შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები [3]


16-07-2015, 13:52
ავტორი prettygirl
ნანახია 3 779

ფერგადასული გოგონა ტირილ-ტირილით ახველებდა ბლანტ,წითელ სითხეს,ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ შეჩერებას,ამას ემატბოდა გახსნილი ნაკერიც... უსხამდნენ და უსხამდნენ ხან სისხლს და ხანაც გაყინულ პლაზმას,კარის ხმაზე გოგონამ თავი მოატრიალა და ისეთი ტკივილიანი მზერა შეანათა დანიელს,კაცი ადგილზე შედგა..თაფლისფერი თვალები ტირილისაგან დასიებოდა, სისხლჩაქცევები და წითელი ხაზები თვალებზე უფრო მტკივნეულს ხდიდა მის გამოხედვას... დანიელს იმწამს თავი შეზიზღდა,როგორ მიიყვანა თავისი გართობის და წვეულების გამო გოგონა ამ მდგომარეობამდე?! უყურებს ამ ქერა ლაამაზმანის ლამაზ ნაკვთებს,სხეულს, თვალებს.... ერთ დაუცველ არსებას, რომელიც ახლა მისგამო სიკვდილს უყურებს თვალებში დასისხლოსაგან იქცევა.. ცხოვრებაში პირველად შეზიზღდა სისხლის სუნი და საოპერაციო ოთახი..თავისი პროფესია... ვერდაუშვა! თუნდაც თავისი სიამაყის გამო ვერ დაუშვა ,რომ ამხელა შეცდომა მოუვიდა..
სისხლში ამოსვრილი ექიმები საჭირო ნივთების მოსატანად გაუშვა და თვითონ სისხლის შეჩერებას შეუდგა.. თვალს ვერ უსწორებდა გოგონას,ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა,რომ მისი სახისთვის არ შეეხედა... ბოლოს როგორციქნა შეწყდა სისხლდენა...გოგონამაც ამოისუნთქა..დანიელმაც... თვალებს ისევ ვერ უსწორებდა,დანაშაულის გრძნობა კლავდა.. როგორც კი საქმეს მორჩა სასწრაფოდ გამოვიდა პალატიდან..არადა ასე არ სჩვევია ხოლმე..ოპერაციის ან ასეთი შემთხვევის მერე ყოველთვის არიგებს პაციენტებს,ან უბრალოდ იმედიანი ღიმილით უღიმის..მაგრამ ამ გოგოსთან სინდისის ქენჯნას ვეღარ უძლებს...
სისხლიანი ხალათი ექთნებს გაატანა და კაბინეტში ავიდა..თავის საყვარელ ტყავის სავარძელში ჩაჯდა.საზურგეს თავი გადაადო და თვალები დახუჭა.. თუმცა მისი მოსვენება ვისგაუგია,მაშინვე კარებზე გაისმა კაკუნი... ღრმად ამოისუნთქა,აჩეჩილი ნაცრისფერი სვიტერი გაუსწორა და გასძახა:
- შემოდით!
კარი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა შავგვრემანმა მამაკაცმა შემოაღო
-შეიძლება?! იკითხა ღიმილით
-დიახ,რათქნაუნდა! თავაზიანი ღიმილითვე უპასუხა დანიელმა
-მე ჯანდაცვის მინისტრის ნიკოლოზ გუგავას ადვოკატი გახლავართ ( ჯანდაცვის მინისტრს რაცქვია ვიცი,აქ გადავაკეთე უბრალოდ , რო არ დამცხოთ მერე :დ )
იცოდა რომ წინ სასიამოვნო არაფერი ელოდა, მაგრამ მაინც ღიმილაფარებული უსმენდა ადვოკატს და ცდილობდა ერთი სიტყვა არ გამოპარვოდა
- მინდა გაცნობოთ, რომ თქვენზე საქმეა აღძრული პოლიციაში, ბრალად გედებათ პაციენტის მკვლელობის მცდელობა! სასამართლოზე შევხვდებით ერთ კვირაში.. ისე თქვა ვითომც არაფერი და ოთახო დატოვა
-პაციენტის მკვლელობის მცდელობა ?! განერვიულებული იმეორებდა ერთი და იგივე წინადადებას და თმაზე ნერვიულად ისვამდა ხელებს... ზარის რეკვასავით ჩაესმოდა ადვოკატის სიტყვები!! კაცი, რომელიც ამდენი ხანია ადამიანთათვის წარმატებით ცდილობს სიცოცხლის შენარჩუნებას პაციენტის სიკვდილის მცდელობისათვის ადანაშაულებენ?! თანაც გოგონა ჯერ ცოცხალია.. სტაბილურია.. ამ მინისტრს ჰგონია მხოლოდ თვითონაა კონსტიტუციის მცოდნე და ამ განათლებულ კაცს ასე ადვილად გააბამს მახეში?! ცდება! დანიელი ის კაცი არაა პირველივე დაბრკოლებას რომ შეუშინდება და დაეცემა! ახლავე ზუკას დაიბარებს თავისთან, რომელიც ფიზიკოსის გარდა მშვენიერი იურისტიცაა და კარგად დაარიგებს დანიელს...
- ზუკა სასწრაფოდ უნდა გამოხვიდე ჩემთან კლინიკაში
- ხოა მშვიდობა? დაეჭვებული ხმკთ ჰკითხა ზუკამ
-ამნაირი მშვიდობა დაუდგეს ნეტა მთელ ჯანდაცვის სამინისტროს... გესლიანი დედაკაცივით მიაწყევლა მინისტრი თავისი ამალიანად
-ოლაა!! მობილურზე ვსაუბრობთ ხო არ დაგავიწყდა.კოტესთან ვარ და მანდ ვართ 15-20 წუთში... ჩამოურაკრაკა და გაუთიშა...
ტელეფონი დივანზე მოისროლა და ქერას მონახულება გადაწყვიტა. როგორც ექიმმა...
მანამდე მიმღებში პაციენტის
ისტორია გამოართვა და გაეცნო..
სახელი: ლილე გუგავა
ასაკი: 24 წლის
სახელის,გვარისა და ასაკის მეტი არაფერი იყო პირადი ინფორმაცია, დანრჩენი პაციენტის გამოკვლევის პასუხები ეწერა...
-ლილე გუგავა. ამოილაპარაკა და ისტორია დახურა, იღლიაში ამოიჩრა და პალატის კარი შეაღო... გოგონას პალატაში ამჯერად სიმშვიდე იყო .. როგორც ჩანს ეძინა.. ფრთხილად მივიდა ახლოს და გვერდით,სკამზე ჩამოჯდა... 24 წლის გოგო ასეთი ბავშვური სახით არასოდეს უნახავს... ასეთი ნაზი და სათუთი... გოგონას შემხედვარეს თვითონაც ღიმილი გამოესახა სახეზე.. რამდენი ანერვიულა ამ პატარა ლილემ.. სახეზე ჩამოყრილი თმები ნელა გაფაუწია უკან და ლოყაზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელის ზურგი..
-მგონი დანიელის გულში რაღაცეები აჩქრიალდა.. სიცილით გასაძახა ზუკამ მიმღებში, სკამზე ჩამომჯდარ კოტეს.. თვითონ კი ჭორიკანა დედაკაცივით იდგა ლილეს პალატის ფანჯარასთან და გაღიმებულ დანიელს უყურებდა.მერე რომ მიხვდა რომ მართლა ჭორიკანა დედაბერს ემსგავსებოდა საქციელით უმალ გამოხტა უკან, ჩაახველა და დერეფანში სიარული გააგრძელა, ვითომც არაფერიო..
^^^
თვითონაც არ იცის რატომ გაექცა ხელი გოგონას სახისკენ.თუმცა ეს გოგო ბავშვად უფრო ჰყავს წარმოდგენილი რომელსაც მოვლა სჭირდება.. ფრთხილად წამოდგა სკამიდან და პალატის სახელური ჩამოსწია
- სინდისის ქენჯნას არ უნდა გრძნობდე... ყველას მოსდის შეცდომები,თანაც ვიცი ,რომ ერთერთი საუკეთესო ქირურგი ხარ.... მიესმა საოცრად ტკბილი და ნაზი ხმა,რომლის პატრონიც აშკარად ქერა გუგავა გახლდათ... აი ამ გოგონაზე მართლდება ფრაზა " ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო" სხვა მის ადგილას როგორ მოიქცეოდა თვითონ განსაჯეთ..
არ ელოდა! მართლა არ ელოდა გოგონას ამ სიტყვებს.. რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ რაღაც დიდი ბურთი ისე ჰქონდა ყელში გაჩრილი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა...
გოგონასკენ თავი მიატრიალა და მადლიერი ღიმილით გაუღიმა.გოგონამაც საპასუხოდ გაუცინა... დამუნჯებულმა დატოვა პალატა და კაბინეტისაკენ ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი წავიდა...
კაბინეტიდან ხმაური გამოდიოდა, როგორ ეტყობა
რომ ორი აყლაყი უკვე შიგნითაა
-მოგწონს! სიცილით უმეორებდა ზუკა კოტეს და არხეინად ტრიალებდა ტყავის სკამზე
- ჰო,მომწონს მერე რა ! მობეზრებულად ჩაილაპარაკა კოტემ და პირზე ხელი ააფარა ზუკას ,რომელიც კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა
- ვინმე მოგწონს კოსტა და მიმალავდი?! სიცილით უთხრა მეგობარს და მათ წინ ჩამოდგა
- შენი ექთანი !ლიკა! კოტეს ხელი ჩამოიძრო ძლივს პირიდან ზუკამ და ამცნო ახალი ამბავი დანიელს
[
აკრძალული თამაშები [3]

- ოჰო! ირონიულად შესძახა დანიელმა
- მერე რას მიმალავ ,მოგკლავ თუ ?! სიცილით უთხრა მეგობარს,
- არა მარა..ნუ ეფლირტავებით ჩემ კლინიკაში ვიღაცეებსო რო ამბობდი რავი..
-ბიჭო! სიცილით უთხრა დანიელმა და წყალი ჩამოასხა აპარატიდან
- ჩემს ექთნებს რისთვისაც ელაქუცებოდი შენ კარგად ვიცი და ამიტომ გიკრძალავდი, თუ სერიოზულად უყურებ ლიკას მე რატო უნდა მქონდეს რამე საწინააღმდეგო.. მხრები აიჩეჩა და წყალო ერთი მოყუდებით გამოცალა.
- შენ ის თქვი ახლა რა საქმეზე დაგვიბარე...წამში დასერიოზულდა ზუკა და კოტეც
- მოკლედ... დღეს მინისტრის ადვოკატი დამადგა..
დაიწყო საუბარი და თან აქეთ იქით იწყო ოთახში სიარული როგორც სჩვევია...თან ხელების მოძრაობას აყოლებდა ლაპარაკს
- საქმეაო აღძრულიო... პაციენტის მკვლელობის მცდელობისთვისო და მოკლედ რა..მაგარ შარში ვარ... დაასრულა ბოლოს და მათწინ ჩამოჯდა..
- მოიცა მოიცა რაო?! სიცილით თქვა ზუკამ
[center]აკრძალული თამაშები [3]

-მაგათ ხო არ აჟრუალებთ ბიჭო ჰა?!
- არა რა ძალიან მეცინება ხოლმე,მსგავს რაღაცეებზე! თქვა და ხმამაღლა გადაიხარხარა
- თქვი ახლა რამე,რაგაცინებს,გავთავდი მე ნერვიულობით.. შეუბღვირა დანიელმა
- კარგი კარგი.. სიცილს მორჩა და სერიოზული სახე მიიღო
- არა მაინც მაგრად მეცინება! დაიწყო თავიდან და ისევ ახარხარდა... კოტე და დანიელი მობეზრებული სახეებით უყურებდნენ და ერთი სული ჰქონდათ ზუკას სიტუაცია აეხსნა
- მორჩა ,კარგით! სერიოზულად თქვა ბოლოს და ჩაახველა
- მოკლედ, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ექიმის დაუდევრობის გამო თუ პაციენტი ვთქვათდა დაიღუპა მაგ შემთხვევაში ჩივიან ხოლმე , რასქვია მცდელობის გამო?! კი ,რათქმაუნდა, შეცდომა დაუშვი ,მაგრამ პაციენტი ცოცხალია და სტაბილურია,ასე რომ არც საქმის აღძვრის უფლება არ ჰქონდათ..მეორეც რა სასამართლოა დანიშნული?! არც ადვოკატი გყვდა ჯერ აყვანილი და არაფერი! ერთი სიტყვით ძმაო უნამუსოდ გაწვებიან რა! დაასრულა ბოლოს და დანანებით გადააქნია თავი
- მინისტრს რომ გავესაუბრო ამაზე არა?! ცოტახნის შემდეგ თქვა დანიელმა და ზუკას " შენ ხო არ გაკლია" მზერაც დაიმსახურა
- არა რა ხანდახან მაოცებ ხოლმე ეს ტვინით გაჭყებილი კაცი! გაკვირვებულმა თქვა და დანიელს წინ ჩამოუდგა
- რა მინისტრს უნდა გაესაუბრო?! რა უნდა უთხრა?! იცით მე ვიცი რო მატყუებთ და ვერაფერს გახდებითთქო?! ჯერ კლინიკას დაგიხურავენ, მერე შენც მიგაყოლებენ ზედ,შენ ქირურგიულ კარიერასაც დაემშვიდობები! ეს საქართველოა დანიელ! საფრანგეთში თუ გაგდიოდათ ქირურგებს მთავრობასთან "ხიპიში" აქ არგავა... ყველაფერს ვიტყვით მხოლოდ სასამართლოზე! გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ზუკამ და კაბინეტი დატოვა
- ექთნის ნომერი მიშოვე რა! სიცილით დააყოლა კოტემ კარებში გასვლამდე და ზუკას მიჰყვა.
საიმედო ხალხს გადაურეკა და მინისტრზე სთხოვა რაღაც- რაღაცეების გაგება... პასუხმაც არ დააყოვნა იმეილზე..
- აი რას ჰქვია ტუზის დაცემა! ამოილაპარაკა გახარებულმა და კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ტექსტს და ვიდეო მასალას ყურადღებით დაუწყო დათვალიერება,თან რამდენიმე ეგზემპლარი ამოაპრინტერა სასამართლოზე წარსადგენად
^^^^^^
ჩემო ტკბილებო <3 როგორ მახარებს თქვენი მხარდაჭერა ეს კიდე შეპირებული მოზრდილი თავი <3 შემიფასეთ <3 ველი თქვენს კომენტარებს <3



№1  offline წევრი prettygirl

400 ნახვა არცერთი კომენტარი ^^ აი მხარდაჭერა ძმაო ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent