შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთისთვის (თავი 8) (ვიცეკოთ ტანგო, ან კიზომბა)


13-06-2017, 12:25
ავტორი ანა_მარიამი
ნანახია 1 385

8.
/-არ არის
-ხოდა სად არის?
-წავიდა!/

ქეთამ ერთი კვირის განმავლობაში ირაკლის ნათქვამი ოპერაციის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას გადახედა. ჯერ ისე მოიძია, შემდეგ იმ ქირურგს, ვინც ამას აკეთებდა, ჩიკაგოს ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნო და დაუკავშირდა. ჯერ გამოკვლევის პასუხები გაუგზავნა და თავისი მდგომარეობა გააცნო. ქირურგისგან ზუსტად იგივე პასუხი მიიღო, რაც ირაკლიმ უთხრა-პროცედურის ჩატარება შეეძლო, მაგრამ ვერაფრის გარანტიას ვერ მისცემდა, იმისასაც კი, რომ ოპერაცია უშედეგო, მაგრამ უსაფრთხო იქნებოდა. ძალიან სარისკო იყო და საფრთხის ქვეშ პაციენტის სიცოცხლე დგებოდა, მაგრამ წარმატებულობის შემთხვევაში, შედეგი უდიდესი იყო-ფეხზე დაყენებული პაციენტი, ეტლის გარეშე. კლინიკისგანაც გამოითხოვა ქეთამ უფრო მეტი ინფორმაცია და ყველაფერს დეტალურად გაეცნო. იმის მიიხედავად, რომ ქირურგი არ იყო, ჯანდაცვის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და ძალიან ბევრ რამეში ერკვეოდა. ამას დამატებული, რატი იმდენ რამეს უყვებოდა ხოლმე, რომ მითუმერეს ბევრი რამ იცოდა. მილიონჯერ წაიკითხა ყველაფერი. იცოდა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა, მაგრამ თითქის დროს წელავდა. არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს რატისთვის-როგორ დაედო თავისი სიცოცხლე სასწორზე. სიცოცხლე, რომელიც სხვისთვისაც უძვირფასესი იყო. მალე გამოფხიზლებულმა ლეპტოპი გვერდზე მიაცურა და კალამი მოიმარჯვა ფურცელთან ერთად:
"რატი,
არ ვიცი რა დავწერო, როგორ გითხრა, რომ წავედი. როგორ გითხრა, რომ ყველაფრის შესაცვლელად მომიწია ამის გაკეთება. რატი, ჩემს სუნთქვას აკლიხარ ამ წამს, ჰაერი მაკლია, რომლითაც ვცოცხლობ, მაგრამ არ შემიძლია დარჩენა, ვერ დავრჩები. ვერ ვუყურებ ყოველ დილით ჩემი საწოლის გვერდით ეტლს, რომელიც გეზიზღება, არა იმიტომ, რომ მჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ბედნიერება წაგართვა. მარტო შენ არა, მეც მეზიზღება, მე უფრო, მაგრამ მე შენი ხელების დაღლის მეშინია... არ შემიძლია ყოველ დილას ვხვდებოდე, რომ ვერ ავდგები შენზე ადრე, რომ წავიდე და საუზმე ჩემი ხელით მოგიმზადო-საუზმე, რომელსაც ჩემს მომზადებულს სულ ჭამდი, სხვისას-არასდროს. არ შემიძლია ვხვდებოდე, რომ დილას ვერ მოვირგებ შენს პერანგს და ვერ ვიცეკვებ ჰოლში-ვერ გაგაგიჟებს ჩემს ტანზე მორგებული პერანგი, მომენტებში რომ მაღლა იწევს; ვერ გაგაგიჟებს ჩემი შიშველი ფეხები, ნაზად, ნელა რომ ირხევა, როცა მუსიკას მთელი არსებით ვგრძნობ და ჰოლში ჩემი ცეკვის ჩუმად მომზირალს ვერ გხედავ, მაგრამ მაინც ვიცი, რომ მიყურებ. არ შემიძლია ვიყო შენს გვერდით ნახევრად. არ შემიძლია შენთან ერთად, ჩვენს ქორწილში არ ვიცეკვო ტანგო ან კიზომბა და არ დავიწვა შენთან ერთად იმ წამს. არ შემიძლია არ ვირბინო ჩვენს პატარა შვილთან ერთად, როცა ის პირველ ნაბიჯებს გადადგამს. არ შემიძლია, არ ვისეირნოთ სიბერეში ეზოში ერთად. არ შემიძლია, რატი. მიყვარხარ. ყველაფერს მირჩევნიხარ. ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ხარ. ჩამოვალ და ვიცეკვებთ ტანგოს, ან კიზომბას, რომელსაც გინდა. თუ ვერ ჩამოვალ არაუშავს, იცოდე, რომ ყველაფერზე მეტად მიყვარდი, რაც კი არსებობს დედამიწაზე და მის გარეთ და მე, სადღაც შორიდან, მაინც ყოველთვის შენთან ვიქნები.
უშენოდ არ ვარ.
ქეთა."
თან კითხულობდა და თან ცრემლები სდიოდა რატის. კითხვა რომ დაამთავრა ჯერ გაიაზრა რა მოხდა, რატომ არ იყო ქეთა იქ, რატომ დაუტოვა წერილი. მაგიდაზე კლინიკიდან გამოგზავნილი ინფორმაცია იყო ამობეჭდილი. წერილი იქვე დატოვა, კლინიკის ფურცლები აიღო, ჰოლში გავიდა და პიჯაკი, ტელეფონი და საფულე მოძებნა.
-ირინა, სასწრაფოდ ირაკლის ან ლილეს დაურეკე და ყველაფერი უთხარი. უთხარი რომ მივფრინავ!-ქალმა პასუხის გაცემა ვერ მოსწრო რატიმ რომ კარი გაიხურა და კიბეები ჩაირბინა. მთელი სისრაფით ატარებდა მანქანასდა აეროპორტისკენ მიდიოდა. მიისულმა ნაჩქარევად გაიარა კონტროლი და სალაროსთან მივიდა.
-სასწრაფოდ ერთი ბილეთი მინდა მომეცით ჩიკაგოსკენ!-მიმართა მინის იქით გოგონას
-უკაცრავად, მაგრამ პირდაპირი ფრენა აქედან არ ხორციელდება. ნიუ-იურკიდან უნდა გადაფრინდეთ, მაგრამ ნიუ-იორკის რეისის ყველ ბილეთი უკვე გაყიდულია, უახლოესი ფრენა ხვალ საღამოსაა, გნებავთ?
-ახლა კარგად მომისმინეთ! სასწრაფოდ, ერთი ბილეთი იპოვეთ ნიუ-იორკის რეისზე თორემ მარტო თქვენს თავს კი არა, მთელს პერსონალს გავაშვებინებ აქედან! სწრაფად!-ტონს მკვეთრად აუწია რატიმ და გამვლელების ყურადღბაც მიიქცია
-ბატონო, ბოდიში, მართლა არ გვაქვს! - დაბნეულმა ამოიუღლუღა გოგონამ
-რას ნიშნავს არ გაქვთ! სულ ერთი ბილეთი! გეხვეწებით, უნდა მივუსწრო, შეიძლება ჩემი ცოლი ცოცხალი ვეღარ ვნახო,გთხოვთ, იქნებ ერთი ბილეთი ნახოთ როგორმე! - თვალებში ცრემლები ჩაუდგა
-ვწუხვარ ბატონო! - ისეთი ხმით უთხრა გოგომ,ტირილს დაიწყებდა მალე-თან შიშისგან, თან თითქოს გაიზიარა კაცის მდგომარეობა. ამ დროს რატის ტელეფონი აწკრიალდა. იკა რეკავდა
-ირაკლი, ქეთა წავიდა, იკა! - უთხრა აღბისთანავე სასოწარკვეთილი ხმით ძმაკაცს
-რატი...
-ვერ ჩავუსწრებ, ბილეთები არ არის ირაკლი! შეიძლება ვეღარც ვნახო, გესმის?
-რატი მოიცადე, დაწყნარდი! კლინიკას ხომ ყავს კერძო თვითმფრინავი-ჩასძახა ირაკლიმ აღელვებულმა
-რა?
-მალე, მოდი აქ და იმით გაფრინდი!
-მოვდივარ!-ჩასძახა ხმამაღლა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა შენობა
-რატი, ფრთხილად იარე! - ამის თქმაღა მოასწრო ირაკლიმ და ტელეფონი გაითიშა.
10 წუთში კლინიკაში, სახურავზე იყო რატი.
-რატი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! უახოესი რეისით გამოვფრინდებით მე და ლილეც!- უკვე ვერტმფრენში მჯრად რატის ელაპარაკებოდა ირაკლი. მხარზე ხელი დაადო, კიდევ ერთხელ გამამხნევებლად შეხედა თვალებში და ასაფრენად მომზადებულ ვერტმფრენს მოშორდა.
----------
-ქეთა ლიპარტელიანი სად არის?-კლინიკაში პირდაირი გაგებით შევარდნილი რატი მაშინვე ადმინისტაციაში მივიდა
-წესით ახლა უნდა შეჰყავდეთ საოპერაციოში, პალატა მეოთხე სართულზეა-მალევე უპასუხა გოგონამ . სირბილისგან დაღლილი ისევ კიბით ავიდა მეოთხე სართულზე და მაშინვე დაინახა შუა დერფანში საკაცეზე მწოლიარე ქეთა, რომელიც ლიფტისკენ მიჰყავდათ.
-ქეთა, მოვედი ქეთ! შენთან ვარ, ჩემო ლამაზო!-მაშინვე მივარდა და თავზ ხელი დაადო, ერთი ხელი საკაცეს მოჰკიდა და მასთან ერთად სიარული განაგრძო.
-რატი...
-ქეთა, ჩუ, ხო? დასივენე შენ, არ ინერვიულო! ჩვენს ქორწილში კიზომბა უნდა ვიცეკვოთ, ტანგო იკაც ოცნებაა! იცოდე, არ გაბედო და არ დამტოვო! მიყვარხარ ქეთა, ჩემი ნაწილი ხარ!
-მეც მიყვარხარ, რატი...-მშვიდად უთხრა ქეთამ. აშკარად ეტყობოდა დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ რომ იყო.
-უშენოდ არ ვარ, ქეთა!-ლიფტში შეყვანილს მიაძახა საყვარელ ქალს. დიდხანს უყურა დაკეტილ კარს. მერე იქვე კედელთან ჩაიკუზა და თავი მუხლებში ჩარგო
{...................
-ქეთო, დაბლა ვარ, ცოტა თბილად ჩაიცვი და ჩამო, გავისეირნოთ, რა!-ტელეფონში მხიარულად ჩასძახა რატიმ,
-კარგი, დამელოდე ორი წამით!-მხიარულადვე უპასუხა ქეთამ და ტელეფონი გაუთიშა. ხუთ წუთში სადარბაზოდან გამოიქცა რატისკენ და მოეხვია. ატმისფერი სარაფანი და ზემოდან ნაცრისფერი ჟაკეტი ეცვა.
-წამო, ერთი ძალიან ლამაზი ადგილი უნდა გაჩვენო! - ტუჩზე აკოცა და მანქანის კარი გაუღო რატიმ
-ვნახოთ!-გაუღიმა ქეთამ და ფანჯარაში გაიხედა. დაახლოებით 20-25 წუთის სიარულის შემდეგ პატარა ტყესთან გააჩერა რატიმ მანქანა. გადმოვიდნენ, ხუთი წუთი ფეხით იარეს და დანიშნულების ადგილსაც მიადგნენ. ხეებზე თეთრი ლენტები და უბრალო ქსოვილები იყო მობნული. ალაგ-ალაგ მაღალ ტოტებზე თოკებით ლამაზ ხის ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები იყო ჩამოკიდებული. თითოეულ მათგანში მომღიმარი წყვილი ჩანდა, სხვადასხვა დროს აღბეჭდილი. იყო ქეთას დაბადების დღის, რატის დაბადების დღის, პირველი პაემნის ფოტოები. ფოტო, სადაც გვირილების უზარმაზარი თაიგული ეჭირა გვირილებისავე გვირგვინიან ქეთას და ბედნიერი უყურებდა კამერას. ის ფოტოც იყო, კოცონთან გიტარით ხელში რომ იჯდა რატი და უკნიდან შემოხვეოდა ქეთა. კიდევ მრავალი დაუვიწყარი მომენტი გაცოცხლდა იმ წამს. ვიოლინოს ხმა მოისმა და ნელი ბიძგით წაიყვანა რატიმ ქეთა ოდნავ წინ. ლამაზად მორთული, პატარა მაგიდა იდგა ხეების შუა-ზედ ღვინის ბოთლი, ორი ჭიქა და ხილი იდო.
-რატი, არ მჯერა...-აწყლიანებული თვალებით შეხედა ქეთამ საყვარელ მამაკაცს და ხელზე მოეფერა
-ვეცადე არცერთი ფოტო არ გამორჩენოდა-რატიმ ღვინის ბოთლი აიღო-ჯერ ქეთას ჩამოუსხა, მერე თვითონაც დაისხა - კიდევ ბევრი ფოტო მიემატება ამ ყველაფერს, ძალიან მალე, ქეთა...
-უზომოდ მიყვარხარ - სიცილით უთხრა ლიპარტელიანმა და ტუჩებზე დაეწაფა. მოშორებულმა ცოტახანს უყურა რატის თვალებში, მერე რატი მუხლებზე დადგა და ბეჭედი ამოიღო
-ქეთევან ლიპარტელიანო, ცოლად გამომყვებით? მომიძღვნით მთელს თქვენს ცხოვრებას? გაიღვიძებთ ყოველ დილით ჩემს გვერდით, ჩემივე კოცნით? -მზერა გაუსწორა რატიმ ქეთას და მთელი გულით და ემოციით უთხრა ეს სიტყვები-ხო, კიდევ რაღაცეების თქმა მინდოდა, მაგრამ მგონი ყველაფერი დამავიწყდა...-თავისთვის ბუტბუტი დაიწყო რატიმ, უცებ ქეთა დაიხარა,თვალებში ჩახედა, თავი დაუქნია და ტუჩებზე დაეწაფა. მასთან ერთად დაჯდა მინდორზე და იყვნენ ასე, უყურებდნენ ხეებზე ჩამოკიდებულ საკუთარ ფოტოებს პატარა სანთლების და ლამპიონების შუქზე და ვიოლინოს ხმით ტკბებოდნენ
.............}
გაიხსენა მოგონებები რატიმ, ყველა ის დღე, რაც ერთად ჰონდათ გატარებული. როგორ ეძახდა ქეთევანს, ქეთოს, ქეთუშას და ქეთუშკას და როგორი რეაქციები ჰქონდა ქეთას. როგორი თვალებით უყურებდა, როცა ცოლობა სთხოვა და როგორ ესმოდა მისი გულისცემა, ყოველი მასთან ჩახუტებისას. ყოველი წამი საუკუნედ ეჩვენებოდა. იჯდა დერეფანში იატაკზე, მარტო, თავი მუხლებში ჰონდა ჩარგული და ვინ იცის, მერამდენე ცრემლი უგორდებოდა უკვე ობლად თვალიდან. საოპერაციოდან არავინ გამოდიოდა, არავინ არაფერს ეუბნებოდა. მარტო ის აიმედებდა, რომ ცუდი ამბავი ჯერ არ უთქვამთ, ჯერ ოპერაციას უკეთებდნენ, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფრი ალბათ კარგად იყო. რამდენჯერმე ექთანმა მიაკითხა და ქეთას პალატაში დალოდება ურჩია, მაგრამ ადგილიდან არ ინძრეოდა რატი. ასე დაათენდა თავზე. ერთი ღამე მისთვის არ ვიცი, ვერ ვითვლი რამდენს უდრიდა. დილით მხარზე დადებულმმა ხელმა შეაფხიზლა:
-თქვენ ბრძანდებით ქეთა ლიპარტელიანთან? - შუახმის ექიმის სანდომიანი ხმა ჩაესმა და მაშინვე წამოხტა ფეხზე
-დიახ, საქმრო ვარ, როგორ არის? -ხელები მკლავებში მოჰკიდა დათვალებში ჩააშტერდა
-ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იყო გართულებები, მაგრამ ასეთი სიმძიმის ოპერაციისთვის მინიმალური. გოგონა სტაბილურად არის, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.. ახლა ისღა დაგვრჩენია, გაღვიძებას დაველოდოთ, ისე ვერ გავიგებთ, რა შედეგი გამოიღო ოპერაციამ!
-დიდი მადლობა, მეც ქირურგი ვარ და ვიცი სპეციფიკა. როდის გადმოიყვავენ პალატაში?
-ჯერ ცოტახანს რეანიმაციულ განყოფილებაში გავაჩერებთ, მაგრამ რადგან მდგომარეობა სტაბილურია, მალევე გადავიყვანთ პალატაში.
- - -
დერეფნის ბოლოს საკაცის გამოჩენისთანავე იქით გაიქცა რატი. მიუახლოვდა და სიყვარულით, ანერვიულებულმა დახედა მძინარე ქეთას. ისეთი ნაზი იყო იმ მომენტში... ოდნავ გადასვლოდა ფერი სახიდან , მაგრამ იმდენად მშვიდად და ჰარმონიულად სუნთქავდა, რომ თითქოს დამშვიდდა რატიც. ნაზად აკოცა შუბლზე და საკაცეს გაჰყვა გვერდზე, თან ქეთას უსვამდა თავზე ხელს. პალატაში მწოლიარეს ჯერ შორიდან უყურა, სანამ ექიმები დასტრიალებდნენ თავს, შემდეგ პერსონალს თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა და პალატიდან გაისტუმრა. ექიმმა გააფრთხილა, "რომ გაიღვიძებს, აუცილებლად დამიძახეო". რატიც დაეთანხმა და ნელა მიუახლოვდა ქალის საწოლს. იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ქეთას ხელი თავისაში მოიქცია და ემოციებისგან დაღლილმა თავი საწოლზე ჩამოდო. აღარ ფიქრობდა აღარაფერზე. მთავარი ის იყო, რომ ახლა ქეთას თბილი ხელი ეჭირა და მის რიტმულ სუნთქვას უსმენდა.
-ქეთა, მგონი გამაჭაღარავე. ჩემო სულელო, რა გააკეთე...შენ რომ რამე მოგსვლოდა ქეთა...-ბუტბუტებდა და ხელზე ხელს უსვამდა - ყველაზე მეტად მიყვარხარ მე შენ. ვერ გეუბნები ხშირად, არ ვიცი, ალბათ მრცხვენია, ხო, რაც არ უნდა სასაცილო იყოს მგონი მრცხვენია ამის ხშირად თქმა, მაგრამ ხომ ვიცი, რომ იცი, როგორ მიყვარხარ. ხომ ხედავ... ჩემი ქაჯანა გოგო. როგორ მომენატრა შენი წკრიალა ხმა...-ნელა ლაპარაკობდა რატი, აუჩქარებლად,თავისთვის. ქეთას ესმოდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ იმდენად სუსტად გრძნობდა თავს, რომ ხმის ამოღება კი არა, თვალების ოდნავ გახელა ძლივს შეძლო. ვერ დაინახა რატიმ, მაგრამ ქეთამ იგრძნო, როგორ მშვიდად ჩასძინებოდა რატის მის ხელთან ჩახუტებულს და ისიც გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
პირველს ქეთას გაეღვიძა. სუსტად იყო, თავი სტკიოდა და თითქოს მთელი ტანი დაბუჟებოდა. ნელა ასწია ხელი და რატის თმებში შეუცურა. ეფერებოდა ჩაძენებულს და თან თავის საქციელზე ფიქრობდა. რა გააკეთა? რა გაუკეთა რატის? გაარკვია, ჩაალაგა, წავიდა და დატოვა რატი ერთი წერილის ამარა. არც უფიქრია, რას უკეთებდა ამით, რა მდგომარეობაში აგდებდა. შეიძლება საერთოდ მარტო დაეტოვებინა, სამუდამოდ. დაეტოვებინა , დიდი ტკივილით და ალბათ, დანაშაულის გრძნობითაც, რომ ვერ შეაჩერა საყვარელი ქალი. ორი წამით მის ადგილზე წარმოიდგინა თავი და თვალებში მოაწვა რაღაც, ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა და გამოძრავებულ რატის დახედა ისევ. ნელა წამოსწია თავი რატიმ და ქეთას ახედა.
- ქეთა, გაიღვიძე? როგორ ხარ? რამე გტკივა? მოიცა, ექიმს დავუძახებ!-მაშინვე ფეხზე წამოხტა რატი და ქეთა შეათვალიერა
- რატი, რატი დამშვიდდი, კარგად ვარ - დაბალი ხმით უთხრა, სუსტად გაუღიმა და ხელით საწოლზე, თავის გვერდით მიანიშნა - დაჯექი აქ...
- ჩემო ლამაზო, რა კარგია, რომ ჩემთან ხარ..
- ყველაფერი დაბუჟებული მაქვს და თავი მისკდება
- შემოვა ახლა ექიმი და გაგსინჯავს, ნუ ნერვიულობ, უნდა დაისვენო ჯერ, ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანე.
-რა კარგია, რომ აქ ხარ.თითქოს ვგრძნობდი, მარტო რომ არ ვიყავი. რატი, გეხვეწები, მაპატიე...
- ჩუუუ ჩემო სულელო, დაისვენე, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე-საბანი შეუსწორა ქეთას და გაუღიმა, პალატაში შემოსულ ექიმს კიდევ ერთხელ მიესალმა და საწოლიდან წამოდგა.
- ყველაფერი წესრიგშია, ჯერ ვიცი, მოდუნებული და დაბუჟებული გაქვს ყველაფერი, მაგრამ ეს მალე გაივლის და ვნახავთ იყო თუ არა შედეგიანი ოპერაცია, იქამდე დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. დაისვენე, რა თქმა უნდა, არ იმოძრავოთ და დაველოდოთ შენი კუნთების "გამოღვიძებას". ერთი შემიძლია გითხრა-ძალიან ძლიერი გოგო ხარ, ამხელა ოპერაციის შემდეგ ისევ ვარდისფერი გადევს ლოყებზე და თვალებიც ისევ გიციმციმებს...-გაუღიმა ექიმმა და ღიმილით რატის დაკრა მხარზე ხელი-არ გააბრაზო, იცოდე! ექიმი გააცილა რატიმ და ისევ ქეთას მიუბრუნდა. საუბრის დაწყება ქალმა დაასწრო:
- რატი, მიბრაზდები?
- არა, ქეთა. შენ მე როგორ უნდა გაგიბრაზდე...
- ვიცი, რომ ეს არ უნდ...
- ქეთა, ქეთა! კი, უნდა გაგეკეთებინა. შენ მარტო დამტოვე, არც მკითხე ისე წახვედი და სართოდ არც ვიცოდი, ცოცხალს თუ გნახავდი, მაგრამ ეს შენი შანსი იყო და გამოიყენე. ეს რომ არ გექნა, ალბათ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯებოდი, რომ არ სცადე. არ გიბრაზდები ქეთა. შემეშინდა, რომ შეიძლებოდა სამუდამოდ დაგეტოვებინე, მაგრამ ახლა აქ ხარ, მიღიმი და აღარაფერი მახსოვს. ახლა ცოტახანს გაჩუმდი და დაისვენე. მთელი ღამე არ მძინებია და მოდი, ერთად დავიძინოთ!-თმა გვერდით გადაუყარა რატიმ და შუბლზე აკოცა
- მოდი, დაეტევი!-განიერი ლოგინის ცარიელი მხარისკენ მიუთითა ქეთამ და ხელი დაუტყაპუნა. რატიც ფრთხილად მიუწვა გვერდით და ხელი თავქვეშ ამოუდო
- რატი, მოიწიე ცოტა, თორემ გადავარდი! ნახე, რამხელაა საწოლი...
- ჩუ შენ და დაიძინე!- ცხვირი გაუხახუნა ყურზე და თვალები დახუჭა რატიმ. მალე ქეთას მშვიდი სუნთქვა ჩაესმა და თვითონაც მისცა თავს დაძინების უფლება.
--------
- ლილე, ქეთა წავიდა ჩიკაგოში!-ვერტმფრენი აფრინდა თუ არა ლილესთან მივიდა ირაკლი
- რა? სად წავიდაა?-თავიდან ვერ მიხვდა ლილე და კითხვისნიშნით სავსე მზერა მიანათა ირაკლის
- ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა! რატისთვის წერილი დაუტოვებია და რატიც გაფრინდა. ფრენა არიყო ჩიკაგოსკენ და კლინიკის ვერტმფრენით გავუშვი...
- რააა? რა?! მოიცადე, ქეთა იმ ოპერაციისთვის წავიდა? ღმერთი ჩემო! და, და რატიც გაფრინდა...
- ხო და ჩვენც უნდა გავფრინდეთ უახლოესი რეისით!
- ხო, აბა მარტოებს ხოარ დავტოვებთ! ვაიმე, ნეტა შეიყვანეს ოპერაციაზე ქეთა? ნეტა როგორ არის!
- არვიცი ლილე, არვიცი. არაფერი არ ვიცი. ბილეთებს დავჯავშნი, ჯერ ნიუ-იორკში უნდა ჩავფრინდეთ და იქიდან ჩიკაგოში. ხვალ იქნება ფრენა. შენ მიდი წადი სახლში, ჩაალაგე და ხვალ 11ზე გამოგივლი...
- ხო, ჩავალაგებ-რობოტივით ლაპარაკობდა ლილე და ნათქვამს იაზრებდა. დილით გაუარა ირაკლიმ ლილეს, მაღლა ააკითხა, მედეას და მათეს მიესალმა და ბარგი ჩაატანინა. გზაში არ ულაპარაკიათ, ორივე ძალიან დაძაბული იყო და ჩუმად მიაღწიეს აეროპორტამდე.
- ვაიმე, პასპორტი!-ჯიბეებზე შეივლო ირაკლიმ ხელი
- შიდა ჯიბეში, მარჯვნივ-მიანიშნა ლილემ ჯიბეზე და გაეცინე
- სერიოზულად?-გაიოცებულმა შეხედა კაცმა პასპორტის პოვნის შემდეგ
-უბრალოდ, დაკვირვებული ვარ-სუსტად გაუღიმა და თითონაც გაიარა რეგისტრაცია. თვითმფრინავში მოძებნეს თავისი ადგილები, ღვედიც შეიკრეს და ასაფრენად მოემზადნენ.
ლილეს აშრაკად გადასვლოდა სახიდან ფერი და დაძაბული მზერით დაშტერებოდა ხან იატაკს, ხან კიდევ წინა სავარღძელს.
- ლილე, კარგად ხარ?-გვერდულად გახედა ირაკლიმ
-კი, უბრალოდ ცოტა მეშინია-იატაკს მოსწყვიტა მზერა და თვალი ირაკლის გაუსწორა
- სერიოზულად?
- ეგ სიტყვა რაღაც ძალიან შეგიყვარდა-გაეცინა
- მთავარია გაგეცინა-თვალი ჩაუკრა და უცებ თვითმფრინავიც დაიძრა. ლილე მაშინვე ჩააფრინდა სავარძელის სახელურებს და ღრმად დაიწყო სუნთქვა.
-კარგი, დამშვიდდი-ხელი დაადო ხელზე და მოუჭირა. ლილემაც გადმოხედა დამშვიდებული მზერით და თავი საზურგეს მიადო.
- უბრალოდ, რომ წარმოვიდგენ, ჩემი სიცოცხლე ასე უბრალოდ, ვიღაცის ხელშია, მეშინია. თან ხომ შეიძლება დაიწყოს წვიმა, ჭექაქუხილი, ქარბორბალა, ტურბოლენტურ ზონაში მოვხვდეთ, რავიცი...
- ლილე, ლილე რეებზე ფიქრობ. ეგ რომ ხმამაღლა თქვა, მგზავრების 90% პანიკაში ჩავარდება...
- აუჰ, დამაწყნარე?-წარბაწევით შეხედა ლილემ
- მეც დავიძაბე მგონი-გაეცინა ნერვიულად-კაი ჩამოვვარდებით, ჩამოვვარდებით, დაიკიდე!
- ჭკვიანო! - ისევ ნერვიულობდა ლილე. უცებ თავი მის მხარეს გადაწია ირაკლიმ, კისერზე ხელი მოხვია და ტუჩებზე დაეწაფა. ლილეც წამოიწია მისკენ, მაგრამ ღვედმა დაიჭირა და გამოფხიზლდა.
- როგორ ხარ?-ოდნავ გამოსწია თავი ირაკლიმ და თვალებში შეაცქერდა
- მიწაზე რომ ვარ ხოლმე, იმაზე უკეთესად - გაშტერებული მიაშტერდა და მერე გაეცინა
- ყველა ჩვენ გვიყურებს და მაგის დასავიწყებლადაც გაკოცო?
- და მერე აღარ შემოგვხედავენ? –
მიეჩვევიან -მხრები აიღეღა იკამ და გაეცინა
- აქ საპირფარეშო ძალიან ვიწროა? - უცებ იკითხა ლილემ და ირაკლი დააშტერა ამჯერად. გაიფიქრა, "ამ გოგოს მგონი, საერთოდ არ ვიცნობო" და პირი ოდნავ შეაღო, ოღონდ ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა და ისევ დახურა.
- რაიყო?-სერიოზული სახით კითხა ლილემ
- არა, არმახსოვს როგორი საპირფარეშოა...
- სულ გაგიჟდი შენ - მოიშორა სერიოზული ტონი და ლამის ხარხარი დაიწყო ლილემ, მაგრამ მერე ისევ დაიძაბა - მე აქ ვხარხარებ და ნეტა იქ რა ხდება...
- იმედი მაქვს, ცუდი არაფერი...
- იმედია... მთელი ფრენის მანძილზე ლილეს ხელიდან არ მოუშორებია თავისი ხელი ირაკლის. გადახედავდა ხოლმე ლილეს, ტკბებოდა მისი მშვიდი სახის ცქერით-დახუჭული თვალები, მოდუნებული ნაკვთები რაღაცნაირს ხდიდა, ისეთს, მისი ყურება, შენც რომ გამშვიდებს. მერე ლილეს ხმა აფხიზლებდა "დიხანს უნდა მიყუროო?" ღიმილით აკოცებდა ლოყაზე და თვითონაც სავარძელს ადებდა თავს. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ ჩიკაგოში გადავიდნენ და მაშინვე საავაფმყოფოსკენ წავიდნენ. მიმღებში იკითხეს ქეთა და როცა მისი პალატის კარი მიასწავლეს, შვებით ამოისუნთქეს, ხმამაღლა გაიცინეს და ერთმანეთს გადარხვივნენ.
- ცოცხალია ლილე, გადარჩა! -ლილემაც ვედნიერმა თავი დაუქნია. ერთმანეთისთვის ხელი არ შეუშვიათ, ისე შევიდნენ ლიფტში . პალატასთან მისულმა ერთხელ გადახედა ირაკლიმ ლილეს და ფრთხილად შეაღო კარი. პალატაში შესულებს ერთ საწოლზე მოთავსებული რატი და ქეთა დახვდნენ, რომლებიც მშვიდად ფშვინავდნენ.
-ამათ შეხედე, რა! - უკან მომავალ ლილეს ღიმილით გახედა იკამ, რომელსაც უკვე ტელეფონი მოემარჯვებინა და ფოტოს უღებდა
- იმედია ეს ფოტო კარგი მოგონება იქნება, მერე...-ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და ჩაფიქრებულმა ჯერ მძინარე წყვილს, მერე იკას გახედა - გავაღვიძოთ? ცოდოები არიან...
- უკვე ღვიძავს ვაჟბატონს! - ირაკლიმ ახალგაღვიძებულ რატიზე ანიშნა, რომელიც ჯერ კიდევ ამთქნარებდა. ცოტა გამოფხიზლდა და ლოგინიდან წამოდგომას ეცადა, მაგრამ ქეთამ დაუჭირა ხელი
- ქეთ, ნახე, ჩამოვიდნენ.
-ჰა? ვინ? რა უნდათ, ადრეა ჯერ...-თვალები არც გაუხელია ისე აბუტბუტდა და რატის მკლავს უფრო ჩაეხუტა
- ქეეეეეთააააა-წაიღიღინა რატიმ სახელი და ლოყაზე აკოცა. ინება ქალბატონმა თვალების გახელა და მერე შეხედა იკას და ლილეს
-ვაიმე! ჩემი გვრიტები! - მაშინვე დაავიწყდა რატის ხელი და დაყვარლად გაიღიმა
- ამან გაიკეთა ოპერაცია, თუ ჯერ არა? - დაეჭვებულმა გადახედა ირაკლიმ რატის.
-გაიკეთა, გაიკეთა! - როგორც იქნა წამოდგა ლოგინიდან რატი და საპირფარეშოსკენ წავიდა.
- ქეთა, როგორ ხარ აბა? - საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა ლილე და თბილად გაუღიმა ქეთას
- რავი ლილე, ჯერ ყველაფერი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ გაივლისო...
-მთავარია, რომ გადარჩი...როგორ ვინერვიულეთ!
- ხო, ვიცი და ბოდიში! ყველაზე წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, მაგრამ ლილე...
- ქეთა, ვიცი...ნუ მიხსნი ნურაფერს. შენს ადგილზე ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი..
- გულიც გამისკდებოდა!- ჩაიბურტყუნა ირაკლიმ, მაგრამ მაინც მისწვდა ლილეს სმენას ეს რეპლიკა.
- - -
-ვგრძნობ, ვგრძნობ, რატი! - დილით პროდუქტების მოსატადან გასული რატის დაბრუნებისას კარებში შემოსულს პირდაპირ უთხრა ქეთამ-გეფიცები, ფეხებს ვგრძნობ, რატი!


პ.ს. ფოტოზე ულამაზესი ქეთა ლიპარტელიანი heart_eyes იმედია შემიფასებთ. მადლობა, რომ კითხულობთ heart_eyes



№1  offline მოდერი MoonDaughter

ვაიმე, კიზომბამ შემომიტყუა :დ არ წამიკითხავს ჯერ, მაგრამ მე ვითონ კიზომბას ვცეკვავ და მესიამოვნა :დდდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent