შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერას ვერსად გაექცევი-8-


3-02-2016, 15:54
ავტორი ანიი
ნანახია 2 795

ალექსანდრეს თავი დააღწია, მაგრამ წინთორნიკეს ლექციები ელოდა. ანი მივიდა თორნიკესთან. ყავა მოადუღა და მოყოლა დაიწო. თორნიკე გაბრაზებული აქეთ-იქით დადიოდა, ბოლოს ანიმ წიგნის საღამოს ამბებიც მოუყვა და გაჩუმდა, თოკოს პასუხს ელოდებოდა.
- მოიცა გოგო იმ ტიპს უნდოდა ხელში ჩაეგდე და მიხვედი სასტუმროში? როგორ გაბედე? იცი მაგითი რა გააკეთე? ყვიროდა თორნიკე.
- კარგი თორნიკე დაწყნარდი, არაფერი მომხდარა საშიში და საგანგაშო ხო მოგიყევი არა რა და როგორც იყო. ანი ადგა და მას მიუახლოვდა.
- რატომ არ მითხარი? არ უნდა მოსულიყავი, ძალა რომ ეხმარა, რამე რომ მომხდარიყო მოვკლავდი, ვინც შენ ცუდად შეგეხება იმას არ ვაცოცხლებ.
- აი რაყომაც არ გითხარი! გეტყოდი და საჩხუბრდ ან სალაპარაკოდ წახვიდოდი ალექსანდრესთან და მერე უარესი მოხდებოდა!
- იცოდე, ამის მერე არაფერს დამიმალავ და იმ ბიჭთან გაუფრთხილებლად არ წახვალ. რამე მოხდება და ეგრევე დამირეკავ. საერთოდ აჯობებს არ გაეკარო იმ ბიჭს. უთხრა თოკომ მშვიდად.
- არ ვაპირებ იმ ბიჭთან არანაირი ურთიერთობის გაბმას. უთხრა ანიმ და კოპები შეიკრა.
-კარგი მოვრჩეთ.. უთხრა და გაიღიმა თოკომ.
-კარგი და წავედი მე დაღლილი ვარ, გპირდები აღარაფერს დაგიმალავ. გაუღიმა ანიმ, ჩაეხუტა და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს ხელი რომ მოჰკიდა დალურჯებული მაჯა დაინახა, მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი, ალექსანდრეს უხეშობა, მუქარა გაახსენდა და გაბრაზებული დაბრუნდა სახლში, ხელი დაიმუშავა, წიგნის კითხვა დაიწყო და დაეძინა.
შემდეგი ორი დღე სრულიად ჩვეულებრივი და მოსაწყენი იყო, ალექსანდრე არსად ჩანდა, ანის რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ნერვიულობდა, თავის თავს ეკითხებოდა ხომ კარგად არის, რამე ხომ არ დაემართაო. მარიც არ იყო აქ, კახეთში წავიდა შეყვარებულთან ერთად, ბიჭებს კი მუდმივად საქმეები ჰქონდათ, ამიტომ ანი სულ მოწყენილო დადიოდა, ბოლოს ადგა,იარაღი აიღო და სახლიდან გავიდა. ანიმ იარაღის სროლა დიდი ხნის წინ ისწავლა და ზოგჯერ მიზანში სროლაზე დადიოდა. ათი ტყვია ისროლა, არც ერთი არ აუცდენია. ბოლოს ერთი გულში გაარტყა სამიზნეს.
- და შენი სამიზნე ვინ არის? შეოესმა ნაცნობი ხმა, უკან გაიხედა, ისევ ალექსანდრე, ისევ გულისწამღები მზერა, ისევ გულის აჩქარება. ანის მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, უნდოდა ჩახუტებოდა, ეკოცნა. მაგრამ სიხარული არ შეიმჩნია და მკაცრი ტონით უთხრა
- ალექსანდრე არაბულია ჩემი სამიზნე, მიბრუნდა და ტყვია სამიზნეს შუბლში გაარტყა ანუ "ტვინი გაასხმევინა".
ალექსანდრეს ძალიანმმოსწონდა ანის უცნაურობა, არაოსდინალურობა, განსხვავებულობა. თითქოს ძლიერი იყო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ნაზი იყო. ალექსანდრეს უნდოდა რომ კიდევ შეხებოდა მის ბავშვურად ნაზ კანს. ალექსანდრე ოცნებებში იყო, ანიმ კი დარბაზიდან გავბიდა, ბიჭი მას გაჰყვა.
-ანი მოიცა. ეუბნებოდა ალექსანდრე, მაგრამ ის არ იხედებოდა.
-მოიცადე. ანი არ ბრუნდებოდა. მეოთხე თქმაზე ანი შემობრუნდა და მკაცრად უთხრა:
- რა ჯანდაბა გინდა? რატომ არ მანებებ თავს?
ალექსანდრეს უნდოდა ეთქვა რომ ანი უყვარდა, რომ ეს ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო, რომ იგი ანის შეჰყვარებოდა უნდოდა ეთქვა, რომ მის გარდა არცერთი გოგო აღარ აინტერესებდა, მაგრამ თავი შეიკავა
- არაფერი არ მინდა, მივდივარ. უთხრა ალექსანდრემ და მას მიუახლოვდა.
- ნახვამდის. უთხრა ანიმ და მიბრუნდა.
-საქართველოდან მივდივარ ამ საღამოს. ანის ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა, უნდოდა ეტირა, არ უნდოდა ალექსანდრე წასულიყო. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, რატომ სურდა ასე. ალექსანდრე მიუახლოვდა და ყელში ეამბორა,ანის ეს უზომოდ ესიამოვნა, უნდოდა დრო შეჩერებულიყო, ამისდამიუხედავად უკან დაიხია და ცივად უთხრა:
- კარგი, ნახვამდის. მიბრუნდა და ჩქარი ნაბიჯებით გარეთ გავიდა. მანქანა აღელვებული დაძრა, მაგრამ თავს ცუდად გრძნობდა და მახლობლად შეაჩერა, ტიროდა და საჭეს ურტყამდა
-არა არ დამტოვო, არ წახვიდე, ალექსანდრე გთხოვ არ წახვიდე. იძახდა თავისთვის და ტიროდა. რა ემართებოდა? ნუთუ უყვარდა? მაგრამ რატომ? რატომ შეუყვარდა ალექსანდრესნაირი ბიჭი? ის ხომ მას არ აფასებდა, არ უყვარდა, მხოლოდ გასართობად უნდოდა, მან ხომ ოთახში ჩკეტა და დაემუქრა. არა უნდა დაევიწყებინა, მოეშორებინა ეს არაფრის მომცემი გრძნობა, დაწყნარდა და სახლში წავიდა.მთელიდღე ოთახში ჩაკეტილმა გაატარა, გული იჯერა ტირილით.
...........ალექსანდრე...........
ალექსანდრემ ანასთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილმა და ცოტათი დაღონებულმა გეზი ძმაკაცებისკენ აიღო. დაღონებული იმიტომ რომ ანის თვალებში ცრემლები შეამჩნია, რაც მას გულს უკლავდა და კმაყოფილი იმიტომ, რადგან გეგმის ერთი ნაწილი შესრულებული ჰქონდა. დიტოს სახლში მივიდა.
- მოვიდა რომეო. თქვა დიტომ სიცილნარევი ხმით.
-მოკეტე შე*ემისა, უთხრა ალექსანდრემ სერიოზული ხმით და მდივანზე დაჯდა.
- რა მოხდა მოყევი. ირაკლი მიხვდა რომ საქმე სერიოზუკად იყო. ალექსანდრემ ყველაფერი მოუყვა რაც მოხდა.
- აზრზე ხართ, გოგომ ცივად მიპასუხა, არ გამაჩერა, არ მითხრა დარჩიო, არაფერი უთქვამს, ალბად ჩემი საქციელების გამო მის თვალში არარაობად ვიქეცი. მაგრამ მაინც ეტყობოდა რაღაც ტკივილი, მისი თვალრბი ისეთი სევდიანი იყო, ანგელოზს ჰგავდა. მეოთხედ გამექცა,დღესაც გამექცა, მაგრამ ბედისწერას მაინც ვერ გაექცევა, შემიყვარებს, ჩემს იქით გზა არ აქვს, მე უნდა ვუყვარდე! ლაპარაკობდა ალექსანდრე ყველანაირი ემოციით.
- სერიოზულად გაგაჭედინა მაგ გოგომ, ვატყობ სერიოზულად გაქვს გადაწყვეტილი. თქვა დათამ.
- სხვას არ გავს , რა სხვანაირი ვერ წარმოიდგენთ. ეს რა გავაკეთე, არ უნდა დამებარებინა სასტუმროში, ოთახში არ უნდა ჩამეკეტა, ვეზიზღები გოგოს იმენა.
- კაი შე*ემა დაწყნარდი, მოვაგვარებთ.
ბიჭები დასხდნენ და გეგმები დააწყვეს იმის შესახებ თუ როგორ შეეყვარებინათ ანისთვის ალექსანდრე, მაგრამ ეს ანის არ სჭირდებოდა, ისედაც გრძნობდა რაღაცას.
- მოკლედ ხვალიდან ვიწყებთ მოქმედებას, წამოდგა ალექსანდრე და ლუდი გამოიტანა.
- ვერსად გამექცევა. თქვა თავისი თავით კმაყოფილმა და ბიჭებს ლუდი მიაწოდა. დალიეს, ბილიარდი ითამაშეს, ბოლოს ფეხბურთსაც უყურეს.
ანის, ემოციებისგან დაცლილს ჩაეძინა. მან ხომ არ იცოდა ალექსანდრეს შესახებ, მან ხომ არ იცოდა წინ რამხელა სიხარული ელოდებოდა. მან ჯერ არ იცოდა რომ ბედისწერას ვერ გაექცეოდა.
.......................
აბა რას იტყვით?



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargi iyooo magram cota didi tavebi dade raaa
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი M

cool :-D magari iyo chemi anii ratom sheuyavrda eg idioti :-D momewona kargi iyo :-*

 


№3 სტუმარი M

rato ar debbbb :-!

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე მომწონს... მაგრამ უფრი მეტი დიალოგი უკეთესს გახდის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent