზე საყვედური არ უთქვამს ისეთი ბავშვი იყო მუდმივად მოწესრიგებული და ყველაფრის მცოდნე, ზოგი მასწავლებელი იმასაც კი ამბობდა ნამდვილი ვუნდერკინდი გვყავს კლასშიო, მისი სკოლა დღემდე ამაყობს რომ მათ ასეთი მოსწავლე ყავდათ. მედიცინა ბავშვობიდან იტაცებდა, სამედიცინო უნივერსიტეტში წარჩინებით ჩააბარა, ყველაზე ბედნიერი კი მაშინ იყო როცა გერმანიაში, რეზიდენტურიის გასავლელად წავიდა და ქვეყანა სამი წლით დატოვა. გერმანელი პროფესორები და ექიმებიც კი გააოცა თავისი ნიჭით და ცოდნით.
მოკლედ, დღეს თამთას ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა, მისი ცხოვრების ახალი ეტაპი, სამსახური, ექიმის წოდება და დიდი პასუხისმგებლობა ელოდა. იცოდა მხოლოდ ერთი რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო ბოლობოლო რვა წელი შეალია მედიცინას, და ხანდახან ეგონა რომ არაფერი იცოდა, რომ ქირურგებთან შედარებით ჯერ ძალიან პატარა იყო.
საკუთარ თავს შინაგანი ხმით ამხნევებდა „თამთა, შენ საუკეთესო სტუდენტი იყავი, საუკეთესო მოსწავლე, შეიძლება საუკეთესო შვილიც გიწოდონ ადამიანებმა, შენ არავისთვის გაგიცრუებია იმედი და საკუთარ თავსაც არ გაუცრუებ, მე შენი მჯერა.“
კიდევ დიდხანს იდგა თამთა ფანჯარასთან, ყავის ფინჯნით ხელში ისე რომ არც კი განძრეულა, ყავაც კი არ მოუსვამს, უკვე გათენდა ახმაურდა ქუჩები, მზეც ამოვიდა. თამთამ კი თითქოს დროის შეგრძნება დაკარგა, იდგა და ფიქრობდა როგორ დახვდებოდნენ უფროსი ექიმები, ფიქრობდა მის პასუხისმგებლობასა და მოვალეობებზე, ზუსტად იცოდა ყველაფერი კარგად გამოუვიდოდა მაგრამ შიში მაინც ქონდა გულში.

-შვილო უკვე ადექი ?- დედის ხმა მოესმა ზურგსუკან. თამთა უცებ გამოფხიზლდა, უკან მობრუნდა და საათს შეხედა
-უკვე რვა სრულდება, რა სირცხვილია პირველივე დღეს რო დავაგვიანო- ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგადა ოთახისკენ გაიქცა, უცებ მოირგო ყვავილებიანი მოკლე კაბა, შავი ფეხსაცმელები, თმა დაივარცხნა და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-წარმატებულ დღეს გისურვებ-უკან დააწია სიტყვები დედამ

დიდი საცობის მიუხედავად მაინც დროულად მივიდა ახალ სამსახურში, საავადმყოფოს შესასვლელთან იდგა და უყურებდა თეთრ შენობას, გული გამალებით უცემდა, როგორც იქნა ბავშვობის ოცნება აიხდინა, როგორც იქნა ნამდვილი პაციენტები ეყოლება, ნამდვილი პრობლემებით და ნამდვილი ისტორიებით. თამთა დღეს შემდგარი ქალი გახდა, ქალი რომელმაც ოცნება აისრულა, სტუდენტობის დროს რამოდენიმე საოცნებო ქვეყანაშიც იმოგზაურა და ოცდაშვიდი წლის ასაკში ექიმიც გახდა.
გაღიმებული ემოციებით აღსავსე უყურებდა თეთრ შენობას როგორც იქნა შესვლა გადაწყვიტა. ნაბიჯებს ნელა დგამდა თან ღრმად სუნთქვდა რომ აღელვება და ნერვიულობა გაექარწ....ბინა. „ალბათ ჩემი გულის ხმა მთელს საავადმყოფოს ესმის“ ფიქრობდა თამთა თან ყოველი ნაბიჯის მერე ჩერდებოდა და ღრმად სუნთქავდა. ბოლოსდაბოლოს მიაღწია კარებამდე, ხელი უკანკალებდა თითონაც ვერ მიხვდა როგორ გააღო კარი და ზღურბლზე გადააბიჯა. „ ახალი ცხოვრება იწყება“ გაიღიმა, წამიერად მთელი ნერვიულობა, ბეჭებზე რომ ტვირთად ედო მოეხსნა მხრებში გაიმართა და პირდაპირ მთავარ ექიმთან წავიდა.

-უკაცრავად სად მიბრძანდებით ?-შეაჩერა რეგისტრატორმა
-ბატონ თამაზ მენაბდესთან
-ჩაწერილი ხართ?
-არა, მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ, თამთა წერეთელი
-ბოდიში მაგრამ ვერ შეგიშვებთ უნდა დაელოდოთ

მისაღებში სკამზე ჩამოჯდა თამთა და საათისთვის თვალი არ მოუშორებია, წამები საათებად ეჩვენებოდა, ერთი სული ქონდა თეთრ ხალათს როდის ჩაიცმევდა და თავის აზარტულ პროფესიას დაუბრუნდებოდა. რათქმაუნდა რეზიდენტურის დროს იყო შემთხვევები როცა მას უწევდა პაცინტების მკურნალობა მაგრამ ეს ყველაფერი ექიმების მეთვალყურეობით ხდებოდა და ამას ნამდვილად ვერ დაარქმევდით აღფრთოვანების მწვერვალს.
ტანჯვა წამბით გაჩერდა თამთა ერთადგილას ნახევარი საათი და ბოლოს მოთმინებამ უმტყუნა, რეგისტრატორთან მივიდა და კითხა როდის შეძლებდა ბატონი თამაზის ნახვას. -თუ შეიძლება მოითმინეთ ახლავე შევატყობინებ- „ნუთუ ამდენიხანი ჩემი აქ ყოფნა ვერავინ გაიგო, ნუთუ არაფერს წარმოვადგენ რომ ჩემს არსებობას არც კი ამხელენ“ ნერვებმა უმტყუნა თამთას და მარტოსულ ფიქრებში წავიდა. ახლა უკვე საათს აღარ უყურებდა არ უნდოდა დროის ცოდნა თუ რამდენხანში შეაწუხებდა ერთადგილას მჯდომი ადამიანი რეგისტრატორს და ბოლობოლო ადმინისტრაციას შეატყობინებდა, თუნდაც იმას რომ ვიღაც უცხო პირი დაჟინებით მიმღებში ზის და არსად მიდის.
დიდიხანი ელოდა თამთა და როგორც იქნა გამოჩნდა მთავარი ექიმი ბატონი თამაზი, თუმცა მას თამთა სახეზე არ იცნობდა, არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა, ის ხომ აქ მხოლოდ რეკომენდაციით და წარჩინებული სტუდენტის სტატუსით აიყვანეს, ბატონ თამაზს ბევრი არც უყოყმანია როცა თამთას მონაცემები ნახა მაშინვე ადგა და პირადად დაუკავშირდა მას.
მაღალი მხნე კაცი დერეფნის ბოლოდან მოდიოდა ქირურგის ლურჯი ტანსაცმელი და თეთრი ხალათი ეცვა, შავი თმა ოდნავ გაჭაღარავებოდა, ცივი ლურჯი თვალბი ჰქონდა, მკაცრი გამომეტყველება. თამთამ დაინახა თუარა იფიქრა ალბათ ეს არის ბატონი თამაზიო ფეხზე წამოდგა და მისკენ გაემართა. „ბატონო თამაზ გამარჯობათ, მე...“ სიტყვის დასრულება არ აცადა ბატონმა თამაზმა ისე ცივად შეხედა თამთა ადგილზე გაქვავდა. „გოგონა ახლა არ მცალია.“ თამთაც თავიდან მოწყდა, გვერდზე გადგა და გზა დაუთმო. ბატონი თამაზი რეგისტრატორი გოგონასკენ გაემართა, ეტყობოდა გაბრაზებული იყო, თამთამ გაიფიქრა იქნებ მე გავაბრაზეო. მაგრამ მაშინვე თავიდან მოიშორა ეს ფიქრებდი. „მე ხომ არაფერი დამიშავებია, არც შემიწუხებია, პირიქით მან დააშავა უკვე საათზე მეტია ველოდები“

-ლელა, დღეს ახალი თანამშრომელი უნდა მოსულიყო ქალბატონი თამთა ? ჰო არ გამოჩენილა?-მკაცრად უთხრა რეგისტრატორ ქალს
-არა ბატონო თამას აქ მხოლოდ ეს გოგონა მოვიდა დღეს თამთაზე ანიშნა თუმცა არამგონია ექიმი იყოს.
-რას ფიქრობს ეს ხალხი, თუ სამსახური არ უნდათ რაღატო მაკარგინებენ დროს.-გაბრაზებული უკან გამობრუნდა ბატონი თამაზი. თამთამ შიშით გადადგა თამაზისკენ ნაბიჯები, ნელნელა მიუახლობდა- ბოდიში ბატონო თამაზ მაგრამ მე თამთა წერეთელი ვარ.- ნაჩქარევად თქვა თამთამ რომ კვლავ არ შეეჩერებინათ. თამაზმა კვლავ ცივი თვალები შეანათა თამთას აათვალიერა და თხოვა გაჰყოლოდა, თავისი კაბინეტისკენ გაუძღვა.
-მობრძანდი, ანუ თქვენ ხართ ქალბატონი თამთა ვინც გააოცა ჯერ საქართველო და შემდეგ გერმანია?- როგორც იქნა თამაზის მოქუფრულ სახეზეც გამოანათა მზემ.- დაბრძანდით ნუ გერიდებათ, სკამი მიაწოდა თამთას.
-დიახ მე ვარ,- ამაყად და ცოტა მორიდებით თქვა თამთამ და მხრებში უფრო მეტად გასწორდა.
-მოკლედ თამთა, დღეიდან ეს შენი მეორე სახლი გახდება, ალბათ იცი რაც გევალება, უმკურნალო პაციენტებს, გავაკეთეთო ყველაფერი რაც შეგვიძლია სიცოცხლის გადასარჩენად, ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ორი კვირა უკონტრაქტოდ იმუშავებ რათა გავიგოთ როგორ შევეწყობით მე და შენ, და შენ და საავადმყოფო ერთმანეთს, წარმატებებს გისურვებ, ჩემთვის დიდი პატივია რომ მხვდა წილად ბედნიერება თვით თამთა წერეთელს მივასწავლო კლინიკის გზები.-ბატონმა თამაზმა ახლა უფრო თამამად გაიღიმა და ოთახიდან გავიდა, გამომყევი, მეორე სართულზე ავიდა ამ სართულზე ექიმების საერთო ოთახია, დერეფნის ბოლოს, შეგიძლია თამამადშეუდგე შენს საქმეს. ახლა ბევრი საქმე მაქვს თორემ თავად წარვუდგენდი შენს თავს ჩვენს კოლეგებს, წარმატებები და დროებით.
თამთა დიდი დერეფნის თავში იდგა ბოლოს კი ექიმების საერთო ოთახი იყო, უკვე დაეწყოთ პალატების შემოვლა, დიდი ადრენალინის მოზღვავება იგრძნო თამთამ, „ამდენი უძილო ღამე ამად ღირდა“ გაიფიქრა, გაიღიმა და წინ მხრებგამართული, თავაწეული გაემართა. ექიმების ოთახამდეც მივიდა. კარი შეაღო...

-გამარჯობათ-ყურადღება არავინ მიაქცია ზოგი იცვლიდა, ზოგიც ყავას სვამდა, ზოგი ლაპარაკობდა, თამთას იქ ყოფნა ვერავინ შენიშნა, თამთამ იფიქრა ხმადაბლა მომივიდაო და უფრო ხმამაღლა თქვა- გამარჯობა




ვიცი რომ ბევრი არაფერია, და არც აზრს უნდა ვითხოვდე, მაგრამ მაინც იქნებ თქვენი აზრი მომახსენოთ :)



№1 სტუმარი Ana

ცუდი არაა

 


№2 სტუმარი Guest Trocodeo

ძAლიან საინტერესო ჩანს,გააგრძელე.ძAლიან გამარტულად წერთ და სასიამოვნოდ იკითხება.გელოდებით?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent