შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეხუთე


1-06-2017, 01:33
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 603

ნიკოლა
გარეთ საშინლად წვიმდა, ნეტავ რა მოტოციკლით სეირნობა ავიტეხე. ვბრაზობდი ჩემს თავზე, სიჩქარეს ვუმატე და სახლში სწრაფად მივედი, ჩემი ბიჭი გარაჟში დავაყენე და სახლისკენ გავიქეცი ზარი რამდენჯერმე დავრეკე, ბოლოს როგორც იქნა კარი გამიღეს.დედას ველოდი მაგრამ ხელში გაოცებული უცხო გოგო შემრჩა.დავიბენი. ცოტა ხნით კარის ზღურბლთან შევიცადე და გოგოს კარგად დავაკვირდი. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ნაზი.თვალი ძლივს მოვაშორე და პატარა ვივის მივეფერე.იმ საღამოს მის გვერდით ვიჯექი დივანზე და რაღაც სულელურ ანიმაციურ ფილმს ვუყურებდი. ბევრი რამ მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი ვერ მოვუყარე სათქმელს, პერიოდულად მისკენ ვაპარებდი მზერას, ისეთი მშვიდი იყო. ბავშვები დასაძინებლად წაიყვანა და თვითონაც სასწრაფოდ შევარდა ოთხაში, თითქოს ჩემი შეეშინდა, არ მესიამოვნა, კიდევ მინდოდა მასთან ყოფნა. ღამე არ მეძინა, ნეტავ საიდან მოიყვანა ჩემმა ძმამ...
მთელი დილა თვალი ვერ მოვაშორე, არ მინდოდა შეემჩნიათ, მაგრამ არ გამომივიდა. თვითონ არაფრად მაგდებდა, ზედაც არ შემომხედა, გავღიზიანდი.კაცს რომელსაც კალები ასევიან, პატარა გოგო არაფრად აგედებს.ამიტომ მთელი დღე უხეშად ვექცეოდი,ბოლოს მივხვდი რომ არაკაცური საქციელი იყო და მოვუბოდიშე, მაგრამ მაინც ვერ მივიღე ის რეაქცია რაც მინდოდა,მის გვერდით არაადეკვატური გავხდი, ვერ გავიგე მაგიჟებდა თუ მაღიზიანებდა.არადა ერთი კვირაც არაა რაც ჩამოვიდა, მე კი მასზე ზრუნვა და მის გვერდით ძილიც კი მოვასწარი.. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხვა გავხდი, არასოდეს მდომებია ჩემი მგრძნობიარე ხასიათის გამოვლენა უცხოებთან, მას კი პირდაპირ ის ადგილი მივუშვირე სადაც ყველაზე მეტად შეიძლებოდა მტკენოდა.ახლა ჯერი მასზე იყო.

ანა
დღეები სწრაფად მიდიოდა, წვიმების გამო გარეთ ხშირად ვერ გავდიოდით, მალე მილანში დაბრუნების დროც მოვიდოდა. ნიკო სადღაც წავიდა არ ვიცი სად, თითქმის ერთი კვირაა არ მინახავს, ვგრძნობდი რომ თავს მარიდებდა, მეც იგივეს ვცდილობდი, მარკო კი ამ ყველაფერზე კარგად ერთობოდა. ალბათ ის რომ არა მოწყენილობა მოგკვლავდა მთელ ოჯახს...
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. დიდხანს ვიწრიალე საწოლში, მაგრამ ძილი ვერ შევიბრუნე, გაღიზიანებული ვიყავი.გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და დამამშვიდებელი დამელია. კიბეს ნელა ჩავუყევი, სამზარეულოში შუქი ენთო, გამიკვირდა ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო იქ, ღმერთო ოღონდ ნიკო არა და ვინც უნდა ის იყო. ნელი ჩუმი ნაბიჯით მივუახლოვდი ოთახს, მაგიდასთან ფრანკა იჯდა და წიგნს კითხულობდა. ამ დროს რა წიგნის კითხვა აუტყდა ნეტავ, გავიკვირვე მე.
-რატომ არ გძინავს? მკითხა ქალმა.
-არ ვიცი. გაღიზიანებული ვარ და ვიფიქრე დამამშვიდებელს დავლევდი.
-გეტყობა საკმაოდ ცვალებადი ხასიათი გაქვს.ხანდახან ისე იწყენ მგონია რომ ცა ჩამოიქცა.
-მე ვერაფერი ვუპასუხე მართალი იყო.ცუდი არაა კაცები გიჟდებიან ასეთ რამეებზე.
-ზოგი პირიქით ღიზიანდება.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ქალმა.და ხელით მანიშნა სკამზე დაჯექიო.რა საქმის გარჩევა და კაცები აუტყდა ამ გამთენის, გავიფიქრე ჩემთვის.
ფრანკა გვერდით მომიჯდა და თავზე ნაზად გადამისვა ხელი, იცი აქ როგორ მოვხვდი?ხმადაბლა დაიწყო ფრანკამ და ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები თამაშს მიაშტერდა.
- დედაჩემი აქ მოსამსახურედ მუშაობდა,ასაკი რომ მომემატა საქმეში მეც ვეხმარებოდი, ის დღე არასოდეს დამავიწყდება როცა ჯორჯო დავინახე,თითქოს დენმა დამარტყა, მაშინვე შემიყვარდა, დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, შენ ერთი გაუნათლებელი ღარიბი გოგო ხარ და ეს ბიჭი არ შემოგხედავს და ოცნებას მოეშვიო.როგორ შეიძლება ადამიანს ოცნება დაუშალო?ეს ხომ აფსურდია. ყოველ ღამე ღმერთს ვთხოვდი, ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის. აქ ბევრი ულამაზესი გოგონა დადიოდა, მასთან მის ძმებთან, მეც საკმაოდ ლამაზი ვიყავი, მაგრამ მათსავით მოვლილი და ჩაცმული არასოდეს.
ერთ საღამოს ჯორჯომ ჩაის მომზადება მთხოვა, ლანგარზე მოვათავსე ყველაფერი და ხელის კანკალით წავიღე რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო ვკანკალებდი, იმდენი მოვაკერხე რომ ყველაფერი ზედ გადავაქციე.როგორც თვითონ მითხრა სწორედ მაშინ შევუყვარდი...
ჩემი დედამთილი საკმაოდ ანჩხლი და ფუქსავატი ქალი იყო ჩვენ ამბავს ცუდად შეხვდა,რათქმაუნდა მეც ცუდად მექცეოდა, მაგრამ მე შევძელი და გავუძელი ყველა დამცირებას სიყვარულის გამო..
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები რომ მინდა იცოდე რომ ჩვენ შენ უცხოდ არასოდეს მიგიჩნევთ, ვიცი ლიზამ რაც გითხრა, არასოდეს ჩათვალო შენი თავი ვინმეზე ნაკლებად და თუ მოხდა ისე რომ ჩემს რომელიმე შვილს შეუყვარდი , იმის გამო რომ აქ მუშაობ უკან არ დაიხიო, პირდაღებული ვუყურებდი ქალს, რატომ დამსვა აქ და რატომ მელაპარაკება ახლა ამ თემაზე ჯერ მხოლოდ სამი კვირაა რაც აქ ავარ.. მიმიხვდა დაბნეულობას და მიპასუხა.
-შეიძლება შენ ვერ ამჩნევ მაგრამ მე ვხედავ ნიკოლა როგორც გიყურებს.. მე მისი დედა ვარ და არაფერი გამომეპარება.ქალი ფეხზე წამოდგა და წამალი და წყალი გამომიწოდა, ახლა ნამდვილად მჭირდებოდა დამამშვიდებელი. ჩუმად ავედი კიბეზე, და საწოლში შევძვერი, დაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი ნათქვამზე ისე გამეთიშა გონება და სიზმრების სამყაროში წავედი.
დილით ვივის ტიტინმა გამაღვიძა. წაწოლის თავთან მეჯდა და თმაზე მეფერებოდა.
-როგორ ხარ?მკითხა ხმადაბლა.
-კარგად. პატარა შენ? ვიპასუხე ნაძინარევი ხმით.
-დღეს საღამოს სახლში მივდივართ, ხო გახსოვს?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-მარკომ თქვა მატარებლით წავიდეთო, იცი მე მატარებელში არასოდეს ვმჯდარვარ.
-მართლა?
-ჰო, სოფიას არ უნდა და ეგ და მამა ცალკე წავლენ, ჩვენ: მე, მარკო, ლიზა, შენ და ნიკო ერთად.
-კარგია. წამო ეხლა ბარგი ჩავალაგოთ ხო? ვივიმ თავი დამიქნია. საწოლიდან ძლივს წამოვდექი, გაბრუებული ვიყავი. ალბათ წამლის ბრალი იყო. დილანდელი ლაპარაკი ბუნდოვნად მახსოვდა, ვაიჰ ნეტა საერთოდაც დამვიწყებოდა, ან რას ჩავრბოდი, ვბრაზობდი ჩემს თავზე მაგრამ გვიანი იყო.
ვივის და ლიზას ბარგს ვულაგებდი, თან ლიზასტვის მიცემულ დავალებას ვიბარებდი. პაოლომ მითხრა რომ ჩემთან ბედნიერია და სტიმულს ვაძლევ რომ ვისწავლო.როგრც იქნა დავამთავრე ჩალაგება. ბავშვები დავბანე, მოვამზადე და მეც მოვემზადე. მიკვირს პაოლომ მატარებლით წამოსვლის ნება რომ დართო ბავშვებს, ამ ფიქრებში ისე ვიყავი გართული ვერც კი გავიგე მარკო როგორ შემოვიდა ოთახში, შიშისაგან შევკივლე.
-კარგი რა გჭირს. მასაც შეეშინდა აშკარად, რაღაც გადაღლილი იყო.- მატარებელი 8 ზე გადის..
-რომლზე ჩავალთ?
-11 ზე იქ ვიქნებით. მეზარება სწავლა, დაიჯღანა ბიჭი.
-კარგი რაა.მე ისე მიხაროდა ხოლმე სწავლის დაწყება.
-აუუ კარგი რაა. მაგიტომაც ხარ ჭკვიანი...მიდი მალე მოემზადე და გავიდეთ რა.უხმოდ დავუქნიე თავი.
ნახევარ საათში უკვე სადგურზე ვიდექით და ნიკოს ველოდებოდით.
-სად არის ამდენ ხანს> გაღიზიანებულმა ვიკითხე მე. ისეთი მოთენთილი ვიყავი როდის დავჯდებოდი და დავიძინებდი ერთი სული მქონდა. ბავშვებიც დაღლილები ჩანდნენ.
-არ ვიცი ანა, მე არავინ არაფერს მეუბნება.ჩაიღიმა მარკომ-მგონია სოფიამ გახლართა რაღაცეები და იმას იძიებენ, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე,ამდენი ხანია ჩემი ძმა ქვრივია და სხვა ქალებიც ყოლია მარა ასეთი? ეს უკვე ზედმეტია, ნერვები მეშლება არაფერს რომ არ მეუბნებიან. დაიღრინა ბიჭმა, ასეთი გაღიზიანებული ფირველად ვნახე, მთელი ამ ხნის მანძილზე.
ჩვენი მატარებელი ჩამოდგა. ვაგონსი ავედით და ადგილები დავიკავეთ, ვივი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით, მაგრამ ამლე მობეზრდა, მატარებელი მალე გავიდოდა მაგრამ ნიკო ჯერ არ ჩანდა.. ამის გაფიქრება და მისი გამოჩენა ერთი იყო. მარკომ ისე ქნა რომ მაინცდამაინც მის გვერდით მომიწია დაჯდომა, არ მინდოდა მის მხარზე ჩამძინებოდა ისევ,ძილში ამას ნამდვილად ვერ გავაკონტროლებდი.
ვივი და ლიზა მარკოსთან მოთავსდნენ. ლიზამ წიგნი ამოაძვრინა ჩანთიდან და ნიკოს გაუწოდა, კაცმა გამოართვა ფრთხილად გადაფურცლა და კითხვას შეუდგა, მისი ხმა სასიამოვნოდ მოქმედებდა ჩემზე, ბავშვებს მალე ჩაეძინათ, მარკოსაც, მაგრამ ნიკო კითხვას მაინც განაგრძობდა, ჩემთვის. ნელ ნელა მეც ჩამეძინა. ნიკოს სასიამოვნო სურნელი ცხვირში მიღიტინებდა, ვიგრძენი როგორ გადამხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.ასეთ პოზაში ძილს მიჩვეული არ ვიყავი და მალე გამეღვიძა. ნიკო ისე იყო ჩემზე მოკრული თავი ვერ დავაღწიე, ახლა ყველა მის ქმედებაზე ფრანკას სიტყვები უნდა გამახსენდეს... ფანჯრიდან გავიხედე, თვალები მოვჭუტე ვცადე რამე დამენახა მაგრამ ვერ შევძელი, უკუნით სიბნელე იყო..
-რატომ ვერასოდეს ვერ ისვენებ?მკითხა ხავერდოვანმა ხმამ.
-იქნებ შენ მიშლი ხელს?ძალიან პირდაპირ გამომივიდა. ვინანე, მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია პირიქით უფრო მოიწია და ცხვირი მხარზე ჩამომადო.
-კარგი რაა. კიდევ უფრო მომეწება. გული ამიჩქარდა, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემდი, რამე შემტყობოდა. ბიჭი გასწორდა მხარზე ნაზად მომადო ტუჩები, მთელ ტანზე ეკალმა დამაყარა. მეორე მხარეს გადაწვა,მაგრამ მზერას არ მაშორებდა.ძალიან დავიძაბე, მზერა ავარიდე და ფანჯარაში სრულ სიშავეს მივაჩერდი.დრო მალე გავიდა როგორ იქნა მივაღწიეთ სახლამდე, ბავშვები დავაძინე და ჩემი ოთახისკენ წავედი. კარზე ნიკო იყო მიყუდებული, აშკარად არ აპირებდა ჩემს შეშვებას.სანამ მივუახლოვდებოდი უამრავი რამ გავაფიქრე, მაგრამ მას ნამდვილად ვერ მოვერეოდი. კართან დავდექი და ბიჭს დავაკვირდი, ჭერს უყურებდა მერე მზერა ჩემსკენ გადმოიტანა.
-მეძინება.. პატარა ბავშვივით, გაბუტულმა ვუთხარი.ბიჭმა გაიცინა.
-მართლა? იგივე ტონით მიპასუხა ბიჭმა და მომიახლოვდა.
-უბრალოდ ტელეფონი დაგრჩა მანქანაში და მოგიტანე. მობილური გამომიწოდა ბიჭმა.მერე ლოყაზე ნაზად მაკოცა და ძილინებისა მისურვა.
-მისმინე ხვალ წამოხვალ ჩემთან ერთად?
-სად?
-უბრალოდ წამოდი, არ ინანებ.ისე დავინტრიგდი უარს ვერ ვეტყოდი.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე, ოთახში შევედი, შხაპი მივიღე და ახალ საწოლში შევწექი, თეთრეული სასიამოვნოდ მეხებოდა სხეულზე,ინტერესეით ვკვდებოდი ნეტა სად უნდა წავსულიყავით...



მაპატიეთ პატარა თავისთვის სამაგიეროდ შემდეგი ისეთია....ეს ისტორია ნამდვილია ისე ჩემმა თანამშრომელმა მომიყვა. ასე რომ დაიჯერეთ კონკიას ამბების



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჩემი ნიკო :*

 


№2 სტუმარი Guest Lia

Dade axali tavi
Zalian kargia

 


№3  offline წევრი khatia khatia

დზააანნნ სასიამოვნო წასაკითხია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent