შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 2


13-06-2017, 08:07
ავტორი M-morieli
ნანახია 2 730

ბაბის დევნაში მთელი სახლი შემოვირბინე ,თუმცა დაწევის მიუხედავად ერთმანეთის ცემის თავი ნამდვილად აღარ გვქონდა. ამ დროს ისევ გაისმა კარზე ზარის ხმა, ბაბიმ "გთხოვ გააღეს" თვალებით გადმომხედა,თუმცა ნამდვილად არ ვაპირებდი ამ კვირაში კარის გასაღებად მისვლას. ბაბი მიხვდა, სხვა გზა რომ არ ქონდა და თვითონ წავიდა კარისკენ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა ,შემდეგ კი ისევ ბაბიმ დაიწყო საუბარი
-კესო რატომ დგეხარ ლიფტთან და არა კართან?-იკითხა გაოცებული ხმით ბაბიმ.
-მოიცა ესმე სადაა? არ იცოდა რომ მოვიდოდა? ხომ კარადაა? რატომ არ გამორბის, თავზე რატომ არ მახტება და ჩემი დაგვიანების გამო გამოსასყიდს რატომ არ მთხოვს?-იკითხა ხელების ქნევით ვიკამ.კარგა ხანია მშვიდობიანად შემოსვლა არ ღირსებია კარში.ბაბიმ ამის გაგონებაზე სიცილო დაიწყო და როცა მოსულიერება იკადრა ვიკას მიუბრუნდა:
-იცი შენთან შეხვედრის რეპეტიცია გაიარა და ახლა გლოვობს-ამჯერად ახარხარდა ბაბი.
-მოიცა რა რეეტიცია ისევ დანით უნდა დამდგომოდა?-შეშფოთებული სახე მიიღო ვიკემ წარსულის გადმონაშითი ამოუტივტივდა მის ეგზოტიკურ გონებას აშკარად.
-ეჰ ნეტა მართლა მკავებოდა დანა-ამოვიკრუტუნე მე და ბოროტულმა სიცილმა მოიცვა ჩემი სახე, როცა წარმოვიდგინე როგორ ვკუწავდი იმ დინოზავრების უკანასკნელ შთამომავალს.
-ამიხსნით ხალხო და ჯამაათნო რა ხდება?-იკითხა თეატრალურად ვიკამ.
-ბაბი მოგიყვება მაგის ჭიხვინი მაინც არ დამაცდის მოყოლას.
-მოკლედ რა მოხდა... ყველაფერი ჩაუკაკლა ბაბიმ, გზა და გზა ჩემი შესწორებებით. ვიკა კი ამ დროს ხან იცინოდა, ხანკი შეიცხადებდა.
-აუ რა მაგარია როგორი ბიჭი იყო? შენ თუარა ჩემთვის დავიტოვებ-აღტაცებულმა ვიკამ დაახეთქა სიბრძნე.
-რას დაიტოვებ გოგო მაგისნაირი იდიოტი გაკლია კიდევ მე არ გყოფნი ვითომ-შევუბღვირე მე
-არა რაც გინდა ის თქვი მაგრა ის ბიჭი შენი ბედია-დაასკვნა ბაბიმ თხრობის დასრულებისთანავე.
-ენა გააჩუმე გოგო არ მინდა ბედმკვდარი ვიყო-დავუყვირე მე.
-რა ბედმკდარი გოგო ანგელოზივით ბიჭია რა მოკლავს იმას?-გადაიხარხარა ბაბიმ.
-რა არა ვინ და ეს ვინ მე რომ ვიქნები იხვდაით ხო? არ ვაპატიებ, დღევანდელ საქციელსთვის აუცილებლად გადვუხდი სამაგიეროს-გველურად ჩავისისინე მე.
-შენი ეგეთი დაპირების გამო როგორც მახსოვს ბოლოს ის იდიოტი სანდრო ტრამვატოლოგიურში მოხდა-გადაიხარხარეს გოგონებმა.
-რით ვეღარ დაივიწყეთ ეგ ამბავი ხუთი წლის წინ იყო-სიცილისგან ვერც მე შევიკავე თავი.
-რა დაგვავიწყებს რაც მაგას გაუჩლიჩე , მთელი წელი ხალხს მეტი სალაპარაკო არ ქონდა-ისევ გადაიხარხარა ვიკამ.
-ათასჯერ გავაფრთხილე არ მიყვარხარ შემეშვითქო და ვერ გაიგო, ამიტომ დამსახურებული მიიღო-გამარჯვებულის ხმით ვთქვი მე.
სანდრო ჩხიკვაძე ჩემი ყოფილი კლასელი და თაყვანისმლცემელი. ყოფილი იმიტომ რომ იმ ინციდენტის შემდეგ მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს ,იმის შიშით,რომ ისევ არ მეცემა. სულ კუდში დამსდევდა "მიყვარხარს" ძახებით, ათასჯერ გავაფრთხილე თავი დაენებებინა ჩემთვის თუმცა შეუგნებელი აღმოჩნდა. ერთ დღეს მე და ჩემი გოგონები სკოლიდან გამოვდიოდით ბავშვების ხმა რომ მოგვესმა , რომლებიც სკოლის ეზოში შეკრებილიყვნენ.ჩვენც მათკენ გავემართეთ,როცა იქ მივედით დავინახე სანდროს დიდი ვარდების თაიგული როგორ ეკავა ხელში და რაღაცის სათქმოელად ემზადებოდა.გოგონებს გადავხედე მიხვდნენ რაღაც საშინელებას, რომ ჩავიდენდი და სიცილი დაიწყეს. ცოტა ხანს ვაცადე სანდროს მაინტერესებდა რას იტყოდა.
-ესმა ვიცი რომ ბევრჯერ გამაფრთხილე, მაგრამ მე მაინც მიყ...
სანამ ამ სიტყვებს იტყოდა გოგონებს ვუჩურჩულე ამის გამო სამაგიეროს გადავუხდითქო და სანდროსკენ გავიქეცი.სანამ სიტყვას დაასრულებდა იქვე დეკორაციისთვის დადებული წყლით სავს დოქი იდგა ავიღე და თავზე დავაცალე. გგონიათ ბოროტი ვარ? სულაც არა უბრალოდ ავრდებზე ვგიჟდებ რა ჩემი ბრალია თუ ცუდად იდგა და მასაც გადესხა? ეტყობა ყვავილებში ამეროა.ამის მიუხედავად სანდრო ,როგორც ჩანს გაჩუმებას არ აპიებდა ამიტომ ერთ ორი ყბაშიც მოვდი.ეს გახდა მიზეზი მისთვის ექვსკურსიის მოწყობისა ტრამვატოლოგიურშუი. ამ ისტორიის გახსენებაზე ისევ სამ ხმაში ავხარხარდით.
-უი ქალბატონო ბარბარე ხომ ვერ ამიხსნით დღეს დილით რატომ შემომივარდით ოთახში და გაიძახდით გვაგვიანდება ადექიო?-ვკითხე გაკვირვებულმა ბაბის,როცა გავაცნობიერე რომ დღეს კვირა იყო და ლექციები არ გვქონდა.
-რა ხდება და ვიკამ დამირეკა ალექსანდრე ჩამოდის მომდენო კვირას და წეულება იმართებაო, ამიტომ დღესვე წვიდეთ კაბების საყიდლად თორემ თქვენი ამბავი რომ ვიცი ვერ მოაბამთ თავსო-ჩამოარაკრაკა ბაბიმ.
-რა თქვი ალექსი ჩამოდისს?-გახარებულმა წამოვიძახე.
-ხო ესმა ალექსი ჩამოდის, რა გაგიძლებთ თქვენ ერთად-ამოიმინა ვიკამ.
-შენ რა გაწუხებს ბაბიმ იკითხის სკაიპში წყვიტავდნენ ერთმანეთს და ახლა ლაივი წარმოიდგინე-გადავიხარხარე მე.
-შენ რაღაც ლექსოს ნახვის შემდეგ ევღარ ხარ ფორმაში-გადმომწვდა ბაბი.
-ვიბრძენეთო?-ვკიტხე გაბრაზებულმა.
-ვცადე-ენა გამომიყო ბაბიმ.
-მაგ დიოზავრების უკანასკნელმა გადმონაშთმა გასწავლა?
-ხომ იცი კარგი მოსწავლე ვარ-გაიჯგიმა ბაბი.
-მერე აგერ ვარ წლებია უკვე და ვერაფელი რატო ვერ შეიგნე ჩემგან?-ისევ გავბრაზდი მე.
-ეტყობა მასწავლებლობა შენი სტილი არარის-ახარხარდა ბაბი.
-დღეს ყველა ნერვებზე რატო მოქმედებს-თეატრალურად ავღმართე ხელები.
-კარგი გვეყო ახლა წავიდეთ კაბებბის საყიდლად თორემ ვერ მოვასწრებთ-სიტუაცია განმუხტა ვიკამ.
ორმოც წუთში მზად ვიყავით მე მაღალ წელიანი შავი ჯინსით და მინიონის ტოპით, ოლსთარები ფეხზე, თმა გავიშალე და ოთახიდან გამოვედი. მაკიაჟი და მაღლები ჩემთვის ჯოჯოხთია.მხოლოდ ბანკეტზე მეცვა მაღალქუსლიანებ და ბანკეტის დასრულებისას სად ეყარა კაცმა არ იცის.
ბაბისაც მაღალყელინი შარვალი, სადა ტოპი, ოდნავ მაღალქუსლიანები და მცირედი მაკიჟი (ჩემგან განსხვავებით ორივე უყვარს) თმა მასაც გაშლილი.
ვიკაც ბაბის სტლში იყო: მაღალწელიანი შარვალი, სადა ტოპი, ოდნავ მაღალქუსლიანი, მცირედი მაკიაჟი (მასაც ორივე უყვარს) თმა მასაც გაშლილი.
ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევედით გოგონებს დიდხანს არც დაჭირვებიათ სიარული ორივემ აარჩია თავისთვის სასურველი კაბა.
ვიკამ დეკოლტიანი გრძელი კითელი კაბა,ღრმა ჭრილით იყიდა. ბაბიმ წვრილი სალტებით,მკერდთან დიდი ჭრილით, ბარხატის გრძელი კაბა ასევე ღრმა ჭრილით. მე კი ამდენ საათიანი ძებნის შემდეგ ისევ ვერაფელი ვიპოვე. ბოლოს ერთ-ერთ მააზიაში შევედი და დავინახე "ის". რა იფიქრეთ? კაბა ვიგულისხმე. ვერცხლისფერი, გრძელი, ღრმა ჭრილით, ზურგი საერთოდ არ ქონდა მომჯდარი ყელით. ერთ-ერთ დამხმარე მერსონალს დავუძახეთ და ჩემი ზომა შევაფუთინეთ. წამოსვას ვაპირებდით ბაბიმ რომ გამაჩერა.
-გაიხედე იქ ვინ არის?-მითხრა ჩურჩულით.
გავიხედე და ვის ვხედავ.იდიოტიზმის განსახიერება თვით დინოზავრის უკანასკნელი შთამომავალი დგას ოდნავ მოშორებით და აშკარააა ვიღაც გოგოს კერავს,გაგიკვირდებათ და აშკარად ახერხებს კიდეც.
-მოიცა ეს არის ის ბიჭი დილით რომ ლანძღავდა?-გადაუჩურჩულა კესომ ბაბის.
-გახლავს -მივუბრუნდი მე.
-ვერ ხარ ბიძია შენ, ღმერთი ასეთ სულელ ხალხს რატომ აზლევ ასეთ ბიჭებს? მე რა დაგიშვე მესროლე ერთი ანგელოზივით ბიჭი რაიქნება?-დემოსნტრირებულად აღმართა ხელები ზეცისკენ.
-ხო ესროლე ეგებ გაუსკდეს ის თავი და გაჩუმდეს მერე.- ჩავისისინე მე.თუმცა მალევე მოვედი ხასიათზე ჩემი მზაკვრული გეგმის წარმოდგენისას და გოგოებს გავხედე.
-ახლა რაღას აპირებ - ამოიოხრეს ერთხმად.
-ნახავთ-ვუთხარი და იმ არსებისკენ გავემართე ჩემს ნერვულ სისტემას რომ ანადგურებდა.
-აი თურმე სად ყოფილხარ ძამიკო,იცი მათემ დამირეკა ძალიან გაბრაზებულია.ასე მითხრა წუხანდელი გიჟური სე*სის შემდეგ აღარც კი დაურეკავსო. არ გაბედო და როგორც სხვა ბიჭები მიაგდე ისე არ გაუკეთო მათესაც, ხომ იცი როგორი გულჩვილიაა-ვუთხარი კაცრი ხმით თან გულში ვხარხარებდი მის მიმიკებზე. ჯერ გოგონას გადახედა, რომელიც გაოცებული გვიყურებდა,შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანდა და აი აქ გავითხარე ჩემი ხელით საფლავი. ახლა დამერხააა. ხელი კლავში მომიჭირა და კარისკენ წამოღო, კედელს ამაკრა და წინ დამიდგა.
-თავი ვინ გგონია?- ხმას აუწა ბატონმა.
-ის ხომარა დილას შეურაცყოფა რომ მიაყენე?-ვუთხარი და სახეში მივანათე მზერა. მოიცა მართლა ამას ვლანძღავდი? იქნებ ბაბის აერია? არა, არა ისაა. აქაამდე რატომ არ დავაკვირდი. კუპრივით შავი თმები,ლურჯი თვალები, სწორი ცხვირი, დიიიდი ტუჩები, მაღალი დაკუნთული სხეულით, ხოო ეტყობა ტვინის მაგივრადაც კუნთი უდევს ტვინ არ აძლევს მუშაობის საშვალებას და სწორედ ამიტომაა ასეთი დაუნი-ვფიქროდი ჩემთვის.აი თურმე რატომ ამბობდა ბაბი შენი ბედიაო. ზუსტად ასეთს აღვწერდი ჩემ საცოდავ საბედოს ნეტა გვიან შემხვდეს გართობა მაინც მოსწროს სწყალმა, თუმცა ჩემი საბედოს აღწერაში ტვინის არქონდა ნამდვილად არ იყო ერთერთი პუნქტი.
-მორჩი დათვალიერებას?-მკითხა ირონიულად და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-არააა, ჩაცმულ ხალხს ვერ ვათვალიერებ კარგად-ირონიული სახით ავხედე მე.
-აჰ გასაგებია ეტყობა დილითაც ვინმეს შესწავლით იყავი დაკავებული და მაგიტო გამივარდი გარეთ ნახევრად შეშველი-ჩაიცინა მან. მოიცა რაოოო ახლა ამან იფიქრა რომ,რომ.უხ იდიოტი, ღმერთო რა ხეპრეა. ამ ფიქრში ვიყავი ხელი თავისით რომ წავიდა მისი სახის მიმართულებით და მალევე გამაყრუებელი ხმაც გაისმა.
-დაფიქრდი როცა მე მელაპარაკები. ხო და კიდევ მაგ ისტყვებისთვისაც გადაგიხდი სამაგიეროს, შენი ღამის კოშმრი გავხდები-ჩავისისინე მე.
გავიგონე როგორ ცაიბურტყუნა რაღაც თუმცა მე უკვე ჩემ გოგოეთან ვიყავი რომლებიც კითხვისნითშნით აღსავსე თვალებს მანათებდნენ.
- წამოდით სადმე დავჯდეთ, მომშივდა თნ მოგიყვებიტ და მერე წავიდეთ სახლში.



№1 სტუმარი ქეთევან მიხელიძე

აუ კაია და მალე გააგრძელე

 


№2  offline წევრი M-morieli

ქეთევან მიხელიძე
აუ კაია და მალე გააგრძელე

მადლობა აუცილებლად დავდებ დღეს ან ხვალ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან კარგი გოგო ხარ, ველოდები ახალ თავს და არ დააგვიანო
--------------------
M.D

 


№4  offline წევრი M-morieli

La Llorona
ძალიან კარგი გოგო ხარ, ველოდები ახალ თავს და არ დააგვიანო

მადლობა დიდი დღეს აუცილებლად დავდებ <3

 


№5 სტუმარი Guest კატერინა

არაფელი არაა არაფერიიი

საშინლად ცუდად მხდის სიტყვა არაფელი რაუბედურეებაა? ნორმალურად მეტყველება შეგიძლიათ საერთოდ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent