უჟმური და დარტყმული ( თავი მეექვსე )
- ნენსი გაიღვიძე , უკვე თორმეტი საათია - ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი ალექსანდრეს ხმა ყურში რომ ჩამესმის. - დამაძინე რა , დღეს მაინც არ მივდივარ სკოლაში . - დავიბუზღუნე და ბალიში უფრო ჩავიხუტე. - კი ბატონო თუ არ გინდა სვანეთის დათვალიერება , რა გაეწყობა - ვითომ სევდიანი ხმით თქვა ალექსანდრემ. - რაა , ვაიმე ეგ ვის გაახსენდა - იმის გაგონებაზე რომ სვანეთს ვნახავდი ეგრევე ვჭყიტე თვალები . - მალე ჩაიცვი და გელოდები - თქვა მკაცრად და გავიდა. მეც ეგრევე წამოვხტი და გუშინდელი ,, მისაკუთრებული ‘’ სპორტულები ჩავიცვი . იმის მიუხედავათ რომ თითქმის ზაფხული იყო , სვანეთში მაინც ციოდა. თმები კოსად ავიწიე და ალექსანდრესთან გავედი. - აბა სად მივდივართ ? - ვთქვი გაბრწყინებული თვალებით და ალექსანდრეს მივაშტერდი. - მიაგულის კოშკზე უნდა ავიდეთ - თქვა მკაცრად და კარები გადაკეტა. - ფეხით წავიდეთ . - როგორც ვიცი მიაგულის კოშკს სიყვარულის კოშკსაც ეძახიან , ანუ იქ მივდივართ ? -ვკითხე ჩაფიქრებულმა. -ჰო - თავის დაქნევით მანიშნა. - გყვარებია ვინმე ? - რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ შევეკითხე. - საერთოდ არსებობს სიყვარული ? - წარბაწეულმა შემომხედა და თვალით მანიშნა ფრთხილადო. - კითხვაზე , კითხვით ნუ მპასუხობ - ვუთხარი გაბრაზებულმა . - კი მყვარებია. - მითხრა დასევდიანებულმა. - მაგრამ ... - ვატყობდი როგორ უჭირდა წინადადების გაგრძელება , ამიტომაც რთული სიტუაციის განმუხტვა გადავწყვიტე . - ასეთი ახალგაზრდა პიროვნება ხარ - ოფიციალურ ტონზე გადავიკისკისე და ალექსანდრეც ავიყოლიე . - და დირექტორი როგორ ხარ? - აქ დავსერიოზულდი. - ალბათ ფიქრობ მამიკოს ფულებმა უშველაო ჰო ? - წარბაწეულმა გადმომხედა , მაგრამ ჩემ დაღებულ პირს რომ შეხედა ღიმილი მაინც ვერ შეიკავა. - ტელეპატი ხარ თუ ვანგა? - გაოცებულმა შევეკითხე. - ყველა ასე ფიქრობს და არც შენ იქნები გამონაკლისი - მხრები აიჩეჩა. - მე ყველა არ ვარ - გაბრაზებულმა ჩავიბუტბუტე. - კარგი , კარგი ნუ ბრაზდები . უბრალოდ ჰო არ გავიწყდება კერძო სკოლაში რომ სწავლობ ? - ანუ ? - ანუ ის რომ ჩემი საკუთრებაა ეგ სკოლა. ... წინა დირექტორი რა გვარი იყო აბა შემახსენე. ... - მეც ჩავფიქრდი და ბატონი დავითი რა გვარი იყო რომ გამეხსენებია. - დ- ზე იწებოდა როგორც მახსოვს. მოიცა რაა? დევდარიანი იყო. ანუ რა გამოდის ? მამაშენია ? - გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე. მანაც თავის დაქნევით განმიცხადა თანხმობა. - და ახლა სად არის ? - სახლში , გულზე აქვს პრობლემა - დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა. - ბოდიში არ უნდა მეკითხა. - დამწუხრებულმა ჩავილაპარაკე. - ისე მალე მივალთ ? ძალიან დავიღალე ამდენი სიარულით. - სადღაც 15 წუთში - ოოო, რაამბავია ფეხები დამატყდა ... - კიდე რაღაცის თქმას ვაპირებდი რომ ვიგრძენი მიწაზე აღარ ვიდექი და ალექსანდრეს ზურგზე ვიყავი მოკალათებული . - და შენ რას ფიქრობ სიყვარულზე? გყვარებია ვინმე ? - მყვარებია? - ბოლო ხმაზე გადავიკისკისე. - როგორ შეიძლება ვინმე მიყვარდა და რამოდენიმე კვირის , თვის და თუნდაც წლის შემდეგ გადავიყვარო? არა . ეგ გამორიცხულია. თუ გიყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს , ყველაფრის მიუხედავათ. სიყვარული ეს ფართო მცნებაა . ზოგისთვის ნდობაა , ზოგისთვის შეჩვევა , ზოგისთვის კიდე რა და ზოგისთვის კიდე რა . ჩემთვის კი სიყვარული აი ისაა , მის გარეშე ერთ წუთსაც რომ ვერ ძლებ. მასზე უფრო კარგებს ადარებ , მაგრამ მაინც ის გირჩევნია. თუ მართლა გიყვარს , მაშინ არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა რა აცვია , რამდენი აქვს შემოსავალი და რა მარკის მანქანით დადის. ის სულით უნდა გიყვარდეს და არა ზმანით . მასში ნდობას უნდა აფასებდე და არა ფულს . არ მესმის იმ გოგოების , რომლებიც იმას უფრო განიცდიან , რომ შეყვარებულმა დაბადების დღეზე რაღაც ძვირფასი არ აჩუქა , ვიდრე როგორი გრძნობით და წრფელი გულით იყო ნაჩუქნი ის საჩუქარი . ნუ რავიცი მე ეს მიმაჩნია სიყვარულად , არავითარი ყალბი გრძნობები . - არ მინდა: ის ბიჭი სხვა ბიჭებს გავდეს ... უხეში იყოს , მერსედესი ყავდეს ... უჭკუო იყოს, ზმანები კრავდეს ... რომ ცივი იყოს და თბილი ჩანდეს ... არ მინდა : ტომარა იყოს ფულის და ცარიელი ქონდეს სული ... ქონდეს უგრძნობი , გამშრალი გული ,, არამზადობის ‘’ დაკრავდეს სუნი ... ! არ მინდა : ის ბიჭი სხვა ბიჭებს გავდეს , ერთი უყვარდეს , ბევრი კი ყ ა ვ დ ე ს ! - პატარა ლექსიც წავუკითხე ჩემს გრძნობებზე და ვიგრძენი როგორ გაიღიმა. აი მოჩვენებითი ღიმილით კი არა , არამედ მთელი გრძნობით გამიღიმა , რამაც ძალიან გამახარა. .... იცი პატარა რომ ვიყავი რომ მეკითხებოდნენ რა უნდა გამოხვიდეო მე იმწუთასვე ვეუბნებოდი ,, სვანის ცოლი ‘’ - თქო. შეიძლება ეს ერთგვარ ახირებად ჩამითვალო , მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ , სვანი კაცები ისეთები არიან როგორებიც ხალხს წარმოუდგენიათ . შეიძლება თქვენ ხართ უჭმურები , მაგრამ სწორედ სვანებმა იცით ქალის პატივისცემა ყველაზე მეტად. შეიძლება მკაცრებიც ხართ , მაგრამ სიყვარულში ზოგჯერ სიმკაცრეც არის საჭირო. მე თუ მკითხავ ოჯახში ჯერ კაცი უნდა იყოს და შემდეგ ის მხარს ამოფარებული ქალი. კაცი უნდა წყვეტდეს , ქალი კი უნდა ეხმარებოდეს სწორად მიიღოს გადაწყვეტილება. ... შეიძლება ბევრი ვიბოდიალე მაგრამ იმედი მაქვს გაიგე რაც ვიგულისხმე . - კი , კი . აბსოლიტურად გასაგებია. ... ისე გუშინ ლექსი რომ წაიკითხე სიყვარულზე , შენი ლექსი . ვინმეს ეძღვნებოდა ? - ხმაჩახლეჩილმა მითხრა. - რათქმაუნდა არა . უბრალოდ ჩემი მუზა თითქმის ყოველთვის სიყვარულია , მაგრამ არა იმიტომ რომ ვინმე მიყვარს - ვუთხარი გახალისებულმა . ამის გაგონებაზე კი ალექსანდრემ ღრმად ამოისუნთა , რასაც ჩემი გაკვრვება მოყვა , მაგრამ არ შევიმჩნიე. - კიდე მომიყევი რა რომელიმე ლექსი . - შენ წარმოიდგინე და არ მომწონს ვინმეს ჩემს ლექსებს რომ ვუკითხავ - გაღიმებულმა წარმოვთქვი. - შენ თუ ყველა არ ხარ , მაშინ არც მე ვარ ვინმე - მითხრა შეპარული ღიმილით - მიდი რა ერთი ლექსი. - კარგი ჰო , ჯანდაბას . - დავნებდი და დავიწყე . -ააჟღერეთ სიყვარულის მელოდია , გულს დარდები მოაშორეთ თავიდან , იოცნებეთ , აიხდინეთ ოცნებები ... სიყვარული გააღვივეთ თავიდან . ააჟღერეთ , რომ ჰანგები ცას წვდებოდეს , გულის გულში სიმებად რომ ჩაიბნას , ჟრუანტელმა გვირილებად იფეთქოს და ... სულში მუდამ იაპრილოსა მაისმა . ააჟღერეთ , ააჟღერეთ მაღალ ხმაზე , ეს ცხოვრება მართლაც ერთი წამია , შეიყვარეთ ,მოეფერეთ , ჩაეხუტეთ , სიყვარულით სამყაროც კი მთვრალია . ააჟღერეთ , რომ ძარღვებში სისხლი ჩქეფდეს , ააჟღერეთ , გულმა იგრძნოს სილაღე, სიყვარული არასოდეს არ დამალოთ , და არასოდეს ხელი არ კრათ , ინანებთ . ააჟღერეთ , სიყვარულის მელოდია , რომ გრძნობებმა კვირტებივით იფეთქონ , ააჟღერეთ სიყვარულის მელოდია , გულს დარდები მოაშორეთ თავიდან , იოცნებეთ , აიხდინეთ ოცნებები ... სიყვარული გააღვივეთ თავიდან . - აი მართლა გურწფელად გეუბნები ძალიან მაგარი ხარ. შენაირი გოგო მართლა ჯერ არ შემხვედრია. ჯერ ჰო იმიტომ რომ უსამართლობას ვერ იტან , მერე სოფომ რა გაგიკეთა და მაინც დაიცავი , მერე ხატვა , სიმღერა , ლექსების წერა და ბუმი საერთოდ ცეკვა. ბოლოს კი ისეთები ილაპარაკე სიყვარულზე , სულ გამოვშტერდი. აი არვიცი რანაირი ადამიანი ხარ. ზედმეტად შენებური და საუკეთესო . შეიძლება ცოტა მწარეც ხარ და კინიანიც , მაგრამ მაგათ ეშველება - ბოლოს რომ არ წაიუჟმურო არ შეგიძლია რა - დავიწუწუნე ეგრევე - წუწუნაც ხარ - ნიშნისმოგებით მითხრა. - უჟმური - ჩავიბურტყუნე მე. - დარტყმული - არც ის ჩამომჩა. - ყანჩა - ამის გაფიქრებაზე სიცილი ამიტყდა . - ისე ანი აქამდე მე მეძახოდა ყანჩას და ახლა ყანჩა კი არა ჯუჯა უფრო ვარ . ... ისე რამდენი ხარ სიმაღლეში ? - 1.97 - მითხრა ღიმილ შეპარული. - რამ გაგამწარა ? სასუქს გიყრიდნენ ? - ავღშფოთდი მე - რაგინდა არც შენ ხარ დაბალი . პირიქით შენ სიმაღლე ბევრი გოგო არაა . - დამამშვიდა თავის ჭკუით. - ბევრი გოგო არ ვიცი მე . ფაქტია რომ მთელი ჩვიდმმეტი სანტიეტრით მაღალი ხარ ჩემზე , რაც ძალიან არ მომწონს . - გაბუტულმა ჩავილაპარაკე. - აბა ჩემზე მაღალი უნდა იყო ? - შეიცხადა ალექსანდრემ - ნუ მაგხელა თუ არა მეტრა ოთხმოცდა ათამდე მაინც . - რათქინდა გოგო მაგხხელა რომ იყო ? მერე მართლა ყანჩა იქნები . ... ისე მე ბიჭი ვარ და ბიჭ მაღალი უნდა იყოს , ნუ გოგოც უნდა იყოს მაღალი , მაგრამ არა ალვის ხე. მაქსიმუმ მეტრა ოთხმოცდა ხუთი. - მითხრა მკაცრად. - მერე ? ხუთი სანტიმეტრი მაკლია . ტეტააა ! თელი ხუთი სანტიმეტრი - შევიცხადე მე . - არა რა , მართლა დარტყმული ხარ სრული ამ სიტყვის მნიშნვნელობით - თქვა მხიარულად. - მადლობა კომპლიმენტისთვის . - მიდი აბა ჩამოხტი , მოვედით. - მითხრა და ზურგიდან ჩამომსვა. ჩემს წინ კი ულამაზესი ხედი გადაიშალა. - როგორც ვიცი ამ კოშკს რაღაც ისტორიაც აქვს , სასიყვარულო ისტორია . მომიყევი რა . - ვთოვე და იქვე მინდორზე დავჯექი . მანაც მომბაძა და ჩაახველა . - მდინარის პირას, დიდ ქვაზე ააგებული ეული კოშკი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის ფინალური ნაწილია. წლების წინ, ერთმა სვანმა გოგონამ, მირანგულამ საყვარელი მამაკაცის, ბეშქენის სიკვდილი არ დაიჯერა და ამ კოშკიდან სიცოცხლის ბოლომდე გაჰყურებდა გზას მისი დაბრუნების იმედით. თურმე მირანგულა დედისერთა იყო, დედით ობოლს მამა რუდუნებით ზრდიდა და სალოცავი ხატივით ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი. ბეშქენი სიმამაცითა და ვაჟკაცობით განთქმული, კარგი მონადირე, ტრადიციების ერთგული, გამორჩეული და პატივსაცემი კაცი ყოფილა. ერთმანეთს რაღაც დღასწაულზე შეხვდნენ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ნაჩვევ მირანგულას დანახვისთანავე შეჰყვარებია ბეშქენი, მოწოლილი გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ემოციები ვერ დამალა გოგონამ, რაც მამამისმა შენიშნა და სახლში დაბრუნებისას შვილს მისი მდგომარეობის მიზეზი ჰკითხა. მირანგულას არ დაუმალავს მამისთვის ბეშქენის მიმართ თავისი გრძნობა და თან დაუმატებია ან ბეშქენის ცოლი გავხდები ან არავისიო. მამა გადარეულა, ბეშქენი ცოლიანი კაციაო, არ შეიძლება გიყვარდესო. შვილი ისე გაჯიუტდა, ისე იყო სიყვარულით შეპყრობილი ბეშქენის გარდა არაფერი უნდოდა. მამა გაბრაზებულა, გადაუწყვეტია, ჩემი შვილისთვის გონების არევისთვის უნდა დავსაჯო ბეშქენიო და მის მოსაკლავად წასულა. მინდორში დაჩოქილსა და თავდახრილს დასდგომია მირანგულას მამა ბეშქენს თავზე. ზურგიდან ხანჯლის დაცემა არ იყო ვაჟკაცური ქცევა, ამიტომ საკუთარი ქალიშვილის რჩეულს წამოდგომა და შებრძოლება შესთავაზა განრისხებულმა კაცმა. ბეშქენს თავი აუწევია და უთქვამს, შემომხედე მეც ზუსტად იმ დღეში ვარ რაც შენს ქალიშვილს სჭირს, მეც მიყვარს მირანგულა და მე მასზე მეტად ვიტანჯებიო. აკრძალული სიყვარულით თავზარდაცემული კაცის ნახვის შემდეგ, მირანგულას მამას ბეშქენის დასჯის განზრახვაზე ხელი აუღია. ბეშქენი კი თავის ტკივილთან ერთად ისეთ მთაზე წასულა სანადიროდ, რომელიც მისნაირი ვაჟკაცისთვისაც კი საშიში იყო. შედეგად მიჯნურის მამის ნაცვლად ბუნებას დაუსჯია საბრალო ბეშქენი, ყინულზე დასცურებია ფეხი, გადაჩეხილა ხრამში და მომკვდარა. ამ ამბის გაგების თავზარდაცემული ბეშქენის ცოლი დარინა ქმრის გარდაცვალების ადგილას მისულა და თავი მოუკლავს. მირანგულას კი მამისთვის ამ კოშკის აგება უთხოვია და მთელი სიცოცხლე აქ გაუტარებია მარტოობაში. მირანგულას გარდაცვალებიდან ბევრი წელი გავიდა, მისი კოშკი კი ისევ მყარად დგას, აოცებს სვანეთის სტუმრებს და უკვდავყოფს მირანგულას სახელსა და სვანური სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას. სხვათა შორის ამ კოშკს მეორე სახელიც აქვს, სიყვარულის კოშკსაც ეძახიან, ალბათ იმიტომ რომ სიყვარულის ბევრი თვისების სიმბოლოა. - ვაიმე როგორ შემეცოდა ბეშქენი და მირანგული. აი თუ ერთმანეთი უყვართ მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ბიჭს ყავს ცოლი თუ გოგოს ქმარი. მთავარია ერთმანეთ უყვარდეთ. - მტკიცედ ჩავილაპარაკე . - ჰო მაგრამ ისინი სვანეთში ცხოვრობდნენ და მოგეხსენება ყველაფერი ისე არ არის როგორც ქალაქში. - მწუხარებით თქვა. - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ . მთავარია რომ მთელი გულით გიყვარს - არ ვნებდებოდი მე - ალბათ მართალი ხარ . - ამის მეტი ხმა არ ამოგვიღია. ორივე ხედს გადავყურებდით და ვტკბებოდით ისი სილამაზით. ... ორი საათის მერე ცოტა აცივდა და ალექსანდრემაც შეატყო და სახლში დაბრუნება შემომთავაზა . მეც დავთანხმდი და უხმოთ დავუყევვით ალექსანდრეს სახლამდე გზას. დანიშნულების ადგილას რომ მივედით უკვე შვიდი საათი იყო. ჩვენ კი ჯერ კიდევ არაფერი არ გვქონდა ნაჭამი , ამიტომაც გადავწყვიტე რამე მომემზადებია და სამზარეულოშ გავედი. მოგეხსენებათ მე და გიო მარტო ვცხოვრობდით და ყოველთვის მე მიწევდა საჭლის გაკეთება , ამიტომაც საკმაოდ გამოცდილი ვიყავი ამ საქმეში. ერთ საათში უკვე მაგიდაზე ახლად გაკეტებული ხინკალით სავსე ფოდნოსი იდო ორ თეფშთან ერთად . - ალექსანდრე საჭმელი მზადაა ! - დავიყვირე რადგან მეორე ოთახშ სვანს გაეგო , მე კიდე მაცივარს მივუახლოვდი . ისიც შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა. - ლუდს ჰომ დალევ ? - შევეკითხე მე - ჰო რათქმაუნდა - როგორც კი ეს მოვისმინე მაცივრიდან ორი ბოთლი ლუდი გამოვიღე და ორ კათხასთან ერთად მაგიდაზე დავდე. - ხინკალი მართლა შენ გააკეთე? - გაკვირვებულმა შემომხედა - ახლა შენ გგონივარ მამიკოს განებივრებული გოგონა , რომელმაც საჭმლის გაკეთებაც არ იცის - ვითომ ნაწყენმა ჩავილაპარაკე. - ბოდიში , არ მინდოდა ცუდად გამოსვლოდა - ნაწყენმა ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. - კაი არაუშავს , ვიხუმრე და ჰო რაც არუნდა გასაკვირი იყოს მე გავაკეთე. - ვუთხარი და თეფშზე ხინკალი გადმოვიღე. ამის მერე ხმა არ ამოგვიღია . უხმოდ შევჭამეთ საჭმელი და უხმოთ ავალაგე სუფრა. უნდოდა თვითონაც მომხმარებოდა , მაგრამ მე მკაცრად ვიუარე ,, არ მომწონს კაცი კუხნაში ‘’ - თქო და ოთახიდან გავაძევ. სულ რაღაც ხუთი წუთის საქმე იყო და მისი დახმარება ნამდვილად არ იყო საჭირო. - რამეს ჰო არ ვუყუროთ ? - შემომთავაზა ეგრევე , როცა მის გვერდით მდივანზე ჩამოვჯექი. - რატომაც არა. - ეგრევე დავეთანხმე მე . რაც არუნდა გასაკვირი იყო ინტერნეტი იჭერდა და ნოუთბუქში ფილმი აარჩი საშინელების ჟანრის. - იცოდე ღამე შემოგიხტები და მერე მე არ დამაბრალო - გაბუტულმა გავარკვიე სიტუაციაში . - შენ ოღონდ მოდი და - ჩუმათ ჩაიბურტყუნაა ალექსანდრემ. - ბატონო ? - გავიკვირვე მე - არარის პრობლემათქო - მხრები აიჩეჩა და მანიშნა კინო დაიწყო და უყურეო. ... თავიდან თითქოს არაფერი მაგრამ მერე ისეთი სიუჟეტები წავიდა ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ალექსანდრეს ტკიპასავით ვეკვროდი. ისიც ღიმილით მიყურებდა და უფრო მიხუტებდა. ... ბოლოს როგორც იქნა ორ საათ ნახევრიანი ტანჯვა დამთავრდა და დასაძინებლად წავედით . ოთახებში უნდა შევსულიყავით რომ მითხრა . - ხვალისთვის ტანსაცმელი დაგჭირდება და აიღე ბარემ - მეც მეტი რა მინდოდა . მარტო ისე მეშნოდა რომ ეგრევე შევარდი ალექსანდრეს ოთახში. კარადასთან მივედი და ახლა ხორცისფერი სპორტულები ავიღე . ის, ის იყო წამოსვლას ვაპირებდი რომ შევბრუნდი სასოწარკვეთილი თვალებით. - მე იქ გამსვლელი მაარტო არ ვარ , ძალიან მეშინია. - დამწუხრებულმა ვუთხარი. -გინდა გამოგყვე ? -შემომთავაზა მან. - შენგონია მე ღამე მარტო გამჩერებელი ვარ ? ნურას უკაცრავად. ისე შენ გამოა ახლა ამ დღეშ რომ ვარ . რომ მაყურებიე კოშმარებს . - გაბრაზებულმა ახლა მისი ლანძღვა დავიწყე. - კარგი მოდი ჩემთან დაწექი . - მიმითითა საწოლზე და მერე დაამატა - საწოლი დიდია ორივე მშვენივრათ დავეტევითო. - მეტი გზა მართლა არაა. - ვთქვი დანანებით და კიდევ კარადა მივუახლოვდი და შავი უბრალო მაიკა გამოვიღე. - მიდი გამოიცვალე მე აბაზანაში შევალ იქ გამოვიცვლი - მითხრა, სპორტულ შარვალს ხელი დაავლო და იქვე კარებში შევიდა . მეც ეგრევე გადავიცვი მაიკა, რომელიც მოკლე კაბის სიგრძე მქონდა და ლოგინში შევწექი. ... ორი წამიც არ იყო გასული ტელეფონი რომ განათდა . უკვე ყოველ ღამე უცნობის ესემესები ჩვეულებად გადამექცა. - ,, როგორ ხარ პატარავ ? ‘’ - ,, თუ არ ჩავთვლით რომ საშინლად მეშინია , მაშინ მშვენივრად ‘’ - ,, რამ შეგაშინა ‘’ - ,, ერთ ფილმს ვუყურე და ... ‘’ - ,, აჰო გასაგებია . სხვა ? დღემ როგორ ჩაიარა ? ‘’ - ,, უკეთესად წარმოუდგენელია ‘’ - ,, გაიცანი ალექსანდრე ? ‘’ - ,, რაგაც მხრივ კი ‘’ - ,, გაიგე რაც გაინტერესებდა ? ‘’ - ,, არა ‘’ - ,, გინდა გაიგო ? ‘’ - ,, მხოლოდ მისგან ‘’ - კუშტები შევკარი ამ ესემესის მიწერის დროს. ანუ ამით ვუთხარი რომ შენი მონაყოლი არ მაინერესებს მან უნდა მიამბოდსთქო. ‘’ - ,, მართალი ხარ . სვანეთი მოგეწონა ? ‘’ - უცებ გადაიტანა თემა - ,, როგორ შეიძლება სვანეთი არ მოგეწონოს ? ‘’ - გავიკვირვე მე . - ,, აბა რავიცი . კარგი , უკვე გვიანია დაიძინე . ტკბილი ძილი ‘’ - ტკბილი ძლის სურვების შემდეგ როგორც წესი მე აღარ მიმიწერია და ტელეფონი გვერდზე გადავდე. ... თვალები დავხუჭე , მაგრამ ეგრევე თვალწინ ურჩხული წარმომიდგა , რომელიც თავს მაჭამდა და ბოლო ხმაზე წამოვიყვირე. ... ალბათ ეს ალექსანდრემ გაიგონა და აბაზანიდან გამოვიდა , მაგრამ ვაი ამ გამოსვლას. წელ ზემოთ შიშველი იყო. .. მე აქ დამემართა ?! მტრისას. - რა მოხდა ? რა გჭირს ? ხომ კარგად ხარ ? -ანერვიულებულმა მომაყარა კითხვები. - კი , კი კარგად ვარ უბრალოდ თვალებს რომ ვხუჭავ მოჩვენებები მელანდება - ტირილის პირას ისულმა ვუთხარი. - უფ , მე კიდე გული გამისკდა . არაუშავს პატარავვ , მოდი ჩემთან - მითხრა და ლოგინში შემოწვა. - არა არა არ მინდა - ცოტა არ იყოს და მრცხვენოდა თითქმის უცნობთან ჩახუტებულმა დაძინება , პლიუს წელ ზემოთ შიშველი იყო. - ნუ გრცხენია - თითქოს აზრები წაიკითხა. არა ტელეპატია - თქო რომ ვამბობ არ გჯერათ. - არა ,არა. არააა საჭირო - ვიუარე მე. - იცოდე ბოლოჯერ გეუბნები . მოდი ჩემთან - თქო . არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ ჩაგეხუტები მეტი არაფერია, რომ მშვიდად დაიძინო. - მითხრა მკაცრად. ... მე ცოტა ხანი უხმოდ ვიყავი თვალებ დაჭყეტილი . შემდეგ თვალები დავხუჭე და ისევ მოჩვენება რო დავინახე ეგრევე მივეკარი ალექსანდრეს. - დამშვიდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ, შენ კიდევ მშვიდად დაიძინე-მამშვიდებდა, მე კიდე ძილბურანში ვიყავი ............. ისევ ბოდიში დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის. იმედია გეყოდათ ეს თავი. ამ წამს მოვრჩი წერას და ისე მეძნება რომ რრავი. :დ ჰო რაც შეგეხებათ თქვენ . მიყვარხართ ყველანი. ისისნიც ცისაც არ მოწონს ჩემი ნაჯღაბნი. თქვენ გონია მე მოწონს ? :დ იმათზე ვინც არ იშურებს თბილ სიტყვებს ჰო ვაბოდებ . არა იმიტომ რომ მაქებთ ან რაღაც ასეთი . უსაზღვროთ ბედნიერი ვარ რომ ჩემს ნაჯღაბნს კითხხულობთ და მოგწონთ <3 მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.