შენ არ ხარ ჩემი და! მე შენ მიყვარხარ! (თავი 2)
ვცდილობ გავექცე ასეთ რეალობას, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს შეუძლებელია. ერთადერთი რამ რაც ძველ ადგილთან მაკავშირებს ფოტოები და მოგონებებია. დილით დედაჩემი მაღვიძებს და ახალ უნიში პირველ დღეს მილოცავს. ამაში მოსალოცი არაფერია მაგრამ მაინც მიხარია. პირსახოცს ვიღებ და აბაზანისკენ მივდივარ. კარი ღიაა ერთ ნიჟარასთან შორდებით დგას სანდრო და კბილებს იხეხავს.ვშეშდები. მრცხვენია და ვერ შევდივარ. ის კბილის ჯაგრისს წყალს უშვერს და შემოუხედავად მეკითხება -კიდევ დიდხანს იქნები მანდ და დატკბები ჩემი ყურებით? -არ მინდოდა ხელი შემეშალა- ვეუბნები ხმადაბლა და მის ზურგს უკან მდებარე ნიჟარასთან ვდგები.ნახევარ საათში ჩაცმული ვზივარ და დედაჩემს ველოდები. რომელიც რატომღაც არ ჩქარობს ჩემს უნიში წაყვანას. და ყველაზე საშინელი ამბავი რაც კი შეიძლებოდა რომ დღეს გამეგო, დედაჩემის ნაცვლად ჩემი წაყვანა სანდროს ან ლუკას მოუწევთ. მოკლედ ხდება ისე რომ უნიში ლუკას მივყავარ. უნივერსიტეტი დიდია თუმცა არც ისეთი დიდი როგორიც ჩემი ძველი უნი იყო. ლუკა მემშვიდობება და მიდის. მე უნივერსიტეტში შევდივარ. სანდრო თავის შეყვარებულთან ერთად დგას და ელაპარაკება. თუმცა მე რომ მხედავს ის მას სწრაფად კოცნის და კარადიდან წიგნის აღებას იწყებს. როგორც მითხრეს ჩემი კარადა 152 ნომერია. მისი 147. ბედი რომ არ გექნება. ეს ის მომენტია. ჩემს გვერდით ერთი გოგო დადგა და კარადის გაღებას დაკავებული ხელებით ცდილობს. -დაგეხმარო? -ვკითხე თავაზიანად და გავუღიმე. -თუ არ შეწუხდები. -მპასუხობს ის. წიგნებს ვართმევ -რა გქვია? -მეკითხება ის -მე სალი შენ? -მე ემილი -მპასუხობს ის ლექცია იწყება. ქიმიის კაბინეტში შევდივარ და თავისუფალ მერხს ვუჯდები. რამდენიე წამში ემილი შემოდის და გვერდით მიჯდება -გამარჯობა -მეუბნება ის და მიღიმის -გამარჯობა -ვპასუხობ ასევე ღიმილით და ჯანდაბა! კაბინეტში სანდრო შემოდის ვიღაც ბიჭთან ერთად რომელსაც როგორც მითხრეს გაგა ჰქვია და ჩემს უკან სხდებიან. ახლაღა ვხვდები რომ თითქმის ყველა მათ უყურებს და მათი შემოსვლის წამიდან ჩურჩული არ წყდება. -ისინი ვინ არიან? -ჩუმად ვეკითხები ემილის -მოიცა შენ ხომ ახალი ხარ. დამავიწყდა. ისინი უნივერსიტეტის ასე ვთქვათ მაგარი ბიჭები არიან უნის ლიდერები და თითქმიდ ყველა მათ ბაძავს ვინც არც ბაძავს მათ და არც მათ ლიგაში არიან მათ ლუზერებს უწოდებენ. ანუ მე და ჩემნაირები.- მიხსნის გოგონა -და ლიდერები რაში არიან? -კალათბურთში -კალათბურთს მეც -ვუწყებ რაღაცის თქმას მაგრამ ლექტორი მაჩუმებს. -ნუ ლაპარაკობთ! -ამბობს ის ლექცია დამთავრდა და რამდენიმე წამში ლიკა გოგონა რომელსაც სანდრომ აკოცა კარებში გაჩნდა. სანდრო მისკენ გარბის და კოცნას უწყებს იმდენად ცუდად დგანან რომ გასვლა შეუძლებელია. არ მინდოდა მისთვის რამე მეთქვა მაგრამ ემილი ასეთი არ არის მას არაფრის ერიდება. კარებთან მიდის. ვცდილობ შევარჩიო მაგრამ ის მიდის მათ მხრივ ეჯახება ისე რომ კარებს მოიშორდნენ, შემდეგ ცინიზმით ამბობს ბოდიშითო და მიდის. მეც მას მივყვები და სანდროს მკვლელ მზერას რამდენიმე მეტრის მოშორებითან ვგრძნობ. არ ვიცი რატომ ვერ მიტანს მე ხომ ძლით არ შევჭრილვარ მის ცხოვრებაში. რა ჩემი ბრალია თუ ჩვენმა მშობლებმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს და მე არ შემიზლია ამას ხელი შევუშალო.. ლექციები დამთავრდა. წასვლის დროა. წვიმს. მიყვარს წვიმა მაგრამ არა ახლა. დედაჩემს ველოდები. წვიმა მატულობს. სანდროს მანქანისკენ სწრაფად მიდის ლიკა. მე და დედა სახლში ვბრუნდებით. სახლში შესულებს მისაღებში სანდრო, ლიკა, გაგა და ელენე გვხვდება რომლებიც ბოლო ხნაზე იცინიან. ელენე მიცინის და მათთან მისვლას მთხოვს რაზეც სანდრო გაბრაზებული მიწყებს ყურებას. მე ვამბობ რომ უბრალოდ ძალიან დავიღალე და ოთახში სწრაფად ავდივარ საწოლზე ვემხობი თავს ხელებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ. არ მინდა აქ ამ სახლში ამ ხალხთან ერთად! ---------------------------------------------------------------------------------- იმედია მოგეწონებათ < 3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.