ძიძა თავი მეექვსე
დილით 7საათზე გამეღვიძა,სწრაფად წამოვდექი, საწოლიდან.გარეთ წვიმდა, ისე კარგად მახსოვს მე რომ სკოლაში წავედი, მაშინაც სასტიკად წვიმდა, მე კი ტირილით ვსკდებოდი.შხაპი მივიღე. შავი კლასიკური შარვალი, მუქი შვინდისფერი როლინგი და ბათინკები ჩავიცვი, ტყავის რუგზაკში საჭირო ნივთები ჩავალაგე და მაგიდაზე დავტოვე.ისე ვიყავი აფორიაქებული, თითქოს მე მივდიოდე სკოლაში პირველად. ლიზა, გავაღვიძე უნიფორმა ჩავაცვი,ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავულაგე და სამზარეულოში ჩავედით,ოთახში პაოლო შემოვიდა. -ხომ არ ღელავთ ბავშვებო?თბილად მოგვმართა კაცმა. ლიზა საკმაოდ გახარებული იყო, იმ ფაქტით რომ ახალ მეგობრებს შეიძენდა.-მეც წამოვალ თქვენთან ერთად.ლიზას გაუხარდა.აბა ჩემ პატარას მარტო ხომ არ გავუშვებ. .ანა. უცებ მომმართა კაცმა, სახლში რომ მოხვალ ვივიენი გააღვიძე 11 ზე ეწყება ბაღი. მარკოც წამოაგდე საწოლიდან.. პაოლიმ მთელი რიგი დარიგებები მომცა. ოთახში ავედი ბლოკნოტი ამოვიღე მაგიდის უჯრიდან და დღის გეგმა შევადგინე. რუგზაკი ავიღე,კიბეზე დავეშვი და მამა-შვილს წამოვეწიე, მე და ლიზა უკან ჩავჯექით.პაოლო მთელი გზა რაღაცაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ უგულისყუროდ ვუსმენდი,ის უფრო მაინტერესებდა, ნიკო სად აპირებდა ჩემს წაყვანას. სკოლამდე ისე მოვედით ვერაფერი გავიგე. კაცმა ლიზა ხელში აიყვანა და კარამდე მივედით, აშკარად ყველას ოჯახი ვეგონეთ, ძალიან მეხამუშა, ლიზას ხელი ჩავკიდე და საკლასო ოთახამდე მივიყვანე, კარიდან ვუყურებდით, მორცხვად იჯდა სკამზე,ვიღაც გოგო მიუჯდა გვერდზე და გამოელაპარაკა, თავი მშვიდად ვიგრძენი.გამომშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე, უკან გამოვბრუნდი და მანქანაში ჩავჯექი. სახლში მისულს ვივი უკვე გაღვიძებული დამხვდა, ნიკოს ეთამაშებოდა. მეც მათთან ერთად ჩამოვჯექი საწოლზე.კაცმა ეშმაკურად ამომხეა ქვემოდან ვცადე მზერა ამერიდებინა, მაგრამ მისი ლურჯი თვალები ისე დაჟინებით შემომცქეროდა ვერ შევძელი.არ მინდოდა რომ შემყვარებოდა, არ მინდოდა რომ ჩემით ეთამაშა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიკავებდი, რაიმე გრძნობა გამომეხატა მის მიმართ,თან ფრანკას სიტყვებიც არ მაძლევდა მოსვენებას. ბოლოსდაბოლოს აქ სამუშაოდ ჩამოვედი და არა მასთან რომანის გასაჩაღებლად. ამიტომ მკაცრად გადავწყვიტე რომ ზღვარი არ გადამელახა, რამდენად შესაძლებელი იყო ამას ნამდვილად ვერ ვხვდებოდი ამ ეტაპზე. ფიქრებიდან ნიკომ გამომიყვანა, ნიკაპზე ნაზად მომიჭირა თითები, მე შევკრთი.ვივი ინტერესით გვიყურებდა, მისი ხელი მოვიშორე და გოგო ხელში ავიყვანე, აბაზანისაკენ წავედი, ისიც ზურგს უკან ამედევნა. -დრო გააქვს?თითქმის ჩურჩულით მიკითხა. -კი, მაგრამ რისთვის?თავი გამოვიშტერე ვითომ არ მახსოვდა. -მინდა რომ სადღაც წავიდეთ, გუშინ ხომ გითხარი.მინდოდა უარი მეთქვა, მაგრამ ასეთი უხეში ქმედებით უფრო გავაქეზებდი, თან ძალიან მაინტერესებდა სად მივყავდი. -ლიზა 4 საათზე უნდა გამოვიყვანო. იქამდე საკმაო დროა.კაცმა თავი დამიქნია და სევდიანი მზერა ამაყოლა.ვიცოდი რომ თვითონაც გრძნობდა რომ მისგან თავს შორს ვიჭერდი.ის მოახლოებას ცდილობდა და წინ დგამდა ნაბიჯებს, მე კი უკან.. -ნიკო ისე გიყურებს როგორც ფილმებშია ხოლმე.ვივის ნათქვამზე გულიანად გამეცინა.გოგო სწრაფად მოვამზადე, მარკოც გავაღვიძე და ქვემოთ ჩავედი.ბაღი სახლთან ახლოს იყო, ვივის ხელი მოვკიდე, ქოლგა ავიღე და ქუჩას გავყევით. მთელი გზა არ მომიწყენია, გოგო საყვარლად მეტიტინებოდა, თავის მასწავლებლებზე, მეგობრებზე..ისეთი სიხარულით შეხვდა ყველას, მასზე ნერვიულობა ნამდვილად არ მომიწევდა.სახლშიც ფეხით დავბრუნდი, ნიკო ეზოში დამხვდა, შავი ჯინსის შარვალი და ლურჯი სვიტერი ეცვა, მოტოციკლის გვერდით იდგა, დაჯექიო ხელით მანიშნა და მომნუსხველად გამიღიმა. -მეშინია. პატარა ბავშვივით წამოვიყვირე მე. -კარგი რა.თვალები დაატრიალა ბიჭმა. ისეთს არაფერს ვიზამ რომ რამე დაგემართოს..მომიახლოვდა და ჩაფხუტი თავზე ჩამომაცვა, შემიკრა, თავადაც იგივე გაიმეორა და მოტოზე დაჯდა ისეთი მამაკაცური იყო, უკან მოვუჯექი და ხელები მუცელზე მოვკიდე. -ასე არ გამოვა,თავს ვერ დაიჭერ. -დავიჭერ, მკაცრად ვუპასუხე მე, სარკეში ვხედავდი როგორ იღიმოდა და იკვნეტდა ტუჩებს. -კარგი როგორც გინდა. -4 ზე ლიზას სკოლასთან უნდა ვიყოთ, არ დაგავიწყდეს.თავი დამიქნია და ძრავა ამოქოქა. ისეთი სისწრაფით მოწყდა ადგილადან რომ მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს შიშისგან. აშკარად კმაყოფილი ჩანდა ამ ფაქტით, ქალაქში სიჩქარე შეამცირა და ვიწრო ქუჩაზე შეუხვია, ძრავა გამორთო და ძირს ჩამომსვა. ცოტა თავბრუ მეხვეოდა. -სად მივდივართ ბოლოსდაბოლოს.გავღიზიანდი მე. -ასეთი ცვალებადი რატომ ხარ? უცებ მოტრიალდა ჩემსკენ.გუშინ თბილად მიღიმოდი, დღეს მიბღვერ, მე უბრალოდ...სიტყვა გაწყვიტა და თვალებში ჩამაშტერდა, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, თავი ჩავხარე და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, აშკარად გაბრაზებული იყო, მაგრამ თავს იკავებდა.ვერ მივხვდი რა ვქენი ისეთი რომ გავაბრაზე, მაგრამ ვცადე უკან დამეხია და თბილად მოვქცეოდი, ჩხუბის და ისტერიკების მოყვარული დიდად არ ვიყავი. მაგრამ თვითონ აშკარად არაადეკვატური იყოო... -კარგი რა-ნაზად ჩამოვუსვი მხარზე ხელი- მე ყოველთვის ასეთი ჭირვეული ვიყავი..კიდევ მინდოდა რამის თქმა მაგრამ ვიცოდი რომ რამე სისულელეს დავახეთქებდი და თავი შევიკავე, ნიკოს გვერდი ავუარე და კიბეს ავუყევე.ისიც სწრაფად მომყვა უკან.ცოტა ხანს ჩუმად მივდიოდით, პერიოდულად უკან ვიხედებოდი. -ნუ გეშინია აქ მარტოს არ დაგტოვებ. თბილად გამიღიმა კაცმა. ვიწრო ქუჩას თავი დავაღწიეთ,საკმაო სიმაღლეზე ამოვსულვართ, მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანდა. -ეს მარანტების საოჯახო სასახლეა, თითქმის ყველასგან მივიწყებულია, აქ იშვიათი მხატვრობის ნიმუშებია წარმოდგენილი.ვიცი რომ ესეთ რამეებზე გიჟდები და ვიფიქრე ეს ადგილი დაგაინტერესებდა, რომ იცოდე მოსამსახურეს რამდენი ვეხვეწე აქ რომ შემოვეშვით რამდენიმე საათით...მართლა ულამაზესი ადგილი იყო, ვერანდიდან მთელი ქალაქი მოჩანდა.-ღამით აქაურობა ულამაზესია, ტელესკოპიც აქვთ. ნიკომ ხის კარზე დააკაკუნა.ხანში შესულმა ქალმა გაგვიღო კარი,კაცს კარგად დააკვირდა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ იცნო და ქოთქოთით შეგვიძღვა მისაღებში. -რა ლამაზი ცოლი გყოლია.გაიცინა ქალმა-ეს რომ მცოდნოდა აქაურობას მთელი ღამით დაგითმობდით.მე თვალები შუბლზე ამივიდა და გაპროტესტება გადავწყვიტე,მაგრამ ნიკომ ხელი ნაზად მომიჭირა, გავჩუმდი. ქალმა სასახლის მთავარი ოთახი გაგვიღო. ..ასეთი სილამაზე მართლა არასოდეს მინახავს, არც ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოში წამიკითხავს ამ ადგილზე რაიმე, ამიტომ სრულიად გაოგნებული და მოხიბლული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით.სიამოვნებისგან გული გამალებით მიცემდა. ან საიდან იცოდო რომ ეს მომეწონებოდა.ულამაზესი სკულფტურები და ფრესკები ამშვენებდა ოთახს, ჭერიდან ანგელოზები დაგვცქეროდნენ. ჭერში იმდენ ხანს ვიყურებოდი რომ ლამის თავბრუ დამეხვა, ნიკომ ნაზად მომკიდა წელზე ხელი რომ არ წავქცეულიყავი. ოთახი ნელა გადავჭერით რომ შემძლებოდა, მართლა მთელ დღეს აქ გავატარებდი.მეორე სართულზე ავედით სარკეების ოთახში,ის კიდევ უფრო ლამაზი იყო. კაცმა ხის უზარმაზარი დარაბები გამოაღო, ფერადმა სინათლემ სწრაფად შემოაღწია ოთახში და სახეზე დაგვიწყო თამაში, ოთახი ულამაზეს ფერებში აენთო, თავი ზღაპარში მეგონა.ძველებურ სავარელზე ჩამოვჯექით, მე ისეთი აღტაცებული ვიყავი, ვერ ვმშვიდდებოდი. ნიკოს ჩემზე ეცინებოდა.არ მინდოდა წასვლა. არ მინდოდა ამ სილამაზის დატოვება.ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ნიკო ჩემსკენ მოიწია და ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, ძალიან დავიძაბე არ მინდოდა გაეგრძელებინა. -ისეთი კარგი ხარ, სხვანაირად არ შემიძლია.ყურში ჩამჩურჩულა კაცმა, ნაზად მიკბინა, უფრო ახლოს მიმიზიდა და კიდევ რამდენჯერმე მაკოცა. ახლა ნამდვილად გასაგები იყო რაც უნდოდა ჩემგან. მე კიდევ რომელ სიყვარულზე ვფიქრობდი, მას უბრალოდ საყვარელი სჭირდებოდა. მაგრამ ფრანკა, მან რატომ მითხრა ეს ყველფერი.. გული ისე მიცემდა, ცოტაც და ხელში ჩავადნებოდი, მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ, ამის ძალა ნამდვილად არ მქონდა. ის ქალი რო არ შემოსულიყო ალბათ გული წამივიდოდა. -დრო უკვე გავიდა. შემოქოთქოთდა ქალი.ასე რომ დაგვინახა, შერცხვა და თვალებზე ხელი აიფარა- მაპატიეთ უხეხულად გამოვიდა. ნიკო სწრაფად დაუბრუნდა ადგილს. -წავიდეთ საყვარელო.მომმართა მე და ხელი გამომიწოდა, დავემორჩილე და ხელი მთელი ძალით მოვუჭირე. თავბრუ მეხვეოდა მღელვარებისგან, ამდენი ემოცია რამდენიმე საათში ნამდვილად ზედმეტი იყო. სასახლიდან გამოვედით, ჰაერის ცივმა ნაკადმა გამომაფხიზლა,სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და ვიწრო კიბეს მთელი სიჩქარით ჩავუყევი. მეთითქმის მივრბოდი ის კი ნელი, დინჯი ნაბიჯებით მომყვებოდა უკან.ბოლოს მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა.მიხვდა რომ მისმა საქციელმა გამაბრაზა, იმასაც მიხვდა რას ვფიქრობდი, საკმაოდ ჭკვიანი იყო, იმისათვის რომ მისთვის ჩემი აზრები და ემოციები დამალული ყოფილიყო. -ასე ნუ მირბიხარ, თორემ დაიმტვრევი.მზრუნველად მითხრა კაცმა და თვალებში ჩამაშტერდა, მე მზერა ავარიდე.მისი ხელის მოშორება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა.გავღიზიანდი. ისე მომინდა სილა გამეწნა მისთვის, მაგრამ რისთვი?ლოყაზე რომ მაკოცა იმისთვის?თვალები გავუსწორე და მის მზრუნველ მზერას წავაწყდი.რამდენიმე წუთის წინ მეგონა ჩემი საყვარლობა უნდოდა, ახლა კი მის მზერაში სულ სხვა რამეს ვხედავს.მგონი ზედმეტად დრამატულად ვუყურებდი სურათს.მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გრძნობებზე თამაშის უფლებს არ მივცემდი..ხელი შემიშვა და უკან დაიხია.გაბრაზდა საპასუხოდ ვერაფერი რომ ვერ მიიღო ჩემგან, მხოლოდ მკაცრი და ცივი გამომეტყველება შერჩა ხელში. მე გზა გავაგრძელე, ისიც ნელა მომყვებოდა.რამდენჯერმე მის განრისხებულ მზერასაც წავაწყდი.რომ შემძლებოდა აქედან მარტო წავიდოდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.. ჩაჩქანი დაიფარა და ხელით მანიშნა დაჯექიო.უკან მოვუჯექი და ხელები მოტოციკლის სკამს მოვკიდე, სარკეში დავინახე როგორ დაიძაბა,უკან მოტრიალდა და ხელები თითქმის ძალით მომახვევინა წელზე, ძრავა ამოქოქა და მთელი სიჩქარით მოწყდა ადგილიდან. ვგრძნობდი როგორი დაძაბული იყო,როგორ გამალებით უცემდა გული, ბრაზისგან როგორ ეჭიმებოდა სხეული, მაგრამ ის უფრო მინდოდა სახლამდე ცოცხლებს მიგვეღწია.როგორც იქნა სახლამდე მოვედით, კაცმა მოტოციკლი ფარეხისკენ წაიყვანა მე კი სახლში შევედი, სულ გაფითრებული ვიყავი, მონიკა ჩემს დანახვაზე ელდა ეცა. -რამემ შეგაშინა საყვარელო. -არა უბრალოდ ცოტა ცუდად ვარ.ძლივს ამოვილაპარაკე მე. -აქ მოდი წნევას გაგიზომავ, წამალს დაგალევინებ.სასწრაფოდ დატრიალდა ქალი.საფეთქლები დამიზილა.ცოტა გამოვცოცხლდი. -უნდა წავიდე მონიკა ბავშვები უნდა გამოვიყვანო.სწრაფად წამოვხტი სკამიდან-სანერვიულო არაფერია, მალე გამივლის. კიბეებზე ნიკომ ამოირბინა და ოთახში შემოვიდა კარი ისე მიაჯახუნა, შიშისგან ორივე შევკრთით. -რა სჭირს ამ ბიჭს, სულ აღარ გავს თავის თავს, აქამდეც ყავდა გოგოები, მაგრამ ასე რამ გაამწარა.ამოიოხრა ქალმა და მისკენ მიმავალ კაცს დააკვირდა.მე სასწრაფოდ მოვტყდი ადგილიდან.ეზო გადავჭერი და ბავშვებთან წავედი.. ლიზა ისეთი ბედნიერი იყო. აღელვებით ყვებოდა ამბებეს, თავის ახალ მეგობრებზე, მასწავლებლებზე.დღეს დავალება არ მოუციათო მომახარა.ვივის ჩემი პორტრეტი დაუხატავს და საზეიმო ვიტარებაში გადმომცა მთელი კლასის წინ. ნელა მივყვებოდით ტროტოარს,ჰაერში უკვე შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. ისეთი სასიამოვნო საღამო იყო, თითქმის გადამავიწყა ყველაფერი.. შესვენების შემდეგ მე და ბავშვებმა გეოგრაფიაში და ხატვაში წავიმეცადინეთ.ლიზამ მითხრა რა დღეებში დადიოდნენ მუსიკაზე და გასვლით გაკვეთილებზე(თურმე მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, დიდად არ მომეწონა ის ისეა რომ ზოგიერთ პეროან მშობელთან მომიწევდა ყოფნა, ხანდახან პაოლოც შემცვლიდა, მაგრამ მაინც) და ასე შემდეგ მთელი კვირის განრიგი შევადგინეთ, როდის რა უნდა გვესწავლა, როდის უნდა გვეხატა, დაგვესვენა, გაგვესეირნა და სხვა რამეები. ყველაზე კარგი კი ის იყო რომ დრო მეც დამჩებოდა კითხვისთვის და ხატვისათვის, არ მინდოდა რაც აქამდე ვისწავლე ყველაფერი დამვიწყებოდა.. ბავშვებს ტელევიზორი ჩავურთე მე კი მონიკას დასახმარებლად წავედი, მარკოც დაბრუნდა, მოვიდა და შუბლზე მაკოცა. -ჩემს ძმას რა დაემართა არ იცი?ისე იბღვირება შემეშინდა.გადაიხარხარა ბიჭმა, როგორც ყოველთვის ფორმაშია.ბიჭმა წინსაფარი გაიკეთა დიდის ამბით, მაგრამ მაიმუნობის მეტი არაფერი უკეთებია. მე და მონიკამ მაგიდა გავშალეთ, პაოლო თავში დაჯდა მე მარკოს გვერდით და ვივი კალთაში ჩავისვი. მშვიდად ვვახშბოდით, მე მალე მოვრჩი, მაგრამ ვივი აშკარად მადაზე იყო მოსული დ ლამის ყველაფერი შეჭამა. ნიკო გვიან შემოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. არ ჭამდა პურის ნაჭერს ბრაზისგან წვრილად აქუცმაცებდა და თეფშზე ყრიდა, პერიოდულად მკაცრ მზერას მომარყრობდა ხოლმე, მაგრამ მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, არ მინდოდა ავყოლოდი ან კიდევ უარესად გამეღიზიანებინა.. მთელი საღამო მოუსვენრად ვიყავი. ბავშვები დასაძინებლად წავიყვანე. უკვე ჰარი პოტერის მეორე წიგნზე გადავედით, მანამდე ვკითხულობდით სანამ ორივეს არ ჩაეძინა. ჩუმად წამოვდექი, შუქი ჩავაქრე და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი.დერეფანი სწრაფად გავიარე, არ მინდოდა ვინმეს შევხვედროდი, უბრალოდ დასვენება მინდოდა.კარი ჩავკეტე და სააბაზანოსკენ წავედი.დიდხანს ვიდექი შხაპის ქვეშ, წყალმა დამამშვიდა..წიგნი მოძებნე და საწოლში შევწექი, აშკარად დიდხანს ვერ დავიძინებდი ამიტომ კითხვა ფიქრების გასაფანტად საუკეთესო გამოსავალი იყო.. ნიკოლა ისეთი გაბრაზებული ვიყავი, დიდი ალბათობით მთელი ღამე ძილი არ მომეკარებოდა. ყველაფერი მისი ბრალია,ღმერთო ეს ლაწირაკი რა დღეში მაგდებს ამხელა კაცს. მისი ყოველწამიერი სახეცლილება, მაბნევს ჭკუიდან მშლის, და მერე ისე იქცევა თითქოს თვითონ კი არა, სულ სხვა ვინმე იყო დამნაშავე. მინდა ვინმეს დაველაპარაკო გული მოვიოხო, მაგრამ არ შემიძლია ჩემს გრძნობებზე ვინმეს გავუმხილო, ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად რას მმართებს. ხანდახან ისეთი საყვარელია, ისეთი უსუსური, მინდა რომ გულში ჩავიკრა და მოვეფერო, ხანდახან კი მინდა თავზე დავალეწო ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია ცუდად მოვექცე, მირჩევნია ბრაზმა მომკლას, ვიდერე მას ეტკინოს გული. ზუსტად იმ წერტილს შეეხო და ჩაებღაუჭა რასაც ყველას ვუმალავდი და ვერავინ იპოვა აქამდე. რამ აფიქრებინა რომ მისი საყვარლობა და გამოყენება მინდა,მე მისგან საპასუხო გრძნობას ველოდი, მან კი ხელი მკრა. სწორედ ეს მაგიჟებს რატომ მინდა რომ ვუყვარდე? შუაღამემდე ვიწრიალე საწოლში, მაგრამ კი არ ვმშვიდდებოდი უფრო ვგიჟდებოდი. ბოლოს წამოვდექო ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი, თავი ნელ-ნელა დავიმშვიდე, სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე, სარკეში ჩავიხედე ურჩხულს აღარ ვგავდი. შარვალი ამოვიცვი და მისი ოთახისკენ გავწიე, მის მეტი ვერავინ დამამშვიდებდა, მაგრამ თავად რამდენად უნოდა ჩემი ნახვა არ ვიცი, ისიც არ მინდოდა ამ გაცეცხლებულზე ხელი ეკრა... ანა უკვე ღამის 2 საათი იყო, ძლივს მოვახერხე დამშვიდება და უკვე ნახევრად ძილში ვიყავი წასული, რომ კარზე კაკუნი მომესმა, ზუსტად ვცოდი ვინც იყო და ისიც ვიცოდი რომ სასიამოვნო საუბარი არ გვექნებოდა..კაკუნი განმეორდა, არ მინდოდა გაღება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ჩამოღება რომ დასჭირვებოდა, ჩამოიღებდა და შემოვიდოდა.თვალები მოვიფშვნიტე და კარი გავაღე. -შემოვალ რა.კარი ფართოდ გავაღე და გზა დავუთმე.გაშეშებული იდგა ოთახის შუაგულში, სათქმელს თავს უყრიდა, მე საწოლზე ჩამოვჯექი და ცალი ფეხიშევკეცე, მშვიდად ველოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.მომიახლოვდა და ჩემს წინ დაჯდა, შუბლი შიშველ მუხლზე მომადო, მერე მზერა გამისწორა, ისეთი სევდიანი იყო, უკვე ეჭვი შევიტანე ჩემი აზრის სისწორეში.არცერთი არ ვიღებდით ხმას. -მისმინე, არ მინდა არასწორი შეხედულება გქონდეს დღევანდელზე...უბრალოდ გრძნობები ვერ მოვთოკე.. ხმა გაუწყდა ბიჭს აშკარად ძალიან ღელავდა, მეც ავღელვდი.. ჩემთვის საყვარელი არასოდეს იქნები..ცოტაც და ტირილს დავიწყებდი-გულს არ გატკენ...ეს მართლა საბოლოო წვეთი აღმოჩნდა და ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე.ნიკოლა გვერდით მომიჯდა და ჩამიხუტა.წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვგრძნობდი როგორ დუნდენოდა ჩემი სხეული, თითქოს წამში მოვითენთე და მალევე ჩამეძინა კიდეც. მადლობა რომ კითხულობთ, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები <3 <3 ამ ისტორიის წერაში, კიდევ დამებადა ერთი ახალი იდეა, მოემზადეთ არ მოგაწყენთ მთელი ზაფხული :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.