ექიმები (მეორე თავი)
როგორც იქნა თამთამ სხვა ექიმების ყურადღებაც მიიქცია, თუმცა ასეთი ყურადღებაც არ უნდოდა, ყველამ თავისი საქმე შეწყვიტა და თამთას მიაჩერდნენ. ალბათ გამარჯობას გაგრძელებაც აქვსო ფიქრობდნენ ამიტომ ხმას არავინ იღებდა. -მე... მე...-ენა დაება თამთას- მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ, თამთა-ყველა უცნაურად უყურებდა, თითქოს უცხო პლანეტელი შემოიჭრა ოთახში და ადამიანებს სიმყუდროვე დაურღვია, არადა საშინელი ქაოსი სუფევდა ამ ოთახში. ერთერთმა ექიმმა უთხრა სასიამოვნოა წარმატებებს გისურვებო და ყველა თავის უწინდელ საქმიანობას დაუბრუნდა. თამთა დაბნეული მიუახლოვდა მაგიდას ხელჩანთა დადო, ერთერთ კარადაზე კი წაიკითხა მისი სახელი და გვარი „ექიმი: თამთა წერეთელი“ სიამაყით აივსო და ღიმილი ვერ შეიკავა, ყველა უცნაურად უყურებდა, მივიდა კარადა გააღო თავისი ფორმა და ხალათი აიღო და გასახდელში გავიდა. „მგონი ექიმობისთვის ზედმეტად ახალგაზრდაა“ „დარწმუნებული ვარ სისხლის დანახვისას გული წაუვა“ „მისი ადგილი აქ არ არის“ ესმოდა თამთას როგორ ჩურჩულებდნენ, ნუთუ გარეგნობა ამდენს ნიშნავდა, შეიძლებოდა კი, სიმაღლის სიგამხთრისა და ჰაეროვანი თმის გამო სუსტად ჩაეთვალათ ?! არა ამას არ დაუშვებდა, მისი მიზანი წარმატება იყო და აუცილებლად მიაღწევდა საწადელს. გამოიცვალა გასახდელიდან გამოვიდა. -თამთა, სასწრაფოდ მიმღებში, ავარიაში დაშავებულები მოჰყავთ-სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთერთმა ექიმმა და ოთახიდან გაიქცა, თამთაც უკან გაყვა. მიმღებში ჩაირბინეს, სამი სასწრაფოს მანქანა მოვიდა, საჭესთან მამაკაცი მჯდარა, გვერდით მეუღლე ჰყავდა და ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. „ალბათ რაიმეზე კამათობდნენ, კაცს ნერვებმა უმტყუნა და საერთოდაც ვერ დაინახა შუახნის მამაკაცი.“ თავის ფიქრებში სიუჟეტს წარმოიდგენდა თამთა, მძღოლს ფეხი ქონდა მოტეხილი და მსუბუქი ტვინისშერყევის სიმპტომები აღენიშნებოდა. „სასწრაფოდ ტომოგრაფია“-თქვა ტრავმატოლოგმა, ქალი თითქმის უვნებელი იყო, თავი მიერტყა საქარე მინას, ღვედი არ ეკეთა. ფეხით მოსიარულეს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, გონზე არიყო. თამთას პირდაპირი პროფესია ორთოპედია იყო. ამიტომ მთავარმა ორთოპედმა ოპერაციზე დახმარება სთხოვა. -ფეხი ორ ადგილას აქვს მოტეხილი, ნეტა რაზე ფიქრობდა ის კაცი როცა ფეხით მოსიარულე ვერ შეამჩნია?! ღმერთო ეს კაცი კიდევ კარგახანს ვერ ადგება ფეხზე...-თამთას ეგონა ეს კაცი მე მელაპარაკებაო მაგრამ მერე მიხვდა რომ თავისთვის ლაპარაკობდა, თითქოს მუშაობა ასე უფრო უმარტივდებოდა.-მართლა, თქვენ ახალი ხართ არა? უბედურება ყოველდღე ხდება, და ჩვენ ერთმანეთის გაცნობა ვერ მოვასწარით მე თორნიკე ვარ მთავარი ორთოპედი ამ კლინიკაში. თქვენ უნცროსი ექიმი როგორც ვხედავ. -კი, მე წელს დავამთავრე რეზიდენტურა და პირველივე სამუშაო დღეს ორთოპედიის ჯეკპოტი შემხვდა-გაიღიმა თამთამ თუმცა ეს პირბადეში არ ჩანდა. ჩემი სახელი თამთაა, თამთა წერეთელი. -ძალიან კარგი, ხშირად მოგვიწევს სამსახურებრივი ურთიერთობა, ამიტომ ჩვენ ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ ერთმანეთზე ყველაფერი-ღიმილითვე უპასუხა თორნიკემ.-ახალგაზრდა ექიმები ჭირდება ჩვენ კლინიკასაც და ქვეყანასაც. რეზიდენტურა სად გაიარე? -გერმანიაში, რეკომენდაციაც გერმანელმა ექიმებმა გამიწიეს, ასე რომ ვთქვათ არც ისე უიმედო ცხვარი ვარ.-თორნიკემ გაიცინა. -ამ ძვალს შეხედე როგორი დამსხვრეულია, ძალიან გაგვიჭირდება ამ კაცის გამთელება, თუმცა შევძლებთ ხომ ასეა ?-უკვე მეორედ იგრძნო თამთამ გვერდით დგომა, პირველი ბატონი თამაზი იყო მეორე კი ექიმი თორნიკე, ორთოპედიის უფროსი. ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა, ძნელი აღმოჩნდა ორივე ფეხის გამთელება, თუმცა თამთა სულაც არ იყო დაღლილი, ემოციებით სავსე იყო, მართლაც რომ ორთოპედიის ბუკეტი შეხვდა. ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა უნდოდა ბოლოსხმაზე ეყვირა უნდოდა ყველას გაეგო რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა საოპერაციოში დგომა და ძვლების გამთელება... -ძალიან დავიღალე თუმცა ღირდა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, კაფეტერიაში ჩავიდეთ ყავა დავლიოთ, პირველივე დღეს ასეთი ტრავმა ცოტა რთულია. -წავიდეთ-გაუღიმა თამთამ. კაფეტერიაში ექიმები ერთმანეთში ირეოდნენ ყველა მომხდარ ავარიაზე საუბრობდა ყველას აინტერესებდა რა მოხდა, რატომ ვერ შენიშნა მძღოლმა ქვეითი, რატომ იყო ქალი ღვედის გარეშე. თამთას ამ ფაქტმა მეტი სიამაყე შემატა, ის უკვე ნამდივილი ექიმივით ფიქრობდა თურმე, ყველა ექიმს აინტერესებდა პაციენტის ისტორია. -დღეს ყავაზე მე გეპატიჟები, წამოდი აქეთ დავსხდეთ თან კოლეგებს გაიცნობ.- მაგიდისკენ მიუთითა, სადაც ორი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ისხდნენ.-გამარჯობათ კოლეგებო, ლიკა როგორ არის მძღოლის მეუღლე ? -მძღოლის მეუღლეს ნინო ქვია და ტვინში სისხლჩაქცევა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია, ოპერაცია არ დაჭირდა. -ჩვენს ახალ თანამშრომელს იცნობთ?! თუ არა მაშინ ბევრი დაგიკარგავთ, საოცარი ხელები აქვს, მოქნილი და სწრაფი.-თამთა თითქმის გაწითლდა კიდეც ასეთ შექება არ ელოდა.-თამთა, ორთოპედი, რეზიდენტურა გერმანიაში გაიარა, მართალია ბატონმა თამაზმა წინასწარ არც კი გამაფრთხილა რომ უკვე პენსიაზე მიპირებს გაგზავნას, მაგრამ თუ ჩემს ადგილს თამთა დაიკავებს დღესვე სიამოვნებით დავტოვებ პოსტს-სიცილით თქვა თორნიკემ.-თამთა ლიკა ნერვოლოგია, თამუნა კარდიოლოგი, ბატონი ლევანი კი შენსავით ახალბედაა, ახალბედა ნეიროქირურგი. -ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაპატიეთ მე უნდა გავიდე, აქაურობას კარგად ჯერ არ ვიცნობ, მინდა ყველაფერში გავერკვე. -ყველა ღირსებასთან ერთად საკმაოდ ცნობისმოყვარეც ყოფილხარ-გაუღიმა ლევანმა.თამთამაც ღიმილითვე უპასუხა, ადგა ყავაც თან გაიყოლა და კაფეტერიიდან გავიდა. გადაწყვიტა ყველა საერთული შემოეარა გაეცნო ყველა კუთხეს და შემდეგ დაესვენა, ოპერაცია მართლაც დამღლელი აღმოჩნდა ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა როცა მთელი ენერგია და მუხტი ორგანიზმიდან გამოუვიდა, როცა აღფრთოვანების პირველმა ტალღამ გადაუარა, მეოთხე სართული ნერვოლოგიის განყოფილება ყოფილა, ეს ყველაზე მშვიდი სართული იყო რადგან პაციენტები ან უგონოდ არიან ან საუბრის თავი არ აქვთ, დერეფნის ბოლოს ცარიელი საკაცე იდგა თამთამ გადაწყვიტა ცოტახანი დაესვენა და მომხდარზე ეფიქრა, საკაცეზე დაჯდა კედელს მიეყრდნო და თვალები თავისით დაეხუჭა. არა, არ ეძინებოდა ასე უფრო უადვილდებოდა აღექვა სურათი თუ როგორ მოდიოდა შუახნის ცოლქმარი მანქანით, დღისით მზისით, რა უნდა მომხდარიყო რომ ვერცერთმა ვერ შენიშნა ფეხით მოსიარულე. რამდენიც არუნდა ეფიქრა ამას ვერ გაიგებდა, მხოლოდ შეიძლებოდა ვარაუდები ქონოდა, იქნებ მისულიყო და პირდაპირ ნინოსთვის (მძღოლის მეუღლისთვის) ეკითხა. თუმცა არა, არუნდოდა გაეგო, იქნებ მუხრუჭმა ვერ დაიჭირა. ნინოს რომ ის ეთქვა რაც თამთასთვის სრულიად მიუღებელია ძალიან გაბრაზდებოდა, თამთას კი არ უყვარდა როცა ბრაზობდა. ტელეფონს დახედა ერთი შრტყობინება ქონდა, მისი ბავშვობის დაქალისგან. სოფო: „როგორ მიდის პირველი სამუშაო დღე? უკვე თქვი ძვლების მტვრევაზე უარი თუ ჯერ კიდევ ექიმივით იქცევი ?“ თამთა: „რომ ვიცოდე რომ კიდევ რვა წელი ვერ გავაკეთებ ოპერაციას დამოუკიდებლად, ძვლების მტვრევაზე მეტად მაინც არაფერი მეყვარება“ სოფო: „თუ აზრს შეიცვლი ბარში მიმტანის პოზიციას შეგინახავ“ თამთა: „საღამოს შემოგივლი, არ გაინტერესებს დამტვრეული ძვლების ამბები ?“ სოფო: „შემომიარე თუმცა ძვლები არც კი ახსენო“ თამთამ ღიმილით გამორთო ტელეფონი და კვლავ ფიქრებში წავიდა. „ალბათ თორნიკე ორმოცდაათ წლამდე არის, ძალზედ სიმპატიურად კი გამოიყურება. ლიკა და თამუნა კი ორმოცს მიახლოვებული იქნებიან. ლევანი კი როგორც თორნიკემ თქვა მისი ტოლი ან რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. ნეტა აქ მთელი დღე რაუნდა ვაკეთო ? ვიოცნებო რომ ვინმე შეშლილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახოს ? ან ბავშვი გადმოვარდეს ველოსიპედიდან ? თუ უბრალოდ ვიჯდე და პაციენტების ისტორიებს ვიგონებდე. ამას ხომ ღრმა ბავშვობაში ვაკეთებდი როცა წნევის გაზომვაც კი არ ვიცოდი... „ -მგონი სართული შეგეშალა, ორთოპედია მესამეზეა- გვერდით მიუჯდა ლევანი-მე ლევანი ვარ, უმცროსი ნეიროქირურგი -უკვე ერთმანეთს ვიცნობთ. -ხო რათქმაუნდა, კაფეტერიაში, ლევან აბულაძე-ხელი გაუწოდა ლევანმა -თამთა წერეთლი -ჰოარ დაიკარგე ? -არა, აქ უბრალოდ სიმშვიდეა. პაციენტები ან უგონოდ არიან ან უძლურნი, ორთოპედიაში კი ყველა პალატიდან კვნესა ისმის. ადამიანებს ტკივათ. -და მერე რატომ არ აირჩიე სხვა პროფილი ? -მიყვარს როცა ადამიანებს ტკივილს ვუყუჩებ, ახლა კი წავედი...-თამთა ადგა და ისე რო პასუხსაც არ დაელოდა, უკან მოუხედავად ჩაუყვა კიბეებს. „ეს ბიჭი ცოტაარიყოს თავხედია, რა მისი საქმეა რომელ სართულზე დავჯდები? ის ხომ ისეთივე უფლებებით სარგებლობს როგორიც მე მაქვს.“ დარჩენილი სამუშაო დროსი მანძილზე მხოლოდ რამოდენიმე გადახვევის გაკეთება მოუწია თამთას მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, დილას მომხდარი ავარია აბედნიერებდა. საოცარია არა ? ექიმები თითქოს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ მაგრამ მაინც უხარიათ როცა ავად ვართ. ისინი ხო ამით ცოცხლობენ, ოპერაციები, სისხლი, მოტეხილობა. ესაა მათი საქმეც, ჰობიც, შემოსავლიც წყაროც და მთელი მათი სიცოცხლეც. რვა საათიც მოვიდა თამთამ გამოიცვალა და დაპირებისამებრ სოფოს ბარისკენ გაემართა. კლინიკიდან გამოსულს კვლავ ლევანი გადაეყარა. -სახლში გაგიყვან-გაუღიმა შორიდან -მადლობა ჩემით -დავიჯერო სამარშუტო ტაქსით წასვლა უფრო კომფორტულია? -გინდ დაიჯერე გინდ არა-ნაბიჯებს აუჩქარა თამთამ და ფეხით გაუყვა ბარის გზას, ჰაერში შემოდგომის, გამხმარი ფოთლების და წვიმის სუნი ტრიალებდა, თამთას შემოდგომა უყვარდა, ბავშვობიდან სევდიანი იყო მიუხედავად იმისა რომ ამის არანაირი მიზეზი ქონდა, ბევრი მეგობარი არასდროს ყოლია და არც ჭირდებოდა. ვინც ყავდა ნამდვილი იყო, სოფო მისი საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან განსვავებულები იყვნენ მაინც ყველაზე უკეთ ესმოდათ ერთმანეთის. თამთამ დედას დაურეკა მოუყვა როგორი აღმაფრთოვანებელი დღე ქონდა, როგორი ბედნიერი იყო ახალი სამსახურით. დაამშვიდა რომ ცოტა დააგვიანდებოდა, ამასობაში ბართანაც მივიდა. -ჩემი ექიმიც მოვიდა-მთელი ბარის გასაგონად დაიყვირა სოფომ და ერთი დღის უნახავ დაქალს ჯარის ამხანაგივით გადაეხვია. რას დალევ ? ვისკს? ლუდს? თუ არაყს? -ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება-სიცილით და ნიშნისმოგებით აირჩია -ვერაფრით ვერ გამოგზარდე, ქირურგს უხდება ალკოჰოლი, ჩვენთან ხშირად დადიან ექიმები, და მგონი არც იციან რომ ხილის წვენები არსებობს, ასე შორს ვერ გაფრინდები ჩემო დაო -გეყოს სოფო მაიმუნობა, ისედაც დაღლილი ვარ -ჰოდა წამოდი სამსახურიდა, ჩემთან დაიწყე, ხელფასიც გექნება და თან მუშაობისას გაერთობი. -არა სამსახურმა არა, ემოციამ დამღალა -მომიყევი აბა რა მოხდა ? უკვე შეგიყვარდა რომელიმე ექიმი ? ღმერთო რა საოცრებაა, ერთი ნახვით სიყვარული. ექიმების ოჯახი, ალბათ თქვენი შვილიც ექიმი იქნება არა ? -სოფო ნუ ბოდავ, რა სიყვარული, დღეს ავარიაში დაზარალებული მოივანეს, ორივე ფეხი მოტეხილი ქონდა, ფაზლივით იყო, ხუთ საათს ვაწყობდით -მგონი შეთანხმება დაგავიწყდა, არანაირი ძვლები ! -კარგი კარგი. მაშინ უბრალოდ წვენს დავლევ და წავალ. -არა სად წახვალ აქ ახლა იწყება მხიარულება, დღეს ძალიან მაგარი მუსიკოსი გვყავს სტუმრად, სპეციალურად ჩვენთვის ჩამოვიდა საფრანგეთიდან. -სპეციალურად შენი ბარისთვის ? -არა რათქმაუნდა-სიცილი აუტყდა სოფოს-უბრალოდ მოგზაურობს. გუშინ ჩვენთან იყო სტუმრად და დღესაც მოვა. თავის სიმღერებს იმღერებს, დარჩი მოგეწონება. -კარგი,კარგი -ახლა მე წავედი, მივხედო ბიზნესს-თამთას გადაეხვია დაქალი და წავიდა. ფრანგი მუსიკოსიც მოვიდა, დაიწყო ფრანგულად სიმღერა, რომელიც არავის ესმოდა მაგრამ ყველა სახე გაბადრული უსმენდა აღფრთოვანებითაც უკრავდნენ ტაშს, თამთა კი უბრალოდ წვენს სვამდა, რატომღაც ლევანზე ფიქრები მოეძალა. ლევანი მაღალი შავგვრემანი ბიჭი იყო, თვალებიც კი შავი ქონდა. დაბალი წვერი და მხრებამდე შავი ხვეული თმა ჩიტის ბუდე გეგონებოდა. „ნუთუ შეიძლება ასე არაჰიგიენურად იარო კლინიკაში“ ბარში ხმაურით შემოვიდა რამოდენიმე ბიჭი, თამთა კარისკენ მიბრუნდა, ბარში ლევანი შემოვიდა, მაშინვე შემაჩნია თამთა და მისკენ დაიძრა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.